XIV-XV საუკუნეები. ევროპაში შავი ჭირი მძვინვარებდა , ინგლისის მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ ჭირს შეეწირა. გადარჩენილმა ხალხმა დაიწყო ბრძოლა გადარჩენისათვის. ხალხის რწმენა შეირყა , ეკლესიებში ღვთისმსახურება სრულდებოდა , მაგრამ ეკლესიას მრევლი არ ყავდა. ხალხი ფიქრობდა , რომ ღმერთმა მიივიწყა , მისივე შექმნილი არსებები. ინგლისის მაღალი ფენა ჯადოქრებს დევნიდა. ხალხს , რომელსაც ოდნავი რწმენა მაინც შერჩენოდა , ისღა დარჩენოდათ ჯვარი ხელში აეღოთ და ელოცათ. რწმენაშერყეულმა ხალხის ნაწილმა შავ მაგიას მიმართა. 25 დეკემბრის საღამო იყო , ინგლისისათვის ჩვეული ამინდი იყო , წვიმდა. ჩირაღდნებით განათებულ ქალაქში ბურუსი ჩამოწოლილიყო. ქრისტეს შობა კარს იყო მომდგარი , სწორედ ამ დროს კოლინგვუდების ოჯახი ეკლესიაში მიდიოდა. კოლინგვუდების ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო. ოჯახს შეადგენდა : ჯორჯ კოლინგვუდი , მისი მშვენიერი მეუღლე სარა და ორი პატარა ბიჭუნა , საილუსი და აზაზელი. ამ დროს ქუჩაში გამოჩნდა შავებში მოსილი პიროვნება , მისი შავი მოსასხამი მის სახეს და ტანს სრულიად ფარავდა. მან უმოწყალოდ დახოცა სარა და ჯორჯი , აზაზელი შიშისგან დაეცა და უკან დაიხია. საილუსი ჯერ ორი თვის იყო , დედის სისხლში ამოსვრილი ბავშვის ტირილი გაისმოდა ქუჩაში. შავებში მოსილმა პიროვნებამ საილუსი სატანის ნიშნით „პენტაგრამით“ დანიშნა მარცხენა თვალზე. აზაზელი თავისთან დაიტოვა , ხოლო საილუსი ეკლესიის კართან მიიყვანა , ჩვილი არ ჩერდებოდა და ტირილს განაგრძობდა. ბავშვი ეკლესიის კართან დატოვა წერილით , დააკაკუნა და გაუჩინარდა აზაზელთან ერთად… კარი გააღო სასულიერო პირმა . სახეზე გაოცება ეტყობოდა , როდესაც დაინახა ატირებული ბავშვი და მასთან წერილი. ფურცლის ნაგლეჯი ხელში აიღო და ხელი აუკანკალდა… წერილში ეწერა შემდეგი სიტყვბი : - „ ამ ბავშვს სატანის ნიშანი ადევს , გაბარებ მას , აღზარდე , მოუარე. მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებ , კოლინგვუდების მამულს შენ გაბარებ , გაბრიელ.. !!“ ალისტერ კროული. გაბრიელს სახეზე ფერი აღარ ედო , ეს სახელი , რომ ამოიკითხა , ცივმა ოფლმა დაასხა. უმალ მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო…
თავი მეორე "შეხვედრა"
-საი,ბატონო,საი.. !! -გისმენ , გაბრიელ.. !! -ცხენი მზადაა... -მშვენიერია. საი ჯერ კიდევ ბავშვი იყო , თუმცა ისეთი გაჭირვება ჰქონდა გამოვლილი , რომ ბევრ ზრდასრულსაც არ უნახავს. ბიჭს ცალ თვალზე სახვევი ჰქონდა შემოხვეული , მარჯვენა თვალი ღია მწვანე ჰქონდა. იყო 13 წლის , სწორი , შავი გრძელი თმით. სახვევაფარებული თვალიდან იარა უჩანდა , სამკუთხედის ერთ-ერთ კუთხეს წააგავდა… ბიჭი საჯინიბოსკენ გაემართა . დაინახა თავისი ახლად შეკაზმული ცხენი. - გაბრიელ , დამეხმარე.. !! გაბრიელმა დაუყონებლივ აასრულა ბრძანება. საი გაემართა იმ ადგილისაკენ სადაც სჩვეოდა სეირნობა. გააჭენა , მის ნაზ სახეს ქარის ნაკადი ეჯახებოდა , როგორც ტალღები ზღვის სანაპიროს. თვალიდან , ცრემლი წასკდა , თუმცა ეტყობოდა ის ამას შეგუებული იყო და მისთვის ეს ჩვეული მოვლენა იყო. ცოტახნის შემდეგ დაბრუნდა თავის მამულში. კართან გაბრიელი და კაცი იდგა : შავი მოსასხამით , ძველი ტყავის ჩექმებით , მის თვალებს მოსასხამი უფარავდა. -გამარჯობა საილუს.. !! საიმ გაიფიქრა: -მან ჩემი სრული სახელი იცის ... ნეტავ საიდან ? ალბათ გაბრიელმა უთხრა , მაგრამ მე ხომ ავუკრძალე ეს.. !! -ბატონო საი კარგად ხართ ? - კითხა გაბრიელმა -კი , გაბრიელ საკმაოდ… იდუმალებით მოცულმა კაცმა განაგრძო: -მე მინდა ამ მამულის ნაწილი შევისყიდო… -არ არსებობს.. !! პასუხად მიიღო საისგან. -რატომ ? ბევრს გადავიხდი.. -ეს მამული ბატონისთვის ბევრს ნიშნავს , მხოლოდ ეს აკავშირებს მის მშობლებთან.. -შეიძლება თქვენ თვალს შევხედო საილუს ? ჰკითხა უცნობმა საიმ ხელი აიფარა და მტკიცე უარზე იდგა , იმ თვალიდან ცრემლის წვეთი გადმოვარდა მის ნაზ ლოყაზე. გაბრუნდა და მხოლოდ ეს წარმოთქვა : - თავისუფლები ხართ , მომშორდით.. !! ამის შემდეგ მის ოთახში შევიდა… გაბრიელმა ცხენს უნაგირი შეხსნა და საჯინიბოსკენ წაიყვანა,უცნობიც წავიდა მამულიდან. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე პიროვნება ესტუმრა საის, იგივე შემოთავაზებით და თან დაუმატა: -მე აქაურობას ავაყვავებ და ეს მამული უკეთესობისკენ შეიცვლება, თქვენ ძალიან პატარა ხართ ამ დიდი მამულის სამართავად, მე ამ საქმეში დაგემხარებით და არა მარტო ამაში…. საი დუმდა და იმაზე ჩაფიქრდა თუ რა იგულისხმა უცნობმა, როცა წარმოთქვა: -„არა მარტო მაგაში“ ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ საი დაეთანხმა , ხელი ჩამოართვეს და ამ დროს უცნობმა თავისი სახელი წარმოთქვა: -„აზაზელი“
მესამე თავი „ის , გამოჩნდა“
საის და აზაზელის მამული თანდათან იზრდებოდა და მშვენიერდებოდა. აზაზელის მამულის ნაწილი ზღვის პირას იყო , სიმართლე გითხრათ ის ბევრად აღემატებოდა სილამაზით საისას,საის მამულის ნაწილი ტყესთან იყო , სიცოცხლის ნიშანწყალი არსად არ იგრძნობოდა. აზაზელი დღითიდღე ალამაზებდა მამულს , როგორც შეპირდა საის მან დაიქირავა მუშები , გაათიბვინა ელამდე ბალახი , ამოიღო სარეველა ბალახი და აქა-იქ დარგო ნაირნაირი ყვავილები , რომლებიც გამოირჩეოდნენ ნაზი სურნელით , ზაფხულში ბულბულთა გალობა იქაურობას მეტ ელფერს სძენდა მამულს , ხოლო ზამთარში არემარეს თეთრი თოვლი საბანავით ეფარა და ამისი მშვენიერება წელიწადის არცერთ დროს არ იკარგებოდა. საისთვის აზაზელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობი იყო , მაგრამ აზაზელი მას უფროსი ძმის მაგივრობას უწევდა , ის საისთან თავისი დროის დიდ ნაწილს ატარებდა : ეთამაშებოდა , ერთად ნადირობდნენ , ერთი სიტყვით , რომ ვთქვათ აზაზელი მისი განუყრელი მეგობარი გახდა. ზაფხულის ერთი მშვენიერი საღამო იყო… მზე ნელ-ნელა ზღვაში იძირებოდა , ჩვეულებისამებრ აზაზელი და საი კვლავ ერთად იყვნენ და ჭადრაკს თამაშობდნენ. ერთმანეთისათვის ღირსეული მეტოქეები იყვნენ თუმცაღა აზაზელი ჯაბნიდა მას. გარეთ უცნაური ხმა გაისმა თითქოსდა ქვესკნელის კარი გაიღოვო ირგვლივ განწირული კივილი ისმოდა , ნაწამები ხალხის ხმებს გავდა… მიწა აზანზარდა , შთაბეჭდილებას გიქმნიდა თითქოს ეს-ესაა ვულკანი ამოიფრქვეოდა. გაისმა გოთოლთა შრიალი , ჩიტები ხეებიდან აიშალნენ… ისმონდა მძიმე ნაბიჯების ხმა… ბიჭები გარეთ გამოცვივდნენ და შენიშნეს მათ წინ მდგომი არსება , რომელიც მხოლოდ კოშმარებში თუ ენაახა საის , მისი მოელვარე წითელი თვალებით , მძიმე სუნთქვით , სასტიკი ხმითა და ისტერიკული სიცილით შიშის ზარს სცემდა იქაურობას… საი თავის თავში დაიკარგა , შეეშინდა , გულის რითმი ნელ-ნელა უჩქარდებოდა და გეგონებოდა ცოტაც და გასკდებოდა … აკანკალებულმა საიმ გაქცევა დააპირა , მაგრამ ფეხი დაუცურდა და წაიქცა.. საწყალ ბიჭმა არ იცოდა რა ექნა რაც ხელში ხვდებოდა მისკენ ისვროდა და განწირული გაყვიროდა: - „ უფალო შემიწყალე მე ცოდვილი, ძალი მომეც , რომ გაუვმკლავდე სატანის ნაშიერს… „ და ლოცვა დაიწყო „მამაო ჩვენო… ამ დროისთვის აზაზელი იდგა შეურხევლად და თამამად , გაეღიმა და თქვა : - იშთარ , გელოდებოდი .. !!
თავი მეოთხე "პირველი შერკინება"
-რაღას ელოდები,მოდი ''კროულის ცუგავ'' -როგორ,მიბედავ...!!! შეჰყვირა იშთარმა. საიმ გაიფიქრა: -აზაზელი სულ გადაირია?წინ უდგას უშიშრად და იღიმის -ჰაჰაჰაჰა….გადაიხარხარა აზაზელმა -რა გაცინებს ადამის შვილო,შენ ჩემთან შედარებით არაფერი ხარ..!! -მოკეტე ნაგავო... !! იშთარი ამ სიტყვებმა წყობილებიდან გამოიყვანა და რევოლვერიდან გააფთერბული ტყვიის მსგავსად გაექანა მისკენ. აზაზელი გვერძე გაიწია,იშთარმა ვერ მოასწრო მისი დაფიქსირება ,ცივმა ოფლმა დაასხა და უფრო გაშმაგდა. -არ არსებობს ღლაპო უბრალოდ შეუძლებელია...ვერ გადამირჩები , ჩათვალე მკვდარი ხარ..!!!! საისკენ გაიქცა. საი ამ დროს დაბნეული ეგდო მიწაზე და თვალებს აქა-იქ აცეცებდა თითქოსდა გასაქცევად ემზადებოდა,მაგრამ როდესაც იშთარი მის წინ აღმოჩნდა იმედები ამოეწურა და თვალებზე ხელები აიფარა. ამ დროს აზაზელმა შეჰყვირა: -სახვევი,სახვევი მოიხსენი..!! საი წვდა სახვევს და მოიგლიჯა, იშთარი შეკრთა… საი ბნელეთმა მოიცვა,გაახსენდა იმ დემონის თვალები 13 წლის წინ ვინც მშობლები დაუხოცა ,მისი გული:ბოღმამ,შურმა,სიბოროტემ და ბნელეთმა მოიცვა. ჰაერში ''აფრინდა''… ის თვალი,რომელიც დანიშნული ჰქონდა გაუწითლდა,სხეულიდან თითქოსდა შავი და წითელი აურა მოდიოდა. დამანგრეველმა ენერგიამ ის სილამაზე , რომელსაც აზაზელი ცდილობდა გაეკეთებინა ამ დროის განმავლობაში ყველაფერი