გამარჯობათ მე მქვია ჰანნა , ვარ 17 წლის , ეს ჩემი პირველი ჩანაწერია დღიურში 2010 წელი 09.08 "მე ბავშვობიდან დიდი ტრამვა მივიღე , როდესაც ბებიასთან ვიყავი , მისი მეზობელი გარდაიცვალა ჩემ თვალწინ , მახსოვს , რომ მაშინ ჯერ არ დავდიოდი სკოლაში , შემოდგომა იყო , ხეები გაშიშვლებულები იდგნენ , ჩამწკირვებულები ჯარისკაცებივით , ხოლო გზები ფერად-ფერადი ფოთლებით იყო მორთული , ქარი უბერავდა დღე , ღამეები კი წვიმდა , დილას ვკატაობდი ველოსიპედზე და ამ დროს ფანჯარაში დავინახე კაცი , როგორ იქნებდა ხელებს ალბათ შველას ითხოვდა , შევედი და იქ კი ორი ერთნაირი პიროვნება დამხვდა ერთი მეორეს წინ ედგა , ერთ-ერთი ნათურაზე ჩამოკიდებული იყო ბაწარით , რომელიც ყელზე ჰქონდა მობმული და ფართხალებდა , შუქი დაციმციმდა და მეორე გაქრა , ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება , ვერაფერი შევძელი , ვერ გადავარჩინე , მეორე დღეს მესმოდა ბებიას და მეზობლის საუბარი -გაიგე ? იქ გენრი მოკლეს! ბებომ ცოტახნის შემდეგ უთხრა -წავიდეთ ვნახოთ გვამი ? არვიცი ბებიაჩემს რატომ დასჭირდება ეს , მაგრამ მოგვიანებით გავიგე , რომ ბებიაჩემი პარანორმალურ მოვლენებთან პირდაპირ კავშირში იყო და რაღაც ნიჭსაც ფლობდა , თუმცა მას ამაზე საუბარი არ უყვარდა... მეორე წელს კი სხვა ბებიასთან და ბაბუასთან წავედი , ისინი კეთილშობილ მიწაზე ცხოვრობენ , სადაც ყველაფერი ყვავის და ხარობს , მრავლდება და იკვირტება , ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი კლიმატური პირობების მხრივ უკრაინაში. ბაბუა ინვალიდობის გამო ომში არ წავიდა "ცალხელა იყო" , მან შიმშილობის დროს ბევრი მოსახლე გადაარჩინა , აძლევდა თავის ნაკვეთის ნაწილს და ა.შ ნუ ეს სულ სხვაგან წავედი დავუბრუნდები იმას რისი მოყოლაც მინდოდა თქვენთვის , ხოდა ერთხელაც ბაბუა ნასვამი და სიმღერ-სიმღერით მიაბიჯებს , ბაბუა ათეისტი იყო და არ ეჯერა დემონების და ასეთი რაღაცეების . და აი მიაბიჯებს სასაფლაოებზე და ესმის ხმა , თითქოს ვიღაც ღრუტუნებს ან ხვრინავს , მიტრიალდა ბაბუ და მისგან ასე ათი მეტრის მოშორებით ის იდგა , ანუ ბაბუა , არვიცი ეს , როგორ აგიხსნათ , ოღონდ შედარებით ფერმკრთალი იყო. ბაბუას ფეხებში ძალა წაერთვა და იმის შემდეგ სავარძელში ზის... ბაბუა ათეისტი იყო , თუმცა იმის შემდეგ არსაიდან , დაიწყო ზეპირად ლოცვების ბუტბუტი , გაუჩერებლად , დაუღალავად. ეს ბაბუამ თვითონ მომიყვა , იმ მორალით , რომ "აი ადამიანს არ სწამს ღმერთის და თამამად უარყოფს მას , თუმცა როდესაც გასაჭირშია მაშინ ახსენდება ღმერთი და მისგან შველას ითხოვს" 2010 წელი 09.15 "სკოლაში მივდვარ იმედია , დღეს მაინც კარგი განწყობა იქნება , მანამდე კი კიდევ ერთ ამბავს გაგანდობთ , რაც მე შემემთხვა დაქალები დავრჩით ერთ-ერთ დაქალთან , ღამის გათევა გვინდოდა , ვითამაშეთ , კინოს ვუყურეთ , ანეგდოტები მოვყევით , საშიში ისტორიები და ბოლოს მაინც დაგვეძინა... ერთხელაც ღამე ფეხის ხმამ გამომაღვიძა , გავიხედე დერეფანში იქ კი ვხედავ სამზარეულოში მოსიარულე პიროვნებას , შემდეგ კი სკამზე დაჯდა , ოთახში შევიხედე ყველა გოგონას ძინავს , გასავლელი კარი კლიტეთი იყო ჩაკეტილი , მაშინ ვინ უნდა იყოს ეს ? სახლში უფროსები არ იმყოფებოდნენ. შიშმა ამიკლო , ტანში ჟრუანტელმა დამიარა , ნებისყოფა არ მეყო , რომ გავსულიყავი და მენახა თუ ვინ იყო , უბრალოდ საბნის ქვეშ დავიმალე და ველოდებოდი , რას თვითონაც არ ვიცოდი .შეუმჩნევლად ჩამეძინა . დილით ერთ-ერთ დაქალს მოვუყევი ეს და ის კი მეუბნება -შენც გესმოდა ? მეც რამდენჯერმდე გამეღვიძა ნაბიჯების ხმის გამო , დავინახე სილუეტი როგორ შემოვიდა და მიუახლოვდა შენ საწოლს , მეგონა ეს შენ იყავი. დავახამხამე თვალები , შენ კი უკვე საწოლში ხარ და გვერდით კი არავინაა , მაგრამ ნაბიჯების ხმა კვლავ ისმოდა. იმ დაქალმა კიდევ რამდენჯერმე მითხრა , რომ კვლავ ესმოდა ნაბიჯის ხმები , მაგრამ არ იცის ჯერ კიდევ რა არის ეს.. აი კლასსში შევდივარ , კვლავ დავუბრუნდები დღიურს მოგვიანებით" ჰანნამ კლასსში შეიხედა მის მერხთან გოგონას სილუეტი დაინახა , გოგონამ მოიხედა და ჰანნამ თავისი თავი იცნო.
ნაწილი პირველი
2010 წელი 09.20 ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ , როგორც ჩანს უბრალოდ მომეჩვენა , ზუსტად იმ ღამეს მოხდა რაღაც რის შესახებაც ახლა მოგითხრობთ -იყო საღამო , ხოდა მე წავედი მაღაზიაში , უკვე ღამდებოდა და რაღაც ვერ ვიყავი , ალბათ ცოტა შეშინებულიც... და უცებ შევნიშნე , რომ ბუჩქები შეირხა , გამყინელვა ნიავმა დაუბერა და "შუაზე გამკვეთა". ნაბიჯს ავუჩქარე , ქარი კი თანდათან ცივდებოდა , უეცრად ნისლი ჩამოწვა , ისეთი , რომ ჩემ საკუთარ ფეხებს ძლივს ვხედავდი , უზომოდ შევშინდი... დავიხარე და მივცოცავდი , ვინაიდან ვერ ვხედავდი ვერაფერს ხელებს წინ ვიშვერდი , ამ დროს გავიგონე ვიღაცის სუნთქვა და უკნიდან მოისმა მძიმე ნაბიჯების ხმა... წამოვდექი და გავრბოდი უკან მოუხედავად , მაგრამ ხმა კვლავ მესმოდა! ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმს მოგაგონებდათ! მძიმე ფეხის ხმა და თბილი სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიახლოვდებოდა , აკანკალებულმა მივიხედე და დავინახე კაშკაშა სინათლე უეცრად ყველაფერი გაშავდა და გამოვფხიზლდი ერთ-ერთ ცენტრალური საავადმყოფოს პალატაში. კვლავ ვერ ვხვდებოდი თუ რა მოხდა იმ ღამეს , მშობლებს ვკითხე , ჯერ დუმდნენ , მერე დედამ კი მითხრა , რომ იმ მიტოვებულ შენობაში (რომელსაც ჩავუარე იმ ღამით) ადრე იყო საგიჟეთი , რომელშიც ადამიანებზე ცდებს ატარებდნენ და სულები (გარდაცვლილი გიჟების) დაეხეტებიან იმ რაიონში და აწამებენ ხალხს. დამაინტერესა და შემდეგ საღამოს წავედი კვლავ იქ , მაგრამ რათქმაუნდა მარტო არ წავედი ძალიან მეშინოდა , ამიტომ მეგობრებსაც დავუძახე. ჩვენ თანდათან ვუახლოვდებოდით იმ ადგილს , შევედით შენობაში , ბნელოდა , მეოთხე სართულზე რაღაცის დაცემის ხმა გაისმა... რაღაც რკინის და მძიმე , ჩვენ შეგვეძლო უბრალოდ წავსულიყავით , მაგრამ ძალიან დაგვაინტერესა და გვინდოდა გაგვერკვია ყველაფერი , თუ რა იქნებოდა შემდეგ! ჩვენ ავედით მეოთხე სართულზე და დავინახეთ ოთახი , საიდანაც უცნაური ხმები ისმოდა , შიგნით შევედით , პირველი შევიდა ბრედი ,(იმიტომ , რომ მას არაფრის ეშინი) შემდეგ ჩვენ შევყევით. თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა: დაჩხაპნული კედლები , სისხლით მოსვრილი , ასევე დასისხლიანებული რამდენიმე სკამი და მარჯვენა კუთხეში რამდენიმე გვამი , როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს , ნახევარ კედელზე სუფთა სარკე იყო.. ერთმანეთს გადავავლეთ თვალი , სულ სხვანაირათ გამოვიყურებოდით:თმის ვარცხნილობა ყველას ისეთივე , მაგრამ სისხლით დასვრილი , თვალები გაფართოებული და გაყვითლებული , თუმცა ფერები სწრაფსწრაფად იცვლებოდნენ , როდესაც ვახამხამებდით! ვიდექით და სარკეს შევყურებდით , მაგრამ უეცრად ერთ-ერთი ფანჯარა დაჯახუნდა და სარდაფში ბღავილის ხმა გაისმა , შემდეგ კიბეებზე რაღაც მძიმეს დაგორების ხმა გაისმა , საიდანღაც წყლის წვეთების ხმა ისმოდა , რამდენიმე ხანში გავაკრვიეთ , რომ წყლის ხმა გვერდითა ოთახიდან ისმოდა , როდესაც ყველაფერი დაწყნარდა , ჩვენ შესამოწმებლად შევიარეთ იმ ოთახში და როდესაც შევედით , უბრალოდ გავქვავდით შიშისგან , ჭერზე ეკიდა ადამიანის ტავები და სისხლის წვეთებით იატაკი წითლად იყო შეღებილი , კედელზე კი სისხლით ეწერა "გაეთრიეთ აქედან" და რაღაცამ ერთ-ერთი ჩვენთაგანი გაათრია სარდაფისკენ! მინდოდა დახმარება გამეწია და რამდენჯერმე დავიყვირე კიდეც , (ისეთი შეშინებულები ვიყავით ხმას ვერავინ იღებდა) შენობიდან გამოვიქეცით... მაგრამ როდესაც მივრბოდით , ჩვენი რიცხოვნობა სულ კლებულობდა , ამაზე ყველაფერი წყდება , გამოვფხიზლდი სახლში , როდესაც ვურეკავდი , მათი ტელეფონები მიუწვდომლები იყვნენ , ხოლო როდესაც მათთან წასვლა დავაპირე , დედამ მითხრა , რომ ისინი "გაქრნენ" , ერთ-ერთი მათგანი კი იმ საგიჟეთის გვერდით იპოვეს უთაოდ , სხეულიც დასახიჩრებული , და მხოლოდ მაიკა ეცვა , სხვებიც რაღაც დროის შემდეგ იპოვეს ისინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. როდესაც მათი გასვენებიდან დავბრუნდი , მშობლები ნაცნობებს , ელაპარაკებოდნენ გარეთ, ჩემ ოთახში კი წყლის წვეთების ხმა ისმოდა!რამდენიმე დღის შემდეგ კი ისეთივე ბღავილმა გამაღვიძა იმდღეს სარდაფში , რომ ისმოდა... ჭერზე შევდნიშნე ჩემი მეგობრების თავები და მოპირდაპირე კედელზე ის სარკე , რომელზეც ეწერა "შენ შემდეგი ხარ" . ამის შემდეგ გული წამივიდა , დილით გამომეღვიძა და არავის არ მოვუყევი ამ ყველაფრის შესახებ , ყოველ დილით ესეთ მდგომარეობაში მეღვიძებოდა , მაგრამ როდესაც ეკლესიაში მივედი და ჩემმა მამაომ სახლიც აკურთხა , ასეთი რამ აღარ განმეორებულა , მაგრამ ხშირად მახსენდება ეს ყველაფერი... როდესაც დილით , გარეთ გავიდა ჰანნა , ველოსიპედის საპოვნელად (რადგან ყოველ დილით სკოლაში ასე მიდიოდა) ვერსად იპოვე შემდეგ გაიხედა გზაზე და დაინახა თავისი თავი , რომელიც მიკატაობდა ველოსიპედზე , თვალი ვერ მოსწყვიტა მას , მაგრამ რამდენიმე წამში გაღიმებულმა გამოხედა და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა...
ნაწილი მეორე
2010 წელი 10.20 ზუსტად თვე გავიდა , ამ თვის განმავლობაში 6-7 კოშმარი დამესიზმრა , ასე ჯერ არასდროს მომსვლია. ბოლო სიმზრის შესახებ მოგიყვებით , არამგონია ძალიან შემაშინებლად ჟღერდეს , მაგრამ როდესაც გამომეღვიძა , წამოვხტი და ღრიალი მოვრთე (ალბათ ასე იმიტომ , შემეშინდა , რომ კოშმარებმა შემაწუხეს , თან წინანდელი მოვლენები თავს არ მავიწყებდნენ) აი თვითონ სიზმარიც: ვხედავ შენობას , თითქოს მიტოვებულია , მაგრამ ეს ასე არაა... ეს საგიჟეთია... ეს წინა სიზმრებშიც მინახავს , დავუბრუნდეთ ამ სიზმარს. ამ საგიჟეთში ექვსი პიროვნებაა : დირექტორი (პუტკუნა ქალი , თმები უკან გადაწეული და შეკრული , ნაცრისფერი ტანისამოსით) , ექთანი (გოგონა ასე 26 წლის , მასაც შეკრული უკან ქერა თმა და თეთრი ექთნის ქუდი , ასევე თეთრი ხალათი) პაციენტები : ალინა (ესეც ქერა გოგონა) დარია (კარე თმით) ელისონ (ყავისფერი ხვეული თმა) და მე... შენობა ორსართულიანია... მე აქ კი ვცხოვრობდი , მაგრამ რათქმაუნდა აქედან გაქცევის სურვილი მიჩნდებოდა ,თუმცა იყო ერთი დაბრკოლება , ასეთებს კლავდნენ ... აი დადგა ის დღე , როდესაც მე ჩემ გაქცევის გეგმას მოქმედებაში მოვიყვან... ავდივარ მეორე სართულზე და უეცრად რაღაც ბასრი მერჭობა თავში , ვკვდები , თუმცა აქ როგორც თამაშში ყველაფერი თავიდან იწყება. კვლავ ავდივარ კიბეზე და ვხედავ ალინას სკამის მოტეხილი ფეხით ,ავიცილე ალინა სკამის ფეხიანად ის გამოქანებული ეჯახება თავით კედელს , ვიფიქრე "მტერი აღარაა" , მაგრამ ეს ასე არაა. ჩანაფიქრს მივხვდი , როდესაც მე ვკლავ ვინმეს , რაღაცა უსაფრდება სხვა პაციენტს და ის ცდილობს მომკლას მე ისე , როგორც მოვკალი მე წინა პაციენტი (ანუ ეხლა მე თავი უნდა გამიტეხონ კიბეზე) ვხედავ ჩემსკენ მორბის დარია , რამდენჯერმე დამარტყა , მაგრამ როგორღაც შევძელი მისი დახრჩობა... და აი ახლა ელლისონი დამესხა თავს , მე არ მინდა სიკვდილი (სიზმარშიც კი) და როგორღაც საგიჟეთის გარეთ ავღმოჩნდი , აი მივრბივარ ტყეში , ჭაობს ჩავურბინე.. ტყიდან ტბისკენ მივრბივარ , ჭაობში ფეხი გამეჭედა , ჩემი მიცვალებული მეგობრები ქვემოთ მექაჩებიან , ცივმა ოფლმა დამასხა , ცალი ფეხი მომგლიჯეს და ამოვაღწიე , მივრბივარ , ამ ტბის მეორე მხარეს ნათელი სახლია , იქ კი კაცია თეთრ ტანსაცმელში , ქერა თმით (რადგან მე მორწმუნე ვარ , ვიფიქრე ღმერთიათქო და მიშველისთქო) დაივწყე გაცურვა, ნახევარი გზა გავიარე , მაგრამ თითქოს კიდევ დასაწყისში ვარ , უკან მივიხედე და ჩემი მეგორები გაგიჟებული სიჩქარით მომდევენ კუდში , ანნა , ისიც გაგიჟდა. შეეცადა ჩემი ჩაძირვა , თუმცა ხელში დანა აღმომაჩნდა (არვიცი საიდან ვიმეორებ ეს სიზმარია) და მისი გამოფატვრა დავიწყე , როგორც იქნა მოვიშორე... მაინც ჩავიძირე , რაღაც მომენტში თვალწინ ჩემი მეგობრების ჩამომპალი სახეები წარმომიდგა თვალწინ , ვხედავ თვალი გადმოვარდნას აქვთ და ღიმილი ყურებამდე , პირიც დაულპათ იქ მხოლოდ სიბნელეა და ორ რიგად განლაგებული კბილები , როგორც ზვიგენებს , ისინი კვლავ მიღიმიან უეცრად ყველანი მეჭიდებიან და მძირავენ , მე ვხვდები , მე ვკვდები და აი ამ დროს მეღვიძება... ვიცი , როგორც ბოდვა ისე ჟღერს , მაგრამ სიზმრის მოყოლა ძალიან რთულია იქაურ ემოციებს ვერ ავღწერ , ამ დღეებში კი საერთოდ არ შემინიშნავს "მეორე მე" იგივე "ჩემი ანგელოზი" ასე შევარქვი მას , სხვა ვერაფერი მოვუფიქრე , ხანდახან ძალიან იშვიათად ჩემ დაორთქლილ ფანჯარაზე ღამე რაღაცა წარწერა ჩნდება "საით მიფრინავენ ანგელოზები ?" ასეთ შინაარს შეიცავს... არვიცი ეს რას უნდა ნიშნავდეს ან ვინ არის ? ალბათ ვგიჟდები და სულ საგიჟეთზეც სიზმრები ამიტომ მაწუხებს ? არვიცი არვიცი კარგით ძილინებისა , იმედია ყველაფერი კარგად იქნება შემდგომში... გავიდა რამდენიმე წელი 2013 .06.08 "კარგით დავიწყოთ , ეს ყველაფერი მოხდა იმ წელს , ამის გახსენება ძალიან მიჭირს , მაგრამ ფსიქიატრმა , მითხრა ,რომ ჩემი მთელი ტკივილი ამ მონაყოლში უნდა გადმოვაფრთხვიო... მე ჰანნა მქვია , როგორც უკვე იცით... როგორ ავღმოჩნდი საგიჟეთში ? ჰაჰ სასცილოა , ბედის ირონიაა , ყველაფერი ძალიან მარტივადაა ვიდრე თქვენ გგონიათ. ბავშვობაში , როგორც იცით ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი , ხოლო რამდენიმე ზემოთხსენებული ინციდენტების შემდეგ ნაკლებად კონტაქტური გავხდი. ხშირად ვიყავი მარტო და ეს მომწონდა... ძალიან დიდ სახლში ვცხოვრობდი , იქვე იყო არც ისე დიდი როშა და ჭაობიც , მიყვარდა იქ სეირნობა. ამას სახეზე ღიმილით ვიხსენებ , ჩამაცმევდა დედა მწვანე კაბას , შავი ფეხსაცმლით , გამიკეთებდა თავსაფარს და პატარაძალს ვგავდი. მზად ვარ ,წავიდოდი ვისეირნებდი , მოვიდოდი შევჭამდი , მერე კი ისევ გვიანობამდე ვსეირნობდი... ერთ მშვენიერ დღესაც , გადავწყვიტე გასეირნება. თან ავიღე პიკნიკისთვის ყველაფერი , პლედი და ჩემი საყვარელი წიგნი ტბისკენ გავიქეცი. იმ დღეს ყველაფერი ისე არ იყო , როგორც ყოველთვის. ადგილზე მივედი , რამდენიმე ბუტერბროდი გავიკეთე და წიგნს ჩავაშტერდი , ყველაფერი თითქოს რიგზე იყო მაგამ აქ გაივგე ჩუმი სიმღერა "დაიჭერი შენი ვენებიი დაიტანჯე შენი სულიი , დაიწვი გულიი გახდი ყველასთვის ნული , გაქრი გაქრიი... ნეტავ "საით მიფრინავენ ანგელოზები" ასეთი სიტყვები მესმოდა , ეტყობოდა ჩემი ტოლა გოგონა მღეროდა , წიგნი გვერდით გადავდე , თვალებით ხმის გამოცემის წყაროს ვეძებდი , მაგრამ უეცრად ყველაფერი გაჩუმდა (უცნაურია) ავიღე წიგნი და კითხვის გაგრძელება დავაპირე აქ კი ისევ იგივე სიტყვები ისმის "დაიჭერი შენი ვენებიი დაიტანჯე შენი სულიი , დაიწვი გულიი გახდი ყველასთვის ნული , გაქრი გაქრიი... ნეტავ "საით მიფრინავენ ანგელოზები" გადავაგდე წიგნი ავდექი და ხმას გავყევი , რამდენიმე ხე გავიარე და წინ ჩრდილმა გამირბინა , გაისმა გოგონას სიცილი შემდეგ კი იგივენაირად წაიმღერა... მე მივბრუნდი: -ეი იქნებ გეყოფა ? და აი ჩემ თვალწინ "მეორე ჰანნა" წარდგა , ფეხებიდან დაივწყე მისი თვალიერება და როდესაც სახემდე მივედი და ეს გავაანალიზე ყვირილი მოვრთე , ცისფერი კაბა აქა იქ დახეული ქონდა , ხელები სულ დაფხარჭნილი , ყველაფერი სისხლში , ვენები გადაჭრილი. მაგრამ ამან არ გამაოცა , მისი სახე სათამაშოსავით მკრთალი იყო , ლოყაზე უზარმაზარი შრამი ჰქონდა , თვალები კი არ ჰქონდა... მათ მაგივრად დიდი შავი ხვრელები ჩანდა , მათგან ჩანჩქერივით მოდიოდა სისხლი , მე შემყურებდა. შოკში ვარ , ვერ ვაანალიზებდი ბოლომდე თუ რა ხდებოდა , უბრალოდ მას შევყურებდი გაშეშებული -ვინ ხარ? აკანკალებული ხმით ვკითხე მე პასუხად მხოლოდ სიცილი მომესმა , ისტერიკული. დავიყვირე , ხელებით ყურები დავიცე და გაივქეცი , გზას საერთოდ არ ვაკვირდებოდი , უბრალოდ თვალებს მივენდე და მივრბოდი , ინსტინქტურად...