Barca FC
Levan
თარიღი: ოთხშაბათი, 06/07/2011, 23:15 | შეტყობინება # 251
ავტორი Levan
06/07/2011, 23:15 | პოსტი # 251
--- ▼ ---
Bryant, ჩაგწერე hx hx hx
 
GooFy
თარიღი: ორშაბათი, 11/07/2011, 20:03 | შეტყობინება # 252
ავტორი GooFy
11/07/2011, 20:03 | პოსტი # 252
--- ▼ ---
ჩმაწერეთ რააა n_victoire
 
Levan
თარიღი: სამშაბათი, 12/07/2011, 03:17 | შეტყობინება # 253
ავტორი Levan
12/07/2011, 03:17 | პოსტი # 253
--- ▼ ---
GooFy, ჩაგწერე hx
 
Bryant
თარიღი: სამშაბათი, 12/07/2011, 13:08 | შეტყობინება # 254
ავტორი Bryant
12/07/2011, 13:08 | პოსტი # 254
--- ▼ ---
ეხლა აგვისტო მოდიიისოო მალეე )) ლა ლიგა დაიწყებაა ))
 
Levan
თარიღი: ოთხშაბათი, 13/07/2011, 03:12 | შეტყობინება # 255
ავტორი Levan
13/07/2011, 03:12 | პოსტი # 255
--- ▼ ---
Bryant, აუ მაგრად ველოდები, მორიგი სეზონი, სადაც ბარსა ისევ ახოხიალებს რეალს მუხლებზე !! s
 
sharinboy
თარიღი: ოთხშაბათი, 13/07/2011, 04:49 | შეტყობინება # 256
ავტორი sharinboy
13/07/2011, 04:49 | პოსტი # 256
--- ▼ ---
მგონი ფაბრეგასი გადმოდის :)
 
Reeps_Hatake
თარიღი: ოთხშაბათი, 13/07/2011, 11:49 | შეტყობინება # 257
ავტორი Reeps_Hatake
13/07/2011, 11:49 | პოსტი # 257
--- ▼ ---
Quote (sharinboy)
მგონი ფაბრეგასი გადმოდის :)

შანსი არააა ....
 
RAT
თარიღი: ოთხშაბათი, 13/07/2011, 11:50 | შეტყობინება # 258
ავტორი RAT
13/07/2011, 11:50 | პოსტი # 258
--- ▼ ---
Quote (sharinboy)
მგონი ფაბრეგასი გადმოდის :)

ფაბრეგასი 3 წელია გადმოდის :D მარა ვენგერი არც წელს გაუშვებს მაგას :D
 
Levan
თარიღი: ოთხშაბათი, 13/07/2011, 14:39 | შეტყობინება # 259
ავტორი Levan
13/07/2011, 14:39 | პოსტი # 259
--- ▼ ---
RAT, ფან კლუბს თავისი წესები აქვს, მეორედაც რომ დაირღვეს ბანი არ აგცდება !! დავიღალე არავინ რომ არ ითვალისწინებს ამ წესებს, ბოლოჯერ ვამბობ, წესები დაირღვევა და ბანი გარანტირებულია !!
ფან კლუბის წესები:
1)არ გაფლუდოთ!
2)სხვა კლუბის ფანებმა არ დაპოსტოთ!
3)ფან კლუბის წევრებო, სხვა კლუბის ფანებთან კამათში არ შეხვიდეთ!
 
RAT
თარიღი: ხუთშაბათი, 14/07/2011, 16:58 | შეტყობინება # 260
ავტორი RAT
14/07/2011, 16:58 | პოსტი # 260
--- ▼ ---
Levan, და სხვა კლუბის ფანებმა რატო არ უნდა დაპოსტონ??მე ბარსასთან დაკავშირებული რაღაც დავწერე და მეტი არაფერი,კარგი თუ ასეა მეტს აღარ დავპოსტავ bx bx

შეტყობინება დაარედაქტირა: RAT - ხუთშაბათი, 14/07/2011, 16:59
 
doomy
თარიღი: პარასკევი, 15/07/2011, 11:13 | შეტყობინება # 261
ავტორი doomy
15/07/2011, 11:13 | პოსტი # 261
--- ▼ ---
RAT, იმიტომ რომ კამათი არ უნდათ : )) აუ ბან არ დამადოთ რა ძლივს მოვიშორე 3 დგიანი ბანი a
 
ReepsHatake
თარიღი: პარასკევი, 15/07/2011, 12:39 | შეტყობინება # 262
ავტორი ReepsHatake
15/07/2011, 12:39 | პოსტი # 262
--- ▼ ---
აი doomy , შენ გარკვეული ხარ და მითხარი , ტორესი ბარსას ხო დატახავდა ?
 
doomy
თარიღი: პარასკევი, 15/07/2011, 13:46 | შეტყობინება # 263
ავტორი doomy
15/07/2011, 13:46 | პოსტი # 263
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
შენ გარკვეული ხარ და მითხარი , ტორესი ბარსას ხო დატახავდა ?