წამებში მოსპო. აზაზელი უმალ მას მიუახლოვდა , იშთარი უკვე ძირს ეგდო და კანკალებდა , შებრალებას ითხოვდა. აზაზელმა ხელი მოჰკიდა საის, ჩამოიყვანა დაბლა და გულში მიიკრა. საიმ იგრძნო სითბო რომელიც აზაზელისგან მოდიოდა… საის თვალზე ხელი ააფარა და დაწყნარა… აზაზელი შეუბრუნდა იშთარს რაღაც უთხრა უცნაურ ენაზე ,რომელიც საის არ ესმოდა,თუმცა იცოდა,რომ ეს არამეული ენა იყო. აზაზელმა ლაპარაკი დაასრულა ,ხელი შუბლზე დაადო და იშთარი მტვრად იქცა, გაიფანტა არემარეში და თოვლის ფანტელების მსგავსად მოეფინა იქაურობას. აზაზელი შეუბრუნდა საის , შეაქო და უთხრა მომღიმარი სახით: -ვამაყობ , რომ მყავს ასეთი... საიმ ბოლო სიყტვა ვერ გაიგო. უგონოდ იყო და თვალებიდან ძლივს იყორებოდა. ამ დროს მამულში გაბრიელი დაბრუნდა. აღუწერელ იქნა მისი რეაქცია , როდესაც ძირს დავარნილი უგონო საი დაინახა… მაშინვე ეცა საის , გულში ჩაიკრა და ცხარე ცრემლით ატირდა… რამოდენიმე ლოცვა წარმოთქვა და ამის შემდეგ საი დააწვინეს და სიცხე შეუმოწმეს… ეტყობოდა , რომ მაღალი სიცხე ჰქონდა. რამოდენიმე დღის განმავლობაში გაბრიელი მას გვერდიდან არ მოცილებია,ის საის უვლიდა,როგორც საკუთარ შვილს. ღამე საი ბოდავდა , წამოხტომები ჰქონდა… სხვადასხვა დემონის სახელებს ამბობდა შემდეგ კი ლოცულობდა და პირჯვარს იწერდა , რაღაცას არამეულ ენაზეც ამბობდა თუმცა მხოლოდ აზაზელს ესმოდა. ერთ საღამოს საილუსი გამოფხიზლდა და გაბრიელს აზაზელის მოხმობა სთხოვა… უთხრა,რომ მარტო დაეტოვებინა ისინი. საიმ აზაზელს ჰკითხა: -აზაზელ,მე შენზე არაფერი ვიცი… შეგიძლია მომიყვე ვინ ხარ და შენი მშობლები რას წარმოადგენენ , საიდან მოდიხარ ? -რათქმაუნდა…ოღონდ ყურადღებით მომისმინე ამას პირველად და უკანასკნელად ისმენ… მან დაიწყო:...
თავი მეხუთე "კოლინგვუდები"
კოლინგვუდები ინგლისის არისტოკრატიულ გვართა შორის ერთ-ერთია, მისი პირველი წამრმომადგენელი იყო "რობინ კოლინგვუდი", ის მოგვიანებით სამეფო ტახტზე ავიდა და მეფის ტიტული მიიღო. მას ყავდა სამი ვაჟი: ჯონი.რიჩარდი და არტური. მისი საყვარელი შვილი იყო არტური და გადაწყვიტა მისი გამეფება. როდესაც ეს გაიგეს მისმა ძმებმა მათ გადაწყვიტეს შურისძიება, რადგან უსამართლოდ მიიჩნიეს უმცროსი ძმის გამეფება. ჯონმა გადაწყვიტა მიემართა შავი მაგიისათვის, ხოლო რიჩარდმა დახვეწა მონადირის შესაძლებლობები და უწმინდურ არსებებზე ნადირობა დაიწყო. გავიდა დრო ძმები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც იქნა ორივე მზად იყო იმის გასაკეთებლად რაც წინათ გადაეწყვიტათ. რიჩარდმა თქვა: -მე შემოგთავაზებ ჩემ იდეას, მე რობინს და არტურს დავხოცავ ისე, რომ ვერავინ გაიგებს.