სრული სახელი:Manchester United Football Club მეტსახელი:The Red Devils (წითელი ეშმაკები) დაარსდა 1878, Newton Heath LYR F.C.-ის სახელით სტადიონი:ოლდ ტრაფორდი (მანჩესტერი, ინგლისი)
მანჩესტერ იუნაიტედი,საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი “ცხოვრობს” ინგლისის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ მანჩესტერის რაიონ ტრაფორდში. „იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია, მას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ გულშემატკივარზე მეტი ჰყავს. 1964–65 წლების სეზონის შემდეგ ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია. იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 1986–87 წლების სეზონის როდესაც გუნდში ახლანდელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მოვიდა შემდეგ გუნდმა 20 დიდი ტიტული მოიგო. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 10 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 17–ჯერ გამხდარა, 1968 წელს კი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ მანჩესტერმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში. მანჩესტერს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია. 1990–იანი წლების შემდეგ მანჩესტერი მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი კლუბია და ბოლო რამდენიმე წელია ლიდერობს საფეხბურთო კლუბებს შორის შემოსავლების მხრივ. 2007 წელს საფეხბურთო სამყაროში მანჩესტერი მეოთხე ადგილზე იყო მოგება–წაგების ბალანსის მხრივ, თუმცა ლიდერობდა იმ შემოსავლების მაჩვენებლებში, რომლებიც დამყარებული იყო ოპერაციულ შემოსავალზე. მანჩესტერი არის აგრეთვე მსოფლიოს უმდიდრესი კლუბი და G14–ის დამფუძნებელი. გუნდის მენეჯერია სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც გუნდში 1986 წლის 6 ნოემბერს მივიდა. გუნდის კაპიტანია გარი ნევილი , რომელმაც ამ საპატიო თანამდებობაზე როი კინი შეცვალა 2005 წელს. შემადგენლობა
სახელი ნომერი
მეკარე დავიდ დე ჰეა 1 ტომას კუშჩაკი 29 ანდრეს ლინდეგაარდი 34 ბენ ამოსი 40
მცველი პატრის ევრა 3 ფილ ჯონსი 4 რიო ფერდინანდი 5 ჯონი ევანსი 6 კრის სმოლინგი 12 ნემანია ვიდიჩი 15 ფაბიო და სილვა 20 რაფაელ და სილვა 21 ოლივერ გილი 45
ნახევარმცველი ოლივეირა ანდერსონი 8 რაიან გიგზი 11 პარკ ჯი-სუნგი 13 მაიკლ კერიკი 16 ლუის ნანი 17 ეშლი იანგი 18 დარენ ფლეტჩერი 24 ტომ კლევერლი 23 ანტონიო ვალენსია 25 დარონ გიბსონი 28 რობერტ ბრადი 37 პოლ პოგბა 42 ოლივერ ნორვუდი 47 რაველ მორისონი 49
თავდამსხმელი მაიკლ ოუენი 7 დიმიტარ ბერბატოვი 9 უეინ რუნი 10 ხავიერ ერნანდესი 14 დენი უელბექი 19 გაბრიელ ობერტანი 26 ფედერიკო მაჩედა 27 მამე ბირამ დიოუფი 32 ჯოშუა კინგი 41
ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი: 19 1907-08, 1910-11, 1951-52, 1955-56, 1956-57, 1964-65, 1966-67, 1992-93, 1993-94, 1995-96, 1996-97, 1998-99, 1999-2000, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08, 2008-09, 2010-11 ინგლისის თასი: 11 1909, 1948, 1963, 1977, 1983, 1985, 1990, 1994, 1996, 1999, 2004 ინგლისის ლიგის თასი: 3 1992, 2006,2009 ინგლისის სუპერ თასი: 17 1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965, 1967, 1977, 1983, 1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007,2010 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 3 1967-68, 1998-99, 2007-08 თასების მფლობელთა თასი: 1 1991 უეფას სუპერ თასი: 1 1991 საკონტინენტთაშორისო თასი: 1 1999 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: 1 2008
Glory GLory Man United!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! "
წევრები
კირა_რიუკ გიგავარ Ichi ciskara Chudiiik genus
სხვა კლუბის გულშემატკივრებს ეკრძალებათ თემაში დაპოსტვა,(თუ კეთილგანწყობილნი არ არიან მანჩესტერის მიმართ)
აქ ვერ ვხედავ წესს რომ სხვა კლუბის ფანს ეკრძალება დაპოსტვა, ასე რომ მე ჩემსას ვიტყვი: უყურეთ ფინალს რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო და იქ ნახავთ განსხვავებას ბარსასა და მანჩესტერს ბარსა>1000000000000000000000000000 მანჩესტერი !!!!!!!!!!
