-საყვარელო რაღაცაში უნდა გამოგიტყდე.. -რაიყო ცხოვრება გისმენ -ორსულად ვარ -მაგარიაა , მალე მამა ვიქნებიი .. !! ბიჭი სიხარულს ვერ მალავდა თვალები გაუბრწყინდა, გოგონა ხელში აიყვანა და მუცელზე აკოცა. რამდენიმე თვის შემდეგ , გოგონამ ექოსკოპია გაიკეთა და გაიგეს , რომ ტყუპები ყავდათგოგო და ბიჭი, დაიარეს მაღაზიები იყიდეს ყველაფერი რაც კი ბავშვისთვის დაჭირდებოდათ, ბავშვებს საკუთარი ოთახებიც მოუწყეს , მათსიხარულს საზღვარი არ ჰქონდა , გოგონას მუცელი ეზრდებოდა , სულ უფრო და უფრო კაპრიზიანიხდებოდა და შეუძლებელს თხოვდა მეუღლეს << ალბათ ეს სიტუაცია ბევრს ეცნობა>> -ჩვენ ბავშვებს ანამარია და ნიკოლოზი დავარქვათ , ძალიან ლამაზი სახელებია ვფიქრობშენ , როგორ თვლი ? -რათქმაუნდა ძვირფასო , როგორც მოისურვებ მშვენიერი სახელებია -ჰომ იცი როგორ უზომოდ მიყვარხარ , ძალიან ბედნიერი ვარ ორი პატარა ანგელოზი , რომგვეყოლება -ჰაჰ მეც უზომოდ მიყვარხარ , როგორც ზღვაში ჩავარდნილი კენჭი -ეგ რას ნიშნავს ვერ მივხვდი -არც მე ვიცი უბრალოდ ვირომანტიულე ჩემებურად ერთმანეთს შუბლები მიადეს და გაიცინეს გავიდა რვა თვე და რამოდენიმე დღე დარჩენილიყობავშვების დაბადებამდე , გოგონამ წყლები დაღვარა , ბიჭმა სასწრაფოს გამოუძახა და საავადმყოფოშიწაიყვანეს იმ წამსვე ბიჭი პალატაში შევიდა გოგონას ხელი მოკიდადა ამხნევებდა და აი გაისმა ექიმის ხმა , მაგრამ ეს ის არ იყო რასაც ისინი ელოდნენ - ბავშვები დაღუპულები არიან , მშობიარობამ კრახით ჩაიარა ბიჭს სახე წაეშალა გოგონა სუსტად იყო და არაფერი ესმოდა , ბიჭი ატირდა გოგონა ფიქრობდა,რომ ეს სიხარულის ცრემლები იყო. -ერთ-ერთ ბავშვს ჭიპლარი ყელზე ჰქონდა შემოხვეული მეორეს კი ჟანგბადი აღარ ეყო ... გავიდა რამდენიმე დღე. გოგონა ითხოვდა , რომ მისთვის პატარები ეჩვენებინათ ბიჭსაც ტყვილის მეტი არაფერი დარჩენოდაარ შეეძლო ეთქვა სიმართლე... აი გამოწერეს გოგონა საავადმყოფოდან და ბიჭმა მანქანით წაიყვანა გზაში გოგონა მიხვდა, რომ სახლისკენ არ მიდიოდნენ და კითხა თუ საით მიყავდა -ბავშვებთან ძვირფასო შენ უნდა ნახო ისინი... მანქანის ფანჯრიდან სასაფლაოები გამოჩნდა.
2
-რა ლამაზი ხარ , ბუთქუნა ტუჩები , საყვარელი ცხვირი , მწვანე თვალები , კარე თმა , მმ რა საყვარელიხარ. -კაი გაჩერდი რა.. არ მიყვარს როცა მაქებენ , ისე ძალიან დიდი სარკეა.. შენ როგორ ფიქრობ ? -მიყვარს სარკეები თითქოს მხოლოდ მაშინ არ ვარ მარტო... "ნისლიანი ღამეა , ჩვენ , რომ გვიყვარს ისეთი , მთვარე ძლივს მოჩანს... წავიდეთ მოვინახულოთ მამა , დედა და ძამიკო ??? -კარგი ჯული მიდი და წამოვალ მეც. -მოიცა კრისტი მარტო წავიდე ? -აბა მე არავინ მეძახის... მე ხომ მაშინ მოვდივარ , როდესაც არავის ვჭირდები , თანაც მრცხვენია იმის რაც გავაკეთე... -საცაა გათენდება მორჩი ბუზღუნს და წამოდი მაინც სხვა გზა არ გაქვს... -ძალიან მეშინია სიკვდილის , მერე იქ რას ვიზავ რით გავიმართლებ თავს ? -მართალია თავს ვერაფრით გაიმართლებ , მაგრამ ღმერთი მოწყალეა... ვიჩქაროთ ცოტაც და მივალთ. -შენი აზრით დედა , მამა ან ძამიკო ოდესმე მაპატიებენ ? -არვიცი რა გიპასუხო. -მივედით , ძალიან მეშინია , არ მიყვარს მკვდრები , სასფლაოები მთელ ტანში ჟრუანტელს მგვრის , თითქოს სისხლი მეყინება... -დედიკო , მამიკო , ძამიკო აი ყვავილები მოგიტანეთ... მზის პირველმა სხივმა ამოანათა , სამი სადლავის ზემოთ , ხის ტოტზე გოგონას გვამი ქანაობდა , მის წვრილ , ნაზ ყელს ბაწარი ამშვენებდა და ის იყო მისი და ხის გამაერთიანებელი... ასე დაიღუპა ერთი პატარა გოგონა , რომელმაც სტრესს ვერ გაუძლო... მისი მშობლების და ძმის მკვლელობა გაუხსნელი დარჩა , თუმცა გოგონას სულს და გულს დღითიდღე სინდისი ფლეთდა.. ნანობდა თუმცა ამით არაფერი იცვლებოდა
3
ზაფხულია , ზღვის სანაპიროს ტალღები მძლავრად ებჯინება, თოლიებიც იქვე დაფრინავენ , მოსაღამოებულია , ხალხი აიშალა , მხოლოდ სორფინგისტებიდარჩნენ , რადგან დიდი ტალღები უნდა წამოსულიყო. ყველანი ბიჭები იყვნენ , ხუთნი იყვნენ, ბავშვობიდან მეგობრობდნენ ერთად გაიზარდნენ და ერთნაირი ოცნება ჰქონდათ , რომ მსოფლიოშიყველაზე დიდი ტალღა დაეპყროთ , სწორედ იმ დღეს უნდა მომხდარიყო ეს , ის ტალღა რამდენიმეწელიწადში ერთხელ წარმოიქმნებოდა. ოთხი მათგანი ზღვაში შევიდა ,ხოლო ერთი ნაპირზე დარჩა. გაწმენდილ ცაზე ქუხილიგაისმა , უეცრად რუხი ღრუბლები შეგროვდნენ , გეგონებოდათ მგლოვიარე შავებში მოსილიქალები ტირონენ , ისეთი წვიმა წამოვიდა და ხანდახან დაიქუხებდა ხოლმე. ბიჭები ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ თავისსაქმეში, აი ის საოცნებო ტალღაც , რომელსაცასე დიდი ხანია უცდიდნენ და მისთვის თითქმის მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ. რამდენიმეწუთში ბიჭები აღარ ჩანან ტალღის ტუნელში არიან. აი ისინიც , მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიდადა დაფის ნამპვრევები... დაინახეს როგორ ყვიროდა ერთი: -მე არ მჭირდება შველა ის გადაარჩინეთ ის წყალ ქვეშაა.. !! ამას ყვიროდა თჲმცა თვალებშიემჩნეოდა სიკვდილის შიში და ცხოვრების წყურვილი ერთ-ერთმა ზღვაში ჩაყვინთა დაინახა ქვებს შორისგაჭედილი მისი მეგობარი , ეჯაჯგურა და აი უკვე ნაპირზეც გაიყვანა , მეორე ბიჭი არსადჩანდა , გავიდა ნახევარი საათი და ის გამოვიდა მარტო. ბიჭებს გაოცება და იმედგაცრუება სახეზე შეახმა, კითხეს თუ რა მოხდა მან კი უთხრა : - მე არ ვცადე არცერთის გადარჩენა , ვინაიდან ღმერთის საქმეში არ ვერევი , ყველაფერირაც კი ხდება ღმერთის ნებაა და როგორც მას უნდა ისე იქნება.. !! ჯერ კიდევ ვერ იპოვეს იმ მეოთხე ბიჭის სხეულიარცაა ადგენილი გარდაიცვალა თუ ცოცხალია , უგზოუკლოდ გაუჩინარდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ბიჭის საქციელზე ?
4
ქუჩაშიავტო კატასტროფა მოხდა , ბიჭი მიაბიჯებს ქუჩაში მკლავიდან სისხლი ჩამოედინება , მიდის ხელში მანქანის გასაღებს ატრიალებს დასახის გამომეტყველებაზე ემჩნევა სევდა... მიუახლოვდა სკამს , რომელსაც ზემოდან მუხაგადმოჰყურებდა , მას მხოლოდ ერთი ფოთოლი შერჩენოდა , ისევე იყო მარტო , როგორც მოხეტიალე ბედუინი უდაბნოში. სკამზე ჩამოჯდაამოიოხრა და გვერდით მოხუცებული კაცი შენიშნა. - რამე ხომ არ გაგჭირვებია ახალგაზრდავ? გაღიმებულმა კითხა მოხუცმა - ავარია მომივიდა , კაბრიოლეტი დამემტვრა. - ამ წუთისოფელში მეტი ღირებულებებიცაა ვიდრე მატერიალური და ფინანსური , თუ გინდამოგიყვები ერთი მოხუცის ისტორიას , რომელიც ახლაც დაეხეტება ამ წუთისოფელში და თავისადგილს ეძებს : მას ჰყავდა მამაც და დედაც , მაგრამ დედამშობიარობას გადაჰყვა , მამა კი ომში დაიღუპა... ეს იყო მისი ტანჯვის და გვემის დასაწყისი, მას ასევე ჰყავდა და და ორი ძმა. მისი და ბავშვობაში წყალმა წაიღო , უმცროსი ძმა ნარკოტიკებმა , ხოლო უფროსი სიკვდილმაგამოაგლიჯა ხელიდან. იმ მოხუცის ცოლი , მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ამ წყვდიადითმოცულ სიბნელეში ,,სხვათაშორის კარგ ხინკალს აკეთებდა თითებს ჩაიკვნეტდი , თუმცა არცის დაინდო სიკვდილმა და ... აქ შეწყვიტა თვალზე ცრემლი მოადგა და განაგრძო , ღმერთისნებით ვაჟი და ქალიშვილი გაუჩნდა , ქალიშვილი ჯერ კიდევ ბავშვი იყო სულ რაღაც სამიწლის , ფანჯარასთან თამაშობდა და ფოთლების შრიალი ისმოდა , ქარი ნაზად ეფერებოდა არემარეს, მხოლოდ დაყვირების ხმა გაისმა და ბავშვი უკვე ძირს იწვა , წითელს გუბეში დაცურავდა, ვაჟს კიბო დაუდგინეს და რამდენიმე წლის წინათგარდაიცვალა. შემორჩა ეს მოხუცი მარტო ამ ცხოვრებაში არავინ აღარ გააჩნია. ამიტომ მაგმანქანის გამო გულს ნუ გაიტეხ , ყველაფერს ოპტიმისტურად მიუდექი. მოხუცმა თხრობა , რომ დაასრულა ბიჭი წამოდგა,როგორც პატარა ბავშვი ქვითინებდა მოხუცს მოეხვია და ჩაიბურტყუნა: - დიდი მადლობა.. !! და გაბრუნდა. მეორე დღეს ის სკამზე მწოლიარე მოხუცი იპოვეს, გაღიმებული სახით გარდაცვლილიყო , მუხიდან ის ფოთოლი ჩამოვარდნილიყო და მის გულმკერდსამშვენებდა , მის არსებობაზე არავინ იცოდა თუმცა ის სამუდამოდ დარჩება იმ ბიჭის გულში... თქვენი აზრით ის მოხუცი ამ სამყაროში ბედნიერიიყო ? თუ იქ იპოვის საუკუნო განსასვენებელს ?...
კი კარგი იყო...სხვებთან შედარებით უფრო მომეწონა...არ მიყვარს ასეთი ამბები ეჰ რა დრო იყო მეც რომ ვწერდი პატარ-პატარა მოთხრობებს,არაჩვეულებრივი გრძნობაა....კაი ხანია არაფერი დამიწერია...
ჰე ამდენი ხართ ფან კლუბს კიდე არავინ მიხსნით :დდდდდ
Quote (Rogue)
კი კარგი იყო...სხვებთან შედარებით უფრო მომეწონა...არ მიყვარს ასეთი ამბები ეჰ რა დრო იყო მეც რომ ვწერდი პატარ-პატარა მოთხრობებს,არაჩვეულებრივი გრძნობაა....კაი ხანია არაფერი დამიწერია...
კი საოცარი გრძნობაა , პატარა ვარ და ჩემთვის ვერთობი სამწუხაროდ არანაირ პერსპექტივას "გართობის" გარდა ვერ ვხედავ ამ "პატარა ჩანაწერებში"