სახელი: ზეციური რექვიემი.(Heavenly Requiem) წელი: 2013 სტატუსი: Ongoing ავტორი: Swordsman(ghost_ghost10) ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა, დეტექტივი, Sci-Fi(სამეცნიერო ფანტასტიკა). (მოკლე)აღწერა: ამბავი ხდება 2016 წელს. მთელი მსოფლიო განადგურების პირასაა. სამი ადამიანი ცდილობს რომ დაამარცხოს მსოფლიოში არსებული ბოროტება.
საავტორო უფლებები დაცულია.
თავი 1. როგორ დაიწყო ყველაფერი.
2016 წელი, ეს წელი მასონების შემოსევის წელი იყო მთელს მსოფლიოში. ქვეყნები დიდ კრიზისში ჩავარდნენ. ნავთობის ფასი გაორმაგდა, საჭმელი გაძვირდა, განსაკუთრებით პურის ფასმა იმატა. ღარიბი ხალხს, ვისაც ფული არ ჰქონდა, შიმშილით სული ხდებოდათ. აფრიკის ქვეყნებში სიკვდილიანობის ისედაც მაღალი მაჩვენებელი, ძალიან გაიზარდა. წარსულში ორი გიგანტი ქვეყანა, ამერიკა და რუსეთი ახლა უკვე დასუსტებულიყო. უამრავი ადამიანი რუსეთიდან კანადაში და ავსტრალიაში გადასახლდა. რუსეთში მხოლოდ ღარიბი ხალხი დარჩა. ამერიკაში ბევრი ქარხანა-ფაბრიკა გაჩერდა. ევროპის ქვეყნები ზემოთხსენებულ ორ სახელმწიფოზე უარეს დღეში ჩავარდა. წყალსაცავები აფეთქდა. მიზეზი უცნობი იყო. სასმელი წყლის დეფიციტი აწუხებდა მთელს ევროპას. აზიაში, წარსულში ცნობილი დაავადება H1N1 გავრცელდა. ეს ვირუსი გამოგონებული წამლებით აღარ ინკურნებოდა. ამბობდნენ რომ ეს დაავადება ახლა უფრო ძლიერი სახითაა ვიდრე წარსულში. ეს დაავადება ყველაზე მეტად ინდოეთს აწუხებდა. ჩინეთში ეს ვირუსი არ გავრცელებულა. მათ ვაქცინა ჰქონდათ, უფრო გაუმჯობესებული, რომელიც ჩინელმა და მოსყიდულმა იაპონელმა ქიმიკოსებმა შექმნეს. ახლა პირველი ქვეყანა ჩინეთი იყო. მას არანაირი კრიზისი და ეპიდემია არ აწუხებდა. დაირხა ხმები, რომ ჩინეთი ჯარს აგროვებდა, რათა რუსეთზე შეტევა განეხორციელებინა. ჩინეთი იმპერიად იქცა, მისი მმართველი ჰირომო მენგია. ჰირომო წარსულში ცნობილი ფიზიკოსი იყო. იგი წარსულში საფრანგეთში, ანდრონულ კოლაიდერზე მუშაობდა(მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე დიდი ენერგიის მქონე აქსელერატორი), რომელიც შემდეგ სამუდამოდ დაიხურა და მასში ცდების ჩატარება შეწყდა. ჰირომომ ჩინეთში 3 წლის წინ მასონთა გაერთიანება: შავი არწივი ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციაში თავდაპირველად ჩინელი მეცნიერები, მწერლები და პოლიტიკოსები იყვნენ. ეს ორგანიზაცია დღითიდღე იზრდებოდა. წევრების უმეტესობა ახალგაზრდა თინეიჯერები იყვნენ. ჰირომოს მათი გადაბირება არ გასჭირვებია. ერთ წელიწადში შავმა არწივმამთელი ჩინეთი მოიცვა და მალევე ჰირომო მენგი ქვეყნის მმართველი გახდა. ჰირომოს მიწისქვეშა ბაზები ჰქონდა, მაგრამ რაში იყენებდე ამ ბაზებს უცნობია. რამდენიმე ადამიანი ამბობდა, რომ მიწისქვეშა ბაზებში ადამიანებზე ცდებს ატარებდნენ. ვინც ამას ამბობდა, ყველა მკვდარია ან უგზოუკვლოდ დაიკარგა. ერთმა ამერიკელმა წინასწარმეტყველმა, ტომ მეიერმა განაცხადა: - მალე ჩინეთი ომს დაიწყებს. ჩინეთს სურს რომ მთელი მსოფლიო ერთ ქვეყანად მოაქციოს. ეს საშინელი და სისხლისმღვრელი გლობალიზაცია იქნება. ჰირომო მენგი სატანაა ადამიანის სახით. მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია. ამერიკამ, რუსეთმა, საფრანგეთმა, ინგლისმა, იაპონიამ და სხვა დანარჩენმა ქვეყნებმა იმისთვის მზადება უნდა დაიწყონ. ჰირომო იუკუში მსოფლიოს ჯოჯოხეთად გადაქცევას აპირებს. ასევე ჩემს ხილვებში დავინახე კაცი, რომელიც მესიად მოევლინება მსოფლიოს და დაამარცხებს ბოროტ სულს, ჰირომო მენგს! ამ განცხადების შემდეგ ტომ მეიერი აღარავის უნახავს. მთელი ამერიკა ფეხზე იდგა, მაგრამ მეიერი