მინატო ნამიკაძე - კონოჰას მეოთხე ჰოკაგე aka Yondaime ეგრეთ წოდებული ყვითელი ელვა (Yellow Flash) მას უწოდებდნენ და მოიხსენიებდნენ როგორც გენიოსს მინატო ნამიკაძის ყველაზე ადრეული ბავშვობიდან ჩვენ მისი ცოლის, კუშინასგან ვიცით. ამ ისტორიის თანახმად მინატოს ჰოკაგეობა ღრმა ბავშვობიდან სურდა, ამის მიზეზად კი ასახელებდა სურვილს რომ ყველას ეღიარებინა. თავისი ცოლი კუშინა უზუმაკი მან ბავშვობაში გაიცნო, როდესაც ის კონოჰაში საცხოვრებლად გადმოვიდა, ხოლო ერთმანეთი შეუყვარდათ როდესაც მინატომ კუშინა გადაარჩინა (ეს მოხდა როდესაც კუშინა მოიტაცეს და ერთად-ერთი ადამიანი რომელმაც მისი მოძებნა შეძლო მინატო იყო)
მინატო რამდენადაც ვიცით იყო კონოჰას ყველაზე ახალგაზრდა ჯაონინების ლიდერი და ასევე ყველაზე ახალგაზრდა ჰოკაგე
მინატომ მონაწილეობა მიიღო და სახელი გაითქვა მესამე შინობის ომის დროს, რომელიც ზოგადად თვითონ დაასრულა ლეგენდარული ბრძოლით "კანაბის ხიდზე"
მესამე ჰოკაგემ თავისი ნებით გადააბარა მინატოს ჰოკაგეობა!
მინატო გარდაიცვალა იმ დღეს როდესაც დაიბადა მისი შვილი, უზუმაკი ნარუტო!
ის სიკვდილის წინ შეებრძოლა ტობის (aka მადარას) და დაამარცხა ის, შემდეგ კი თავისი ლეგენდარული ტექნიკით "სიკვდილის დაღი" მან ორ ნაწილად გაყო ცხრაკუდა დემონი და ნახევარი ჩადო თავის შვილში.
მისი ცოლი გარდაიცვალა მასთან ერთად!
რაც შეეხება მინატოს ტექნიკებს: 1. მინატო იყო რასენგანის ავტორი, მან თვითონ მოიგონა რასენგანი - თუმცა როდესაც მან სცადა რომ რასენგანი გაეერთიანებინა თავის სტიქიასთან მან ეს ვერ მოახერხა. 2. მან გაარღვია სივრცული ბარიერი და შეეძლო ტელეპორტაცია. ჩვენთვის არსებული ცნობებით მის ტექნიკას ჰქონდა რამდენიმე დონე, მესამე დონეზე მან შეძლო რომ კიუბი,გატონი,საკუთარი თავი და ცოლ-შვილი ერთდროულად გადაეყვანა სხვა ადგილას. (ეხლა ტექნიკის სიძლიერის შეფასება თქვენთვის მომინდია) 3. მას ჰქონდა შემუშავებული სპეციალური ბრძოლის სტილი. ყველა კუნაის რომელსაც ის იყენებდა ედო სპეციალური ბეჭედი რომელსაც მინატო შეიძლებოდა გაჰყოლოდა ტელეპორტაციის საშუალებით, ხოლო ტელეპორტაციებს შორის მისი დროითი ინტერვალი წამის მეათედი იყო, სწორედ ამ მეათედში ჩანდა მისი ყვითელი ფერის თმა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ყვითელი ელვა დაფრინავდა - სწორედ ასე მიიღო მან საკუთარი მეტსახელი 4. მას ჰქონდა კონტრაქტი მიუბოკუს მთაზე, ვინაიდან მას შეეძლო იქიდან ბაყაყების გამოძახება 5. მას ჰქონდა ბეჭდები, რომლებიც მას ასწავლა მისმა ცოლმა, ერთ-ერთი ეს ბეჭედი იყო გამოყენებული ნარუტოსათვის 9 კუდას გამოკეტვისას 6. სიკვდილის დაღი - მინატოს უძლიერესი ტექნიკაა რომელიც მოიაზრებს სიკვდილის ღმერთის (ანუ შინიგამის) გამოძახებას და მისი საშუალებით მტრის მოკვლას, თუმცა ამ ტექნიკას ერთი პატარა მინუსი აქვს - მისი დასრულების შემდეგ მისი გამომყენებელი კვდება!
ანიმეში არის ნახსენები რომ მინატო იყო ყველაზე ძლიერი ჰოკაგეთა შორის რომ ის არის ყველაზე ახალგაზრდა ჰოკაგე რომ სხვადასხვა სოფლებში ომის დროს სხვა სოფლების მცხოვრებლებს ასწალიდნენ რომ "ისინი უნდა გაქცეულიყვნენ მის დანახვაზეც კი" მისი მასწავლებელი იყო ჯირაია (ერთ-ერთი ლეგენდარული სანინთაგანი)
მინატო ნამიკაძე ანიმესა და მანგაში სულ რამდენჯერმე გამოჩნდა თუმცა დიდი აჟიოტაჟის გამოწვევა ფანებს შორის ნამდვილად მოახერხა!
ხოლო მასასი კისიმოტოს ერთ-ერთი ინერვიუზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ის ანიმეში კიდევ გამოჩნდება!
Fc Wesebi: 1) Ar Ifludot 2) Ar Dadot 1 da igive Fotoebi Da videobi 3) Kargat Davimaxsovrot wina 2 Wesi ____ Rangebi: Genin chunin Anbo Jounin Akacuke Sanin ____ Hokage-tatia77 Mizukage-killerking Raikage Kazikage Cuchikage _ _______ __
killersking, ეს ფანკლუბი არის ყველაზე დიდი ჩემი გაკეთებული ერთი წაიშალა მეორე არ დაიდო და ეს ხალხი იყო ჩაწერილი 1 და 2 ფანკლუბში კაროჩე როგორც მინატოს ეკადრება ისეთი ფანკლუბია ყველაზე მაგარი ფანკლუბი ყავს მინატოს
დამატებულია (19/01/2011, 10:46) --------------------------------------------- balaxvani-kutaisi, რა მაგრად დაწერე მინატო
დამატებულია (23/01/2011, 15:18) --------------------------------------------- ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისათვის კუშინა უძუმაკი იყო ცოლი მეოთხე ჰოკაგესი მინატო ნამიკაძის და დედა ნარუტოსი. იგი იყო პირველი 9 კუდას ჯინჩურიკის მემკვიდრე. იგი წარმოშობით იყო ჩანჩქერის სოფლიდან რომელიც განადგურდა ომების შედეგად და კუშინა შეირჩა შემდეგ ჯინჩურიკად რადგანაც დაიბადა დიდი დოზის ჩაკრით. როდესაც კუშინა გადმოვიდა კონოჰაში ჩააბარა ნინძების აკადემიაში უძუმაკის კლანი გამოირჩეოდა იმით რომ ჰქონდათ წითელი თმები და კუშინასაც ეძახდნენ ბავშვობაში ზედმეტსახელს Red Hot-Blooded Habanero(ზუსტად როგორაა არ ვიცი მარა ესე გამოდის "წითელი ცხარე წიწაკა ") ბავშვობაში კუშინა მოიპარეს ღრუბლის სოფლიდან სურდათ დაედგინათ როგორ ჰქონდა პატარა ბავშვს ამდენი ჩაკრა (სე ღრუბლის სოფელი კიდე რამ გადარია ჯერ კუშIნა მერე ჰინატა მოიტაცეს) იგი ტყვეობიდან იხსნა მისმა თანაკურსელმა მინატო ნამიკაძემ რომელსაც მალევე შეუყვარდა კუშIნა. წინა ჯინჩურიკი პირველი ჰოკაგეს ცოლი მიტო უძუმაკი როდესაც მან კუშIნას გადაულოცა დემონი დაარიგა რომ 9 კუდა მელას საკუთარ თავში დამარცხების ერთადერთი გზა იყო სიყვარული ამაშI კუშინას დაეხმარა მინატო.
კუშინა გამოირჩეოდა თავისი სილამაზით როდესაც ის გაიზარდა ცოლად გაჰყვა მინატოს. ჩვენ ყველამ ვიცით რომ თუ ჯინჩურიკი არის ქალი მას ბეჭედი ორსულობისას უსუსტდება 9 კუდას შემთხვევაში მამაკაცს მაშინ უსუსტდება თუ მას გამოუვა 9ვე კუდი. და როდესაც მოვიდა კუშინას ორსულობის დრო ამდროს მინატო უკვე ჰოკაგე იყო და ეს რიტუალი ანუ ბეჭედის შეცვლის რიტუალი რომელსაც ქვია ფუინჯუცუ (ოსტატები იყვნენ კუშIნა და მიტო) კუშინამ ეს ბეჭდის ტექნიკა მინატოსაც ასწავლა და ორსულობისას როდესაც იყო ეს ფაქტი მკაცრად გასაოდუმლოებული და მხოლოდ რამდენიმემ იცოდა, ტარდებოდა ფარულად (ანუ როდესაც დაიბადებოდა ნარუტო ეგრევე ბეჭედი უნდა დაესვათ რომ კიუბის არ გამოეღწია) შენობას იცავდა ანბუ მაგრამ ამ დროს გამოჩნდა სოფლიდან დევნილი ნინძა ტობი და დახოცა დაცვა შეიჭრა შენობაში და გაიტაცა ნარუტო და მინატოს გაურიგდა რო თუ კუშIნას მოსცილდებოდა და კიუბის გამოუშვებდა ნარუტოს არაფერს ავნებდა საბოლოოდ კიუბი მაინც გამოვიდა გარეთ და ნარუტო გადარჩა.საბოლოოდ მინატომ ნარუტო და კუშIნა გადაატელეპოორტირა დაცულ ადგილას და თვითონ გაემართა სოფლის გადასარჩენად. ნარუტოს ნათლია იყო ჯირაია სახელიც მისი წიგნიდან იყო შერჩეული. კუშIნა და მიკოტო უჩIა (იტაჩIს დედა) დაქალობდნენ და მათ იმედი ჰქონდათ რო სასკე და ნარუტო იმეგობრებდნენ (მაგრამ ყველამ ვიცით რო სასკემ იმენა ჩააჯვა). ცუნადე კუშინას ასახელებდა კონოჰის ერთ ერთ უძლიერეს ნინძას ხშირ შემთხვევაში კონოჰის ნინძა ქალები იყყვნენ მედიკები კუშIნა კი იყო მებრძოლი და ნინჯუცუს და ფუინჯუცუს ოსტატი. მანგაში იგი ხვდება ნარუტოს და უყვება ყველაფერს ეს შეხვედრა იყო ძალიან ემოციური ნარუტოსთვის. კუშIნა გარდაიცვალა კიუბის შემოტევისას.
ბავშვობისას
უცნობი ფაქტები კუშIნაზე: 1.იგი იყო ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი მზარეული 2.რატომ აცვია ნარუტოს სტაფილოსფერები? იმიტომ რომ მინატოს და კუშინას ზედმეტსახელები "ყვითელი ელვა" და "წითელი წიწაკა" ანუ ეს ფერები წითელი და ყვითელი ქმნიან Fერს ნარინჯისფერს ამიტომაც რახან ნარუტო ელვის და წიწაკის შვილია ამიტომ ატარებს ნარინჯისფერ ტანისამოსს. 3.კუშინა იყო ძალიან ყბედი ქალი გამოირჩეოდა იმით რომ ენას ვერ აჩერებდა 4.მას უყვარდა რამენი და ვერ იტანდა ყავას და ვერც მწარეს 5.მას არ უყვარდა ბრძოლა (რანაირი ნინძა იყო ეხა ეს) ამ ფაქტებზე მაგრად ვიხალისე.