"მკითხველთა კლუბი" მგონი იყო ეგეთი თემა ამ ფორუმზე, მაგრამ მოდით განვაახლოთ ეს თემა. პირველ რიგში გთხოვთ დაწეროთ თქვენი საყვარელი წიგნები,პერსონაჟები და ავტორები. ჩემი პირადი: დანომვრას ვერ შევძლებ ნამვილად, ვერ ვიტყვი რომელი წიგნია პირველზე და მეათაზე, უბრალოდ ჩამოვთვლი ჩემს საყვარელ წიგნებს:
სამოსელი პირველი– ერთ–ერთი ყველაზე გრანდიოზული რომანი,რომელიც დაწერილა ქართულ ლიტერატურაში. ჩვენ მოგეხსენებათ ბევრი რომანისტი არა გვაყვს ქართველებს, მაგრამ ვთვლი რომ დოჩანაშვილს ყველანაირი უფლება აქვს მოხსენიებულ იქნას ისეთ დიად მწერლებთან ერთად, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი და კონსტანტინე გამსახურდიაა. თვითონ რაც ნაწარმოებს შეეხება რომ დავიწყო ვეღარ დავამთავრებ, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი რომ "დედამიწას სიყვარული ატრიალებს"– ეს ჩემი დევიზია! (საყვარელი პერსონაჟი მანუელო კოსტა) ძმები კარამაზოვები – (საყვარელი პერსონაჟი ივან კარამაზოვი) ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკის შესანიშნავი რომანი. მე საერთოდ ოფიციალურად დოსტოევსკის ფანი ვარ და მის სხვა ნაწარმოებებსაც ჩავწერ იდიოტი დანაშაული და სასჯელი "იგროკ" (დოსტოევსკის ვურჩევ ყველას!!! ვისაც სურს რომ შეუყვარდეს წიგნები სამუდამოდ, დოსტოევსკი ამას შეძლებს) ანტიკური ლიტერატუტა: "ილიადა" და "ოდისეა", "მეფე ოიდიპოსი", "მედეა", "ანტიგონე". ეს ბოლო სამი არის ტრაგედიები. (თუ გინდათ ბოლომდე გეტკინოთ,გეწყინოთ,დაიცალოთ ემოციებისგან და ნახოთ რომ შენზე უარესი ცხოვრებაც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს გირჩევთ ამათ) დონ კიხოტი – წიგნის პერსონაჟი, რომელსაც უმეტესობა ყველა შემდგომ წიგნში თუ ფილმში შეხვდებით, რადგან სწორედ მისგან არის აღებული "თავზეხელაღებული სუპერგმირის" პროტოტიპი! ერთადერთი და განუმეორებელი დონ კიხოტ დე ლამაჩელლი!(მიგელ დე სერვანტესის) "ღვთაებრივი კომედია" შექსპირის ტრაგედიები ვაჟა–ფშაველას პოემები, ყველა!!! გველის პერანგი ჯადოსნური მთა ფაუსტი
ჩემთვის შედარებით მარტივი წიგნები, ისინი რომლებიც არაერთხელ წამიკითხავს: დღიურები შერლოკ ჰოლმსზე( ეს საერთოდ ყველაზე საყვარელი პერსონაჟი) შტეფან ცვაიგი, ნოველები გრაფ მონტეკრისტო რიუუნოსკე აკუტაგავა, ასევე ნოველები ალბერტ კამიუ , "უცხო" და "შავი ჭირი" ფოლკნერი, "ხმაური და მძვინვარება" ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (საყვარელი გმირი ვოლანდი :3)
დღევანდელი ლიტერატურა: სტივენ კინგი(გაქცევა შოუშენკიდან, მწვანე მილა), ჯორჯ მარტინი(ყინულისა და ცეცხლის სიმღერა), ჩაკ პალანიკი (მებრძოლთა კლუბი). ბოდიშით, დღევანდელებით ვერ ვიხიბლებები ხშირად, ახალს უკვე თითქმის აღარავინ ამბობს.
ურჩიეთ ერთმანეთს წიგნები და ა.შ. კარგი იქნება, თუ რომელიმე წიგნს ამოვირჩევთ და გავარჩევთ ხოლმე :))
ჩემი წაკითხული წიგნების სია არც თუ ისე დიდია :დ მაგრამ ნუ ერთ-ერთი ფავორიტი მაინც გოდერძი ჩოხელის "მგელი" არის.. და საერთოდ ჩემი საყვარელი მწერალი/პოეტი ჩოხელია <3 +ვაჟაც მასთან ერთად :დ
Arwen, მჯერა, ბოლოს რომ წავიკითხე მაინც ვერ მივხვდი რატომ არ მოწონთ , რატომ დაცინიან? იქნებ მითხრა რაიმე? არა ჩემი მოსაზრებები მაქვს მაგრამ მინიმუმ არ მოწონებას არ ცდება მაგრამ დაცინვას?
1) სამოსელი პირველი - უბრალოდ გენიალური წიგნია, არა მარტო იმიტო რო ბიბლიის იგავზე არის აგებული და ძაან კარგადაა "გადაქცეული" რომანად, პროსტა უმაგრესი წერის სტილი აქვს დოჩანაშვილს და პირველივე წაკითხვის დროს ძაან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბევრს აღარ ვიბოდიალებ, საკმარისი მეწერა წინა თემაში
2) ჰარი პოტერი - რა ვთქვა ამაზე, 10 წელია ჰარისთან ერთად ვიზრდები
ეს ორი წიგნია რომელიც ნებისმიერ დროს , ნებისმიერი გვერდიდან დავიწყო და ბოლომდე ჩავიდე. : D
არის კიდე რამდენიმე წიგნი რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაგრამ ეს ორი განსაკუთრებულია, ასე რომ აღარ გავაგრძელებ.
ეხლა "უიმედოთა ქალაქს" ვკითხულობ. მარტო ძვირფასი სტივენის ხათრით ვაპირებ ამ წიგნის დამთავრებას, I 300 გვერდი თვალს ვერ ვწყვეტდი ისე წავიკითხე და ეხლა ისე გაიწელა რო ძლივსღა ვკითხულობ. იქიდან გამომდინარე რო ჰორორებში კინგის ნოველების მიხედვით გადაღებული ფილმები ჩემი ფავორიტებია, ამ წიგნისგანაც ცოტა მეტს ველოდი.
Idée-fixe, ხშირ შემთხვევაში უფრო ფილმს დასცინიან და სპეციალურად ამწვავებენ ხანდახან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფანი ჰყავს. მე მიმაჩნია, რომ ეგეთი აღფრთოვანების ღირსი არ არის როგორც ხალხი გამოხატავს მაგრამ არც ესეთი ნაგავია რომ არ წაიკითხო. კანფეტკა წიგნი იყო ისე, მსუბუქი, ზედმეტი ტვინის ჭყლეტით ^_^
Idée-fixe, ხშირ შემთხვევაში უფრო ფილმს დასცინიან და სპეციალურად ამწვავებენ ხანდახან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფანი ჰყავს. მე მიმაჩნია, რომ ეგეთი აღფრთოვანების ღირსი არ არის როგორც ხალხი გამოხატავს მაგრამ არც ესეთი ნაგავია რომ არ წაიკითხო. კანფეტკა წიგნი იყო ისე, მსუბუქი, ზედმეტი ტვინის ჭყლეტით ^_^
გეთანხმები აბსოლუტურად, ისე წავიკიტხე რომ , ვახ დამთავრდა? ჩავრიხინდი რასაც ქვია მსუბუქი, გონებაც დავამშვიდე დიდი მუშაობისგან რაც ამ წიგნმა არ წაიღო და ახლა მშვიდად დავჯდები და ვუყურებ.
Quote (-NarutO-)
მარტოობის 100 წელი
მაგას 1-ჯერ წაკითხვით არამგონია ადვილად გაიგოს ვინმემ ნუ ყველა წიგნი უნდა წავიკითხოთ მინიმუმ 2 -ჯერ მაგრამ ეს ხო . ჯერ სახელების დამახსოვრებაა საქმე რომელი ხოსე არკადიო ბუენდია რომელია და მერე დანარჩენი
მაგას 1-ჯერ წაკითხვით არამგონია ადვილად გაიგოს ვინმემ ნუ ყველა წიგნი უნდა წავიკითხოთ მინიმუმ 2 -ჯერ მაგრამ ეს ხო . ჯერ სახელების დამახსოვრებაა საქმე რომელი ხოსე არკადიო ბუენდია რომელია და მერე დანარჩენი
ესეიგი: 15–17 წლის ხალხს,იმათ ვინც ჯერ ბევრი არა აქვს წაკითხული და დაწყება გსურთ, გირჩევთ "ოსტატი და მარგარიტას". მარტივია,ადვილიად იკითხება, ჩახვეული სიუჟეტი,ინტრიგა,მისტიკა,ჰორორი, ეს ყველაფერი არის ამ წიგნში.თან პატარაა და გარდა იმისა რომ გაგართობთ, გასწავლით კიდევაც ბევრ რამეს. 18 და ზევით სასტავს ბრატცი, დოსტოევსკი!!!! რომელიმე, სულ ერთია რომელი წიგნი!
და ის თავი, " სულელის ღიმილს არ წააგავდა მისი ღიმილი, უცნაური რამ ბედნიერება სჭირდა მანუელო კოსტას........ " < ყველაზე მაგარი თავია ! განსაკუთრებით უკვე ბოლოს, ცოტა გადაკეთებული. და განსაკუთრებით მიყვარს კონსელეიროს სიტყვები ბოლოს, დომენიკოს წარმოსახვაში მომხდარი ერთი აბზაციც უმაგრესია. მარტო ალექსანდროს გამოც ღირს მთელი წიგნის წაკითხვა, და ერთადერთი წიგნია რომელშიც ძალიან გამიხარდა რაღაცას რო ჩემით მივხდი : ნუ გახსნით ვისაც არ წაგიკითხავთ
როგორც მიჩინიო გამოჩნდა 90% დარწმუნებული ვიყავი რო ალექსანდროს ძმა იქნებოდა, და ამ სიტყვებზე "ყურადღებით მისმინე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროსი ძმა ვარ" I-ად რო წავიკითხე სუ მაჟრიალებდა :DD ძააან მაგარი მომენტებია რა, ძაან
15–17 წლის ხალხს,იმათ ვინც ჯერ ბევრი არა აქვს წაკითხული და დაწყება გსურთ, გირჩევთ "ოსტატი და მარგარიტას". მარტივია,ადვილიად იკითხება, ჩახვეული სიუჟეტი,ინტრიგა,მისტიკა,ჰორორი, ეს ყველაფერი არის ამ წიგნში.თან პატარაა და გარდა იმისა რომ გაგართობთ, გასწავლით კიდევაც ბევრ რამეს.
ოსტატი და მარგარიტა არის მარტივი და ადვილად იკითხება? რავიცი რავიცი
ააააა ვაიმე გამასხენდა ახლა მე რა დღეში ჩავარდი ეგ რო წავიკითხეე >:< იმდენი დეტექტივ ნაკითხი რაღაც ყველაზე ნაკლები ეჭვი მაგაზე მქონდა და რო დავინახე "ვახრამაგარიაააა" ეგეთი გავიჩითე მერე მისი "ფლეშბეკ" ისტორია რო იყო მონაყოლი, ერთმა მგზავრმა რომ სრულიად შემთხვევით გადაარჩინა მთელი ვაგონი ყაჩაღებისა
მეც ეგრე ვქენი :/ მთავარი პერსონაჟი არის მაგარი ბანძი და წიგნი როგორ უნდა მოგწონდეს :/ მარა ლევინის თავები საინტერესოაა ტოლსტოი თუ გინდა მოგეწონოს ომი და მშვიდობა წაიკითხე ჯობია <3
ტოლსტოი თუ გინდა მოგეწონოს ომი და მშვიდობა წაიკითხე ჯობია <3
არა გმადლობთ 1000 პესონაჟში ავირევი ნაღდად ვიცი საერთოდაც დავიწყე კითხვა მაგრამ არ მომეწონა...თან ესეც არ იყოს დაუსრულებელი წიგნია..3-ე ტომის დაწერა ბოლომდე ვერ მოასწრო ტოლსტოიმ და დაწვა...
3-ე ტომის დაწერა ბოლომდე ვერ მოასწრო ტოლსტოიმ და დაწვა...
საერთოდ მთავრობამ ბრძანება გასცა რომ ფინალი შეცვალეთო თქვენი წიგნისო, ანუ ორიგინალი მისი დაწერილი სხვანაირია მარა პოლიტიკურ ვარიანტში შეცვალა მერე, ჩესნა გოვორია, მე ეგეთ მწერალს რა ვუთხარი ვიღაცის ბრძანებით რომ მის შემოქმედებას ცვლის :/
მე მევასება ჯეკ ლონდონი და მაგისი მოთხრობა საშობაო ზღაპარი მგონი ესე ქვია რა და კიდე არტურ კონანდოილის შერლოკ ჰოლმსი მაგისი ყველა ნაწილი ისე ბევრი მოთხრობა და წიგნი მაქ წაკითხული და ესენი მევასება