ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი Death Note და ალბათ ბევრზეც გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა ამ ანიმემ. ჩვენ დავინახეთ როგორ მოქმედებდა ლაითი რვეულის ჩავარდნის შემდეგ - რა გონივრული სვლები მოიმოქმედა მან და რა შეცდომები დაუშვა. წარმოიდგინეთ, რომ ეს რვეული მართლაც არსებობს და თქვენ ჩაგივარდათ ხელში; რას მოიმოქმედებდით? (წარმოიდგინეთ, რომ ამ რვეულზე იმ მომენტისთვის არაფერი იცით) გამოცდიდით თუ არა მას? თუ იფიქრებდით, რომ უბრალო ხუმრობაა? თუ რვეულს დაიტოვებდით, რა რეაქცია გექნებოდათ სიკვდილის ღმერთის დანახვაზე? ჩაწერდით თუ არა შით ადამიანის სახლეს? დააპირებდით თუ არა ისეთი სამყაროს შექმნას როგორის შექმნასაც ლაითი აპირებდა.
გამოყენებით არამგონია რომ გამომეყენებინა და არც ისეთ სამყაროს შევქმნიდი როგორიც ლაითს უნდოდა რომ ყოფილიყო მაგრამ სიკვდილის ღმერთის დანახვაზე ცოტა შემეშინდებოდა
გამოყენებით არამგონია რომ გამომეყენებინა და არც ისეთ სამყაროს შევქმნიდი როგორიც ლაითს უნდოდა რომ ყოფილიყო მაგრამ სიკვდილის ღმერთის დანახვაზე ცოტა შემეშინდებოდა
ცუდსაც არ ვიტყოდი, უფრო საშინელი. ფილმის შეფასებაც მეტყველებს ამაზე. ძაან ბევრი რამ შეცვალეს, რაც საშინლად გამოუვიდათ. არც სიუჟეტი ვარგოდა, არც პერსონაჟები და მათი შემსრულებლებიც. L-ი ჩემი ფავორიტი პერსონაჟია ანიმეებიდან, და რა გაუკეთეს, მტირალა ემოციურ შავკანიანად გადააქციეს.
მაგ ფილმა გვაჩვენა თუ რა მოხდებოდა, რომ ვიღაც იდიოტს ჩავარდნოდა რვეული :დ