• გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 11
  • 12
  • »
კაკაშის ფანკლუბი
pa2ka
თარიღი: ორშაბათი, 06/06/2011, 20:51 | შეტყობინება # 1
ავტორი pa2ka
06/06/2011, 20:51 | პოსტი # 1
--- ▼ ---

სახელი: ჰატაკე კაკაში
სოფელი: კონოჰა
რანგი: ჯუნინი
სქესი: მამრობითი
ასაკი: 27 / 30
სისხლის ჯგუფი: O
სიმაღლე: 181 სმ
წონა: 67.5 კგ
ნომერი: 009720
დაბადების დღე: 15 სექტემბერი
ზოდიაქო: ქალწული
მისიები (მე-3 დათაბუქის მიხედვით):

S - 42
A - 298
B - 414
C - 190
D - 197

პირველი დათაბუქი (1-139 თავები):

ნინჯუცუ - 5
ტაიჯუცუ - 4
გენჯუცუ - 4
ინტელექტი - 4.5
ძალა - 3.5
სისწრაფე - 4
გამძლეობა - 3(აქ ალბათ ჩაკრა იგულისხმება)
სეალინგი - 5

მეორე და მესამე დათაბუქი (140-409 თავები):

ნინჯუცუ - 5
ტაიჯუცუ - 4.5
გენჯუცუ - 4
ინტელექტი - 5
ძალა -3.5
სისწრაფე - 4.5
გამძლეობა - 3
სეალინგი - 5

საქმიანობა: ყოფილი ანბუ, ჯგუფის ხელმძღვანელ-ინსტრუქტორი
ბუნების ელემენტი: ელვა
ორიგინალი ტექნიკა: ჩიდორი, რაიკირი, კამუი
შეძენილი: შარინგანი
სტიქიები: ელვა, ცეცხლი, წყალი, მიწა (შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მანიპულირება)
გამოძახების ტექნიკა: ნინძა-ძაღლების ჯგუფი (8)
გვარი "ჰატაკე" ნიშნავს მამულს (ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც ფოთლის მებრძოლი), სახელი "კაკაში" საფრთხობელას
მნიშვნელოვანი ფაქტები: იყო იონდაიმეს მოსწავლე, მოკვდა ერთხელ ანიმეში და ერთხელ კინაღამ მოკვდა წინასწარ თავისივე დაგეგმილი სიკვდილით შიპუდენის მე3 ფილმში. ცოტა დააკლდა ჰოკაგეობამდე, დანზოს რომ არ გაეჩალიჩებინა.
ფსიქოპორტრეტი: გულგრილი, აუღელვებელი, მხარში დამდგომი, ანალიტიკის მამა და ჭკვიანი სტრატეგი, აქვს იუმორის გრძნობა, ზედმეტად არ ერევა არაფერში, ეზარება ბევრი ლაპარაკი, თუმცა რასაც ლაპარაკობს იმას წყალი არ გაუვა არასდროს, უბრალო საუბრისას შემოიფარგლება სასხვათაშორისო ფრაზებით.
გარეგნობა: ატარებს ვარცხნილობას (თუ შეიძლება ასე ეწოდოს), რაც მის სახელს 100%-ით ამართლებს და ამის გამო შორიდანვე ცნობადია.
ინტრიგა: რა იმალება ნიღბის მიღმა, რომელსაც კაკაში მუდმივად ატარებს?
ჰობი: პორნო და ფლირტრომანების კითხვა.
საყვარელი საბრძოლო ფრაზა: ”დაგეცა მეხი!”

კაკაშის ყველაზე ხშირათ გამოყენებული ჯუცუები:
• Chidori
• Dancing Leaf Shadow
• Earth Release: Inner Decapitation Technique
• Eight Chakra Gates
• Evil Sealing Method
• Fire Release: Great Fireball Technique
• Front Lotus
• Hidden Mist Technique
• Ice Release: One Horned Whale
• Lightning Blade
• Lightning Blade Double Charge
• Mangekyo Sharingan
• Multiple Shadow Clone Technique (Kakashi Style)
• One Thousand Years of Death
• Rasengan
• Sharingan
• Silent Homicide Technique
• Shadow Clone Technique
• Summoning Technique (Dogs)
• Summoning Technique: Earth Release: Tracking Fang Technique
• Water Clone Technique
• Water Release: Grand Waterfall Technique
• Water Release: Water Dragon Projectile Technique
• Water Release: Water Encampment Wall
• Water Release: Water Shark Projectile Technique

ჰატაკე კაკაში და კანაბის ხიდის მისია

ჰატაკე კაკაში კონოჰას ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი - ჰატაკეს კლანის შთამომავალია, ამ კლანმა კონოჰას თავსდამტყდარ მრავალი თავდასხმის მერე კატასტროფული შემცირება განიცადა. ანიმეში კაკაშის გარდა ცოცხალ ჰატაკეს ვერ ვხვდებით ამდენად უცნობია ჰატაკეების რაოდენობა ამჟამად. კაკაშის დედა წარმოშობით იყო ქვიშის სოფლიდან და ძალიან ადრე გარდაიცვალა, მამა - ჰატაკე საკუმო, კონოჰას ერთ-ერთი უძლიერესი კაგე რანგის ნინძა იყო, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში და სიკვდილის შემდეგაც კი თავზარს სცემდა კონოჰას მტრებს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იმის გამო რომ თანამებრძოლების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ჩააგდო კონოჰას უმნიშვნელოვანესი საბრძოლო მისია, რის შემდეგაც საყოველთაო გაკიცხვის საგანი გახდა. მამის სიკვდილის შემდეგ კაკაში მარტო დარჩა, მან მამამისი თვითმკვლელობაში სოფლის დადანაშაულებისა და ამაზე გაბოროტების ნაცვლად დაიწყო თავდაუზოგავი ვარჯიში და საკუთარ თავზე მკაცრი მუშაობა, რათა სოფლის ცხოვრებასა და უსაფრთხოებაში საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეეტანა და არასოდეს გადაეხვია შინობის ცხოვრების წესებისთვის. აქედან ვხედავთ, რომ ის მამამისს შეცდომად უთვლიდა მისიასა და მეგობრების სიცოცხლეს შორის არჩევანს.