სქოულზის გატანილი გოლია კაიფი? გენაცვალე იუმორის გრძნობაში რაფერ გააცინებ ხოლმე კაცს მოკლედ. როცა გაგვიხარდება მაშინ გაჭმევთ ბურთს, მარა ვანდერსაარი სერიოზული დანაკლისია ;( ნეტა მან. სიტის მეკარე გვყავდეს
Levan, შენ გვარდიოლას ფერდინანდი დაიხევს,იყიდა ყველა სტარები ბარსელონამ და საქართველოს 90% ბარსელონას ფანია და ამათ შორის რამდენია უმეტესობას აყოლილი ბრმა
რა სისულელეა !!!! ხუთი ექვსი გუნდია თანაბრად პოპულარული !!! რეალი ბარსა მანჩესტერი მილანი ბაიერნი ლივერპული !!!
Quote (KiRa_Ryuk)
ამათ შორის რამდენია უმეტესობას აყოლილი ბრმა
რადგან მანჩესტერის ფანები არ არიან ესეიგი ბრმები ყოფილან !!!
რაც ეშმაკებს შეეხება !!! ორი მიზეზი მაქვს ამ გუნდის პატივისცემის !!! ერთი ჩემი ძმის სიყვარული ამ გუნდისადმი და მეორე მართლაც ბრმა ან ფეხბურთის არმცოდნე უნდა იყო ადამიანი თუ არ მოგწონს გუნდი რომელსაც 3ჯერ ქონდა მოგებული პრემიერ ლიგა ლივერპულს 18ჯერ და ბოლო 20 წლეულის განმავლობაში გუნდს უკვე 19ჯერ აქვს მოგებული უძლიერესი საქვეყნო ჩემპიონატი პრემიერ ლიგად წოდებული !!!!
ზუსტად ისე არა მაგრამ ზოგადად რომ ავიღო ძაან ბევრ მილანის და ბაიერნის ფანს ვიცნობ !!!!
Quote (KiRa_Ryuk)
ბრმები იმიტო არიან დაინახენ მის გარემოცვაში ყველა ბარსას რო იძახოდა და აყვნენ ბრმად
ნუ ლოგიკურია რასაც ამბობ მეც ვიცი ეგეთი ფაქტები მაგრამ ბრმებად მაინც ნუ მოიხსენიებ !!! ბრმები რომც არ იყვნენ ბარსა მაინც საუკეთესოა !!!
Quote (KiRa_Ryuk)
რა განმარტება კი მაგას უნდა ბარსელონაში ვინცაა ყველა მაგარი გამოცდილია რა, თითქმის ყველა საუკეთესოა ერთ გუნდში შეყრილი და ეს დისბალანს წარმოქმნის
ეს სისტემაა სახელად დრიმ თიმ !!!! მანჩესტერიც იყო ადრე დრიმ თიმი !!! ბექემი სოლსკიაერი ნისტელროი და მსგავსნი რომ თამაშობდნენ !!! ბარსამ კი უკვე დიდი სისტემა ააწყო !!! დამიჯერე ნახავ ფეხბურთი ისეთი იქნება მომავალში როგორსაც ბარსა ქმნის !!!
ბარსამ კი უკვე დიდი სისტემა ააწყო !!! დამიჯერე ნახავ ფეხბურთი ისეთი იქნება მომავალში როგორსაც ბარსა ქმნის !!!
