მკოლეთ ეხლა რა ხდება ასეთი თემა უკვე იყო გახსნილი და ეხლაც გავხსნი ეს ჩანახატი ერთერთ ფორუმზე ვნახე და ძალიან მომეწონა გადავწყვიტე დამედო მე ჩემი არ მაქ ჯერ დაწერილი მარა შესაბამის მომენტს ველოდები მგონი კაია შეაფასეთ და თქვენი ქმნილებებიც გაგვიზიარეთ :))
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . .
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .
- ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!
- ვიცი!
- რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!
- ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ?
- გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?
- კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . .
- არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . .
- არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია!
- არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე?- ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . .
- იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . .
- არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ?
- არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო?
- შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა!
- არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა!
- რა იცი?
- ვიცნობ!
- იცნობ?
- ჰო, ვიცნობ!
- იცნობ?
- კი, ვიცნობ!
- დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ?
- ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . .
- ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ!
- რატომ? დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად!
- უცნაური იყოო?!
- კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი!
- იცნობდი ბავშვს! ახლა დიდა!. .
- მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . . ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . .
ბიოგრაფიული ჩანაწერები წელი:2013 ავტორი:insane ჟანრი:დრამა,სათავგადასავლო მოკლე აღწერა:ეს მოთხრობა წარმოგიდგენთ პატარა შავკანიანი ბიჭუნას თავგადასავალს , რომელსაც არც თუ ისეთი კარგი ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი...
თავი პირველი
ნაწილი პირველი 1930 წელი ნამდვილად ძნელი პერიოდია , ალბათ დამეთანხმებით , შავკანიანი ხალხი ამერიკაში ძირითადად მუსიკოსი , ხელოვანი ხალხი იყო , მაგრამ ზოგიერთ შტატში რასისტული რეჟიმი იყო... ჯორჯიას შტატში დაიბადა შავკანიანი ბიჭუნა, მეომარი კაცის ოჯახში , მამამისი დაიღუპა მის დაბადებამდე ომში , ხოლო დედამისი ყველანაირად ცდილობდა თავი გაეტანათ მას ყავდა უფროსი და , მისი სახელი იყო ჯულია , როდესაც პატარა ტომი დაიბადა ჯულია იყო ხუთი წლის. მამის სახელი ჯეიკი იყო ხოლო დედამისის ლილი მათი გვარი ტომასი , ბიჭუნას სახელიც ამ გვარიდან წამოვიდა ტომი ტომასი... გავიდა ოთხი წელი , ბიჭს ცისფერი თვალები ქონდა , ბუთქუნა ტუჩები , განიერი კურნოსა ცხვირი , როგორც ჩვევიათ შავკანიანებს , ბიჭი ძალიან ცექლი იყო და უყვარდა ყველაფერზე დაკვირვება , გარემოს აკვირდებოდა , უყვარდა მოსმენა , ჩიტების ჭიკწიკი , ქარი , ფოთლების შრიალი , ყვავილების სუნი , ნამიან ბალახზე ფეხშველა სირბილი , ბავშვობიდანბე აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი , უყვარდა იმის ხატვა , რასაც სული აქვს , უსულო საგნების დახატვას ერიდებოდა.. მზიანი დღეა , სუსტი ნიავიც კი არაა , დახუთულობაა , დედა საჭმელს აკეთებდა . ჯულია ტომთან ერთად გარეთ თამაშობდა... სახლის ჭიშკრის უკან ცხენების ხმა შემოისმა , ტომი ჯიშკრისკენ გაიქცა , უკან გამოედევნა ჯულია , შემოისმა მამაკაცის ხმა -ქალბატონო ლილი , თუ შეიძლება გამოდით. ტომის დედა აფორიაქებული გამოვიდა სახლიდან , საფეხურების ჭრიალი გაისმა , ტომი ჯულიამ გააჩერა , ლილი გარეთ ვიღაც კაცს ესაუბრებოდა , ტომს არ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ მხოლოდ დედამისის იმედგაცრუებული სახე შენიშნა და თვითონაც სახე შეეცვალა , რამდენიმე წუთში ლილი შვილებს მიუახლოვდა და განუცხადა , რომ ისინი იქ ვეღარ გაჩერდებოდნენ , ჯულია მიხვდა ყველაფერს , ტომი კი დაბნეული უყურებდა მათ. ოთხი დღის შემდეგ მოვიდა ეტლი , რომელშიც ჩემოდნები ცაალაგა ლილიმ , ტომი ბოლო წუთამდე ფიქრობდა , რომ დედა მათთან ერთად წავიდოდა , მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ის მიდიოდა... ბიჭი დიდი ხნის წვალებით ჩასვეს ეტლში გადმორბოდა ეტლიდან და მირბოდა სახლისკენ ეტლიდან კვლავ გადმოდიოდა თეთრკანიანი , ტანადი კაცი , რომელიც კვლავ ეტლში სვამდა მას ,გულამოსკვნილი ტიროდა ცისფერი , დიდი თვალები , ცრემლით აევსო , ცახცახებდა , დედის და დის სილუეტი სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა მის თვალებში და ნელ-ნელა ჰორიზონტზე მხოლოდ ორი პატარა წერტილი და მზის ჩასვლა მოჩანდა , ცა გაწითლებული იყო ღრუბლები წარმოიქმნებოდა , თითქოს ერთი დიდი შავი საბანი წარმოიქმნებოდა ზეცაში , რომლიდანაც წყარი გადმოიღვარა ისევე , როგორც ჩანჩქერი მოედინება კლდის ნაპირიდან. რამდენიმე დღის მგზავრობის შემდეგ ჩავიდნენ , ბიჭუნამ ეტლის ფანჯრიდან გადმოიხედა და დაინახა უზარმაზარი ჭისკარი მოოქროვილი , ორივე მხარეს ოქროს ლომის ქანდაკებები იყო , ჭიშკართან ორი მოზრდილი , ტანადი პიროვნება იდგა... ეტლიდან ორი კაცი და ბიჭუნა გადმოვიდა , მეეტლემ ეტლი იქვე მიაყენა და ცხენებს უნაგირი შეხსნა , დასაბანად წაიყვანა. -კეთილი იყოს შენი მობრძანება დალასში ბიჭუნამ ცრემლები მოიწმინდა , აიხედა და დაინახა უზარმაზარი სასახლე , ფართო ფანჯრებით , განიერი აივნით , გარეთ ყველაფერი გამწვანებული იყო , სკამები , შადრევნები , ხეები , ბუჩქები , ჩიტების ჭიკჭიკი და აქა იქ ყვავილები , საოცარი შესახედავი იყო , ბიჭუნას თავი სამოთხეში ეგონა.. -გაიარე მალე რას გაშტერებულხარ აქ... ხელი მიკრეს მხარზე , კარიბჭე გაიღო და ბიჭი შიგნით აღმოჩნდა სასახლეს მიუახლოვდნენ და შიგნით უზარმაზარი ჰოლი მოჩანდა -ერთი , ორი , სამი მოახლე ? კი , მაგრამ ვისი სახლია ? -ერთ-ერთი მდიდარი არისტოკრატის , რომელზეც შენ მოგიწევს მუშაობა... ღიმილი ურებამდე აეწელა , საშინლად გამოიყურებოდა სახეზე იარები ეტყობოდა , ხელები მძლავრი და მოხერხებული ჰქონდა , ეტყობოდა რაღაც სასტიკი სპორტით იყო დაკავებული. -როჯერ , ბოსი გეძახის , უნდა ნახოს რა მოუტანე წითელი ფარდებით დაფარული კარი , მხოლოდ ოქროს სახელური მოჩანდა. გრძელი მაგიდა , რომელზეც შიშველი წერტილი არ მოჩანდა , სავსე იყო : ძეხვეულობით , იკრით , ხილით , თევზი , შემწვარი ქათამი და მაგიდის ცენტრში გოჭის თავი ისე გემრიელად გამოიყურებოდა ყველაფერი , მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ტომი უყურებდა და ნერწყვს ყლაპავდა , კეფაში წამოარტყეს ბიჭმა მაგიდას თავი დაარტყა და წარბი გაუსკდა , მაგიდის თავში იჯდა წვერ-ულვაშიანი პიროვნება , ხალათით , რომელიც არანაკლებ ძვირფასი იყო , წამოდგა ბიჭუნას მიუახლოვდა , ნიკაპზე ხელი მოკიდა თავი ზემოთ აუწია , შეუმოწმა კბილების მდგომარეობა , სახსრები , ზურგი , თვალები წამოარტყა კიდევ ერთხელ თავში და წარმოთქვა: -წაიყვანეთ ახლავე მომწონს კარგია , კარგი ბიჭი გარეთ გაიყვანეს , სისხლი მოსდიოდა წარბიდან თუმცა ეს ყველას ნაკლებად ადარდებდა , მიიყვანეს და შორიდან დაინახა ქერა ბიჭი და გოგონა , როგორ თამაშობდნენ... როჯერს საყელოდან ყავდა დაჭერილი , აი როგორც ცხოველები იყვანენ თავის ლეკვებს. ბიჭმა ზედა გაიხადა და ბავშვებისკენ გაიქცა... მიუახლოვდა თუ არა წინ გოგონა დახვდა , გოგონამ მოატრიალება ვერ მოასწრო და ტომი მასზე აღმოჩნდა , სისხლი გოგონას ლოყაზე დაეწვეთა წამოდგა ააყენა ტომი შეხედა აცრემლებულ თვალებში და გაუღიმა , ამ ღიმილს ტომი არასდოეს დაივიწყებს , იგრძნო სითბო ისეთი როგორსაც დედასგან და დისგან გრძნობდა , შვება იგრძნო , გოგონამ სველი ნაჭრით სისხლი მოწმინდა წარბიდან , ამ დროს უკნიდან მოქაჩვა იგრძნო , მხარზე წამოიკიდა როჯერმა ის და ფერმისკენ წაიყვანა... ბიჭუნდა უყურებდა გოგონას და ტკბებოდა მისი სილამაზით , ქერა ტალღოვანი თმა , ნაზი სახე , მოწითალო ლოყები , წვრილი ნიკაპი , პატარა ცხვირი , მწვანე თვალები და გრძელი ფუშფუშა ვარდისფერი კაბა... როჯერმა ბიჭი მიიყვანა ფერმაში , თვიაზე დააგდო და რამდენიმეჯერ მისი მუშტის და ტომის სახის ურთიერთკავშირი გაამყარა განავლის საშინელი სუნი , ღორების ღრუტუნი , ცხენების ჭიხვინი , ძროხების ღმუილი , ეს ყველაფერი ტომის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდებოდა... 1940 წელი 8 ივლისი , გარეთ არემარეს ბუღი ასდის , ცხელა მზე აჭერს შუადღეა , ტომი სიმინდში მუშაობს , ათი წლისაა , მაგრამ ბევრ მიაღწია ამ წლების განმავლობაში გაიცნო გოგონა რომელსაც თურმე სოფი ქვია და მისი ძმა ლეონი... ერთხელ კონფლიქტი მოუვიდა ლეონთან იმის გამო , რომ ბიჭმა იეჭვიანა თავის დაზე და სკანდალი მოუწყო ტომს , ტომი არაერთხელ უცემია როჯერს სასტიკად უმიზეზოდ თუ მიზეზით მაგას როჯერისთვის არანაირი მნიშნველობა აქ ჰქონდა... "აი უკვე ექვსი წელია ისე ვიქცევი , როგორც მათ უნდათ , დავიღალე კი ნამდივლად დავიღალე , მენატრება ჯორჯია , დედაჩემი , ჩემი დაიკო ნეტა , როგორ არიან უჩემოდ მათ ხომ ოჯახში კაცი ჭირდებათ , მენატრება დედაჩემის ჩახუტება , სითბო , სინაზე , სიყვარული..." -ტომ , ტომ აქეთ ჩურჩულის ხმა მოესმა მიიხედა და დაინახა ხეს ამოფარებული სოფი , მიირბინა , სოფი ჩაეხუტა და უთხრა , რომ დღეს პორტში გემი მოვა , რომლიდანაც შეუძლიათ გაიქცნენ... როგორც მიხვდით , სოფი და ტომი ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ ყოფილან , ალბათ ლეონი ტყვილად არ ეჭვიანობდა... ტომს ცხენები უნდა ებანავა იქვე პორტთან და სწორედ იმ დროს როცა გემი უნდა მოსულიყო ერთი საათით ადრე მივიდა ადგილზე , სოფის გაუჭირდა სახლიდან გამოპარვა თუმცა მაინც მოახერხა... აი გემის ხმაც გიასმა , კვამლი მოჩანს , ტალღები წარმოიქმნება , რამდენიმე წუთში გემი გაჩერდა , ღუზა დაუშვეს... ტომმა ცხენები სახლისკენ გაუშვა , უკვე მიჩვეული ცხენებიც არ დაიკარგნენ და სახლის გზას დაადგნენ , სოფი და ტომი წუთი-წუთზე გემზე აღმოჩნდებოდნენ როდესაც გაისმა როჯერის ყვირილი -სოფიი , სოფიი , სად ხარ მამაშენი გაგიჟებულია სოფი და ტომი გემზე არიან , თითქოს ყველაფერი კარგადაა , მაგრამ დაინახეს როჯერი როგორ ესაუბრებოდა ეკიპაჟის კაპიტანს , გემი არ დაიძრა სოფი და ტომი აღმოჩნდნენ მარტობი გემზე , გავიდა რამდენიმე წუთი და როჯერმა სოფი დაიჭირა , გოგონა ტიროდა სახეს უფხორჭნიდა როჯერს , მაგრამ ვერ გაურბოდა , ტომი დაიმალა , მაგრამ არიცოდა როდემდე გასტანდა ასე გემი ხომ არ იძროდა ადგილიდან , ტომმა დაინახა როგორ მოუახლოვდა მეორე გემიც შეძლო იმ გემზე გადაძრომა და რამდენიმე საათში ის გემიც ოკეანეს ნაწილი გახდა , ბიჭმა გადაიხედა და ნახა , როგორ ქრებოდა მისი ახალი სიყვარული , ნუთუ ბედისწერა ასეთი სასტიკია ტომის მიმართ , ნუთუ ტომი ბედნიერი არ იქნება ?!... ბიჭმა იგრძნო უკნიდან , როგორ მოავლეს ფეხზე ხელი და ჰაერში აატრიალეს , ამოტრიალებული ადამიანის სილუეტი იყო მის თვალწინ , წვერებიანი , ოქროს კბილებით , თვალზე სახვევი , თავის ქალის გამოსახულების ქუდი და სიგარა პირში ... ტომი მეკობრეების ეკიპაჟზე აღმოჩნდა...
თავი მეორე
როგორ უკვე იცით წინა ნაწილიდან , ტომ ტომასი სახლიდან სამუშაოდ გაუშვეს არისტოკრატიულ ოჯახში , იქ გაიცნო გოგონა სოფი , რომელიც შეუყვარდა , მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლეს ერთად გაქცევა ტომი აღმოჩნდა მეკობრეების გემზე
გემის აღწერა:ეს გემი ადრე შავწვერას ეკუთვნოდა იგივე "ედვარდ ტიჩს" მისი სახელია "დედოფალი ანას შურისძიება" 1717 წელს ეს ხომალდი შავწვერას ჩაუვარდა ხელში და სულ მალე ამერიკის წყლებში ყველაზე ძლევამოსილ ხომალდად აქცია. 1718 წელს ბოფორტის სრუტის მეჩეჩებზე შეუჯდა , მაგრამ გაქცევა მოახერხა და ხომალდის ურიცხვი განძიც თან წაიღო. ხომალდის სიგრძე 110 ფუტი იყო , სიგანე 24 ფუტი და 300 კბილებამდე შეიარაღებულ მეკობრეს იტევდა. გემბანზე 40 ფუჯის ზარბაზანი იყო , ამის გარდა მას გვერდით სოთოფურებიც დაამაგრეს. გემის ცხვირზე თავდაპირველად ნაგები კუბრიკი გააუქმეს და სათოფურები იქაც დაამაგრეს , მის სამეკობრო დროშაზე შონშხი იყო გამოსახული , რომელსაც ხელში ქვიშის საათი ეჭირა. ბევრი ხომალდი უბრძოლველად ნებდებოდა მათ , ბევრი ფიქრობდა , რომ შავწვერა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ის მართავდა ხომალდს... ტომი ეკიპაჟზე მხატვარი და მეიარაღე იყო , ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კაპიტნის პირველი თანაშემწე გახდა... გემბანის ყველა წევრი დახატული ყავდა . მან დაიწყო საკუთარი დღიურის წარმოება , რომლის ჩანაწერებს ნელ-ნელა გაგანდობთ : რაც ასე იქნება აღნიშნული ესეიგი მისი ჩანაწერებია << >> << აი უკვე 15 წლის ვარ , 2 წელიც და ალბათ კაპიტანი გავხდები , წერა კითხვა სოფიმ მასწავლა , რომ მახსენდება მისი მზერა , გული მიკვდება ისე მენატრება , ამას წინათ , ხელში ჩამივარდა რუკა , რომელიც ჩემი აზრით, საგანძურის ადგილ-სამყოფელს უნდა მიუთითებდეს. რუკას ერთი ნაწილი აკლდა , მაგრამ ვიპოვი და გავმდიდრდები , ბებერიც იმედია მალე გარდაიცლვება და მის ადგილს დავიკავებ , თავიდან მეიარაღე ვიყავი ახლა კი კაპიტნის პირველი თანაშემწე ვარ. ახლა გაგაცნობთ მეკობრეების წესებს ჩვენ გემზე , ამას ხელი უნდა მოაწეროს ყველამ , ვინც ჩვენ ეკიპაჟზე მოხვდება : მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ყველას თითო ხმა ეძლევა : ასევე ეძლევა თანაბარი უფლება სანოვაგის, ძლიერი სასმელის მარაგის ნებისმიერ დროს გამოყენებისა , და ღმერთმაც შეარგოს ,სანამ არის და , თითოეულის სასიკეთოდ , მომჭირნეობის საჭიროება არ დამდგარა. ნადავლს თითოეული პატიოსნად , დათვლით აბარებს , ვინც თავისი ძმების გაცურებას შეეცდება და ფულს , ოქროს ან სამკაულს დაუმალავს , სასჯელად უკაცრიელ კუნძულზე გადასმა ერგება. გემზე ბანქოს და კოჭს ფულზე არავინ თამაშობს. საღამოს რვა საათის მერე ყველა სანთელი და ფარანი ქრება :ვისაც ამ საათის შემდეგაც უნდა სმა გააგრძელოს , გააგრძელოს , ოღონდ ღია გემბანზე: ყველამ თავის მუშკეტს,დამბაჩას და ხმალს თვითონ მიხედოს , გაწმენდილი და სამსახურისთვის მომზადებული შეინახოს. ქალებისა და ბიჭების ამოყვანა გემბანზე იკრძალება , ვინც ქალს გადაცმულს ამოიყვანს , სიკვდილი ელის.ამ წესის შეცვლას ვგეგმავ , როდესაც კაპიტანი გავხდები. გემიდან ან ბრძოლიდან გაქცევა სიკვდილით , ან უკაცრიელ კუნძულზე გადასმით ისჯება.ხომალდზე ერთმანეთში ჩხუბი იკრძალება ,უთანხმოებები ხმელეთზე , დამბაჩის და ხმლის ძალით გადაწყდება.ჩვენებურ ცხოვრებას თავს ვერავინ დაანებებს , სანამ ყველას 1 000 დოლარი არ დაუგროვდება. თუ კაცი ხელს ან ფეხს დაკარგავს , ან დასახიჩრდება , საერთო მარაგიდან 800 დოლარს მიიღებს , ნაკლები ზიანისთვის ნაკლები ერგება. კაპიტანი და მესაჭე ნადავლიდან ორ-ორ წილს იღებს. კაპიტანის თანაშემწე , ბოცმანი და მეიარაღე , ერთნახევარ წილს , დანარჩენები ერთს და მეოთხედს. იმედია მალე ვიპოვი განძს და გავხდები კაპიტანი , სოფის ამოვიყვან და ერთად ვიმოგზაურებთ>> -ტომ, მოდი აქ რომი არ გინდა ? -არა სერ მადლობა... -მოდი აქ კაცი არ ხარ თუ რა არი მოსვი ერთი აბა , მიდი თამამად ტომმა მოსვა და პირველად იგრძნო რომის გემო , რამდენიმე ჭიქის მერე თავბრუს ხვევა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა , გადაეყუდა და ზღვაში არწყია... დაეცა გემბანზე და ზეცას შეხედა. "დედა , დედა სად ხარ ცუდად ვარ , მტკივა , თავი , მუცელი , ყველაფერი ტრიალებს , მთვარე და ვარსკვლავები ცაში ცურავენ... " გაწვიმდა -კაპიტან , ტომი ცუდათაა -დაანებეთ თავი , უბრალოდ დათვრა , ეძინოს მეორე დილას ხმაურმა ტომი გამოაღვიძა , გარეთ გაიხედა და დაინახა , როგორ ჩხუბობდნენ ორი მეკობრე მისი გემიდან... "ოღონდ ეს არა , ახლა ალიაქოთი იქნება და კუნძულზე გადასვლა მოგვიწევს დუელის სანახავად" მართლაც ტომი არ ცდებოდა რამდენიმე წუთში ახლო მყოფ კუნძულზე გადასხდნენ და დუელიც დაიწყო.. ტომი ჯუნგლებში შევიდა , იფიქრა გავისეირნებ იქნება რამე საინტერესო ვიხილოო. ლიანები , პალმები , რამხელა ხეებია , მთა , ვულკანი , მცენარეები , ყვავილები , ცხოველების ხმა , ჩიტების ჭიკჭიკი , თავში მოხვდა რაღაც ,აიხედა და დაინახა ბანანის ხე, აცოცდა მოწყვიტა ,რამდენიმე გაფცქვნა და შეჭამა , თავი უსკდებოდა ... დაჯდა და მიეყრდნო ხეს , ტახმა გაურბინა წინ. "დავედევნო ? მშია , მაგრამ ცუდად ვარ არაუშავს იქნება შევძლო" დახედა თავის დანას და ხმალს , წამოდგა და მოწყდა ადგილიდან ისე სწრაფად მირბოდა თვითონაც ვერ ასწრებდა დანახვას საით.. ფეხი წამოკრა ქვას ხელებით ლიანებს ჩამოეკიდა , რომ არა ლიანები ეხლა უკვე ორმოში იქნებოდა ეს ხაფანგი იყო ცხოველისთვის სადაც უკვე ტახი ჩავარდნილა... "ესეიგი უკაცრიელი კუნძული არაა... კარგი ჯობია უკან დავბრუნდე" გადახტა და მიწისქვეშ ჩავარდა "ბედის ირონია ჰაჰ , ეს რა არის სხვა ხაფანგი ? არა არ გავს ხაფანგს უფრო მიწისქვეშა გასასვლელს გავს... გაიარა და რაღაც მუსიკის ხმა მოესმა , გაიხედა და დაინახა , სახე შეღებილი ხალხი რიტუალს , როგორ ატარებდა და კლავდა გოგონას , რომელიც მათ გავდა და მასაც სახე თეთრად ჰქონდა შეღებილი თუმცა ყველანი შავკანიანები იყვნენ... გაიხედა და დაინახა ცეცხლი , დაინხა სხვადასხვა ცხოველი ტყავში შემოსილი ხალხი და დაინახა ერთ-ერთ დემონს როგორ ეთაყვანებოდნენ "ბაალს" "ეს გოგონა , კი მაგრამ რატომ კლავენ იმას ვინც ერთ-ერთი მათგანია ? ალბათ რამე მიქარა ? მაგრამ მაინც ჯერ კიდევ გოგოა... ღმერთი მოწყალეა , მათ კი არ აქვთ უფლება ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმონ..." უეცრად თავში დარტყმა იგრძნო , დაეცა და როდესაც გონზე მოვიდა უკვე შებოჭილი გოგონას გვერდით იწვა , პირველი რაც დაინახა აცრემლებული გოგონას სახე , საღებავი ცრემლებს ჩამოეწმინდა თვალებთან , მას შავი თვალები ჰქონდა ისევე , როგორ მისი კანი... ტომს სახეში სილა გააწნეს , მერე მუშტი , მუცელსი ჯოხი მოხვდა , ციცხლი წასკდა პირიდან , ამოახველა და უფრო მეტი გადმოუვიდა... "ნუთუ ეს დასასრულია... სოფი , დედა , დაიკო... " რაღაც უცნაურ ენაზე საუბრობდნენ , ტომი ვერ ხვდებოდა რას ამბობდნენ , მაგრამ აშკარად სადილზე არ ეპატიჟებოდნენ ... ტომს ხელები უკან უცნაური კვანძით ჰქონდა შეკრული , თუმცა ის ხომ მეკობრეა ყველა კვანძის გაკეთება და გახსნა შეეძლო , უბრალოდ დრო ჭირდებოდა , გოგონას სისხლი მოსფიოდა ფეხიდან და მუცლიდან -უკაცრავად , იქნება გოგონას ჭრილობები შეუხვიოთ ? ასე ხომ სისხლისგან დაიცლებ... მუცელში რამდენიმეჯერ დარტყმა მიიღო და ფეხში თავისივე დანა ჩაურჭეს.. "ველურები არიან , რათქმაუნდა მათთან საუბარს აზრი არ აქვს , სულ ცოტაც და ხელებს გავიხსნი , იმედია კაპიტანს და დანარჩენებს გავახსენდები და საძებნელად წამოვლენ თორე ჩემი საქმე წასულია.." გოგონა აცრემლებული რაღაცას ეუბნებოდა ტომს , ტომს არ ესმოდა , მაგრამ მიხვდა , რომ დახმარებას თხოვდა... ტომი იქაურობას ათვალიერებდა , სიტუაციას აანალიზებდა და დაინახა რაღაც ნაგლეჯი , რაც რუკას წააგავდა , თავისთავად დააინტერესა თუ რა იყო ან რისი რუკა იყო... ისინი ქვაბისმაგვარ ჭურჭელში წყალს ცეცხლზე ადუღებდნენ , შიგნით უცნაურ ინდეგრიენტებს ყრიდნენ და მის გარშემო ცეკვავდნენ... აი ის მომენტიც , ტომმა ხელები გაიხსნა და დანა ფეხიდან ამოიძრო , ხმალიც იშიშვლა , თუმცა აქამდე ჯერ კიდევ არავინ დაუხოცია , გოგონას ხელფეხი გაუხსნა და დაუყვირა -გაიქეცი ახლავე , მალე... გოგონაც გაიქცა... ტომი იგერიებდა მათ რამდენიმე დაჭრა კიდეც , იქვე დაინახა მიგდებული ასაფეთქებლები , თავში გაუელვა იმ აზრმა , რომ შეეძლო იქაურობა უბრალოდ აეფეთქებინა , ოღონდ ეს ყველაფერი იმის შემდეგ რაც გააღწევდა იქიდან , ალყაშია ფეხიდან სისხლი სულ უფრო და უფრო ეღვრებოდა , იკეცებოდა თავი ცალკე ტკიოდა , მუცელი ცალკე, ფეხებში ძალას კარგავდა , თანდათან თვალებში უბინდდებოდა... ფეხი მოეკეცა იარაღები ხელებიდან გაუვარდა და დაეცა ... ამ დროს ვერაფერზე ვერ ფიქრობდა , მხოლოდ იმ სამი ქალის სახე ედგა წინ ვინც ყველაფერზე მეტად უყვარდა... მათთან უნდოდა მისვლა და ვერ მიდიოდა ... სახეზე სისხლი მიესხა... იქაურობა წითელ ფერში იღებებოდა "ეტყობა უკვე ვკვდები , მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობ , ალბათ ასეც უნდა იყოს ? არ მინდა სიკვდილი არა... !!" თვალები გაახილა გონზე მოვიდა და იმ გოგონას სახე დაინახა , როგორი მოქნილი და ძლიერი იყო , უმოწყალოდ ხოცავდა მათ , თუმცა მძიმედ დაჭრილი იყო , წამოდგა და ასაფეთქებლებს მიუახლოვდა , გოგონამ მიიხედა და მიხვდა , რომ გაქცევის დრო იყო , გვირაბში შეირბინა , ტომმა ის ნაგლეჯი ჯიბეში ჩაიდო და ასაფეთქებელს მოუკიდა , გაიქცა რაც კი შეეძლო სწრაფად თუმცა გზა და გზა ეცემოდა .... აფეთქდა , იქაურობა განათდა და ბიჭი უკან გაისროლა აფეთქების ტალღამ... იმ დღიდან მისი სიცოცხლე მხოლოდ შავ ფერში გრძელდებოდა , ორმოდან გოგონამ ამოიყვანა თჲმცა მისი სახე ვეღარ დაინახა , ყველაფერი მის გრძნობებზე იყო ახლა დამოკიდებული , გოგონამ ნაპირთან გაიყვანა და შორიდან დაინახა მეკობრეები , რომლებიც მას ეძებდნენ , ეტყობოდა გოგონამ იცოდა მეკობრეთა წესები დანით თმა მოკლედ გადაიჭრა და მკერდი დამალა , მიუახლოვდა მათ და ტომი ჩააბარა , ისიც აიყვანეს ეკიპაჟზე და ზღვაში შევიდნენ "დავკარგე , ის რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო , არვიცი ახლა რა მეშველება , სიბნელე , წყვდიადი , ჩემთვის ახლა სულ ღამე იქნება... "
თავი მესამე-დასარული
ბორტზე არეულობაა , ქარიშხალი ამოვარდა , გემი ნელ-ნელა ნადგურდებოდა და იშლებოდა იმის გამო , რომ ძალიან ძველი იყო და რესტავრაციაც არ ჩაუტარებიათ მისი ... იმ გოგონას ეკიპაჟის წევრებმა ადამი დაარქვეს , არ ესმოდათ მისი ენა და შესაბამისად სახელიც თვითონ მოუფიქრეს... რაც შეეხება ტომს ტომი ქვემოთ იჯდა და ხატავდა . როგორ ? ეკიპაჟის წევრები მის წინ სხდებოდნენ სახეზე თითებს უსმევდა ნაკვთებს ალბათ სწორედ ასე აკვირდებოდა და შემდეგ ტილოზე ფუნჯით და საღებავებით გადაჰქონდა ეს ყველაფერი... -მართლაც უნიჭიერესი პიროვნებაა , დაბრმავდა და მაინც ასე ხატავს. როდესაც ტომს ესმოდა ასეთი საუბარი გული სწყდებოდა თუმცა -აი ტომი კი დატოვებს მის შემდეგ რამეს მაინც და ჩვენ ? ჩვენ არაფერს ესაა ყველაზე ტრაგიკული არავის არ ვემახსოვრებით თითქოს არც ვყოფილვართ ამის გაგონების შემდეგ ცოტათჳ მაინც მხნევდებოდა "ნეტავ კიდევ როდის ვნახავ დედას... სოფის... დაიკოს... მზე... სინათლეს..." თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა კაპიტანი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ტომს თითქმის აღარავინ აქცევდა ყურადღებას , მხოლოდ ადამი. კაპიტანი თავისთავად ვერ გახდა , იჯდა და ხატავდა სხვა რა დარჩენოდა , მიეჩვია ადამის ხმას და ენას თუმცა არ ესმოდა არაფერი , აი ჩაიქროლა ორმა წელიწადმა და დადგა ის დრო , რომ ტომს და ადამს საიდუმლო გაუგეს , რომ ადამი სულაც არ იყო კაცი , ტომს სიკვდილი ელოდა თუმცა მის მაგივრად ადამმა თავისი თავი შესთავაზა , ტომს მხოლოდ ტირილის და ყვირილის ხმა ესმოდა , ესმოდა მხოლოდ ეს -მადლობა კეთილო ადამიანო , შენ დამეხმარე ახლა ჩემი ჯერია ტომ ტომას.. !! ტომს უნდოდა მისი შველა აქეთ იქეთ ებღაუჭებოდა ყველაფერს , მაგრამ ვერაფერს ხდებოდა აი მისი ტირილის და ყვირილის ხმაც აღარსაიდან არ ისმოდა... ტომი გააკუნძულეს... ბიჭი კუნძულზე რამდენიმე დღე ვერაფერს აკეთებდა მხოლოდ იწვა დეპრესიაში იმყოფებოდა , მაგრამ შემდეგ იმაზე დაფიქრდა , რომ მას სიკვდილი არ უნდოდა , უნდა ემოქმედა , რომ კიდევ ერთხელ მაინც ჩახუტებოდა სოფის , შეეგრძნო მისი სინაზე და მოესმინა როგორ უფეთქვადა გული.. რამდენიმე დღე წვალობდა , თუმცა უშედეგო არ აღმოჩნდა ეს მან შეძლო იქაურობის ათვისება , შეეწყო იქაურობას მოკლედ , რომ ვთქვათ , იწვა ხოლმე და ტალღები მის ფეხებს ეჯახებოდა , ზეცაში იყურებოდა , მაგრამ ვეღარაფერს ხედავდა , ვერ ხედავდა ღრუბლებს , რომლებსაც მზის სხივები კვეთდა შუაზე , ვერ ხედავდა როგორ დაფრინავდნენ ჩიტები მის თავზე და მხოლოდ ამის გრძნობა შეეძლო , მას კარგად განუვითარდა სმენის და ყნოსვის შესაძლებლობები , ტომის საკვებს ხშირად მის მიერ დაჭერილი თევზები შეადგენდნენ ან რომელიმე ხილი... "ნუთუ ასე გაგრძელდება სამუდამოდ , არა არა რამე უნდა მოვიმოქმედო , მაგრამ როგორ ვერც ნავს ავაწყობ ასე ვერც ზღვაში შევალ , უთუოდ მოვკვდები , მაგრამ აქაც ასე ჯდომა არაფერს მომცემს , ადრე თუ გვიან საკვებსაც ვეღარ მოვიპოვებ და ... არ მინდა ვიფიქრო რა მოხდება" ამ დროს ხალხის ხმა გაიგო ბუჩქებიდან , მიბრუნდა და ბუჩქებიდან გაიქცნენ პატარა გოგო-ბიჭები , ეგონათ რომ ისინი დაინახა , ტომმა ჯოხი აიღო და ქნევა-ქნევით წინ წავიდა მიუახლოვდა იმ ბუჩქს შეამოწმა , მაგრამ აღარავინ არ იყო იქ , გაიგო ბალახზე ფეხების გარბენის ხმა და მათ დაედევნა , სულ მალე შუა ჯუნგლებში აღმოჩნდა , სადაც აქამდე არ შედიოდა , მხოლოდ სანაპიროზე კმაყოფილდებოდა , იქ თურმე რამდენიმე დღეა ხალხი იმყოფებოდა და ისვენებდა , იქ ხომ შესანიშნავი კლიმატური პირობები იყო , ზღვაც ახლოსაა , ერთი სიტყვით შესანიშნავი დასავენებელი ადგილი იყო... "აქ რა ხდება მუსიკის ხმა მესმის თუ მეჩვენება ? ხალხიც საუბარი .. მე მესმის მათი , დაველაპარაკო ? იქნება დამეხმარონ და თუ შეეშინდათ და თავს დამესხნენ ? თუ ახლა არაფერს მოვიმოქმედებ..." -უკაცრავად -ეი ლეონ ეს ჩვენ ეკიპაჟზე იმყოფებოდა ? ... სიჩუმეა , ლეონი ათვალიერებს ტომს , ხან ხელს აუწევს ხან სახეზე დააშტერდება და ხანაც ცხივრწინ ტაშს უკრავს -საიდანღაც მეცნობა და თან ვერ ვიხსენე , ბრმაა , მაგრამ კარგი მკლავები აქვს... შენ ხომ... ამ დროს ვულკანის ხმა მოესმათ , მიწა შეირყა , ხეებიდან ჩიტები აიშალნენ -სასწრაფოდ ყველანი გემზე ,ყველაფერი დატოვეთ მხოლოდ ყველაზე საჭირო აიღეთ... !! ყველანი გაიქცნენ შუა ტყეში მხოლოდ ლეონი და ტომი იდგნენ , ლეონი გაშეშებული იდგა ამ დროს , ზემოდან ლავა გადმოდიოდა ხეები მოიმტვრნენ , ხის ტოტები ჰაერში ტყდებოდნენ , ზოგი ფრინველებს ხვდებოდა და ლეონი და ტომი ასე ვთქვათ სისხლის წვიმაში იდგნენ , ერთი ტოტი ტომს ფილტვის ქვეშ მოხვდა და მეორე ფეხში ჩაერჭო , მოიკეცა და ლეონმა მხარზე გადაიკიდა , გონზე მოვიდა და გემისკენ გაიქცა -ტომ ტომას ეს შენ ხარ ? ტომს უნდოდა ეთქვა კი , მაგრამ ლეონმა გააჩერა -ნურაფერს იტყვი ძალებს ნუ დახარჯავ , უბრალოდ მე მომსიმინე , ბოდიში მეგობარო იმისთვის რაც წარსულში მიწყენინებია , არ არსებობს არც წარსული , არც მომავალი , იცხოვრე აწმყოთი.. -ლეონ ? ხშირად სიყვარული სწორედ იმას ჭირდება ვისი შეყვარებაც ძნელია.. კუნძული თითქოსდა შუაზე იხლიჩებოდა , ტომი ამ ყველაფერს ვერ ხედავდა თუმცა ლეონი გაოეცბული იყო არასდოეს არ ენახა ასეთი საშინელი და ერთობ ლამაზი სანახაობა , გემი დაიძრა , როდესაც ლეონის ყვირილი გაისმა -ერთი წამით მოიცადეთ , მე ჯერ აქ ვარ.. სულ მალე ლეონი და ტომიც ეკიპაჟზე აღმოჩდნენ , ტომს გაუწიეს პირველადი დახმარება , თუმცა უთხრეს , რომ თუ ფეხს არ მოკვეთდნენ , გარდაიცვლებოდა , მან მტკიცე უარი განაცხადა - არავითარ შემთხვევაში , არ მინდა საერთოდ დავუძლურდე , მხედველობის დაკარგვის შემდეგ არ შემიძლია კიდევ რამე დავკარგო , არ მინდა ასეთი მნახოს სოფიმ... რამდენიმე საათი გავიდა , გემი პორტს უახლოვდებოდა -ტომ , გამოფხიზლდი , მივედით სულ მალე სოფის ნახ... სოფი გნახავს.. გაირიმა ლეონმა ტომი ლეონის დახმარებით , გემიდან ჩამოვიდა და სასხლისკენ გაემართა "სასახლეში შესვლის დროს , ვერ ვხედავდი იმას რაც მაშინ ვნახე , მაგრამ ვგრძნობდი , რომ არაფერი შეცვლილა , ყველაფერი კვლავ ისეთივე ლამაზი იყო... გამახსენდა , როგორ დავრბოდით და ვცელქობდით მე და სოფი , როგორი ვკინკლაობდით მე და ლეონი , როგორ ვმუშაობდი...და აი მომესმა ანგელოზის ხმა , ჩემი მფარველი ანგელოზის" -ლეონ , დაბრუნდი ? მე კი როგორ ვნერვიულობდი , შემოდი ვახშამი მზადაა -კი დაიკო და არამარტო მე , საჩუქარი მოგიყვანე , დარწმუნებული ვარ გაგიხარდება სოფის იმ მომენტში სიხარულს ვერ ავღწერ , როდესაც ტომი დაინახა , უბრალოდ გაექანა და ჩაეხუტა , ტომმა წონასწორობა ვეღარ დაიცვა და წაიქცა , სოფი მუხლებზე დაეცა და ტომი მის მკლავებში აღმოჩნდა... -სოფი ეს შენ ხარ ? შენი ნაზი ხელები , როგორ მომენატრე , უზომოდ მიყვარხარ... ბავშვივით აქვითინდა ტომი -ხო ტომ მე ვარ , რამდენი წელი გავიდა , მეგონა ვეღარასოდეს გნახავდი... სოფი , ვერც კი ხვდებოდა , რომ ტომი მძიმედ დაჭრილი იყო... ამიტომაც სახეზე მხოლოდ სიხარული ეტყობოდა... დაიხარა და აკოცა ტომს . ვინ თქვა , რომ სასწაულები არ ხდება სიბნელიდან , ნელ-ნელა ბუნდოვანი სილუეტები ჩნდებოდა ტომის თვალებში სულ მალე კი დაინახა , ქერა თმიანი ანგელოზი როგორ დაჰყურებდა , მას და მათი ბაგეები როგორ ეხებოდა ერთმანეთს... მაგრამ სულ მალე ისევ დაუბნელდა თვალებში , მაგრამ არა იმიტომ , რომ ბრმავდებოდა , ქუთუთოები ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდებოდა , წამწამები ჩახუტებას ლამობდნენ -სოფიი.... მიყ...ვარ... ხარ... საერთოდ სიკვდილში არაფერია სამწუხარო , სამწუხარო ისაა , რომ ზოგი არც კი ცხოვრობს.. იცხოვრეთ ისეთი ცხოვრებით , რომ მერე არაფერი ინანოთ , იმედია მოგეწონათ ეს პატარა ბიოგრაფიული ჩანაწერი..
ამბავი რომელზედაც ახლა გიყვებით 2014 წლის 2 იანვარს მოხდა. ახალი წლის დღეები იყო .ზამთრის ჩვეული სუსხითა და სიცივით. ამ წელს თოვლი ნაკლებად მოსულიყო. თუ ზამთრის ჩვეულებებს არ ჩავთვლით კარგი დღე იყო ,არც ქარი ქროდა , არც წვიმდა და არც თოვდა. იმ დღეს სტუმრად მივდიოდი . გზად “ტროტუარზე” ერთი ასაკოვანი მოხუცი გულაღმა იწვა , ხელები ტორსისაგან განცალკევებით განზე ჰქონდა გაწეული და ასე იწვა გაყინულ ტროტუარზე . ადამიანები კი ერთი ზიზღით გადახედავდნენ და გვერდს უვლიდნენ. მერე ერთ დიალოგს მოვკარი ყური. პატარა, 10 წლამდე გოგონამ დედას უთხრა: -დე, იქნებ ცუდადაა , მოდი სასწრაფოში დავრეკოთ. -მეტი საქმე არ გვაქვს?! ვიღაც ლოთი მათხოვარი იქნება,ისედაც გვეჩქარება-მიუგო დედამ. ამ ფრაზის შემდეგ მათი საუბრისთვის აღარ დამიყურადებია . ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი ამ კაცს, თან ვფიქრობდი-„იქნებ მართლა ცუდადაა?“, მაგრამ რას ვაკეთებდი? ვიდექი და ვუყურებდი .ვფიქრობდი ,ალბათ ძინავს-მეთქი, მაგრამ რა ვიცოდი სიკვდილი იქვე თუ დატრიალებდა, რა ვიცოდი უხილავი სიკვდილი კაცს თუ შემოხვეოდა , შეებოჭა და ნელ-ნელა უღებდა ბოლოს . იქნებ საცოდავი ადამიანის დახსნა და გადარჩენა შეიძლებოდა? იქნებ ღმერთის ძალით შეიძლებოდა სიკვდილზე გამარჯვება, მაგრამ ადამიანები ზიზღით უყურებდნენ კაცს და გვერდს უვლიდნენ , მაგრამ მე ვის ვკიცხავ , განა მე რაიმეს ვშვებოდი? უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი კაცს,რომელსაც თურმე სიკვდილი ახრჩობდა და ნელ-ნელა ღგვიდა ამ სამყაროსგან , პირისაგან და მიწისაგან, მაგრამ მე უმოძრაოდ ვიდექი...ეს ხომ ადამიანობაა , ის რადაც ჩვენ ყველანი , მთელი მსოფლიო ვიქეცით . ვუყურებთ როგორ იღუპება სხვა და არაფერს ვაკეთებთ . მთავარია ხომ ზიზღით ვუმზერთ და გვერდს ვუქცევთ მომაკვდავ ადამიანს.ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამოიარა. შუქნიშანზე წითელი ენთო და მანქანაც გაჩერდა. შიგ მსხდომმა ექიმებმა კაცს შეხედეს ,ვუყურებდი მათ მზერას და ის ამოვიკითხე რაც სხვა ადამიანებში -ზიზღი. ადამიანის ბუნება ხომ ისეა მოწყობილი,რომ მუდამ ლპობისკენ და ხრწნისკენ ისწრაფოდე, გილპებოდეს სული და ვერაფერს გრძნობდე. თუმცა ამ დროს იმედი მომეცა , როცა ახალგაზრდა ყმაწვილმა მოხუცთან ჩაიმუხლა და შეანძრია , მერე მისი გაყინული ხელი საკუთარ ხელში მოაქცია , მაგრამ შეკრთა . საჩქაროდ ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა . მე კი ისევ ვიდექი და ვუყურებდი... ექიმები მანქანიდან გადმოვიდნენ და კაცთან მიიჭრნენ . ამის მერე აღარაფერი დამინახავს და გამიგონია , თითქოს თვალთ დამიბნელდა , ყველაფერი ბურუსმა დაფარა , ყურები დამეხშო და სული შემეკვრა. ვხედავდი აღელვებულ ექიმებს , კეთილშობილ ყმაწვილს,მაგრამ არ მესმოდა მათი ხმები,მაგრამ ვიცოდი რომ ისინი ყვიროდნენ .ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო და იქედან უნდა წამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი . ჩქარი ნაბიჯით წამოვედი იმ ადგილიდან,მაგრამ გულმა არ მომითმინა და ბოლოჯერ მივიხედე. კაცს თეთრ ზეწარს აფარებდნენ... ავტორი: gerex
გზაზე ტყეში სილვიუსი ლურჯ მთებს გახედე, ცის მწვერვალში რომ ჩაძირულან, ალმოკიდებულ ნისლს შთაუნთქავს და შთაუხუთავს! შორ უკუნეთში მნათობები რომ გარინდულან, გარემოს, თალხით დაუნამავს და დაუფარავს! ო, როგორ მინდა მათ ვუმღერდე და ვუგალობდე! ცაში ავიჭრა მთვარით ნაქსოვ ვერცხლის ბუმბულით, შეუჩერებლივ ვფრიალებდე, უშრეტ დავქროდე! ვცქერდე წვიმის თქეშს, შემოქსოვილს ცისფერ ფანტელით. დაე, განვერთხო ამ დროების დიაპაზონში, მაინც არ ვიცი სად წავიდე, ვის მივეკედლო. . . უკვე ჩავწექი ნეტარების ცრუ ციალგორში, აზრი კვიატნი, ჩავეჭიდო, თუ განვეხეთქო? უმიზნო, ასე ხეტიალი მიქმნის დიდ შვებას, ისევ ჩემს გულებს ვუანდერძებ, განაფერადებს, ერთ კუთხეს მაინც შევუნახავ ხორცშერწყმულ ვებას, ხორციელ აზრებს, შავ ზურმუხტით მსწრაფლ მონაქარგებს.
დანტე ვხედავ რაც გაკრთობს, რაც გაწუხებს, გიღრღნის გულის ფესვს, მაგ მგზნებარებით არ დაჰრიდებ არვის ხორციელს, კიდეც დაარბევ, გადაარღვევ მათ გამოწვდილ ეშვს, ლანგრით მიართმევ შენს გონებას ეშმას მორიელს. გიჟრჟოლავს სული, გიბინდდება შიგნით სამყარო, დაბურულ მზერით ვერას არჩევ, ვერც რამ გასამჭოლს, შემთხვევა ერთი, უნიკუმი, ღმერთთან სადარო, უთხარი შენს გულს ეგ ზმანება სწრაფად განაგდოს.
სილვიუსი ენა არ კმარა, დანტე, ჩემო, მის გადმოცემად რასც მე არსების საცეცებით სრულ ჩავკვდომივარ, სხვას არ დაეძებს ჩემო გონი ადგილს საფიქრად, მეც ჭაბუკური გულოვნებით ავუჩქროლივარ. ძარღვები მიტოკს, მის მშვენებას როცა ვიხილავ, ეჰ, დაგანახა ცალი თვალით, თუნდ ბუნდოვანით, მალ გასიზმრდები, ემოციებს ვეღარ დაფარავ, კლდეებს დაარღვევ, მთებს, აგებულთ ხელმძლავროვანით. ის ვარდი არის, ჩემი მეფე, მე კი ყვავილი, წითლად მოელვე ფოთოლია, მე კი ეკალი. უფლის ჭიქიდან სიყვარული არის დაღვრილი, მე კი ადამის ცთომილება, ცოდვის დეკანი. ნაკლი აქვს თუმცა, ეგ მშვენება დაუსრულები, უკარებაა, ზის მწვერვალზე ნასათუთარი, არავის ანდობს სილამაზეს, რომ აქვს მზისებრი, არ არის კუთხე, იყოს მსგავსი მონაპოვარი. გულს ვერ უბრძანებ, შემიყვარდა, გინდა, არ გინდა, ნაკრობ ამ გრძნობებს დღემდე ვებრძვი, ველტვი, განველტვი. გულის სივრცეში ეს სიამე უფრო ადიდდა, გადაიფურჩქნა, გაიშალა, ვით ვაზი, ვერხვი. კიდევ რომ გითხრა, თუ ვინა ჰყავს შთამომავალი, ნათელი მოჰფენს ჩემს ვაებას, მსწრაფლად დააბობს. უწვდომელია იგი ჩემთვის, ღრუბლზე ნავალი, ო, ეს ცხოვრება ჩემზე მძლავრობს, მუდამ ტავროზობს!
დანტე ნუ ფიქრობ, თითქოს მოწამლულხარ ამ ბედის წამლით, შეძლებულ მიზანს ნუ გარდაქცევ მომაკვდავ ნაფლითს და თქვი ვინ არის, იტანჯები და მეც დამტანჯე, მითხარ, ვინ არის მაგ მშვენების დიდ მოდარაჯე?
სილვიუსი მეფის ასული და სახელი აქვს პენელოპე, მასზე ფიქრებში აღარ დავსდებ რასმე ქონებას. დღემუდამ ფიქრით ღამით ძილიც ვერ მოვიპოვე, დავუჭერივარ მძლავრ კლანჭებით მისსა მცხოვნებას. ჯერაც მარტოა, არავის თვლის თავის ღირსს, სწორად, ვფიქრობ, არ ფიქრობს არც ოჯახზე, არც მომავალზე. მას არ ადარდებს ქვეშ მატლები მემკვიდრეებად, დიახ, არ ესმის მას ნამდვილი ამ ცხოვრებაზე.
დანტე მას ყველა იცნობს, გულით ცივი მართლაც რომ არის, ერთი შეხედვით, შიგნით, ყურში ჩაგაყრის მარილს. ეგრე შენახვით დაულპება მშვენება, წყნარი, ჟამი ააწყობს, კვლავ დაარბევს ამოწვდილ სახმილს. თუმცა, ჯობია მარტოსული იყო ნამდვილი, ვიდრე სიხარულს სხვა მდაბიოს გაუწილადებ, არც ის ვარგა, რომ იყო დროის გამოფლანგველი, ბედნიერებას ჩაყლაპავ და მიწაში ჩადებ. მეც ამათრთოლე, აღმირიე გულის ძაფები, რთულია საქმე, თუ მისთვის თმობ ყველაფერ მავალს. წმინდა სიყვარულს წმინდა სულნი იშობს სრულებით, ერთურთს ეცხოვროთ და გონებით უმზერდნენ მაღალს.
სილვიუსი არ მეჩვენება არც მე საქმე ეგრე მარტივად, სად მე დავძრწი და სად ის არის დაბრძანებული. მაგ ციურ სიბრძნეს ვერად ვხვდები, გითხრა ალალად, ვერ ვცქერ საცქერელს, რა მხარეს ზის ეგ დიდებული.
დანტე საკითხნი ქვეყნად დაწყობილნი არის შემდეგი: ზოგ რწმუნებისთვის გვინდა თვალი, ყოვლის მხილველი, ზოგი ისეა მონატანი, ტვინის საბეგვი, ჯერ რწმენა უნდა, მერე ნახავ მას უეჭველი.
-სად მიდიხარ? -არსად. -ჩემთან დარჩი, არ წახვიდე. -ნუ გეშინია, არსად წავალ, მე შენთან ვიქნები. -შეხედე მზეს, მისი სხივები ჩემს გულს ეხება, მაგრამ მისი თბილი სხივები ჩემს ყინულივით გულს ვერ ათბობს. მე მალე წავალ ამ ქვეყნიდან... -არა, ამას ნუ ამბობ. ნუ მიმატოვებ, მე შენ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჩემო მშვენიერო, მაგრამ მე მაინც წავალ, ეს უკვე გადაწყვეტილია. გოგომ ხელი ჩასჭიდა ბიჭს, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და სიკვდილს ელოდა. -არ მოგცემ წასვლის უფლებას, ნუ მიმატოვებ... - თქვა გოგონამ და ტირილი დაიწყო. იგი ლოგინზე დაჯდა და ბიჭს გულმკერდზე თავი დაადო. ბიჭმა გოგოს თავზე ხელი დაადო და უთხრა: -რამდენიმე წუთის სიცოცხლე დამრჩა. მინდა ამ დროში, მოვასწრო შენთვის რაღაცის თქმა. როცა შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობდა. შენ ნათელი სხივი იყავი ჩემს ცხოვრებაში, ხარ და იქნები სამუდამოდ. ჩვენ სიკვდილი ვერ დაგვაშორებს, ჩვენი გულები ყოველთვის ერთად იქნება.... გოგომ თავი ასწია და ბიჭს შეხედა. მისი თბილი ცრემლები ბიჭის თეთრ, გაყინულ სახეს ეცემოდა. -იგი უკვე ახლოსაა. - თქვა ბიჭმა. -ვინ? -სიკვდილი. ბიჭმა გაშლილი ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და თქვა: -მზე... როგორ გვათბობს იგი... - შემდეგ გოგონას მწვანე, ცრემლიან თვალებს შეხედა. - მე შენ მიყვარხარ... გოგონამ თავისი წითელი ბაგეები ბიჭის ტუჩებს მიადო. ბიჭმა თვალები დახუჭა. მისი გული სამუდამოდ გაჩერდა. გოგონამ ბაგეები მოაშორა ბიჭს და დაინახა მისი მომღიმარი სახე....
აი ესეც ჩემი ახალი ნაწარმოები: - დიდი ხანია გიცნობ ბევრი ვიფიქრე და შორიდან შემოვლის გარეშე მინდა გითხრა რომ... მიყვარხარ - ... ... მეც... პირველი ჩახუტება, პირველი კოცნა, ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, უბედნიერესი წამები... ყოველდღე ვხვდებოდი... ასე გაგრძელდა ორი სამი წელი. ერთ დღესაც ვნახე ვაკოცე : - როგორ ხარ? - კარგად შენ როგორრ ხარ? - მეც არამიშავს... მომენატრე... - ერთი რაღაც მინდა რომ გითხრა... - გისმენ ცხოვრება - ჰმმ... ცუდად არ გამიგო მაგრამ უნდა დავშორდეთ... აღარ მიყვარხარ. ამ სიტყვების გაგონებაზე გავშეშდი, შევხედე, მზერა გამიშტერდა... - ხუმრობ არა? - არანაირი ხუმრობა... ამ დროს გულში სიცივე ვიგრძენი ნელ-ნელა ვიყინებოდი და თხელი ყინულივით ვიმსხვრევოდი... ეს საუბარი ალბა ხუთ წუთზე მეტი არ გაგრძელებული მაგრამ წამები ათასწლეულებად მეჩვენებოდა... დრო უსასრულობაში გაიწელა... ის წავიდა. უკან ერთხელაც არ შემოუხედავს, მას ერთ ადგილზე გაშეშებულმა მანამ ვუყურე სანამ მისი სილუეტი სინათლეში არ ჩაიკარგებოდა... ამ ადგილას ყოველ დღე დავდიოდი მაგრამ ის არსად ჩანდა. კვირა დღე იყო როგორც ყოველთვის სახლში მარტო მთვრალი ვიჯექი და ვფიქრობდი... ამ დროს ავიღე და... ბახ... გაიღვიძე...