ვერსად იპოვეს. მას უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიანიჭერს. ჟურნალისტი, ჯონ ჰანტერი ფიქრობდა, რომ მეიერის დაკარგვა იუკუშისთან იყო კავშირში, მაგრამ ამას მასმედიაში არ ამბობდა. ეშინოდა, არ უნდოდა მეიერის მსგავსად, უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიეღო. ჰირომოს მარჯვენა ხელმა, ნაგარი მორიმომ მალულად დაიწყო ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შავი არწივის ბაზების გახსნა. ამ ორგანიზაციას ძირითადად უერთდებოდნენ პანკები, გოთები, ემოები, სკინჰედები და ფსიქიკურად აშლილი ადამიანები, რომლებიც სატანისტობას იბრალებდნენ. ამ ბაზების გახსნის შესახებ ჰირომო მენგისა და ნაგარი მორიმოს გარდა არავინ იცოდა. ამ ახლადგახსნილი ბაზების წევრები ხშირად არბევდნენ სუპერმარკეტებს, ბიბლიოთეკებს, ბანკებსა და რესტორნებს. პოლიციას მათთან დიდი ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. ჰანტერმა ამ დარბევების გამოკვლევა დაიწყო. ჩათვალა რომ ეს უბრალოდ ახალგაზრდების პროტესტი იყო. მარადიორობა გახშირდა. ჰანტერმა ახლა უკვე საფუძვლიანად დაიწყო კვლევა-ძიება. ეპიდემიამ აზიაში უკვე პიკს მიაღწია. ინდოეთი და სხვა დანარჩენი აზიის ქვეყნები დიდძალ ფულს სთავაზობდა ჰირომოს ვაქცინის ნაცვლად. ჰირომოს სპიკერმა განაცხადა: ინდოეთს და აზიის ქვეყნებს შესანიშნავი მეცნიერები ჰყავთ, თქვენით შექმენით ვაქცინა. ეს ვაქცინა არ იყიდება! ჩინეთის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰირომოს ჩამოგდება სურდა. მათ ტაკაში ჰარუნო მეთაურობდა. ტაკაშიმ ბევრი მიტინგი მოაწყო. მან მთელი ჩინეთი ფეხზე დააყენა. 2016 წლის 26 აგვისტოს ჰირომო იმენგი სიტყვით გამოვიდა შანხაიში. მის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკოსი და მისი მომხრეები ესწრებოდნენ. როცა ჰირომო ასრულებდა თავის გამოსვლას, გაისმა ხალხის ხმა: - ძირს დიქტატორი! იგი სატანაა! იგი ცეცხლში უნდა დაიწვეს! ეს ხალხი ტაკაშის შეკრებილი იყო. ისინი ჰირომოს გამოსვლაზე მივიდნენ. ტაკაშის ხალხი ჰირომოს ლანძღავდნენ და სატანას უწოდებდნენ. ჰირომომ ხელში მიკროფონი აიღო და თქვა: - თქვენ უმადური ხალხის ბრბო ხართ. მე ყველაფერი გავაკეთე რომ ამ ქვეყანას კრიზისი, ეპიდემია და შიმშილობა რომ არ მიჰკარებოდა. თქვენ ყრუ და ბნელი ხალხი ხართ. მე ამ გაუნათლებელ ბრბოს ჩინეთის ორად გაყოფის უფლებას არ მივცემ. ჰირომომ სიტყვა დაამთავრა და გაისმა სროლის ხმა. ეს ექვსჯერ განმეორდა. ჰირომო ძირს დაეცა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულიდან ხუთი ტყვია ამოუღეს. ვინ ესროლა ჰირომო იუკუშის? ეს არავინ იცოდა. ჰირომომ გამოჯანმრთელების შემდეგ მოკლედ განაცხადა: -მე ვერ მომკლავენ. მე უკვდავი ვარ. ჰირომოს ეს განცხადება მალე მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისმა ამ სიტყვებმა მთელი მსოფლიო შეძრა და შეაშინა. ჯონ ჰანტერს ჰირომოს განცხადება რათქმაუნდა არ გამორჩენია. მას უნდოდა გაეგო თუ ვინ ესროლა ჰირომო მენგს. ჰანტერმა მანჰეტენზე პატარა სახლი დაიქირავა და მთელ დღეებს იქ ატარებდა. ერთი კვირის მაძილზე, ყოველდღე ორ კოლოფ სიგარეტს და უამრავ ყავას სვავდა. მან ამ ერთ კვირაში სნაიპერის ვინაობა დაადგინა შემდეგნაირად: მან ნახა მიტინგის კადრები. ტაკაში ჰარუნო მიტინგების დროს ყოველთვის ან წინა ფლანგზე, ან შუაში იდგა. ჰანტერმა ტაკაში ვერსად იპოვა, ვერც კადრებში და ვერც ვიდეოებში. შემდეგ დაიწყო ტაკაშიზე ინფორმაციის შეგროვება. ტაკაში 32 წლის იყო. იგი 6 წლის ასაკში იაპონიაში წავიდა და 12 წლის შემდეგ უკან, ჩინეთში დაბრუნდა. ჰანტერმა გაიგო თუ რა მიზნით იმყოფებოდა ტაკაში იაპონიაში. იგი ნინძების აკადემიაში სწავლობდა და საბრძოლო ხელოვნებას ეზიარებოდა. ჰანტერმა ასევე ხელში ჩაიგდო ტაკაშის მასწავლებლის წერილი. ეს წერილი ტაკაში ჰარუნოსადმი იყო მიწერილი. ამ წერილში ეწერა: ტაკაში, ჩემო მეგობარო და ჩემო მოწაფევ, მოხარული ვარ, რომ ყველა გამოცდა უშიშრად და წარმატებით გაიარე. შენ ჩემი საუკეთესო მოსწავლე იყავი. შენ ყველაზე ძლიერი, მოხერხებული და ჭკვიანი ნინძა ხარ, ვინ კი აქამდე აღმიზრდია. შენთვის ტკივილი და ტანჯვა არაფერია, შენთვის ბრძოლა ცხოვრების ნაწილია, შენთვის სიბნელე მშობელი დედაა... კორიმო კირისუგა. ჰანტერმა შემდეგ მოძებნა შენობა, საიდანაც სავარაუდოდ ესროლეს ჰირომოს. ჰანტერი ინტერნეტში წააწყდა შემდეგნაირ ვიდეოს: სანამ ჰირომოს ესვრიდნენ, 30 წუთის წინ ამ შენობასთან გაიმართა ფლეშმობი. ახალგაზრდების ჯგუფი შენობის წინ ცეკვავდა. უეცრად კადრში გამჩნდა შავი რაღაც, რომელიც ძალიან სწრაფად შენობაში შევიდა. ჰანტერმა ვიდეო გააჩერა. დაინახა შავი ტანსაცმლით შემოსილი პიროვნება, რომელსაც კაბიშონი ჰქონდა წამოფარებილი და ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. სახე არ უჩანდა. ამ პიროვნებას ტაკაშის შესაბამისი სიმაღლეც ჰქონდა. ყველა ფაქტი ტაკაშიზე მიუთითებდა. სნაიპერი უდაოდ ტაკაში ჰარუნო იყო! ჯონ ჰანტერს ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა უნდოდა. ფიქრობდა, რომ ტაკაში კარგ საქმეს აკეთებდა მსოფლიოსთვის. ჰანტერს ტაკაშის ნახვა და მასთან ლაპარაკი სურდა. ჰანტერმა შემდეგ გადაწყვიტა ჰიმორო მენგის შესახებ ყველაფერი გაეგო. ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ მხოლოდ ის დაადგინა, რომ ჰირომო ფიზიკოსი იყო. ჯონ ჰანტერი ფიქრობდა, რომ ჰირომო მენგი რაღაც საიდუმლოს მალავდა...
სისხლიანი შროშანის არკა თავი 2. უგზო უკვლოდ დაკარგული.
ჯონ ჰანტერმა ტაკაშის მასწავლებელზე კირიმო კირისუგაზე დაიწყო ინფორმაციის მოძიება. გაირკვა რომ ტაკაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. ღრმად მოხუცებული 2003 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩინეთში გაატარა, ხოლო შემდეგ იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საიდუმლოდ ნინძების აკადემია გახსნა და მხოლოდ 3 მოსწავლე ჰყავდა. ესენი იყვნენ: ტაკაში ჰარუნო, ჯეიმს სტოუნი და ჰაკარი იანგი. სამივე მათგანი ობოლი იყო, ხოლო კირიმომ ისინი შეიფარა და ყველაფერი ასწავლა ნინძების ხელოვნების შესახებ. ჯეიმს სტოუნი კანადაში ცხოვრობდა, ჰყავდა 2 შვილი და მეუღლე. ერთ დღეს იგი სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. პოლიციამ ბევრი ძიების შედეგად იგი ვერსად ვერ იპოვეს. ხოლო ჰაკარი იანგი ჰირომო მენგის ერთ-ერთი თანამოაზრეა. ჰანტერს სურდა გაეგო თუ რა დაემართა სინამდვილეში ჯეიმს სტოუნს. ფიქრობდა რომ მის დაკარგვაში ჰირომო მენგის ხელი ერია. მან ამ ინფორმაციის გაგებიდან მეორე დღეს თვითმფრინავის ბილეთი აიღო კანადაში გასამგზავრებლად. თვითმფრინავი 17 სექტემბერს დღის 11 საათზე უნდა გაფრენილიყო. ჰანტერმა ბარგი ჩაალაგა, მოწესრიგდა, კარგად გამოეწყო და მანჰეტენის ''ჯურღმული'' მიატოვა, სადაც ნახევარი თვე გაატარა. იგი აეროპორტში ტაქსით მივიდა. ნაცრისფერი პერანგი, შავი კოსტიუმი, ასევე ამ ფერის ფეხსაცმელები და შარვალი ეცვა. ასევე Safilos ფირმის სათვალეებიც უხდებოდა. ტაქსიდან გადმოვიდა, მძღოლს მწვანე კუპიურა მისცა და მიაძახა: -ხურდა დაიტოვე! იგი აეროპორტში შევიდა, სათვალეები მოიხსნა და თავისი მწვანე თვალებით ფრენის განრიგს შეხედა და დაინახა წარწერა: New York - Ottawa [11AM]. მან გაიღიმა და თქვა: -მიყვარს თავგადასავლები.
*** დაახლოებით საათსა და ორმოც წუთში ჯონ ჰანტერი უკვე კანადაში იყო. იგი აეროპორტიდან გამოვიდა, ტაქსი გააჩერა, ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და მძღოლს ჰკითხა: -სერაფიმის დასახლება, უფროსწორად სოფელი სახელად ჰეიკლენდი იცით სად არის? -დიახ, ჰეიკლენდი სერაფიმის ტერიტორიაზე მდებარეობს, მასთან ერთად კიდევ ერთი სოფელია, სახელად მონბლანი. სერაფიმის დასახლება 3 წელია რაც არსებობს. -კარგით, ჰეიკლენდში წამიყვანეთ. - თქვა ჯონმა და ტაქსიში ჩაჯდა თავის ბარგთან ერთად. გზაში სიმღერებს უსმენდა ყურსასმენებით, მძღოლს თავი მოაბეზრა მაღალ ხმაზე აწეული სიმღერებით. ჯონმა ჯიბიდან Ipod ამოიღო, ბრძანებას Music List- ს თითი დაადო და ჩართო ‘‘That’s the way I like it’’. ჯონმა სიმღერას მაღალ ხმაზე აუწია და თვითონაც დაიწყო სიმღერა: -Thats way... aaa... I like it.. aa.. მძღოლმა შეხედა ჯონს, რომელიც თვალდახუჭული მუსიკას ღიღინებდა და შიგადაშიგ თითებს ატკაცუნებდა. -ოხ ეს ამერიკელები. - თქვა მძღოლმა დაბალ ხმაზე და ჩაიცინა. ჯონი ისე იყო გართული სიმღერების მოსმენაში, რომ ტაქსი ჰეიკლენდში “მალე’’ ჩავიდა. მან მძღოლს ფული მისცა, მადლობა გადაუხადა, მანქანიდან გადმოვიდა, ბარგი გადმოიღო და ღრმად ჩაისუნთქა. ყურსასმენები მოიშორა და ჯიბეში ჩაიდო. მზის სინათლე მას ცოტა არ იყოს აბრმავებდა. მან მაშინვე სათვალეები გაიკეთა და ბილიკისკენ გასწია, სადაც სახლები ჩამომწკრივებული იყო. სოფელში სიჩუმე სუფევდა, ირგვლივ არავინ იყო. ჯონს გაუკვირდა ეს ყველაფერი. ცოტა ხანში ქალს და ბავშვებს მოჰკრა თვალი. ბავშვი დედას ეუბნებოდა: -მამა როდის მოვა სახლში? -ალბათ შვიდ საათზე ჩემო საყვარელო. ხომ იცი მამას ბევრი სამუშაო აქვს. ჯონს მოესმა მათი პატარა დიალოგი, შემდეგ თვალი მოჰკრა უამრავ ხის მასალით დამზადებულ ავეჯის მაღაზიას. შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა უზარმაზარი ტყე, რომელიც სანახევროდ “განადგურებული“ იყო. ჯონმა გაიფიქრა: -რა სულელი ვარ, ამ სოფელში კაცების უმრავლესობა ამ დროს მუშაობს. ქალები ძირითადად დიასახლისები არიან. ბავშვები სკოლაში დადიან. სკოლა დაახლოებით სამ- ოთხ საათზე მთავრდება. თან დღეს პარასკევია. რა თქმა უნდა ცარიელი იქნება სოფელი. მან ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, დახედა და თქვა: -36 ნომერი, სტოუნების ოჯახი. იგი 36-ე სახლთან ახლოს იყო. მან ეზოს კარები გააღო და სახლისკენ გაემართა. ტიპიური ორსართულიანი სახლი იყო. სახლი თეთრად იყო შეღებილი, ეზოს კარებიდან სახლის კარებამდე პატარა ბილიკი იყო გაკეთებული. ხოლო დანარჩენი ნაწილი ბალახს ეკავა. აქეთ-იქით ბავშვის სათამაშოები ეყარა. ჯონი კარებს მიუახლოვდა და დააკაკუნა. 5 წუთი კარებს არავინ აღებდა. ჯონი ეზოში გავიდა და ზემოთ აიხედა. უეცრად თვალი მოკრა ადამიანის ლანდს მეორე სართულის ფანჯარაში. ჯონი ფანჯარას უყურებდა როცა სახლის კარი ქერა თმიანმა ქალმა გააღო. მას უბრალო ლურჯი კაბა ეცვა. კაბის ზოგიერთ ნაწილზე ფქვილის ნამცეცები ეყარა, ხოლო სახლიდან ნამცხვრის სურნელი იგრძნობოდა. -რა გნებავთ მისტერ? ჯონი ქალთან მივიდა და თავაზიანად უთხრა: -გამარჯობათ მისის სტოუნ, მე ჯონ ჰანტერი ვარ, ჟურნალისტი. ჯონმა ქალს ხელი გაუწოდა მაგრამ ქალმა შედარებით მაღალი ხმით შეეკითხა: -აქ რას აკეთებთ, მისტერ ჰანტერ? უეცრად პატარა ბავშვი მივიდა ქალთან და მის კალთას ამოეფარა: -დედა ვინ არის ეს კაცი? -ბილი შენს ოთახში ადი სასწრაფოდ! ბავშვი ოთახში ავიდა. მისის სტოუნმა ჯონს უთხრა: -გისმენთ. -მე თქვენი ქმრის საქმეს ვიძიებ. მაინტერესებს თუ რა დაემართა თქვენს ქმარს. პოლიცია ამბობს რომ უგზოუკვლოდ დაიკარგა და მკვდრად გამოაცხადეს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით ვიღაცის ხელი ურევია მის გაუჩინარებაში. -შემობრძანდით. - თქვა მისის სტოუნმა. ჯონი სახლში შევიდა. ქალმა მისაღები ოთახისკენ გაიშვირა ხელი და უთხრა: -იმ ოთახში შედით და სავარძელზე მოკალათდით. იგი ოთახში შევიდა და დაათვალიერა იქაურობა. ყველაზე მეტად თვალში მოგხვდებოდა უზარმაზარი ბუხარი, რომელშიც წითელი აგურით იყო აშენებული. შიგნით შავი ნახშირი ეყარა. ასევე ოთახში იდგა 2 სავარძელი და 1 დივანი, ხოლო მათ შორის პატარა მაგიდა იდგა. პარკეტზე დიდი ხალიჩა ეფინა. ასევე უცხო ჯიშის მცენარეები, ქოთანში ჩასმული ხალიჩაზე იდგა, სიმაღლეში ორ მეტრს მაინც აღწევდნენ. ასევე იდგა უზარმაზარი წიგნების თარო, რომელიც ერთი კედლის უმეტეს ნაწილს იჭერდა. კედელზე ჩამოკიდებული იყო სურათები, ამ სურათებში ჯეიმსი თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად იყო. ჯონმა სათვალეები მოიხსნა თავისი ბარგი იქვე სავარძელთან დადო, ხოლო თვითონ სავარძელში ჩაესვენა. დაღლილი იყო. რაც ნიუ იორკიდან წამოვიდა ერთი ლუკმაც არ ჩაუდია. თვითმფრინავში მხოლოდ წყალი დალია. ახლა კი ნანობდა რატომ არ შეჭამა რაიმე. მისის სტოუნი ოთახში შევიდა და შეიტანა ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერი და ერთი დიდი ჭიქა კოლა, რომლებიც სავარძელთან მდგომ პატარა მაგიდაზე დაალაგა. -დიდი მადლობა, მისის სტოუნ. ქალი სავარძელში ჩაჯდა. ჯონმა კოლით სავსე ჭიქა აიღო, ცოტა დალია და მაგიდაზე დადგა, შემდეგ ჩემოდნიდან ამოიღო რვეული და კალამი. -მაინტერესებს ყველაფერი თუ რა მოხდა იმ დღეს, როდესაც თქვენი ქმარი გაუჩინარდა. - თქვა ჰანტერმა. -ეს წინა წლის ზამთარში მოხდა, 4 დეკემბერი იყო. ბუნებრივი აირი ჩვენს სახლს არ მიეწოდებოდა და ხე-ტყით ვარსებობდით. ამ დღეს შეშა გაგვითავდა, ბავშვებს ძალიან ციოდათ. ჯეიმსმა გადაწყვიტა შეშა მოეტანა. დაახლოებით 8 საათი იქნებოდა როცა ჯეიმსი სახლიდან გავიდა. გარეთ ძალიან ბნელოდა.ქარბუქი იყო, ძალიან თოვდა. იგი მანქანაში ჩაჯდა და თავისი სამსახურისკენ გასწია, სადაც ცოტაოდენი ხის მასალა ეგულებოდა. იგი ხე-ტყის ქარხანაში მუშაობდა, როგორც ამ სოფელში მცხოვრები მამაკაცების უმეტესობა. იგი მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მასთან ერთად მანქანაც გაუჩინარდა. ბევრი ეძებეს მაგრამ სამწუხაროდ იგი ვერ იპოვეს. - თქვა ქალმა და ცრემლი წასკდა. -რაიმე დასამახსოვრებელი ნივთი ხომ არ ეკეთა ჯეიმსს? -ვერ ვიხსენებ. ჰანტერი შიგადაშიგ რაღაცეებს იწერდა თავის რვეულში და კოლას სვავდა. -ერთი წუთით. - თქვა ქალმა. -გისმენთ. -გამახსენდა. მას ყელსაბამი ეკეთა. უფროსწორად ვერცხლის შროშანის ყელსაბამი. ეს ყელსაბამები ერთმანეთს ვაჩუქეთ ქორწილის წლის თავზე. - თქვა ქალმა, და ყელიდან მოიხსნა ყელსაბამი. ჯონმა ყელსაბამი ხელში აიღო, შეხედა და თქვა: -ასეიგი ვერცხლისფერი შროშანი. საინტერესოა, ძალიან საინტერესო!
სისხლიანი შროშანის არკა თავი 3. გატეხილი ვარსკვლავი.
-ასეიგი ვერცხლისფერი შროშანი. -დიახ, მისტერ ჰანთერ. -კარგით, დიდი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისათვის. ახლა მე დაგტოვებთ, მადლობა გამასპინძლებისათვის. ჯონი ფეხზ წამოდგა და ბარგი აიღო(რვეული და კალამიც ჩადო). მისის სტოუნმა იგი ეზოს კარამდე მიაცილა. -მისის სტოუნ ხვალ ისევ მოგაკითხავთ. დღეს რომელიმე მოტელში გავათევ ღამეს, ხვალ კი საფუძვლიანად დავიწყებ საქმის გამოძიებას. -თქვა ჯონმა, ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და მისის სტოუნს მიაწოდა. -თუ რამე დაგჭირდებათ, დამიკავშირდით. ჯონმა ეზოს კარი გააღო და ქუჩაში გავიდა. მისის სტოუნმა უთხრა: -კარგით მისტერ ჰანტერ, კარგად ბრძანდებოდეთ. ჯონი ტროტუარს მიუყვებოდა, სტოუნების სახლს საკმაო მანძილზე დაშორდა. აქეთ-იქით იყურებოდა და თვალი მოჰკრა ბარს. ორსართულიანი შენობა იყო. კარების თავზე ხის დაფა იყო დამაგრებული, რომელზეც ეწერა: Rock'n'Roll. ეს შენობა გზის მეორე მხარეს იყო. ჯონი გზაზე გადავიდა და ბარში შევიდა. დაბალ ხმაზე Nirvana -ს The man who sold the world იყო ჩართული. სასიამოვნო გარემო იყო შიგნით. ჯონმა ორი ჭიქა ვისკი დალია, ბარმენისგან გაიგო რომ ოთახი ქირავდებოდა, ეს ძალიან გაუხარდა. ბარმენმა იგი ოთახში აიყვანა და გასაღები დაუტოვა. პატარა მყუდრო ოთახი იყო. ყველაფერი ამოალაგა ჩემოდნიდან. თან წამოღებული ჰქონდა HP-ის ნოუთბუქი, მან ნოუთბუქი ჩართო და ლოგინზე წამოწვა. მისდა საბედნიეროდ უკაბელო ინტერნეტი იყო. ჯონმა მეილი შეამოწმა და ნახა წერილი. ადრესატს შეხედა. -ამ დირექტორმა ხომ გული გამიწყალა, ერთხელაც იქნება ცხვირს გავუტეხავ! - თქვა და გაიცინა. წერილი გახსნა და წაიკითხა: გამარჯობათ მისტერ ჯონ, კიდევ ერთხელ გაწუხებთ და იმედი მაქვს უკანასკნელად. თქვენმა ძმის შვილმა კიდევ რაღაც დააშავა. იგი პირდაპირ სკოლის ეზოში კოცნიდა თავის ინგლისურის მასწავლებელს! ნამდვილად შეარცხვინა სკოლა. ჯონ, ჩვენი ძველი მეგობრობის გამო უკანასკნელად ვპატიობ ედვარდს ასეთ საქციელს. ინგლისურის მასწავლებელი გავანთავისუფლე, ახალგაზრდა ქალი იყო. წინა წელს გეოგრაფიის მასწავლებელი დავითხოვე, ნამდვილი ხულიგანია ედვარდი! თქვენი ძმის შვილს დაელაპარაკეთ. პატივისცემით, დევიდი. როგორც კი წერილის კითხვა დაასრულა, ჯონი ახარხარდა. ამ დროს ბარმენი ამოვარდა და კარზე დაუკაკუნა: -ჯონ კარგად ხარ?! -კი, არაფერი მიჭირს. - თქვა ჯონმა და სიცილი გააგრძელა. ჯონმა სიცილი რომ დაასრულა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რაღაც ნომერი აკრიფა და დარეკა. მალევე ვიღაცამ აიღო და ტელეფონში გაისმა ხმები: Like baby, baby, baby oooh, I thought you'd always be mine... mine... -მგონი აპოკალიფსი იწყება. - თქვა ჯონმა და გაიცინა. ამ დროს გაისმა ბიჭის ხმა. -გისმენ ბიძია ჯონ. -სად ჯანდაბაში ხარ, რაებს უსმენ, მალულად Red Hot Chili Peppers ''ღალატობ''? -მეგობრებმა დამპატიჟეს მათთან. -ბიჭებმა თუ გოგოებმა? - გაიცინა ჯონმა -შენი აზრით? მუსიკის ხმა აღარ ისმოდა. -წერილი მივიღე დირექტორისგან. -ხო,ვიცი, ვიცი. -რა დაგემართა, კიდევ ერთი ეგეთი საქციელი და გაგაგდებენ, წელს დამამათავრებელი კლასი გაქვს, ცუდათ არ უნდა მოიქცე. -კარგი, კარგი, პირობას გაძლევ კარგად მოვიქცევი. ცოტახანი სიჩუმემ დაისადგურა. ედვარდმა ჯონს ჰკითხა: -ზეგ მამას დაბადების დღეა, 39 -ის გახდებოდა... იმედია ზეგ იქნები ნიუ იორკში, მე, დედა და შენ სასაფლაოზე მივიდეთ. ჯონს თითქოს გულში მოხვდა ედვარდის სიტყვები, თვალები ნაღვლიანი ''გაუხდა'', ცოტა ხნის დუმილის შემდეგ უთხრა: -თუ მოვახერხებ, აუცილებლად. ედვარდ აბა შენ იცი, კარგად იყავი, კლარა მომიკითხე. -კარგი ძია ჯონ, ნახვამდის.
*** დილა გათენდა, ჯონი სასწრაფოდ სტოუნების ოჯახს ეწვია. დილის 10 საათი იქნებოდა. კარი მისის სტოუნმა გააღო. -დილა მშვიდობის მისტერ ჰანტერ. -დილა მშვიდობის. როგორც გითხარით დღეს საქმის საფუძვლიანად უნდა გამოვიძიო ყველაფერი. -დიახ, შემობრძანდით. ჯონი სახლში შევიდა, ამ დროს მასთან პატარა ბავშვი მივიდა და დაიყვირა: -მამაჩემი უცხოპლანეტელებმა წაიყვანეს. -სასწრაფოდ შენს ოთახში ადი! - დაუყვირა ბავშვს მისის სტოუნმა. ბავშვი მაშIნვე გაიქცა. - ბოდიშს გიხდით მისტერ ჰანტერ. როცა მამამისი წავიდა იმ დაწყევლილ დღეს მთელი დღე ფანჯარაში იყურებოდა, ტიროდა და მამას ელოდებოდა. -გასაგებია. მისის სტოუნ მინდა ის გზა მანახოთ რომელიც უნდა გაევლო ჯეიმსს თავის სამსახურამდე. ჯონი მობილურით(გალაქსი ნოუთ 2) რუკების პროგრამაში შევიდა და მისის სტოუნს სთხოვა გზა მოენიშნა. მისის სტოუნმა თითით მოხაზა გზა. ჯონი უკანა კარით გავიდა და დაინახა პატარა გზა, იგი ამ გზას გაჰყვა. ეს გზა ტყეში გადიოდა, ჯონი ამ ტყეში ამ გზას მიყვებოდა და თან ღიღინებდა: 'Cause aaaaa I, I love Lady Gaga, I, aaaaaa I love Beyonceeee. უეცრად ჯონი გაჩერდა გზაზე ქვაფენილი დაინახა. ეს ქვაფენილი მხოლოდ ამ მცირე ნაწილზე იყო. ორი მსუბუქი მანქანა თავისუფლად დაეტევოდა იმხელა მანძილზე იყო. ჯონმა მთელი გზა გაიარა, მაგრამ ქვაფენილი არსად შეხვედრია. იგი ისევ უკან დაბრუნდა , დაბლა დაიკუზა და ქვაფენილი დაათვალიერა. უეცრად თვალი მოჰკრა რკინის პატარა დეტალს, ეს დეტალი მოტეხილი იყო და ვარსკვლავი იყო გამოსახული, მაგრამ მხოლოდ 3 ქიმი. რკინის დეტალი ქვაფენილის განაპირას მიწაში იყო ჩაფლული. ჯონი ფეხზე წამოდგა და ფიქრი დაიწყო. უეცრად დაიძახა: -უცხოპლანეტელები! -ჯიბიდან მობილური აიღო და რაღაც ნომერზე დარეკა. -კევინ, სასწრაფოდ ნახე არქივები, ოთხ დეკემბერს კანადის საჰაერო სივრცეში ყველა შემოსული და გასული თვითმფრინავის სია ამოიწერე და გამომიგზავნე! -რა ხდება ჯონ? რა კარგად მეძინა... -რა დროს ძილია კევინ, ყველაფერი, ყველაფერი ახლა იწყება! - თქვა ჯონმა და ჩაიცინა.
შემდეგი თავს როდის დავდებ, ზუსტად ვერ გეტყვით. ძალიან დატვირთული ვარ. სკოლა, გამოცდები.... თან ამასთან ერთად ჩემი პირველი წიგნის გაგრძელებას ვწერ(მეორე ნაწილს).
Arwen, ისე ვიყავი გართული გვარის ფაქტორი გადამავიწყდა, გამოვასწორებ აუცილებლად. მადლობა რომ მითხარი.
ისე რაც უნდათ ის გეგმა ჰქონდეთ რეალში, ეს ჩემი სამყაროა და აქ მე ვწყვეტ რა გეგმა უნდა ჰქონდეთ მასონებს
დამატებულია (25/09/2013, 19:45) --------------------------------------------- აძინ ჩორტი არაა აზიატები ჩემთვის. იაპოინიაში რატომ წავიდა სასწავლებლად მერე გაიგებ.
ჰორომო იაკუში ანუ იაპონური სახელი რატო ქვია ჩინეთის პრეზიდენტს, და ის ტიპი ნინძობის სასწავლებლად იაპონიაში რატო გაუშვი,ნინძების სკოლა ჩინეთია და არა იაპონია, თუ შენთვის აძინ ჩორტია აზიატები?
Quote (Swordsman) მთელი მსოფლიო მასონებმა მოიცვეს
დარკ მასონ რაიზის პირდაპირ :დ
არ გეწყინოს,მაგრამ მგონია რომ ჯერ მთლად კარგად ვერ ხარ გარკვეული ვერც გლობალიზაციაში და ვერც დიდ მასონურ გეგმაში, რა თქმა უნდა ეს შენი სიუჟეტია და როგორც გინდა ისე დაწერ,მაგრამ ესეთი სერიოზული მასშტაბი აიღე მოქმედების და ამიტო ჩემი აზრით უფრო ღრმად უნდა იცოდე საკითხი ))) არ გეწყინოს არაფერი ეს უბრალოდ ჩემი შეფასებაა )))
ფაქტებს მიაქციე ყურადღება,ეჭვი მეპარება 6 წლის ასაკში + ობოლი ჩინეთიდან იაპონიაში წავიდეს...ნუ 2 თავს დავამთავრებ და უფრო გეტყვი რას ვფიქრობ...
დამატებულია (07/02/2014, 16:40) --------------------------------------------- 2 ნაწილში უფრო წვრილმანებზე გაამახვილე ყურადღება,რაც თითქოს და 1 ნაწილს გასცდა...ანუ იმისთქმა მინდა რომ ძალიან ჩეიცვალა სიტუაცია...თან ისე უცბად გადახვედი,ცოტა არ იყოს გამიკვირდა ვიზე იყოს საუბარი ნუ მოკლედ კარგია და გააგრძელე :3
Swordsman, ისე მე და დიმა როგორც ვაკეთებთ ისე დადე ხოლმე შენც... ანუ ვორდის ფაილი ატვირთე... ასე უფრო კაი იქნება.. ისე წავიკიტხე და კაია. ნუ როგორ გააგრძელებ ეს მაინტერესებს და როდის დადებ ახალ ტავს?
Swordsman, ისე მე და დიმა როგორც ვაკეთებთ ისე დადე ხოლმე შენც... ანუ ვორდის ფაილი ატვირთე... ასე უფრო კაი იქნება.. ისე წავიკიტხე და კაია. ნუ როგორ გააგრძელებ ეს მაინტერესებს და როდის დადებ ახალ ტავს?
რავი მომავალი კვირის რომელიმე სამუშაო დღეში. არა ასე ჯობია :დ
QuoteKorra ()
ეგ ვერ დავინახე მოთხრობაში...და რაც დავინახე ის გითხარი
მაინც და მაინც ტაკაშიზე ყველაფერი ახლა დავწერო? იქნება მაგის არკაც და გაიგებ ყველაფერს რა გადახდა
ისე მიხვდით ალბათ რომ 3 ადამიანიდან რომელიც ''ბოროტებისგან იხსნის მსოფლიოს'' ორი უკვე ნახსენებია
(p.s swordsman, ghost_ghost10, Джокер ჩემი ექაუნთებია)