ნუ რაშია საქმე,სერიოზულად ვწერ ნაწარმოებს,ჯერჯერობით დავწერე შესავალი ნაწილი-პროლოგი.მინდა შეაფასოთ,თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ(1 თავსაც დავდებდი,მაგრამ არ დამიწერია,ვინაიდან მეტი მუღამი მესაჭიროება,ვნახოთ პროლოგი როგორ დაგევასებათ და როგორ შეაფასებთ) p.s. გრამატიკული შეცდომები არ შეიმჩნიოთ ;დ
პირველი ანდერსონის თავგადასავალი
http://www.youtube.com/watch?v=f10P0EgTH74 0.50დან ჩართეთ და ტექსტის კითხვა დაიწყეთ ზამთარი...დეკემბერი...მშვენიერი,სიხარულით და ბედნიერებით სავსე დღეა,ნამდვილად.მზე ანათებს,თუმცა იღრუბლება და ხანდახან ღრუბლები ასვენებენ ცხოვრებისგან დაღლილ,ჩაფიქრებულ თვალებს.ქუჩაში სიცოცხლე ჩქებს,მე კი ესესაა ფეხები უნდა გავფშიკო.ოთახში უკვე იგრძნობა სიკვდილის სუნი.თითქოს საწოლთან ახლოს,სიბნელეში,სავარძელზე კაცი ზის ახალგაზრდა,მარჯვენა ხელში კვერთხის მსგავსი რაღაც უკავია.არ დგება,არ ინძრევა,არაფერს არ მეუბნება,ვითომ მელოდება?თუმცა...რატომ უნდა ვფიქრობდე სიცოცხლის ბოლო წუთს ჩემს სიკვდილზე?უკვე სულერთია...ვიცი,ცოტაც...და ჩემი სიმღერა დასრულდება.ჰაჰ ცხოვრებავ,თვალის დახამხამებაში გაიარე,რამდენი რამე მაჩუქე და რამდენი რამე წამართვი... მეხსიერება სუსტდება,ამას ახლაც ვგრძნობ.ბევრი მოგონება უბრალოდ ქრება,სიცოცხლის ბოლო წამებივით მისეირნობს პატრონისგან შორს.თუმცა ვიბრძვი!ახლაც კი,ვცდილობ გავიხსენო ბოლო მომენტები რაც ჩემს გონებას შერჩა...უკანასკნელი მოგონებები,იმედით ჩატეხილნი,და საოცრად საოცრად უცნაური.... http://www.youtube.com/watch?v=17PM-UMVud8
წარმოიდგინეთ რომ თქვენ ცხოვრობთ სამყაროში,რომელიც დროის თითოეულ მონაკვეთში ვითარდება,იზრდება,ნადგურდება,იქმნება ახალი ტექნოლოგიები,ადამიანს კი ფასი ეკარგება.ეკონომიკა წინ მიიწევს ზოგჯერ კი ნადგურდება.სიბერე გიახლოვდებათ,ახლადშობილი ანაცვლებს წამის წინ გამქრალ ძველი თაობის წარმომადგენელს,რომლის ლოყაზეც ცრემლი ჯერ კიდევ არ გამშრალა,თვალებში კი მისი ცხოვრებისეული დრამა–კომედიის წაკითხვა შეიძლება. წარმოიდგინეთ,რომ მზის ჩასვლას უცქერთ,საკურას ფოთლების ცვენას,წვიმის გადაღებას და ცისარტყელის გამოჩენას,შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს მოეხვიოთ და გაათბოთ სიცივეში და წარმოიდგინეთ რომ ერთ საშინელ დღეს ცხოვრების ეს სისტემა უუბრალოდ ქრება.არავინ არ მოელოდა ამას,თუმცა ეს მოხდა.2073 წლის 14 დეკემბერი.