13 წლამდე ის თავის თავისთვის დადგენილ კოდექსს მკაცრად მისდევდა და საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც კი გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა და მათგან გამუდმებით დადგენილი წესების შესრულებას მოითხოვდა, რის გამოც მის გუნდელთან კაკაშის სრულ ანტიპოდ უჩიჰა ობიტოსთან მუდმივი შეხლა-შემოხლა ჰქონდა. გულკეთილი და დაბნეული ობიტო ვერაფრით ახერხებდა უჩიჰას თვალის კეკეი გენკაის - შარინგანის გაღვიძებას და ყოველთვის აგვიანებდა. მას უყვარდა მათი მესამე გუნდელი ნინძა-მედიკი რინი, რომელსაც კაკაში მოსწონდა. ეს კიდევ უფრო აღრმავებდა მათ შორის კონფლიქტს, რომელშიც არ ერეოდა მათი სენსეი-ნამიკაძე მინატო, ლეგენდარული ყვითელი ისარი, კონოჰას მომავალი იონდაიმე ჰოკაგე.ის თავისი თბილი დამოკიდებულებით ახერხებდა შორიდან განემუხტა სიტუაცია მათ შორის და მათ კონცენტრირებას მისიის მიზნებზე ახდენდა.

შინობთა III ომის დროს მინატოს ჯგუფს დაევალა კანაბის ხიდის აფეთქება. მისიაზე მინატომ ჯგუფი ორად გაყო და დივერსიის ხელმძღვანელობა კაკაშის-ახალბედა ჯუნინს მიანდო, თვითონ კი ფრონტის წინა ხაზზე მარტო წავიდა. წასვლამდე მან კაკაშის აჩუქა თავისი მატელეპორტირებელი კუნაი, რისი მეშვეობითაც შეეძლო წამის მეათედებში მათთან გაჩენა. ამ მისიის შესავალში ჩვენ ვხედავთ კაკაშის ახლადდამუშავებული და შემდგომში სახელგანთქმული ტექნიკის ჩიდორის (ათასი ჩიტი) პირველ გამოჩენას, რასაც კაკაში მისთვის იმ პერიოდში დამახასიათებელი თავდაჯერებულობით აკეთებს და მინატოს დახმარებით ძლივს გადაურჩება კონოჰას მტრის - ჰიდენ გრასის ნინძის ხელიდან სიკვდილს. მინატოს წასვლის შემდეგ ჰიდენ გრასის ნინძები იტაცებენ რინს და როცა ობიტო მის გამოსახსნელად გაემართება აქ კაკაში აჩერებს და ეუბნება რომ რინის გადარჩენის ნაცვლად მათ უნდა განაგრძონ მისია.

ეს მომენტი არის გადამწყვეტი კაკაშის ცხოვრებასა და ღირებულებების მთავარი ხაზის განვითარებაში. მამის წარსულის აჩრდილი, რომელსაც კაკაში განუწყვეტლივ ებრძოდა თავისთავში წესების ურღვევობის პატივისცემის ჩანერგვით, რათა მამის "შეცდომა" არ გაემეორებინა, ერთი ხელის მოსმით ინგრევა ობიტოს მიერ. უჩიჰა ობიტო, რომელიც არაფრით გამორჩეული, დაბნეული ჩუნინი იყო და შარინგანის გაღვიძებასაც ვერ ახერხებდა კაკაშის ეუბნება ფრაზას, რომელიც მას წარსულს სრულიად სხვა მხრიდან ანახებს და მომავლის გადარჩენაში ეხმარება "ის ვინც არ იცავს წესებს, ნაგავია და ის ვინც თავის მეგობრებს გაჭირვებაში არ ეხმარება, კიდევ უფრო დიდი ნაგავია". ობიტოს ესმის რომ არ არის კარგი შინობი, მაგრამ მას არც სჭირდება იყოს შინობი, თუ ამისათვის თავისი მეგობრის გაწირვა მოუწევს. ეს იყო ნამდვილი შოკი კაკაშისთვის, რომელიც მანამდე მხოლოდ ერთი მიმართულებით ივითარებდა თავს და ყველაფერი რაც მამამისის ცხოვრებაზე დააფიქრებდა უკუგდებული ჰქონდა. აქ ობიტო შინობის ცხოვრების წესის საზღვრებს სცდება თავისი პიროვნული მასახიათებლებით და აღმოჩნდება, რომ საუკეთესო ნინძა - ჯუნინი კაკაში ცხოვრების ღირებულებებით ბევრად უკან დგას, ვიდრე დაუდევარი და უპასუხისმგებლო უმაქნისი ობიტო. ობიტო კაკაშის დაანახებს, რომ მამამისის ნამოქმედარის სხვა მხრიდან დანახვა და დაფასებაც შეიძლება და ამით მის მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებულ ცხოვრების რეგულაციას მთლიანად დაარღვევს. კაკაშისთვის ცხოვრებაში ახალი კარი იხსნება, რომლის გაღების შემდეგაც ის მამის სიკვდილიდან დაკარგულ სიმშვიდეს დაიბრუნებს და სულიერ ბალანსს აღიდგენს. ამას ის პირველ რიგში გააკეთებს ილით, რომ თავის ებილითებს მისიის შერულების მაგივრად პირველ რიგში ამხანაგების გადასარჩენად მიმართავს და რინის გასათავისუფლებლად მარტო წასულ ობიტოს წამზე მიუსწრებს და ჰიდენ გრასის ნინძისგან იხსნის, რის შედეგადაც დაკარგავს მარცხენა თვალს, ხოლო ამავე ნინძის მეორე თავდასხმისას ობიტოს შარინგანი გაეღვიძება და ახლა ის გადაარჩენს კაკაშის. რინის გათავისუფლების შემდეგ ჩამონგრეულ გამოქვაბულში ობიტო ისევ კაკაშის გადარჩენისას მოყვება დიდ ქვის ქვეშ და იღუპება, მანამდე კი თავის მარცხენა შარინგანს ჩუქნის კაკაშის იმ თვალის სანაცვლოდ, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ დაკარგა. მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ მარტო დარჩენილი კაკაშის და რინს გადაარჩენს მინატო, რომელის მარტო უმკლავდება ასობით ნინძას და კანაბის ხიდის მისიასაც ასრულებს.

ამ მისიას, ისევე როგორც მთელ ომს მრავალი შინობის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ამ მისიაზე დაიბადა ორი გმირი, რომელთაგან ერთი სახელი სამუდამოდ დარჩა ამოტვიფრული კონოჰას მემორიალზე, ხოლო, მეორემ განაგრძო ცხოვრება კონოჰას მტრებისთვის ასევე ზარდამცემი, ლეგენდარული კოპი ნინჯა ნო კაკაში-ს სახელით.

ობიტოს სიკვდილმა ყველაზე დიდი დაღი დაასვა კაკაშის გულსა და ცხოვრებას, მაგრამ ამავე დროს მოუხსნა ასევე დიდი ტვირთი, რომელსაც ის მამამისის სიკვდილის შემდეგ ატარებდა. ობიტომ თვალის გადაცემით სიმბოლურად კაკაშის ახალი სულიერი თვალი გაუღვიძა, რასაც გარშემომყოფი თანამემამულეების სიყვარული და დაცვის ვალდებულება ერქვა. ობიტომ კაკაშის უთხრა, რომ ის ამიერიდან მომავალს მისი თვალით დაინახავდა და ასეც მოხდა, კაკაშიმ შეძლო მისიის შესრულების ვალდებულებასა და თანამებრძოლების სიცოცხლის დაცვას შორის ბალანსის გაკეთება და სიმშვიდის მოპოვება, რასაც ის მუდამ ობიტოს უმადლოდა.

როცა მას გასაწვრთნელად გადასცეს მე 7 ჯგუფი, მან მაშინვე გაავლო პარალელი სასკესა და თავის თავსა და ობიტოსა და ნარუტოს შორის. სასკე ისევე ყოყლოჩინა და თავდაჯერებული იყო, როგორც თვითონ 13 წლის ასაკში მათ წარსულიც მსგავსი ჰქონდათ, ნარუტო კიდევ ობიტოსავით ემოციური, გულუბრყვილო და კეთილი. ამდენად კაკაშიმ იცოდა რომელი უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებდა და ყველაზე მეტად თვითონ სასკეს ბნელიდან ამოყვანაზე ზრუნავდა.

ჰატაკეს კლანი

დამაარსებელი - ჰატაკე კასუში
ჰატაკეს კლანი წარმოიშვა კონოჰაში და მალე მოიპოვა საყოველთაო აღიარება და რეპუტაცია. ეს კონოჰას ისეთივე ძველი კლანია, როგორც ჰიუგას კლანი. ამ კლანის წევრები ცნობილი იყვნენ როგორც თავდაუზოგავი მშრომელები, რომლებიც არასდროს იხევდნენ უკან და უყვარდათ ბრძოლა. კლანის წევრების სპეციალიზირებულები იყვნენ პირდაპირ შეტევაში და მეთაურობდნენ და პასუხს აგებდნენ კონოჰას შემტევ ძალებზე განსხვავებით ჰიუგას კლანისგან, რომელიც ყველაზე უფრო მეტად შპიონაჟისთვის გამოიყენებოდა და უჩიჰას კლანისგან, რომლიც კონოჰას პოლიციურ ძალას წარმოადგენდა. გამოძახების ტექნიკის ასოციაციით, მათ ასევე ადარებდნენ და იხსენიებდნენ მგლებად. მათი რიცხვი შემცირდა მაშინ, როცა კონოჰას, ჯერ კიდევ ახალდაარსებულ სოფელს გადატრიალების მოწყობის მიზნით თავს დაესხა კრიმინალი და ძებნილი ნინძების ბანდა. კლანის რიცხოვნობის კატასტროფული დაცემის გამო ის დაუკავშირდა სხვა გვარებს რათა ერთად გაეგრძელებინათ არსებობა და გადარჩენილიყვნენ. კლანი ყოველთვის გამოირჩეოდა კონოჰას ნინძებში, მაგრამ საკუმოს (და შემდეგ კაკაშის) გამოჩენამ გვარი უმაღლეს რანგამდე აიყვანა თავისი ძალით, რომელიც სანინებისას არ ჩამოუვარდებოდა და თავისი სახელით, რომელიც ყველა საზღვრებს სცილდებოდა და ჟღერდა, როგორც ”კონოჰას თეთრი ეშვი”.

ჰატაკე კაკაში, საკუმოს შვილი ასევე გენიოსი იყო, მამამისივით ისიც ცნობილი იყო თავისი შარინგანით, ძალითა და ინტელექტით - ”ჰატაკე კაკაში-მაკოპირებელი ნინძა”. მისი დედა იყო ქვიშის სოფლიდან . თავისმა ელექტრულმა ველმა მას არ მისცა საშუალება განევითარებინა ჰატაკეს მემკვიდრეობით ტექნიკები, მაგრამ თავისი თანდაყოლილი ბუნებრივი ტალანტის წყალობით ისეთივე ლეგენდად იქცა როგორც მამამისი.

ჰატაკეს კლანი საკუმოს სიკვდილის მერე კლანი ცოტა არ იყოს მივიწყებული იყო. მანგასა და ანიმეში საკუმოსა და კაკაშის გარდა სხვა ჰატაკე არ ჩანს, ნუ ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ერთგან ეწერა, კაკაში თავის კლანის სხვა წევრებს ეძებსო
კლანის წევრები ხშირად ატარებდნენ გრძელ თეთრ თმას, ისინი არიან განსაკუთრებულად სწრაფები დ სოფლის კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის ყველაფერზე წამსვლელები. ეს ”ვილ ოფ ფაირ” კარგად ჩანს ნარუტო შიპუდენის მესამე ფილმში, სადაც კაკაში ჰატაკე მიდის ძლევამოსლ ნინძასთან რომელიც კონოჰას განადგურებით ემუქრება. მან პირდაპირ აიძულა მეხუთე ჰოკაგე ამის ნება დაერთო მისთვის და შესაბამისი სეალი შეესრულებინა, რათა მოეკლა მტერი და თვითონაც დაღუპულიყო. ამ ყველაფერს კიდევ საოცარი გულგრილობითა და გონებამახვილურად გეგმავს.

მემკვიდრეობითი ჯუცუ: ცეცხლისა და სხეულის სითბოს ენერგიის მანიპულირება.
მოკლედ ჰატაკეს კლანს უძველესი დროიდან კავშირი ქონდა ელვასთან მაგრამ შემდეგ მათ აღმოაჩინეს რომ კავშირი ქონდათ ამინდთანაც. ჰატაკეს კლანის წევრებს შეეძლოთ ეკონტროლებინათ ამინდი და მასთან დაკავშირებული სტიქიები. კლანის ახალგაზრდა და სუსტ წევრებს შეეძლოთ შეექმათ პატარა ქარები და წვიმა ხოლო უფრო მაღალი რანგის ძლიერ წევრებს შეეძლოთ შეექმნათ და მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ტორნადოები და შეეტიათ ელვით

ძლიერ იუსერებს შეეძლოთ შეექმნათ ისეთი ღრუბლები და გამოეწვიათ მეხი რომლის გამოყენების შემთხვევაში 94% მოწინააღმდეგეს გადარჩენის შანსი არ ქონდა.

ამ კლანის წევრს ბევრს გარდა ელვის სტიქიისა თან დაყოლილი ქონდა ქარის სტიქიაც.

და კიდევ რა ფაქტმაც დამაინტერესა ... როგორც ვიცით კაკაშის ცოტა რაოდენობის ჩაკრა აქვს რასაც შერინგანს ვაბრალებთ მართალია შერინგანი დიდ ჩაკრას ართმევს მაგრამ თურმე თვითონ კლანში ძალიან ბევრს ქონდა ჩაკრასთან დაკავშირებული პრობლემა რადგან მათ მუდმივი კავშირი ქონდათ ბუნებასთან სწორედ ამიტომ ქონდათ მათ სხვა თეთრი ჩაკრა რომელსაც იყენებდნენ როცა დასჭირდებოდათ
ტექნიკები:
კატონგანი - ე.წ. ცეცხლის თვალი, საშუალებას აძლევს გამომყენებელს ცეცხლი წაუკიდოს ყველაფერს რასაც კანით ეხება. ითხოვს ბევრ ჩაკრას და მისი გამოყენება მხოლოდ ჰატაკეს სპეციალურ შტოს შეეძლო;
ჰაკკა გენ კოცუ- ცეცხლის მუშტი: გამომყენებელი ცეცხლში ხვევს თავის მუშტს და იყენებს როგორც იარაღს, მას ასევე შეუძლია მტერს მცირე ცეცხლიც ესროლოს. (გენინის რანგის ტექნიკა).
ჰაკკა კუტეცუ - ცეცხლის აბჯარი: გამომყენებელი ცეცხლში ხვევს მთელ სხეულს, ცეცხლის ინტენსივობა ჩაკრაზეა დამოკიდებული (ყველა რანგს შეუძლია).
ჰი კოკუდო - ცეცხლის სამეფო: ერთბაშად უშვებს ცეცხლის ნაკადს რომელიც წვავს ყველაფერს ახლომახლო არეალში. ითხოვს ბევრ ჩაკრას იყენებენ ანბუს შეფის, სპეც. ჯუნინის, ჯუნინის რანგები.
ჰი ჯიცუგენ - ცეცხლის შექმნა: ცეცხლის იარაღის ან რაიმე ნივთის შექმნა. მისი ძალა იცვლება რანგის შესაბამისად.
გამოძახების ტექნიკა: კლანის წევრებს დაბადებიდან პაქტი აქვთ დადებული და დასახმარებლად იძახებენ, როგორც ნინძა ძაღლებს, ისე მგლებს; ასევე გრაგნილის გამოყენებით უშვებენ მათ და ისინი კბილებით იჭერენ ამოწინააღმდეგეს, ამ ტექნიკის აცილება შეუძლებელია. კაკაშიმ ზაბუზა ამის დახმარებით დაიჭირა ნისლში. ამგვარად ეს გამოძახების ტექნიკა თავდაცვითი და მაძებრული ტიპისაა და ბრძოლაში იდეალურ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს შინობისთვის. თავდასხმითი ფუნქციით ნაკლებად იყენებენ.
სამი მგელის შეტევა (პაქტი არის აუცილებელი): სამი მძვინვარე მგელი ესმის თავს მოწინააღმდეგეს და კბენს სამ მთავარ სასიცოცხლო ორგანოს;
ცეცხლის ტყეების ცოფიანი მგელი (პაქტი): ეს უზარმაზარი ცხოველი ლეგენდის თანახმად მხოლოდ დიდ ბრძოლებზე ჩნდება და დახოცილთა სულებს ჭამს;
ცერბერის გამოძახება (ინვოქეიშნ ცერბერუს): ამბობენ რომ ეს არის უზარმაზარი სამთავიანი ძაღლი, რომელიც იცავს ჯოჯოხეთის შესასვლელს. ეს ჰატაკეს ყველაზე ძველი ქუციოსე არის.
დოტონ მკვალავი ჯაჭვი (არ ვიცი თუ სწორად ვთარგმნე, ეს მგონი პეინთან ბრძოლისას რომ გამოიყენა ისაა).
კატონ ჰატაკეს მწველი შუქი - მოწინააღმდეგისკენ უშვებს ცეცხლის ელვისებურ, მძლავრ ნაკადს
ჰატაკეს ჩაკრის მახვილი - ჩაკრა გარდაიქმნება პატარა გამანადგურებელი ბასრი იარაღის ფორმად (ეს არ მახსოვს სადმე მენახოს თქვენ თუ გახსოვთ თქვით).
ჩიდორი/რაიკირი,
რაიკირი სენპუუ (ფეთქებადი რაიკირი) - მარტო კაკაში ფლობს;
ყველაზე ძლიერი ჩიდორის სახეობა - რაიკირი, რომელიც თავის წინ ყველაფერს ანადგურებს და სანამ კაკაში არ გააუქმებს ტექნიკას არ ჩერდება
_____________________________________________________________________________________

წესები :




წევრები და რანგები !


შეტყობინება დაარედაქტირა: pa2ka - ოთხშაბათი, 29/06/2011, 01:31
 
PaPu
თარიღი: ორშაბათი, 06/06/2011, 22:46 | შეტყობინება # 2
ავტორი PaPu
06/06/2011, 22:46 | პოსტი # 2
--- ▼ ---
ჰაჰ ჩვენი ძველი ნამუშევარი :) :) :) ჩამწერე ეხლა დრო მაქვს უკვე და ხშირად შემოვალ :P
 
giorgi1
თარიღი: ორშაბათი, 06/06/2011, 23:30 | შეტყობინება # 3
ავტორი giorgi1
06/06/2011, 23:30 | პოსტი # 3
--- ▼ ---
ვაა რა მაგარი აგანახლდა კაკაშის ფანკლუბი ჩამწერეთ s s s q q sdm sdm hx hx
 
ukuse-hatake
თარიღი: სამშაბათი, 07/06/2011, 01:13 | შეტყობინება # 4
ავტორი ukuse-hatake
07/06/2011, 01:13 | პოსტი # 4
--- ▼ ---
pa2ka, საიდან მოვაკოპირო?? რაგაცების გადმოტანა მინდა! :)
პ.ს. მადლობა, რო განაახლე.. hx s
 
ReepsHatake
თარიღი: სამშაბათი, 07/06/2011, 15:35 | შეტყობინება # 5
ავტორი ReepsHatake
07/06/2011, 15:35 | პოსტი # 5
--- ▼ ---
პა2კა ჩამწერე )) ჰატაკე რულზ !!
!!
 
MugiwaraNoRufi
თარიღი: სამშაბათი, 07/06/2011, 17:12 | შეტყობინება # 6
ავტორი MugiwaraNoRufi
07/06/2011, 17:12 | პოსტი # 6
--- ▼ ---
კაკაში უმაგრესი კაცი. უმაგრესი ხასიათით საკაიფო ტექნიკებით და რავი ყველაფერი მომწონს მაგ პერსონაჟში a a

დამატებულია (07/06/2011, 17:12)
---------------------------------------------
ხო თემის ავტორს მცირე შენიშვნა მინდა მივცე

Quote (pa2ka)
ორიგინალი ტექნიკა: ჩიდორი, რაიკირი, კამუი
აქ კამუის რა უნდა როგორც ვიცი ეს ორიგინალი ტექნიკა არაა რადგან როგორც შენ გიწერია შარინგანი შეძენილია ასე რომ ცალკე დაგეწერა შეძენილი და დაკოპირებული ტექნიკები ერთად უფრო აჯობებდა hx
hx hx hx hx hx hx hx hx ისე ძალიან კარგია რომ კაკაშის ფან კლუბი არსებობსსსს მეც ჩამწერეთ თუ ჯერ არ ვწერივარ g
 
ReepsHatake
თარიღი: სამშაბათი, 07/06/2011, 18:07 | შეტყობინება # 7
ავტორი ReepsHatake
07/06/2011, 18:07 | პოსტი # 7
--- ▼ ---
Quote (MugiwaraNoRufi)
აქ კამუის რა უნდა როგორც ვიცი ეს ორიგინალი ტექნიკა არაა რადგან როგორც შენ გიწერია შარინგანი შეძენილია ასე რომ ცალკე დაგეწერა შეძენილი და დაკოპირებული ტექნიკები ერთად უფრო აჯობებდა

შარინგანი შეძენილია მაგრამ მანგეკიო თავად განავითარა ! ასე რომ ორიგინალია !
 
Kakashi-of-the-Sharingan
თარიღი: ოთხშაბათი, 08/06/2011, 14:08 | შეტყობინება # 8
ავტორი Kakashi-of-the-Sharingan
08/06/2011, 14:08 | პოსტი # 8
--- ▼ ---
ჩამწერეთ კი არა ამომტვიფრეთ მანდ სამუდამოდ!!!

პ.ს.
Quote
საყვარელი საბრძოლო ფრაზა: ”დაგეცა მეხი!”
ეს ვერ გავიგე ერთადერტი რა ფრაზაზეა საუბარი.
 
pa2ka
თარიღი: ოთხშაბათი, 08/06/2011, 20:01 | შეტყობინება # 9
ავტორი pa2ka
08/06/2011, 20:01 | პოსტი # 9
--- ▼ ---
ვსო ჩაგწერეთ ყველა :))

ukuse-hatake, hx ხო ისე რაღაცეების გადმოტანა თუ გინდა წინათემიდან ვერაფერს გადმოიტან იმიტომ რო წაშალეს :(( და თუ რამეს იპოვი აი სულ პირველ ფანკლუბში მოძებნე

დამატებულია (08/06/2011, 20:01)
---------------------------------------------
MugiwaraNoRufi, ჰმმ კარგია რომ კაკაშის ,,ფანი'' ხარ მაგრამ დავიჯერო ძმა რომ მართლა კარგად აფასებ კაკაშის და მის შესაძლებლობებს? რავიცი ტემაში ვნახე ჰიდანი კაკაშის მოუგებსო და რარაც ეჭვი შემეპარა მაგაში:)

 
Senpai
თარიღი: ხუთშაბათი, 09/06/2011, 02:30 | შეტყობინება # 10
ავტორი Senpai
09/06/2011, 02:30 | პოსტი # 10
--- ▼ ---
chamwere pa2k

დამატებულია (09/06/2011, 00:53)
---------------------------------------------


დამატებულია (09/06/2011, 01:01)
---------------------------------------------

დამატებულია (09/06/2011, 02:30)
---------------------------------------------
da FC s xelmowera ar udna ?

შეტყობინება დაარედაქტირა: Senpai - ხუთშაბათი, 09/06/2011, 01:02
 
Kakashi-of-the-Sharingan
თარიღი: ხუთშაბათი, 09/06/2011, 11:55 | შეტყობინება # 11
ავტორი Kakashi-of-the-Sharingan
09/06/2011, 11:55 | პოსტი # 11
--- ▼ ---
ვინმე ამიხსნის მისა საყვარელ საბრძოლო ფრაზას "მეხი დაგეცას"
 
ukuse-hatake
თარიღი: ხუთშაბათი, 09/06/2011, 12:46 | შეტყობინება # 12
ავტორი ukuse-hatake
09/06/2011, 12:46 | პოსტი # 12
--- ▼ ---
Kakashi-of-the-Sharingan,
Quote (Kakashi-of-the-Sharingan)
ვინმე ამიხსნის მისა საყვარელ საბრძოლო ფრაზას "მეხი დაგეცას"

ანკეტაში წერია. მგონი.
ისე მაინც და მაინც ნუ ჩაეძიები, უფრო პრიკოლია ეგ :)

დამატებულია (09/06/2011, 12:46)
---------------------------------------------
ხალხო კაკაშის საიდუმლო ილეთზე რატოა ამხელა პანიკები, ხო არ შეგიძლიათ ამიხსნათ?

 
ReepsHatake
თარიღი: ხუთშაბათი, 09/06/2011, 15:24 | შეტყობინება # 13
ავტორი ReepsHatake
09/06/2011, 15:24 | პოსტი # 13
--- ▼ ---
Quote (ukuse-hatake)
ხალხო კაკაშის საიდუმლო ილეთზე რატოა ამხელა პანიკები, ხო არ შეგიძლიათ ამიხსნათ?

სავარაუდოდ მანგაში უნდა გამოჩნდეს ჰატაკეს კლანის საიდუმლო ტექნიკა!
 
PaPu
თარიღი: ხუთშაბათი, 09/06/2011, 20:15 | შეტყობინება # 14
ავტორი PaPu
09/06/2011, 20:15 | პოსტი # 14
--- ▼ ---
Quote (ukuse-hatake)
ხალხო კაკაშის საიდუმლო ილეთზე რატოა ამხელა პანიკები, ხო არ შეგიძლიათ ამიხსნათ?

იმიტო რო რაღაცა უმაგრეს ტექნიკას მალავს და გამოჩნდება და ნახე მერე კაკაში რეებს იზავს.
 
ukuse-hatake
თარიღი: ხუთშაბათი, 09/06/2011, 20:37 | შეტყობინება # 15
ავტორი ukuse-hatake
09/06/2011, 20:37 | პოსტი # 15
--- ▼ ---
PaPu, n_ok
 
Kakashi-of-the-Sharingan
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 10:58 | შეტყობინება # 16
ავტორი Kakashi-of-the-Sharingan
10/06/2011, 10:58 | პოსტი # 16
--- ▼ ---
კაკაშის საიდუმლო ტექნიკა ოოოოოოოო რა დაუნდობელიხ არ კისიმიტოოოოოოოოოოოოოოო.
 
bactera
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 12:43 | შეტყობინება # 17
ავტორი bactera
10/06/2011, 12:43 | პოსტი # 17
--- ▼ ---
ჩამწერე მეც :)


შეტყობინება დაარედაქტირა: bactera - პარასკევი, 10/06/2011, 12:48
 
PaPu
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 12:48 | შეტყობინება # 18
ავტორი PaPu
10/06/2011, 12:48 | პოსტი # 18
--- ▼ ---
კაროჩე ასეთი აზრი მომივიდა რა და თუ თქვენც მოგეწონებათ გავაკეთოდ, მოკლედ ამ ფან კლუბში ვის რა წოდებაც აქვს ჩავაგდოთ ხელმოწერაში. ნუ რავიცი უცბათ დამებადა და :D :D
 
Senpai
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 13:17 | შეტყობინება # 19
ავტორი Senpai
10/06/2011, 13:17 | პოსტი # 19
--- ▼ ---
sheidzleba ratomac araa
 
PaPu
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 15:55 | შეტყობინება # 20
ავტორი PaPu
10/06/2011, 15:55 | პოსტი # 20
--- ▼ ---
ხო და კიდე რომ დავაწესოთ სპეციალური წოდებები მაგალითად კაკაშის წოდება მივანიჭოთ ვინმეს ხმების ან რამე ეგეთის საფუძველზე და რავიცი ბევრის გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით,
 
ukuse-hatake
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 17:10 | შეტყობინება # 21
ავტორი ukuse-hatake
10/06/2011, 17:10 | პოსტი # 21
--- ▼ ---
"საპატიო კაკაშის" წოდებას ვანიჭებ დაიკოს! მინდა ვუტხრა რო დზალიან მენატრება თითონაც და მისი პოსტებიც! :(
come back home, daiko! :)
 
MugiwaraNoRufi
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 18:31 | შეტყობინება # 22
ავტორი MugiwaraNoRufi
10/06/2011, 18:31 | პოსტი # 22
--- ▼ ---
Quote (pa2ka)
MugiwaraNoRufi, ჰმმ კარგია რომ კაკაშის ,,ფანი'' ხარ მაგრამ დავიჯერო ძმა რომ მართლა კარგად აფასებ კაკაშის და მის შესაძლებლობებს? რავიცი ტემაში ვნახე ჰიდანი კაკაშის მოუგებსო და რარაც ეჭვი შემეპარა მაგაში:)

მდაჰ მე უბრალოდ რეალისტი ვარ. და ძალიან კარგად ვიცი რა შეუძლია კაკაშის. რომ კონოჰას ერთ-ერთი საუკეთესო შინობია. ერთ ერთი წამყვანი ძალა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ნინძა. და შინობის სამყაროში თითზე ჩამოსათვლელი შინობია ვისაც მისი დამარცხება შეუძლია. მაგრამ მე არ ვარ ისეთი იტაჩის ფანები რო წერენ ხოლმე იტაჩი უძლიერესიაო და ღმერთიააო. ამიტომ დავწერე რომ შეუზლია დაამარცხოსო.
 
pa2ka
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 19:15 | შეტყობინება # 23
ავტორი pa2ka
10/06/2011, 19:15 | პოსტი # 23
--- ▼ ---
MugiwaraNoRufi, ჰაჰ მაგას რა ჯობია რეალისტი თუ ხარ და და იცი რა შეუძლია კაკაშის მაგრამ რო წერ ვიცი მარტო რამოდენიმეს შეუძლია კაკაშის მოკვლაო ისიც უნდა იცოდე მაგ რამოდენიმეში ჰიდანი არაა :)
 
ukuse-hatake
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 19:19 | შეტყობინება # 24
ავტორი ukuse-hatake
10/06/2011, 19:19 | პოსტი # 24
--- ▼ ---
კაი pa2ka, კაცს იქნებ თავის აზრი აქვს და სულაც სხვა რამის გამო უყვარს კაკაში :) მაგ.: ისე როგორც მე და მგონი შენც :).
 
pa2ka
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 19:22 | შეტყობინება # 25
ავტორი pa2ka
10/06/2011, 19:22 | პოსტი # 25
--- ▼ ---
ukuse-hatake, ჰეჰე რათქმაუნდა რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს და ვინ არა მაგრამ უბრალოდ ვამბობ რომ შანსი არ აქვს ჰიდანს კაკაშისთან
 
MugiwaraNoRufi
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 19:24 | შეტყობინება # 26
ავტორი MugiwaraNoRufi
10/06/2011, 19:24 | პოსტი # 26
--- ▼ ---
Quote (ukuse-hatake)
ukuse-hatake

 


ჰატაკე მართალი ხარ მე კაკაში მისი ძალის გამო არ მიყვარს. მე ის მისი ხასიათის მისი ქმედებების და სახის გამომეტყველების გამო მიყვარს.მართალია ძალითადაც ძლიერია მაგრამ მე მასში უფრო სხვა მიყვარს.
 
ukuse-hatake
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 19:35 | შეტყობინება # 27
ავტორი ukuse-hatake
10/06/2011, 19:35 | პოსტი # 27
--- ▼ ---
მითქვამს და გავიმეორებ! :)
ამ ფან კლუბს საუკეთესო წევრები ჰყავს!
 
pa2ka
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 20:03 | შეტყობინება # 28
ავტორი pa2ka
10/06/2011, 20:03 | პოსტი # 28
--- ▼ ---
 
Senpai
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 20:56 | შეტყობინება # 29
ავტორი Senpai
10/06/2011, 20:56 | პოსტი # 29
--- ▼ ---
pa2ka, moica me rato ar chamwere ver gavige ?
 
pa2ka
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 23:31 | შეტყობინება # 30
ავტორი pa2ka
10/06/2011, 23:31 | პოსტი # 30
--- ▼ ---
Senpai, ჩაწერილი ხარ ... მაგრამ შენ კაკაშის ფანი როდიდან ხარ? n_question
 
Senpai
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 23:48 | შეტყობინება # 31
ავტორი Senpai
10/06/2011, 23:48 | პოსტი # 31
--- ▼ ---
Quote (pa2ka)
Senpai, ჩაწერილი ხარ ... მაგრამ შენ კაკაშის ფანი როდიდან ხარ?

gadamkvdari pani ar var mara rogorc personaji dzaan mevaseba ,

დამატებულია (10/06/2011, 23:48)
---------------------------------------------
genini rato var :D ramdeni surati davyare erti rangi mainc amimate da aktiurobitac viaktiureb

 
pa2ka
თარიღი: პარასკევი, 10/06/2011, 23:53 | შეტყობინება # 32
ავტორი pa2ka
10/06/2011, 23:53 | პოსტი # 32
--- ▼ ---
Senpai, სადმე მიწერია რანგი სურათებით იმატებს მეთქი ?
 
PaPu
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 00:09 | შეტყობინება # 33
ავტორი PaPu
11/06/2011, 00:09 | პოსტი # 33
--- ▼ ---
Senpai, ჩვენი ფც გენიალური იმიტოა რო სურათებით არ იმატებს რანგს : ))))) აქტიურობა და ინფორმაცია მოაყარე ფც და რანგიც შესაბამისად იქნება : )))
 
Senpai
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 12:36 | შეტყობინება # 34
ავტორი Senpai
11/06/2011, 12:36 | პოსტი # 34
--- ▼ ---
magari fanklubia raa yvelaze dalagebuli :D
 
PaPu
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 12:59 | შეტყობინება # 35
ავტორი PaPu
11/06/2011, 12:59 | პოსტი # 35
--- ▼ ---
ჰა ბიჭები რამეზე ვისაუბრეთ ეხლა 3 გვერდი ტყუილა არის გავსებული :|:| მანგას ვინც კითხულობს ა მოხდება აბა კაკაშის შესახებ და რავი საერთოდ : ))
 
MugiwaraNoRufi
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 13:24 | შეტყობინება # 36
ავტორი MugiwaraNoRufi
11/06/2011, 13:24 | პოსტი # 36
--- ▼ ---
რავიცი კაკაში 3 ჩაპტერია არ გამოჩენილა, ბოლო ბრძოლა მახსოვს ზაბუზა რო მიაბრიდა. ჩემი აზრით ნარუტო რაიკაგე და ჰოკაგე როგორც უკვე ჩანს ვერ აჩერებენ. ასე რომ ნარუტო რათქმაუნდა პირველ რიგში მივა კაკაშისთან და ისინი გაანადგურებენ იმ დიდ სამონინგ ქანდაკებას სახელი არ მახსოვს, შემდეგ გადავლენ ტობიზე და იტაჩი და ნაგატო ალბათ რამენაირად დაეხმარებიან hx hx hx

დამატებულია (11/06/2011, 13:24)
---------------------------------------------
სახელი : კაკაში ჰატაკე
ასაკი :26
დაბადების თარიღი :15 სექტემბერი
ზოდიაქო: ქალწული
რანგი : სპეციალური ჯონინი, ანბუ
სოფელი : კონოჰა
მასწავლებელი : მინატო ნამიკაძე
მოსწავლეები : ნარუტო , სასკე ,საკურა

Hobby: Reading adult books like "Come come Paradise" and being late.
What's under his mask : Another mask!
Team 7's teacher, and has a mysterious background regarding his Sharingan that everyone's dying to find out.

The Deal with him: Kakashi's the 1st ninja in the series that we see wearing a mask. His past is shrouded in mystery. His left eye is an implanted Sharingan eye which he used to copy over thousands of techniques, and earned him the nickname of Copy Ninja Kakashi. Infact, his only original move is the Chidori (Chirping of a Thousand Birds) or later also known as Raikiri (Lightning Edge) for cutting through lightning.

Team 7 is the 1st group of Genins that Kakashi passed as it seemed that they have comprehended the importance of teamwork. Yet now, it seems that the teamwork is falling apart because of Sasuke's wussi-ness.

Though cool and very attractive, Kakashi is a somewhat biased teacher as we see that he places more energy in teaching Sasuke. He's not as serious when teaching Naruto and seems to give up on Sakura. He might be making the same mistake as Sandaime Hokage for 'investing' in the wrong ninja.

Kakashi is seldom on time for an appointment because he always spends too much time staring at his dead best friend's grave (how he died is another mystery).

PS ეს არის შეკრული ინფორმაცია კაკაშის პერსონის შესახებ. თუ გნებავთ ქართულადაც გადმოვთარგმნი. იმედია მოგეწონებათ

 
PaPu
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 13:29 | შეტყობინება # 37
ავტორი PaPu
11/06/2011, 13:29 | პოსტი # 37
--- ▼ ---
MugiwaraNoRufi, ტობიზე არ მგონია რო გადავიდნენ რატომგაც ეგრევე რამდენი დივიზიაა და დახმარება ყველას უნდა და იტაჩის და ნაგატოსი რა გითხრა ედო ტენსეით არიან ეგენი და რამე თუ მოხდა კაბუტო მოკლავს ეგრევე : )) და არ მგონია რო ნარუტო ეგრევე კაკაშისთან მივიდეს კაკაში რაგაცა გასაჭირში იქნება და მერე გამოავლენს თავის ნამდვილ ნიჭს : ))
 
MugiwaraNoRufi
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 14:09 | შეტყობინება # 38
ავტორი MugiwaraNoRufi
11/06/2011, 14:09 | პოსტი # 38
--- ▼ ---
Quote (PaPu)
PaPu

 

შესაძლებელია რავიცით რა აქ ტვინში კიშიმოტოს a . თუმცა რაგაც მაგარი კი იქნება hx
 
Senpai
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 15:16 | შეტყობინება # 39
ავტორი Senpai
11/06/2011, 15:16 | პოსტი # 39
--- ▼ ---
MugiwaraNoRufi, PaPu, kakshis roli ar damtavrdeba marto zabuzati me kide ragac axals velodebi kakashisgan mara jer ar ikneba
 
MugiwaraNoRufi
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 15:40 | შეტყობინება # 40
ავტორი MugiwaraNoRufi
11/06/2011, 15:40 | პოსტი # 40
--- ▼ ---
რათქმაუნდა არ დამთავრდება კაკაშის ვინმე ძლიერ ოპონონტთან რომ არ მოუწიოს ბრძოლა შანსია არაა. თან ომი სულ ახლახანს დაიწყო ასე რომ კაკაშის როლი ამ ომში ისეთივე გადამწყვეტი იქნება როგორც მესამე ომში. მისი წყალობით ომი დასრულდება. ნუ მე ესე მგონია hx a
 
Senpai
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 15:52 | შეტყობინება # 41
ავტორი Senpai
11/06/2011, 15:52 | პოსტი # 41
--- ▼ ---
Quote (MugiwaraNoRufi)
ათქმაუნდა არ დამთავრდება კაკაშის ვინმე ძლიერ ოპონონტთან რომ არ მოუწიოს ბრძოლა შანსია არაა. თან ომი სულ ახლახანს დაიწყო ასე რომ კაკაშის როლი ამ ომში ისეთივე გადამწყვეტი იქნება როგორც მესამე ომში. მისი წყალობით ომი დასრულდება. ნუ მე ესე მგონია

misi wyalobit ra vici mara kai roli ki ekneba kide
 
PaPu
თარიღი: შაბათი, 11/06/2011, 16:51 | შეტყობინება # 42
ავტორი PaPu
11/06/2011, 16:51 | პოსტი # 42
--- ▼ ---
მე მაგალითად 1 1 ვარიანტად განვიხილავ კაკაში ტობის წინააღმდეგ აბა სხვა ვინ უნდა დაუდგეს თავისი გამოცდილებით ნიჯით და სიძლიერით??? რაღაცა არა მგონია რო კაგეები მის წინაშე რამეს გახდნენ, და კაკაში კიდე ასე მგონია რო მთელს სამყაროში ყველაზე გამოცდილი ნინძაა და რავიცი, ბოლო ბოლო სახელიდან თუ ვიმსჯელებთ ეგრე უნდა იყოს რა, და იტაჩი და ნაგატოს შესახებ კიდე მგონია რო ერთ-ერთს დარუი შეაჩერებს და მეორეს კიდე კაბუტო მოკლავს. და რაც მთავარია კაკაში უკვე სიკვდილის პირას რო ქინება მაშინ გამოიყენებს თავის საიდუმლო ტექნიკას, თორე სიკვდილის პირას რო არ იყოს აქამდეც გამოიყენებდა
 
ReepsHatake
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 11:33 | შეტყობინება # 43
ავტორი ReepsHatake
12/06/2011, 11:33 | პოსტი # 43
--- ▼ ---
Quote (PaPu)
ხო და კიდე რომ დავაწესოთ სპეციალური წოდებები მაგალითად კაკაშის წოდება მივანიჭოთ ვინმეს ხმების ან რამე ეგეთის საფუძველზე და რავიცი ბევრის გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით,

მაგაზე შეიძლება ნომინაციებიც გავაკეთოთ : ყველაზე მაგარი ფანი , ვინ აფასებს ყველაზე მაგრად , ვინ ხედავს კაკაშიში ყველაზე ორიგინალურს და ა.შ
?? n_question
 
Senpai
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 11:42 | შეტყობინება # 44
ავტორი Senpai
12/06/2011, 11:42 | პოსტი # 44
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
მაგაზე შეიძლება ნომინაციებიც გავაკეთოთ : ყველაზე მაგარი ფანი , ვინ აფასებს ყველაზე მაგრად , ვინ ხედავს კაკაშიში ყველაზე ორიგინალურს და ა.შ ??

shesadzlebelia mara jer adrea ragacot xo unda gamovavlinot eg
 
MugiwaraNoRufi
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 12:28 | შეტყობინება # 45
ავტორი MugiwaraNoRufi
12/06/2011, 12:28 | პოსტი # 45
--- ▼ ---
Quote (PaPu)
სიკვდილის პირას რო ქინება მაშინ გამოიყენებს თავის საიდუმლო ტექნიკას, თორე სიკვდილის პირას რო არ იყოს აქამდეც გამოიყენებდა

ეგრეც არაა მაშინ პეინთან ბრძოლაში რატო არ გამოიყენა? მაშინ მოკვდა. კაკაშის სხვა როლი აქ და მაგი ძალაზე არაა დამოკიდებული. როგორც დავწერე მე კაკაში მისი ძალის გამო არ მიყვარს. მას უფრო სხვა მიმართულების როლი ექნება hx
Quote (Senpai)
ragacot xo unda gamovavlinot eg

მაგი არც ისე ძნელია. რაიმე კონკურსი მოვაწყოთ. დავსვათ კითხვები როგორც ეროვნულ გამოცდებშია და ვინც გადაცდება 5.5 შემდეგ ეტაპზე გადავა :D
:D :D :D :D :D და ასე გავაგრძელოთ და ბოლო 2 ში ვინც საუკეთესოდ გაცემს პასუხს მიიღებს ჯილდოს ----- კაკაშის ხემოწერას.
 
pa2ka
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 13:05 | შეტყობინება # 46
ავტორი pa2ka
12/06/2011, 13:05 | პოსტი # 46
--- ▼ ---
MugiwaraNoRufi, ხო მაგრამ იმასაც ხომ ვერ გამოვრიცხავთ რომ როდესაც მოკვდა პეინთან მაშინ საკუმოსთან საკმაოდ დიდი დრო გაატარა და არაა გამორიცხული იქ გაუმხილა რამე საკუმომ ან კიდე ასწავლა
 
PaPu
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 13:18 | შეტყობინება # 47
ავტორი PaPu
12/06/2011, 13:18 | პოსტი # 47
--- ▼ ---
pa2ka, სწავლება არ ვიცი მარა კისი ისე ა. Dაგვტოვებს რO რამე ახალი არ სემოგვტავაზოს
 
Jiraya-Itachi
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 15:10 | შეტყობინება # 48
ავტორი Jiraya-Itachi
12/06/2011, 15:10 | პოსტი # 48
--- ▼ ---
შეიძლება მაგრამ კაკაში რო ძალიან მაგარია ფაქტია

დამატებულია (12/06/2011, 15:10)
---------------------------------------------
კაკაში უჩიჰა რო ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ნინძა იქნებოდა

 
PaPu
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 15:17 | შეტყობინება # 49
ავტორი PaPu
12/06/2011, 15:17 | პოსტი # 49
--- ▼ ---
Jiraya-Itachi, არც ეხლა აკლების მით უმეტეს რომ ჰატაკეს მებრძოლ კლანშია
 
Senpai
თარიღი: კვირა, 12/06/2011, 21:18 | შეტყობინება # 50
ავტორი Senpai
12/06/2011, 21:18 | პოსტი # 50
--- ▼ ---
vafshe anbu iko egec dzaan magaria , itachic anbu iyo da dzaan magari iko da kakashic da uchiha ikneboda tu ara exla raga mnishvneloba akvs erti sharinganitac magaria
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 11
  • 12
  • »
ძებნა: