ინფორმაცია დებიუტი მანგა-239-ე ანიმე მე-2 ნაწილი, 32–ე სერია (როგორც "ტობი") სქესი-მამრობითი დაბადების თარიღი- 10 თებერვალი ასაკი-1-ლი ნაწილი: 13,მე-2 ნაწილი : 31 სიმაღლე:1-ლი ნაწილი: 154.2 სმ,მე-2 ნაწილი : 175 სმ წონა:1-ლი ნაწილი: 44.5კგ,მე-2 ნაწილი : 55.9 კგ პირადი ინფორმაცია: დებიუტი მანგაში : Chapter #280 დებიუტი ანიმეში : Naruto Shippūden Episode #32
კეკეი გენკაი :Sharingan.
Rinnegan. კლასიფიკაცია : S-რანგი.
გაერთიანებები : აკაცუკი
კირიგაკურე.
სტიქიები :მიწა
პარტნიორი : დეიდარა
ტექნიკები
[დამალვა] ძიუცუ დემონური ქანდაკების ჯაჭვები მიწის გამოშვება: თხუნელას მსგავსად დამალვის ტექნიკა ფეთქებადი ნაღმები ცეცხლის გამოშვება: აფეთქების ტალღის ველური ცეკვა ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა გენძიუცუ : შარინგანი ადამიანის გზა იზანაგი კამუი გარეთა გზა ექვსი გზის ტექნიკა ფეინის ექვსი გზა სულის ამოცლა გამოძახების ტექნიკა (გარეთა გზის დემონური ქანდაკება, კურამა) კუდიანი ურჩხულის ამოცლის ტექნიკა ტელესკოპის ტექნიკა ცუკუიომი უჩიჰას ცეცხლის საბრძოლო ბანაკი ჩაარტყი თხუნელას ტექნიკა ხის გამოშვება: დაკალმების ტექნიკა
ბიოგრაფია(სრული ვერსია)
ობიტო უჩიჰა (うちはオビト, უჩიჰა ობიტო) სერიების ერთ-ერთ მთავარ ანტაგონისტს წარმოადგენს. კაკაში ჰატაკესა და რინთან ერთად იგი მეოთხე ჰოკაგეს გუნდის წევრი იყო. მოგვიანებით, მან მადარა უჩიჰასთან თანამშრომლობა და მისივე სახელით მოქმედება დაიწყო. იგი მართავდა ცხრაკუდიან მელიას კონოჰაგაკურეზე თავდასხმის დროს. სასორის სიკვდილის შემდეგ ობიტო აკაცუკის წევრი და დეიდარას პარტნიორი გახდა. ორგანიზაციას იგი ტობის (トビ) სახელით შეუერთდა. ობიტო აკაცუკის ფაქტობრივ ლიდერად იქცა და მსოფლიოს დაპყრობის მადარასეული გეგმის განხორციელების მიზნით კუდიან ურჩხულებზე ნადირობას შეუდგა. ფეინის სიკვდილის შემდეგ ობიტო აკაცუკის ლიდერი გახდა და მეოთხე მსოფლიო ომი წამოიწყო. სასკესთან ერთად იგი ერთ-ერთია უჩიჰას კლანის ორ უკანასკნელ წარმომადგენელს შორის. ხასიათი პატარა ობიტო ყველგან და ყოველთვის იგვიანებდა, რის გამოც მას მუდამ თავის მართლება უხდებოდა. მინატოს გულის მოგების მიზნით მიზეზად იგი მოხუცის ქალის დახმარებას ასახელებდა ხოლმე, რისიც კაკაშის არასდროს სჯეროდა. პატარაობაში ობიტოს ბრძოლის ეშინოდა. გარდა ამისა, რაიმე საშიშისა ან სევდიანის დანახვაზე იგი ტიროდა კიდეც, თუმცა ემოციების დამალვას ყოველთვის ცდილობდა და ცრემლებს თვალში მოხვედრილ მტვერს აბრალებდა. მაშინ, როცა მისიის წარმატებით შესრულების მიზნით მსხვერპლის გაღება კაკაშის სამართლიანად მიაჩნდა, ობიტოსთვის მეგობრის დასახმარებლად კანონის დარღვევა იყო გამართლებული. მისი აზრით, იგი საკმარისად ბრძოლისუნარიანი არ იყო, მიუხედავად იმისა რომ კონოჰას ერთ-ერთ უძლიერეს, უჩიჰას კლანს ეკუთვნოდა, რის გამოც ხანდახან იწყენდა ხოლმე. აკაცუკიში გაწევრიანების შემდეგ, უკვე ტობის სახელით მოქმედ ობიტოს სულელ, ჭკუამხიარულ და უდარდელ პიროვნებად მოჰქონდა თავი. იქ იგი თანაგუნდელებსაც დასცინოდა ხოლმე. აკაცუკის წევრების თქმით, გაქცევაში ტობის ბადალი არ ჰყავდა. განსაკუთრებით იგი თავის მეწყვილეს, დეიდარას აღიზიანებდა. ობიტო ძლიერი და ჭკვიანი შინობია. იგი სტრატეგიულად და გააზრებულად მოქმედებს და მანამ არ იწყებს ბრძოლას, სანამ მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს ბოლომდე არ გააანალიზებს. ობიტოს თქმით, მისი სიცოცხლე ბრძოლის ველია. მას მშვიდობის არ სწამს და მზადაა გაანადგუროს ყველა, ვინც მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ წავა. მადარს მსგავსად, ობიტოც ვერ იტანს ცეცხლის ნებისყოფასა და სენჯუს წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ ერთხელ მან შეაქო თანამებრძოლები და განაცხადა, რომ მათი დახმარების გარეშე შორს ვერ წავიდოდა.
მას ასევე მშვენივრად გამოსდის ადამიანების გრძნობებით და თვითონ ადამიანებით მანიპულირება, ეს კარგად გამოჩნდა ნაგატოს შემთხვევაში, იგივე განმეორდა სასკესთან და კისამესთანაც, როდესაც ობიტომ მოხერხებულად შეძლო ორივე გამოეყენებინა თავისი მიზნების სასარგებლოდ. აუცილებელია აღინიშნოს იაჰიკოს შემთხვევა, რომელმაც წამში გაშიფრა იგი და რომლის დარწმუნებაც ობიტომ ვერაფრით მოახერხა, თუმცა კი ძალიან ცდილობდა ამას. გარეგნობა პატარაობაში, ობიტოს მოკლე, შავი თმა და დიდი, შავი თვალები ჰქონდა. შარინგანის გაღვიძებამდე იგი დამცავ სათვალეებს ატარებდა. ეცვა მუქი ლურჯი ფერის ტანსაცმელი, ზედ ნარინჯისფერი ხაზებით, ზურგზე კი უჩიჰას კლანის სიმბოლო ეხატა. იგი ლურჯ ფეხსაცმელს ატარებდა. შარვალზე მიმაგრებული ჰქონდა პატარა ჩანთა შურიკენისათვის. სათვალეები ტრადიციულად შუბლზე ჰქონდა მიმაგრებული. მოგვიანებით, მან ნიღაბი გაიკეთა და თავს ტობი უწოდა. მინატოსთან ბრძოლის დროს ტობის მოკლე, ლურჯი თმა ჰქონდა და გრძელი მოსასხამი ეკეთა, სახეს კი ნიღაბი უფარავდა ისე, რომ მხოლოდ ერთი თვალი მოუჩანდა. მინატოსთან დამარცხების შემდეგ ტობი აკაცუკიში გაწევრიანება და ორგანიზაციის სიმბოლოდ ქცეულ სამოსს ჩაიცვამს, სახეს კი განსხვავებული დიზაინის, ნარინჯისფერი ნიღბით დაიფარავს. სახის მარჯვენა მხარეს ობიტოს შრამები აქვს, რაც ახალგაზრდობაში მიღებული ტრავმის შედეგად დარჩა. მისი მარჯვენა ხელი ზეცუს მატერიისგანაა შექმნილი, რის გამოც ის შედარებით სუსტია. ტორუნესთან, მოგვიანებით კი კონანთან ბრძოლაში ობიტოს ეს ხელი მოძვრება, თუმცა ზეცუს ძალის წყალობით, მას ორივეჯერ აღიდგენს.
თანამედროვე ობიტოს ერთი თვალი შარინგანის, მეორე კი რინეგანის აქვს. მისი ამჟამინდელი სამოსი ვერცხლისფერია, უფრო დიდი სახელოები აქვს და უფრო მსხვილი ქამარი უკეთია. ობიტოს ნიღაბიც სრულიად ახალია. მისი თქმით, იგი სპეციალურად ომისთვისაა შექმნილი. ისტორია როგორც წესი, ობიტო მუდამ იგვიანებდა ნინძათა აკადემიაში. იქ იგი მომავალ თანაგუნდელებს, კაკაშისა და რინს გაიცნობს. მას რინი პირველი შეხვედრისთანავე შეუყვარდება. ობიტო მინატო ნამიკაზეს გუნდის წევრი იყო. მოხუცებულის დახმარების მიზეზით იგი ჩუნინთა გამოცდის მეორე ეტაპზეც დააგვიანებს, რაც კაკაშის ძლიერ გააბრაზებს. გამოცდისას მინატოს გუნდის წევრები გაის, ებისუსა და გენმას შეებრძოლებიან. გაი ობიტოს იოლად დაამარცხებს, რის გამოც მომდევნო ეტაპისთვის მომზადებას ობიტო სრული სერიოზულობით შეუდგება. იქ მას კვლავ გაის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა და კვლავ დამარცხდება. მიუხედავად ამისა, ობიტო განაგრძობს ვარჯიშს და ჩუნინის წოდებას მოიპოვებს. ობიტოს თავისი თანაგუნდელი, რინი უყვარდა, რომელიც ამას ვერ ამჩნევდა. მოგვიანებით, თავისი გრძნობების შესახებ იგი რინთან დალაპარაკებას გადაწყვეტს, რაც მას არ დასცალდება. კაკაშის ჯონინად გახდომის აღსანიშნავად, რინი მას კაკაშისთვის საჩუქრის გაკეთებაში დახმარებას სთხოვს, რაც ობიტოს არ გაახარებს. ტრადიციულად, ობიტო მისიებზეც აგვიანებდა, რაც კაკაშიში დიდ ბრაზს იწვევდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ისინი მეგობრები იყვნენ. როცა კაკაში ჯონინი გახდება, მინატო მას თავის ერთ-ერთ კუნაის, რინი კი სპეციალურ სამედიცინო ჩანთას აჩუქებს. მეგობრებს შორის ერთადერთი ობიტო არ გაუკეთებს კაკაშის საჩუქარს. მოგვიანებით კი, შეცდომის გამოსწორების მიზნით, მომაკვდავი ობიტო მას საკუთარ შარინგანს აჩუქებს. იმ დღეს როდესაც იგი გახდა ნინჯათა აკადემიის სტუდენტი, მან დაიგვიანა. მან სწორედ ამ დროს გაიცნო ნოჰარა რინი და პირველსავე დანახვაზე შეუყვარდა. ობიტომ აკადემია ცხრა წლის ასაკში დაასრულა და ნამიკაზე მინატოს გუნდში ჩაირიცხა რინთან და კაკაშისთან ერთად. მისმა გუნდმა მოგვიანებით ჩუნინების გამოცდაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის მეორე ტურშიც ობიტომ როგორც ჩვეოდა ხოლმე დაიგვიანა. ამის მიზეზად კი ის მოიშველია, რომ გზად მოხუც ქალბატონს დაეხმარა. ობიტოს სურდა რინზე შთაბეჭდილება მოეხდინა მისი კლანის ცეცხლის ბურთის ძიუცუთი, თუმცა მისი ეს მცდელობა საშინელი კრახით დასრულდა. მას ხელი შეუშალა კანფეტმა,(იმ მომენტში პირში ედო) რომელიც მას მადლიერების ნიშნად ზემოთ ნახსენებმა ქალბატონმა აჩუქა და საბოლოოდ მისმა მოწინააღმდეგემ, მაით გაიმ იგი სასტიკად დაამარცხა. ამის შემდგომ ობიტო უფრო ბეჯითად შეუდგა ვარჯიშს, ამის მიუხედავად იგი კვლავ დამარცხდა გაისთან. თუმცა გაის დამარცხება მისმა თანაგუნდელმა ჰატაკე კაკაშიმ შეძლო და ჩუნინის წოდებაც მოიპოვა. ობიტომ მომდევნო წლებში შეძლო ჩუნინის წოდების მოპოვება, თუმცა ამ დროისთვის კაკაშის უკვე ჰქონდა მოპოვებული ჯონინის წოდება. რის აღსანიშნავადაც რინი სიურპრიზის მოწყობას აპირებდა, ამან რასაკვირველია კიდევ უფრო გაუმძაფრა ობიტოს სიძულვილი და ეჭვიანობის გრძნობა კაკაშისადმი. მესამე მსოფლიო ომის დროს, უჩიჰა ობიტოს ნოჰარა რინთან და ჰატაკე კაკაშისთან, რომელიც ამ მისიის მეთაური იყო დაევალა, რომ გაენადგურებინათ კანაბის ხიდი, რომელიც დროებით შეაფერხებდა ივაგაკურეს შინობების მოქმედებას. მისიაზე წასვლის წინ რინი და მინატო კაკაშის ჯონინად გახდომის აღსანიშნავად ჩუქნიან საჩუქარს. ხოლო გაგულისებული ობიტო იტყვის, რომ სულაც არაა ვალდებული მას რაიმე აჩუქოს, საპასუხოდ კი კაკაში ეტყვის, რომ არც არაფერში ესაჭიროება მისი საჩუქარი, რადგან მისი ხასიათიდან გამომდინარე იგი მაინც გამოუსადეგარი იქნება. მინატოს მალევე გამოიძახებენ წინა ფრონტზე საბრძოლველად და იგი იძულებული გახდება თავისი გუნდი მარტო დატოვოს. ამის შემდეგ ივაგაკურეს შინობები შეძლებენ ობიტოს, აკაკშისა და რინის პოვნას და რინს გაიტაცებენ. კაკაში ობიტოს უარს ეტყვის რინის გადასარჩენად წასვლაზე, რადგან იგი თვლის, რომ მისიის წარმატებით დასრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობრის გადარჩენა. ეს ძალზედ გააბრაზებს ობიტოს, რადგან მისი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება კაკაშისაგან და მარტოდმარტო გაემართება რინის გადასარჩენად. კაკაში მიხვდება, რომ ობიტო მართალს ამბობდა და დაეხმარება ობიტოს, მაგრამ ამ დროს დაკარგავს მარცხენა თვალს. ობიტო მეგობრის დაცვის მიზნით გაიღვიძებს შერინგანს და ივაგაკურეს შინობს მოკლავს. როდესაც ის–ისაა, რომ უნდა დატოვონ გამოქვაბული, რომელშიც რინი ყავდათ დატყვევებული კიდევ ერთი ივაგაკურეს შინობი ჩამოანგრევს ამ გამოქვაბულს, ობიტო შენიშნავს, რომ სადაცაა კაკაშის უზარმაზარი ლოდი დაეცემა და მაშინვე განზე ისვრის მეგობარს, მაგრამ სანაცვლოს თვითონ მოყვება ამ ლოდის ქვეშ.იგი ბოდიშს მოუხდის კაკაშის მისი უტაქტო საქციელისათვის და ეტყვის, რომ ბოლსო და ბოლოს მიხვდა რა უნდა ეჩუქნა მისთვის, იგი მას თავის მრცხენა შერინგანს შესთავაზებს, რადგან ობიტოს მარცხენა მხარე მთლიანადაა ქვის ლოდის ქვეშ მოქცეული და თხოვს რომ რინი დაიცვას. კაკაშიც პირობას მისცემს, რომ გოგონას თუნდაც თავისი სიცოცხლის ფასად დაიცავს. რინი, რომელიც მედ–ნინჯაა, წარმატებით განახორციელებს ამ ოპერაციას, შემდგომ კი იძულებული გახდება კაკაშისთა ერთად წავიდეს და ობიტო მარტო დატოვოს, რადგან მაღ გარშემო ივაგაკურეს შინობები დაიწყებენ თავის მოყრას. ამ დროს მინატოც მოვა და მათ სიკვდილისაგან იხსნის. თვითონ ობიტო კი უჩიჰა მადარამ გადაარჩინა სასწაულებრივად. მიუხედავად იმისა, რომ ობიტოს მეორე შერინგანი უვნებელი იყო, სამაგიეროდ მისი სხეულის მთელი მარჯვენა მხარე სავალალოდ იყო დაზიანებული, რის გამოც მადარამ იგი სენჯუ ჰაშირამას ცოცხალი კლონის, თეთრი ზეთცუს სხეულის მატერიით ჩაუნაცვლა. ობიტო როგორც კი გონს მოვა მაშინვე კონოჰაგაკურეში, მის მეგობრებთან დაბრუნებას დაიჟინებს, რის საპასუხოდაც მადარა ეტყვის, რომ იგი ვერარასოდეს შეძლებს იყოს შინობი და ამიერიდან ყველაფერი ამაოა. ამისდა მიუხედავად იგი ვერ შეძლებს ობიტოს გადაათქმევინოს წასვლა.ობიტო თავისი ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს დატოვოს მადარა და თეთრ ზეთცუსთან ერთად შეუდგება ვარჯიშს, რათა აღიდგინოს ძალები. ამის შემდეგ გავა წლები და თეთრი ზეთცუ აცნობებს მას, რომ კაკაში და რინი გასაჭირში არიან, ობიტო მაშინვე მათ დასახმარებლად გაეშურება. წასვლის წინ იგი მადლობას გადაუხდის მადარას და სამუდამოდ გამოემშვიდობება. თუმცა ბრძოლის ველზე იგი საშინელ სურათს გადააწყდება, იგი იხილავს თუ როგორ მოკლავს კაკაში რინს ჩიდორის გამოყენებით. რინის სიკვდილმა კაკაშის გაუღვიძა მანგეკიოს შერინგანი, ისევე როგორც ობიტოს, მაგრამ ამის შემდეგ კაკაშიმ გონება დაკარგა. კირიგაკურეს შინობებმა გადაწყვიტეს ინფორმაციის მოპოვების მიზნით რინის გვამი წაეღოთ, ობიტოს მთელი არსება გაცოფებამ და სიძულვილმა მოიცვა და კირიგაკურეს შინობები მარტოდმარტო გააცამტვერა თავისი კამუისა და ხის ელემენტის შერწყმით.ამის შემდეგ ობიტო მიუახლოვდება რინს და გულში ჩაიკრავს და დაპირდება, რომ ისეთ სამყაროს შექმნის, რომელშიც იგი ცოცხალი იქნება.
მადარასთან დაბრუნების შემდგომი პერიოდი რინის სიკვდილის შემდეგ ობიტო გადაწყვეტს დაუბრუნდეს მადარას, რადგან მისი აზრით, იგი მართლაც სწორს ამბობდა როდესაც უთხრა, რომ სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ გამოუსადეგარი იყო და აუცილებელი იყო მისი რეკონსტრუქცია. მადარამ, გახარებულმა იმით, რომ ობიტოს სახით მოკავშირე შეიძინა, მას მთვარის თვალის გეგმის თითქმის ყველა დეტალი გაუმხილა და დაავალა, რომ სანამ გაცოცხლდებოდა ობიტოს უნდა შეეთავსებინა უჩიჰა მადარას როლი და მისი სახელით ემოქმედა. ობიტო და ზეთცუ ამეგაკურეში წავიდნენ, რათა ამეგაკურეს ობლებს გასაუბრებოდნენ და თავიანთ თანამზრახველებად ექციათ ისინი, მაგრამ იაჰიკომ იგი მტკიცე უარით გაისტუმრა, თუმცა ამის მიუხედავად ობიტო დაპირდა მათ რომ იგი ყოველდღე დაელოდებოდა ამავე ადგილას. როდესაც იაჰიკო დაიღუპა ნაგატომ გადაწყვიტა დაკავშირებოდა მას და მოგვიანებით ისინი მოკავშირეებად იქცნენ. ობიტო, რომელიც მადარას სახელსაა ამოფარებული უამრავ დანაშაულს ჩადის, რასაც ხალხი უჩიჰა მადარას აწერს. რაც ყველაზე საოცარია ხალხს დიდად არ უკვირს, რომ ამდენი ხნის შემდეგ მადარა კვლავ ცოცხალია, რადგან მის ძლევამოსილებაზე ლეგენდები დადიოდა. ობიტომ შეძლო გამოერკვია, რომ უზუმაკი კუშინა, რომელიც ცხრაკუდა მელის რიგით მეორე ჯინჩურიკი იყო და ამავე დროს მეოთხე ჰოკაგეს მეუღლეც, მალე იმშობიარებდა. ეს კი ძალიან ხელსაყრელი იყო ცხრაკუდა მელას ხელში ჩასაგდებად, მან ეს მოახერხა კიდეც, მაგრამ ზალიან ცოტა ხნით. მან თავდაპირველად შეძლო და გაარღვია ბარიერი, რომელიც იმ შენობას იცავდა, სადაც კუშინას უნდა ემშობიარა და ახალშობილი ნარუტო მძევლად აიყვანა, რათა მინატოსთან ბრძოლა აეცილებინა თავიდან და კუშინა მოეტაცნა. ობიტომ კუშინას ამოაცალა ცხრაკუდა მელა და თავისი ზეგავლეის ქვეშ მოაქცია. იგი მაშინვე თავს დაესხა სოფელს და მის გაცამტვერებას შეუდგა, მაგრამ მინატოსთან პირისპირ ბრძოლა გარდაუვალი აღმოჩნდა. მან შეძლო კურამას ობიტოს კონტროლიდან გამოყვანა და თვითონ ობიტოც დაამარცხა, მაგრამ ამას ობიტოსათვის ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ მოგვიანებით მაინც ეგდო ხელთ კურამას ჩაკრა. ამ ამბიდან რვა წლის შემდეგ უჩიჰა იტაჩიმ შეძლო ობიტოს პოვნა და თხოვა დახმარებოდა თავისი კლანის ამოწყვეტაში, ობიტომაც არ გაუშვა ხელიდან ეს შანსი და დათანხმდა. მოგვიანებით მან კირიგაკურეს მეოთხე მიზუკაგე თავისი გენ ძიუცუს გავლენის ქვეშ მოაქცია და ასე აკონტროლებდა მას. ამის შესახებ კირიგაკურეს ნინჯებიდან მხოლოდ ერთმა–ჰოშიგაკი კისამემ იცოდა, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა მას ტავისი გეგმის განხორციელებაში და ,,ტყუილების სამყაროს’’ რეკონსტრუქციაში. ობიტომ შემდგომში დაირქვა ტობი და ზეთცუს დახმარებით აკაცუკის წევრების რიგს შეუერთდა.
შესაძლებლობები ობიტომ ჩუნინის წოდების მოპოვება შეძლო 11 წლის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ ქონდა გაღვიძებული შარინგანი, მაინც საკმაოდ კარგად ფლობდა ცეცხლის ელემენტზე დაფუძნებულ ტექნიკებს. მას შემდეგ რაც იგი მადარს შეუერთდება, მისი შესაძლებლობების არეალი ძალიან გაფართოვდება, რადგან როგორც თეთრმა ზეთცუმ აშნიშნა მას ნამდვილად ქონდა დიდი პოტენციალი. მადარამ მას შეასწავლა ის ძიუცუებიც, რომელსაც თვითონაც ფლობდა. მაგალითად, იგი შესანიშნავად ფლობს გამოძახების ძიუცუს, მას შეუძლია საკმაო დროით გამოიძახოს ცხრაკუდა მელა, ასევე გარეთა გზის დემონური ქანდაკება. ტაიძიუცუ ბავშვობაში ობიტო მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა ტაიძიუცუს კარგი ცოდნით, თუმცა შარინგანის გაღვიძების შემდეგ მისი შესაძლებლობები ამ მხრივ საკმაოდ გაუმჯობესდა, ეს კარგად გამოჩნდა მაშინ როდესაც კაკაშისთან ერთად მოუხდა კაკოს წინააღმდეგ ბრძოლა. ტაიძიუცუში ობიტოს დიდ დახმარებას უწევს თავისი დრო–სივრცის ტექნიკა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს გასრიალდეს საგნებსა თუ ადამიანებს შორის და შემდგომში საპასუხო შეტევაც განახორციელოს. ამის ნათელი მაგალითია მისი ბრძოლა კირიგაკურეს შინობების წინააღმდეგ. ობიტოს ბავშვობისდროინდელი ტრამვის გამო მარჯვენა მკლავი მთლიანად ჰაშირამას უჯრედებისგან აქვს დამზადებული, ამის გამო მისი მარჯვენა მკლავი მარცხენაზე გაცილებით სუსტია. იგი ასევე ძალიან გამძლე სხეულის პატრონია იმის გათვალისწინებით, რომ მან მინატოს რასენგანისგან პირდაპირი დარტყმა მიიღო მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა და უკან დაბრუნება. მას ასევე გააჩნია დიდი სისწრაფეც, მან შეძლო თითქმის გატოლებოდა ნარუტოს სიჩქარეს როდესაც იგი იმყოფებოდა ცხრაკუდა მელის რეჟიმში. ნინძიუცუ როგორც ყველა უჩიჰა, ისე ობიტოც შესანიშნავად ფლობს ცეცხლის ელემენტზე დაფუძნებულ ტექნიკებს. მას შემდეგ რაც მადარამ მას ჰაშირამას უჯრედები გადაუნერგა მარჯვენა მკლავი შედარებით სუსტი აქვს, მან იგი რამოდენიმეჯერ დაიზიანა კიდეც ბრძოლისას, მაგრამ ზეთცუს დახმარებით კვლავ აღიდგინა, მაგრამ ჰაშირამას უჯრედების გადანერგვის შემდეგ მას საშუალება მიეცა გამოეყენებინა ხის ელემენტიც, რომელიც დიდად გამოადგა მოგვიანებით ათკუდას გასაკონტროლებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მისი სხეულის ნახევარი სწორედ ჰაშირამას უჯრედებისგანაა შექმნილი, მას ისევე როგორ ზეთცუს შეუძლია წყლისა და საკვების გარეშეც იარსებოს. იგი ცეცხლის და ხის ელემენტების გარდა ასევე ფლობს მიწის და წყლის გამოშვებასაც. დოძიუცუ
ობიტოს შარინგანს გაღვიძებისას მხოლოდ ორი ფაზა ქონდა. მას შემდეგ რაც რინი დაიღუპა ობიტოს შარინგანს მესამე ფაზაც გაუქატიურდა და მალევე გარდაიქმნა მანგეკიო შარინგანად. აღსანიშნავია, რომ მას შარინგანის დახმარებით შეუძლია სხვადასხვა სახის განსაკუთრებული გენძიუცუების გამოყენება, მაგალითად მან შეძლო და კონანს აიძულა გაეთქვა სად იყო ნაგატოს სხეული დაკრძალული. მან ასევე მოახერხა საკმაო ხნის განმავლობაში მოექცია ფუ და ტორუნე თავის გენძიუცუში. მადარას მსგავსად ობიტოსაც შეუძია შარინგანის გამოყენებით აკონტროლოს კუდიანი ურჩხულები, თუმცა რამოდენიმეს ერთად კონტროლი მისთვისაც კი რთულია და ეს კუდიან ურჩხულებს საშუალებას აძლევს მისი კონტროლიდან თავი დაიხსნან. მას ასევე შეუძია გამოიყენოს იზანაგი, უჩიჰას კლანის ერთ–ერთი აკრძალული ძიუცუ და ჰაშირამას უჯრედების გამოყენებით გაზარდოს მისი გამოყენების პერიოდი. მანგეკიუ შერინგანი ობიტოს მანგეკიო შარინგანის გააქტიურება ფაქტიურად კაკაშის დამსახურებაა, მას შემდეგ რაც კაკაშიმ საკუთარი ხელით მოკლა რინი, მას გაუაქტიურდა მანგეკიო და იმის გათვალისწინებით, რომ მას ობიტოსგან ქონდა გადანერგილი თვალი, ობიტოს შარინგანიც მანგეკიოდ გარდაიქმნა. ობიტოს მანგეკიო შარინგანის თვალი ვიზუალურად აბსოლიტურად იდენტურია კაკაშის თვალის, თუმცა მისი შესაძლებლობები გაცილებით ჯაბნის კაკაშისას. მანგეკიო შარინგანის დახმარებით ობიტოს შეუძლია ტელეპორტირება არამარტო სხვა საგნების არამედ საკუთარი სხეულის ნაწილებისიც, რაც მის მოწინააღმდეგეს საშუალებას არ აძლევს შეეხოს მას, მაგრამ როდესაც თვითონ გადადის შეტევაზე მისი სხეული კვლავ ,,მყარი’’ ხდება. მას ე.წ ხელშეუხებელ ფორმაში ყოფნა მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში შეუძია. მისი მანგეკიო შარინგანის კიდევ ერთი შესაძლებლობა ისაა, რომ მისი დახმარებით ობიტოს შეუძლია საკმაოდ დიდ მანძილზე გადაადგილება ტელეპორტირების საშუალებით ძალიან მცირე დროში მოახდინოს. როდესაც ობიტო რაიმე საგანს ეხება იგი მას გზავნის სხვა განზომილებაში და მანამ ტოვებს იქ გამოკეტილს, სანამ თვითონ არ მოისურვებს მათ განთავისუფლებას. ამასთანავე თუ სხვა განზომილებაში გადაგზავნილი არსება ადამიანია მისი ჩაკრა მთლიანად ქრება ტელეპორტირებისას. რინენგანი მას შემდეგ რაც ობიტომ გამოარკვია ნაგატოს ცხედრის ადგილსამყოფელი, მან ნაგატოს რინეგანი გადაინერგა მარცხენა თვალში, რამაც მას საშუალება მისცა გამოეძახებინა გარეთა გზის დემონური ქანდაკება და ასევე გამოეყენებინა რინეგანზე დაფუძნებული სხვა ტექნიკებიც. მან ნაგატოს მსგავსად ასევე შექმნა ფეინის ექვსი გზა, რომლის წევრებსაც ედო ტენსეით გაცოცხლებული ყოფილი ჯინჩურიკები წარმოადგენენ. ჯინჩურიკებსაც ობიტოს მსგავსად მარჯვენა თვალში აქვთ შარინგანი, მარცხენაში კი–რინეგანი, თუმცა ნაგატოს მიერ შექმნილი ფეინის ექვსი გზის წევრების მსგავსად მათ არ გააჩნიათ რაიმე ინდივიდუალური ტექნიკები გარდა იმებისა, რომლებსაც მანამდე ფლობდნენ.
ხელმოწერაში ჩასვით
წესები
არ გატროლოთ ეს თემაააა. პატივი ეცით ერთმანეთის აზრს..
უბრალოდ კაკაშისთან მარცხის შემდეგ როოგრც ადამიანი მაგრად შემეცოდაა...+ იმიტომ რომ მადარას არ უღალატა და რინნე ტენსეის კეთება თვითონვე დაიწყოო... ნუ ისედაც ტობი-ობიტო მთელ ნარუვერსში ყველაზე საიდუმლოებებით მოცული პერსონაჟიააა..
აი აქ 14 წლის ასაკში მოკუტონს ისე იყენებდა რო სანჯის მდევრები წამებში გაწყვიტა და კაკაშისთან კიდე, კამუის განზომილებაში მარტო კატონი გამოიყენა
არა მგონია გადაწყვეტილი ქონოდა იმიტო რო მანგას ქვია დაუნდობელი მადარა ე სანამ ტობი ობიტო გახდებოდა რა მაგრა მევასებოდა
დამიჯერე აქვს რადგან 614 მანგაში თვითონ ეუბნება მადარას რო ამ სხეულით ათკუდას ჯინჩურიკი ვერ გახდებიო აჰაა ნახეთ და მერე აღარ თქვათ რრო ობიტოს არ უნდოდა რინე ტენსეის გაკეთებაოო
აჰაა წაიკითხე ეს ორივე მანგა.. მეორე მანგაში თვითონვე ეუბნება
umeka, უი ხო მარა იმედია მადარა მარტო არ დარჩება ომს აზრი რო ქონდეს ან ობიტო უნდა გადარჩეს ან სასკე უნდა გახდეს მადარასიანი მაგრა მევასებოდა ტობი აი ძაან მაგრა
ისე რა გაგისწორდებოდა ბოლო ბრძოლა..... წარმომიდგენია შენი რეაქცია მაგ მანგის წაკითხვის დრო
კი გამიხარდა რო კაკაშიმ მოუგო მარა ცოტა უკეთესად შეიძლებოდა დახატვა კაკაშიმ რახან მოუგო ტობის იმას არ ნიშნავს რო ტობი სუსტია კამუის განზომილებაში იყვნენ და ობიტო არამატერიალურობას ვერ რთავდა თუმცა კაკაში ისედაც უგებს იმიტო რო ტობის თვალი აქვს + ინფო
ეს მანგები რო პირველად გამოვიდა მეთქი ეს რაუბედურებაა ბარე კონჰამარუ ვს ობიტო იყოს მეთქიი... რასაც ჰქვიაა გააუპატიურა ობიტომ და ბოლოს კიშიმოტომ რა გააკეთა
ეს მანგები რო პირველად გამოვიდა მეთქი ეს რაუბედურებაა ბარე კონჰამარუ ვს ობიტო იყოს მეთქიი... რასაც ჰქვიაა გააუპატიურა ობიტომ და ბოლოს კიშიმოტომ რა გააკეთა
ჰოოო მე კი მანგა რო წავიკითხე კარგად ჩანდა რო მანდ კაკაშის ჩაკრა თითქმის საერთოდ აღარ ქონდა + ბრძოლის გან ისე იყო დაღლილი (სანამ მანდ მივიდოდა 7 სვორდმენი გაიფინა) ფეხზე ძლივს იდგა ობიტო კიდე არც დაღლილი იყო არც ჩაკრა დაცლილი (ჰაშის გენებით ყველა მაგადია :შ )
ჰოოო მე კი მანგა რო წავიკითხე კარგად ჩანდა რო მანდ კაკაშის ჩაკრა თითქმის საერთოდ აღარ ქონდა + ბრძოლის გან ისე იყო დაღლილი (სანამ მანდ მივიდოდა 7 სვორდმენი გაიფინა) ფეხზე ძლივს იდგა ობიტო კიდე არც დაღლილი იყო არც ჩაკრა დაცლილი (ჰაშის გენებით ყველა მაგადია :შ )
ობიტო არ იყო დაღლილი????? სერიოზულად ამბობ??? 7 სვორდსმენს მერე მარტო კი არ ებრძოდააა.... ხოლო ობიტო ბბიჯუებს მართავდა და ებრძოლებოდა ნარუტოსა და ბის რომლებთანაც ბრძოლას ბევრად რთულია ვიდრე 7 სვორდსმენთან...
ი გამიხარდა რო კაკაშიმ მოუგო მარა ცოტა უკეთესად შეიძლებოდა დახატვა კაკაშიმ რახან მოუგო ტობის იმას არ ნიშნავს რო ტობი სუსტია კამუის განზომილებაში იყვნენ და ობიტო არამატერიალურობას ვერ რთავდა თუმცა კაკაში ისედაც უგებს იმიტო რო ტობის თვალი აქვს + ინფო