დღე რომელსაც ზოგი ღვთის სასწაულს უწოდებს,ზოგი კი ზეციურ სასჯელს,თუმცა ერთი რამ ფაქტია–ამ დღემ ყველაფერი შეცვალა. (musika gatishet) 2073 წლის 14 დეკემბერი–დღე,როდესაც სამყარო შეიცვალა.იმ ეპოქის წარმომადგენლებს მშვენივრად ახსოვთ ის ჯოჯოხეთური დრო–ოთხი საათი.დრო,როდესაც ცა შუაზე გაიპო.მარჯვნივ სინათლე,მარცხნივ კი წყვდიადი მოჩანდა.ისინი ერთმანეთს ეჯახებოდნენ,ისე რომ დარტყმითი ტალღებისკან ხიდებიც კი ინგრეოდა და მიწა იყოფოდა შუაზე.ყველას,ვისაც შეეძლო იმ მომენტში შესცქეროდა ამ სანახაობას.პრესას მეტი არც უნდოდა,მსოფლიოს მაშტაბით,პირდაპირ ეთერში დაიწყეს მომხდარის გაშვება.ბევრი თითქოს ორ ადამიანურ სხეულს ამჩნევდა ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს,თუმცა საბოლოოდ ვერავინ ვერავის დაფიქსირება ვერ შეძლო ვერც წყვდიადში,და ვერც სინათლეში..დამაინტრიგებელმა სპექტაკლმა რამდენიმე წუთი გასტანა.ფინალური დაჯახებისას წარმოიქმნა უზარმაზარი აფეთქების ტალღა,რომელმაც არამცთუ კილომეტრები,ქალაქი,კონტინენტი ან პლანეტა მოიცვა.სამყაროს თითოეულ კუთხე კუნჭულამდე მივიდა ამ აფეთქების ტალღა. სამყარო შოკში იყო.მასეთი რამ არასდროს არ მომხდარა.მთელი ერთი კვირა ყველა ამ ამბავს განიხილავდა,ათასი კითხვა ჩნდებოდა,თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო ამ აფეთქების შემდეგ,მაგრამ არაფერი არ მოხდა და ხალხმაც დაივიწყა ეს ამბავი.სამწუხაროდ დაივიწყა...1 თვეში კი ყველაფერი შეიცვალა.ადამიანების მიერ ათასობით წლის წინ შექმნილი ცხოვრების სისტემა,რამდენიმე დღეში განადგურებულ იქნა.განადგურებულ იქნა ჩვენს მიერ.სახელმწიფოებმა შეწყვიტეს არსებობა,დედამიწამ ზრდა დაიწყო,კონტინენტები იშლებოდა და ახალი მიწები იქმნებოდა.ეს იყო დღე,როდესაც თითოეულ ადამიანს გაუჩნდა ზებუნებრივი შესაძლებლობა.
1 თავი –კუნძული,რომელიც არ არსებობს
http://www.youtube.com/watch?v=pHFV-BgeQh4 2345 წლის 2 ივნისი... მოსაღამოვდა.მზის სხივები ნელნელა ტოვებს მორგანის ზღვას და მათ წასვლასთან ერთად ახალი თავგადასავლები იწყება. ცივი ნიავი სახეში უბერავს,გემის საჭესთან მდგომ ანდერსონს,რომელიც ჰორიზონტს შესცქერის ღიმილით.უთუოდ მისი სახე ემოციებით არის გადატვირთული.ინტერესი,თავგადასავლების წყურვილი და სიხარული...სულ რამდენიმე მეტრიც და გემი მაკედონიის კუნძულს მიუახლოვდება.ჩვენ,ყველანი მზად ვართ თვალი გავუსწოროთ იმ საშიშროებებს,რომლებიც წინ დაგვხვდება. –მდაჰ.....