• გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Bruce Lee
Charlie
თარიღი: პარასკევი, 18/01/2013, 14:09 | შეტყობინება # 1
ავტორი Charlie
18/01/2013, 14:09 | პოსტი # 1
--- ▼ ---

ბრიუს ლი – ეს იყო გენია, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძი გახდა. მებრძოლი, რომელმაც უამრავ ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებისკენ უბიძგა. თითქმის 40 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ბევრი დეტალი დღესაც ბუნდოვანია. გაურკვეველია რა იყო ეს – წყევლა, შურისძიება თუ უბრალოდ შემთხვევითობა?

1973 წლის 21 ივლისი. ჰონგ-კონგის ქუჩები ხალხით გადაივსო. ათასობით ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, გულმხურვალედ მოთქვამდა და თავის კერპს ემშვიდობებოდა. ყველასთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი: მათი კერპი, დაუმარცხებელი გმირი, რომელსაც მეტსახელად “დრაკონი” შეარქვეს, ნუთუ ასეთი ახალგაზრდა იმსხვერპლა სიკვდილმა?

- ერთხელ ჰონკონგის ყველაზე პოპულარული გაზეთიდან დამირეკეს და მკითხეს: ცოცხალი ხარ? მე ვუპასუხე: თქვენ რა, დაგავიწყდათ, ვის ელაპარაკებით? – იხსენებდა ლი.

კუნგ-ფუს ოსტატის სიკვდილის შემდეგ ბევრი ალაპარაკდა მიზეზზე. ზოგი ამას ჩინურ მაფიას და განგსტერებს აბრალებდა, რადგან იმ დროს ჩინელი მსახიობები მაფიას უხდიდნენ ფულს, ბრიუსმა კი ამაზე უარი განაცხადა. მაფიამაც დაიქირავა საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მსახიობს ბოლო მოუღო დიმ მაკის მეთოდით, რომელიც ითარგმნება როგორც “სიკვდილის შეხება”. დიმ მაკი თავისი არსით წარმოადგენს ტექნიკას, რომლითაც სხეულის განსაზღვრულ ადგილში მსუბუქი დარტყმით შეიძლება მოწინააღმდეგის სიკვდილი გამიწვიო. სხვა ვერსიები მოიცავდა წყევლას, სასიყვარულო ურთიერთობას მსახიობ ბეტი ტინგპეისთან, ასევე შურისძიებას ჩინური საბრძოლო ხელოვნების ოსტატებისგან, რადგან მან ფართო საზოგადოებაში გაიტანა კუნგ-ფუს ხელოვნება. თავად ჩინელებში მუსირებდა აზრიც, რომ ის გადამეტებული ვარჯიშების მსხვერპლი გახდა (შევადაროთ ქართულ ვერსიას – გული კუნთად ექცა და მოკვდა). არ გამორიცხავდნენ ასევე ნარკოტიკის მიღებას. რაღაც ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს მისი ბედი იყო დაბადებიდან, ასევე არ დააყოვნეს შეთქმულების თეორიების მოყვარულებმა და განაცხადეს, რომ სიკვდილი ინსცენირება იყო, ‘დრაკონი’ კი თავის დროს უცდის, როცა ისევ რისხვად დაატყდება სამყაროს.

ბრიუსის ცოლი, ლინდა მოგვიანებით იხსენებდა, რომ მსახიობს არ სურდა სიბერემდე მიეღწია, რადგან ამდენი შრომის შედეგად გამოწრთობილი სხეულის დაუძლურების არანაირი სურვილი არ ჰქონდა. “ხვალ რომ მოვკვდე, ნამდვილად არ დამენანება. რაც მინდოდა, ყველაფერს მივაღწიე. ცხოვრებისგან მეტს აღარ ველი.” მისივე და რამდენიმე მეგობრის თქმით, ლის ბავშვობიდან კოშმარები ტანჯავდა. მას ეუფლებოდა პარალიზების შეგრძნება, უნდოდა განძრევა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ხმა კი ჩასჩურჩულებდა: მამაშენი 64 წელს იცოცხლებს, შენ კი ამის ნახევარს!! ბრიუსს სურდა ეს კოშმარები დაეძლია, ამიტომ (და კიდევ რამდენიმე სხვა მიზეზის გამო) აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ ამან ვერაფერი უშველა და იმდენად გატანჯა, რომ ერთი პერიოდი დამამშვიდებელ და საძილე აბებსაც იღებდა. მას შემდეგ, რაც გაუჩნდა ვაჟი ბრენდონი, 1 კვირის თავზე მამა გარდაეცვალა 64 წლის ასაკში. ამან კიდევ უფრო იმოქმედა მასზე და ცდილობდა მთელი ყურადღება კინოსა და ვარჯიშებზე გადაეტანა. 1973 წელს, როცა მიმდინარეობდა ფილმ “დრაკონის გამოსვლის” გადაღება, ბრიუსი უცებ წაიქცა და განათების ტექნიკოსებმა დაინახეს, როგორ ცდილობდა რაღაცის აღებას იატაკიდან, არადა იქ არაფერი იყო. ამბობენ, რომ ფილმში “დრაკონის გამოსვლა” ერთ-ერთი სცენა მის სიზმრებზეა დაფუძნებული. კერძოდ, სარკეებიან ოთახში ჰანთან ორთაბრძოლა სიმბოლურად ასახავს დაპირისპირებას მისი კოშმარების დემონთან.

სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით ვერსია ბევრია, რეალურად ცნობილი ფაქტები – ცოტა. რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო: ორი თვით ადრე, მაისში, ბანაობისას წაუვიდა გული, როცა “დრაკონის გამოსვლის” ბოლო სცენების გადაღება მიმდინარეობდა. გარდაცვალების მიზეზებზე გამომძიებელმა სარწმუნო ვერაფერი თქვა, ექიმებმა კი 5 სხვადასხვა ვარიანტი დაასახელეს. გაკვეთამ აჩვენა, რომ მას ცერებრალური ედემა სჭირდა (ალერგიის მიზეზით ტვინი შეშუპდა და თავის ქალას მიაწვა). მაგრამ ედემა რამ გამოიწვია, ეს უცნობი იყო. ბრიუსის ცოლის, ლინდას მონაყოლის მიხედვით, მსახიობი დაახლოებით შუადღის 2 საათზე შეხვდა პროდიუსერს რაიმონდ ჩოუს, რათა შეთანხმებულიყვნენ რამდენიმე საკითხზე ფილმ “სიკვდილის თამაშთან” დაკავშირებით. 4 საათამდე იბჭეს, შემდეგ კი მანქანით გაეშურნენ ტაივანელ მსახიობთან ბეტი ტინგპეისთან, რომელსაც ფილმში მთავარი როლი უნდა ეთამაშა. ბეტისთან სცენარი განიხილეს და ჩოუმ მალე დატოვა სახლი, რადგან შეხვედრისთვის უნდა მომზადებულიყო. ბრიუსი და ბეტი მარტო დარჩნენ (ბეტი გაუთხოვარი იყო და მარტო ცხოვრობდა).

ცოტა ხანში ლის საშინლად ასტკივდა თავი და ბეტიმ ტკივილგამაყუჩებელი წამალი ‘ექვაჯესიკი’ დაალევინა. დაახლოებით 7:30-ზე ლიმ მოთენთილობა იგრძნო და საწოლზე წამოწვა ჩასათვლემად. მაგრამ მალევე დაურეკა ჩოუმ და ჰკითხა, რატომ იგვიანებდნენ ის და ბეტი შეხვედრაზე. ამის შემდეგ მალევე ჩოუ უკან მიბრუნდა ბეტის სახლში. ბეტიმ შესჩივლა, რომ ლის ვერ აღვიძებდა. ჩოუს მცდელობაც გონს მოყვანისა ამაო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბეტიმ ოჯახის ექიმი მოიყვანა, რომელიც 10 წუთის განმავლობაში ცდილობდა მსახიობის გამოკეთებას. ბეტის არ სურდა, ამბავი გახმაურებულიყო და აურზაური ატეხილიყო, იფიქრა რომ ოჯახის ექიმიც უშველიდა. მაგრამ მანაც რომ ვერაფერი გააწყო, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დედოფალ ელისაბედის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლი გზაში გარდაიცვალა.

საზოგადოება გაშმაგდა, მათი კერპის სიკვდილს ჩოუსა და ბეტის დაუფიქრებელ საქციელს აბრალებდნენ. ჩოუ რამდენჯერმე გამოვიდა ტელევიზიით და ცდილობდა აეხსნა, რომ ბრიუსი ბეტის სახლში არ მომკვდარა და მათ ბრალი არ მიუძღოდათ. მალევე გაირკვა, რომ მომაკვდავის დახმარებას ჯერ ოჯახის ექიმი ცდილობდა. ჟურნალისტები მაშინვე დააცხრნენ ჩოუსა და ბეტის იმის გასაგებად, თუ რისი დამალვა სურდათ, რატომ მაშინვე არ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გაკვეთამ ლის ორგანიზმში კანაფის კვალი აღმოაჩინა (ნეპალურ ‘პლანს’ აფუილებდა ხოლმე :boli: ). თავიდან ივარაუდეს, რომ კანაფმა გამოიწვია ქიმიური რეაქციები და ედემაც ამის შედეგი იყო, მაგრამ ექიმებმა ეს ვერსია უარყვეს. ჰონგკონგის დედოფალ ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ექიმმა ყურადღებით გამოიკვლია ბრიუსის სხეული. მისი პოზიციით, სიკვდილის მიზეზი შუადღით მიღებული ტკივილგამაყუჩებელი იყო. თავის ქალაზე დაზიანებები არ შეინიშნებოდა, ტვინი კი 12-13%-ით იყო შესიებული – დაახლოებით 1400 გრამიდან 1575 გრამამდე. სისხლძარღვებიდან არცერთი არ იყო დაზიანებული ან დამსკდარი, ასე რომ სისხლჩაქცევა გამოირიცხა. შინაგანი ორგანოები დაწვრილებით გამოიკვლიეს და ერთადერთი “საინტერესო” ნივთიერება რაც აღმოაჩინეს, ექვაჯესიკი იყო. გამოძიების ჩატარებისას ლონდონიდან მოიწვიეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, პროფესორი ტიერი, რომელსაც 90 000-ზე მეტი გაკვეთა ჰქონდა ნანახი. მან დაადასტურა, რომ კანაფი ლის სიკვდილთან კავშირში არ იყო. ტიერის აზრითაც, სიკვდილი გამოიწვია ექვაჯესიკის დალევის შემდეგ ამ წამალზე გამოწვეულმა ალერგიამ. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზადაც ეს ვერსია დასახელდა და “უბედურ შემთხვევად” შერაცხეს.

თუმცა რაც გინდა იყოს მიზეზი, ფაქტია, რომ ბრიუსის კოშმარი რეალობად იქცა. მან მართლაც იმის ნახევარი იცოცხლა, რაც მამამისმა. მისი ოჯახის წევრები ამას ხსნიდნენ როგორც საგვარეულო წყევლას. შესაძლებელია სულებმა დაწყევლონ ცოცხალი ადამიანები და ეს წყევლა ძალაში მოვიდეს? ამის გასაგებად მარტო ბრიუსი არ კმარა, შემოვიყვანოთ ახალი პერსონაჟი.

ვისაც გაქვთ ნანახი ფილმები ყვავი (ზოგან ნათარგმნი, როგორც ყორანი), საქმის გარჩევები პატარა ტოკიოში, სწრაფი ცეცხლი და ა.შ. , გეცოდინებათ მსახიობი ბრენდონ ლი. მე ვფიქრობ, რომ არა ბრენდონი და მისი მისტიური აღსასრული, ბრიუსის სიკვდილიც შეიძლება უბრალოდ უბედურ მოვლენად ჩაეთვალათ. მოკლედ, დავიწყოთ.

რაც აძლევს უცნაურ ელფერს ბრენდონის სიკვდილს, ისაა, რომ ბრიუსმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ ბრენდონიც ახალგაზრდა მოკვდებოდა (მაშინ 8 წლის იყო) და მის ასაკს ვერ მიაღწევდა. მართლაც, ‘დრაკონის’ შვილი 28 წლის ასაკში გამოეთხოვა სიცოცხლეს უბედური შემთხვევის შედეგად.

ბრენდონი პატარაობიდანვე ჭირვეული ბავშვი იყო. დედას თითქმის არ უჯერებდა, მამაზე კი გიჟდებოდა. ფეხიც არ ჰქონდა ადგმული, როცა ბრიუსმა მას მის მიერ შექმნილი საბრძოლო ხელოვნების, ჯიტ კუნ დოს სწავლა დაუწყო. ბრენდონს ყოველთვის სურდა მსახიობობა და კამერის წინ ყოფნა, თუმცა მამის პოპულარობითა და გავლენით არასდროს უსარგებლია. 8 წლის იყო, ბრიუსი რომ გარდაიცვალა და ამან საშინლად იმოქმედა მასზე, მთელი დღეები განადგურებულად გრძნობდა თავს. ისედაც არ იყო დამჯერი ბავშვი და ახლა აგრესიაც შეემატა. რამდენიმე უნივერსიტეტი გამოიცვალა, მაგრამ არცერთი არ დაუმთავრებია. არა იმიტომ, რომ ინტელექტი აკლდა, უბრალოდ ამის საჭირობას ვერ ხედავდა. საჭირო ცოდნას მიიღებდა და თავს ანებებდა.

“The Crow” დაფუძნებულია კომიქსების წიგნზე. მისი ავტორია ჯეიმს ო’ბარი. აღსანიშნავია, რომ ამ კომიქსსაც ტრაგიკული საფუძველი აქვს: ჯეიმსმა 16 წლის ასაკში გაიცნო თავისი ცხოვრების სიყვარული ბევერლი. ორი წლის შემდეგ, 1978 წელს ის სატვირთოს მძღოლმა გაიტანა, რომელიც ნასვამი იჯდა საჭესთან. დარდის გასაქარვებლად დეპრესიაში ჩავარდნილმა ჯეიმსმა კომიქსის წერა დაიწყო, რათა თავისი მოწამლული სულისთვის ოდნავი შვება მაინც მიეცა. ეს ერთგვარი თერაპია იყო მისთვის. მთავარი გმირი ერიკ დრავენი იგივე ჯეიმს ო’ბარია. წერა რომ დაასრულა, წლების განმავლობაში არავის აჩვენებდა ნაშრომს. 1989 წელს წიგნების მაღაზიის მფლობელს, გარი რიდს წააკითხა. მას მოეწონა და გამოქვეყნება ურჩია. ასე იშვა “The Crow”. შემდეგ ჰოლივუდიც დაინტერესდა. ერიკის როლზე განიხილეს ჯონი დეპი, კრისტიან სლეიტერი, რივერ ფენიქსი, ჩარლი სექსტონი, მაგრამ არჩევანი ბრენდონზე შეჩერდა.