მარა საქმე ისაა რო მაგ ფეღბურთში მარტო ბარსა დარჩება :) აი ნელნელა როგორი პონტები იჩითება იცი? ვისაც არ უნდა ხვდებოდეს ბარსა უკვე ნელნელა ყველას უგებს ხოდა მაგას ფეხბურთი არქვია როდესაც იცი როცა 1 მხარე 100% მოიგებს თამაშსაც აზრი ეკარგება
დამატებულია (11/10/2011, 17:32) --------------------------------------------- doomy, აიაქს მაინც მოვუგებთ სხვას თU არა :P
Levan, როგორც შენ უშლი ნერვებს ამათ მეც ისე გიშლი ხოლმე : D ისე ხო მუგამი აქ
ჩემთან წესები გარკვევით წერია, აქ ვერ ვხედავ შესაბამისად არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ მაქვს რომ აქ დავპოსტო (და მუღამი აქვს ) KiRa_Ryuk, შენ გინდა თქვა რომ რეალის სტარები ნაკლებია?? რა სისულელეა, ბარსა მაგარია თავისი უნიკალური სტილით, ასე რომ ვთქვათ აპამპულავებენ ლუბოი საპერნიკს რა, თუ მაგარი იყო სხვა გუნდს გაეკეთებინა იგივე, ამან ძაან ჭკვიანურად იყიდა ფეხბურთელები და უძლიერესი ტაქტიკა შექმნა, სხვები რატომ ვერ ქაჩავენ?? ამაზე დაფიქრდი : )) უბრალოდ გვარდიოლამ ძალიან ზუსტად იცის რა როგორ უნდა გააკეთოს რომ შედეგი იყოს საუკეთესო, როგორიც ახლა მან აშკარად დადო, ბარსა რომ საუკეთესოა ამ მომენტში ყველა ვთანხმდებით : )) შენ რომ ამბობ ამათთან მუღამი იკარგებაო, გააკეთონ ეგეთი დონის გუნდი და იქნება მუღამი, რა რეალის სტარები ნაკლებია?? მარა ვერ ეწინააღმდეგებიან.. მარტივი ლოგიკაა, დღეს გვარდიოლა ბარსაში>ვიდრე სხვა ნებისმიერი მწვრთნელი სხვა ნებისმიერ კლუბში და ბარსას უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ზუსტად ასრულებენ მის დავალებას...
Levan, შენ გგონია გვარდიოლა რომ არ იყოს ბარსას მწვრთნელი და სხვა რომ იყოს ეგრე ვერ ითამაშებენ გვარდიოლა ვინ ცემი ფეხევი იყო გამოუცდელი მწვრთნელი, გუნდში პროსტა ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ რომ გუნდს ეგ სტილი უნდა ეთამაშა მე ბევრ მწვრთენლს ვცემ პატივს მაგრამ გვარდიოლას დიდ მწვრთნელად არ მივიჩნევ მიუხედავად იმისა რომ ბარსასთან ერთად ამდენი რამის მოგება შეძლო სად გვარდიოლა და სად ფერგუსონი ანდაც მაურინიო ანდაც ლუბოი სხვა დიდი მწვრთნელი
დამატებულია (11/10/2011, 22:58) --------------------------------------------- ბარსა მაგარი მაგრამ მანჩესთან მაინც ვერ მივა ჩემთვის ეგრეა და შენთვის სხვანაირად რამდენჯერაც არ უნდა შეხვდეს და მოუგოს
დამატებულია (11/10/2011, 23:00) --------------------------------------------- და სტარებს რაც შეეხება სტარების ყოლა იმას კი არ ნიშნავს რომ გუნდი მაგარია მთავარი გუნდი შეთამაშდეს ბარსაში არ ისეთი სტარები იყვნენ თავიდან მაგრამ შეთამაშდნენ რეალმა კიდე სჭირდებოდა თუ არა ყველა იყიდა სიტის არ იყოს და რა ხეირი
გვარდიოლა ვინ ცემი ფეხევი იყო გამოუცდელი მწვრთნელი,
შენ გეტყობა ფეხბურთთან ხშირი შეხება არ გაქვს თორე როგორ ამბობ ვინ ჩემი ფეხებიაო მწვრთნელზე რომელმაც პირველივე წელს ყვლაფერი მოიგო რის მოგებაც შესაძლებელი იყო !!!
papuna, შეხები როგორ არ მაქ ეგ რა შუაშია ტიპი გამოუცდელი იყო აბა რა იყო მაგრამ გუნდი შეხვდა ისეთი რომელიც ყველაფერს მოიგებდა ჩემი აზრი ესეთი ბარსას ეხლა ვინც არ უნდა ედგას სათავეში ყველაც მოიგებს
genus, რაიკაარდი იყო ზუსტად 1 სეზონის წინ და რა ჩემი ფეხები ქნა? ვერც ვერაფერი ! გვარდილა მოვიდა და ყველაფერი მოიგო ... ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია :X
ჯერ ესემც ერთი გამოუცდელი როგორც მწვრთნელი არ იყო ბარსაბ-ს წვრთნიდა მერე ბარსას ლეგენდაა და აბსოლუტურად იცნობს ბარსელონას ყველა მხრიდან !!!
ფერგიუნსონის ფონზე მართლა რთულია დავინახოთ პეპი მაგრამ ვინ ჩემი ფეხებიაო და მსგავსი რა მოსატანია !!! ფერგიუნსონი მწვრთნელთა სამყაროში ისეა როგორც ჰაშირამა ნარუტოში !!!
Levan, მაიცა რა რაიკააარდთან ერთად ბარს ვერ იგებდა თუ რა ძაან მაინტრესებს თუ სწორად მახსოვს 2005-06 წლებში მაგასთან ერთადაც მოიგეს ლიგა და ესპანეთიც მაგრამ მერე გააგდეს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობის გამო და მაგისი საქმე გააგრძელე გვარდიოლამ ბარსას ისტორის კარგად არ ვიცნობ მაგრამ მგონი ეგრე იყო
დამატებულია (11/10/2011, 23:18) --------------------------------------------- papuna, და გამოუცდელი იყო აბა რა იყო ტიპის პირველი გუნდი ბარსას დუბლები იყო და მერე ეგრევე ბარსას ტრენერად დანიშნეს
მაგისი საქმე გააგრძელე გვარდიოლამ ბარსას ისტორის კარგად არ ვიცნობ მაგრამ მგონი ეგრე იყო
მაგის საქმე არ გაუგრძელებია !!! რაიკაარდის გუნდს ერთი მამოძრავებელი ძალა ქონდა რონალდინიოს სახით გუარდიოლამ ეს სამად გადააქცია ჩავი ინიესტა და მესი !!!
papuna, ცნობა არ ცნობა რა შუაშია გამოუცდელი იყო მე მაგის თქმა მინდა ტიპი დავიჯერო ეგეათი გენიოსი რომ პირველივე წელს ბარსა ეგრე აატამაშა ეგრე არცეღტი მწვრთნელი არ ყოფილა და ეგ ეგეთ გენიოსად მე არ მიმაჩნია
დამატებულია (11/10/2011, 23:27) --------------------------------------------- და ფაშე რას მალაპარაკებტ აქ ბარსას მიღწევებზე მის მწვრთნელზე რომელიც საერთიდ არ მევასება ბარსას ფანკლუბში გადავინაცვლოთ და იქ ვიკამათოთ ბარსაზე
და ლევან ჩავარდნა არ ხდება ნეტა აუცილებლად ყველაფერი უნდა მოიგო ყოველ წლეს და ჩავარდნაც მგონი ფეხბურთელების გამო იყო მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობა რომ ჰქონდა თ მაგის გამო ტუ სწორად მახსოვს
დამატებულია (11/10/2011, 23:31) --------------------------------------------- papuna, ხო მაგრამ რამდენი წვალების შემდეგ პირველივე წლიდან არ მოუგია და დიდი დრო მოანდომეს ამას და პლისუ ფერგუსონი მანცემდე რამდენი წელი აბერდინს წვრთნიდა და უეფა და შოტლანდიის ჩემპიონატიც მოიგო
genus, ბარსას ფან კლუბს თავისი წესები აქვს რომ მარტო ბარსას ფანები პოსტავენ და აქ არაა ეგეთი წესი, იქ არ დავიანხო დაპოსტილი, თორემ მერე 1 კვირიანი არ აგცდება
და ლევან ჩავარდნა არ ხდება ნეტა აუცილებლად ყველაფერი უნდა მოიგო ყოველ წლეს და ჩავარდნაც მგონი ფეხბურთელების გამო იყო მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობა რომ ჰქონდა თ მაგის გამო ტუ სწორად მახსოვს
აი დაფიქრდი 100% ჩავარდნილი სეზონი, ყველა მხრივ, რეალთან მარცხი, ყველგან ცუდი შედეგი ! და უცბად მოვიდა გუარდიოლა და ესე 180 გრადუსით შეტრიალდა და ახლა იმასაც ვიტყვით რომ გუარდიოლას გაუმართლა ალბათ ... ჩემთვის პირადად ეგეთი მიდგომა სრული უაზრობაა !!
Levan, ძმა ეგ მითხარი ფეხბურთელებთან კონფლიქტი იყო თუ არა მე რატომგაც ესე მახსოვს და რაიკარდისი ჩავარდნაც სწორედ ამის გამო იყო თOრე გუნდი რომელიც ყველაფერს იგებდა და ეგრე აგებს ეს ძალიან მცირეა
დამატებულია (11/10/2011, 23:43) --------------------------------------------- კაი ეხლა გავედი და მერე ვიკამათოთ ხვალე 8 საათზე უნივერსიტეტში მივდივარ