გაარა არის ერთერთი მთავარი პერსონაჟი ნარუტოს ანიმესიც და მანგისიც.ის არის სუნაგაკურეს(ქვიშაში დამალული სოფლის)მეხუთე კაზეკაგე(ქართულად ითარგმნება როგორც V ქარის ჩრდილი) ის ასევე მეოთხე კაზეკაგის უმცროსი შვილია. მას ყავს და-ძმა კანკურო და ტემარი. ის იყო მესამე ჯინჩურიკი 1 კუდა მონსტრის შუკაკუსი.ის გახდა სუნაგაკურეს იარაღი და მოიპოვა სახელი sabaku no gaara ეს ითარგმნება ქართულად პირდაპირი გაგებით როგორც "ქვიშის ჩანჩქერი" მაგრამ მისი გადათარგმნა ინგლისურად არის gaara of the desert ანუ უდაბნოელი გაარა.მის დაბადებამდე გადაწყვიტა მეოთხე კაზეკაგემ რომ გაარა გახდებოდა შემდეგი ჯინჩურიკი 1 კუდასი და ჩიოს დაავალა ამის გაკეთება იმ იმედით რომ იგი გახდებოდა ქვიშის სოფლის უდიდესი იარაღი ქვიშაში დამალული სოფლის.რადგანაც seal მოითხოვდა 1 მსხვერპლს, ამიტომ გაარას დედა იქნა შეწირული. გაარა მამამისმა გაწვრთნა მაგრამ ძირითადად მის გაზრდაში ბიძამისს იაშამარუს მიუძღვის როლი.შუკაკუს ძალების გამო ხალხს ეშინოდა გაარასი და გაურბოდნენ მას. ამ დროისთვის მხოლოდ იაშიმარუ ზრუნავდა გაარაზე.
მამამისმა დაიწყო მკვლელების გაგზავნა გაარასთვის იმის გამო რომ ის ქვიშის სოფლისთვის საშიშროებას წარმოადგენდა . მაგრამ ეს ყველა ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა რადგანაც ქვიშა მას მისდა უნებურად იცავდა ყველაფრისგან. ბოლოს კაზეკაგემ იაშამარუც გაგზავნა გაარას მოსაკლავად მაგრამ გაარამ უკან დაუბრუნა მისკენ გამოსროლილი კუნაიები და ბიძამისი შემოაკვდა. გაარა თავიდან ფიქრობდა რომ იაშამარუმ მისი მოკვლა მხოლოდ მამამისის ბრძანების გამო დააპირა, მაგრამ იაშამარუმ უთხრა, რომ სინამდვილეში თვითონაც სურდა მისი მოკვლა და ამით შურისძიება თავისი დის სიკვდილის გამო. ამ ამბის შემდეგ გაარამ შუბლზე აღიბეჭდა ნიშანი რომელიხ "სიყვარულს" ნიშნავდა იაპუნურად, ქვიშის დახმარებით. ამ ამბის შემდეგ გაარა გახდა გულქვა და ბოროტი, რომელიც არც კი დაფიქრდებოდა ისე მოკლავდა ადამიანს. ის ფიქრობდა რომ ეს მას უფრო ძლიერს გახდიდა. გაარას ბავშვობა ბევრი რამით გავდა ნარუტოს ბავშვობას, რაზეც ნარუტოსთან ჩხუბის შემდეგ ორივემ ბევრი იტირა, როცა მიხვდნენ რომ ორივეს განეცადა იგივე ტკივილი. (თუმცა ნარუტომ უფრო მეტი იტირა. :D) გარეგნულად გაარა არც ისე მაღალია, აქვს ფერმკრთალი კანი და მოკლე წითელი თმები. მისი თვალები კი მწვანეა და მას არ აქვს წარბები (ეტყობა როკ ლიმ მოპარა და თვითონ დაიმატა). გაარა თითქმის ყოველთვის თან ატარებს ქვიშის გოგრას, რომელიც ზურგზეა აქვს მოკიდებული და საღირო დროს იქიდან ქვიშა ამოაქვს.
Gaara's 1nfo :
სახელი:საბაკუ ნო გაარა (ქვიშის გაარა) სოფელი: სუნა (ქვიშის სოფელი) რანგი:გენინი/კაზეკაგე სქესი: მამრობითი ასაკი:13 / 16 სისხლის ჯგუფი: AB სიმაღლე: 148.1/166.1 სმ წონა:40.2/50.9 კგ ნომერი: 56-001 დაბადების დღე: 19 იანვარი ზოდიაქო:თხის რქა
საქმიანობა: გენინების ჯგუფის წევრი, სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორი, სოფლის მმართველი ბუნების ელემენტი: ქარი ტექნიკები: შუნშინ ნო ჯუცუ (მომენტალური გადაადგილება), საბაკ კიუ (ქვიშის სარკოფაგი), საბაკუ სოსო (ქვიშის საფლავი), სუნა ნო ტატე (ქვიშის ფარი), სუნა ნო იოროი (ქვიშის აბჯარი),სუნა ბუნშინი, მესამე თვალი, სუნა შურიკენი, საბაკუ ტაისო (იმპერიალ ფუნერალი, გოკუსა მაისო (ქვიშის ციხეში გამომწყვდევა), საბაკუ ფუიუ (ჰაერში ლევიტაცია)
მნიშვნელოვანი ფაქტები: არის მეოთხე კაზეკაგეს შვილი, ერთკუდა ჯინჩურიკი, მოკვდა ერთხელ ანიმეში აკაცუკის ხელით და გაცოცხლებული იქნა მოხუცი კუნოიჩის ჩიოს მიერ. სიკვდილთან ერთად დაკარგა შუკაკუ. ამ მომენტამდე მას ძილი არ შეეძლო შუკაკუს გამო. ფსიქოპორტრეტი: წყნარი, აუღელვებელი, მხარში დამდგომი, ჭკვიანი, ადამიანებს ელაპარაკება თანაგრძნობით. გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, წითელი თმებით, უწარბო. ჰობი: ადრე ხალხის ხოცვა უყვარდა, ეხლა არ ვიცი
შეგიძლია ძველი კლუბის პირველ პოსტში რომ გაარას დოსიეა ეგეც გადმოიტანო ამ თემის პირველ პოსტში
და მე ჩემ ისტორიას გადმოვიტან
ტეხავს ისე ის რო დაიხურა მერამდენედ უნდა დაიხუროს
დამატებულია (30/01/2011, 17:21) --------------------------------------------- ეს ჩემგან გაარას
გაარას ამბავი
გაარას დაბადება არავის დაბადებას არ ჰგავდა. მამისგან (IV კაზეკაგე) ის თავიდანვე ურჩხულის ჭურჭლად იყო მიჩნეული და ამის გამო დედამისს არ უნდოდა მისი გაჩენა. ის როგორც შვილი არც ერთისთვის იყო სასურველი. მისი ერთადერთი ღირებულება ქვიშის სოფლის ყველაზე ძლიერ იარაღად ყოფნა უნდა ყოფილიყო. მას დედის მუცელშივე დაადეს ერთკუდა შუკაკუს ლუქის ბეჭედი, რამაც დედამისის ტანჯვით სიკვდილი გამოიწვია. სიკვდილის წინ კარურამ დაწყევლა სოფელი და იმ იმედით მოკვდა, რომ გაარა ოდესმე თავისი ძალით სუნაზე შურს იძიებდა. მან შვილს სახელად "თვით-მოყვარე მკვლელის" ასოციაციით დაარქვა გაარა, რითაც მის მიმართ არა საკუთარი სიყვარული, არამედ სუნაგაკურესადმი თავისი სიძულვილი აღნიშნა. ამ სახელს უნდა მიეყვანა გაარა (შუკაკუ) დედის სიკვდილისთვის სოფლის განადგურებამდე.
შუკაკუმ გაარას ქვიშის აბსოლუტური დაცვა მოუტანა, რის გამოს მისი ფიზიკური დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შუკაკუს კიდევ ერთი საჩუქარი იყო გამუდმებული ინსომნია. რაც ძალიან მოქმედებდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მას თავში ემოციების მოზღვავებისას ესმოდა შუკაკუს ხმა, რაც დედის ხმა ეგონა და დედას ეძახდა. პატარა და ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ ჩამოუალიბებელ გაარას ყველა ერიდებოდა დიდებიც და თავისი ტოლებიც, იმიტომ რომ ქვიშა რომელიც მის გონებას და გრძნობებს ეპასუხებოდა ყველასთვის საშიში იყო. ასე იქცა სოფლის ულტიმეით ვეაპონი ყველასგან გარიყულ, მიტოვებულ ბავშვად. რომელიც გაუცნობიერებდლად მუდამ სიყვარულსა და სითბოს ეძებდა და ცდილობდა სხვისი ტკივილი გაეცნობიერებინა და გაეგო სხვები რას გრძნობდნენ ტკვილის დროს, რის საშუალებასაც მისი ქვიშა არ ძლევდა. თუმა ეს ხელს არ უშლიდა გაბრაზებისას ანგარიშგაუწევლად მოეკლა ყველა ვინც მას ნერვებს უშლიდა.
როცა გაარა 6 წლის იყო, დედამისის ძმამ, რომელიც მას ყურადღებას აქცევდა, მეოთხე კაზეკაგეს დავალებით მისი მოკვლა სცადა, იმიტომ რომ გაარა თანდათან ყველასთვის საშიში ხდებოდა. გაარას შემოაკვდა ადამიანი, რომელიც ერთადერთი იყო ვინც უყვარდა და მისი პირიდან გაიგო სიმართლე თავისი დაბადების შესახებ. ეს იყო ნამდვილი შოკი. ის ლამის ტრანსში ჩავარდა და პირველივე რაც გააკეთა თავისი ქვიშIთ შუბლზე ამოიჭრა იეროგლიფი, რომელიც ნიშნავს სიყვარულს, საკუთარი თავის სიყვარულსა და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ბრძოლას. ამით ნაწილობრივ შესრულდა დედამისის სურვილი და გაარა სოფლის ზარდამცემ საკუთრებად იქცა, რომელიც განურჩევლად კლავდა ყველას ვინც მის გზაზე მოხვდებოდა და მხოლოდ ამაში ხედავდა თავისი არსებობის აზრს. ის ამავდროულად ეძებდა ნინჯას, რომელიც მის მეტოქეობას შეძლებდა. ასეთის პოვნა მან კონოჰას ჩუნინთა გამოცდაზე მოახერხა, სადაც ის და მისი და-ძმა ოროჩიმარუს კონოჰას დაპყრობის გეგმის განსახორციელებლად წაიყვანეს.
ასეთი ადამიანი მას ორი შეხვდა: კონოჰას გენინები როკ ლი და უჩიჰა სასკე, მაგრამ მისი საბოლოო დამარცხება და ამ ქვეყნისკენ მობრუნება მხოლოდ ნარუტომ შეძლო. ნარუტოსთან ბრძოლისას მასში შუკაკუმ გაიღვიძა და ნარუტო მიხვდა გაარაც რომ მისნაირი ჯინჩურიკი იყო. ბოლომდე გაიაზრა მისი ცხოვრება და ის თუ რა ტანჯვას გამოივლიდა გაარა ყველასგან მიტოვებული და გაუგო მას. ნარუტომ ცხრაკუდას ჩაკრისა და გამაბუნტას დახმარებით დაამარცხა შუკაკუ და ძალაგამოლეულ გაარას თვითონაც ძალაგამოცლილმა კარგად მოსდო ყბაში, რის შემდეგაც უთხრა, რომ ის მას არ მისცემდა საშუალებას მისი ხალხი გაენადგურებინა, თუნდაც ამისთვის მისი მოკვლა დასჭირვებოდა. ამ დროს გაარამ სრულიად ახალი სამყარო დაინახა, სადაც ადამიანებს ერთმაენთი უყვერთ და ზრუნავენ. და მიხვდა, რომ თუ თვითონ ყველასგან მოძულებული იყო, თვითონ მაინც შეეძლო სხვების სიყვარული, როგორც ნარუტოს შეეძლო უანგაროდ თავგანწირვა სხვებისთვის.
ისევე, როგორც ნარუტომ მანაც გააანალიზა რომ ისიც ნარუტოსნაირი იყო, ოღონდ სრულიად საპირისპირო მხრიდან. და დაინახა თავისი ცხოვრების უაზრობა, ეს როგორც კი დაინახა ეგრევე, მომენტალურად შეიცვალა და მასთან მოსულ და-ძმას, რომელთაც მანამდე სიძულვილით ეპყრობოდა ბოდიში მოუხადა. ასე გააგრძელა მან ცხოვრება შემდეგაც, ნელნელა ხვდებოდა ცხოვრების ნამდვილ არსს, და გრძნობდა რა ბედნიერებაა სხვების დაცვა და თავის ხალხზე ზრუნვა, ამიტომ გადაწყვიტა გამხდარიყო თავისი სოფლის მეხუთე კაზეკაგე, მაც მას იმის საშუალებას მისცემდა რომ ბოლომდე ეშრომა იმისთვის რომ თავისი ხალხისთვის ემსახურდა და ხალხს ეცნო იგი.
თავის მხრივ ნარუტოც ხვდებოდა გაარას წარსული ტრაგედია მისაზე მძIმე რომ იყო და როცა მის ცხოვრებაში მარტო ყოფნის მერე გამოჩნდნენ ირუკა, კაკაში და თიმ 7, გაარა მუდამ მარტო რჩებოდა. ამიტომ ის მუდამ ბოლომდე გვერდით ედგა გაარას, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი დიდხანს არ ენახათ და გაარაც სულ გრძნობდა ნარუტოს ახლოს ყოფნას და მაგალითად ჰყავდა. მისი ბრძოლა აკაცუკელ დეიდარასთან მთელ ანიმეში საუკეთესო ბრძოლაა, გაარამ სიცოცხლის ბოლო ნიშანწყლამდე სოფლის დასაცავად იბრძოლა და თავისი სიცოცხლის საფასურად ეს მოახერხა.
როცა აკაცუკიმ გაარა გაიტაცა და შუკაკუს ამოცლის დროს მოკლა, ნარუტო, კაკაშIსა და გაის ჯგუფებთან ერთად ბოლომდე მისდევდა მათ მის დასაბრუნებლად და ბოლომდე არ იჯერებდა რომ გაარა მოკვდა, მისმა მცდელობამ მოხუცი სუნას კუნოიჩის ჩიოს გული გაალღვო და მან, რომელიც აქამდე არ შეწუხებულა თავის სოფელში არავის ბედით, საკუთარი სიცოცხლის ფასად გააცოცხლა გაარა.
გაარამ რომ თავის გარშემო მოგროვილი სუნაგაკურეები და კონოჰელები დაინახა, რომლებიც უზომოდ იყვნენ გახარებული მისი გაცოცხლებით, რომ გაიგო ჩიომ თავის მისთვის როგორ გასწირა და ყველა როგორ იბრძოლა კაზეკაგეს გადასარჩენად მიხვდა რომ ახალი ცხოვრება დაიწყო, ურჩხულის გარეშე, მეგობრებთან ერთად.
უმაგრესი კადრები და მუსიკა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ეპიზოდი
დამატებულია (30/01/2011, 17:30) --------------------------------------------- remover, იმედია მიხედავთ ამ კლუბს ნორმალურად და აღარ გაიფლუდება და საინტერესო პოსტები იქნება, გაარას ძაან მაგარი ფანკლუბი ჰქონდეს
ასაკის ბრალია ყველაფერში მართლები გონიათ თავი და გაუვლით იმედია
დამატებულია (18/01/2011, 17:01) --------------------------------------------- ნარუტოს მრავალრიცხოვან მაყურებელში გაარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. მისი გამოჩენა ანიმეში მიმდინარე სიტუაციას ყოველთვის უფრო საინტერესოს ხდის, თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ასეა.
შუკაკუს და ქვიშას რაც შეეხება, აქ ალბათ მარტო შუკაკუს ჩაკრა დაკარგა, მეტი არაფერი და საბრძოლო ხელოვნება დარჩა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ქვიშა იარაღია და მთავარი მისი მართვაა, რაც თვითონ განავითარა