ღამით უმალვე გამოვასალმებ მათ სიცოცხლეს. ჯონი არ დაეთანხმა და თქვა: -არა, ისინი ასეთ სიკვდილს არ იმსახურებენ, მე მათ მოვწამლავ და ვაწამებ სანამ სული არ ამოხდებათ..!!! -კარგი ჯონ, შენ როგორც გინდა ისე ქენი... ასეც მოიქცნენ, ჯონმა მამა და ძმა უმოწყალოდ მოკლა ხანგრძლივი წამების შემდეგ. რიჩარდმა იცოდა, რომ მათ შორის უნდა გადაეწყვიტათ ახალ ვინ გამეფდებოდა. -ჰაჰ, როგორც იქნა ისინი მკვდრები არიან.. ჩვენ ოცნებას ხორცი შევასხით,ახლა კი დროა მე გავმეფდე!!- თქვა ჯონმა. რიჩარდმა იცოდა, რომ ეს ასეც იქნებოდა. მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული შელოცვები "ბნელი ძალების" განდევნისათვის, არ დააყოვნა და მაშინვე კითხვა დაიწყო "არამეულ" ენაზე. ჯონმა დასუსტება იგრძნო და განწირული ხმით დაიყვირა: -რას აკეთებ იდიოტო.!! -იმას რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა !!! ტახტი მხოლოდ მე მეკუთვნის..- თქვა რიჩარდმა. ჯონი უძლური გახდა. რიჩარდი არ იყო ისეთივე გულქვა , როგორიც მისი ძმა, მან ჯონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა საიდუმლო მიწისქვეშეთ საპყრობილეში. რიჩარდი გამეფდა და რადგანაც კოლინგვუდების გვარი დაწყევლილი იყო, მან გადაწყვიტა გვარი შეეცვალა. ის თვლიდა , რომ შესაძლებელი იყო ტახტიდან ჩამოეგდოთ.ამის შემდეგ მას მოიხსენიებდნენ როგორც "რიჩარდ ლომგული". აქ საიმ შეაწყვეტინა და ჰკითხა: -დაწყევლილი..? რატომ? -მომისმინე... მან გააგრძელა თხრობა: რიჩარდმა მისი მიმდევრები გაიჩინა ნადირობის სფეროში, უწმინდურ არსებებს ანადგურებდნენ და გრძნეულებმა მისი გვარი დაწყევლეს..!! აზაზელს გაეღიმა და უთხრა: -ჩვენი მშობლებიც კოლინგვუდები იყვნენ. ახლა იცი ვინც ხარ ძამიკო...
თავი მეექვსე „სიკვდილი“
როგორც იქნა საის მომჯობინება დაეტყო. აზაზელს და გაბრიელს ამდენი მწუხარების შემდეგ ბედნიერება დაეტყოთ სახეზე. საის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრებოდა , გარდა დემონებისა… აზაზელს და გაბრიელს ეს აშინებდა და ამაზე ღელავდნენ. - აზაზელ ,ეს ვინ იყო , რა მოხდა მომიყევი -უთხრა გაბრიელმა აზაზელმა დეტალებში ყველაფერი მოუყვა , გარდა იმი სიტყვებისა , რაც მან იშთარს არამეულ ენაზე უთხრა. -გასაგებია… ჯოჯოხეთის კარი გაიღო… დემონების აღზევება დაიწყო… თქვა გაბრიელმა. -გაბრიელ, ჩვენ საის უნდა დავეხმაროთ, მას ახლა ზალიან ვჭირდებით. მხარი უნდა -დავუჭიროთ როგორც მორალურად ასევე ფიზიკურად!! -დროა მან შეიცნოს მისი ნამდვილი ძალა და გაიგოს თუ რა ავალიათ კოლინგვუდების ოჯახს და რა არის მისი დანიშნულება მის ცხოვრებაში.- თქვა აზაზელმა. -ის ხომ ჯერ ბავშვია?!!-თქვა შეშინებულმა გაბრიელმა. -ჩვენ კი მოვიცდით, მაგრამ დემონები არ მოიცდიან. ბიჭი მზად უნდა იყოს და თავის დაცვა უნდა შეეძლოს.. კვირა დღე იყო… მზიანი ამინდი, აზაზელმა ყველაფერი აღადგინა და საის სავარჯიშოდ ტყეში ერთი ადგილი გამოყო. საი საბოლოოდ გამოჯამრთელდა. აზაზელმა ხელი მოჰკიდა და იმ ადგილისკენ წაიყვანა სადაც გაბრიელი ელოდებოდა მათ. გაბრიელი საის მიეგება და საიმ მას უთხრა: -დამლოცე მამაო.. - და ხელზე მისი ნაზი ბაგეები შეახო. -სახელისა მამისა,ძისა და სულისა წმიდისა ამინ. - თქვა გაბრიელმა და პირჯვარი გადასახა.. -კარგით, დავიწყოთ ?