ჯოზეფ,ისევ ჩვენი თავგადასავლების შესახებ წერ?–წაიბურტყუნა უინსტონმა.მწერალი კი დაიბნა,არ იცოდა რა ეპასუხა. –რამდენჯერ უნდა გითხრა უინსტონ,თავი დაანებე ჩვენს ყმაწვილს.–დიალოგში ჩაერთო გემის კაპიტანი. –და მე რამდენჯერ უნდა გითხრა ანდერსონ,რომ ჩვენი თავგადასავლების წერა დროის ფუჭი ხარჯვაა. –ნოოოო,რატომ იძახი მასე?–შემოტრიალდა ანდერსონი უინსტონისკენ და გააგრძელა საუბარი–მე მჯერა რომ ოდესღაც ვინმე წაიკითხავს ამ ყმაწვილის დაწერილს და მომავალი ერა გაიგებს ჩვენი თავგადასავლების შესახებ.ნააჰჰჰ,გააგრძელე ჯოზეფ წერა,შენი წიგნი ჩვენ გამოგვადგება,მე ამაში ეჭვიც არ მეპარება.–ეჭვის თვალით წინ გაიხედა ანდერსონმა. –კაპიტანო,თქვენ შეამჩნიეთ? –კი,იდიოტი უნდა იყო რომ ეს არ შეამჩნიო ელმარ.20 წუთის მანძილზე,გემს მეტრითაც ვერ მივუახლოვდით. –ეს ხაფანგია...–თავისთვის ჩაილაპარაკა ელმარამ. –კუნძული,რომელიც არ არსებობს.ეს ხომ ლოგიკურია არა?–ხარხარით გადახედა თავისიანებს ანდერსონმა. –აააა,ნუ რაღათქმაუნდა..ბარიერი,რომელიც მეკობრეებს ახლოს არ უშვებს კუნძულთან.ნებისმიერი ვინც ამ ხაფანგში მოხვდება ჩათვლის რომ კუნძული არც არსებობს. –აბსოლუტურად სწორი ხარ ჩემო მეგობარო. –მადლობა შექებისთვის.შენთან მოგზაურობისას ადამიანი ნებისმიერ რამეს უნდა ელოდოს.–უპასუხა უინსტონმა.ჯოზეფი კი დიალოგებს სწრაფად იწერდა,როგორც ჩანს ათასი კითხვა აწუხებდა.წამოდგა და კაპიტანთან მივიდა. –შენ რამის თქმა გსურს,ჯოზეფ?–იკითხა ანდერსონმა. –არა,მაგრამ.. –ნაჰჰ,შენ კითხვები გაწუხებს ხო. –დიახ,კაპიტანო...მართალია ეს მე შემოგთავაზეთ ჩემი აყვანა ბორტზე,მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე წინ რა გველოდება. კაპიტანს თითქოს ფეხებზეც არ ეკიდა და არც კი უსმენდა ჯოზეფის საუბარს.მისი სახე უცნაურ ფორმებს ღებულობდა წამიდან წამში,თითქოს რაღაცას არკვევდა. –აჰა,და აი ისიც.როგორც იქნა,მივხვდი. –უკაცრავად?–იკითხა ჯოზეფმა.კაპიტანმა კი ხმალი ამოიღო ქარქაშიდან და წინ გაუშვა ხმლის გიგანტური სლეში,რომელიც ბარიერს დაეჯახა.დარტყმითი ტალღისგან გემმა აქეთ იქით დაიწყო მოძრაობა,კაპიტანი გემის საჭეს მოეჭიდა.დანარჩენები კი ტალღამ წააქცია.თუმცა ყველაფერი რამდენიმე წამში დასრულდა. –აი ისიც,მეგობრებო,ჩვენი ძვირფასი კუნძული,რომელიც ბევრის თქმით არც კი არსებობს.ჰაჰაჰ–სიხარულით წამოიყვირა კაპიტანმა და ხელები გაშალა,თითქოს ასაღნიშნი ამბავი იყოსო. –კარგად ხარ ჯოზეფ?–იკითხა ფრედერიკმა.ჯოზეფი წამოდგა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.მის თავში რამდენიმე წამის წინ ათასი კითხვა ტრიალებდა,ახლა კი მხოლოდ ერთი... –უინსტონ –ხო –შეგიძლია მითხრა რა იყო ეს? –ბარიერი,რომელიც კუნძულზე მოხვედრის საშუალებას არ გვაძლევდა. –არა. –შენ ალასტარის სლეშს გულისხმობ? –კი. –გსმენია ალბათ ბევრი რამ რეკვიემის შესახებ.2073 წელს,როდესაც სამყარო მეორე დიდმა აფეთქებამ მოიცვა,ხალხის გარკვეულმა ნაწილს ზებუნებრივი ძალები გაუჩნდა.ამ ძალებს–რეკვიემი დაარქვეს.რეკვიემი ყველას განსხვავებული აქვს,თუმცა მუდამაა კავშირში ერთ რამესთან და შესაძლებელია მისი განვითარება.მაგალითად კაპიტანის რეკვიემი–დროსთანაა კავშირში,ანუ მას დროის რეკვიემი აქვს.მისმა ხმლის სლეშმა დროსა და სივრცეში გადაატელეპორტირა დაყენებული ბარიერი.კიდევ გაქვს რამე კითხვა?არ მოგერიდოს –არა,არა.ეს სავსებით საკმარისია–გაკვირვებული თვალებით ახედა ჯოზეფმა კაპიტანს. –ხოდა კიდევ ერთი რამ,ჯოზეფ.ჩვენ უკვე კუნძულს ვუახლოვდებით.ამ გემზე კი ყველანი ვფლობთ რეკვიემს,შენს გარდა,ამიტომ ფრთხილად იყავი,ჯგუფს არ ჩამორჩე.არავინ არ იცის რა გველის წინ.
კაპიტანი ანდერსონი,უინსტონ ვაშინგტონი,ფრედერიკ ჯი,გუდადა ელმარა და ერთი ჩვეულებრივი ბიჭი სახელად ჯოზეფი.ისინი ერთად მიიწევენ თავგადასავლებისკენ,მათ წინაშეა კუნძული,რომელზეც დღემდე არცერთი მეკობრის ფეხი არ მდგარა.
თავი 2–მიზნები და მიზეზები
და აი ისიც...კუნძული,რომელსაც არარსებულს ეძახდნენ. ჩვენი პერსონაჟები გემიდან ჩამოვიდნენ უკვე და კუნძულზე არიან,თუმცა მალე ღამდება და გზის გაგრძელება ნამეტანი საშიშია,უკეთესია გემთან ახლოს იყვნენ. გემიდან 20 მეტრში,ხეებთან ახლოს იპოვეს ადგილი,სადაც ნაკლებად უბერავს ქარი.გუდადამ კოცონი დაანთო.ცეცხლის ირგვლივ წრე შეიკრა და კომფორტულად ჩამოსხდნენ.მათ ასევე ახლდათ კაპიტნის მიერ 4 დაქირავებული მეკობრე. –გზის გაგრძელება საშიშია.უკვე მოსაღამოვდა,მალე ღამეც დადგება. –ღამის გეშინიათ კაპიტანო?–ჩაცინებით შეეკითხა ერთერთმა მეკობრემ. –ღამე ბოროტისაა ჩემო ძმობილო–ირონიულად უპასუხა ანდერსონმა. –ჯოზეფ. –გისმენთ,კაპიტანო. –რატომ მაინცდამაინც ეს კუნძული...ჩემიანები უკვე მიჩვეულები არიან ჩემს საიდუმლოებებს,ისინი სრულიად მენდობიან,მაგრამ შენ ახალი ხარ,და შენი ნდობა უნდა დავიმსახურო.ამ კუნძულზე ჩვენ მარტონი არ ვართ. –რას გულისხმობ? –უინსტონ,ეს ეხება....ეს ეხება..–წამოდგა ანდერსონი და ზურგი შეაქცია თავისიანებს. –ჰა,თქვი.რას ყოყმანობ. –ეს ეხება ჯენ შის. –ღმერთო რა დავაშავე,რატომ გვყავს ასეთი შტერი კაპიტანი,და რატომ მყავს ასეთი იდიოტი მეგობარი.რამდენჯერ უნდა გითხრა ალასტარ,მას შენ არ უყვარხარ.–ალასტარს ჩაეცინა,სახეზე თითქოს შერცხვა. –წარსულის გრძნობებმა იფეთქეს და ახლა ჯენ შის ეძებ ამ კუნძულზე? –არა,მე ზუსტად ვიცი ის აქ არის.გერმანელმა მეკობრეებმა შეიპყრეს ჩინ ში. –გერმანელმა?ნუთუ –არაა...არამგონია ეს დიტრიხის ხალხი იყოს.. –დიტრიხის?–იკითხა გაკვირვებულმა ჯოზეფმა. –ოჰჰჰ...რამდენი წლის ხარ ლაწირაკო–გაბრაზდა ანდერსონი. –ცხრამეტის სერ... –ესეიგი 19 წელია რაც ამ სამყაროში არსებობ და არ იცი როგორ მოქმედებს მთავარი სისტემა?–დაუყვირა კაპიტანმა ბიჭს თან მიუახლოვდა საუბრისას და პირდაპირ თვალებში შესცქეროდა. –ჯოზეფ,მეორე დიდი აფეთქების მერე,როგორც იცი ეკონომიკა განადგურდა.ხალხმა მეკობრეობა დაიწყო.სახელმწიფოების დაშლის შემდეგ წარმოიქმნა სულ სხვა უზენაესი სისტემა. –უზენაესი სისტემა?თქვენ ლორდებს გულისხმობთ? –და არამარტო მათ.ცნობილია რომ სულ 4 ლორდია,რომელიც ამ პლანეტის გარკვეულ ნაწილს განაგებს.თითოეული ლორდი საშინლად ძლიერია.თუმცა არსებობს ის ვინც ამ მსოფლიოს ბატონ–პატრონად ითვლება.ის ვისიც ყველას ეშინია,თვით ლორდებსაც კი.ეს მეკობრეების იმპერატორია. –გინდა თქვა,რომ დიტრიხი იმპერატორია?–შეშინებულმა იკითხა. –არა,ის ერთერთი ლორდია. –ანუ ლორდები იმპერატორს ემსახურებიან?სწორად გავიგე? –არა,თავდაპირველად ხალხს მოუნდა მისთვის ლორდის ტიტულის მინიჭება,მაგრამ ის ნებისმიერ ლორდს აღემატებოდა.მას იმპერატორი უწოდეს.რაც ლორდზე მეტს ნიშნავს,ლორდებმაც კი აღიარეს მისი უპირატესობა.ისინი იმპერატორს არ ეხებიან,იმპერატორი კი მათ არ ეხება.მასეთი სისტემა მოქმედებს ახლა ამ სამყაროში. –ჩვენ უნდა ვილოცოთ რომ ეს გერმანელი მეკობრეები,დიტრიხის ქვეშევრდომები არ აღმოჩნდნენ,ახლა კი დავიძინოთ.დაქირავებული მეკობრეები არ დაიძინებენ ყოველი შემთხვევისთვის,ასე რომ წყნარად იყავით. მართალია ალასტარმა ჯოზეფს მოუყვა კუნძულზე გამგზავრების მიზეზი,მაგრამ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ფარდა,რომლის უკან სცენა იყო გამზადებული.სცენა,რომელიც მთელი სამყაროს წყობას შეცვლიდა.იმ ამბის გახსენებისას ანდერსონს თავში ათასი კითხვა მოსდიოდა...ამბავი,რომელსაც შემდეგ თავში შეიტყობთ.
ეს მოხდა 5 დღით ადრე... მზის სხივებს ღრუბლები ვერ ფარავდნენ,ან იყვნენ ისინი საერთოდ აქ?..უდაბნოში ნიავის სასიამოვნო ცეკვა ჩემს დანაოჭებულ კანს ამშვიდებდა,საპირისპირო იყო კი ჩემს გონებაში.ფიქრები არ ასვენებდნენ ჩემს დაღლილ–დაქანცულ გონებას.მეშინოდა მომავლის.მინდოდა სადმე დავმალულიყავი და ესე მეთვალთვალა ამ სამყაროს მომავლისთვის,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.წინასწარმეტყველება მელოდა წინ,თვით მან დამიბარა...ამის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელი იყო.სამყაროს მეორე მხარეზეც რომ ვყოფილიყავი,დათქმულ დროზე უნდა მივსულიყავი,და აი ისიც.ადგილი,სადაც წინასწარმეტყველებას მეტყვიან–უსასრულობის პირამიდა... ყოველთვის ვფიქრობდი რატომ ეძახიან მას უსასრულობის პირამიდას.როდესაც შიგნით შევედი მაშინ კი მივხვდი.გარედან დაახლოებით ასი მეტრის პირამიდა შიგნიდან ნამდვილად უსასრული იყო.მას არ ჰქონდა ბოლო.შესვლისას ორი მამაკაცი დამხვდა შუბით და თან გამომყვა გიდის სახით. ხანდახან,როდესაც ბევრ სიახლეს შეეჯახები...ბევრ,ნამდვილად უცნაურ სიახლეს...შეიძლება ჩათვალო რომ ცხოვრებაში ყველაფერი ნახე.ან მინიმუმ ახალი არაფერი არ გაგაკვირვებს.მე ჩემი მშობლების სიკვდილი ვნახე,დროში ვიმოგზაურე,ვნახე ძველი სამყარო.ახალი სამყაროს დაბადება ვიხილე.ჰაჰ...ბიზნესმენი ვიყავი და მეკობრე გავხდი,რომელიც ახლა უზენაესმა წინასწარმეტყველმა დაიბარა.თან პირამიდის ორი მცველი მომყვება,რომლებსაც ტურას თავი აქვთ,ანუბისის მსგავსად.აქ იყო ათასობით 5 მეტრიანი ოქროს კარიბჭე. ერთერთი მათგანი თავისით გაიღო.მცველებმა თავიანთი პოზიცია დაიკავეს.ერთი მარჯვნივ დადგა,მეორე კი მარცხნივ.როგორც ჩანს გზის გაგრძელება მარტო მომიწევდა.როდესაც შევედი ოთახში,კარიბჭე დაიხურა და ოთახმა თითქოს თავისი ნამდვილი სახე დამანახა.დავინახე ალბათ ის რასაც მხოლოდ ოთახში მყოფი ნახავდა.ირგვლივ წყალი იყო.მხოლოდ პატარა სწორი მიწა მოჩანდა გასასვლელად. წყლის იქით,ორივე მხარეს კლდეები იყო,ზევით ავიხედე თუმცა კდლეების ბოლო ვერ დავინახე,ვერც მარჯვენა და ვერც მარცხენა მხარეს.თითქოს მათ ამ პირამიდასავით ბოლო არ უჩანდათ.ნელნელა ნაბიჯების გადადგმა დავიწყე,აუჩქარებლად მივუყვებოდი გზას,თან კლდეებს ვათვალიერებდი,მათზე ადამიანების ფიგურები იყო გამოსახული სხვადასხვა პოზაში.პირველი კითხვა რომელიც გონებაში გამიჩნდა იყო „ვინ შექმნა ამათი ფიგურა?“... თუმცა როდესაც კარგად დავაკვირდი თითოეულ მათგანს,როდესაც თვალის დახამხამებაც კი არ გავბედე მაშინ შევამჩნიე,რომ ისინი მოძრაობდნენ.ისინი..ყველანი..ყველანი მოძრაობდნენ...დახმარებას ითხოვდნენ,თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევდი.ათასობით კლდეში ჩარჩენილი ადამიანი თავისას გაიძახდა,მაგრამ ისინი დანამდვილებით არ ლაპარაკობდნენ,მათი აზრები,ჩანჩერის თითოეული წვეთივით შედიოდნენ ჩემს გონებაში და გადიოდნენ.რამდენიმემ ტირილიც კი დაიწყო,მათ თვალებიდან ცრემლები მოსდიოდათ...ეს ცრემლები...მე მაშინ მივხვდი...ეს არ იყო წყალი,რომელიც ამ გზას აკრავდა ირგვლივ...ეს მათი დაღვრილი ცრემლები იყო...სევდით გაჟღენთილი ცრემლები. –შენ დროზე მოხვედი დაწყევლილო. მე გავიხედე წინ და დავინახე ქალი...ლამაზი ქალი...სარკეში,რომელიც ოთახის ბოლოსკენ იყო აღმართული,მანდედან მოჩანდა ეს ქალი.მივუახლოვდი და ზევით ავიხედე.სარკე ამ კლდეს მიჯაჭვული ადამიანებივით ტიროდა,მისგან ჩამოდიოდა ჩანჩქერი,ასი ათასობით ცრემლი იღვრებოდა წამებში.ამ სარკიდან,როგორც სხვა სამყაროდან გამოვიდა ეს ლამაზი ქალი თავისი ნავით...მე ერთ ადგილზე გავშეშდი,არ ვიცოდი რა მექნა.მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა. –შენ ხომ იცი არა ალასტარ,ვინ ვარ? –შენ...შენ ორაკული ხარ?! –კი,და შენ იცი რისთვის ვარ აქ? –წინასწარმეტყველება,ის მე მეკუთვნის და თქვენ მე უნდა მითხრათ მის შესახებ. –სწორი ხარ,ალასტარ.შენ აბსოლუტურად სწორი ხარ.წინასწარმეტყველება ჟღერს ასე
“დრო გარბის,შენ კი მას ვერ იჭერ,დრო მოვა და ის თვითონ დაგიჭერს“.
–როგორ გავიგო ეს?–პანიკაში ჩავვარდი,ბევრი რამ ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი აღმოჩნდა,ბევრი რამ კი უცნობი.ამ წინასწარმეტყველებამ ახალი გასაქანი მისცა ჩემს ფიქრებს. –ალასტარ,ჩემი მოვალეობა იყო შენთვის წინასწარმეტყველების თქმა,დანარჩენი შენზეა დამოკიდებული.მე კი ახლა უნდა დაგტოვო. –ერთ წამს,არ წახვიდე... –შენ კითხვა გაწუხებს ამ ადამიანებზე,რომლებიც კლდეზე არიან მიჯაჭვულები? –დიახ,რა სჭირთ მათ? –ოო,ეს არ არიან ადამიანები ალასტარ,ეს მათი სულები არიან. –სულები? –ალასტარ,საჭირო წინასწარმეტყველების დროს მე ვიძახებ ხალხს,მაგრამ ხდება პირიქით,როცა ხალხს სურს თავიანთი მომავლის ან წარსულის შესახებ რაიმეს გაგება.თითოეულ კითხვას,აქვს თავისი ფასი.ფასი კი სულების რაოდენობაა.რამდენ სულს შესწირავ იმისთვის,რომ გაიგო შენს შესახებ წინასწარმეტყველება?მე მათ ვერაფრით ვერ დავეხმარები.მათ ღმერთიც კი ვერ დაეხმარება.–ორაკული ჩაჯდა თავის ნავში და სარკეში დაბრუნდა.ჩაფიქრებულმა ალასტარმა კი ზურგი აქცია სარკეს და თავის გზას გაუდგა.
შეტყობინება დაარედაქტირა: Доктор - ხუთშაბათი, 16/01/2014, 20:57
ჰმმ... საინტერესოა და დამაფიქრებელი... :) მე მომეწონა და აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე =)) ნუ, რა თქმა უნდა, შენ თუ განაგრძობ წერას P.s. გრამატიკულ შეცდომებს არ ვიმჩნევ :დდ
ჰმმ... საინტერესოა და დამაფიქრებელი... :) მე მომეწონა და აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე =)) ნუ, რა თქმა უნდა, შენ თუ განაგრძობ წერას P.s. გრამატიკულ შეცდომებს არ ვიმჩნევ :დდ
ხო ვაპირებ მარა მთავარია სხვებსაც უნდოდეთ რა ხო აზრზე ხარ რა პონტიცაა,მეტი მუღამი მესაჭიროება წერისთვის და ეს მუღამი ხალხია =)))
2073 წლის 14 დეკემბერი–დღე,როდესაც სამყარო შეიცვალა.იმ ეპოქის წარმომადგენლებს მშვენივრად ახსოვთ ის ჯოჯოხეთური დრო–ოთხი საათი.დრო,როდესაც ცა შუაზე გაიპო.მარჯვნივ სინათლე,მარცხნივ კი წყვდიადი მოჩანდა.ისინი ერთმანეთს ეჯახებოდნენ,ისე რომ დარტყმითი ტალღებისგან ხიდებიც კი ინგრეოდა და მიწა იყოფოდა შუაზე.ყველას,ვისაც შეეძლო იმ მომენტში შესცქეროდა ამ სანახაობას.პრესას მეტი არც უნდოდა,მსოფლიოს მაშტაბით,პირდაპირ ეთერში დაიწყეს მომხდარის გაშვება.ბევრი თითქოს ორ ადამიანურ სხეულს ამჩნევდა ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს,თუმცა საბოლოოდ ვერავინ ვერავის დაფიქსირება ვერ შეძლო ვერც წყვდიადში,და ვერც სინათლეში..დამაინტრიგებელმა სპექტაკლმა რამდენიმე წუთი გასტანა.ფინალური დაჯახებისას წარმოიქმნა უზარმაზარი აფეთქების ტალღა,რომელმაც არამცთუ კილომეტრები,ქალაქი,კონტინენტი ან პლანეტა მოიცვა.სამყაროს თითოეულ კუთხე კუნჭულამდე მივიდა ამ აფეთქების ტალღა. სამყარო შოკში იყო.მასეთი რამ არასდროს არ მომხდარა.მთელი ერთი კვირა ყველა ამ ამბავს განიხილავდა,ათასი კითხვა ჩნდებოდა,თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო ამ აფეთქების შემდეგ,მაგრამ არაფერი არ მოხდა და ხალხმაც დაივიწყა ეს ამბავი.სამწუხაროდ დაივიწყა...1 თვეში კი ყველაფერი შეიცვალა.ადამიანების მიერ ათასობით წლის წინ შექმნილი ცხოვრების სისტემა,რამდენიმე დღეში განადგურებულ იქნა.განადგურებულ იქნა ჩვენს მიერ.სახელმწიფოებმა შეწყვიტეს არსებობა,დედამიწამ ზრდა დაიწყო,კონტინენტები იშლებოდა და ახალი მიწები იმქნებოდა.ეს იყო დღე,როდესაც თითოეულ ადამიანს გაუჩნდა ზებუნებრივი შესაძლებლობა.
<<<<ამას ვუმატებ პროლოგს და როცა მოვახერხებ 1 თავს დავწერ.
შეტყობინება დაარედაქტირა: Доктор - სამშაბათი, 07/01/2014, 14:56
გუშინ რომ წავიკითხე ძალიან დამაინტრიგა რა შეიძლება მომხდარიყო იმ საბედისწერო დღეს. გაგრძელებამ კიდევ უფრო მეტი კითხვები გამიჩინა.კარგია, დასაწყისი საინტერესო ჩანს ასე რომ გაგრძელებას დაველოდები