School Life
გამოსვლის წელი: 1992
ჟანრები: Action, Comedy, Drama, Magic, Romance, School Life,
აღწერა: თანამედროვე იაპონია. ჩვეულებრივი იაპონელი სკოლის მოსწავლე გოგო ცუკინო უსაგე არის უძველეს ხანებში მცხოვრები, მთვარის სახელმწიფოს მფარველი მეომარი გოგოს სეილორ მუნის გარდასახვა. ახლა კი, ჩვენს დროში, იგი და სხვა მთვარის მეომრების რეინკარნაციები (საილორ მერკური, საილორ ვენერა, საილორ მარსი და საილორ იუპიტერი) კვლავ უნდა შეებრძოლონ თავიანთ დაუძინებელ მტერს – ბნელი სახელმწიფოს მბრძანებელს. ამასთანავე მათ უნდა იპოვენ სერენიტყ, მთვარის სახელმწიფოს პრინცესა. ამ რთულ საქმეში მათ ეხმარება კიდევ ორი მეომრის განსახიერება, რომლებიც კატებად გარდაისახნენ - ლუნა და არტემისი, აგრეთვე უძველესი ხმელეთის სახელმწიფოს პრინცის რეინკარნაცია ტაკსედო კამენი (ნიღაბი ფრაკში) და სტუდენტ ჩიბა მამორუ, რომლის მიმართაც უსაგის გულგრილი არ არის. [temo88]
გამოსვლის წელი: 2001
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen, Sports,
აღწერა: რიომა ეჩიზენი არის ტენისის სამყაროში გენიოსი. ის სწავლობს იაპონიის კერძო სკოლა სეიგაკუში რომელიც მისი ტენისის გუნდით არის სახელგანთქმული. სწავლის დაწყებისას რიომამ ტენისში დაამარცხა რამოდენიმე მარალ კლასელი ამის გამო იქ სკოლის გუნდში აიყვანეს. რიომას ოსტატობა იზრდება ისეთი სისწრაფით როგორც მათი მეგობრების რაოდენობა. ხოლო მისი გუნდით ის ცდილობს მოიგოს საერთაშორისო ტენისის ტურნირი უძლიერესი სკოლების გუნდებს შორის.
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, School Life,
აღწერა: გიგანტურ უმაღლეს სკოლა-ინტერნატში, რომელიც გარშემორტყმულია ტყეებითა და მინდვრებით, ნამდვილი აურზაურია- დაბრუნდა ყველასათვის საყვარელი კიოსუკე ნაცუმე! საიდუმლოებით მოცული კურსდამთავრებული ხანდახან უჩინარდება, მაგრამ ყოველი მისი დაბრუნება წარმოქმნის რაიმე ახალ საოცარ მოვლენას და არ გაწყენინებს. განსაკუთრებული მოუთმენლობით მეთაური დაბრუნებას ოთხი ადამიანი ელის:რიკი,მასატო,კენგო და რინი კიოსუკეს უმცროსი და. ბავშვობიდანვე მათი შეკრული გუნდი <<პატარა ონავრები!>> ერთად იყო შეკრული, მეზობლების დატვირთვისთ, სამართლის დაცვით და რაც მთავარია- გულიანად ხალისით! აი ახლაც, სკოლის დამთავრებისა და დიდი ხნით განშორების ზღვარზე, ლიდერმა გადაწყვიტა გაემხნევებინა მეგობრები, იმის განცხადებით, რომ ძალიან მალე ისინი ითამაშებენ ბეისბოლს. [RoY]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, School Life,
აღწერა: მამის გარდაცვალების შემდეგ 17 წლის სიოგო მიკადონო გახდა უზარმაზარი კორპორაციის მემკვიდრე. იმისათვის რომ გაამტკიცოს საკუთარი უფლებები, უნდა შეასრულოს ორი პირობა, რომელიც გარდაცვლილმა მშობელმა წაუყენა – დაამთავროს პრესტიჟული აცადემია და... აკადემიის დამთავრებამდე მოახერხოს ცხოვრების თანამგზავრის პოვნა, რათა დიდი ბიზნესის სამყაროში შეაბიჯოს როგორც დაქორწინებულმა, სოლიდურმა ადამიანმა. სიოგო ნორმალური ახალგაზრდა ბიჭია და ამიტომ არ არს ამ ორი პირობის წინააღმდეგი, მით უმეტეს, რომ მზრუნველმა დედამ უკვე დაუქირავა მას საცხოვრებელი ბინა “ურთიერთოების გასამყარებლად”. ახალ სკოლაში ყველა საზოგადოებრივი კლასის წარმომადგენელი გოგო ისე შემოეხვა შეძლებულ ბიჭს, როგორც ბუზი ეხვევა თაფლს, თუმცა, როგორც ყოველთვის, წარმოიქმნა პატარა პრობლემა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,
აღწერა: ხელოვნების შემსწავლელ უფროს სკოლა სუიმეიში უამრავი საერთო საცხოვრებელია და მათ შორის ერთ ერთი მომგებიანია ”საკურასოუ”. თუ საერთო საცხოვრებელში მკაცრი წესები მოქმედებს, ”საკურასოუში” ყველაფერი ნებადართულია, ტყუილად კი არ ეძახიან მას ადგილობრივები ”საგიჟეთს”. ცნობილია, რომ გენიოსები და შეშლილები ძალიან გვანან ერთმანეთს და ”საკურასოუს” მაცხოვრებლებიც საინტერესო ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამ სამყაროს ძალიან არიან მოწყვეტილები. მაგალითისათვის ხმაურიანი მისაკი, რომელიც საკუთარ ანიმეს მსხვილ სტუდიებზე ყიდის, მისი მეგობარი და სცენარისტი - პლეიბოი დინი, ან პროგრამისტი რიონოსუკე, რომელიც გარე სამყაროსთან მხოლოდ ინტერნეთითა და მობილურით ამყარებს კონტაქტს. მათთან შედარებით მთავარი გმირი სორატა კანდა უბრალო ადამიანია, რომელიც ამ საგიჟეთში მხოლოდ კატებისადმი სიყვარულის გამო მოხვდა!
ამის გამო წიხირო მასწავლებელმა - საერთო საცხოვრებლის ზედამხედველმა, დაავალა სორატას დახვედროდა მის დედიდაშვილს მაშიროს, რომელიც მათ სკოლაში შორეული ბრიტანეთიდან გადმოდიოდა. ნაზი და ქერა გოგონა კანდას ანგელოზად მოეჩვენა. მართალია ახალ მეზობლებთან ახალმოსულის საპატივცემულოდ გამართულ წვეულობაზე სტუმარი თავშეკავებული იყო და თითქმის არ ლაპარაკობდა, თუმცა მისმა ახალმა თაყვანისმცემელმა ეს გასაგებ სტრესსა და დაღლილობას მიაწერა. აი ნამდვილი სტრესი კი სორატას დილით ელოდა, როდესაც მაშიროს გასაღვიძებლად მივიდა. გმირმა აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ნაცნობი დიადი მხატვარია, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი ამ სამყაროს, ანუ დამოუკიდებლად ჩაცმაც კი არ შეუძლია! აი წიხირო კი გინდ ყოფილა გინდ არა - ამის შემდეგ კანდამ უნდა მოუაროს მის დეიდაშვილს, მან ხომ უკვე იცის კატების მოვლა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2007, 2012
ჟანრები: Comedy, School Life,
აღწერა: ტადეიასუ სავაკი დროჟის მწარმოებელი საწარმოს მეპატრონის შვილია. კეი იუკი საკის დამზადების ოსტატის მემკვიდრე. სწორედ ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ახალგაზრდენი დედაქალაქში ჩამოვიდნენ აგროტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლად. არც ისაა საკვირველი, რომ სავაკის პაპამ ურჩია, რომ გაეცნო პროფესორი იცუკი, რომელიც მთელი ცხოვრება დუღილის პროცესს შეისწავლიდა. არც ისაა გასაკვირი, რომ უნივერსიტეტში ახალმისულებს გარშემო უცნაური პირები ტრიალებენ, რომლებსაც დაკმაყოფილებისათვის სულ მცირე რამ სჭირდებათ, რომლებიც ჭამენ ფრინველის ხორცს, სვავენ საკუთარ დაყენებულ საკეს და შეუდრეკლად ატარებენ ექსპერიმენტებს ზროხის საკვერცხეებზე – ეს ყველაფერი ნორმალურია სასოფლო სამეურნეო საფუძვლებისათვის. საოცარი მხოლოდ პირველკურსელი სავაკია: იგი შეუიარაღებელი თვალით ხედავს ბაქტერიებს, ელაპარაკება მათ და მათ სახის გამომეტყველებასაც კი ცნობს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,
აღწერა: ეიტა კიდო უფროსი სკოლის მოსწავლეა, შესანიშნავი ნიშნებითა და გულგრილი დამოკიდებულებით სიყვარულის მიმართ. იგი ცხოვრობდა ჩვეულებრივი მოსწავლის ცხოვრებით მის ბავშვობის მეგობარ ჩივა ჰარუსაკისთან ერთად, გოგო, რომელიც მისთვის თითქმის და არის. თუმცა ერთ დღეს სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - მასუზუ ნაცუკავა მას სიყვარულში გამოუტყდება. თუმცა მისი ნამდვილი მიზანია სხვების მოტყუება და თავის შეყვარებულ წყვილად მოჩვენება. იმის გამო, რომ ეიტას საიდუმლო მასუზუს ხელშია, იგი იძულებულია აყვეს თამაშში... გამალებული ბრძოლა ეიტასათვის კი მაშინ დაიწყება, როდესაც ამ კამპანიას ეიტას ყოფილი შეყვარებული ჰიმეკა და საცოლე აი შეუერთდებიან! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011; 2013
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: 17 წლის კოდაკა ჰასეგავა ნახევრად იაპონელი და ნახევრად ინგლისელია, ქერა თმითა და არასტანდარტული გარეგნობით. უკვე ძველი ამბავია, რომ ყველა სკოლაში ამ ნორმალურ და მეოჯახე ბიჭს ხულიგნად თვლიან და ახლოს არ ეკარებიან, არც “სვ. ქრონიკის” აკადემია გახდა გამონაკლისი. დერეფნებში ხეტიალისას კოდაკამ შეიხედა ცარიელ კლასში და საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა: თანაკლასელი იოძორა მიკაზუკი, ჭკვიანი, ლამაზი, თუმცა ისეთივე მარტოხელა, როგორც თვითონ, მხიარულად ელაპარაკებოდა დაქალს... მხოლოდ, მისი ფანტაზიის ნაყოფს. ლაპარაკს შეყოლილებმა ილაპარაკეს სიცოცხლეზე, მეგობრობაზე და მიხვდნენ, რომ გარეგნული სიცივის მიუხედავად, სურდათ ვინმესთან დამეგობრება, თუმცა არ იციან ეს როგორ მოახერხონ. ამაზე პასუხი მალევე იპოვეს, საჭიროა ახალი კლუბის შექმნა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Drama, Romance, School Life,
აღწერა: პატარა ჰარუკა კოტოურა არის ჩვეულებ... არა არაჩვეულებრივი ბავშვი! მას დაბადებიდან აქვს სხვისი აზრების წაკითხვის უნარი. თითქოს წარმატება ელოდება, მაგრამ ბავშვური მიამიტობით ისეთ საქმეებში ეხვეოდა რასაც მისთვის და მისი ოჯახისათვის უარყოფითი შედეგი მოჰქონდა. ესეთი წნეხი ვერ გაუძლეს მშობლებმა და კოტოურა მიატოვეს ბაბუასთან. კოტოურამ დატოვა მისი სკოლა და სხვაგან გადავიდა სასწავლებლად, სადაც მას ელოდება ახალ კლასელებთან შეხვედრა და შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც მას გაუგებს...
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen, Sports,
აღწერა: ამერიკაში კალადბურთის თამაშის შემდეგ, უკან დაბრუნებული ტეიგა კაგამი იმედგაცრუებულია იაპონიაში, ამერიკასთან შედარებით, ამ სპორტის იგივე დონეზე დარჩნით. მაგრამ ცოტა ხანში ტეიგა შეიტყობს საშუალო სკოლის ახალგაზრდული გუნდის „საოცრებათა თობის“ შესახებ, რომლებმაც თავის ასაკობრივ ჯგუფში, სამი სეზონის განმალობაში, გაიმარჯვეს ყველა შეჯიბრში.
ამის შემდეგ, ტეიგა მიხვდება, რომ მან დასკვნები ნაადრევად გამოიტანა. იგი ჩაეწერება სეირინის სკოლის გუნდში და მოუთმენლად ელოდება „საოცრებათა თობის“ ხუთივე მოთამაშესთნ შეხვერას, რომლებიც უკვე განსხვავებულ სკოლებში თამაშობენ. ამავე სკოლის გუნდში ჩაეწერება კუროკო ტეცუია, რომელიც ასევე „საოცრებათა თობის“ ძირითდ შემადგენლობაში, როგორ ეგრედწოდებული „ფაფნტომი“, „მეექვსე“ მოთმაშედ იმყოფებოდა. როგორც ცოტა ხანში აღმოჩნდება მას არანაირი ფიზიკური მონაცემი გააჩნია, მიუხედავად ამისა იგი არ ტოვებს სუსტი მოთამაშის შთაბეჭდილებას... [Devastation]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen,
აღწერა: ხაკონივას ძველ და პრესტიჟულ კერძო აკადემიაში დიდი ამბებია – სტუდენტური საბჭოს ახალი, 98-ე პრეზიდენტი გახდა 16 წლის მედაკა კუროკამი. აბა სხვანაირად როგორ? სულ ახალი შესული იყო უფროს სკოლაში პრეტენდენტი, როცა მოახერხა და უზარმაზარი სხვაობით მოიგო არჩევნები, რადგან ყველაფერში გენიალურია: სწავლიდან დაწყებული ნებისმიერი სპორტითა და ხელოვნებით დამთავრებული. როგორც კი პრეზიდენტად აირჩიეს, მან დადგა თავისივე სახელობის ყუთი და ნებისმიერ მსურველს შესთავაზა იქ თავისი სურვილი მოეთავსებინა, მედაკა კი მათ შესრულებას შეეცდება, თუნდაც დღე-ღამეში 24 საათი მუშაობა მოუწიოს. დახმარებისათვის მან ბავშვობის მეგობარ ძენკიჩი ხიტოიოსის მიმართა, აიკაპიწა სახელოები და, წარუმატებლობის არ მცოდნე, შეუდგა საქმეს... [temo88]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Drama, Romance, School Life,
აღწერა: მარადისობა, რომელიც წამი გრძელდება. უკვე დავიწყებული სახეები და სახელები, რომლებიც მხოლოდ ძველ ფოტოებშიღა ცოცხლობენ. და ხმები, რომლებიც ასე ახლო იყო, ახლა შორიდანღა ისმის. ყველაფერმა ჩაიარა, ჩაიქროლა, თითებს შორის გაქრა. ჩვენი ოდესღაც ერთმანეთს გადაჯაჭვული ბედი ახლა უკვე პარალელურია. ჩვენი ნაბიჯები შეწყდება, ისევე როგორც ხმაური და უწესრიგობა სკოლის დერეფნებში ზარის შემდეგ. ჩვენს ადგილას სხვები მოვლენ და ამას ვერც შეცვლი და ვერც შეასწორებ... და მაინც, ეს ჩვენ ვიყავით, გახსოვს? [temo88]
გამოსვლის წელი: 2005, 2007, 2011,
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Romance, School Life,
აღწერა: ”შენ უკვე აღარ არსებობ!” განუცხადა გაოგნებულ უფროსკლასელ იუძი საკაიუს წითელთვალება და ჭითელთმიანმა გოგომ - შანამ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ გადაარჩინა გიგანტური მონსტრისგან. დროის მცირე მონაკვეთში იუძისათვის მთელი ცხოვრება შეიცვალა: სკოლიდან სახლისაკენ მიმავალი აღმოჩნდა საშინელ ალტერნატიულ სამყაროში სხვა გამვლელებთან ერთად, რომლებიც მონსტრის სადილად იქცნენ. საშინელი აღსასრულისაგან იგი იხსნა არსაიდან გამოჩენილმა შანამ, რომელიც ვირტუოზულად ფლობდა გრძელ ხმალს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, School Life,
აღწერა: 16 წლის აკიხარუ ხინომ მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, ხოლო როდესაც ბიძის ოჯახი, რომელმაც იგი შეიფარა, ტვირთად დააწვა, იგი შევიდა ხაკურეი-რიოს აკადემიაში, უნიკალურ, ორ სექციად გაყოფილ ინტერნატში. პირველი სექცია ”ძიოკუ” - ჩვეულებრივი კერძო სკოლა მდიდარი გოგოებისთვის, ხოლო მეორე ”ძიკუ” - მოსამსახურეთა სკოლა, სადაც გოგოები სწავლობენ მოახლეობას, ხოლო მცირერიცხოვანი ბიჭები კი ეუფლებიან მსახურის პროფესიას. გარდა სწავლისა, მომავალი მოსამსახურეები ყოველდღიურად გადიან პროფესიულ პრაქტიკას ”პრინცესებთან”, ამასთანავე ადმინისტრაცია ხელს უწყობს ”ქალბატონებსა” და ”მოსამსახურეებს” შორის ადამიანური ურთიერთობების განვითარებას, რის გამოც ბევრი კურსდამთავრებული სწავლის დამთავრებისთანავე ერთმანეთს შორის აფორმებს სამუშაო ხელშეკრულებას. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,
აღწერა: ჰიმენოკოჯი აკიტო და ჰიმენოკოჯი აკიკო და-ძმა არიან. 6 წელია ერთმანეთი არ უნახავთ... როგორც იქნა დრო მოვიდა - აკიკო საცხოვრებლად თავის ძმასთან გადადის და ერთ სკოლაშიც კი უნდა იარონ. დის სიხარულს საზღვარი არ აქვს, ამდენი წლის შემდეგ ნახავს თავის საყვარელ, ძვირფას, ყველაზე კარგ, ყველაზე ლამაზ, ყველაზე ყველაზე... საყვარელს! მართალია, აკიკოს ”ძმის კომპლექსი” აქვს, მასზე ყურებამდეა შეყვარებული და მასთან საცხოვრებლად მისი მოხიბვლის მიზნით გადადის... თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც აკიკო ფიქრობდა, რადგან წმინდა ლილიანის საერთო საცხოვრებელში იგი ერთადერთი გოგო არ არის. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს წმინდა ლილიანის აკადემიის სტუდენტური საბჭოს სრული შემადგენლობა, კერძოდ კი სამი ლამაზმანი, რომლებიც თავის მხრივ არ არიან გულგრილები აკიტოს მიმართ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,
აღწერა: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დედამიწას არაოფიციალური ვიზიტით ეწვია პრინცესა ლალა სატალინ დევილუკი. გალაქტიკათა იმპერატორის ქალიშვილმა დატოვა საკუთარი სახლი, რათა გაქცეოდა თავისმომაბეზრებელ მომვლელებს და, პირველივე დღეს ახალ პლანეტაზე, იპოვა ჭეშმარიტი სიყვარული რიტო იუკის, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი იაპონელი მოსწავლის სახით. მართალია ზოგი ყველაფერს გაუგებრობას მიაწერდა, მაგრამ ქალის ინტუიცია მსგავს საკითხებში ხომ არასდროს ცდება. ქონებრივი და კულტურული ბარიერები საშიში არ არის! რა მოხდა თუ რიტომ აღიარა, რომ მისი გული უკვე ეკუთვნის თანაკლასელსა და დიდი ხნის მეგობარ ჰარუნა საირენჯის. ყველაფრის მიუხედავად, ლალას აქვს გაცილებით უფრო ხარისხიანი და ფართო განათლება, რომლის ერთ ერთი პოსტულატიც გვაუწყებს, რომ პრინცესები ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ! [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, School Life,
აღწერა: 16 წლის სინძუკუ მიძუტანის უყვარს სწავლა და ფიქრობს საკუთარ მომავალზე. მეტი მას არაფერი ჭირდება, ამიტომ გოგო უფროს სკოლაშიც “უკარებას” იმიჯს ინარჩუნებს და სხვებთანაც ზრდილობის ფარგლებში ინარჩუნებს ურთიერთობას. თუმცა ერთხელ მასწავლებელმა სთხოვა გმირს, რომ კონსპექტები მიეტანა იდუმალი ბიჭისთვის – ხარუ ესიძესთვის, რომელიც წესით მიზუტანის გვერდით უნდა მჯდარიყო, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოშორებული იყო სწავლებას ჩხუბის გამო. სინძუკუმ აიღო კონსპექტები და გაემართა ამ იდუმალებით აღსავსე კლასელის სახლისაკენ. სწორედ ეს გახდა მისი უიღბლობის დასაწყისი! [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen,
აღწერა: ერთ დღეს Sakura Sakurakouj გაიხედავს ავტობუსიდან და დაინახავს როგორ იწვიან ცოცხლად ხალხო და მათ შუაში დგას ერთ ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე მისულ საკურას არავინ არ დახვდა დამწვრის კვალიც კი არ ყოფილა მეორე დღეს სკოლში შეხვდა სწორედ ის ბიჭი რომელმაც დაწვა ის ადამიანები და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი! © afafaf
გამოსვლის წელი: 1993
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen, Sports,
აღწერა: ხანამიჩი საკურაგი ჩვეულებრივი საშუალო სკოლის მოსწავლეა, ჭირვეული და ტრაბახა, მაღალი ტანის, მქუხარე ხმითა და წითური თმით. უბედურება იმაშია, რომ მას არ უმართლებს სასიყვარულო საქმეებში - ასზე მეტმა გოგომ უთხრა უკვე უარი. მას შემდეგ რაც სოიხოკუს უფროს სკოლაში გადავიდა, იგი შეხვდა ოცნების გოგონას - მშვენიერ ჰარუკო აკაგის, რომელიც დანახვისთანავე სიგიჟემდე შეუყვარდა. იმისათვის, რომ მასზე შტაბეჭდილება მოეხდინა, სკოლის კალათბურთის გუნდს შეუერთდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ ქონდა ამ სპორტის შესახებ. მას შემდეგ რაც ჰარუკას ძმის - ტაკენორი აკაგის გუნდში მოხვდება, მიხვდება, რომ კალათბურთი მისი მოწოდებაა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2005
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen, Sports,
აღწერა: მოუხერხებელი სენა დაწყებით სკოლაში ყოველთვის დაცინვის ობიექტს წარმოადგენდა. მას არც დამცირების ატანა, არც შეწინააღმდეგება შეეძლო. ერთადერთი რასაც წლების განმავლობაში შეეჩვია გაქცევა იყო... ამასთანავე სენას ოხტატობა იმდენად დაიხვეწა ამ საქმეში, რომ საფრთხის შემთხვევაში მის ფეხებს რამის სინათლის სისწრაფე გაევითარებინათ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, School Life,
აღწერა: სკოლაში გატარებული წლები არაჩვეულებრივია... ახალგაზრდული ცხოვრება, როდესაც არაჩვეულებრივი მოვლენები ყოველდღიურობაში იმალება, წყლის წვეთში ოკეანის დანახვა შეიძლება და ყოველ დღე რაღაც ახალი ხდება. სწორედ ასე მიედინება ერთერთი თანამედროვე უფროსი სკოლის მოსწავლეების ცხოვრება, თუმცა ერთერთი ჩვენი გმირი რობოტია უზარმაზარი მოსამართი გასაღებით ზურგზე, მეორე სკოლაში დადის თეთრი ... თხით, ხოლო მესამე კი ტყვიამფრქვევებსა და იარაღებს არაფრიდან აჩენს. და ნებისმიერი მოვლენა მთავარი გმირების ცხოვრებაში, სახლში მომზადებული სადილის ჭამიდან დაწყებული, გამოცდების ჩაბარებით დამთავრებული, შესაძლოა მოულოდნელად იქცეს იაპონიის ან მსოფლიო მასშტაბის პრობლემად! [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, School Life,
აღწერა: უსიცოცხლო სამყაროში, სადაც ბინადრობენ მწერისმაგვარი ურჩხულები, ადამიანები იძულებულები არიან იცხოვრონ მოძრავ ქალაქებში, რომლებიც დახურულია დამცავი გუმბათებით. იმისათვის, რომ გაიყონ ბუნებრივი რესურსები, ეწყობა საქალაქთაშორისო შეჯიბრები, სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი “მოთამაშეების” სამხედრო მომზადებას. ქალაქ ზერნის აკადემიაში სასწავლად შედის ლეიფონ ალსეიფი – ახალგაზრდა გამორჩეული სამხედრო შესაძლებლობებით, თუმცა მან წყნარი პროფესია აირჩია. მიუხედავად ამისა მან ვერ შეძლო ბედს გაქცეოდა: ლეიფონი გადაჰყავთ სამხედრო ფაკულტეტზე მეჩვიდმეტე დანაყოფის შემადგენლობაში, სადაც, როგორც მათ თვლიდნენ, მხოლოდ უიღბლოები იყვნენ. თუმცა, როცა ახალ ნაცნობებს დაუახლოვდა, მთავარმა გმირმა აღმოაჩინა, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი დაფარული წარსული ქონდა და თავადაც მალევე შეეცვლება აზრი ბრძოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Fantasy, School Life,
აღწერა: სახმრეთის ვარსკვლავის შორეული კუნძულის მიწის ქვეშ ინახება ორი ათეული ”საიბოდი” – იდუმალი მექა-მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია პილოტს – ”ვარსკვლავურ მრბოლელს” უსაზღვრო შესაძლებლობები მიანიჭოს. საიბოდები და მათი ძალა მიწისქვეშ არის ჩაკეტილი ოთხი ბეჭდის მეშვეობით, რომელთაგან თითოეულს ინახავს ერთერთი წმინდა ქალწული. ამ სასწაულებრივი მოწყობილობებისა და ამ ბეჭდების შესაძლებლობებს დიდი ხანია სწავლობს საშიში ორგანიზაცია ”ელვარე ვარსკვლავური ჯვარი”, ხოლო ამ აქტივობების დასაფარად კი კუნძულზე აშენებულია პრესტიჟული აკადემია, რომელშიც თითქოსდა ნორმალური გოგოები და ბიჭები სწავლობენ. სინამდვილეში მასწავლებელთა და მოსწავლეთა დიდი ნაწილი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, მუშაობს შეთქმულთათვის, მხოლოდ მცირედი ნაწილია კუნძულის საიდუმლოთა მფარველების ერთგული. [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: ”ანიმემ და მანგამ დაგვაკავშირეს!” - შეეძლო ეთქვა იუტო აიასეს, რომელმაც შემთხვევით გაიგო ნოგიძაკა ჰარუკას საიდუმლო. ლამაზი სკოლის აიდოლი მეტსახელად ”ღამის ვარსკვლავი”, მდიდარი ოჯახის მემკვიდრე, უცხო ენების მცოდნე, პიანისტი აღმოჩნდა ნამდვილი ოტაკუ! აი იმიჯმა და გარემოებებმა კი იგი აიძულეს თავისი მისწრაფება საიდუმლოდ შეენახა სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან. იუტო, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ღირსეულად მოიქცა და არა მხოლოდ შეინახა ახალი მეგობრის საიდუმლო, არამედ დაეხმარა კიდეც უფრო მარტივი და სოციალური გამხდარიყო, გადაეჭრა ბევრი ოჯახური და სულიერი პრობლემები. რაღა თქმა უნდა, ასეთ მფარველთან ერთად, ჰარუკას თავისუფლად შეუძლია დაესწროს აკეჰაბარის ანიმე-ღონისძიებებს. [temo88]