კარგა ხნის წინ ვდებდი ამას და ეხლა გავაგრძელე დიდი თხოვნაა შეაფასოთ :)
ბრძენის მახვილი
თავი 1 პერელენდი
აფრო ვინ იყო? აფრო პერელენდში ცხოვრობდა, იქ, სადაც ყველას უნდოდა მოხვედრა, იქ, სადაც ცხოვრებაზე ყოველი დედამიწელი ოცნებობდა.
პერელენდი დედამიწის პარალელურად, პორტალის გავლით მდებარეობდა. პორტალის გახსნა მხოლოდ პერელენდის მკვიდრ მაღალი რანგის მაგებს შეეძლოთ.
პერელენდის ბუნება არც ისე მრავალფეროვანი იყო. ძირითადად მწვანე ბალახს დაეფარა იქაურობა. გარშემო გორაკები იყო. სწორედ ამ გორაკებს შუა იდგა დიდი სასახლე, რომელიც მიეკუთვნებოდა პერელენდის ერთ-ერთ უძლიერეს გილდიას -”ბრძენის მახვილს”
ზუსტად ამ გილდიის ადმირალი იყო აფრო. აფროს დედამიწა ბუნდოვნად ახსოვდა, 7 წლის იყო იქიდან როცა წამოვიდა. ახლა აფრო უკვე 40 წლის იყო. გინება და ნაშები უყვარდა. თმები აფრო-ამერიკულად ჰქონდა გაკეთეებული, სახეზე მულატი იყო. უხეში წვერი სახეს უფარავდა. დადიოდა შავი სათვალით და ყოველთვის პირში სიგარით. ზედმეტად მაღალი იყო, მაგრამ ორ მეტრს მაინც ვერ აღწევდა. თავისი ჩაცმულობა ყოველთვის აგონებდა თავის კონტინენტს. მას აფრიკა ენატრებოდა.
ერთი დილაც გათენდა. პერელენდში მზე ულამაზესად ანათებდა. აფროს ადრე გაეღვიძა სიგარას მოუკიდა და მუსიკა ჩართო. თანდათან ხმას აუწია და ბოლოს მთელი გილდია გააღვიძა.
კარი შემოაღეს. - ადმირალო აფრო, ბრძენი რიჩარდი გიხმობთ. - კართან მოსამსახურე გოგო იდგა. - დაკაკუნება არ გასწავლეს მშობლებმა? - აფრომ სიგარეტი ჩააქრო, რადიოს დაუწია და კარისაკენ წავიდა. გოგო გაწითლდა, აფრომ თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა, - დაიკიდე, არც მე ვაკაკუნებ ბრძენი რიჩარდის კარზე, კარგი გოგო ხარ. აფრო რიჩარდის ოთახში შევიდა. რიჩარდი მოხუცი კაცი იყო. მაღალი, გრძელი თეთრი წვერებით. თავზე თმა აღარ ჰქონდა და გილდიის ყოველ წევრს შვილად მიიჩნევდა. - აფრო, დედამიწაზე უნდა წახვიდე, იქ მაგიკოსი ცხოვრობს, სასწრაფოდ წამოიყვანე. - იცის ნიჭის შესახებ ბრძენო? - არა, ხვალ უკვე აქ უნდა იყოს, საქმეს შეუდექი. - კარგი, პორტალის გახსნა ვიცი, წავალ დედამიწაზე ჯანდაბას ჩემი თავი. რომელ ქვეყანაშია? - საქართველოშია, შეგიძლია ფეხის ნაბიჯს აუჩქარო, ჩემი დრო მალე გავა, მაგიკოსი კი ძალიან ძლიერია, თან ჩვენ ახალი ხალხი გვჭირდება.
თავი 2 აფრო საქართველოში
აფრომ გუდა-ნაბადი აიკრა. პორტალის გახსნა ისეთ ადგილას უნდა მომხდარიყო სადაც არავინ ჭაჭანებდა. ”ბრძენის მახვილს” თავისი საკუთარი პორტალის გასახსნელი ტერიტორიები ჰქონდა.
აფრომ პორტალი გახსნა და შიგნით შეაბიჯა.
ციოდა, აფრო სიმაღლეზე იდგა. – ”უშბაზე ვარ, ბლიაძ.”
ნიკა სკოლიდან გამოდიოდა. მერვეკლასელს ტანი უკვე აეყარა. მწვანე თვალები და აჩეჩილი თმა ჰქონდა. ხშირად ხუმრობდა, რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა.
ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ერთ-ერთ ეზოში შევიდა. აშკარად იგრძნო რომ უკან ვიღაც ედგა, ალბათ ეზოს მკვიდრია, გაექცევა. საქმე მოათავა და შემობრუნდა. უცებ ადგილზე გაშეშდა.
თავს მულატი ედგა, პირში სიგარით. - შენ ხარ ის როჟა რო უნდა მეპოვა? თუმცა შენ რა იცი, ალბათ შენ ხარ. - ვინ ხარ? - მეეე? ჰაჰჰაააჰ, ვინ ვარ და მეზღაპრე - კარგად გადაიხარხარა - მე აფრო ვარ, პერელენდიდან. - კაიფობს, ხალხო მოდით მაგარი ნარკუშა გავაძრე - სიცილი ატეხა ნიკამ. - არავის ესმის გაჩერებულია დრო. - მიდი რა. - ზევით აიხედე - თქვა აფრომ და თითი აწია, ცაში გაქვავებული ჩიტი იყო. აქ კი ნიკა ანერვიულდა. - ჩემგან რა გინდა? - წამომყევი და აგიხსნი. - აფრომ სიტყვა დაამთავრა თუ არა უკან ადამიანის კონტური გამოჩნდა. - აფროოო, მომასწარი? - გაისმა ცივი ხმა.
აფროს არ უყვარდა სემი. შავგვრემანი ახალგაზრდა, რომელიც აფროს აზრით ზედმეტად უზრდელი იყო. სემი შავგვრემანი ბიჭი იყო ”წითელი მგლის” გილდიიდან. ეს გილდია დაარსების დღიდან ებრძოდა ”ბრძენის მახვილს” - ბიჭს მომცემ თუ გაგაპარტახო, ბებერო? - სცადე, დებილო, დედაშენს არ უთხრა მერე ჩემი სახელი თორემ ისევ გილდიაში მომივარდება და ატეხავს ერთ ამბავს - აფრო უკვე კაი ხანია იცინოდა.
სემმა ხელზე შავი ელვა მოიკიდა და აფროს გაუქანა. აფროს ფეხი თითქოს განათდა, შემდეგ ეს განათებული ფეხი აიქნია და ხელს პირდაპირ დაუხვედრა ამის მერე ცაში ახტა და ზევიდან ეგრეთწოდებული ”სინათლის ტყვიები” დაუშინა. ნიკა გაშტერებული უყურებდა ბრძოლას. სემმა ელვა დაუხვედრა. შემდეგ ხმალი ამოიღო და აფროსკენ გაექანა. აფრომ ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო და ხმალს დაუხვედრა, შემდეგ დაიყვირა: - ”ბრძენის მახვილი: სინათლე!”
ჯაყვიდან სინათლემ ამოსტყორცნა და სემის ხმალი შუაზე გადაჭრა. შემდეგ სემს წვივში ფეხი ჩაარტყა და ძირს დააგდო. - დედაშენს არ უთხრა რომ გცემეს, წაიქეცი ვითომ.
აფრომ ნიკას ხელი დაავლო, გარშემო სინათლე შემოირტყა და გაიქცა. ისევ უშბა. აფრომ პორტალი გახსნა და ნიკასთან ერთად შევიდა.
შენიშნვნა - პერელენდელებს შეუძლიათ ილაპარაკონ დედამიწელების ყველა ენაზე.
თავი 3 ვარჯიში იწყება
აფრო და ნიკა პერელენში გადავიდნენ. ნიკა თვალებს არ უჯერებდა, ახსენდებოდა ბავშვობა, თუ როგორ უნდოდა ერთ დროს ამ სამყაროში მოხვედრა. აფრომ სიგარეტი ჩაწვა, შემდეგ სინათლე მოუკიდა და გააქრო. ცოტა ხნის შემდეგ ”ბრძენის მახვილის” სასახლეც გამოჩნდა. - შენ აქ იცხოვრებ - თქვა აფრომ და გაიღიმა.
სასახლეში შესვლისთანავე აფრომ ვინმე ბრძენ რიჩარდზე დაიწყო ლაპარაკი. ათასი რამე იბოდიალა. ბოლოს ნიკას უთხრა: - რიჩარდი გვიხმობს.
სულ ცოტა ხანში ნიკა უკვე რიჩარდის ოთახში იჯდა. - მაგარი ხარ აფრო, ვამაყობ შენით! - დაიწყო მოხუცმა.- გამარჯობა მე ბრძენი რიჩარდი ვარ, გილდიის ხელმძღვანელი და სამი ადმირალის აღმზრდელი, რომელთაგან ერთ-ერთი აფროა. იმედია გჯერა რომ არ დაგაბოლეთ. მართლა პერელენში ხარ, მაგრამ არა გასართობად, არამედ საქმის გასაკეთებლად. - ნიკა შეიშმუშნა, საუბარი აფრომ განაგრძო. - ჰმმმ, პერელენდის მოსაზღვრე ქვეყანა ჰელენდია, პერელენდს ჩრდილოეთით ლიმერის ზღვაა, აღმოსავლეთით ცეცხლის მიწა, ხოლო დასავლეთით მთვარის ხალხთა სოფლები. ჰელენდს ჩვენი დაპყრობა სურს, ხოლო პერელენში სრული განუკითხაობაა. აქ ყოველი გილდია ერთმანეთს ებრძვის, ხოლო ჰელენდის ხალხი თანდათან შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე. კაცებს ხოცავენ. ხალხს აწიოკებენ. ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც ჩვენ გვიშველის... - ეს შენ ხარ - ჩაერთო რიჩარდი - ზუსტად შენშია სული რომელიც მე მჭირდება. შენი გაწთვნით მივიღებთ ცეცხლისა და ელვის ჰიბრიდს. მოკლედ რომ ვთქვათ შენ უნდა დაიწყო მუშაობა. შენ გაიწრთვნები შევასთან ერთად. ეს არის შვედი გოგო. ხმლოსანია. იმედია შეეწყობით. თქვენ აფრო გაგწრთვნით. - კი მაგრამ მე... - დაიწყო აფრომ. - მაინც უსაქმური ხარ, ნაშებს გაგიძრობ აფროო - მაცდული ხმით უთხრა რიჩარდმა ”ბებერი ნახეეე!” - გაიფიქრა ნიკამ. - ხვალ 12 საათზე შენ და შევა სავარჯიშო ველზე იქნებით, მეც მალე მოვალ. დღეს თქვენ ერთმანეთს გაიცნობთ, გექნებათ თქვენი ოთახი, სადაც იცხოვრებთ ერთად, რახან უკეთესი დუეტი გამოხვიდეთ, ახლა მე წავალ, აბა ჰე! - დაიძახა აფრომ და გავიდა. - მალე გამოო! - ბრძენო რიჩარდ - დაიწყო ნიკამ - აქ ბევრი მაგი ცხოვრობს? - ჩვენ გილდიაში 750-მდე მაგიკოსია. ყოველთვისაა დიდი ზეიმები და მეჯლისები, კარგი ახლა ეზოში გადი, ხალხი გაიცანი. ხო მართლა, ჩაი გინდა? - არა, გმადლობთ. - ნიკამ გაუღიმა და წამოდგა - აბა ნახვამდის.
ნიკა ეზოში იჯდა. გვერდით გოგო ჩამოუჯდა ხმალი ეჭირა. - ალბათ ნიკა ხარ, ხომ? - შევა? - კი, მე შევა ვარ. - გოგომ ხელი გაუწოდა, ნიკამ ჩამოართვა. - სასიამოვნოა, ნიკა. - როგორც ვიცი აფროსთან მოხვდი. - კი, მე აფროს მოსწავლე გავხდი, ერთად უნდა ვიცხოვროთ? - კი მგონი სასახლის მეხუთე სართულზე ოთახი გვაქვს.
შევა ლამაზი გოგო იყო. სადღაც ნიკასხელა. მწვანე თვალები და მოწითალი თმა ჰქონდა.
ნიკა და შევა ოთახში შევიდნენ. მშევიერი ოთახი იყო. ჰქონდა სამზარეულო, ორი ლოგინი და ორი სააბაზანო. როგორც ჩანს შევას შეეძლო საჭმლის კეთება. ნიკას კვერცხი შეუწვა და შემდეგ ლოგინზე ჩამოჯდა. ნიკამ შეჭამა და თავის საწოლთან მივიდა. - ხვალ დილით ადრე უნდა გავიღვიძოთ. ძილინებისა - ძილინებისა.
ნიკამ შუქი ჩააქრო.
მეორე დილა მართლაც რომ მშვენიერი გათენდა. სადღაც 10 საათისთვის შევამ გაიღვიძა, შემდეგ ნიკაც გააღვიძა. ცოტა ხანი ისაუბრეს ლოგინები დაალაგეს და ეზოში ჩავიდნენ. როგორც შანს აფროს ეღვიძა, მისი ოთახიდან ისევ გამოდიოდა მუსიკის ხმა. ნიკამ და შევამ აფროს ააკითხეს.
აფრო ტანს ზემოთ შიშველი იყო, ჯინსები ეცვა, შავი სათვალე ეკეთა და სიგარას აბოლებდა.
- თორმეტზე გიცდიდ სავარჯიშო ველზე - ვიცით აფრო.
ნიკამ და შევამ ოთახი დატოვეს. თორმეტზე უკვე ველზე იყვნენ. აფრო პირველის ხუთ წუთზე გამოჩნდა.
თავი 4 სალ-კერას ძეგლი
აფრომ ვინმე იგლიზე დაიწყო საუბარი. თქვა რომ შევას უკეთეს ტრენერობას გაუწევდა. ბოლოს თქვა ”ჯანდაბას ჩემი თავი, ვავარჯიშებ შევასო”. ამის შემდეგ ნიკას მიუბრუნდა. - შენ ველზე მარტო დარჩები! მე და შევა მოგცილდებით შენ დაჯექი და ქვეცნობიერს ჩაწვდი. იქ ნახავ იმას, რასაც მე ვერ განახებ!
აფრო და შევა წავიდნენ. ნიკა ველზე მარტო დარჩა. დაჯდა, ფეხები გადააჯვარედინა და თვალები დახუჭა.
აფრო სულ უფრო მეტს და მეტს წუწუნებდა. იგლის გაიძახოდა და თან იფურთხებოდა, იძახდა, რომ არ იყო კარგი მასწავლებელი იმისთვის, რომ შევა გაეწრთვნა. - და ვინაა ეს იგლი? - კითხვა დაებადა შევას. - გილდიის რიგით მეორე ადმირალი და ჩემი საუკეთესო მეგობარია - თქვა აფრომ და ქვაზე ჩამოჯდა.
ნიკას სულ უფრო და უფრო მკვეთრად ესმოდა ხმები. ბოლოს როგორც იქნა ვიღაც გამოჩნდა. ჩაცმულობით ფარაონს ჰგავდა. ნიკა თეთრ სივრცეში იჯდა მასთან ერთად. - ჰმმმ, მომწონხარ. ალბათ ახალი მაგი ხარ ხო? - ხმა ამოიღო კაცმა. - დიახ, მე ვარ - უპასუხა ნიკამ და გაუღიმა. - მე სალ-კერა ვარ. ”ბრძენის მახვილის” დამაარსებელი. როგორც ჩანს არ დაგიდგათ კარგი დრო. ჰელენდმა თითქმის ყველაფერი დაიპყრო. ხალხი იმედებს შენზე ამყარებს ხო? აბა ვისზე უნდა ამყარებდეს, რიჩარდი დაბერდა, აღარ შეუძლია გილდიის მართვა. აფრომ ვერ შეიგნო, რომ ადმირალია და არა რიგითი ადამიანი, მოკლედ თვალები გაახილე. ჩემს ხმას ყურში გაიგეფ!
ნიკამ თვალები გაახილა. - მარჯვნივ გაიხედე,- ჩაესმა ხმა.
ნიკა სალ-კერას დაემორჩილა. აღმოსავლეთით, მთაზე, სალ-კერას უზარმაზარი ძეგლი იდგა. - მისმინე, შენ ახვალ ამ ძაგლზე მაშინ როცა მე გეტყვი. მე შენ დაგეხმარები რომ აითვისო შენი სტიქია. მოკლედ მთავარია ენერგია გახსნა, დანარჩენს თვითონ მიხედავ. ჩაისუნთქე და ეცადე შეამსუბუქო შენი თავი, შემდეგ ხელები შეატყუპე და გამოუშვი შენი ენერგია. - თქვენი სტიქია რა იყო? - მე მზის მმართველი ვიყავი.
ნიკამ გაითვალისწინა ის რაც სალ-კერამ უთხრა. როგორც იქნა ენერგია გაათავისუფლა, ახლა მასწავლებლის პასუხს ელოდა. - თვალები გაახილე.
ნიკამ თვალები გაახილა. ის სამ მეტრზე იყო აფრენილი. - ყოჩაღ,- მოესმა ქვემოდან ხმა, ნიკამ ჩაიხედა, ეს მომღიმარი აფრო იყო.- ჩამოდი. დღეისთვის საკმარისია.
საღამოსთვის ადმირალების და ბრძენის შეხვედრა იგეგმებოდა. ნიკა და შევა ოთახში ავიდნენ. შევა გაოცებული იყო ვარჯიშით, ამბობდა, რომ აფრო ყველაზე მაგარი მწვრთნელი იყო და სულ არ სჭირდებოდა ის ვიღაც იგლი.
რიჩარდი ადმირალებს უცდიდა. კარი აფრომ შემოაღო, მას იგლი და რიგით მესამე ადმირალი ლიმილა მოყვნენ.
იგლი შესახედაობით მუშკეტერს გავდა, აფროზე ცოტა დაბალი იყო და ზურგზე უზარმაზარი ხმალი ეკიდა. იგლს შავი წვერ-ულვაში ჰქონდა და ატარებდა ქუდს რომელშიც არწივის ბუმბული იყო გაყრილი. იგლის სახეს მისი ყვითელი თვალები ამშვენებდნენ.
ლიმილას კიმონოები უყვარდა და ორი პატარა მარაოთი დადიოდა. მას შავი თმა, ცისფერი თვალები და მოზრდილი მკერდი ჰქონდა. არც ისე მაღალი იყო. სადღაც 185სმ.
- იგლ - დაიწყო რიჩარდმა.- როგორც იცი ახალი მოსწავლეები გვყავს, რომელზეც მთელ იმედებს ვამყარებთ. მომავალში ისინი პერელენდის დიდი მეფეები გახდებიან. მათ სჭირდებათ ჭეშმარიტების სამი ნივთი: დროის საათი, ჭეშმარიტების გვირგვინი და ბრძენის მახვილი. სიმართლის გვირგვინი ჰელენდის მეფეს აქვს, დროის საათი აფროს. ბრძენის მახვილი არც კი გამოჭედილა. იგლ, შენ გევალება შენი რაზმით წახვიდე ცეცხლის მიწებზე და შევასთვის გამოჭედო ბრძენის მახვილი - იგლმა თავი დააქნია - აფრო, შენ გევალება აღზარდო პერელენდის მომავალი იმედი - აფრომ ჩაიღიმა, - ლიმილა, შენ აქ დარჩები და გილდიის საქმეს მოაგვარებ, - ლიმილამ თავი დახარა.
საღამოს ნიკა და შევა ოთახში იჯდნენ. - ნიკა, საქართველოში ოჯახი გყავს? - კი, შენ? - არა, მე შვედეთის ერთ-ერთ ბავშთა სახლში ვიზრდებოდი, იქაა ჩემი სახლი. - გენატრება იქაურობა? - არც ისე, შენ თუ გენატრება ოჯახი? - რათქმაუნდა, კარგი, არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, მოდი დავიძინოთ. - ნიკამ შუქი ჩააქრო.
ორივენი თბილ საბნებში გაეხვივნენ. ნიკამ თითები დაატკაცუნა და უცებ პატარა ალი გაჩნდა, ოდნავ ბჟუტავდა. შევა და ნიკა გაოცებულები უყურებდნენ ამ ყოველივეს.
თავი 5 სემის მშობელი
ნიკამ როცა გაიღვიძა, შევა აივანზე იყო გასული.
ერთ კვირაში იგლი უნდა გამგზავრებულიყო. ”ბრძენის მახვილის” გილდიაში დიდ გასაცილებელ ზეიმს აწყობდნენ.
შევას აზრით, მიუხედავად იმისა რომ კვირა იყო, აფრო უნდა ენახათ. ბავშვებმა აფროს ჩააკითხეს. - რა ხალხი!!! - შეეგება აფრო, - ისე, დღეს მაინც დამასვენეთ. - კი აფრო კვირაა დღეს! - უთხრა ნიკამ.
ნიკა და შევა აფრომ ოთახში შეიპატიჟა.
შუადღე იყო. ნიკა და შევა ოთახში ჩაის მიირთმევდნენ როდესაც შემზარავი კივილი გაიგონეს. კივილი არა, უფრო ღრიალი. ღრიალს აფროს ხმამ უპასუხა, შედარებით ჩუმათ. ნიკა და შევა აფროს ოთახისკენ გავარდნენ.
ოთახთან დაბალი, არც ისე მსუქანი, შავგვრემანი ქალი იდგა და ღრიალებდა. მას აფრო უყურებდა, რომელსაც გვერდზე ლიმილა ედგა. - ისევ შენ ცემე სემი! რა ადამიანი ხარ! რა გინდა ჩემი საცოდავი შვილისაგან, ის მხოლოდ ბავშვია - ყვიროდა ქალი და მუშტებს იქნევდა, მას ბიჭი და გოგო აკავებდნენ. - ჯოშ, ელიზა, გაანებეთ თავი თქვენ საქმეებს მიხედეთ, - უბრძანა ლიმილამ, როგორც ჩანს ბავშვები ლიმილას მოსწავლეები იყვნენ. - ქალბატონო მისმინეთ, - დაიწყო აფრომ, - იცით? თქვენი შვილი... - მოკლედ აფრომ სემი კარგად გამოლანძღა ბოლოს კი დააყოლა, - ჩმორი და ჩამშვები გაგიზრდიათ. - აფრო ოთახში შევიდა და კარი კულტურულად მოხურა. ქალი კარს დაეტაკა და რტყმა დაუწყო. - მახინჯო ზანგო - ყვიროდა ბოლო ხმაზე ქალი თან კარს ხელებს ურტყავდა კარებს.
აფრომ მეტი ვეღარ მოითმინა. კარი გააღო. ლიმილა გვერდით გაწია. შეხედა ქალს. აფროს ძარღვები დაჭიმული ჰქონდა. მდგომარეობიდან იყო გამოსული და ბოლოს გაისმა შემზარავი ღრიალი. - ქალო! გაა*ვამ თუ გაგა*მევინო?! იგლ! შენ ხალხს დაუძახე გაიტანონ ეს ფსიქოპატი!
იგლი კორიდორის ბოლოდან გამოვიდა. სერიოზული სახე ჰქონდა. აფრო ოთახში შეუშვა და ქალს მიუბრუნდა.
- ქალბატონო გაქვთ თქვენ პრეტენზია იმაზე რომ თქვენი შვილი ჯარისკაცია? - ჩუმად მიუგო იგლმა. - კი! - დაიღრიალა ქალმა. - ხოდა ხანდახან მისი გალახვაც უნდა აიტანოთ. ორმა სამართალდამცავმა (სამართალდამცავების ლიდერი იგლი იყო) ქალი გაიყვანა. იგლი და ლიმილა აფროს ოთახში შევიდნენ. აფრო სიგარას ეწეოდა. ადმირალები ვერანდაზე გავიდნენ. აქედან მშვენივრად ჩანდა ის, თუ როგორ მიათრევდნენ ქალს სამართალდამცავები. გილდიის ჭიშკრიდან ქალის გაშვებას რომ აპირებდნენ უკან შემობრუნდა და ისევ დაიწყო ღრიალი.
- თუ გაგიძალიანდებათ დააპანღურეთ, სხვა გზა არაა. მე უფლებას გაძლევთ. - გადასძახა იგლმა
სამართალდამცავებმა ქალი დააპანღურეს.
ნიკა, ჯოში, შევა და ელიზა კორიდორში იდგნენ. ჯოშს შავი თმა და შავი თვალები ჰქონდა. სახეზე სიკვდილის ფერი ედო. მომღიმარი ტუჩები და აბზეკილი ცხვირი ჰქონდა. ელიზა ქერა, ცისფერთვალება გოგო იყო. მოზრდილი მკერდი ჰქონდა რამაც თავიდანვე მიიპყრო ნიკას ყურადღება. - ძალიან ცუდ დროს გავიცანით ერთმანეთი. - დაიწყო ჯოშმა. - მე ჯოში ვარ. ეს კი ჩემი თანაგუნდელი ელიზაა. - მე ნიკა ვარ, ეს კი შევაა, ჩემი თანაგუნდელი. - წამოდი ჩვენს ბინაში. დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
ჯოშის და ელიზას ბინა სიდიდით არ ჩამოუვარდებოდა ნიკასას და შევასას. კარგად იყო მოწყობილი. გოგოები სამზარეულოში გავიდნენ. - ესეიგი ნიკა ხო? - ხო. - ვის გუნდში ხარ? - მე აფროს გუნდში მოვხვდი. იგლს არ ყავს მოსწავლეები? - კი ყავდა. მაგრამ ამ თემაზე არავინ ლაპარაკობს. - და რატომ? - რომ ვიცოდე დამიჯერე გეტყვოდი.
ნიკას და ჯოშის საუბარი სადღაც ნახევარ საათს გაგრძელდა. საუბარი მაშინ დასრულდა როცა სამზარეულოდან გოგოებმა დაიძახეს. - კარტოფილი მზადაა.
ერთმა კვირამ მალე გაიარა. ნიკა და შევა ყოველ ვარჯიშზე ეუფლებოდნენ ახალ-ახალ ტექნიკებს. შევამ ძალიან მალე აითვისა ხმლის ტექნიკა. ნიკამ კი ერთი ორი ისეთი შეტევა ისწავლა რომ აფრო ბალახზე გაგორდა. იმდენი იხარხარა რომ კინაღამ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ნიკა ბევრს ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ამ დღეებში არც სალ-კერა გამოჩენილა.
როგორც იქნა დადგა იგლის გაცილების დღეც. გილდიაში დიდი ზეიმი იყო. ამაღლებულ ადგილას სამი ადმირალი იჯდა მათ ზემოთ კი ბრძენი რიჩარდი. ნიკა, შევა, ელიზა და ჯოში ერთ მაგიდასთან იჯდნენ და საუბრობდნენ. ნიკამ და ჯოშმა დალიეს და გალეშილები ოთახში ძლივს აიტანეს. მეორე დილას იგლი თავის ორმოცდაათკაციანი რაზმით ცეცხლის მიწებზე, ბრძენის მახვილის გამოსაჭედად გააცილეს.
თავი 6 ფუუჯინი და რაიჯინი
- თავიდან რაც უნდა ვქნათ, - დაიწყო რიჩარდმა ნიკასთან ლაპარაკი, - ესაა შენი მონათვლა ბატონო ნიკა. - დააააა, რა უნდა ვქნათ ბაბუაწვერა ბიძია? უნდა მომკლათ და გამაცოცხოთ? პომიდვრის კომპოტი უნდა დამასხათ? ბეტონში უნდა მაბავავოთ? - არაა, არაა. საქმე გაცილებით მარტივადაა, შენ ხომ იცი რომ სალ-კერას ძეგლის უკან ორი დიდი მთაა? - ვიცი ბაბუაწვერა ბიძია. - ასე ნუ მომმართავ, სახელიც მაქვს მე. კარგი თემაზე გადავალ. ამ მთებზე ღმერთები ცხოვრობენ. - რააა? აქ სალ-კერას გარდა ღმერთები ცხოვრობენ?. - კი. ფუუჯინი - ჰაერის ღმერთი, და რაიჯინი - ელვის ღმერთი. მათ ჩვენ ამინდის ღმერთებად მოვიხსენიებთ. ისინი განაგებენ ყველაფერს, წვიმას, ქარს, ელვას, რავიცი, ყველაფერს. შენ მოგიწევს რომელიმე მთაზე ასვლა. მთებს შორის ხიდია. ხიდზე დაიცდი და ისინიც მოვლენ. მათ შენ პირადად შეხვდები. ისინი მოგცემენ საჩუქარს და მოგანიჭებენ პერელენდურ სახელს. - ეს როდის მოხდება? - უკვე კარგი ხნის წასული უნდა იყო. აფროს მე დაველაპარაკები. შენ წადი.
ნიკა ოთახში შევარდა. შევას ჯერ კიდევ ეძინა. სამზარეულოდან სამი ვაშლი აიღო, ჩანთაში ჩაყარა და გაიქცა.
მზე, ქარი, ქვიშა - ეს ისაა რაც დიდ მოგზაურობაში ხელს გიშლის. უდაბნოს მზე ჯარისკაცებს აცხუნებდა, ქარი და ქვიშა კი გზას უბნევდნენ. იგლს მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა - გაჩერება. ჯარისკაცები დაღლილები იყვნენ, შიოდათ. იგლსაც არანაკლებ. მაგრამ ეს მხოლოდ მოგზაურობის მეორე საათი იყო. წინ მთელი კვირაა.
- ბატონო იგლ იქნებ კარვები გაგვეშალა? - სთხოვა ერთმა ჯარისკაცმა. - მართალია რიგითო, აქ არ ღირს ბოდიალი. საშინელი უდაბნოა. გაშალეთ კარვები და საკვები ამოიღეთ!!! - არის!
იგლს ხორცი უყვარდა, თევზს კი რატომღაც ვერ იტანდა. ხმალი გვერდზე გადადო, ჯართან ერთად ჩამოჯდა და ღორის ხორცს დასტაცა ხელი.
- ჩემი ცოლი ორსულადაა, - დაიწყო ერთმა რიგითმა, - წამოსვლის წინ სურპრიზად მითხრა. მაგარი გახარებული ვარ, იმედია ისიც ”ბრძენის მახვილის” სამსახურში ჩადგება. - ღმერთმა გიმრავლოს რიგითო, - იყვირა იგლმა - ღვინო მოიტანეთ ცოტა დავლიოთ.
უკვე ფეხი ატკივდა ნიკას. სალ-კერას ძეგლთან იყო. ჩამოჯდა და ვაშლი ამოიღო. როცა ჩაკბიჩა, დაიგრუხუნა და ღრუბლები გაიშალა. ერთმა კი ქვევით დაიწყო სვლა. როგორც იქნა ჩამოაღწია, ნიკამ ზევიდან დახედა ღრუბელს რომელზეც წარწერა იყო, - ”აგერ დამაჯექი”
ნიკას უხეშად მოეჩვენა წარწერა, გაიღიმა და ღრუბელზე დაჯდა. ღრუბელმა მაღლა დაიწყო წევა, ბოლოს კი ნიკა უზარმაზარ ხიდზე აღმოჩნდა.
- ახლა ცოტათი ნასვამი ვარ, მიხარია ბავშვი რომ გიჩნდება, ყოველი ჯარისკაცი ძმასავით მიყვარხართ, ესეიგი მალე ძმისშვილი შემეძინება. - იგლმა ხელი ჯიბეში ჩაიყო და ხანჯალი ამოიღო. - ეს მას გადაეცი, როგორც საჩუქარი ბიძისგან. იმადია მიიღებს. - ბატონო იგლ.... ეს დიდი პატივია..... მადლობთ.....
ჰორიზონტზე შავი ხაზი გამოჩნდა.
- იგლ ვიცით რომ აქ ხარ!!!
ფუუჯინი და რაიჯინი გოლიათები იყვნენ. ფუუჯინს გრძელი პირი და წვეტიანი კბილები ჰქონდა, რაიჯინს ქვედა ეშვები ჰქონდა ამოწეული. ფუუჯინს ღიპი ედო, წითელი თმა და მუქი ვარდისფერი კანი ჰქონდა, თავზე კი ორი გრძელი რქა. როგორც თქვა ზურგზე მოკიდებული ხურჯინით ქარებს აკონტროლებდა. რაიჯინს გრძელი ქუდი ეხურა თავზე, ამშვენებდნენ რქები, ლურჯი თმა და მოცისფრო კანი ნამდვილად ელვის ღმერთის შეხედულებას აძლევდნენ. ზურგზე რაღაც გრძელი ბურთი ჰქონდა, ამ ბურთზე კიდევ ექვსი პატარა ბურთი იყო. ბურთებზე კი ტამოეები ეხატა. რაიჯინს დაკუნთული ტანი ჰქონდა.
- როგორც ვხედავ მოვიდა ცეცხლის სული! - დაიწყო რაიჯინმა - ხოოო, და ჩვენ უნდა მოვნათლოთ ის. - განაგრძო ფუუჯინმა, - ამჯერად სახელს მე ვარქმევ, გვარი შენი იყოს, ძალას ერთად ვაჩუქებთ. - კარგი მგონი ჯობია დავიწყოთ ფიქრი. - მე მას ვაძლევ სახელს - ნიკოლასი. - თქვა ფუუჯინმა. - დღეიდან შენ ნიკოლას ფლეიმერი ხარ მეგობარო - შეხედა რაიჯინმა და გაიღიმა. - ბოროტები გეგონეთ ხო? - გადაიხარხარა ფუუჯინმა. - ალბათ, - აჰყვა რაიჯინიც.
კარგა ხნის სიცილის შემდეგ ფუუჯინმა და რაიჯინმა ნიკას თითები მიადეს.
- თვალები დახუჭე, - ჩაესმა სალ-კერას ხმა.
ნიკოლასი დაემორჩილა, მისმა სხეულმა აალება დაიწყო. ორ წუთში ყველაფერი მორჩა. ენერგიით გაიჟღენთა ფლეიმერი. შემდეგ კი ღმერთებს შეხედა.
- მეც მაქვს თქვენთვის საჩუქარი. - ნიკამ ჩანთიდან დარჩენილი ვაშლები ამოიღო. ერთი ფუუჯინს გადაუგდო, მეორე რაიჯინს, შემდეგ კი დააყოლა, - შეიძლება ამ დროისთვის სულ ესაა, მაგრამ, მერწმუნეთ მე პერელენდის თავისუფლებასაც გაჩუქებთ, გპირდებით! - ვიცით ნიკოლას, შენი მონათვლა ჩვენთვის დიდი პატივია. ახლა კი უნდა წახვიდე. ინსტრუქციას ჰაერში მოგაწვდიან. არ შეშინდე. - თქვა ფუუჯინმა. ნიკოლასი ხელში დაიჭირა და თავით გადაუშვა ხიდიდან.
იგლი შავ ხაზს უყურებდა დაჟინებული მზერით.
- არწივის თვალი! - დაიყვირა იგლმა და ახლოდან შეხედა შავ ხაზს.
ხაზის შუაში ზარჰა იდგა, ჰელენდის მაქციების მეთაური, უკან კი ლიკანების ხუთასიანი არმია...
თავი 7 გრეგორის გეგმა, ხმლოსანების და ლიკანების შერკინება
იქ სადაც სიბნელე სინათლეს მოერია, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე სისხლს ხედავ, სადაც მკვლელობა უბრალო ამბავია. ჰელენდში!!! მთავარ სასახლესთან მახინჯი, გრძელცხვირა ჯუჯა იდგა. შენობას ცხენი მიუახლოვდა. ცხენოსანს კაპიუშონი ეხურა, ქვევიდან კი ყვითელი თვალები ანათებდნენ.
- ჩარლზი ვარ, შემომიშვი, - დაიწყო ცხენოსანმა. - უკაცრავად... ვერა, ნაბრძანები მაქვს. - უნიჭოდ გაუღიმა ჯუჯამ და თავის ყვითელი კბილები გამოაჩინა. - მე გაგაფრთხილე ბატონო, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე არ ვიღებ - გველების ჯოჯოხეთი!!! - იყვირა ცხენოსანმა და მიწიდან პატარა თეთრი გველები ამოვიდნენ, რომლებმაც ჯუჯა მიწაში ჩაითრიეს... - აააა მიშველეთ!!! ღმერთო, მეფე გრეგორ!!! აააა!!!! - განწირულად იყვირა ჯუჯამ.
იგლმა ჯარი გაამზადა და ზარჰას დაუძახა.
- რისთვის მოხვედით?! - ძალაუფლებისთვის!!!
ადმირალი ჯარს შეუბრუნდა.
- ბიჭებო, დღეს შეიძლება დავიხოცოთ, მაგრამ იცოდეთ, ჩვენი სახელები იტორიაში შევა, როგრც გმირები, მაგრამ ვიცი რომ დღეს აქ ჩვენი სისხლი არ დაიღვრება, ამიტო წინ ”ბრძენის მახვილის” მეომრებოოო.
ჯარი მაქციებისაკენ დაიძრა, მაქციებმაც იგივე მოძრაობით უპასუხეს, საბოლოოდ ისინი ერთმანეთ შეეჯახნენ. იგლმა ხმალი აიღო და იყვირა.
- ზაჰრააა!!! გამოდი ლაჩარო!!!
ხროვიდან უზარმაზარი მგელი გადმოხტა, რომნელსაც რკინის კლანჭები და ეშვები ჰქონდა. იგლმა ხმალი მოიქნია და ზაჰრას დიდი ნაკაწრი დაადო, შემდეგი მოძრაობა იგლის უკუქცევა იყო, მან ერთი ნახტომით უკან დაიხია, ზაჰრა იგლს დაეტაკა და კისერში უკბინა.
ნიკოლასი თავით მიფრინავდა როცა ხმა ჩაესმა.
- ისევ სალ-კერა ვარ, მისმინე, მთელი შენი ენერგია ზურგში გადაიტანე და მერე გაათავისუფლე, გესმის? - კარგი.
მთელი თავის ენერგია ზურგში გადაიტანა.
- გამოშვება თუ გიჭირს ხმამაღლა იყვირე.
ფლეიმერმა დაიყვირა და ზურგიდან ორი ცეცხლოვანი ფრთა გამოისტყორცნა.
- ეს შენი ახალი სკილი, ”ფენიქსის ფრთებია”.
ნიკოლასი გაფრინდა ”ბრძენის მახვილისკენ”.
იგლმა ზაჰრას მუცელში ხმალი გაუყარა და უკან წაიწია. ხმალი მოიქნია და წითელი ლაზერები გაუშვა, რომლითაც უკან მდგარი ორმოცდაათი ლიკანი იმსხვერპლა. შემდეგ ხმალი გაიწელა და ზაჰრასკენ წავიდა. ზაჰრა შუაზე გაიჭრა და ძირს დავარდა.
- ესეც ასე, - გაიღიმა იგლმა.- დანარჩენი მარტივია - და ხმალმომარჯვებულმა წაიწია მაქციებისკენ.
გრეგორი სატახტო სკამზე იჯდა. თავზე ჭეშმარიტების გვირგვინი ეხურა და ჩარლზს უცდიდა.
- ბოდიში გრეგორ, შენი ჯუჯიკო ვიმსხვერპლე. - გაიღო კარი და ოთახში კაპიუშონიანი კაცი შევიდა. - ჩარლზ, მიხარია შენი ნახვა, - დაიწყო გრეგორმა სისინა ხმით.
ჩვეულებრივ გრეგორი მაღალი კაცი იყო. გრძელი, წაწვეტებული ყურები და სწორი ცხვირი ჰქონდა. მარჯენა თვალზე გრძელი შრამი ჰქონდა. გრძელ სახეს გრძელი, თეთრი თმა და წითელი თვალ
LaxusDreyar, ნიკოლოზ პორტალს სახელი შეუცვალე ? რამდენიმე შეცდომა იმასთან დაკავშირებით , რომ ფტ-ს გმირებს გავს რამდენიმე მაგაშია და დანარჩენი კარგია გააგრძელე :3