- იკითხა აზაზელმა. -დიახ, მაგრამ ჯერ სულიერად უნდა გავწვრთნა, ამიტომ იერუსალიმისაკენ უნდა გავემართოთ… ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ იერუსალიმში ჩააღწიეს. ოქ მათ მამა თომა შეხვდათ. მან თავის მონასტერში უმასპინძლა, იქ ერთი კვირა დაყვეს… ბერების მსგავსად განდეგილად ცხოვრობდნენ.. ამ დროის განმვალობაში აზაზელი არსად ჩანდა,იერუსალიმში მათ ნახევარ გზაზე გაყვა და ჩამოშორდა. გაბრიელმა საის გაწვრთნა „ზეთის ხილის მთაზე“ დააპირა. -შენი გაწვრთნა დაიწყება „ზეთის ხილის მთიდან“. სწორედ აქ ამაღლდა იესო ქრისტე. საილუსი რათქმაუნდა დაეთანხმა გაბრიელის ნათქვამს. აკრიფეს ყველაფერი რაც დაჭირდებოდათ და გაემართნენ მთისკენ… საილუსმა გაკვირვებულმა ჰკითხა: -ნუთუ ჩვენ საკვებს არ წავიღებთ იქ ? -არა რათქმაუნდა იქ საკვები არ დაგვჭირდება… გაუღიმა გაბრიელმა. რამდენიმე საათის დაუღალავი სიარულის შემდეგ , მივიდნენ „ზეთის ხილის მთასთან“… იქვე დაბანაკდნენ… იქ დაჰყვეს 7 დღე.. საის შესუსტება დაეტყო , აღარ შეეძლო მეტის მოთმენა… გაბრიელს ხვეწნა-მუდარით მიმართა: - მამა გაბრიელ , მეტის ატანა არ შემიძლია , აქ სულის განსამტკიცებლად წამოვედით თუ დასატანჯად… გაბრიელს შეწუხება დაეტყო სახეზე და უთხრა საის: -ღმერთი , როდესაც საჭიროდ ჩათვლის მაშინ დავიწყებთ კვებას. იქამდე კი ჩვენ ლოცვებით ვირჩინოთ თავი… როგორც ღმერთმა გამოკვება მოსე და მასთან მყოფი ებრაელები… ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა , ცაში გაისმა გამაყრუებელი ჭექაქუხილის ხმა და ციდან წამოვიდა „ზეციური მანანა“ … გაბრიელი მადლობას წირავდა ღმერთს , საის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა… გაბრიელმა ჩათვალა , რომ ეს იყო ნიშანი საის წვრთნის დასრულების „ზეთის ხილის მთაზე“… ამის შემდეგ გადაწყვიტეს წვეოდნენ : „გოლგოთის მთას“ , „გეთსემანიის ბაღს“ , „ქრისტეს საფლავს“ , „ელეონის მთას“ , „სიონის მთას“ , „გარდამოხსნის ადგილს“, „ბეთლემს“ , „ნაზარეთს“ და „ტვერიას“ მათი მოგზაურობა სრულდებოდა მაშინ, როდესაც ტერიიდან ბრუნდებოდნენ იერუსალიმში, მამა თომასთან.. საის და გაბრიელის მოგზაურობის დროს , აზაზელი მის აღმზრდელს , ალისტერს ეწვია ქვესკნელი… -ბატონო კროული.. !! -ჰმმ… გელოდებოდი… შემოდი… აზაზელმა კარი შეაღო , კარის საშინელი ჭრაჭუნი გაისმა.. აზაზელმა ნაბიჯი გადადგა თუ არა სახეში დარტყმა იგრძნო… პირიდან სისხლი ამოახველა , მოიწმინდა პირი და გაბრაზებული , მაგრამ თავშეკავებული ტონით ჰკითხა : -ეს რით დავიმსახურე ?! მხოლოდ ერთი სიტყვა გაიგონა მან: - იშთარი… აზაზელი მიხვდა რაშიც იყო საქმე… -მაპატიეთ , წინააღმდეგ შემთხვევაში საი დაიღუპებოდა … მე კი ვიცი , რომ თქვენ ის ცოცხალი გჭირდებათ.. !! -კარგი დაივიწყე…ახლა კი მომახსენე რა ხდება… აზაზელმა მოახსენა ყველაფერი და უთხრა , რომ წმინდა მიწაზე აღარ იმყოფებოდნენ საილუსი და გაბრიელი…. ალისტერს ცინიკურად გაეღიმა და თქვა: -იცი რაც უნდა ქნა.. !! როდესაც საილუსი და გაბრიელი ტვერიას გამოცდნენ ,ჰორიზონტზე გამოჩნდა აზაზელი და რამოდენიმე დემონი… აზაზელი დატყვევებულის როლს თამაშობდა… საიმ ეს , რომ დაინახა ცივმა ოფლმა დაასხა… ამდენი უწმინდური არსება ერთად არასდროს ენახა… მათგან დამანგრეველი ენერგია მოდიოდა… გარეგნულად შიშის გრძნობა არ ეტყობოდა , თუმცაღა შინაგანად მაინც ეშინოდა… ეს მისი პირველი „მსხვილ მაშტბიანი“ ბრძოლა იყო უწმინდურთა წინაღმდეგ… გადაწყვიტა , ჯერ სახვევმოუხსნელად დაეწყო… მან ამ დროის განმავლობაში საკმაო რაოდენობის შელოცვა ისწავლა და საკმაოდ სწრაფად წარმოსთქვამდა… გაბრიელიც სრულ მზადოფნაში იყო… წმინდა წყალი მომზადებული ჰქონდათ… გაიმართა „დიდი ბრძოლა“ , საი სისხლში ამოსვრილი იყო… გაბრიელი უძლური იყო , თუმცა ფეხზე დგომის ძალა კვლავ შესწევდა… ამ დროს აზაზელი გაანთავისუფლა საიმ… აზაზელს სახეზე შიში და გაკვირვება დაეტყო… -გაიხედე საი.. ეს…ეს … ისააა ვინც ჩვენი მშობლები დახოცა… მას სახვევით ვერ დაამარცხებ , მოიხსენი ის და უჩვენე რა შეგიძლია მე დასუსტებული ვარ… ორივეს გამო იძიე შური.. !! - შეჰყვირა აზაზელმა. საიმ სახვევი მოიგლიჯა და გააფთრებული გაექანა „კროულისაკენ“… თვალის დახამხამება ვერ მოასწრო აზაზელმა , საის ხელი კროულის სხეულს კვეთდა , ეს გავდა მახვილით გაკვეთილ მებრძოლს ფიცხელ ომში… კროულის ტანიდან გამოსხმული სისხლი საის სახეზე მიესხა… საილუსი თავის ჭკუაზე აღარ იყო , როდესაც თვალი აეხილა და დაინახა ეს… მის წინ … გულ-მკერდ გამოფატრული გაბრიელი იყო მის ხელს წამოგებული … -ეს…ეს… რა არის… რა ხდება ?! აზაზელ ძმაოოოო….. ეს ხომ გაბრიელია… !! მამა გაბრიეეელ ..!! -ატირდა და ბღავილი მორთო საილუსმა… გაბრიელმა ხელი მის დაწყევლილ თვალს გაჭირვებით მიადო და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: -საი… დღეიდან შენ თავს გააკონტროლებ , შენი „პენტაგრამა“ ბეჭედი ადევს… მე ის გავაკეთე რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა… შენ… გაბრიელმა ვეღარ მოასწრო წინადადების დასრულება და მისმა სულმა სხეული დატოვა , მისი სული უფალს მიაბარა…
თავი მეშვიდე "მონანიება"
საი შოკირებული იყო. აზაზელი მიუახლოვდა საილუსს. საი მიწაზე ცოცხალმკვდარივით ეგდო,თითქოს მგლებისგან დაგლეჯლი კრავი ყოფილიყო. აზაზელმა მისი ძმა ხელში აიყვანა და გზა იერუსალიმისაკენ განაგრძო, ცხარე ცრემლით ტიროდა, ცრემლები სახეს უსველებდა.. ჰორიზონტზე გამოჩნდა ქარავანი,აზაზელი მიუახლოვდა მათ და საი ქარავანს წინ დაუწვინა, შემდეგ კი გაუჩინარდა.. ქარავნიდან გადმოვიდა ქალი, სახე რიდით ჰქონდა დაფარული, ყმაწვილი ხელში აიყვანა და ქარავანში შეიყვანა. სულ მალე იერუსალიმში აღმოჩნდნენ, ქალი გაოცებული იყო მისი სწრაფი სხეულის აღდგენით.. საი გონზე მოვიდა და ბუნდოვნად ესმოდა : -რებეკა, რა ხდება ბიჭი გონზე მოვიდა ?! -არ ვიცი ანდრე... ანდრე და რებეკა ვაჭართა ოჯახი იყო, რომელიც სავაჭროდ მიემგზავრებოდა იერუსალიმს. მათ დააინტერესათ თუ რას მალავდა ბიჭი სახვევს მიღმა. რებეკამ სახვევი ახსნა თუ არა უმალვე მოიღრუბლა, ღვთის რისხვა დაატყდა იქაურობას, ციდან ჭექა-ქუხილი გაისმა.. არემარე ბნელეთმა მოიცვა. შეშინებულმა ანდერმ და რებეკამ ბიჭის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. -რებეკა ეს ბავშვი დაწყევლილია, უბედურების მომტანია!! -მართალი ხარ, უნდა მოვიშოროთ... ბიჭი ქარავნიდან გადააგდეს და საი თავქვე დაეშვა... უეცრად იგი გაჩერდა, ის ფეხმა გააჩერა.. საი გონზე მოვიდა, თვალი გაახილა და დაინახა ბიჭი : მოკლე , მოწითალო თმით, შავი თვალებით ,სახეზე პირსინგით და სვირინით… -მეგობარო, რა მოგივიდა.. რა გაგჭირვებია?- იკითხა უცნობმა და ხელი გაუწოდა. საიმ ხელი ჩაჰკიდა, წამოდგა, მტვრისგან დაფარული ტანისამოსი გაიბერტყა,თვალზე სახვევი გაიკეთა და უთხრა : -მე მამა თომასთან მივდივარ.. -ეგ ვინაა?.. -ბერი.. -მაპატიე მეგობარო არ ვიცი ვიზე მესაუბრები, მაგრამ დაგეხმარები.. -მადლობა, შენი სახელი? -კასტიელი, შენი? -საი.. ორივე მივიდა იქვე საჯინიბოში, კასტიელმა ცხენი შეიძინა, შესხდნენ და გზას გაუდგნენ. ამ დროს აზაზელი მარტო დაეხეტებოდა იერუსალიმის საზღვრებთან. ღამე იყო. უეცრად სიკაშკაშე შენიშნა და გაიფიქრა: -ჰეჰე ანგელოზი?! შეჰყვირა: -ვითამაშოთ "სამოთხის პეპელავ" ?! სიკაშკაშე მას უახლოვდებოდა, აზაზელი თითქოსდა უშიშრად იდგა, თუმზა ოფლმა დაასხა და გუგები გაუფართოვდა. როდესაც მის წინ აღმოჩნდა ის სიკაშკაშე მან დაინახა გაბრიელის სილუეტი… გასხივოსნებული გაბრიელი მას გამოესაუბრა: -აზაზელ, მე ვიცი შენ რაც ჩაიდინე..!! აზაზელი შეკრთა, მუხლი მოიყარა, პატივი სცა და ემთხვია მის კიდურებს: -მაპატიეთ, შემიბრალეთ, რამეთუ შევცოდე და ცოდვილი ვარ, შემინდე ღმერთო მე ცოდვილი.. გაბრიელმა ხელი მიადო შუბლზე, აზაზელი სიკვდილისათვის მზად იყო და ამის გარდა არაფერს ელოდა. უეცრად ისიც განათდა, გაბრიელმა შელოცვა წარმოთქვა და უთხრა: -მოგეტევება მამა ღმერთისგან, მე ამის ძალა არ შემწევს, " მე ჩემი სულის ნაწილს შენში დავტოვებ, დაეხმარე საის და დაიცავი ის სისხილს ბოლო წვეთამდე!"
ავტორები : Insane ,Phenomen, Abnormal.
აქ ვწყვეტ ამ წიგნის წერას გარკვეული პრობლემების გამო და ალბათ ახლო მომავალში ახალს დავდებ insane
lnsane, თქვენ არ ხუმრობთ ხო იცითდამატებულია (21/04/2013, 20:24)---------------------------------------------lnsane, რომელ გაკვეთილზე უნდა დაამუშაოთ 8 თავი? ფიზიკაზე