სასკე უჩია პირველად გამოჩნდა ნარუტოს პირველივე სერიაში დაბადების თარიღი: 23 ივლისი სქესი: მამაკაცი ასაკი: 12-13(თვ1-ში), 16(თვ-2ში) წონა: 42.2-43.5კგ(თვ1-ში), 52.2კგ(თვ2-ში) სისხლის ჯგუფი: AB ოჯახი: უჩია ფუგაკუ (მამა), უჩა მიკოტო (დედა), უჩია იტაჩი (ძმა) კეკეი გენკაი: შარინგანი, მანგეკიუ შარინგანი, ალი სტიქია: ცეცხლი, ელვა
სასკეს ისტორია
უჩია სასკე – კონოჰას შინობი და უჩიას კლანის უკანასკნელი მემკვირდრე, ამიტომაც ის ფლობს კეკეი გენკაის – შერინგანს. უჩია ფუგაკუსა და მიკოტოს შვილი, უჩიას კლანის წევრი. იმ დროისთვის სასკეს ყველაზე მეტად უნდა რომ მამამისმა შეაქოს, მაგრამ ფუგაკუ ძირითადად იტაჩიზეა კონცენტრირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ანბუს წევრი ხდება. ეს იქამდე მიდის რომ ფუგაკუ სასკეს აკადემიაში ჩაბარებასაც კი იგნორს უკეთებს. მხოლოდ იტაჩის მეშვეობით ის აცნობიერებს რომ სასკეს ის სჭირდება. სასკე ხშირად თხოვს იტაჩის მასთან ვარჯიშს. ერთხელაც სასკე ცდილობს ტრიუკის გაკეთებას კუნაებით და საბოლოოდ ფეხს იღრძოვს. იტაჩის სასკე მიყავს სახლში, გზად კი უხსნის უჩიას კლანის არსს და მის კავშირს კონოჰას პოლიციასთან. სასკეს სურს რომ მამამისმა ასწავლოს ცეცხლის ელემენტის ტექნიკა: კატონ:გოკაკიუ ნო ძიუცუ. პირველ მცდელობაზე სასკე პატარა ბურთის გაკეთებას ახერხებს, მამამისი კი რწმენას კარგავს მის პოტენციალში. თუმცა სასკე აგრძელებს ვარჯიშს და ერთ დღესაც მას გამოსდის და მამამისს აჩვენებს უზარმაზარ ცეცხლის ბურთს, რითიც მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მოგვიანებით იტაჩისთან მოდიან შინობები: ინაბი, ტეკა და იაშირო. ისინი იტაჩის უჩიას კლანის წევრის მოკვლაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ. იტაჩი ამას ვერ ითმენს და მათ მიწაზე აგდებს. ის ამბობს უჩიას კლანის მეორეხარისხოვნებაზე და რომ მისი წევრები ზედმეტად დიდი წარმოდგენის არიან საკუთარ თავზე. ამ დისკუსია ფუგაკუ არღვევს და იტაჩიც ბოდიშს იხდის. სასკე ამ ყველაფერს აკვირდება და ხედავს როგორ იცვლის იტაჩის შერინგანი ფორმას. მომდევნო დღეს სასკე გვიან ბრუნდება სახლში და ის ნახულობს უჩიას კლანის მოკლულ წევრებს, რომლებიც მიწაზე წვანან სისხლის გუბეებში. ირკვევა რომ იტაჩიმ მოკლა მისი მშობლები და უჩიას კლანის ყველა სხვა წევრი. ის იყენებს მანგეკიუ შერინგანს და სასკეს ანახებს ყველაფერს რაც ჩაიდინა. როდესაც იტაჩი სოფელს ტოვებს გაბრაზებული სასკე მას მისდევს. ამ დროს ის აღვიძებს თავის შერინგანს, მაგრამ იტაჩი მას ყურადღებას არ აქცევს და ეუბნება, რომ სასკე ძალიან სუსტია და მის დასამარცხებლად ის უნდა შეიძულოს. ამ სიტყვების წარმოთქმით იტაჩი ქრება და სასკეს მარტო ტოვებს. ამ მომენტიდან სასკეს მიზანი იტაჩის მოკვლა ხდება. ნინძების აკადემიის დამთავრების შემდეგ სასკე ხვდება მე–7 გუნდში, ჰატაკი კაკაშის ხელმძღვანელობის ქვეშ. ამასთან ერთად ის არცთუ ისე კარგი წარმოდგენისაა მის თანაგუნდელებზე – ჰარუნო საკურასა და უზუმაკი ნარუტოზე, ამიტომაც ის ძირითადად მარტო მოქმედებს. მათი პირველი დავალებაა კაკაშის წაართვან ზანზალაკები დროის ამოწურვამდე. ამ დავალებას ისინი ვერ ასრულებენ და კაკაში მათ უხსნის რომ გუნდურად უნდა იმოქმედონ. სასკე ნარუტოს ცოტა საჭმელს აძლევს, როდესაც ნარუტო ხეზე იყო მიბმული და ჭამის უფლება არ ჰქონდა. კაკაშის მოეწონა მათი გუნდური სული და ოფიციალურად მიიღო მე–7 გუნდი. კაკაშიმ თავისი გუნდი ჩუნინების გამოცდაზე წარადგინა. პირველ ტურში სასკე უპრობლემოდ გადის თავისი შერინგანის წყალობით (შენიშვნა: მე რამდენადაც მახსოვს იქ შერინგანი და საერთოდ კითხვებზე პასუხი არაფერ შაში იყო). ამის შემდეგ იწყება მეორე ტური: სიკვდილის ტყე. ტყეში ისინი ხვდებიან ოროჩიმარუს. სასკეს მისი თვალების ეშინია, მაგრამ როდესაც ნარუტო ეტყვის რომ ლაჩარივით იქცევა, სასკეში თავისი სიამაყე გაიღციძებს, ბრძოლას გააგრძელებს და დაამარცხებს ოროჩიმარუს (იმდენი ამას მე რა ვუთხარი). ოროჩიმარუ სასკეს ჯუინს (დაწყევლილ ბეჭედს) აძლევს. ტკივილისგან სასკე მიწაზე ეცემა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაშია. ის იღვიძებს მაშინ როცა დოსუ, ზაკუ და კინი ცდილობენ საკურათვის გრაგნილის წართმევას. სასკეს ჯუინი აქტიურდება, რის შემდეგაც ის ზაკუს ორივე ხელს ატეხავს და მოწინააღმდეგეები უკან იხევენ. ჩუნინების მესამე რაუნდში აკადო იოროის წინააღმდეგ ბროძლის შემდეგ კაკაში სასკეს ავარჯიშებს მთელი ერთი თვის განმავლობაში. ის ბეჭდავს სასკეს ჯუინს. ფინალურ რაუნდში სასკე გაარას ხვდება. ამ ბრძოლისას სასკე ავლენს თავის ახალ შესაძლებლობებს ტაიძიუცუში, რომელიც როკ–ლის ტაიძიუცუს გავს, ამასთან ერთად ის იყენებს ჩიდორის. როდესაც სასკე გაარას ზიანს აყენებს, გაარაში ნელ–ნელა შუკაკუ იღვიძებს. სულ მალე იწყება ოპერაცია „კონოჰა–კუზუში“. გაარას ჭრილობების გამო მას ბრძოლა აღარ შეუძლია, ამიტომაც ტემარის და კანკუროს ის სოფლიდან მოშრებით მიჰყავთ. სასკე მათ მისდევს. გზად ის ებრძოლება ტემარის, შემდეგ კინაღამ კანკუროსაც, მაგრამ ამ დროს მასთან შინო მიდის, რომელიც კანკუროს მის ნაცვლად შეერკინება. როდესაც სასკე გაარას დაეწევა, ის შუკაკუდ გადაიქცევა, რაც სასკესთვის ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდება და გაარა კინაღამ მოკლავს სასკეს, მაგრამ ნარუტო გადაარჩენს სასკეს და შეაჩერებს გაარას. ნარუტოს ახალი ძალის შემხედვარე, სასკემ წყვეტს ოროჩიმარუსთან წასვლა, რადგან მასსა და ნარუტოს შორის ძალების სხვაობა მას სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბგერის სოფლის ოთხეული ცდილობს სასკეს ოროჩიმარუსთან მიყვანას. გზაში ისინი სასკეს რამდენიმე აბს აძლევენ, რომლებმაც ჯუინას ძალა უნდა გაზარდონ. ამის სანაცვლოდ მან გარკვეული დრო გათიშულმა უნდა გაატაროს სპეციალურ საცავში. ნარუტო, შიკამარუ, ჩიოჯი, კიბა და ნეჯი იღებენ დავალებას სასკეს გადარჩენის შესახებ. ფარული ფოთლისა და ბგერის სოფლების ნინძებს შორის ბრძოლა იწყება. საბოლოოდ გამოჩნდება კიმიმარო, რომელსაც სასკეს ოროჩიმარუსთან მიყვანა აქვს დავალებული. იქიდან გამომდინარე, რომ ნარუტოს ჯერ არავისთან უბრძოლია, ის კიმიმაროს წინააღმდეგ იწყებს ბრძოლა. ამ ბრძოლის დროს საცავი ფეთქდება და იქიდან სასკე გამოდის. ნარუტოს დახმარების ნაცვლად სასკე გარბის. ნარუტო მას მიზდევს, ამ დროს კიმიმაროსთან ბრძოლას ლი აგრძელებს. სასკე და ნარუტო ერთმანეთს ებრძვიან დასასრულის ველზე. დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ ნარუტო იყენებს რასენგანს, სასკე კი ჩიდორის. ტექნიკები ერთმანეთს ეჯახებიან, მაგრამ სასკე იმარჯვებს და ოროჩიმარუსთან მიდის. სამი წლის შემდეგ სასკე ოროჩიმარუს სხეულს ისრუტავს და იტაჩის საძებრად მიდის. იმისათვის, რომ გზად ნებისმიერი სიძნელე გადალახოს, სასკე გუნდის შეკრებას იწყებს. თავიდან მას გუნდში შეყავს ჰოოზუკი სუიგეცუ, შემდეგ კარინი, რომელიც სასკეზეა შეყვარებული. ბოლოს ის ათავისუფლებს ჯუგოს ოროჩიმარუს ციხიდან და ისიც თავის გუნდში შეყავს. ნადირობა იტაჩიზე იწყება. სასკე დეიდარას წინააღმდეგტაკას გუნდის (ტაკა ნიშნავს „შევარდენს“) წევრები იყოფიან და ეძებენ იტაჩის. ძიებისას სასკე ხვდება დეიდარას და ტობის, რომლებიც მას ტავს ესხმიან. ბრძოლა ხანმოკლე გამოდის, რადგან დეიდარა თავს იფეთქებს, თუმცა სასკე სიკცდილს ურჩება, მანდას პირში დამალვით. დიდი ძიების შემდეგ სასკე იტაჩის გამოქვაბულში ნახულობს. თუმცა ეს აღმოჩნდება მხოლოდ კლონი, რომელიც სასკეს გზას უთითებს ნამდვილი იტაჩისკენ. გზაში ოთხეულს აჩერებს კისამე, რომელიც იტაჩის თხოვნით მხოლოდ სასკეს ატარებს. მთაზე სასკე ხვდება იტაჩის, რის შემდეგაც ბრძოლა იწყება. ამ ბრძოლაში იტაჩი სასკეს უყვება მადარას ისტორია და მანგეკიუ შერინგანის საიდუმლოებებს. სასკე კარგად იბრძვის, მაგრამ მის კირინსაც კი არ შეუძლია იტაჩის დამარცხება. იტაჩი იყენებს სუსანოს და სასკეს უახლოვდება. ის ორი თითით ეხება სასკეს შუბლს და ამბობს რომ შემდეგი ჯერი აღარ იქნება. ამის შემდეგ იტაჩი კვდება, მაგრამ სიკვდილის წინ ის მალულად იყენებს ტენშა ფუინ: ამატერასუს, რითიც ის სასკეს თავის ამატერასუს აძლებს, რომელიც ავტომატურად აქტიურდება, როდესაც სასკესა და ტობის შერინგანები ერთმანეთს შეხვდება. ძალაგამოცლილი სასკე ძირს ეცემა. გარკვეული დროის შემდეგ მასზე ზრუნვას ტობი იწყებს. ტობი მას უჩიას კლანის ნამდვილ ისტორიას უყვება. მას შემდეგ, რაც ტობი სასკეს უყვება უჩიას კლანისა და იტაჩის ნამდვილ ისტორიას, სასკე მის გუნდთან ერთად ერთიანდება აკაცუკიში. იმ მომენტიდან მას უნდა კონოჰას ლიკვიდაცია და რაც მთავარია – უხუცესების მოკვლა. ტაკას გუნდს ტობი ავალებს ჰაჩიბის დაჭერას. როდესაც სასკე, ჯუგო, სუიგეცუ და კარინი კუმოგაკურეში მიდიან, ისინი ხვდებიან რვაკუდას ჯინჩურიკს – კილერ ბის. დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სუიგეცუ და კარინი დაიჭრნენ, გუნდი ახერხებს კილერ ბის დაჭერას და ტობისთან მიყვანას, თუმცა აღმოჩნდება რომ ეს რვაკუდას ერთ–ერთი საცეცი იყო, რომელიც კილერ ბიმ გადააქცია თავის თავად. ახლა სასკე გეგმავს კონოჰაზე თავდასხმას. მაგრამ ამ გეგმას წყვეტენ ტობი და ზეცუ, როდესაც სასკეს ატყობინებენ რომ პეინმა უკვე გაანადგურა კონოჰა, დანზო გახდა ახალი ჰოკაგე და გამოძახებული იქნა ხუთი კაგეს საბჭო. ამის შემდეგ სასკე მიდის კაგეების საბჭოზე ჰოკაგეს მოსაკლავად. ტაკას გუნდმა და ზეცუმ მოახერხებს იმ შენობაში შეჭრა, სადაც კაგეები იკრიბებოდნენ. ისინი კაგეებს უთვალთვალებენ და კრების დასრულებას ელოდებიან. თუმცა ზეცუ მათ ამხელს და რაიკაგე ხვდება სასკეს. ბრძოლას მას ბევრ ძალას ართმევს. სასკე სუსანოს თავის ვერსიას ქმნის და გარბის, რათა დაეწიოს თავის ნამდვილ სამიზნეს – დანზოს, თუმცა დანზო გაქცევით შველის თავს და სასკეს თავს ესხმიან მიზუკაგე და ჩოჯურო. უკვე დაღლილი სასკე მათთან თითქმის მარცხდება, თუმცა მას ზეცუ არჩენს. ამ დროს მას უტევს ცუჩიკაგე, რომლის შეტევასაც სასკე უნდა მოეკლა, მაგრამ ჩნდება ტობი, რომელიც სასკესა და კარინს ისრუტავს. როდესაც ტობი ხვდება დანზოს, მას სასკე და კარინი გამოყავს. მას შემდეგ რაც სასკე კლავს ჰოკაგეს, ჩნდება საკურა, შემდეგ კაკაში და ნარუტო. ის მათ წინააღმდეგაც იბრძვის. იქიდან გამომდინარე, რომ მანგეკიუ შერინგანის ხშირი გამოყენებისგან ის თითქმის დაბრმავებულია, ტობის ის აკაცუკის თავშესაფარში მიყავს და მას იტაჩის თვალებს უსვამს, რათა მიიღოს მარადიული მანგეკიუ შერინგანი. ძმის თვალების გადანერგვის შემდეგ, სასკე მარადიული მანგეკიუ შერინგანის ძალებს სუსანოსა და ამატერასუს გამოყენებით ცდის თეთრ ზეცუზე. ნამდვილია ეს ძეცუ, თუ უბრალოდ კლონი – უცნობია. მოგვიანებით სასკე ტობის თავშესაფრის შესასვლელს ანადგურებს და ბრძოლის ველისკენ მიემართება.
ტექნიკები
Amaterasu Binding Snake Glare Spell Blaze Release Magatama (Manga only) Blaze Release: Kagutsuchi Body Flame Technique Body Shedding Chidori Chidori Current Chidori Senbon Chidori Sharp Spear Cursed Seal of Heaven Demonic Illusion: Shackling Stakes Technique Fire Release: Dragon Fire Technique Fire Release: Great Dragon Fire Technique Fire Release: Great Fireball Technique Fire Release: Phoenix Sage Fire Technique Hidden Shadow Snake Hands Kirin Lion Combo Manipulated Shuriken Technique Manipulating Windmill Triple Blades Pachinko Technique (Anime only) Peregrine Falcon Drop (Anime only) Shadow Shuriken Technique Shadow of the Dancing Leaf Shield of Black Flames Strong Fist Summoning Technique (Hawks, Snakes) Summoning: Lightning Flash Blade Creation Susanoo Susanoo Genjutsu Sword of Kusanagi: Chidori Katana Tsukuyomi
წევრები
ghost_ghost10 sasuke_ nika_uchiha ილია-სასკე
ფანკლუბში გაწევრიანება შეუძლია უჩიჰა ფანკლუბის წევრებსაც, კლუბში გასაწევრიანებლად მომწერეთ პმში! მადლობა ჩოპერს ინფორმაციისთვის. ჯერჯერობით ხელმოწერა არ მაქვს, უახლოეს მომავალში იქნება
ფლუდს დავინახავ და არანაირი გაფრთხილების გარეშე პირდაპირ რეპორტს მივცემ! სურათები და ვიდეოები სპოილერში მოაქციეთ!
ფანკლუბში გაწევრიანება შეუძლია უჩიჰა ფანკლუბის წევრებსაც, კლუბში გასაწევრიანებლად მომწერეთ პმში! მადლობა ჩოპერს ინფორმაციისთვის. ჯერჯერობით ხელმოწერა არ მაქვს, უახლოეს მომავალში იქნება
კეკე ბოლზოე რო იყო ხალხის რაოდენობით პირველი იტაჩი იყო მეორე მინატო
წადი თავი მოიკალი რა:დ პირველი იყო იტაჩი ვაბშე ადრე მერე ნარუტო და მერე სასკე მინეტო იყო ეხლახანს აქტუალური მე ვიძახი სუსუ ადრე დაჟე კაკაშის ფც ჯობდა მინეტოს ფცს კაკაშის ფც ვს სასკეს ფც იყო სულ ტითქმის ერთნაირი აქტიურობა იყო + ჩაწერილი არ ხარ და თუ არ გინდა ისევ სამუდამო აიკიდო გადი თემიდან:)
დამატებულია (02/05/2013, 16:39) --------------------------------------------- ნარუტოს ფც ერთი პერიოდი ყველაზე აქტიური იყო როდესაც იტაჩის ფანები წავიდნენ:დ