ჩემი ჩანაწერები (ნაშრომები) 4 . სამი შეჯიბრი იყო წინა წელს მოდით გავაგრძელოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნაშრომები. დადეთ თქვენი ჩანაწერები (შეეცადეთ არ იყოს დიდი ზომის რადგან წაკითხვა არ გაუჭირდეს არავის) მომწერეთ მოთხრობები,მოვაწყოთ გამოკითხვა და გამოვავლინოთ გამარჯვებული. წინა სამის გამარჯვებული მე ვარ, ბევრ იუზერს ვხედავ ვინც მშვენივრად წერს ხო და მოდით შევცვალოთ ტრადიცია.
მე დავწერე დღეს სკოლაში პატარა მოთხრობა და იმას გამოგიგზავნი.
დამატებულია (21/09/2013, 22:51) --------------------------------------------- საი ვერ გიგზავნი. აქ დავდებ და მერე გადაიტანე.
-სად მიდიხარ? -არსად. -ჩემთან დარჩი, არ წახვიდე. -ნუ გეშინია, არსად წავალ, მე შენთან ვიქნები. -შეხედე მზეს, მისი სხივები ჩემს გულს ეხება, მაგრამ მისი თბილი სხივები ჩემს ყინულივით გულს ვერ ათბობს. მე მალე წავალ ამ ქვეყნიდან... -არა, ამას ნუ ამბობ. ნუ მიმატოვებ, მე შენ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჩემო მშვენიერო, მაგრამ მე მაინც წავალ, ეს უკვე გადაწყვეტილია. გოგომ ხელი ჩასჭიდა ბიჭს, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და სიკვდილს ელოდა. -არ მოგცემ წასვლის უფლებას, ნუ მიმატოვებ... - თქვა გოგონამ და ტირილი დაიწყო. იგი ლოგინზე დაჯდა და ბიჭს გულმკერდზე თავი დაადო. ბიჭმა გოგოს თავზე ხელი დაადო და უთხრა: -რამდენიმე წუთის სიცოცხლე დამრჩა. მინდა ამ დროში, მოვასწრო შენთვის რაღაცის თქმა. როცა შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობდა. შენ ნათელი სხივი იყავი ჩემს ცხოვრებაში, ხარ და იქნები სამუდამოდ. ჩვენ სიკვდილი ვერ დაგვაშორებს, ჩვენი გულები ყოველთვის ერთად იქნება.... გოგომ თავი ასწია და ბიჭს შეხედა. მისი თბილი ცრემლები ბიჭის თეთრ, გაყინულ სახეს ეცემოდა. -იგი უკვე ახლოსაა. - თქვა ბიჭმა. -ვინ? -სიკვდილი. ბიჭმა გაშლილი ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და თქვა: -მზე... როგორ გვათბობს იგი... - შემდეგ გოგონას მწვანე, ცრემლიან თვალებს შეხედა. - მე შენ მიყვარხარ... გოგონამ თავისი წითელი ბაგეები ბიჭის ტუჩებს მიადო. ბიჭმა თვალები დახუჭა. მისი გული სამუდამოდ გაჩერდა. გოგონამ ბაგეები მოაშორა ბიჭს და დაინახა მისი მომღიმარი სახე....
Swordsman, მასეთი მოცულობის ? მე უფრო დიდი მეგონა ნუ მასეთI მოცულობისას დავდებ ბარემ მეც :3
გოგო-საყვარელო რაღაცაში უნდა გამოგიტყდე.. ბიჭი-რაიყო ცხოვრება გისმენ გოგო-ორსულად ვარ ბიჭი-მაგარიაა , მალე მამა ვიქნებიი .. !! ბიჭი სიხარულს ვერ მალავდა თვალები გაუბრწყინდა, გოგონა ხელში აიყვანა და მუცელზე აკოცა. რამდენიმე თვის შემდეგ , გოგონამ ექოსკოპია გაიკეთა და გაიგეს , რომ ტყუპები ყავდათგოგო და ბიჭი, დაიარეს მაღაზიები იყიდეს ყველაფერი რაც კი ბავშვისთვის დაჭირდებოდათ, ბავშვებს საკუთარი ოთახებიც მოუწყეს , მათსიხარულს საზღვარი არ ჰქონდა , გოგონას მუცელი ეზრდებოდა , სულ უფრო და უფრო კაპრიზიანიხდებოდა და შეუძლებელს თხოვდა მეუღლეს << ალბათ ეს სიტუაცია ბევრს ეცნობა>> გოგო-ჩვენ ბავშვებს ანამარია და ნიკოლოზი დავარქვათ , ძალიან ლამაზი სახელებია ვფიქრობშენ , როგორ თვლი ? ბიჭი-რათქმაუნდა ძვირფასო , როგორც მოისურვებ მშვენიერი სახელებია გოგო-ჰომ იცი როგორ უზომოდ მიყვარხარ , ძალიან ბედნიერი ვარ ორი პატარა ანგელოზი , რომგვეყოლება ბიჭი-ჰაჰ მეც უზომოდ მიყვარხარ , როგორც ზღვაში ჩავარდნილი კენჭი გოგო-ეგ რას ნიშნავს ვერ მივხვდი ბიჭი-არც მე ვიცი უბრალოდ ვირომანტიულე ჩემებურად ერთმანეთს შუბლები მიადეს და გაიცინეს გავიდა რვა თვე და რამოდენიმე დღე დარჩენილიყობავშვების დაბადებამდე , გოგონამ წყლები დაღვარა , ბიჭმა სასწრაფოს გამოუძახა და საავადმყოფოშიწაიყვანეს იმ წამსვე ბიჭი პალატაში შევიდა გოგონას ხელი მოკიდადა ამხნევებდა და აი გაისმა ექიმის ხმა , მაგრამ ეს ის არ იყო რასაც ისინი ელოდნენ - ბავშვები დაღუპულები არიან , მშობიარობამ კრახით ჩაიარა ბიჭს სახე წაეშალა გოგონა სუსტად იყო და არაფერი ესმოდა , ბიჭი ატირდა გოგონა ფიქრობდა,რომ ეს სიხარულის ცრემლები იყო. -ერთ-ერთ ბავშვს ჭიპლარი ყელზე ჰქონდა შემოხვეული მეორეს კი ჟანგბადი აღარ ეყო ... გავიდა რამდენიმე დღე. გოგონა ითხოვდა , რომ მისთვის პატარები ეჩვენებინათ ბიჭსაც ტყვილის მეტი არაფერი დარჩენოდაარ შეეძლო ეთქვა სიმართლე... აი გამოწერეს გოგონა საავადმყოფოდან და ბიჭმა მანქანით წაიყვანა გზაში გოგონა მიხვდა, რომ სახლისკენ არ მიდიოდნენ და კითხა თუ საით მიყავდა -ბავშვებთან ძვირფასო შენ უნდა ნახო ისინი... მანქანის ფანჯრიდან სასაფლაოები გამოჩნდა.
Insane, მოთხრობის შუაში რომ დიალოგი წერია, ვერ გავიგე რომელი წინადადება იყო ბიჭის და რომელი გოგოსი. იმედია ჩემი შენიშვნას წყენად არ ჩათვლი და მომავალში გამოასწორებ. მთლიანობაში კარგი გამოვიდა.(ცოტა დამთრგუნა დასასრულმა) ასე გააგრძელე