ფილმ “The Crow”-ს გადაღება ძირითადად ღამით მიმდინარეობდა, 1993 წლის თებერვალსა და მარტში. ფილმის დასრულებამდე 8 დღე იყო დარჩენილი. ჯერი მიდგა სცენაზე, როცა შინ დაბრუნებული ერიკი აღმოაჩენს რომ სახლში ბანდა შეიჭრა და მისი ცოლის გაუპატიურებას ცდილობენ. გააფთრებული ერიკი ცოლის შველას შეეცდება, მაგრამ ბანდის წევრები შეიპყრობენ და მაიკლ მესის გმირი დაჭრის, რის შემდეგაც ფანჯრიდან ვარდება. მსახიობმა აიღო რევოლვერი, რომელშიც ფუჭი ტყვიები იყო, დაუმიზნა ბრენდონს და რამდენჯერმე ისროლა. პეტარდა აფეთქდა, სისხლისა და ცოტაოდენი რძის ნაზავი სითხე ერიკს შეესხა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მუცელზე იკიდებს ხელს, კვნესის და იატაკზე ეცემა, ზურგით გადამღები ჯგუფისკენ. ამას აგვირგვინებს რეჟისორის შეძახილი: “გადაღებულია!” და კადრიც მზადაა. მაგრამ.. აქ ჩნდება ერთი მაგრამ.. ერიკი ადგომას აგვიანებს. მაიკლი მიახლოვდა მას და ადგილზე გაშეშდა: ბრენდონი სისხლში ცურავდა, საკუთარ სისხლში. ის მუცელში იყო დაჭრილი, არადა, გადაღების წინ იარაღი შეამოწმეს. ასე უცებ, 1-2 წამში ვის შეეძლო შეცვლა? ახლომახლო უცხო არავინ ყოფილა. ბრენდონსაც მტრები არ ჰყოლია. მსახიობი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში იმდენი სისხლი დაკარგა, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო. სიკვდილის მიზეზად ასისტენტთა დაუდევრობა დასახელდა და “უბედურ შემთხვევად” შერაცხეს.

დაკვირვებისას მარტივი შესამჩნევია რამდენიმე პარალელი მამა-შვილს შორის:

1.ბრიუსი მოკვდა მაშინ, როცა იღებდნენ მის ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულ ფილმს, Game Of Death-ს.
2.ბრენდონი მოკვდა მაშინ, როცა იღებდნენ მის ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულ ფილმს, The Crow-ს.
3.ვერც ბრენდონი და ვერც ბრიუსი ვერ მოესწრნენ ამ ფილმების დასრულებას და მითუმეტეს პრემიერას.
4.მათი ფილმოგრაფია მწირია, თუმცა საყოველთაო პოპულარობა ორივემ მოიპოვა.
5.ბრენდონი მოკვდა ისე, როგორც ბრიუსის გმირმა, ბილი ლოუმ მოახდინა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება ფილმში Game Of Death (უფრო სწორად, ეცადნენ მოკვლას, მაგრამ გადარჩა და შემდგომში სიკვდილის ინსცენირება მოახდინა).
6.დრაკონი მათი თანმდევი იყო სიცოცხლის მანძილზე. ბრენდონიცა და ბრიუსიც დაიბადნენ დრაკონის წელში. ბრენდონი დრაკონის წლის ბოლო დღეს, 1965 წლის 1-ლ თებერვალს დაიბადა. ბრიუსი აღიზარდა კოულუნის მხარეში, რომელიც ითარგმნება, როგორც “9 დრაკონი”.

წლების შემდეგაც კი, ძნელია რაიმეს დანამდვილებით თქმა, თუმცა ფაქტები უფრო იქითკენ იხრება, რომ ლის ოჯახზე წყევლა მოქმედებდა, რამაც კაცების სამი თაობა (ჰოი-ჩუნ ლი, ბრიუს ლი და ბრენდონ ლი) იმსხვერპლა. დასანანია, რომ ბრიუსს ასეთი ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა, თუმცა ვფიქრობ, ამან და მისმა საიდუმლოებით მოცულმა სიკვდილმა ერთიორად შეუწყო ხელი მის ისედაც არნახულ პოპულარობას. წლების მანძილზე ბრიუსი იყო ლეგენდარული მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ახალი მიმდინარეობის – ჯიტ კუნ დოს – ფუძემდებელი, კუნგ-ფუს ჰოლივუდში შემტანი და მსოფლიოში გამავრცელებელი, ათეულობით მილიონი ახალგაზრდისთვის ბიძგის მიმცემი სპორტული ცხოვრების დაწყებისკენ, ამასთან უდიდესი ფილოსოფოსი და სამი წიგნის ავტორი.

ვისაც არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ გადმოწეროთ:
1.ყვავი
2.დრაკონი - ბრიუს ლის ისტორია
3.ბრიუს ლი - ადამიანი ლეგენდა
4.ბრიუს ლი - მებრძოლის გზა

წიგნები ბრიუს ლის ავტორობით:
1.ჩინური კუნგ-ფუ: თავდაცვის ფილოსოფიური ხელოვნება(1963 წ.)
2.ჯიტ კუნ დოს ტაო(1973 წ.)
3.ბრიუს ლის საბრძოლო მეთოდი(1978 წ.)

წყარო: ucnauri.com.
P.S ჩემი უდიდესი თხოვნაა წაიკითხოთ, უკმაყოფილოები არ დარჩებით, გარწმუნებთ =))
P.P.S ამ სტატიას უცნაურზე ფონად ერთი კარგი მუსიკა ედო, რომელიც კითხვისას უფრო მეტ ემოციას გვმატებს და 'ჯდება' ამ სტატიაში, სამწუხაროდ აქ ვერ დავაყენებ ესე და იხილეთლინკი

 
lasha96
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 14:04 | შეტყობინება # 2
ავტორი lasha96
19/01/2013, 14:04 | პოსტი # 2
--- ▼ ---
მართლაც ძალიან მაგარი და ძალიან ჩქარი ადამიანი იყო hx hx
 
Anthony
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 14:16 | შეტყობინება # 3
ავტორი Anthony
19/01/2013, 14:16 | პოსტი # 3
--- ▼ ---
Quote (Charlie)
კიდევ ჩაკ ნორისი რო მიასისხლიანა ადგილზე ფილმის სახელი დამავიწყდა

way of the dragon თუ არ ვცდები...
პ.ს.

პ.პ.ს.
 
Loveless
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 14:34 | შეტყობინება # 4
ავტორი Loveless
19/01/2013, 14:34 | პოსტი # 4
--- ▼ ---
კი კაი ტიპი იყო მარა ნამდვილი მასტერი და გიჟი იყო მაგის მასწავლებელი Yip Man ))

ფილმებიცაა (3) შეგილიათ ნახოთ :O
 
Anthony
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 14:37 | შეტყობინება # 5
ავტორი Anthony
19/01/2013, 14:37 | პოსტი # 5
--- ▼ ---
Quote (Loveless)
Yip Man

რა თქმა უნდა....უძლიერესი იყო...ფილმებიც შესანიშნავი აქვს :) 2 ნაწილია თუ არ ვცდები...პირადად მე ორივე ძალიან მომწონს...
 
Loveless
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 14:39 | შეტყობინება # 6
ავტორი Loveless
19/01/2013, 14:39 | პოსტი # 6
--- ▼ ---
Quote (Weezy)
რა თქმა უნდა....უძლიერესი იყო...ფილმებიც შესანიშნავი აქვს :) 2 ნაწილია თუ არ ვცდები...პირადად მე ორივე ძალიან მომწონს...

აბა ა ) მარა 3 ია ) 1 როცა იწყებს და მეორე რო აწერია ეგ მესამე ფილმია ) გუგლში ნახე ქართულებზე არ დევს ) 2 ფილმი იმაზეა იაპონელებმა რო აიღეს ჩინეთი და რამე და ბოლოს მაგარი ბათქია )
 
Anthony
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 14:41 | შეტყობინება # 7
ავტორი Anthony
19/01/2013, 14:41 | პოსტი # 7
--- ▼ ---
Quote (Loveless)
აბა ა ) მარა 3 ია ) 1 როცა იწყებს და მეორე რო აწერია ეგ მესამე ფილმია ) გუგლში ნახე ქართულებზე არ დევს ) 2 ფილმი იმაზეა იაპონელებმა რო აიღეს ჩინეთი და რამე და ბოლოს მაგარი ბათქია )

ქართულად არ ვუყურებ საერთოდ ფილმებს.... :დ
მე მხოლოდ ის მახსოვს... იაპონელებზე რომაა შენ რომ თქვი და მეორე ამერიკელი ბოქსიორი რომ ჩამოვა :დ მესამე რომელია?
 
lasha96
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 16:03 | შეტყობინება # 8
ავტორი lasha96
19/01/2013, 16:03 | პოსტი # 8
--- ▼ ---
Quote (Weezy)
მინატო თუ ბრუს ლი? :დ

n_lol
 
Inferno
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 16:10 | შეტყობინება # 9
ავტორი Inferno
19/01/2013, 16:10 | პოსტი # 9
--- ▼ ---
Quote (Loveless)
კი კაი ტიპი იყო მარა ნამდვილი მასტერი და გიჟი იყო მაგის მასწავლებელი Yip Man ))

ფილმებიცაა (3) შეგილიათ ნახოთ :O

კი ძაან გიჟია ეგეც მარა ვფიქრობ ლიმ აჯობა
 
Anthony
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 16:10 | შეტყობინება # 10
ავტორი Anthony
19/01/2013, 16:10 | პოსტი # 10
--- ▼ ---
Quote (Inferno)
კი ძაან გიჟია ეგეც მარა ვფიქრობ ლიმ აჯობა

:|
 
Inferno
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 16:13 | შეტყობინება # 11
ავტორი Inferno
19/01/2013, 16:13 | პოსტი # 11
--- ▼ ---
Quote (Weezy)
:|

: DD
 
GnOoOma
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 16:14 | შეტყობინება # 12
ავტორი GnOoOma
19/01/2013, 16:14 | პოსტი # 12
--- ▼ ---
იააა :D ოოო უუ :D
ბრიუს :D
 
Anthony
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 16:15 | შეტყობინება # 13
ავტორი Anthony
19/01/2013, 16:15 | პოსტი # 13
--- ▼ ---
Quote (GnOoOma)
იააა ოოო უუ

:დ:დ:დ
 
Inferno
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 16:16 | შეტყობინება # 14
ავტორი Inferno
19/01/2013, 16:16 | პოსტი # 14
--- ▼ ---
Quote (GnOoOma)
იააა ოოო უუ
ბრიუს

10q
 
lasha96
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 18:53 | შეტყობინება # 15
ავტორი lasha96
19/01/2013, 18:53 | პოსტი # 15
--- ▼ ---
დავიჯერო ამან ჩაკი სცემა? :D
 
nikaminatoo
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 18:59 | შეტყობინება # 16
ავტორი nikaminatoo
19/01/2013, 18:59 | პოსტი # 16
--- ▼ ---
Quote (Weezy)
მინატო თუ ბრუს ლი? :დ

Quote (Weezy)
მინატო
 
Anthony
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 19:22 | შეტყობინება # 17
ავტორი Anthony
19/01/2013, 19:22 | პოსტი # 17
--- ▼ ---
nikaminatoo, რომიკო ხარ უეჭველი :|
 
GnOoOma
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 21:03 | შეტყობინება # 18
ავტორი GnOoOma
19/01/2013, 21:03 | პოსტი # 18
--- ▼ ---
Quote (lasha96)
დავიჯერო ამან ჩაკი სცემა?

კი
 
arcaravin
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 22:16 | შეტყობინება # 19
ავტორი arcaravin
19/01/2013, 22:16 | პოსტი # 19
--- ▼ ---
უააა ვაა ვაძააან ვავა ვუააა ვა ვეეეეე ვუაააააა ვავავავა ვუააააა ვაა ვეძეეეე ვავ ავააა ვაააა ვუეეე ეეე
 
აღმაშენებელ
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 22:25 | შეტყობინება # 20
ავტორი აღმაშენებელ
19/01/2013, 22:25 | პოსტი # 20
--- ▼ ---
Quote (arcaravin)
უააა ვაა ვაძააან ვავა ვუააა ვა ვეეეეე ვუაააააა ვავავავა ვუააააა ვაა ვეძეეეე ვავ ავააა ვაააა ვუეეე ეეე

დამიბრუნეთ ჩემი 3 წამი უკან
 
GnOoOma
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 22:25 | შეტყობინება # 21
ავტორი GnOoOma
19/01/2013, 22:25 | პოსტი # 21
--- ▼ ---
Quote (აღმაშენებელ)
დამიბრუნეთ ჩემი 3 წამი უკან

აჰა წაიღე n_happy n_happy
 
Смерть
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 22:59 | შეტყობინება # 22
ავტორი Смерть
19/01/2013, 22:59 | პოსტი # 22
--- ▼ ---
ჯეფფ ჰარდი გაიგდებდა ამ "უსწრაფეს" ადამიანს : )
 
Anthony
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 23:15 | შეტყობინება # 23
ავტორი Anthony
19/01/2013, 23:15 | პოსტი # 23
--- ▼ ---
Quote (Смерть)
ჯეფფ ჰარდი გაიგდებდა ამ "უსწრაფეს" ადამიანს : )

:დ სინაც :დ
 
Loveless
თარიღი: შაბათი, 19/01/2013, 23:23 | შეტყობინება # 24
ავტორი Loveless
19/01/2013, 23:23 | პოსტი # 24
--- ▼ ---
ლიმ როგორ აჯობა როცა ის ნამდვილი მასტერი იყო და ეს უფრო პუბლიკაზე მუშაობდა )
 
Fantome
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:22 | შეტყობინება # 25
ავტორი Fantome
20/01/2013, 17:22 | პოსტი # 25
--- ▼ ---
ფიზიკის მასწავლებელმა მითხრა ბრუს ლი უსწრაფესი ადამიანი იყოო და 1 თითით ხის ფირფიტა თუ დაფა ძალიან ცოტა დაშორებიდან გატეხაო მგონი 2 სანტიმეტრი :D
 
Charlie
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:28 | შეტყობინება # 26
ავტორი Charlie
20/01/2013, 17:28 | პოსტი # 26
--- ▼ ---
Quote (ghost_ghost10)
ფიზიკის მასწავლებელმა მითხრა ბრუს ლი უსწრაფესი ადამიანი იყოო და 1 თითით ხის ფირფიტა თუ დაფა ძალიან ცოტა დაშორებიდან გატეხაო მგონი 2 სანტიმეტრი

ეგ არ ვიცი მარა წყალზე რო 9 მეტრს გარბოდა და ხელი 10-ჯერ რო მოიქნია და კამერამ ერთხელ რო დააფიქსირა ეგ კი ვიცი ..
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:40 | შეტყობინება # 27
ავტორი DonCorleone
20/01/2013, 17:40 | პოსტი # 27
--- ▼ ---

Fuck Norris!
 
Charlie
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:46 | შეტყობინება # 28
ავტორი Charlie
20/01/2013, 17:46 | პოსტი # 28
--- ▼ ---
DonCorleone, ეს როგორ გამომრჩა :(( მეც მაქ ეგ რუჩაგო და ბავშობაში მაგრად დავამუღამე ხმარება XD
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:48 | შეტყობინება # 29
ავტორი DonCorleone
20/01/2013, 17:48 | პოსტი # 29
--- ▼ ---
Quote (Charlie)
რუჩაგო

ნუნჩაკუ
 
Charlie
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:49 | შეტყობინება # 30
ავტორი Charlie
20/01/2013, 17:49 | პოსტი # 30
--- ▼ ---
Quote (DonCorleone)
ნუნჩაკუ

რავი მე ეგრე მახსოვს რომ რუჩაგო ქვია ..
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:53 | შეტყობინება # 31
ავტორი DonCorleone
20/01/2013, 17:53 | პოსტი # 31
--- ▼ ---
http://en.wikipedia.org/wiki/Nunchaku
 
nikaaaminatoo
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 17:56 | შეტყობინება # 32
ავტორი nikaaaminatoo
20/01/2013, 17:56 | პოსტი # 32
--- ▼ ---
Quote (Weezy)
რომიკო ხარ უეჭველი :|

საიდან შემატყვე ერთი მინატ ორო მევასება? 004 005 006

დამატებულია (20/01/2013, 16:56)
---------------------------------------------
ბრიუსლის ცნობილი გამონათქვამები ვაჭა ვუჭუუუუუუუუუუუუუუუუუ

 
Anthony
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 18:13 | შეტყობინება # 33
ავტორი Anthony
20/01/2013, 18:13 | პოსტი # 33
--- ▼ ---
Quote (DonCorleone)
ნუნჩაკუ

მე ვაბშე ნუნჩაკი მახსოვს :დ

დამატებულია (20/01/2013, 17:13)
---------------------------------------------

Quote (nikaaaminatoo)
საიდან შემატყვე ერთი მინატ ორო მევასება? დამატებულია (20/01/2013, 16:56)---------------------------------------------ბრიუსლის ცნობილი გამონათქვამები ვაჭა ვუჭუუუუუუუუუუუუუუუუუ

უბრალოდ ვიცი რომ რომიკო ხარ :) არანაირი შეტყუობა არ სჭირდება :)
 
nikaaaminatoo
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 19:05 | შეტყობინება # 34
ავტორი nikaaaminatoo
20/01/2013, 19:05 | პოსტი # 34
--- ▼ ---
Quote (Weezy)
უბრალოდ ვიცი რომ რომიკო ხარ :) არანაირი შეტყუობა არ სჭირდება :)

კაი აბა 005 006 006
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 19:08 | შეტყობინება # 35
ავტორი DonCorleone
20/01/2013, 19:08 | პოსტი # 35
--- ▼ ---
Quote (nikaaaminatoo)
კაი აბა

რო გეუბნებიან რომიკო ხარო ესეიგი რომიკო ხარ! მარტო რომიკოს შეეძლო ებლატავა და სეურაწყოფას რო მიაყენებდნენ ჩაეჯვა!
 
shotx
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 19:20 | შეტყობინება # 36
ავტორი shotx
20/01/2013, 19:20 | პოსტი # 36
--- ▼ ---
Quote (lasha96)
დავიჯერო ამან ჩაკი სცემა?

დაიჯერე დაიჯერე
 
GnOoOma
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 21:15 | შეტყობინება # 37
ავტორი GnOoOma
20/01/2013, 21:15 | პოსტი # 37
--- ▼ ---
Quote (Charlie)
რავი მე ეგრე მახსოვს რომ რუჩაგო ქვია ..

მეც ^^
 
Anthony
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 22:52 | შეტყობინება # 38
ავტორი Anthony
20/01/2013, 22:52 | პოსტი # 38
--- ▼ ---
Quote (DonCorleone)
რო გეუბნებიან რომიკო ხარო ესეიგი რომიკო ხარ! მარტო რომიკოს შეეძლო ებლატავა და სეურაწყოფას რო მიაყენებდნენ ჩაეჯვა!

აი კაცი აი სამართალი! :დ
 
AMIKO1995
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:02 | შეტყობინება # 39
ავტორი AMIKO1995
20/01/2013, 23:02 | პოსტი # 39
--- ▼ ---
Quote (Loveless)
კი კაი ტიპი იყო მარა ნამდვილი მასტერი და გიჟი იყო მაგის მასწავლებელი Yip Man

არა არ ფფიქრობ იმიტომ რომ იპმანი ჩხუბობდა კუნფუს ერთ სტილს ვინცჰუ მგონი და ლიმ კიდე ბევრი იცოდა კიდე ჩაკნორისი დაამარცხა აქიდან გამომდინარე კინგბოქსი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს იმიტომ რომ კინბოქსი ჩაკნორისმა მოიგონა კიდე ფილმებში თვIთონ ასწავლიდა ჩხუბს ზოგს ერთერთი იყო კალადბურთელი და ბრზოლებს არ უდგავდნენ ფილმის დროს თვითონ იცოდა რა ილეთი როდის უნდა გამოეყენებინა კიდე ჰო რომელიგაც სერილაში მონაწილეობდა და შავები ეცვა ისეთი სწრაფი იყო კამერა ვერ აფიქსირებდა მის დარტყმებს ამიტომ თხოველ რო ცოტა შენელებულად გაეკეთებინა ილეთები
 
-Amon
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:03 | შეტყობინება # 40
ავტორი -Amon
20/01/2013, 23:03 | პოსტი # 40
--- ▼ ---
1 შეცდომაა ჩაკი არ უცემია
 
Смерть
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:05 | შეტყობინება # 41
ავტორი Смерть
20/01/2013, 23:05 | პოსტი # 41
--- ▼ ---
-Amon, ბიჭო Bruce Lee Vs Lee Sin ? რომელი აბა? :D
 
Charlie
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:05 | შეტყობინება # 42
ავტორი Charlie
20/01/2013, 23:05 | პოსტი # 42
--- ▼ ---
Quote (-Amon)
1 შეცდომაა ჩაკი არ უცემია

მართალი ხარ კი არ ცემა შიგ *რაკში მოს*ყნა XD
 
-Amon
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:31 | შეტყობინება # 43
ავტორი -Amon
20/01/2013, 23:31 | პოსტი # 43
--- ▼ ---
Quote (Смерть)
ბიჭო Bruce Lee Vs Lee Sin ? რომელი აბა?

კანეშნა ლი სინი ჩემი ბილდით :D
Quote (Charlie)
მართალი ხარ კი არ ცემა შიგ *რაკში მოს*ყნა XD

 
Fantome
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:48 | შეტყობინება # 44
ავტორი Fantome
20/01/2013, 23:48 | პოსტი # 44
--- ▼ ---
Quote
ბრიუსლის ცნობილი გამონათქვამები ვაჭა ვუჭუუუუუუუუუუუუუუუუუ


შენ ვისთან ხარ? :|
 
-Amon
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:53 | შეტყობინება # 45
ავტორი -Amon
20/01/2013, 23:53 | პოსტი # 45
--- ▼ ---
Quote (nikaaaminatoo)
საიდან შემატყვე ერთი მინატ ორო მევასება?

საიდან იცი რო ვიღაც რომიკოს მინატო ევასებოდა??
 
Anthony
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:54 | შეტყობინება # 46
ავტორი Anthony
20/01/2013, 23:54 | პოსტი # 46
--- ▼ ---
Quote (-Amon)
საიდან იცი რო ვიღაც რომიკოს მინატო ევასებოდა??

აჰაჰაჰ საღოლ :დდდ
 
Fantome
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:57 | შეტყობინება # 47
ავტორი Fantome
20/01/2013, 23:57 | პოსტი # 47
--- ▼ ---
romiko is everywhere
 
Charlie
თარიღი: კვირა, 20/01/2013, 23:59 | შეტყობინება # 48
ავტორი Charlie
20/01/2013, 23:59 | პოსტი # 48
--- ▼ ---
ნუ მიფლუდავთ თემას :(((
 
Смерть
თარიღი: ორშაბათი, 21/01/2013, 00:00 | შეტყობინება # 49
ავტორი Смерть
21/01/2013, 00:00 | პოსტი # 49
--- ▼ ---
Charlie, ბრუს ლი კუმირად რატომ " აირჩიე " ? რა კრიტერიუმით?
 
Charlie
თარიღი: ორშაბათი, 21/01/2013, 00:01 | შეტყობინება # 50
ავტორი Charlie
21/01/2013, 00:01 | პოსტი # 50
--- ▼ ---
Смерть, მევასება და მაგიტომ ))))
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: