მოგესალმებით,ეს გახლავთ საუკეთესო წყვილების კონკურსი! გამარჯვებული წყვილი პრიზად მიიღებს კუნძულზე 1 თვით მოგზაურობას! და აი კონკურსიც დაიწყო! წესები მარტივია ხალხი ირჩევს თავის რჩეულს! წყვილები ეკრანზე! -ინო&დეიდარა-
-შიკამარუ&ტემარი-
-ნარუტო&ჰინატა-
-სასკე&კარინი-
-აი მონაწილეების სიაც!მემგონი ცუდი არ უნდა იყოს?! მათი ბედი თქვენს ხელშია მაყურებელო! 3 საათის შემდეგ.. ჩვენ შედეგებს 5 წუთში მივიღებთ მანამდ მოვისმინოთ ჩვენი ჟიურის შეფასბები! ჩიო-მმ,მშვენიერი წყვილები გახლავთ ! ინო&დეიდარა ძალიან გვანან თმის სტილითაც ! კიდე ნარუტო&ჰინატაც კარგი წყვილია.. -მადლობთ შეფასებისთვის ! სხვა ჟიური როგორ შეაფასებს! ჰირუზენ-ჩიოს დავეთანხმები, მაგრამ სასკე&კარინი არ მომწონს იმის მერე რაც სასკემ მას გაუკეთა ცუდი დაწყვილება გამოვა! ბოდიშით უხეშობისთვის.. -არაუშავს,ჟიური ობიექტური უნდა იყოს!ეს თქვენი საქმეა,მადლობთ კომენტარისთვის! ესეიგი ჩვენ 5 წუთიც ამოიწურა ახლა მომაწვდიან კონვერტს სადაც ხმების რაოდენობა დათვლილი იქნება... რაა? ესეთი რამ ამ პროეკტში ჯერ არ მომხდარა! პირველი ადგილი არ გამოვლინებულა!ხმების რაოდენობა ასეთია! ნარუტო&ჰინატა-35% ინო&დეიდარა-35% შიკამარუ&ტემარი-18% სასკე&კარინი-12% -ჰმ,ჩვენ გვყავს ორი ფინალისტი ! სამწუხაროდ შიკამარუ&ტემარი და სასკე&კარინი გამოეთიშნენ თამაშს ეს ხალხის გადაწყვეტილებაა!თუ გსურთ ხმის მიცემა აუცილებლათ მობრძანდით არენაზე ფინალი დაიწყება ხვალ 22:00_ზე!გელით! სასკე-ასეც ვიცოდი,მე ხომ არავის ვუყვარვარ. კარინი-დაწყნარდი სასკე-კუნ, მე მიყვარხარ .. ნარუტო-ჰინატა ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!დამიჯერე! ჰინატა-ნარუტო-კუნ !მე მჯერა შენი. შიკამარუ-მდა,ასეც ვიცოდი!
Part Two/ნაწილი მეორე!
-გამარჯობათ, დაი აი დადგა ფინალის დრო! ყველა მზად ყოფნაშია! შეგახსენებთ წესებს და გამარჯვებულის პრიზს! წესები მარტივია თქვენ ხმა უნდა მიცეთ თქვენთვის საყვარელ წყვილს! ხოლო პრიზი იქნება 1 თვით კუნძულზე დასვენება! ხმის მიცემა დაიწყო! ნარუტო-მერწმუნე,ჩვენ აუცილებლათ გავიმარჯვებთ ჰინატა-სან! დეიდარა-ეგრე გეგონოს ლაწირაკო... ინო და მე ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი. ინო-(გაწითლდა) ჰინატა-დეიდარა ჩემ საყვარელ ნარუტოს წესიერად ელაპარაკე! დეიდარა-ჰმ,ჩხუბი გინდა?! -დაწყნარდით გთხოვთ, აურზაურის გარეშე თუ შეიძლება! მალე დათვლილ ხმებსაც მომაწოდებენ! ............ -მოიც რა ხდება? ეს რა ჯანდაბაა? არენაზე კვამლი გაჩნდა! ვიღაცას ვხედავ არენაზე შეიჭრა!ვინაა?რა უნდა? ..მონაწილეები პანიკაში არიან, არენაზე აურზაურია.. -და აი კვამლიც გაქრა! რა მოხდა ნეტა? ვინ ჩაიდინა ეს! ეს შეუძლებელია, ჰინატა ჰიუგა ნარუტოს მეწყვილე არენაზე აღარაა! ნუთუ იგი მოიტაცეს?! შეუძლებელია ვის უნდა ჩაედინა ასეთი რამ! ნარუტო-ვინ გაბედა....ჩემი მეწყვილეს მოტაცება!!!! -დროზე სენსინგ ნინძებს დაუძახეთ! დეიდარა-ჰაჰაჰა, არ ღირდა ჩემთან ტლიკინი ლაწირაკო! ნარუტო-ხმა ჩაიგდე დეიდარა, თუ ამაში შენი ხელი ურევია კარგად არ წაგივა საქმე! დეიდარა-ოჰოჰოჰ,ნუ მაშინებ ნარუტო,მე არაფერი არ დამიშავებია, ნაადრევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებ! ჰიაში-ნუთუ ისინი არიან?! @ ჰინატა გატაცებული იქნა არენიდან! ვინ?რატომ? ჩაიდინა ეს! გაგრძელება იქნება
Part Three/ნაწილი მესამე!
ხალხი გაურკვევლობაშია, არავინ იცის ვინ,რატომ როგორ ჩაიდინა ეს! ჰინატა ჰიუგა გატაცებული იქნა არენიდან სრულიად უცხო პირის მიერ! -მიშველეთ,აქ ვიღაც დაჭრილია! ყვირის მაყურებელი გასასვლელი კარიდან -ეს ხომ დაცვაა!რა სისატიკეა,ასეთი ჭრილობები არასდროს მინახავს! ვის უნდა ჩაედინა ეს . ჰიაში-გამატარეთ,მანახეთ! ჰიაშიმ შეხედა დაცვას და უცებ ოფლი წამოუვიდა სახედან, დაიძაბა გაშეშდა... თითქოს კანკალიც დაიწყო. ჰიაში- ესეიგი დაბრუნდი,არ მეგონა თუ ოდესმე გამოჩნდებოდი! დრაკონის შვილო! ჰიაშის ნარუტო გაყავს სცენიდან,სასაუბროთ! ჰიაში-ნარუტო მომისმინე,მე ვიცი ვინ მოიტაცა ჰინატა! ნარუტო-იციით? ვინ? მითხარით !მე მას წამში გავუსწორდები! ჰიაში-დაწყნარდი ნარუტო! ეს სერიოზული საქმეა,ყურადღებით მომისმინე! ის არის არსება რომელსაც ადამიანს ვერ ვუწოდებ,იგი მონსტრია დაბადებული სიბნელეში მას სისხლი წყურია,გადარჩენისთვის კაცსაც ,,შეჭამს'' მისი ძალა ენითუთქმადია! ნარუტო-ჰიაში-სან, მე არავის მიცვემ უფლებას ჩემ მეგობრებს რამე დაუშავონ! მითუმეტეს ეს თუ ჰინატაა! ჰიაში-კარგია ნარუტო ასეთი განწყობა! ახლა კი კარგად მომისმინე ის სინათლეზე არ გამოდის! რაიმე სისუსტე არ აქვს უბრალოდ ვერ იტანს მზის შუქს! მას აქვს ჰიუგას თვალები, გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე რომელიმე ჩვენგანს! მისი სახელიაა ''დრაკონის შვილი''ეს სახელი მომდინარეობს თავისი ხმლიდან! ის დამზადებულია დრაკონის სხეულისგან! ალმაზზე მყარია და შეუძლია ნებისმიერი ნივთის გაჭრა! იგი ფლობს სამურაის ყველა საბრძოლო ილეთს! ნარუტო-მადლობა ასეთი ძვირფასი ინფორმაციისთვის მაგრამ დრო აღარ ითმენს! ჰიაში-სან შეგიძლიათ დაახლოებით ადგილი მაინც მითხრათ სად იქნება,შემდეგ მე გავართმევ თავს ჰიაში-ის ახლომახლო გამოქვაბულში იქნება, ჯერ-ჯერობით სანამ ჰიანტას თვალებს არ მიირთმევს.. ნარუტო- რაა? ჰინატას თვალები? ეს როგორ? ჰიაში-ხო, იგი უკვე 100 წელზე მეტია ჰიუგას თვალებით იკვებება, მისი გადარჩენის წყარო ჩვენი თვალებია! ნარუტო-მაშინ სალაპარაკო დრო საერთოდ არ გვქონია! წავედით! ნარუტოს მეგობრები- ნარუტო ჩვენ ხომ არ გავიწყდებით? იქნება დაგველოდო! ჰინატა ჩვენი მეგობარიცაა! ნარუტო-ჰეჰ(გაიცინა) წავედით ჰინატას დასაბრუნებლად! @ მეგობრები ჰინატას გადასარჩენათ მიდიან!
Part Four/ნაწილი მეოთხე!
ნარუტო,კიბა,ნეჯი,შიკამარუ,ინო,ჩიო,საკურა და სხვები შეიკრიბნენ რათა ჰინატა გადაერჩინათ! ისინი წავიდნენ პირველ გამოქვაბულთან რომელიც კონოჰასთან ახლოს იმყოფებოდა! სრული მობილიზებით იყვნენ ნარუტო და მისი მეგობრები,საქმეს ძალზედ სერიოზულად უყურებდნენ!ნარუტო-მისმინეთ,ის ტიპი მე დამიტოვეთ აუცილებლად მივუნაყავ თავ პირს! შიკამარუ-ნარუტო გეყო ბავშური ლაპარაკი, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ, არ ვიცით წინ რა გველის ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნად ვიყოთ! ნეჯი-ნარუტო შიკამარუ მართალია, და ისიც გაითვალისწინე რომ ჩვენც ჰინატას მეგობრები ვართ ამიტომ არ შეგვიძლია მხოლოდ შენ მოგანდოთ ეს საქმე! ნარუტო-კარგით ხო ნუ შემჭამეთ... საკურა-მოვედით იმ ადგილზე სადაც გვითხრეს მაგრამ აქ გამოქვაბული არსად არაა! ნეჯი!! ნეჯი- ახლავე! Byakugan.. ვხედავ გამოქვაბულს მაგრამ იქ არავინაა.. ნარუტო- ესიეგი სხვა გამოქვაბულში არიან?! ნეჯი-არ ვიცი, მაინც შევამოწმოთ.. ნარუტო-კარგი, წავედით! მივიდნენ გამოქვაბულთან სადაც დიდი ქვა ეგდო შესასვლელთან! საკურა-ეს საქმე მე მომანდეთ!
ნარუტო-კარგი დარტყმა იყო საკურა-ჩან (კანკალებს) კიბა-აკამარუ!არის აქ ვინმე? აკამარუ-ვაჰ,ვაჰ.. კიბა-როგორც ჩანს აქ არავინ არაა! ალბათ სხვა გამოქვაბულში იმალება! ნეჯი-ჩემი ბიაკუგანითაც ვერავის ვამჩნევ როგორც ჩანს კიბა მართალია! შიკამარუ-მაშინ ღამის გათევა აქ მოგვიწევს რომ შემდეგი დღისთვის ძალა აღვიდგინოთ! ჩიო-მმმ, მშია თან სასტიკად! ინო-შე მუცლის მონავ, 2 საათია გზაში ვართ, წამოსვლის წინ 2 ტონა ხორცი ჭამე, კიდე გშია? რით ვერ გაძღა ეგ ოხერი მუცელი! შიკამარუ-კარგი ინო თავი დაანებე, ჩვენ ყველას მოგვშივდა ნარუტო-მე რამენი წამოვიღე ყოველი შემთხვევისთვის აქ იმდენია ყველას გვეყოფა! საკურა-მეც წამოვიღე რაღაც-რაღაცები! ნარუტო-კარგია საკურა! მოდით ერთად მივირთვად ეს საჭმელი და ძალები მოვიგროვოთ რათა ტყვეობიდან დავიხსნათ ჩვენი მეგობარი.. ჩიო-მოდით მალე დავიწყოთ უკვე შიმშილისგან მუცელი მისკდება! მეგობრები შეექცნენ საჭმელს,ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი იცინოდნენ და მხიარულობდნენ ალბათ 100% დარწმუნებულები იყვნენ რომ ჰინატას დაიხსნიდნენ! უცებ ქვის დავარდნის ხმა გაისმა! ყველა შეფრთხა! ნარუტო-ეს რა აურაა? ვინაა აქ? კიბა-იქით გაიხედეთ იქ ვიღაც არის! ნეჯი- მე მას ვერ ვგრძნობ თითქოს ის მკვდარია! ნარუტო კიუბის ფორმაში შევიდა! ნარუტო- რაა?! მე მის სიძულვილს ვერ ვგრძნობ! რა ხდება? ადრე ასე არ ხდებოდა რაშია საქმე? @ გამოჩნდა იდუმალი ''დრაკონის შვილი''
აი სიტუაციაც შეიცვალა ინტრიგა შემოვაგდე ) მეორე თავი გამოვიდა! NooB, ეს არის ჩემი გამოგონილი ნარუტოს ოვა! ანუ ნაღდი კი არაა პროსტა მე მოვიფიქრე და ვწერ ჩემ ოვას ვისაც მოწონს წაიკითხავს გასართობად მეტი არაფრისთვის!