არა :D :D რა ტორესი რად უნდა ბარსას ტორესი
1. ტორესზე მაგრები ყავს (ვილია და ეხა უკვე სანჩესიც)
2.ტორესი აღარაა კარგ ფორმაში
3.ჩელსი ტორესს იაფად არ გაყიდის
hx hx
 
ReepsHatake
თარიღი: პარასკევი, 15/07/2011, 15:38 | შეტყობინება # 264
ავტორი ReepsHatake
15/07/2011, 15:38 | პოსტი # 264
--- ▼ ---
Quote (doomy)
1. ტორესზე მაგრები ყავს (ვილია და ეხა უკვე სანჩესიც)

ვილია ფლანგზეა
Quote (doomy)
2.ტორესი აღარაა კარგ ფორმაში

ხავი ინიესტასთან ტორესი იქნება უძლიერესი
Quote (doomy)
3.ჩელსი ტორესს იაფად არ გაყიდის

იაფად ტორესს არავინ არ გაყიდის :D
და ბოლოს : D რა სანჩესი :D
 
doomy
თარიღი: პარასკევი, 15/07/2011, 17:26 | შეტყობინება # 265
ავტორი doomy
15/07/2011, 17:26 | პოსტი # 265
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
ვილია ფლანგზეა

აბა ცენტრში ვინაა მესი ?? თუ პედრო ?? ვილიაც ისევე როგორც მესი და პედრო ძაან ხშირად ცვლიან ადგილებს თამაშის დროს : ))
Quote (ReepsHatake)
და ბოლოს : D რა სანჩესი

სანჩესი ხო იყიდა ბარსამ ?? :?
Quote (ReepsHatake)
ხავი ინიესტასთან ტორესი იქნება უძლიერესი

არანაირი მიზეზი არ არის იმის რომ ტორესი ხავი ინიესტასთან იქნება ვილიაზე ძლიერი : ))
 
Naruto_Sasuke
თარიღი: პარასკევი, 15/07/2011, 22:04 | შეტყობინება # 266
ავტორი Naruto_Sasuke
15/07/2011, 22:04 | პოსტი # 266
--- ▼ ---
ჩამწერე აუცილებლად :) ბარსა! ბარსა ! ბარსა ! ბარსა ! ძირს რეალი !!!

დამატებულია (15/07/2011, 21:04)
---------------------------------------------
ნეიმარიც უნდა გვყოლოდა წესით

 
sharinboy
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 02:17 | შეტყობინება # 267
ავტორი sharinboy
16/07/2011, 02:17 | პოსტი # 267
--- ▼ ---
რიფსა შენ რა გინდა თქვა რო მესის ადგილას უნდა დააყენონ ტორესი ?? ? ?

დამატებულია (16/07/2011, 01:17)
---------------------------------------------
Naruto_Sasuke, ჯერ არაფერი არ არის გამორიცხული .

 
RAT
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 13:46 | შეტყობინება # 268
ავტორი RAT
16/07/2011, 13:46 | პოსტი # 268
--- ▼ ---
მეც ჩამწერეთ მაშინ ფანკლუბში :D :D აბა არსენალის ფანკლუბი არაა და :D

დამატებულია (16/07/2011, 12:46)
---------------------------------------------
აბა სხვანაირად კომენტარს ვერ ვწერ :D

 
ReepsHatake
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 15:33 | შეტყობინება # 269
ავტორი ReepsHatake
16/07/2011, 15:33 | პოსტი # 269
--- ▼ ---
Quote (doomy)
აბა ცენტრში ვინაა მესი ?? თუ პედრო ?? ვილიაც ისევე როგორც მესი და პედრო ძაან ხშირად ცვლიან ადგილებს თამაშის დროს : ))

ტორესის გადმოსვლის შემდეგ იქნება ფლანგზე როგორც ეს იყო იბრას დროს !
Quote (doomy)
სანჩესი ხო იყიდა ბარსამ ??

კი.
Quote (doomy)
არანაირი მიზეზი არ არის იმის რომ ტორესი ხავი ინიესტასთან იქნება ვილიაზე ძლიერი : ))

და რატო უნდა იყოს ?
Quote (sharinboy)
რიფსა შენ რა გინდა თქვა რო მესის ადგილას უნდა დააყენონ ტორესი ?? ? ?

ნუ ჯვავ სიბრძნეებს რა :D
 
doomy
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 16:12 | შეტყობინება # 270
ავტორი doomy
16/07/2011, 16:12 | პოსტი # 270
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
ტორესის გადმოსვლის შემდეგ იქნება ფლანგზე როგორც ეს იყო იბრას დროს !

და როგორი იქნება თავდასხმის 3ეული ?? ვილია - ტორესი - მესი ?? მე პირადად სანჩესი ბევრად მირჩევნია დღევანდელ ტორესსაც და ვილიასაც ! : ))
Quote (ReepsHatake)
და რატო უნდა იყოს ?

ხოდა რო არ არის მაგიტო გეუბნები :D
 
ReepsHatake
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 16:14 | შეტყობინება # 271
ავტორი ReepsHatake
16/07/2011, 16:14 | პოსტი # 271
--- ▼ ---
Quote (doomy)
ვილია - ტორესი - მესი ??

იდეალური ))
 
doomy
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 20:02 | შეტყობინება # 272
ავტორი doomy
16/07/2011, 20:02 | პოსტი # 272
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
იდეალური ))

3 პრობლემაა :
1. ტორესს ჩელსი არ გაყიდის
2.ტორესი ცუდ ფორმაშია
3.სანჩესს რას უშვები ?? იმისთვის გადმოვიდა რომ ის სკამი აპრიალოს რომელზეც ტორესი დააკუებს ?? :?
a a
 
Naruto_Sasuke
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 20:38 | შეტყობინება # 273
ავტორი Naruto_Sasuke
16/07/2011, 20:38 | პოსტი # 273
--- ▼ ---
მოურინიომ გვარდიოლას აგენტი მიუგზავნა თორე ეხლა შეიძლებოდა ნეიმარი ჩვენი ყოფილიყო :@
 
sharinboy
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 20:30 | შეტყობინება # 274
ავტორი sharinboy
17/07/2011, 20:30 | პოსტი # 274
--- ▼ ---
doomy, მეეცცც ალექსისი უმაგრესიაა :)) მარა პედრო ამოვარდება ალბათ .
 
gege
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 20:32 | შეტყობინება # 275
ავტორი gege
17/07/2011, 20:32 | პოსტი # 275
--- ▼ ---
Quote (sharinboy)
მეეცცც ალექსისი უმაგრესიაა :)) მარა პედრო ამოვარდება ალბათ .

ხო ალბათ პედროს ამოაგდებს ! ისე კაი სამეული იქნება მესი ვილია სანჩესი .. ბოლო სეზონში მაგრა ითამაშა სანჩესმა .. : )) და ეხა კოპა ამერიკაზეც სააკაიფოდ თAმაშობს ..
 
Levan
თარიღი: ორშაბათი, 18/07/2011, 02:20 | შეტყობინება # 276
ავტორი Levan
18/07/2011, 02:20 | პოსტი # 276
--- ▼ ---
doomy, ReepsHatake, ბანები თემის წესების დარღვევისთვის !!
Naruto_Sasuke, ჩაგწერე ძმა hx
gege, ბარსას ფანი ხარ? ჩაგწერო? თუ არ ხარ მეტი აღარ დაპოსტო აქ !! თემას წესები აქვს და დარღვევის შემთხვევაში ბანს მიიღებთ !!

დამატებულია (18/07/2011, 01:20)
---------------------------------------------
აი წესებიც:
1)არ გაფლუდოთ!
2)სხვა კლუბის ფანებმა არ დაპოსტოთ!
3)ფან კლუბის წევრებო, სხვა კლუბის ფანებთან კამათში არ შეხვიდეთ!

 
sharinboy
თარიღი: ორშაბათი, 18/07/2011, 04:38 | შეტყობინება # 277
ავტორი sharinboy
18/07/2011, 04:38 | პოსტი # 277
--- ▼ ---
ალექსისი მირჩევნია მე ტორესსაც და პედორსაც ისე ფაბრე რო გადმოსულიყო არც ალექსისი და არც პედრო იქნებოდნენ
2
იქნებოდა წინ
მესი და
ვილა
4 ცენტრში
და 4 დაცვაში ალბათ n_kiss
 
Albafica
თარიღი: ორშაბათი, 18/07/2011, 09:44 | შეტყობინება # 278
ავტორი Albafica
18/07/2011, 09:44 | პოსტი # 278
--- ▼ ---
მეც ჩამწერე რა!
 
Naruto_Sasuke
თარიღი: სამშაბათი, 19/07/2011, 20:24 | შეტყობინება # 279
ავტორი Naruto_Sasuke
19/07/2011, 20:24 | პოსტი # 279
--- ▼ ---

ბარსელონა — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა“ უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე).

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი "ბარსელონა B" და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

2006-07 სეზონის მონაცემებით "ბარსელონა" მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.

ისტორია

1899-1908
1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს "ხიმნასიო სოლე"-ში პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერი უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პაროსნსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".[1]

"ბარსა" მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად "ბარსელონა" კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს "ბარსელონამ" პირველი ტიტული "კოპა მაკაი" მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც "ვისკაისთან" დამარცხდა (1:2)

1908-1923

1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. "ბარსას" 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა "ბარსელონასთვის" სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი "კარერ ინდუსტრიაზე" გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა.გამპერმა ასევე კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე "Les Corts"-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.[4]

გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსელონამ" 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ "პირენეის თასი". იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც პლატკო.

რივერა, რესპუბლიკური და სამოქალაქო ომები (1923-1938)

წარმატებულ 20-იან წლებში, კლუბს ბევრი არასპორტული პრობლემა ექმნებოდა. პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი, სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა კლუბში მაინც იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები და ხოსე ესკოლას მეთაურობით "ბარსა" 1929-1938 წლებში შვიდჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი. 1 თვის შემდეგ კი ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ სანიული დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს გვადალახარასთან ახლოს.1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. 1938 წელს ფაშისტებმა "ბარსას" ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა.მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა.

C. de F. Barcelona (1939-1974)

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ. ამიტომ F.C. Barcelona (რომელიც ინგლისურევნოვანი დასახელება იყო) C. de F. Barcelona-ად გადაკეთდა. კლუბის გერბიდან ამოღებული იქნა კატალონიური დროშაც და ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიურ ენაზე მხოლოდ სტადიონზე თუ საუბრობდა.

1943 წელს "ლეს კორტს"-ზე ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც "რეალმა' ის მატჩი 11:1 მოიგო.

რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად "ბარსა" მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს "ბარსელონამ" პირველად მოიგო "Copa Latina". 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის - ფერნანდო დაუჩიკისა და "ბარსას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის - ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, "Copa del Generalisimo", "Copa Latina" და "Copa Eva Duarte". 1953-ში "ბარსამ" კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და "Copa del Generalisimo".

ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში "ბაზრობათა თასს" (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.

მწვრთნელის ელენიო ერერას ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, "ბარსამ" კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას.

1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს "ნოუ კამპის" მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს "ბაზრობათა თასი" მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა "Copa del Generalisimo"-ს ფინალში "ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" 1:0 დამარცხებით.

1974 წელს "ბარსელონამ" დაიბრუნა თავისი სახელი "Football Club Barcelona".



კრუიფი (1974-1978)

1973/74 წლების სეზონში გუნდში მოვიდა იოჰან კრუიფი. "ბარსელონამ" იმ პერიოდის ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფმა, რომელმაც უკვე "აიაქსში" გაითქვა სახელი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რეალს" "ბარსელონა" არჩია იმის გამო, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. ჰოლანდიელმა 60-იანი წლების შემდეგ პირველად მოაგებიდა კლუბს ჩემპიონატი და მთავარი გმირი გახდა "ბერნაბეუზე" "რეალის" 0:5 დამარცხებაში. "ბარსელონაში" თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.

ნუნიესის პრეზიდენტობა (1978-2000)


სტაბილური პერიოდი (1978-1988)

1978 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. მისი მთავარის მიზანი მსოფლიოში კლუბის სახელის დამკვიდრება და ფინანსური გაძლიერება იყო. 1979-1982 წლებში "ბარსამ" ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1982 წელს გუნდში სარეკორდო თანხად (8 მილიონი) მოვიდა დიეგო მარადონა. ახალგაზრდა დიეგოს ბარსელონაში კარიერად ვერ აეწყო და მან 2 წლის შემდეგ დატოვა კლუბი. 1984/85 წლებში გუნდის მწვრთნელად ტერი ვენეიბლზი დაინიშნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა და ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ბუქარესტის სტიაუასთან მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონაში" ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გარი ლინეკერი ჩამოვიდა. გუნდში მოვიდა მეკარე ანდონი სუბისარეტაც, თუმცა ვენეიბლსის გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია და 1987 წელს მისი ადგილი ლუის არაგონესმა დაიკავა. ის სეზონი გუნდში ნუნიესის წინააღმდეგ "აჯანყებით" და სამეფო თასის ფინალში "სოსიედადის" 1:0 დამარცხებით გამოირჩა.



ოცნების გუნდი (1988-1996)

1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და შექმნა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობის გამო "ოცნების გუნდსაც" უწოდებდნენ. იმ პერიოდის "ბარსელონაში" თამაშობდნენ: ხოსეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო. ამ გუნდმა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1990-1994 წლებში და ორი ევროტურნირის ფინალში (1989 წელს თასების მფლობელთა თასი და 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი) დაამარცხა იტალიური სამპდორია. "ბარსამ" იმ წლებში ასევე მოიგო ესპანეთის თასი 1990-ში, ევროპის სუპერ თასი 1992-ში და 3 ესპანეთის სუპერ თასი. მოპოვებული 11 ტიტულით კრუიფი დღემდე კლუბის ყველა დროის წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მან ყველაზე მეტ ხანს - 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა "ბარსას" და ბოლო 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.

1996-2000

კრუიფის ადგილი ბობი რობსონმა დაიკავა. მისი ცნობილი გამონათქვამია: "კატალონია არის ქვეყანა და ბარსელონა - მისი არმია". რობსონმა გუნდში რონალდო მოიყვანა და თავის ერთადერთ სეზონში ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. რობსონი ლუის ვანგაალმა შეცვალა. გუნდში მოვიდნენ ლუიშ ფიგუ, ლუის ენრიკე, ჯოვანი და რივალდო. "ბარსამ" 1998/99 წლებში ჩემპიონატი და თასი მოიგო. 1999 წელს, კლუბს 100 წლის იუბილეზე "ბარსელონა" კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ევროპულ ტურნირებში წარუმატებლობების გამო 2000 წელს გუნდო დატოვეს პრეზიდენტმა ნუნიესმა და ლუის ვან გაალმა.

გასპარი და კრიზისის პერიოდი (2000-2003)

ნუნიესის და ვან გაალის წასვლა არაფერი იყო იმასთან, რაც შემდეგ მოხდა. კლუბი დატოვა ვიცე-კაპიტანმა და ფანების საყვარელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელაც "ბარსას" მთავარ მეტოქე - "რეალში" გააგრძელა კარიერა, რაც მას გულშემატკივრებმა არ აპატიეს და "კამპ ნოუზე" ყოველი ვიზიტი მისთვის ჯოჯოხეთში თამაშს უდრიდა. გასპარის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, შემადგენლობა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა და საბოლოოდ 2003 წ

აწმყო

2003 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ახალგაზრდა ჟოან ლაპორტა აირჩიეს, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი და უმაღლესი დონი ფეხბურთელები: რონალდინიო, დეკუ, ლიონელ მესი და სამუელ ეტო'ო. ასევე გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი, რაფაელ მარკესი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი, რომელბსაც კლუბში დახვდათ კარლეს პუიოლი და ხავი. ამ შემადგენლობით "ბარსელონამ" უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.

2004-05 წლებში ლაპორტას "ბარსელონამ" პირველად მოიგო ჩემპიონატი. "ბარსამ" "კამპ ნოუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. ჩემპიონთა ლიგაზე რაიკარდის გუნდი "ჩელსისთან" დამარცხდა, საერთო ანგარიშით 5:4.

2005-2006


ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "მილანს" 0:1. "ბარსა" 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.

2006-07 წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.

2008-09 მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას , მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , პეპ გუარდიოლა მოიწვიეს . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა . გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე . სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო . გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა , შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო . ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე . მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით . წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი . 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ) . ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა ( უშუალო კონკურენტის , რეალის დამარცხების შემდეგ ) . მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამოდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა რეალის გულშემატკივრებს იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღსდგა . მაგრამ ისევ და ისევ რეალთან სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში ბარსელონამ დაამტკიცა რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ , ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა . კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამოდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა . ამ შედეგმა ბარსელონა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში , მეორე გამარჯვება მოუტანა . მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა . ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი , შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად , მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში , სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი . ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო . 21 საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან , ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა , მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს . მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამოდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს .

დამატებულია (18/07/2011, 23:25)
---------------------------------------------


კრუიფის ცხოვრება თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ამსტერდამის აიაქსს. მას მამა გარდაეცვალა ადრეულ ასაკში, ხოლო დედამისი მუშაობდა დამლაგებლად სტადიონზე. შესაბამისად პატარა იოჰანი სისტემატიურად ესწრებოდა გუნდის ვარჯიშებს და თავიდანვე მიზნად დაისახა ამ დიდ კლუბში მოხვედრა. როდესაც კრუიფი გახდა 12 წლის, დედამისის თხოვნით გუნდის მწვრთნელებმა იოჰანი აიყვანეს აიაქსის სკოლაში. ოთხი წლის შემდეგ, 1963 წელს მას გაუფორმეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი და იოჰანი ჩაირიცხა ამსტერდამის აიაქსში, ხოლო 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ძირითად გუნდში. სულ მალე გამოაშკარავდა, რომ იოჰანი არა მხოლოდ მშვენივრად ჯდებოდა რინუს მიხელსის ტაქტიკურ კონცეფციებში, არამედ მშვენივრად შეეძლო თამაშის გაძღოლა და პატარა ასაკში უკვე აეღო ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე. მსუბუქი და გრაციოზული კრუიფი სისტემაიურად მანევრირებდა მოედანზე. მისი სისტემატიური, მოულოდნელი გადაადგილებები მინდორზე უმაღლეს სისწრაფეებზე უდიდეს თავსატეხს უჩენდა მოწინააღმდეგეს. სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან მეტსახელი „მფრინავი ჰოლანდიელი“. იგი ბრწყინვალე იყო როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშში. იოჰანს ჰქონდა ფილიგრანულ ტექნიკა, იდეალურ პასის კულტურა და უზუსტესი დარტყმები. თვითონ კრუიფი თავის ამგვარ თამაშს შედეგნაირად ხსნიდა: „თანამედროვე ფეხბურთი, თავისი არსით არის განუწყვეტელი მოძრრაობა. მას შემდეგ, რაც ბურთს გამოეთხოვები, სწრაფად უნდა დასვა მოწინააღდეგის წინაშე გადაუჭრელი ამოცანები, შენი განუწყვეტელი მოძრაობით მინდორზე. უნდა მიიპყრო მეკარის და მცველების ყურადღება შენივე მანევრირებით, რაც ყოველთვის გამოიწვევს მოწინააღმდეგე გუნდში ქაოსსა და დაბნეულობას. ერთი სიტყვით, აგრძნობინე რომ შენ მართავ თამაშს და აიძულე აღიარონ შენი ავტორიტეტი.“ კრუიფს ჰქონდა ბრწყინვალე სიჩქარე - 30 მეტრს ადგილიდან გარბოდა 3,8 წამში. მას შეეძლო ესეთი სიჩქარე ჩაერთო ნებისმიერ მომენტში, მაგრამ აგრეთვე ძალუძდა მომენტალური გაჩერება. მაქსიმალურ აჩქარებაზე იოჰანი იცვლიდა სირბილის მიმართულებას. მისი უბურთო თამაშიც აღფრთოვანებაში მოყავდა მაყურებელს. მიუხედავად კრუიფის არც თუ დიდი წონისა, იგი მყარად იდგა ფეხზე და მისთვის ბურთის ართმევა იყო ზერთული ამოცანა, იოჰანი კორპუსით ბურთს ფარავდა იდეალურად და სწრაფი მიმართულების შეცვლით თავბრუს ახვევდა მცველებს. პასის მიღების დროს კრუიფს შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება: ბურთის დამუშავება,

სწრაფი დრიბლინგის წამოწყება, ფეხის ერთი შეხებით მიღებული ბურთისთვის მიმართულების შეცვლა და შეტევის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვითარება. განუწყვეტელი მუშაობით საკუთარ თავზე, იოჰანი ნელ - ნელა ყალიბდებოდა მსოფლიოს ერთ - ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. იმ დროისთვის ამსტერდამის აიაქსი რინუს მიხელსის ხელმძღვანელობითა და იოჰან კრუიფის მეთაურობით ნელ - ნელა დაეუფლა მოწინავე პოზიციებს შიდა პირველობაზე და 70 - იანი წლების დასაწყისში უკვე დადგა დრო ევროპის დაპყრობისა. აიაქსმა თავისი პირველი ჩემპიონთა თასი მოიგო 1971 წელს დაამარცხა რა ფინალში ბერძნული პანათინაიკოსი. მსოფლიომ აღიარა ეს გუნდი, მისი უცვლელი ლიდერი იოჰან კრუიფი და პირველმა ჰოლანდიელმა მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი წოდება. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ტოტალური ფეხბურთის ტრიუმფალური სვლის. შემდეგ წელს აიაქსმა კვლავ მოიგო ჩემპიონთა თასი. ამჯერად მისი მსხვერპლი აღმოჩნდა იტალიის ინტერი. ჰოლანდიელებმა მოიგეს 2:0. ორივე გოლი იოჰანმა გაიტანა. 1973 წელს აიაქსმა უკვე შტეფან კოვაჩის ხელმძღვანელობით მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. მათ ამჯერადაც იტალიური გუნდი დაამარცხეს (ტურინის იუვენტუსი). 1973 და 1974 წლებში კრუიფმა კვლავ მოიპოვა ოქროს ბურთი და შეიქმნა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამჯერ შეძლო France Football – ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს დასაკუთრება. ყველანი კარგად ათვიცნობიერებდნენ, რომ ევროპის მასშტაბით ღარიბი ამსტერდამის აიაქსი ვერ შეძლებდა ამხელა კალიბრის ვარსკვლავის დიდი ხნით გაჩერებას გუნდში და ასეც მოხდა: 1973 წელს იოჰან კრუიფი გადავიდა კატალონიურ ბარსელონაში, რომელსაც სპორტული თვალსაზრისით არც თუ ისე ულხინდა იმ პერიოდში, თუმცა 1973 – 1974 წლების სეზონში „მფრინავი ჰოლანდიელის“ ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბარსელონა გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო კრუიფი ბოლოჯერ დაეუფლა ოქროს ბურთს. საერთაშორისო ასპარეზზე იოჰანის დებიუტი შედგა ცხრამეტი წლის ასაკში და ის პირველივე მატჩში გამოირჩა გატანილი გოლით. ჰოლანდიის ნაკრებში, ისევე როგორც აიაქსში და ბარსელონაში იოჰანი ყოველთვის იყო ნომერ პირველი ფიგურა. საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატებების პარალელურად მომწიფდა დრო, რომ ჰოლანდიურ ფეხბურთს გაებრწყინა მსოფლიო პირველობაზე. 1974 წელს რინუს მიხელსის ტოტალური ფეხბურთი მთელი თავისი ბწრყინვალებით წარსდგა მსოფლიოს წინაშე. მიზანი იყო ერთადერთი - მსოფლიო ჩემპიონობა. ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩამოიტოვა ურუგვაის (2:0), ბულგარეთის (4:1) და შვედეთი ნაკრებები (0:0) და გავიდა შედმგომ ეტაპზე, რომელიც ასევე შედგებოდა ჯგუფებისგან. ჰოლანდიის ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილია, არგენტინა და გდრ. ჰოლანდიურმა გუნდმა გადაურბინა სამხრეთ ამერიკულ გრანდებს: არგენტინა (4:0), ბრაზილია (2:0) და გდრ (2:0). იოჰან კრუიფმა ითამაშა ბრწყინვალედ. მას გაჰქონდა გოლები, არიგებდა საგოლე გადაცემებს და უკვე ითვლებოდა ჩემპიონატის უპირობო საუკეთესო ფეხბურთელად. და დადგა ფინალური ორთაბრძოლის დროც, სადაც ფეხბურთის სპეციალისტები, მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები უდავო ფავორტად მიიჩნებდა ჰოლანდიის ნაკრებს.... ჰოლანდიის ნაკრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუჩნდა უამრავი ქომაგი, იოჰან კრუიფი უკვე აღიქმებოდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო რინუს მიხელსის სახელის და გვარის წინ ყველა ამატებდა ერთ სიტყვას „დიდი“. თუმცა უკვე მერამდენედ საფეხბურთო პროგნოზები დადგა თავდაყირა! თამაშის პირველივე წუთებზე იოჰან კრუიფმა განახორციელა ბრწყინვალე დრიბლინგი და იონესმა იგი დასცა საჯარიმოში. იოჰან ნეესკენსმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი....... პირველი ტაიმის ბოლოს ჰოლანდია აგებდა 1:2 - ს. ფორტუნამ ჰოლანდიას ზურგი აქცია. მიუხედავად უამრავი მცდელობისა მეორე ტაიმში თამაშში ანგარიში არ შეცვლილა და ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი გუნდი, ყველაზე დიდი ფეხბურთელი და ყველაზე დიდი მწვრთნელი დარჩნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე. ჰოლანდიის ნაკრები 4 წლის შემდეგაც გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თუმცა უკვე იოჰან კრუიფისა და რინუს მიხელსის გარეშე. „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა 1977 წელს. მიუხედავად დიდი თხოვნებისა, მან ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 31 წლის ასაკში იოჰანი წავიდა ბარსელონადანაც და გადაბარგდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თამაშობდა ლოს ანჟელეს აცტეკში და ვაშინგტონ დიპლომატსში. თუმცა აშშ - ში ევროპული ფეხბურთის აყვავების მცდელობა კრახით დასრულდა და 1981 წელს „მფრინავი ჰოლანდიელი“ დაბრუნდა ესპანეთში, სადაც გამოდიოდა ლევანტეს შემადგენლობაში. კარიერის ბოლო წლები კრუიფმა გაატარა ჰოლანდიაში. 1981 – 1983 წლებში ის თამაშობდა ამსტერდამის აიაქსში, ხოლო 1983 – 1984 წლების სეზონი ყველასათვის მოულოდნელად ითამაშა როტერდამის ფეინოორდში. კრუიფის ეს ნაბიჯი აღიქმებოდა ერთგვარად, როგორც სკანდალური, თუმცა იოჰანის ავტორიტეტმა დარჩრდილა ყველა უარყოფითი ემოცია, რაც ამ ნაბიჯმა გამოიწვია. 1986 წლიდან იოჰან კრუიფის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ერა - კრუიფი მწვრთნელი. 1986 – 1988 წლებში მას ჩააბარეს მშობლიური აიაქსი, რომელშიც ფეხს იდგამდნენ მომავალი მეგა ვარსკვლავები მარკო ვან ბასტენის მეთაურობით. გუნდში მისვლიდან ერთი წლის თავზე კრუიფმა მოიგო თასების მფლობელთა თასი და 1988 წელს დაუბრუნდა კატალონიურ ბარსელონას, სადაც ის უკვე იყო ლეგენდარული ფეხბურთელი და მომავალში უნდა გამხდარიყო ლეგენდარული მწვრთნელი. როგორც ფეხბურთელის რანგში მისვლისას, ასევე ახლაც ბარსას არ ულხინდა. გუნდი ყურყუტებდა ცხრილის შუაში და ძალზედ არასტაბილურად თამაშობდა. თუმცა სულ მცირე პერიოდში კრუიფმა მოახერხა და პერმანენტულად შექმნა მსოფლიო გრანდი. მისვლიდან ერთი წლის თავზე გუნდმა მოიგო თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა. ამ პერიოდში იოჰანმა ოთხჯერ გახადა გუნდი ესპანეთი ჩემპიონი და მოიგო ქვეყნის თასი. 1996 წელს იოჰან კრუიფი წავიდა ფეხბურთიდან. მიუხედავად უამრავი წინადადებისა დღემდე ის უარით ისტუმრებს ყველას და არჩევანს აკეთებს მშვიდ ცხოვრებაზე. თუმცა იოჰანი ყოველთვის აღფრთოვანებით ეხმაურება ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდ<

 
JOKER
თარიღი: ოთხშაბათი, 20/07/2011, 23:46 | შეტყობინება # 280
ავტორი JOKER
20/07/2011, 23:46 | პოსტი # 280
--- ▼ ---
ჩამწერე უეჭველი
 
Levan
თარიღი: ხუთშაბათი, 21/07/2011, 00:20 | შეტყობინება # 281
ავტორი Levan
21/07/2011, 00:20 | პოსტი # 281
--- ▼ ---
JOKER, ჩაგწერე hx
 
_m1sh
თარიღი: შაბათი, 23/07/2011, 01:01 | შეტყობინება # 282
ავტორი _m1sh
23/07/2011, 01:01 | პოსტი # 282
--- ▼ ---
მადნ ავრ ჩამწერე და თუ შეგიძლია მე 10 ჩამწერე ან 17 ტე :***
 
ReepsHatake
თარიღი: შაბათი, 23/07/2011, 16:47 | შეტყობინება # 283
ავტორი ReepsHatake
23/07/2011, 16:47 | პოსტი # 283
--- ▼ ---
ბარსელონა ვ დინამო , ვის უბალეშიკებთ ? : )
 
Levan
თარიღი: კვირა, 24/07/2011, 02:13 | შეტყობინება # 284
ავტორი Levan
24/07/2011, 02:13 | პოსტი # 284
--- ▼ ---
_m1sh, BuSuNsula, ჩაგწერეთ ბრატცი hx
თემო, რა პროვოკაციული კითხვაა, მოიცა ავიდეს ჯერ დინამო მაღალ დონეზე და მერე გაგცემ პასუხს :P:D
 
_m1sh
თარიღი: კვირა, 24/07/2011, 02:25 | შეტყობინება # 285
ავტორი _m1sh
24/07/2011, 02:25 | პოსტი # 285
--- ▼ ---
Quote (Levan)
_m1sh, BuSuNsula, ჩაგწერეთ ბრატცი

ლევან ძმა ან მე 10 ან მე 17 ძმურად რა ;) ან მე 7 ამოირჩიე არცერთი მეწყინება :D:D
 
Levan
თარიღი: კვირა, 24/07/2011, 04:43 | შეტყობინება # 286
ავტორი Levan
24/07/2011, 04:43 | პოსტი # 286
--- ▼ ---
_m1sh, პრასტი ძმა მარა აქ ისე ვწერ, მერამდენეც გაწევრიანდა....
 
ReepsHatake
თარიღი: კვირა, 24/07/2011, 15:15 | შეტყობინება # 287
ავტორი ReepsHatake
24/07/2011, 15:15 | პოსტი # 287
--- ▼ ---
Quote (Levan)
BuSuNsula, ჩაგწერეთ ბრატცი

ბუსუნსულა მაგარი ბრატია პროსტა გოგოამეტი არაფერი !!
 
Gusho
თარიღი: კვირა, 24/07/2011, 19:39 | შეტყობინება # 288
ავტორი Gusho
24/07/2011, 19:39 | პოსტი # 288
--- ▼ ---
ნეტა ჰერკულესთან 2-0 ვინ წააგო :D
 
Levan
თარიღი: კვირა, 24/07/2011, 22:14 | შეტყობინება # 289
ავტორი Levan
24/07/2011, 22:14 | პოსტი # 289
--- ▼ ---
BuSuNsula, ბოდიში მოგიხადე უკვე =))
Gusho, აქ კიდევ დავინახავ შნე პოსტს და ბან !!
 
Rat______
თარიღი: ოთხშაბათი, 27/07/2011, 15:36 | შეტყობინება # 290
ავტორი Rat______
27/07/2011, 15:36 | პოსტი # 290
--- ▼ ---
ჩამწერეთ გთხოვთ n_lol n_lol
Quote (Levan)
Gusho, აქ კიდევ დავინახავ შნე პოსტს და ბან !!

რა გინდა მშვენიერი კითხვაა :D
ბაიერნი-ბარსაზე რას ფიქრობთ,აუდის თასი ვისი გახდება? n_lol
 
jondarioni
თარიღი: ოთხშაბათი, 27/07/2011, 23:33 | შეტყობინება # 291
ავტორი jondarioni
27/07/2011, 23:33 | პოსტი # 291
--- ▼ ---
Rat______, არ ჩაგწერ !! ბარსას ფანი არ ხარ და არ ჭირდება ფან კლუბს შემოჭრილი "მტერი" :D
(ლევანი ვარ ბანი დამადეს)
 
Rat______
თარიღი: ხუთშაბათი, 28/07/2011, 12:07 | შეტყობინება # 292
ავტორი Rat______
28/07/2011, 12:07 | პოსტი # 292
--- ▼ ---
Quote (jondarioni)
Rat______, არ ჩაგწერ !! ბარსას ფანი არ ხარ და არ ჭირდება ფან კლუბს შემოჭრილი "მტერი"
(ლევანი ვარ ბანი დამადეს)

მეც ბანი დამადეს თან 1 კვირიანი n_lol არა მე "მტერი" არ ვარ ჩამწერე გთხოვ

დამატებულია (28/07/2011, 11:05)
---------------------------------------------
გილოცავთ ბარსას ფანებო აუდის თასი თქვენია n_lol

"


შეტყობინება დაარედაქტირა: Rat______ - ხუთშაბათი, 28/07/2011, 15:44
 
jondarioni
თარიღი: ხუთშაბათი, 28/07/2011, 12:35 | შეტყობინება # 293
ავტორი jondarioni
28/07/2011, 12:35 | პოსტი # 293
--- ▼ ---
Rat______, არ ვიცოდე მაინც რომ არ ხარ ბარსას ფანი....
 
Rat______
თარიღი: ხუთშაბათი, 28/07/2011, 15:19 | შეტყობინება # 294
ავტორი Rat______
28/07/2011, 15:19 | პოსტი # 294
--- ▼ ---
jondarioni, არა ბარსას ფანი არ ვარ მაგრამ "მტრული" განზრახვები არ მაქვს n_lol ,გამაწევრიანეთ საინტერესო ინფორმაციებს და ვიდეოებსაც დავდებ
 
jondarioni
თარიღი: შაბათი, 30/07/2011, 05:06 | შეტყობინება # 295
ავტორი jondarioni
30/07/2011, 05:06 | პოსტი # 295
--- ▼ ---
Rat______, აქ აღარ დაპოსტო თორემ ბანი არ აგცდება !!
 
Levan
თარიღი: შაბათი, 06/08/2011, 06:03 | შეტყობინება # 296
ავტორი Levan
06/08/2011, 06:03 | პოსტი # 296
--- ▼ ---
აუ ახლა მალე ლა ლიგა დაიწყება და მერე ნახეთ რეალის გაფარჩაკებააა s
 
ReepsHatake
თარიღი: შაბათი, 06/08/2011, 09:15 | შეტყობინება # 297
ავტორი ReepsHatake
06/08/2011, 09:15 | პოსტი # 297
--- ▼ ---
დავბრუნდი ))
Quote (Levan)
აუ ახლა მალე ლა ლიგა დაიწყება და მერე ნახეთ რეალის გაფარჩაკებააა

: ))
 
hulk-sama
თარიღი: შაბათი, 06/08/2011, 23:43 | შეტყობინება # 298
ავტორი hulk-sama
06/08/2011, 23:43 | პოსტი # 298
--- ▼ ---
ჩამწერეთ რა n_clapclap n_clapclap n_clapclap

დამატებულია (06/08/2011, 17:02)
---------------------------------------------
"

დამატებულია (06/08/2011, 17:03)
---------------------------------------------

დამატებულია (06/08/2011, 21:30)
---------------------------------------------
აქ არავინ შემოდიხართ თუ რაა

დამატებულია (06/08/2011, 22:43)
---------------------------------------------
მსოფლიოს ყველაზე მაგარი გუნდის ფანებს გძინავთ? n_question n_question n_question

 
Levan
თარიღი: კვირა, 07/08/2011, 00:16 | შეტყობინება # 299
ავტორი Levan
07/08/2011, 00:16 | პოსტი # 299
--- ▼ ---
hulk-sama, ჩაგწერე hx
ReepsHatake, რა კარგია რომ დაბრუნდი. როგორ დაისვენე? f
Quote (hulk-sama)
მსოფლიოს ყველაზე მაგარი გუნდის ფანებს გძინავთ?

მოიცა ჯერ სეზონი დაიწყოს და მერე ნახავ :D
 
ReepsHatake
თარიღი: კვირა, 07/08/2011, 15:52 | შეტყობინება # 300
ავტორი ReepsHatake
07/08/2011, 15:52 | პოსტი # 300
--- ▼ ---
Quote (Levan)
ReepsHatake, რა კარგია რომ დაბრუნდი. როგორ დაისვენე?

Madlob , Normalurad : )

Amaze MAgar Kadrs Ro Sheawero Isev Amas Ewereba !! q


შეტყობინება დაარედაქტირა: ReepsHatake - კვირა, 07/08/2011, 15:53
 
ძებნა: