ძალიან პატარა კია , მაგრამ ვფიქრობ მოცულობას მნიშნველობა არ აქვს შეაფასეთ
სიცარიელეა... ეს სიცარიელე ჩემშია თუ ამ ოთახში , რომელშიც ახლა ვიმყოფები ?! აი ამას ვერ ვხვდები... ვდგავარ და საკუთარ ჩრდილს ვეთამაშები , რომელსაც თავზე გვირგვინი ადგას , თუმცა არა ალბათ ის მეთამაშება , რადგან ისაა მეფე მე კი პაიკი. წამით დავფიქრდი და გავაანალიზე , რომ რეალურ ცხოვრებაში სხვა წესებია ჭადრაკისგან განსხვავებით , აქ მეფე დაეცემულია , თუმცა პაიკი კვლავ ფეხზე დგას და რეალობასა და ილუზიას შორის გამავალ ხიდს ებღაოჭება... ქაოსია... თუმცა ეს ისევ ჩვენი მოსაწესრიგებელია, ადამიანი უნდა ფლობდეს კონტროლს საკუთარ ჩრდილზე ანუ მის შინაგან სამყაროზე... არცერთი მიმართულებით არ გადადგათ ნაბიჯიც კი , რადგან რეალობა სასტიკია , ილუზია კი საამო... რა იქნება თუ ამ ყველაფერს ერთად დაიტევ ?! არ თქვა შეუძლებელიაო... ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია მთავარია სურვილი... ერთმა კარგმა ადამინმა მითხრა : დროა.. !!
დროა რომ ილუზიაში ჩარჩენილი, სიბნელეში მუხლმოდრეკილი არ ჩარჩე შენს ოცნებებთან ერთად. დროა გამოიღვიძო და გამოხვიდე ილუზიიდან, დროა რომ ფეხზე წამოდგე და სიარული არასოდეს შეწყვიტო. დროა რომ შენი ოცნებები რეალობას შეუსაბამო. ოცნება, ეს ხომ ისაა რისკენაც მიილტვი, რისი მიღწევაც გინდა. უნდა დაისახო მიზანი და შენი ოცნებების განსახორციელებლად ყველაფერი უნდა გააკეთო. ილუზია რეალობაში უნდა გადაიტანო... სიცოცხლე, ეს ყველაზე სასტიკი გამოცდაა ადამიანისთვის. ეს გამოცდაა შენი სულისთვის, მაგრამ ამ გამოცდას ბევრი თავს ვერ ართმევს, ერთი შეხედვით თითქოს მარტივადაა ყველაფერი. იცხოვრე, გააკეთე სიკეთე. სათქმელად მარტივია მარტივია მაგრამ გასაკეთებლად საკმაოდ ძნელი. ადამიანის ცხოვრებაში ბევრია ისეთი მომენტი, როცა თავისდა უნებურად უხდება ცუდი საქციელის გაკეთება. ისევ დავუბრუნდეთ ილუზიას. ზოგიერთი ცხოვრებას მობეზრებული ადამიანი ჩაკეტილი ხდება და თავის სამყაროში ცხოვრობს, ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი აქვს: სიყვარული, წარმატება, ფული... ისინი ეთიშებიან წუთისოფელს და თითქოსდა ეგოისტები ხდებიან. და ბოლოს: -დროა, რომ ფეხზე წამოდგე და ცხოვრება გააგრძელო!...
კარგია მომეწონა, სპოლერში რაც წერია შეგიძლიათ არ წაიკითხოთ .