• გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
საყვარელი მომღერალი და მსახიობი
ElaiVa
თარიღი: პარასკევი, 03/09/2010, 10:55 | შეტყობინება # 1
ავტორი ElaiVa
03/09/2010, 10:55 | პოსტი # 1
--- ▼ ---

  • თუპაქ ამარუ შაკური (ინგლ. Tupac Amaru Shakur) (დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ - გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი. ის არის ცნობილი ფსევდონიმებით: 2Pac , Makaveli და Pac. იგი შეყვანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, ჰიპ-ჰოპ ალბომის ბეტსელერი; გაყიდული აქვს დაახლოებით 73 მილიონი ალბომი მსოფლიოში. დაახლოებით 44.5 მილიონი ალბომი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტესი მისი სიმღერები არის გეტოს გაჭირვების, ძალადობის, რასიზმის, სოციალური პრობლემების შესახებ, ზოგიერთში იგი მტრობს მოძმე რეპერებს. საყოველთაოდ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო რეპერად. ჰიპ-ჰოპის პირველი შემსრულებელი მსოფლიოში, რომელსაც დაუდგეს ძეგლი. ვერცხლისფერი შვიდი ფუტის სიმაღლის ქანდაკება გაიხსნა 2005 წლის 13 სექტემბერს „Tupac Amaru Shakur Centre“-ში, სთოუნ მაუნთაინი, ჯორჯიას შტატი. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა ალბომების რიცხვმა გადააჭარბა მის სიცოცხლეშივე გამოცემულ ალბომების რაოდენობას. ალბომი „Me Against The World“ პირველი იყო ისტორიაში, რომელიც გამოიცა პატიმრის მიერ. თუპაქი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული რეპერი.
  • V

  • 1990 წელს ის აიყვანეს ბექვოკალად ალტერნატიულ რეპ ჯგუფში — დიჯითალ ანდერგრაუნდში (Digital Underground). შაკურის სადებიუტო ალბომს, „2Pacalypse Now“, კრიტიკით შეხვდნენ და მისი მკვდარი სვლა გამოწვეული იყო მისი საკამათო სიმღერის ტექსტებით. შაკური გახდა სხვადასხვა სასამართლო პროცესების სამიზნე და გამოცადა ლეგალური წინააღმდეგობები. ყველაზე აღსანიშნი ისაა, რომ იგი იყო ბრალდებული ქალბატონისადმი სექსულაური იერიშის მიტანაზე, 1993 წელს (თუმცა იგი უარყოფდა სარჩელს). ერთი დღით ადრე სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, შაკური დაჭრეს, მას ხუთჯერ ესროლეს მანჰეტენში, ხმის ჩამწერი სტუდიის ჰოლში. ამ ინციდენტის შემდეგ შაკურს გაეზარდა ეჭვი, რომ რეპ ინდუსტრიის სხვა ფიგურებმა იცოდნენ ამ სროლის შესახებ წინასწარ და არ გააფრთხილეს იგი. ამ კამათში იყო ნაპერწკალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მტრობის. თერთმეტ თვიანი სასჯელის მოხდეის შემდეგ, შაკური გამოვიდა ციხიდან მერიონ „სიუჯ“ ნაითის (Marion “Suge” Knight), დეს როუ რეკორდსის(Death Row Records) აღმასრულებელი მოხელის, მოწოდებით. სანაცვლოდ სამი ჩანაწერი ამ ლეიბლის(ხმის ჩამწერი სტუდიის) სახელით, თავისი მეხუთე, პირველი ორ-დისკიანი ალბომით ჰიპ-ჰოპის ისტორიაში, All Eyez on Me, ითვლებოდა როგორც ორი ალბომი. 1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ესროლის რის შედეგადაც იგი 13 სექტემბერს გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით, University Medical Center-ში, ლას-ვეგასში.
  • 1990 წელს ის აიყვანეს ბექვოკალად ალტერნატიულ რეპ ჯგუფში — დიჯითალ ანდერგრაუნდში (Digital Underground). შაკურის სადებიუტო ალბომს, „2Pacalypse Now“, კრიტიკით შეხვდნენ და მისი მკვდარი სვლა გამოწვეული იყო მისი საკამათო სიმღერის ტექსტებით. შაკური გახდა სხვადასხვა სასამართლო პროცესების სამიზნე და გამოცადა ლეგალური წინააღმდეგობები. ყველაზე აღსანიშნი ისაა, რომ იგი იყო ბრალდებული ქალბატონისადმი სექსულაური იერიშის მიტანაზე, 1993 წელს (თუმცა იგი უარყოფდა სარჩელს). ერთი დღით ადრე სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, შაკური დაჭრეს, მას ხუთჯერ ესროლეს მანჰეტენში, ხმის ჩამწერი სტუდიის ჰოლში. ამ ინციდენტის შემდეგ შაკურს გაეზარდა ეჭვი, რომ რეპ ინდუსტრიის სხვა ფიგურებმა იცოდნენ ამ სროლის შესახებ წინასწარ და არ გააფრთხილეს იგი. ამ კამათში იყო ნაპერწკალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მტრობის. თერთმეტ თვიანი სასჯელის მოხდეის შემდეგ, შაკური გამოვიდა ციხიდან მერიონ „სიუჯ“ ნაითის (Marion “Suge” Knight), დეს როუ რეკორდსის(Death Row Records) აღმასრულებელი მოხელის, მოწოდებით. სანაცვლოდ სამი ჩანაწერი ამ ლეიბლის(ხმის ჩამწერი სტუდიის) სახელით, თავისი მეხუთე, პირველი ორ-დისკიანი ალბომით ჰიპ-ჰოპის ისტორიაში, All Eyez on Me, ითვლებოდა როგორც ორი ალბომი. 1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ესროლის რის შედეგადაც იგი 13 სექტემბერს გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით, University Medical Center-ში, ლას-ვეგასში.
 
sharinboy
თარიღი: კვირა, 17/10/2010, 01:25 | შეტყობინება # 51
ავტორი sharinboy
17/10/2010, 01:25 | პოსტი # 51
--- ▼ ---
მომღერლები ჯასტინ ბიებერი , აშერი , ემინემი , ბიტლზები, ცალკე ჯონ ლენონი , პანჩო
მსახიობები ჯეკი ჩანი და მეძინება რა :D ეგ განსაკუტრებით და ისე სტივენ სიგალი ბრუს ლი D: უატააააააააა
კდიევ ჯონ სენაც ერტ კინოში ვნახე : :D ( 12 რაუნდი ) და სხვები რა

დამატებულია (17/10/2010, 00:25)
---------------------------------------------
მოიცა ჯექსონი არ დამიწერია :@@@@@@

 
qeti[qeet]
თარიღი: ორშაბათი, 25/10/2010, 23:00 | შეტყობინება # 52
ავტორი qeti[qeet]
25/10/2010, 23:00 | პოსტი # 52
--- ▼ ---
w w [img]http://www.plotmonkeys.com/images/Leslie%20files/Dean%20Supernatural.jpg[/img]

დამატებულია (25/10/2010, 22:00)
---------------------------------------------

 
ABURAME
თარიღი: სამშაბათი, 26/10/2010, 15:41 | შეტყობინება # 53
ავტორი ABURAME
26/10/2010, 15:41 | პოსტი # 53
--- ▼ ---
14 მსხახიობებიც და მომგერლებიც ძაან ბევრი მომწონს ვერ ჩამოვთვლი არ დამეტევა d
 
bacobaco
თარიღი: შაბათი, 30/10/2010, 10:52 | შეტყობინება # 54
ავტორი bacobaco
30/10/2010, 10:52 | პოსტი # 54
--- ▼ ---
ემინემიც ძაან მაგარია
 
Sanins
თარიღი: კვირა, 31/10/2010, 11:00 | შეტყობინება # 55
ავტორი Sanins
31/10/2010, 11:00 | პოსტი # 55
--- ▼ ---
ესეიგი პოპიდან ქრისტინა აგილერა ბრიტნი სპირსი 13q მადონა ჯასტინ ტიმბერლეიკი ენრიკე იგლასიესი.როკიდან 30 სექენდ თუ მარს გრიინ დაი,ბითლზები.რეპიდან ემინემი სნოოფ დოგი.დიჯეებიდან დავიდ გუეტტა.მგზავრები და ფრანი ქართულებიდან. და მსახიობი ჯონი დეპი პენელოპა კრუზი ბრედ პიდი.
 
ABURAME
თარიღი: კვირა, 31/10/2010, 14:09 | შეტყობინება # 56
ავტორი ABURAME
31/10/2010, 14:09 | პოსტი # 56
--- ▼ ---
[img]http://t1.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcQYTh9bBQ3oLpxw28uf_uG7nxQ6SHOBSUsJb_I9YPpF0VJw65s&t=1&usg=__4ZWa1R5ePCoEk5gSXwzdotHPeYA=[/img]
 
raikage
თარიღი: შაბათი, 06/11/2010, 22:40 | შეტყობინება # 57
ავტორი raikage
06/11/2010, 22:40 | პოსტი # 57
--- ▼ ---
toko_itachi,
კაია,მეც ეგენი მომწონს
hx hx hx hx hx s sdm sdm q :D :D :D
 
Uchia_Itachi
თარიღი: სამშაბათი, 09/11/2010, 15:57 | შეტყობინება # 58
ავტორი Uchia_Itachi
09/11/2010, 15:57 | პოსტი # 58
--- ▼ ---
საყვარელი მომღერალი Lil_Wayne,Rihanna,50Cent
მსახიობი:ალენ დე ლონი :D :D :D
 
remover
თარიღი: ორშაბათი, 13/12/2010, 22:13 | შეტყობინება # 59
ავტორი remover
13/12/2010, 22:13 | პოსტი # 59
--- ▼ ---
momgerlebi-nightwishi,50 cent,eminemi,akoni,da ravi kide a.sh
 
jiraiya
თარიღი: ორშაბათი, 13/12/2010, 22:17 | შეტყობინება # 60
ავტორი jiraiya
13/12/2010, 22:17 | პოსტი # 60
--- ▼ ---
მომღერალი-ემინემი 2 ფაქი
 
remover
თარიღი: ოთხშაბათი, 15/12/2010, 18:55 | შეტყობინება # 61
ავტორი remover
15/12/2010, 18:55 | პოსტი # 61
--- ▼ ---
au biografiebis dadeva mezareba :D Tan exa nightiwshis biografia sad vishovo? :| tu icit vinem mitxarit ra :|
 
Sanins
თარიღი: ოთხშაბათი, 15/12/2010, 20:21 | შეტყობინება # 62
ავტორი Sanins
15/12/2010, 20:21 | პოსტი # 62
--- ▼ ---
სად და ვიკიპედიაში და თუ არ ამოგიგდო რომელიმე საიტზე იგნება და მერე ქართულად თარგმნე
 
remover
თარიღი: ოთხშაბათი, 15/12/2010, 22:13 | შეტყობინება # 63
ავტორი remover
15/12/2010, 22:13 | პოსტი # 63
--- ▼ ---
o tu shevdleb ki :D
 
qeti[qeet]
თარიღი: ხუთშაბათი, 16/12/2010, 21:57 | შეტყობინება # 64
ავტორი qeti[qeet]
16/12/2010, 21:57 | პოსტი # 64
--- ▼ ---
[img][/img]

დამატებულია (16/12/2010, 20:57)
---------------------------------------------
მიყვარს ორივე ძალიან,ერთი სული მაქვს "კარიბის ზღვის მეკობრეები 4" როდის გამოვა q sdm s q

 
ANANO
თარიღი: ოთხშაბათი, 29/12/2010, 00:48 | შეტყობინება # 65
ავტორი ANANO
29/12/2010, 00:48 | პოსტი # 65
--- ▼ ---
linkin park & green day. :)
 
ერეტიკოსი
თარიღი: ოთხშაბათი, 12/01/2011, 16:23 | შეტყობინება # 66
ავტორი ერეტიკოსი
12/01/2011, 16:23 | პოსტი # 66
--- ▼ ---
linkin park,bullet for my valentine,
კიდევ ბევრი როკ ჯგუფი მევასება...
 
Emily-Benington
თარიღი: ხუთშაბათი, 13/01/2011, 20:38 | შეტყობინება # 67
ავტორი Emily-Benington
13/01/2011, 20:38 | პოსტი # 67
--- ▼ ---

ტარია სოილე სუსანა ტურუნენ, დაიბადა 1977წლის 17 აგვისტოს, ფინეთში. ის არის საოპერო მომღერალი. ის ჯგუფ Nightwish_სში იყო, ის მისმა მეგობრებმა და თვით ტარიამ დაარსა. 2005წლის 22ოქტომბერს ტომას ჰოლოპაიენმა გაუშვა ჯგუფიდან, ამიტომ მან ცალკე გააგრძელა სიმღერა. მას პატარაობისას მომოვალ მომღერალს ეძახდნენ. ფორტეპიანოზე დაკვრა 6წლიდან დაიწყო. ტარია სკოლის ყველა ღონისძიებაზე მღეროდა და ყოველთვის იმსახურებდა ტაშს. მისი სკოლის მუსიკის მასწავლებელი პლამენ დიმოვი აღნიშნავს, ტურუნენს არ სჭირდებოდა ბევრი ახსნა, იგი ერთხელ სწავლებითაც ყველას სჯობდა, როდესაც სხვა ნიჭიერ ბავშვებს მუდმივად უჭირდათ ხმის კონტროლი. ტარია არ მოსწონდათ სკოლელ გოგონებს, რადგან მისი ლამაზი ხმისა შურდათ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დიმოვმა პატარა მომღერლისათვის სკოლის გარეთ დაიწყო ღონისძიებების ჩატარება.

 
895895
თარიღი: ხუთშაბათი, 13/01/2011, 20:43 | შეტყობინება # 68
ავტორი 895895
13/01/2011, 20:43 | პოსტი # 68
--- ▼ ---
ravi momgerals rac sheexeba yvela janrshi tavisas vusmen.ise ufro dziritadad linkin park-s..
da msxiobi vobshem

 
Emily-Benington
თარიღი: ხუთშაბათი, 13/01/2011, 20:54 | შეტყობინება # 69
ავტორი Emily-Benington
13/01/2011, 20:54 | პოსტი # 69
--- ▼ ---
კიდევ ერტი ჩემი საყვარელი მომღერალი

ჩესტერ ჩარლზ ბენინგტონი დაიბადა 1976წლის 20მარტს, ფენიქსში, არიზონას შტატში. იგი სწავლობდა Centennial High School-ში, Greenway High School-ში და შემდეგ ჩაირიცხა ვაშინგტონის უმაღლეს სკოლაში. მისი პირველი ინსტრუმენტი იყო პიანინო, წლების განმავლობაში იგი მუშაობდა უამრავ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, თუმცა იგი იყო მოწოდებული როგორც ვოკალისტი. მისი ძმის დამსახურებით იგი ჯგუფებს წარუდგა როგორც განსხვავებული მუსიკის მოყვარული ბიჭი. 1993 წლამდე, როდესაც იგი შევიდა ჯგუფში Grey Daze, იგი არ ყოფილა ბოლომდე ამ ჯგუფის წევრი. იგი იყო ჯგუფთან ერთად 1998 წლამდე. ამ წლების განმავლობაში მან ჩაწერა ორი ალბომი „Wake Me“ და „No Sun Today“.
1998 წელს მალევე დაიშალა ჯგუფი და 1999წელს ლინკინ პარკისკენ წავიდა. ბენინგტონის და ლინკინ პარკის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როცა ისინი ეძებდნენ ვოკალისტს თავიანთი ჯგუფისთვის. იგი ჩამოყალიბდა როგორც მთავარი ვოკალისტი ჯგუფში.

 
895895
თარიღი: ორშაბათი, 17/01/2011, 22:30 | შეტყობინება # 70
ავტორი 895895
17/01/2011, 22:30 | პოსტი # 70
--- ▼ ---
linkin park da cotati hollywood undead a a
 
ABURAME
თარიღი: სამშაბათი, 18/01/2011, 11:23 | შეტყობინება # 71
ავტორი ABURAME
18/01/2011, 11:23 | პოსტი # 71
--- ▼ ---
მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი)[1],რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი[2].ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.[3]

თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა[4]. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.[5]მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. [6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა,ასევე დასახელებული იყო გრემზეც ,თუმცა ერთი კვირით ადრე ამოაგდეს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party In The U.S.A".

იგი არის ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი რომელიც ოდესმე მიუწვევიათ "American Idol" ში მასწავლებლად.

მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

ხოლო ტურმა "Best Of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "Billboard Touring Award"-ზე.[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.

2010 წელს გამოვიდა ფილმი "The last Song/უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.

მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles To Go,სადაც აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ,ასევე რა სურს მომავალში.მაილი დაასახელა ნიუ-იორკ ტაიმზმა ყველაზე გაყიდვად ავტორად.ეს წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before The storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.

შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის The last song-ის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).2010 წლის აგვისტოში დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,თუმცა მას შემდეგ მალევე შერიგდნენ.ნოემბრის დასაწყისში კი გაირკვა რომ კვლავ დაშორდნენ.

დამატებულია (18/01/2011, 11:23)
---------------------------------------------
ენრიკე დაიბადა მადრიდში. ის არის ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე და ბოლო შვილი. მისი მშობლები განქორწინდნენ 1978 წელს. მომდევნო წელს მამამისი საცხოვრებლად გადავიდა მაიამიში და იქ გააგრძელა მუსიკალური კარიერა.

1985 წელს ტერორისტულმა დაჯგუფებამ ETA გაიტაცა ენრიკეს ბაბუა სერ ხულიო იგლესიას პუგა. შვილების უსაფრთხოების მიზნით იზაბელ პრეისლერმა ენრიკე და მისი და–ძმა მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად მაიამიში. მანამდე ის ასევე ცხოვრობდა ბელგრადში ერთი წელი დედასთან ერთად, რომელიც იქ ჟურნალისტად მუშაობდა.[2] პატარა ენრიკეს ძიძა ზრდიდა. 1993 წელს მან დაამთავრა «Gulliver Preparatory School» და მშობლების ინიციატივით [3] სწავლა განაგრძო მაიამის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე.

ენრიკეს არ სურდა მამამისს სცოდნობა მისი გეგმების შესახებ მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით და არც ის უნდოდა, რომ ცნობილი გვარი დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. მისი პირველი სიმღერების შთაგონების წყარო იყო ტინეიჯერობისდროინდელი შეყვარებული კრისტი დებლერი. ძიძისგან ნასესხები ფულით იგლესიასმა ჩაწერა ერთი ესპანური და ორი ინგლისური სიმღერა. ის მღეროდა სასცენო ფსევდონიმით – ენრიკე მარტინესი (ესპ.Enrique Martinez). კოლეჯიდან გამოსვლის შემდეგ ის გაემგზავრა ტორონტოში ექვსი თვით სადებიუტო ალბომის ჩასაწერად.1995 წლის 12 ივლისს ენრიკემ გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Enrique Iglesias“, რომელშიც შედიოდა მსუბუქი როკ–ბალადები და ისეთი ჰიტები, როგორიცაა „Si Tú Te Vas“, „Experiencia Religiosa“ და სხვა. პირველივე კვირას ალბომის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მოგვიანებით ამ ალბომმა ენრიკე იგლესიასს გრემის ჯილდო ააღებინა ნომინაციაში საუკეთესო ლათინური პოპი.1997 წელს უკვე სახელგანთქმულმა ენრიკე იგლესიასმა გამოუშვა რიგით მეორე ალბომი „Vivir“ („ცხოვრება“). ამ ალბომში იყო ბრიტანული ჯგუფის Yazoo–ს სიმღერის „Only You“ ესპანურენოვანი ქავერი „Solo en Tí“.

1998 ენრიკე იგლესიასი ნომინირებული იყო American Music Award–ზე კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი». ამავე კატეგორიაში ნომინირებულებს შორის იყო ხულიო იგლესიასიც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ჯილდოს მისი შვილი აიღებდა, ის დარბაზს დატოვებდა. ენრიკე მოერიდა სკანდალს და უარი განაცხადა პრემიაზე.1999 წელს მუსიკალური ჩარტების სათავეები დაიკავა ფილმის Wild Wild West საუნდტრეკმა „Bailamos“. ამ წარმატების შემდეგ მრავალმა ცნობილმა ლეიბლმა გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი. ენრიკემ Interscope აირჩია და ჩაწერა პირველი მთლიანად ინგლისურენოვანი ალბომი „Enrique“. ამ ალბომის ჩაწერას ორი თვე დასჭირდა და მასში შედიოდა დუეტი უიტნი ჰიუსტონთან „Could I Have This Kiss Forever“ და ბრუს სპრინგსტინის სიმღერის „Sad Eyes“ ქავერ ვერსია. ალბომის მესამე სინგლმაც „Be With You“ ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ბოლო სინგლი ამ ალბომიდან იყო „You're My #1“, რომლის რამდემინე ვარიანტი ჩაიწერა ადგილობრივ მომღერლებთან: ალსუსთან რუსეთში, სენდი და ჯუნიორთან ბრაზილიაში და ვალენ ჰსუსთან აზიაში.ენრიკე იგლესიასის მომდევნო ალბომი იყო „Escape“. მისი პირველი სინგლი „Hero“ ნომერი პირველი ჰიტი გახდა გაერთანებულ სამეფოში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ამავე ალბომში შევიდა სინგლები „Maybe“ და დუეტი ლიონელ რიჩისთან „To Love a Woman“.

ალბომის წარმატება ენრიკემ აღნიშნა ტურნეთი „One-Night Stand World Tour“, რომლის ფარგლებშიც მან 50 კონცერტი გამართა 16 ქვეყანაში. ტურნე დასრულდა გრანდიოზული შოუთი ბუქარესტში, რუმინეთი. ამავე დღეს გაიმართა "Love to See You Cry" ვიდეო კლიპის პრემიერა MTV–ს ეთერში.2002 წელს იგლესიასმა გადაწყვიტა გამოეშვა მეოთხე ესპანურენოვანი ალბომი „Quizás“ („ალბათ“). სამი სიმრერა ამ ალბომიდან გამოშვებული იქნა როგორც ცალკეული სინგლიც. ესენია: „Quizás“, „Para Qué La Vida“ და „Mentiroso“. სიმღერის „Quizás“ ტექსტი არის ენრიკეს და მისი მამის დაძაბული ურთიერთობის შესახებ:რთი წლის შემდეგ ენრიკე იგლესიასმა გამოუსვა რიგით მესვიდე ალბომი „7“. ალბომში არის სიმღერა „Be Yourself“, რომელიც არის დამოუკიდებლობის შესახებ. მისამღერში ენრიკე იხსენებს როგორ არ სჯეროდათ მის მშობლებს, რომ ის ოდესმე მუსიკალურ კარიერაში წარმატებას მიაღწევდა.

ენრიკეს პარალელურად ხულიო იგლესიასმა გამოუშვა რიგით ცამოცდამეჩვიდმეტე ალბომი ანალოგიური სახელწოდებით „77“. კრიტიკოსებმა ენრიკეს ალბომი უარყოფითად შეაფასეს, ხულიოსამ კი დიდი პოპულარობა მოიპოვა.ნრიკე იგლესიასმა ალბომი „Insomniac“(„უძილო“) გამოუშვა 2007 წლის 12 ივნისს. ალბომს ეს სახელი დაერქვა იმიტომ, რომ ის ძირითადად ღამით ჩაიწერა. Insomniac შეიცავდა უფრო მეტად პოპის ჟანრის მუსიკას ენრიკეს წინა ალბომებისგან განსხვავებით, რომლებსაც R&B–ს მიაკუთვნებდნენ.

პირველი სინგლი ამ ალბომიდან „Do You Know? (The Ping Pong Song)“ გახდა საერთაშორისო ჰიტი. მისი ესპანური ვერსია „Dimelo“ შვიდი კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო ლათინური ჩარტების ბილბორდებზე. არანაკლები პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა „Somebody's Me“ და „Tired of Being Sorry“. ამ უკანასკნელის დუეტ ვერსია ენრიკემ ფრანგ მომღერალ ნადიასთან ჩაწერა.

„Can You Hear Me“ აირჩიეს უეფას ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერად.[4] იგლესიასმა შეასრულა ეს სიმღერა 2008 წლის 29 ივნისს ფინალზე ვენაში, ავსტრია2008 წელს ენრიკემ გამოუშვა ალბომი–კრებული, რომელშიც შედიოდა თორმეტი მისი ყველაზე ცნობილი ესპანური ჰიტი და ორი ახალი სიმღერა „Lloro Por Tì“ და „¿Dondé Éstan Corazòn?“. ამავე ალბომში იყო სიმღერების „Rhythem Divine“ და „Hero“ ესპანურენოვანი ვარიანტები „Ritmo Total“ და „Heroé“. ასევე სუპერჰიტი „Bailamos“ ინგლისურად და ესპანურად. ალბომი „95/08 Éxitos“ გახდა პლატინის დისკი აშშ–ში[6] და ოქროსი თითქმის მთელ ევროპაში[7][8][9].

მოგვიანებით, 21 ნოემბერს გამოვიდა ენრიკეს ინგლისურენოვანი ჰიტების ანალოგიური კრებული „Greatest Hits“, რომელშიც შევიდა 15 ინგლისური სიმღერა და ორი პოტენციური ჰიტი – დუეტები შონ კარეტთან „Away“ და სიარასთან „Takin' Вack My Love“. ალბომის გაოსვლიდან არც ისე დიდი დროში მისი 520 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა1998 წელს ენრიკე იყო რესტორნების ქსელის მაკ დონალდსის სახე, რომელმაც სპონსორობა გაუწია მის ტურნეს „Cosas Del Amor Tour“. 2000 წელს ენრიკე გადაიღეს პეპსის რეკლამაში ბრიტნი სპირსთან, პინკთან და ბიონსესთან ერთად[10]. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „Once Upon a Time in Mexico“ ანტონიო ბანდერასთან, სელმა ჰაიეკთან და ჯონი დეპთან ერთად. 2002 წელს ენრიკე გადაიღეს ტომი ჰილფიგერის ახალი არომატის «True Star Man» რეკლამაშიენრიკე იგლესიასს რომანი ჰქონდა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ მრავალ ქალთან. მათ შორის არიან სოფია ვერგარა, ალექსანდრა ჩერონი, სამანტა ტორესი და ალისია მაჩადო. მედია დიდ ყურადღებას უთმობდა მისი და რომანს ჯენიფერ ლავ ჰიუიტთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კლიპში „Hero“[12].

ექვსი წელია რაც ენრიკე იგლესიასი ხვდება რუს ჩოგბურთელ ანა კურნიკოვას. მათ ერთმანეთი გაიცნეს ენრიკეს სიმღერაზე „Escape“ კლიპის გადაღებისას. 2008 წელს ენრიკემ საჯაროდ განაცხადა რომ ის და ანა უკვე დაქორწინდნენ და განქონწინდნენ კიდევაც[13]. მოგვიანებით იგლესიასმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და ის და ანა ერთად არიან.

2003 წელს იგლესიასმა მოიშორა ხალი სახეზე[14].

ენრიკე იგლესიასმა აღიარა, რომ მას უძილობა აწუხებს[15] და ძლიერი საძილე პრეპარატებიც კი არ შველის

 
Uzumaki_Naruto
თარიღი: სამშაბათი, 18/01/2011, 11:29 | შეტყობინება # 72
ავტორი Uzumaki_Naruto
18/01/2011, 11:29 | პოსტი # 72
--- ▼ ---
საყვარელი მომღერალი არ მყავს მარა მსახიობი ბევრია
 
shaliostro
თარიღი: პარასკევი, 21/01/2011, 20:29 | შეტყობინება # 73
ავტორი shaliostro
21/01/2011, 20:29 | პოსტი # 73
--- ▼ ---
U2 (წარმოითქმის «იუ–თუ») — როკ–ჯგუფი დუბლინიდან, ირლანდია. შეიქმნა 1976 წელს, 80–იან წლებში მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ჯგუფი გახდა.

ჯგუფი შედგება 4 წევრისაგან: ბონო (ვოკალი და გიტარა), ეჯი (გიტარა, კლავიშები და ვოკალი), ადამ კლეიტონი (ბას გიტარა), და ლარი მალენი (დრამი და დასარტყმელი საკრავები). კოლექტივი ჩამოყალიბდა დუბლინში, 1976 წელს, როდესაც მისი წევრები ჯერ კიდევ გამოუცდელი თინეიჯერები იყვნენ. 4 წლის შემდეგ მათ გააფორმეს კონტრაქტი ლეიბლთან „Island Records“ და გამოსცეს სინგლი „11 O'Clock Tick Tock“. მათ დიდი პოპულარობა მოიპოვეს 1980-იანების შუა წლებში, თუმცა ეს არ აისახებოდა მათი ჩანაწერების გაყიდვებზე, სანამ 1987 წელს არ გამოსცეს სტუდიური ალბომი „The Joshua Tree“, რომელმაც ჯგუფი წარმატების ახალ საფეხურზე აიყვანა.

დიო (Dio) იყო ჰევი მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, შექმნილი ვოკალისტ რონი ჯეიმს დიოს მიერ 1982 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც მან დატოვა ბლექ საბათი. ახლადშექმნილ ჯგუფში მან მიიწვია ვივიან ქემპბელი (გიტარა), ჯიმი ბეინი (ბას გიტარა) და ვინი ეპისი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

1983 წლის მაისში გამოშვებული იქნა პირველი ალბომი წმინდა მყვინთავი (Holy Diver), სადაც დიო ერთდროულად იყო ვოკალისტი და უკრავდა კლავიშებიან ინსტრუმენტზე. იმისათვის რომ კონცერტების დროს ვოკალისტს სცენაზე თავისუფლად ეარა და სინთეზატორთან არ მდგარიყო, ჯგუფმა შემადგენლობაში მიიღო კიდევ ერთი წევრი კლოდ შნელი.

მომდევნო წლებში დიო მრალალ კონცერტს ატარებდა, ჩაწერილი იქნა ახალი ალბომები რიგში ბოლო (The Last in Line) და ღვთაებრივი გული (Sacred Heart).

1986 წელს ვივიან ქემპბელი ჯგუფიდან წავიდა, ის შეცვალა გიტარისტმა ქრეიგ გოლდიმ. ახალი შემადგენლობით ჩაწერილი იქნა ალბომი იოცნებე ბოროტად (Dream Evil), რის შემდეგაც ჯგუფის შემადგენლობა კვლავ შეიცვალა. ჯგუფში მიიღეს 19 წლის გიტარისტი როუან რობერტსონი, რომელიც მათი დიდი ფანი იყო, ის ორი მოსმენის შემდეგ დაუფიქრებლად იქნა მიღებული დიოს მიერ.

1990 წელს დიომ გამოუშვა ალბომი გამოკეტე მგლები (Lock up the wolves), როლმლის შემდეგაც რონი დიო ვოკალისტად დაუბრუნდა ძველ თანაჯგუფელებს ბლექ საბათში, მაგრამ მათი გაერთიანება მოკლე აღმოჩნდა, მოხერხდა მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა. ბლექ საბათის ზოგიერთი წევრების ქცევის მანერით უკმაყოფილო რონი დიომ ჯგუფი დატოვა და ხელახლა ჩაუყარა საფუძველი მეტალ ჯგუსფს - დიო.

აღდგენილ ჯგუფში გიტარისტად ახალი წევრი თრეისი ჯი (Tracy G) მიიღეს. 1994-1999 წლებში ჩაწერილ ყველა ალბომს უცნობი გზები (Strange Highways), გაბრაზებული მანქანები (Angry Machines) და ჯოჯოხეთი (Inferno - Last in Live) ეტყობა რონი დიოს განაწყენებული ტონი და ისინი თავისი სიმძიმით გამოირჩევა. როგორც ფანების თვალსაზრისით, ასევე თვით ვოკალისტის სიტყვებით, ალბომი გაბრაზებული მანქანები არის დიოს მიერ ჩაწერლი ყველაზე ცუდი ნაკრები.

2000 წელს ჯგუფს დაუბრუნდა გიტარისტი ქრეიგ გოლდი და ჩაწერილი იქნა ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი მეჯიქა (magica), თუმცა გოლდიმ მალვე დატოვა დიო და შემდგომი ალბომის - დრაკონის მკვლელობა (Killing the Dragon) ჩასაწერად 2002 წელს ჯგუფმა გიტარისტად დოუ ალდრიჩი მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ ორჯერ წასული გოლდი 2003-2004 წლებში კვლლავ დაუბრუნდა ჯგუფს და დიომ კიდევ ერთი დიდი წარმატების მომტანი ალბომი მთვარის მფლობელი (Master of the Moon)შესთავაზა თავის ფანებს.

2005 წელს გამოშვებული იქნა ნიუ-იორკში ცოცხლად ჩაწერილი ალბომი ბოროტი ან ღვთაებრივი (Evil or Divine - Live In New York City). 2005 წელს დიომ უამრავი გასტროლი ჩაატარა სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში, რუსეთსა და ევროპაში.

2010 წლის 16 მაისს რონი ჯეიმს დიო გარდაიცვალა კუჭის კიბოს გამო.

სერ ენტონი ჰოპკინსი (ინგლ. Anthony Hopkins; დ. 31 დეკემბერი, 1937) არის ვალიელ–ამერიკელი მსახიობი, რომელიც ასრულებს როლებს ფილმებში, თეატრებსა და სატელევიზიო შოუებში. ჰოპკინსი აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად[1][2][3][4]. იგი ცნობილია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლეკტერის განსახიერებით 1991 წლის ფილმში კრავთა დუმილი, რომლისთვისაც მან მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ოსკარის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია ადამიანი სპილო, დრაკულა, შემოდგომის ლეგენდები, დღის ნარჩენები, ზოროს ნიღაბი, მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი, გაყინული გულები, ნიქსონი, გადატეხა და სხვ. ჰოპკინსი დაიბადა და გაიზარდა უელსში, ხოლო 2000 წლის 12 აპრილს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. 2003 წელს მას გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. ოსკარის ჯილდოსთან ერთად, ჰოპკინსს მოგებული აქვს შემდეგი პრიზები: სამი ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო, ორი ემი, ოქროს გლობუსი და სხვა.
კიდე ზალიან ბევრი მსახიობი და ჯგუფი მეზარება დადება :D :D

 
tatia77
თარიღი: პარასკევი, 21/01/2011, 21:15 | შეტყობინება # 74
ავტორი tatia77
21/01/2011, 21:15 | პოსტი # 74
--- ▼ ---

 
shaliostro
თარიღი: პარასკევი, 21/01/2011, 21:43 | შეტყობინება # 75
ავტორი shaliostro
21/01/2011, 21:43 | პოსტი # 75
--- ▼ ---
ისტორია
შექმნა (1977-1980)

ჯგუფის შექმნის წლად ითვლება 1977, როდესაც ვინს კლარკმა და ენდრიუ ფლეტჩერმა შექმნეს დუეტი No Romance in China. 1979 წელს კლარკი უკრავდა ჯგუფში The Plan, რომელშიც ასევე იყვნენ რობერტ მარლოუ და პოლ ლენგვითი.

1978-79 წლებში, პარალელურად, მარტინ გორი უკრავდა აკუსტიკურ დუეტში Norman and The Worms, სკოლის მეგობართან ფილიპ ბერდეტთან ერთად. 1979 წელს მარლოუ, გორი, კლარკი და მათი მეგობარი პოლ რედმონდი შეერთდნენ და შექმნეს ჯგუფი The French Look. 1980 წელს კლარკმა, გორმა და ფლეტჩერმა ჩამოაყალიბეს სხვა პროექტი, Composition of Sound. ორივე ზემოაღნიშნულმა კოლექტივმა ერთხელ ერთობლივი საკონცერტო გამოსვლაც ჩაატარეს.

Composition of Sound-ის შექმნის შემდეგ კლარკი და ფლეტჩერი გადავიდნენ სინთეზატორებზე. 1980 წელს მათ შეუერთდა დეივ გეენიც - მას შემდეგ რაც კლარკს მოეწონა მისი გამოსვლა ერთ-ერთ ჯემ-სესიაზე. ასე ჩამოყალიბდა დეპეშ მოდი. მარტინ გორის თქმით, ეს სახელწოდება ნიშნავს ”მოდის სიახლეს”.
პირველი ალბომები (1981-1983) [რედაქტირება]

ბრიჯ ჰაუსში კონცერტის დროს, 1982 წელს, ჯგუფით დაინტერესდა პროდიუსერი დენიელ მილერი, რომელიც თავად იყო ელექტრონული მუსიკის მოყვარული და შემსრულებელიც. იგი აგრეთვე იყო კომპანიის Mute Records დამაარსებელიც. მას სურდა ჯგუფისგან სადებიუტო სინგლის მიღება და კოლექტივმა ხელი მოაწერა კონტრაქტს. პირველივე შედეგი იყო სინგლი "Dreaming of Me", რომელიც გამოვიდა 1981 წლის თებერვალში. ბრიტანულ ჩარტში იგი #57 ადგილზე მოხვდა. შემდეგი სინგლი იყო "New Life", რომელიც უკვე #11 ადგილზე მოხვდა. სამი თვის შემდეგ გამოვიდა კომერციულად წარმატებული "Just Can't Get Enough" - პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 10ეულში. ამ ჩანაწერით ჯგუფი უფრო წინ წავიდა და მსმენელი მოამზადა სადებიუტო ალბომისათვის Speak & Spell.

პირველი ალბომი გამოვიდა 1981 წლის ნოემბერში და მოხვდა ბრიტანულ 10ეულში. კრიტიკოსების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო - ”მელოდი მეიკერში” მას დიდებული უწოდეს, ხოლო ”როლინგ სტოუნში” - დაბალი ხარისხის მასალა.

ალბომის მხარდასაჭერი ტურის დროს კლარკი მიხვდა, რომ ჯგუფში ყოფნა არ აინტერესებს, რადგანაც, როგორც მოგვიანებით ახსნა, ”მათ არაფრის დრო არ ჰქონდათ”. მოგვიანებით მან, ელისონ მოიეტთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი ”იაზუ” და კიდევ უფრო მოგვიანებით, დუეტი ”ირეიჟერი”, ენდი ბელთან ერთად. მეორე ალბომისათვის დეპეშ მოუდს თითქმის არ გააჩნდა კლარკის მიერ შექმნილი მასალა. გორი, რომელმაც უკვე დაწერა წინა ალბომის რამდენიმე სიმღერა, იქცა ჯგუფის სიმღერების ახალ ავტორად. 1982 წლის იანვარში გამოვიდა სინგლი "See You", რომელიც ჩაწერილი იქნა კლარკის გარეშე. მოულოდნელად მან გაიმეორა წინა სინგლის წარმატება და უფრო მეტიც - უფრო წარმატებული აღმოჩნდა. იგი მოხვდა ჩარტის #6 ადგილზე. შემდეგ გამოიცა სინგლები ("The Meaning of Love" და "Leave in Silence", მოეწყო ტური "See You".

1981 წლის ბოლოს ”მელოდი მეიკერში” დეპეშ მოდმა განათავსა ანონიმური განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯგუფი ეძებს მუსიკოსს. გამოჩნდა 22 წლის ალან უაილდერი, რომელიც დასავლეთ ლონდონელი მუსიკოსი იყო (კლავიშებიანი ინსტრუმენტების კარგი მცოდნე). ორი მოსმენის შემდეგ იგი საცდელი ვადით აიყვანეს. მეორე ალბომზე მუშაობა დაიწყო 1982 წლის ივლისში. დენიელ მილერმა თავად უთხრა უაილდერს, რომ იგი ჩაწერისათვის არ არის საჭირო - ჯგუფს სჭირდებოდა მტკიცება, რომ მას ყველაფერი შეუძლია კლარკის გარეშე. მეორე ალბომი, A Broken Frame, გამოვიდა იმავე წლის სექტემბერში. უაილდერის წვლილი პირველად გამოჩნდა 1983 წლის სინგლზე "Get the Balance Right!".

მესამე დისკისათვის Construction Time Again მათ იქირავეს პროდიუსერი გერეტ ჯონსი და დასახლდნენ დასავლეთ ბერლინში. ალბომით ჯგუფის ჟღერადობაში დიდი გარდატეხა მოხდა, რადგანაც გამოყენებული იქნა რამდენიმე ახალი ელექტრონული ინსტრუმენტი.

ჯგუფმა ჩაწერა ყოველდღიური ნივთების ხმები და გადააქცია ისინი ელექტრონული ჟღერადობის მქონე ეფექტებად. ამასთან, მარტინ გორი აქტიურად მუშაობდა სიმღერების ტექსტებით, რომლებიც უფრო ლირიულ ხასიათს ატარებდნენ. მომავალი ალბომის პირველი სინგლი იყო "Everything Counts", რომელიც იქცა კოლექტივის ერთ-ერთ დიდ ჰიტად.
საერთაშორისო წარმატება (1984-1988) [რედაქტირება]

პირველ წლებში ჯგუფი ცნობილი და წარმატებული იყო მხოლოდ ბრიტანეთში, ევროპაში და ავსტრალიაში. 1984 წლის მარტში ეს შეიცვალა, სინგლის "People Are People" გამოცემით. იგი მოხვდა რამდენიმე სხვა ქვეყნის ჩარტების პირველ ადგილებზე. ამავე სახელწოდების ალბომი, სპეციალური კრებული, გამოიცა ამერიკული ლეიბლის Sire მიერ, რათა მსმენელი უკეთ გაცნობოდა ჯგუფის შემოქმედებას. 1984 წლის სექტემბერში გამოვიდა სტუდიური ალბომი Some Great Reward. ”მელოდი მეიკერმა” მას კვლავ დიდი შეფასება მისცა, ახსენა რა, რომ ეს ალბომი ადამიანის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც ხდება იქვე. ამ ალბომით ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტები უფრო ბნელ ჟღერადობასთან, ტექსტების მხრივ კი შეეხო სექსს, მოზარდულ ურთიერთობებს და სხვა თემებს. აქვე იყო მარტინ გორის საკუთარი ბალადა "Somebody". ეს იყო ჯგუფის პირველი დისკი, რომელიც მოხვდა აშშ ალბომების ჩარტში. 1985 წელს კომპანიამ Mute Records გამოსცა კრებული The Singles 81>85, რომელსაც აშშ-ში Catching Up with Depeche Mode ეწოდებოდა. ამ კრებულში შევიდა სინგლები "Shake the Disease" და "It's Called a Heart".

ამ პერიოდში, სხვადასხვა წრეში, დეპეშ მოდი ასოცირდებოდა გოთიკურ კულტურასთან, რომელიც ყალიბდებოდა ბრიტანეთში. აშშ-ში ჯგუფი მალე მოხვდა რადიოეთერში, თანაც - რამდენიმე სადგურზე.

ცვლილელების დრო მოვიდა სიმღერით "Stripped", შავბნელი დისკიდან Black Celebration, რომელიც, როგორც ერთ-ერთ ჟურნალში ეწერა, ”საკუთარ კოლექციაში არ ჰქონდა მხოლოდ მძიმე მეტალის ან ჯაზის ყველაზე დიდ მოყვარულებს”. ამ ალბომიდან მოყოლებული, ჯგუფის მუსიკამ შეიძინა ატმოსფერული და ტექსტურული ჟღერადობა. მაგრამ აქ ასევე იყო გორის ლირიკა, რომელმაც იდეალური სახე მიიღო. ამ ალბომში ასევე მოხვდა "Fly on the Windscreen", რომელიც მანამდე ჟღერდა მხოლოდ სინგლზე "It's Called a Heart". სიმღერას ამ ვარიანტში ეწოდა "Fly on the Windscreen - Final".<

კლიპის "A Question of Time" რეჟისორი იყო ანტონ კორბეინი, რომელმაც შემდეგ სახელი გაითქვა ჯგუფის ვიდეოკლიპებით და ალბომების ყდებით.

1987 წლის დისკი Music for the Masses იყო წინა ალბომის წარმატების გამეორება. პირველად ხმისჩაწერი პროდიუსერი არ იყო ლეიბლის Mute თანამშრომელი. ჯგუფის მიერ წინა წლებში ამოჩემებული სემპლების გამოყენება შეცვალა სინთეზატორებთან ექსპერიმენტებმა და ატმოსფერული ჟღერადობის დამკვიდრებამ. ამის მაგალითება იყო სინგლები "Strangelove", "Never Let Me Down Again" and "Behind the Wheel". ალბომმა დიდი გარღვევა მოახდინა აშშ-ში, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა ალბომების ამერიკული წარმატება.

ამ ალბომის მხარდასაჭერი ტური ჩატარდა 1987-88 წლებში. 1988 წლის 18 ივნისს ტური დასრულდა პასადენას კონცერტით, რომელიც გამოვიდა საკონცერტო ალბომის 101 და ამავე სახელწოდების ფილმის სახით.
მსოფლიო წარმატება (1989-1994) [რედაქტირება]

1989 წელს ჯგუფი შევიდა მილანში განლაგებულ სტუდიაში პროდიუსერ ფლუდთან და ხმის ინჟინერ ფრანსუა კევორკიანთან ერთად. აქ შეიქმნა სინგლი "Personal Jesus". სინგლის გამოცემამდე ჩატარდა საინტერესო მარკეტინგული კამპანია, რომლის დროს ბრიტანულ გაზეთებში განთავსებულ რეკლამაში ეწერა ”შენი საკუთარი პირადი იესო”. მოგვიანებით განთავსდა სატელეფონო ნომერიც, რომლის აკრეფის შემდეგ ისმოდა თავად სიმღერეა. სკანდალური სინგლი ჩარტის #13 ადგილზე მოხვდა, აშშ-ში კი იქცა ჯგუფის პირველ ოქროს სინგლად და მორიგ ჰიტად, "People Are People"-ის შემდეგ.

1990 წელს გამოვიდა სინგლი "Enjoy the Silence", რომელიც ითვლება კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად. 1991 წლის Brit Awards-ის დაჯილდოვებაზე მან წლის ბრიტანული სინგლის სტატუსი მიიღო. ახალი ალბომის, Violator პრეზენტაციისა და გამოსვლის დღეს ჯგუფმა მოაწყო უნიკალური აქცია, რომლის დროს 20.000 მოყვარულმა მიიღო ჯგუფის ავტოგრაფები, თუმცა ადგილი ჰქონდა ინციდენტებსაც, რაც გამოწვეული იყო ხალხმრავლობით. ასევე გამოიცა ორი სინგლი ალბომიდან, "Policy of Truth" და "World in My Eyes".

1993 წელს გამოჩნდა ახალი ალბომი Songs of Faith and Devotion, ბნელი ჟღერადობით და ცოცხალი დასარტყამი ინსტრუმენტებით (რომლებზეც ალან უაილდერი უკრავდა). სინთეზატორებთან ერთად ცოცხალი ორკესტრიც გამოჩნდა და გოსპელის მომღერლებიც.

მიუხედავად ფანების მიერ დადებითად მიღებისა, ბევრმა ეს დისკი კომერციულ ჩავარდნად შეაფასა. დეივ გეენის ჰეროინით გატაცებამ კი პიკს მიაღწია. მარტინ გორი ტურის დროს რამდენჯერმე გაქურდეს, ხოლო ფლეტჩერმა უარი თქვა ტურის მეორე ეტაპში მონაწილეობაზე. სცენაზე იგი შეცვალა დერილ ბემონტმა, ჯგუფის ასისტენტმა.
უაილდერის წასვლა და Ultra (1995-1999) [რედაქტირება]

1995 წლის ივნისში უაილდერმა განაცხადა, რომ იგი ტოვებს დეპეშ მოდს. მისივე თქმით, მან დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფის საქმეში, მაგრამ არასოდეს მიუღია იგივე რაოდენობის დაფასება. მოგვიანებით ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი გეენი კინაღამ დაიღუპა, ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო.

გეენის პრობლემების მიუხედავად, გორი ცდილობდა ჯგუფის ამოქმედებას. გეენი იშვიათად დადიოდა სტუდიაში, ხოლო სტუდიაში გამოჩენისას თითქმის არაფერს იწერდა და ვოკალის ჩაწერას სჭირდებოდა კვირები. 1996 წელს გეენი მოხვდა ნარკოტიკებისგან მკურნალობის ცენტრში. 1996 წელს სტუდიური სესიები განახლდა და შემდეგ წელს გამოიცა ალბომი Ultra. ასევე გამოვიდა წარმატებული სინგლები "Barrel of a Gun" და "It's No Good". ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე.

სინგლების კრებული The Singles (86-98) გამოვიდა 1998 წელს, ახალ სინგლთან "Only When I Lose Myself" ერთად. ოთხთვიანი საკონცერტო ტურის შემდეგ ასევე გამოიცა კრებული For the Masses, რომელშიც ჯგუფის სიმღერებს ასრულებდნენ სხვა ცნობილი კოლექტივები.
Exciter (2000-2004) [რედაქტირება]

2001 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი Exciter. ელექტრონულ მინიმალიზმზე ორიენტირებული ციფრული ჟღერადობით ალბომი კომერციულად ჩავარდა. კრიტიკოსების შეფასებაც ცვალებადი იყო, თუმცა სინგლი Freelove დიდი წარმატებით სარგებლობდა.

იმავე წლის აგვისტოში DVD დისკზე გამოვიდა 1993 წლის ტურის კონცერტი,Devotional, ასევე კრებული Remixes 81 - 04. ამ კრებულში შეტანილი იქნა ჯგუფის ახალი და იშვიათი პრომო მიქსები და პოპულარული "Enjoy the Silence 04" (მაიკ შინოდას რემიქსი). ეს სინგლი მოხდა ბრიტანული ჩარტების #7 ადგილზე.
Playing the Angel (2005-2007) [რედაქტირება]

2005 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის 11ე სტუდიური ალბომი Playing the Angel. ბენ ჰილიერის პროდიუსერობით, ამ დისკმა ჯგუფი ძველ ჟღერადობას დაუბრუნა. დისკის სინგლი "Precious" მოხვდა ბრიტანულ ჩარტის #4 ადგილზე. ეს იყო პირველი ალბომი, რომლის ტექსტებიც მთლიანად გეენის დაიწერა. დიდი წარმატება ჰქონდა სხვა სინგლებსაც - "A Pain That I'm Used To" და "Suffer Well".

ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფმა გამართა ტური Touring the Angel. ტურის დროს ჩაწერილი აუდიომასალა გავრცელდა შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ დისკებზე Recording the Angel .

ალბომისა და ტურის წარმატების ტალღაზე გამოიცა სტუდიური დისკების Speak & Spell, Music for the Masses და Violator რემასტერინგები, სუპერ აუდიო დისკებისა და DVD აუდიოს ფორმატში ჩაწერილი. აგრეთვე ყველა ალბომს თან ახლდა სინგლების B-გვერდები და თითო ალბომის ჩაწერის ისტორია. 2007 წელს იგივე შეეხო ალბომებს Construction Time Again და Black Celebration. ალბომების Ultra და Exciter სპეციალური გამოცემები გამოვიდა 2007 წლის 1 ოქტომბერს.

2006 წლის 25 სექტემბერს გამოიცა DVD და აუდიოდისკი Touring the Angel: Live in Milan, რომელზეც აღბეჭდილია ჯგუფის კონცერტები მილანში (2006 წლის 18-19 თებერვალი).

ამასთან, გამოიცა კიდევ ერთი კრებული, The Best Of, Volume 1, რომელშიც მოხვდა ალბომის Playing the Angel ჩაწერიდან დარჩენილი "Martyr" .

2006 წლის დეკემბერში სერვისმა iTunes გამოსცა დიდი კრებული The Complete Depeche Mode, რომელიც იყო შემდეგი მათ მიერ დაწყებულ სერიაში. ამ სერიაში მანამდე უკვე გამოვიდა The Complete U2, The Complete Stevie Wonder და Bob Dylan: The Collection.
Sounds of the Universe (2009) [რედაქტირება]

2007 წლის აგვისტოში, დეივის მეორე სოლო ალბომის Hourglass გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დეპეშ მოდი 2008 წელს დაბრუნდება სტუდიაში. 2008 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მოხდება მაისში. მარტინ გორი ამ დროისათვის უკვე მუშაობდა ახალ სიმღერებზე საკუთარ სტუდიაში (სანტა ბარბარა, კალიფორნია, აშშ). სიმღერებზე მუშაობა ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დეპეშ მოდმა დატოვა ლეიბლი Warner Music.

2008 წლის 6 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე ბერლინში ჯგუფმა განაცხადა, რომ 2009 წელს დაიწყება ტური Tour of the Universe - მათი პირველი სასტადიონო ტური, რომლის ფარგლებშიც სამეული გამოვა 21 ქვეყნის 28 ქალაქში. ტური დაიწყება 2009 წლის 6 მაისს, ლუქსემბურგში. პრეს-კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იქნა ორი ახალი სიმღერა, "Wrong" და "Peace".

ამჟამად სერვისზე YouTube ენდი ფლეტჩერის მიერ დრო და დრო თავსდება ალბომის ჩაწერის ვიდეოკადრები.

2009 წლის 15 იანვარს ჯგუფის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ალბომის სახელწოდება - Sounds of the Universe. ალბომი გამოვა 2009 წლის 20 აპრილს (ევროპა) და 21 აპრილს (აშშ).

ალბომის პირველი სინგლია "Wrong", რომელიც გამოვიდა 2009 წლის 21 თებერვალს.
მნიშვნელობა და გავლენა [რედაქტირება]

დეპეშ მოდმა გავლენა იქონია შემდეგი თაობების არა ერთ ცნობილ მუსიკოსზე. მაგალითად, პეტ შოპ ბოისი თვლის ალბომს Violator (კონკრეტულად კი სიმღერას "Enjoy the Silence") თავისი გავლენის ერთ-ერთ წყაროდ.

ტექნოს ჟანრის პიონერებმა, დერიკ მეიმ, კევინ სონდერსონმა და ხუან ატკინსმა თავის დროზე დაასახელეს დეპეშ მოდი, როგორც ტექნოს ჟანრის პირდაპირი გავლენა, რაც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, დეტროიტული ტექნოს პოპულარობის ხანაში. მათი შემოქმედებისადმი პატივისცემის ნიშანია ყოველ წელს მათი სიმღერების რემიქს-ალბომების რეგულარული გამოცემაც.

ჯგუფ ლინკინ პარკის წევრი, ჩესტერ ბენინგტონი თვლის ჯგუფს თავის მთავარ გავლენად. იმავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მაიკ შინოდას თქმით, დეპეშ მოდი არის ჩვენი დროის ერთ-ერთი გავლენიანი ჯგუფი, რომლის მუსიკაც მისი პირადი შთაგონებაა.

დეპეშ მოდის გავლენა სხვა ჟანრებზეც ვრცელდება - მაგალითად, ჰევი მეტალზე. ამის მაგალითია ჯგუფის Fear Factory წევრის, რეიმონდ ჰერერას სიტყვები "მუსიკის სხვადასხვა ჟანრმა იმოქმედა ჩემი დაკვრის სტილზე. მაგალითად, დეპეშ მოდმა. მე რომ დეპეშ მოდივით ჟღერადობა მქონოდა და სლეიერის სისწრაფე, ვფიქრობ, რაღაცას მივაღწევდი".

სხვადასხვა მუსიკოსს რეპერტუარში აქვს ჯგუფის სიმღერების საკუთარი ვერსიები. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მერილინ მენსონი (Personal Jesus), Lacuna Coil (Enjoy the Silence), რამშტაინი (Stripped), [In Flames]] (Everything Counts) და სმეშინგ პამპკინსი (Never Let Me Down Again).

2008 წელს ჯგუფმა კოულდპლეი გამოსცა სინგლი "Viva la Vida", რომელსაც თან დაურთო ვიდეოკლიპის ორი ვერსია. ერთ-ერთი ეფუძნება სიმღერის "Enjoy the Silence" ორიგინალურ ვიდეოს.

 
shaliostro
თარიღი: შაბათი, 22/01/2011, 23:35 | შეტყობინება # 76
ავტორი shaliostro
22/01/2011, 23:35 | პოსტი # 76
--- ▼ ---
მსახიობები:
1)ჯონი დეპი 1)მეგან ფოქსი
2)სერ ენტონი ჰოვკინსი 2)ეშლი ჯადი
3)მაიკელ კეინი 3)მერილ სტრიპი
4)მორგან ფრიმენო 4)სუზან სარანდონი
5)ლეონარდო დიკაბრიო 5)ჯოდი ფოსტერ

6)ვილ სმიტი
7)დენზელ ვაშინგტონი
8)ჰარი ოლდმანი
9)ერიკ ბანა
10)შონ კონერი
11)ჯეკ ნიკოლსონი
12)ალ პაჩინო
13)ედვარდ ნორტონი
14)დენირო
15)ევან მაკრეგორი
რეჟისორბი:
1)სტივენ სპილბერგი
2)მარტინ სკორცეზე
3)კვენტინ ტარანტინო
4)გარი რიჩი
5)ჯორჯ ლუკასი
6)რობერტ ზემეკისი
7)ჯეიმს კამერონი
8)რიდლი სკოტი

 
lasha96
თარიღი: კვირა, 23/01/2011, 20:36 | შეტყობინება # 77
ავტორი lasha96
23/01/2011, 20:36 | პოსტი # 77
--- ▼ ---
ბევრები მყავს განსაკუთრებით.............
 
gamabunta
თარიღი: ოთხშაბათი, 26/01/2011, 22:09 | შეტყობინება # 78
ავტორი gamabunta
26/01/2011, 22:09 | პოსტი # 78
--- ▼ ---
ჯონი დეპი მუსიკოსი არ მყავს
 
BlooDyKiSs
თარიღი: ორშაბათი, 07/02/2011, 03:31 | შეტყობინება # 79
ავტორი BlooDyKiSs
07/02/2011, 03:31 | პოსტი # 79
--- ▼ ---
იმენა მომღერალი არა მარა გრუპა სლიპკნოტ და კიდე რა თითქმის ყველა როკ გრუპა
 
Lukiane
თარიღი: პარასკევი, 25/02/2011, 16:25 | შეტყობინება # 80
ავტორი Lukiane
25/02/2011, 16:25 | პოსტი # 80
--- ▼ ---
msaxiobi momgerali produseri rejisori ----> will smith z
 
Mediumm
თარიღი: სამშაბათი, 08/03/2011, 09:46 | შეტყობინება # 81
ავტორი Mediumm
08/03/2011, 09:46 | პოსტი # 81
--- ▼ ---

angelina de holie sow დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ამერიკის პატარა ქალაქ ოვენსბოროში (მამა ინჟინერი, ხოლო დედა ოფიციანტი). როცა ჯონის შეუსრულდა 7 წელი,მისი ოჯახი გადავიდა ფლორიდაში, სადაც მის მამას შესთავაზეს ახალი სამსახური. ხშირმა გადასვლებმა ქალაიდან ქალაქში და აგრეთვე ბაბუის სიკვდილმა ჯონის ფსიქიკაზე საგრძნობლად იმოქმედა და ის სკოლაში დადიოდა სრულიად უინტერესოდ.12 წლიდან დაიწყო სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დალევა. სიტუაცია გაართულა მშობლების დაშორებამ: 15 წლის დეპმა დაიწყო ნარკოტიკების მიღება და მაშინვე გააგდეს სკოლიდან.

საბედნიეროდ ჯონიმ მალევე იპოვა ახალი გასართობი - მუსიკა: ჯონის დედამ უყიდა იაფფასიანი ელექტრო გიტარა, ჯონიმ თვითონვე ისწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა და დაიწყო მოღვაწეობა მოყვარულების ჯგუფში. ახალგაზრდა როკერებმა კონცერტებიდან დაიწყეს თავისი ჰონორარების შეგროვება, ჯონის სერიოზულადაც ფიქრობდა რომ გაეგრძელებინა ტავისი მუსიკალური კარიერა. მაგრამ ჯგუფის საქმეები არცთუისე კარგად მიდიოდა, ბიჭებს უხდებოდათ ფულის შეგროვება სხვადასხვა ქალაქევბში და ბოლოს შეწყვიტეს თავიანთი მოღვაწეობა, ისე რომ ბოლოს მაინც ვერ მიაღწიეს პოპულარობას.

იმავე წელს ჯონი დაქორწინდა ვინმე ლორი ელისონზე რომელმაც გააცნო ნიკოლას კეიჯი. ჯონის გარეგნობა, მისი გამოხედვა და მანერებმა დიდი გავლენა მოახდინა ნიკოლასზე და მან ჯონი გააცნო თავის აგენტს. შედეგად მომავალმა მსახიობმა მიიღო თავისი პირველი როლი უეს კრავენის ფილმში "A Nightmare On Elm Street". ტავისი პირველი ჰონორარი დეპმა დახარჯა სამსახიობო გაკვეთილებში, რის შემდეგაც მან შეძლო მიეღო მონაწილეობა ოსკაროსან ფილმში "Platoon" (რეჟ. ოლივერ სტოუნი)

ახალგაზრდა მსახიობი თავისუფალ დროს უკრავდა როკ ჯგუფში სახელად "Rock City Angels". ფილმ "Platoon"-ის გადაღების შემდეგ დეპს მალევე შესტავაზეს დეტექტივის როლი სერიალში "21 Jump Street". მაგრამ მსახიობმა ცივი უარი განაცხადა ტელესერიალში გადაღებაზე. ამ როლზე აყვანილი იქნა სხვა მსახიობი, მაგრამ ეს მსახიობი არ მოეწონათ სტუდიის ხელმძღვანელებს და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ სთხოვეს ჯონის რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. ამჯერად ჯონის აგენტებმა შეძლეს მისი დათანხმება რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. სერიალი გახდა ჰიტი, და დეპი - მაყურებლის სიმპატია. 1990-ს გამოვიდა ორი ფილმი ჯონი დეპის მონაწილეობით: "Edward Scissorhands" (ტიმ ბარტონი) და "Cry Baby".

ჯონის კინოკარიერა უფრო და უფრო უკეთესობისკენ მიდიოდა - როლები ფილმებში "What's Eating Gilbert Grape?" და "Arizona Dreaming" კარგად იყო შეფასებული კრიტიკოსების მიერ, შემდეგ მოყვა კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი ტიმ ბარტონთან, ფილმი - "Ed Wood", რომელშიც მსახიობა მარტინ ლანდაუმ აიღო ოსკარი.

1995 წეკლს გამოსული ფილმი "Don Juan de Marco" სადაც დეპმა შეასრული ბრწყინვალე დუეტი მარლონ ბრანდოსთან ერთად, არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით როცა "Dead Man" აღიარებული იქნა მე-20 საუკუნის ერთერთ საუკეთესო შედევრად, სწორედ ამის შემდეგ აღიარეს ჯონი ერთადერთ საუკეთესო მსახიობად.

1998 ის დაშორდა თავის ცოლს კეიტ მოსს, რომელტანაც 4 წელი ცხოვრობდა, ჯონიმ მალევე გაიცნო ერთერთ წვეულებაზე ახალგაზრდა ფრანგი მომრერალი/მსახიობი ვანესა პარადი, და დაბყრობილი იქნა მის მიერ ერთხელ და სამუდამოდ. შეყვარებულები გადავიდნენ ფლორიდაში რათა დაეწყოთ იქ ახალი ცხოვრება, მალე მათ გაუჩნდათ შვილი - ლილი პოუზ მელოდი დეპი.

90 წლების დასასრულში ჯონიმ იტამაშა მრავალფეროვანი როლები სხვადასხვა ფილმებში: მან გააოცა ყველა თავისი როლით ფილმში "Fear And Loathing In Las Vegas", შემდეგ ის გადაიქცა წიგნების გამყიდველად სატანის ძებნაში, რომან პოლანსკის ფილმში "9th gate". 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკა "Astronaut's Wife" და აგრეთვე სიგიჟემდე ლამაზი ფილმი "Sleepy Hollow" რომელიც გახდა კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი ტიმ ბარტონთან ერთად.

 
Reichenbach
თარიღი: სამშაბათი, 08/03/2011, 10:01 | შეტყობინება # 82
ავტორი Reichenbach
08/03/2011, 10:01 | პოსტი # 82
--- ▼ ---
მსახიობები : ჯონი დეპი,ჯიმ ქერი,მაიკლ სი ჰოლი, შაია ლაბეფი, პოლ ვოკერი, ვინ დიზელი, გერარდ ბატლერი, ჯონ ტრავოლტა,ნიკო კეიჯი :D , და ასე შემდეგ

მომღერალი :ემინემი, და ასე შემდეგ :D :D

 
Mediumm
თარიღი: სამშაბათი, 08/03/2011, 10:27 | შეტყობინება # 83
ავტორი Mediumm
08/03/2011, 10:27 | პოსტი # 83
--- ▼ ---
papuna, მსახიობი ჯონი დეპი ხო ყველაზე მეტად :D მაგარი კაცია ჯონი
 
Reichenbach
თარიღი: სამშაბათი, 08/03/2011, 11:12 | შეტყობინება # 84
ავტორი Reichenbach
08/03/2011, 11:12 | პოსტი # 84
--- ▼ ---
Quote (Mediumm)
მსახიობი ჯონი დეპი ხო ყველაზე მეტად მაგარი კაცია ჯონი

ოფ კორს hx :hx: ეg ნიკოლ კიდმანზე უკეთესია გარდაქმნაში hx მეკობრის კომედიური როლი და მერე განგსტერი დილინჯერი იმენა უძლიერესია დაჟე ვერც იტყვი რომ ერთი ასრულებს ორივეს მაგრამ ჯონის მაგრად გამოსდის hx q

შეტყობინება დაარედაქტირა: papuna - სამშაბათი, 08/03/2011, 11:12
 
Mediumm
თარიღი: სამშაბათი, 08/03/2011, 12:15 | შეტყობინება # 85
ავტორი Mediumm
08/03/2011, 12:15 | პოსტი # 85
--- ▼ ---
papuna, არა ჯონი მართლა კლასია და რაც ოსკარი დაუმზადებიათ მას ეკუთნის
 
jiraiya-gallant
თარიღი: ხუთშაბათი, 10/03/2011, 03:05 | შეტყობინება # 86
ავტორი jiraiya-gallant
10/03/2011, 03:05 | პოსტი # 86
--- ▼ ---
საყვარელი მსახიობი (რამოდენიმა, მარა 1 განსაკუთრებით : D ) :
საყვარელი მომღერალი არ მყავს . დღევანდელობიდან every1 sucks!!
და ისე ოდესღაც ექსელი მევასებოდა მაგრა
 
slipknot
თარიღი: სამშაბათი, 26/04/2011, 02:23 | შეტყობინება # 87
ავტორი slipknot
26/04/2011, 02:23 | პოსტი # 87
--- ▼ ---
Kevis Spacey
Brat Bitt
Robert Deniro
Jack Nickolson
Leonardo Dicaprio
Edward Norton
 
Reichenbach
თარიღი: სამშაბათი, 26/04/2011, 02:40 | შეტყობინება # 88
ავტორი Reichenbach
26/04/2011, 02:40 | პოსტი # 88
--- ▼ ---

ემინემი კუნ მევასება მომღერლებში :D :D

მაიკლ სი ჰოლი საშინელი დექსტერი ანუ :D :D

ეს რომ არ გევასებოდეს არ შეიძლება

ესეც პოლ ვოკერი !!! ფორსაჟიდან და ბობი ზის სიკვდილი და სიცოცხლე !!!

 
Bloodman
თარიღი: სამშაბათი, 26/04/2011, 10:55 | შეტყობინება # 89
ავტორი Bloodman
26/04/2011, 10:55 | პოსტი # 89
--- ▼ ---
lasha96,
Quote (lasha96)
ბევრები მყავს განსაკუთრებით

gx gx gx
 
ReepsHatake
თარიღი: სამშაბათი, 26/04/2011, 14:04 | შეტყობინება # 90
ავტორი ReepsHatake
26/04/2011, 14:04 | პოსტი # 90
--- ▼ ---
Adam.G.Sevani

მომღერლის რა გითხრათ მარა საყვარელი ბითბოქსერი :
Reeps One
 
raikiri
თარიღი: ორშაბათი, 20/06/2011, 20:35 | შეტყობინება # 91
ავტორი raikiri
20/06/2011, 20:35 | პოსტი # 91
--- ▼ ---

ფრანგული დუეტი, გი-მანუელ დე ომემ კრისტოსა(დაიბადა 1974 წლის 8 თებერვალს) და ტომას ბანგალტეს შემადგენლობით (დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს)

Darlin’
ტომასმა და გი-მანუელმა 17 წლის ასაკში შექმნეს, მათი პირველი ჯგუფი Darlin’ ლორან ბრანკოვიცთან ერთად. რომელიც ამჟამად გამოდის ჯგუფში Phoenix. 1992 წელს გამოვიდა სიმღერა იგივე სახელწოდებით, რაც ჯგუფი Darlin’ . დიდ ბრიტანეთში მათ კრიტიკოსებმა ვერ გაუგეს, ბრიტანული მუსიკალური ჟურნალის Melody Maker ის ჟურნალისტმა ისინი დაახასიათა როგორც სტილი Daft Punk (სულელური,იდიოტური,გიჟი, უაზრო, არანორმალური პანკი)

ბრანკოვიცმა დატოვა ჯგუფი , ხოლო ტომასი და გი-მანუელი ჰაუსით და ტექნოთი დაინტერესდნენ. 1993 წელს მათ შექმნეს ჯგუფი Daft Punk.

Daft Punk- დასაწყისი
მათი პირველი სიგნალები არ გამოდიოდა საფრანგეთში,არამედ შოტლანდიაში. 1994 წელს გამოვიდა 3 სინგლი The New Wave/Assault/Alive, Da Funk/Rollin’ & Scratchin’ და Indo Silver Club.
ბრიტანულ ანდერგრაუნდ სცენაზე მათ მალე მოიპოვეს სახელი, თავიანთი ავანგარდული ჟღერადობით და ხშირადაც გამოდიოდნენ სხვადასხვა ფესტივალებზე.
პირველი კომერციული მოგება ჯგუფმა მიიღო კომპოზიცა Da Funk ის გამოსვლისთანავე.

Homework
საერთაშორისო აღიარება მოვიდა მაშინ, როდესაც გამოუშვეს პირველი ალბომი Homework(1997 წლის 17 იანვარი) ალბომში შედის 16 ტრეკი. მთელ მსოფლიოში ჰიტები გახდა Around the World, Revolution 909 და Da Funk. ამ ალბომმა ძალიან იმოქმედა 1997-2001 წლის ჰაუსზე. Homework-დან იწყება ე.წ filter house. მათ რეჟისორობა მიანდეს მიშელ გონდრის(Around the World), სპაიკ ჯოუნზს(Da Funk), რომან კოპოლას(Revolution 909), მოგვიანებით კი ჯგუფმა თავად გადაიღო კლიპი Fresh.
Daft Punk-ის რემიქსებისთვის გამომსვლელ არტისტებთა შორის იყვნენ ვარსკვლავებიც , Masters At Work (Around the World), Ian Pooley (Burnin’) და Armand van Helden (Da Funk)
1999 წელს ჯგუფმა გადაიღო ფილმი D.A.F.T. რომელშიც შედიოდა A Story about Dogs, Androids, Firemen and Tomatoes. ის შეიცავდა ყველა ვიდეოკლიპს და ასევე რამოდენიმე ცოცხალ გამოსვლასაც.
Homework-ის მიახლოებით 2 მილიონი ტირაჟი გაყიდულია.

One More Time
სიმღერა One More Time გამოვიდა 2000 წლის 10 ნოემბერს. კიდევ ერთი ინტერნაციონალური ჰიტი № 1. ის ჩაიწერა მომღერალ Romanthony-თან ერთად. გაიყიდა 4 მილიონზე მეტი ტირაჟი და ამით ჯგუფს ყველაზე დიდი კომერციული მოგება მოუტანა.

Discovery
ერთი წლის წინათ მოტანილ პოპულარობას One More Time-ის მიერ, უკვე ხელს აღარაფერი უშლიდა ალბომს Discovery წარმატებაში. ალბომი გამოვიდა 2001 წლის 9 მარტს, მასში შედის 14 ტრეკი One More Time. Digital Love,Something About Us , . Harder, Better, Faster, Stronger, Short Circuit და ა.შ.

Human After All
Human After All-ასე დაარქვეს მე-3 სტუდიურ ალბომს, რომელიც გამოვიდა 2005 წლის 14 მარტს. ის შეიცავს 10 ტრეკს პირველი სინგლმა Robot Rock იქამდე მოიპოვა პოპულარობა, სანამ ოფიციალურად გამოვიდოდა. თავიდან ბევრმა მსმენელმა ვერ აღიქვა ეს ალბომი, მათი აზრით ის რადიკალურად განსხვავდებოდა , მისი წინამორბედებისაგან. ალბომმა მიიღო Grammy-2006ზე პრემია საუკეთესო საცეკვაო\ელექტრონული მუსიკის კატეგორიაში.

Tron: Legacy
2010 წლის დეკემბერში გამოვიდა ფილმი ტრონი(მემკვიდრეობა). ამ ფილმისთვის მთლიანად მუსიკა დაწერა Daft Punk-მა 85 კაციანი ორკესტრის თანხლებით. 2010 წლის 6 დეკემბერს გამოვიდა ცალკეული დისკი საუნტრეკი. ხოლო 9 ნოემბერს სარეკლამო სინგლი Derezzed. ფილმში თვით ჯგუფიც მონაწილეობდა.

ძნელია იპოვო ისეთი პოპულარული ადამიანი, რომლის სახეც უცნობია მსოფლიოსთვის, Daft Punk სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. დიდი შრომისა და თავიანთი მეტალის ჩაფხუტებით ისინი არასდროს არ აჩენენ სახეს. მართალია ინტერნეტში მოიძებნება მათი ძველი ფოტოები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყურებიან ისინი ამჟამად. მთელი მსოფლიოსთვის Daft Punk ასოცირდება რობოტებთან, რომელიც მათ DiscoverY- დან შემორჩათ.
 
realmist
თარიღი: სამშაბათი, 21/06/2011, 11:07 | შეტყობინება # 92
ავტორი realmist
21/06/2011, 11:07 | პოსტი # 92
--- ▼ ---
ElaiVa, ვა შე გენაცვალე R.I.P 2PAC მეფეა რაა მარა მე ესეც ძაან მევასება 21 საუკუნის მეფე

მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში, დებორა მაზერს-ბრიგსისა და მარშალ ბრიუს მაზერს უმცროსის ოჯახში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ. აქ, მოზარდობის პერიოდში მარშალი დაინტერესდა ჰიპ ჰოპით და სხვადასხვა საღამოზე გამოდიოდა ფსევდონიმით "M&M". 1995 წელს იგი შეუერთდა ჯგუფ Soul Intent-ს. ამავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი სინგლი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ლინკოლნის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, უფრო მეტ დროს უთმობდა ფრისტაილის ტიპის შეჯიბრებს ოსბორნის სკოლის მოსწავლეებთან. მან მალე მიიპყრო ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა ყურადღებაც. 17 წლის ასაკში იგი გააგდეს სკოლიდან.
1992 წელს მაზერსი მიიღო კომპანიამ FBT Productions, რომელსაც ძმები ჯეფ და მარკ ბეისი ფლობდნენ. იქ, 1996 წელს მან მოამზადა სადებიუტო დისკი Infinite, რომელიც ჩაწერილი იქნა ძმების საკუთარ სტუდიაში. დისკი გამოვიდა ლეიბლზე Web Entertainment. დისკში განხილული იქნა მისი ახლადშობილი გოგონას, ჰეილი ჯეიდ სკოტის მნიშვნელობაც. ამავე პერიოდში ემინემს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან, კიმთან.
მინი-ალბომის The Slim Shady EP ჩაწერის შემდეგ მან მეტი ყურადღება მიიპყრო, ამასთან - რეპერ კეიჯის იმიტირების გამო, რამაც კრიტიკა დაიმსახურა. ამ პერიოდში იგი დაუკავშირდა ჯგუფის Insane Clown Posse წევრ ჯოზეფ ბრიუსს და შესთავაზა ალბომის გამოსვლის დღეს პრეზენტაციაზე კონცერტის გამართვა. ბრიუსმა ამაზე უარი უთხრა. მარშალი ნაწყენი იყო და გააკრიტიკა დუეტი ბევრ თავის ინტერვიუში.
გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც Interscope Records დაინტერესდა მარშალის შემოქმედებით - მას შემდეგ რაც იგი რეპ ოლიმპიადაში მეორე ადგილზე გავიდა. დრ. დრემ , რომელიც ფლობდა ლეიბლს Aftermath Entertainment მოისმინა რეპერის ჩანაწერები და შესთავაზა სრულყოფილი დისკის გამოცემა. მათ ერთად დაიწყეს ემინემის სადებიუტო მასშტაბურ ალბომზე მუშაობა.

The Slim Shady LP არის რეპერ ემინემის პირველი სრულყოფილი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ლეიბლზე Aftermath Entertainment, 1999 წელს.
ალბომი
გამოცემისთანავე, ალბომმა გამოიწვია დავა მისი ტექსტების გამო. მაგალითად, სიმღერაში "Guilty Conscience" ქმარი კლავს თავის ცოლს და მის შეყვარებულს. სხვა სიმღერაში, "97' Bonnie & Clyde," ემინემი განასახიერებს მამას, რომელიც ბავშვის წინაშე აგდებს წყალში თავისი მკვდარი ცოლის გვამს (ალბომის ყდაზე სწორედ ეს სიტუაციაა გათამაშებული)>
"Public Service Announcement", რომელიც მსმენელს აფრთხილებს უცენზურო ტექსტების შესახებ, ასევე ჩნდება ემინემისა და ჯგუფის D12 შემდგომ ალბომებში.
ალბომის სიმღერათა უმრავლესობა შეიცავს ამა თუ იმ რეალური მოვლენის კრიტიკას, ნახსენებია სექსი და ნარკოტიკები, ამასთან - მკვლელობების აღწერა შავი იუმორისმეშვეობით. ემინემი ამ ალბომზე განასახიერებს პერსონაჟს სახელად სლიმ შეიდი, რომელიც მისივე მოგონილია. სიმღერების დიდი ნაწილი შეიცავს ტექსტებს თავად რეპერის რეალურ ცხოვრებაზე. შემდეგი სტუდიური ალბომისგან, The Marshall Mathers LP განსხვავებით, იუმორი აქ უფრო მეტია.
სიმღერები "Just Don't Give A Fuck", "If I Had" და "97' Bonnie & Clyde" უკვე შეტანილი იქნა ემინემის ალბომში The Slim Shady EP (1997). დოქტორ დრემ იმდენად მოიწონა ისინი, რომ განსხვავებული სახით შეიტანა ემინემის ამ დისკში.

ტექსტები
ალბომის სახელწოდების სახით რეპერის ნამდვილი სახელისა და გვარის გამოტანა ხაზს უსვამს დისკის უფრო პირადულ ხასიათს, განსხვავებით წინა ალბომისგან The Slim Shady LP, რომელიც მის ალტერ ეგოს წარმოადგენდა. ამ ალბომზე ემინემი აკრიტიკებს ყველას, ვინც მის წინა დისკს აკრიტიკებდა. ამ მხრივ ალბომი უფრო ბნელ ხასიათს ატარებს.
ჩაწერა
ალბომის პროდიუსერები არიან დოქტორ დრე და მელმ-მენი. მათ მიერ შექმნილი მინიმალისტური რითმების ფონზე ემინემის ვოკალი უფრო გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ წინა ალბომთან შედარებით, ემინემი უფრო მეტად მღერის და ეს პროცენტულად უტოლდება რეპ-ვოკალების რაოდენობასაც კი.
ყველაზე მნიშვნელოვანი მოწვეული სტუმრებიდან არის დაიდო. მისი სიმღერის "Thank You" სემპლი გამოყენებულია სიმღერაში "Stan"
რეაქცია და წარმატება
გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში ალბომი გაიყიდა 1.760.049 ასლის ოდენობით, რამაც მოხსნა სნუპ დოგის 1993 სადებიუტო ალბომის, Doggystyleრეკორდი და წინ გაუსწრო ბრიტნი სპირსის ალბომს.
მაგრამ დისკის გამოსვლამ არაერთი პროტესტი გამოიწვია. ეს დაემთხვა გრემისდაჯილდოვებაზე ოთხი პრიზის მიღებას (2001). ამ დაჯილდოვებაზე "Stan" შესრულდა ელტონ ჯონთან ერთად, რამაც ბევრი გააკვირვა - ემინემის განწყობა იმ პერიოდში მკვეთრად ჰომოფობური იყო. ალბომის ლირიკაზე კიდევ დიდ ხანს საუბრობდნენ, უშუალოდ - უარყოფითად, მაგრამ ემინემის მოყვარულების უმრავლესობა ერთსულოვანი იყო ლირიკაზე საუბრისას - დისკში არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ფაქტები, არამედ აშშ სოციალური ცხოვრების ასპექტებიც სააშკარაოზე იყო გამოტანილი.
 
raikiri
თარიღი: სამშაბათი, 21/06/2011, 16:21 | შეტყობინება # 93
ავტორი raikiri
21/06/2011, 16:21 | პოსტი # 93
--- ▼ ---
ცოცხალი ლეგენდა


ანდრე რომელ იანგი (Andre Romell Young), უფრო მეტად ცნობილი როგორც Dr. Dre — ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი. იგი დაიბადა 1965 წლის 18 თებერვალს ლოს ანჯელესის უბან სამხრეთ ცენტრალში. მისი მშობლები მის დაბადებამდე განქორწინდნენ. დედამისი მეორედ უორენ გრიფინ უმცროსს გაჰყვა ცოლად, რომელიც შემდგომში უორენ გრიფინ III-ს ანუ რეპერ Warren G-სმამა გახდა. მუსიკით ახალგაზრდა ანდრე ჯერ კიდევ '80 წლების დასაწყისში დაინტერესდა, თავიდან ის დიჯეი იყო, ხოლო შემდგომში MC-ც გახდა. ზედმეტსახელი თავისი საყვარელი კალათბურთელის ჯულიუს ერვინგის ზედმეტსახელის Dr. J-ს და საკუთარი სახელის ბოლო სამი ასოს Dre-ს შეერთებით მიიღო. 1984 წელს ის WCWC-ში ანუ World Class Wreckin' Cru-ში გაზევრიანდა Alonzo Williams, Shakespeare, Cli-N-Tel, Mona Lisa Young, Michel'le და DJ Yella-თან ერთად. ჯგუფი ლეიბლ Epic-ში იყო გაწევრიანებული და Old School Rap-სა და Electro-Pop-ს ასრულებდა.1991 წელს Dr. Dre-ს სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოვიდა. მან ეგრევე მოიპოვა პოპულარობა ისეთი სინგლების საშუალებით როგორებიც არიან Nuthin' But a 'G' Thang, Dre Day და Let Me Ride. სინგლი Nuthin' But a 'G' Thang ხუთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ჩარტებს. ალბომის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი Dr.Dre-ს პროტეჯემ Snoop Dogg-მა შეიტანა. ალბომი დღესდღეუბით კლასიკური HIP HOP-ის ერთერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება. თვითონ ალბომი რეპისთვის სარეკორდო 10 მილიონი კოპიის რაოდენობით გაიყიდა. სწორედ The Chronic-მა გადაიყვანა რეპი განვითარების ახალ ეტაპზე და მის შემდეგ დაიწყო ნამდვილად დიდი თანხების კეთება რეპში.
1996 წელს Dr.Dre-მ ახალი ლეიბლი The Aftermath Entertainment დაარსა და მასშივე ჩაწერა თავისი რიგით მეორე სტუდიური ალბომი The Aftremath. ალბომმა ისეთივე პოპულარობით ისარგებლა როგორც The Chronic-მა ხოლო სინგლამა Keep Their Heads Ringin' 1996 წელს ნომინაცია საუკეთესო რეპ სიმღერაში გაიმარჯვა ალბომის საუკეთესო ტრეკად კი Been There, Done That გახდა. The Aftermath Entertainment-ის დაარსების შემგედ Dr.Dre-მ განაცხადა რომ ის აპირებდა წასულიყო რეპიდან და პროდუსერის კარიერა დაეწყო რათა ახალ ტალანტებს დახმარებოდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ The Aftermath Entertainment-მა უამრავი ახალი სახე მოიყვანა რეპში. ყველაზე დიდი წარმატება Eminem-მა, 50 Cent-მა და The Game-მ მოიპოვეს. 2005 წელს ლეიბლმა კონტრაქტები Busta Rhymes-თან და Eve-სთან დადო. დღესდღეობით ლეიბლი 750 მილიონ დოლარად ფასდება ხოლო მისის წლიური შემოსავალი 75 მილიონ დოლარს შეადგენს.
2001 წელს Dr.Dre-მ რეპში დაბრუნება გადაწყვირა და ალბომი 2001 ჩაწერა. მის დაბრუნებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ამ პერიოდში HIP HOP-ის დაღმასვალა აღინიშნებოდა, ალბომმა გამოაცოცხლა მთელი რეპ სამყარო სინგლმა Still D.R.E-მ უამრავი პრიზი მოიპოვა, ხოლო ალბომმა უდიდესი პოპულარობა და წარმატება დაიმსახურა. ამის შემდეგ Dre-მ კვალავ გააგრძელა პროდუსერის კარიერა და უამრავი შემსრულებლის პროდუსერი გახდა.


შეტყობინება დაარედაქტირა: raikiri - სამშაბათი, 21/06/2011, 16:24
 
Meowkitty
თარიღი: კვირა, 28/08/2011, 13:46 | შეტყობინება # 94
ავტორი Meowkitty
28/08/2011, 13:46 | პოსტი # 94
--- ▼ ---
slipknot



nightwish http://scorpionking.ucoz.ru/Nightwish_Passion_Large.jpg
30 second to mars http://allrock.moy.su/_nw/0/62194.jpg'


შეტყობინება დაარედაქტირა: Black^Angel - კვირა, 28/08/2011, 13:47
 
neji-sama
თარიღი: ორშაბათი, 05/09/2011, 17:04 | შეტყობინება # 95
ავტორი neji-sama
05/09/2011, 17:04 | პოსტი # 95
--- ▼ ---
raikiri, მაგარია ძაან Daft punk მე მაგათი robot rock მომწონს
 
ladukaaa
თარიღი: ორშაბათი, 05/09/2011, 19:14 | შეტყობინება # 96
ავტორი ladukaaa
05/09/2011, 19:14 | პოსტი # 96
--- ▼ ---
მსახიობი მარიო ჩიმარო რათქმაუნდა

დამატებულია (05/09/2011, 18:14)
---------------------------------------------
"

 
ChuDiiiK
თარიღი: ორშაბათი, 05/09/2011, 20:49 | შეტყობინება # 97
ავტორი ChuDiiiK
05/09/2011, 20:49 | პოსტი # 97
--- ▼ ---
მსახიობებიდან ჯიმ ქერი

მომღელებიდან ბევრი მომწონს
 
tenten
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 19:02 | შეტყობინება # 98
ავტორი tenten
11/09/2011, 19:02 | პოსტი # 98
--- ▼ ---
ჩემი საყვარელი მსახიობი არია ჰიუ გრანტი sdm sdm s

დამატებულია (11/09/2011, 18:02)
---------------------------------------------
საყვარელი მომღერალი არ მყავს მაგრამ ჯეიმს ბლანტი მევასება მაგრად sdm hx

 
lasha_gaara
თარიღი: ორშაბათი, 12/09/2011, 00:32 | შეტყობინება # 99
ავტორი lasha_gaara
12/09/2011, 00:32 | პოსტი # 99
--- ▼ ---
Quote (BuSuNsula)
michael jeksoonii magariaa uhuuh

ზი ლეგენდ !!!!
ჰმ საყვარელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი და ჯონი დეპი

დამატებულია (11/09/2011, 23:32)
---------------------------------------------

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა ამ ფილმში გენიალურად ასრულებს როლს .

არიზონული ოცნება ფილმი ლეგენდა . ჯონი დეფი მიუხედავად იმისა რომ ჯერ ახალგაზრდა იყო ძაან მაგრად შეასრულა როლი .

 
AMIKO1995
თარიღი: ხუთშაბათი, 13/10/2011, 16:01 | შეტყობინება # 100
ავტორი AMIKO1995
13/10/2011, 16:01 | პოსტი # 100
--- ▼ ---
jason statham

jet lee
[img]http://top-people.starmedia.com/tmp/swotti/cacheAMV0IGXPUGVVCGXLLVBLB3BSZQ==/imgJet%20Li1.jpg[/img]
jackie chan

hugh jackman
http://celebritystatus.com/wp-content/uploads/2010/12/hugh-jackman.jpg
Robert Downey Jr

vin diesel

johnny depp

will smith

მომღერალი
pitbull
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: