დამატებულია (17/08/2013, 12:53) --------------------------------------------- გავედი მე და მოვალ მალე. მოდერებო და სხვა წევრებო თქვენ განდობთ ფან-კლუბს ;))
ჩამწერე მინატოს ხათრით და გთხო შეცვალე მინატოზე როცა ჰოკაგის დონზეზე ავალ YeLlOw FlAsH რო იყოს არა?
ესეც 100 ფოტო და ახლა 15 ვიდეოს დავდებ
ესეც ასე დავდე 100 ფოტო და 15 ვიდეო და ჰოკაგე ვარ თუ YeLlOw FlAsH
დამატებულია (17/08/2013, 13:29) --------------------------------------------- მგონი 100 ფოტო და 15 ვიდეოა და ჰოკაგე უნდა ვიყო და თუ აკლია ფოტოები მითხარი რამდენი აკლია დავდებ და მერე გამხადე ჰოკაგე
აჰა დავიტანჯე ამომძვრა სული პირველ სპოილერში არის 71 ფოტო მესამე სპოილერში არის 26 და მეოთხეში 3 ფოტო 71+26+3=100 და მეორე სპოილერში არის 15 ვიდეო და ახლა მაინც ვარ ჰოკაგე 100 ფოტო და 15 ვიდეო აუფ
დამატებულია (17/08/2013, 13:47) --------------------------------------------- Soul, მეც დავიგალე მარა მინატოს ხათრით ვშობი თავბიდან დავდე 100 ფოტო და გაიხსნა 71 მერე დავდე 29 და გაიხსნა 26 და ბოლოს დავდე 3 ფოტო და 15 ვიდეო ანუ 100 ფოტო და 15 ვიდეო აუ რა დავიტანჯე
დამატებულია (17/08/2013, 13:53) --------------------------------------------- და რანგს რა უპირატესობა ააქ
დამატებულია (17/08/2013, 14:34) --------------------------------------------- ერთ მომენტში მუსიკა ცუდად გადადის იმიტორო ვჩქარობდი მარა მაინც კაი გამოვიდა
ნაგატო უზუმაკი (うずまき長門, უზუმაკი ნაგატო), იგივე ფეინი (ペイン) აკაცუკისა და ამეგაკურეს ლიდერი იყო, რომელიც ლეგენდარულ რინნეგანს ფლობდა. ნაგატო უზუმაკისა და სენჯუს კლანების შთამომავალი იყო. იგი ერთადერთი ცნობილი შინობია, რომელსაც გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახება ბუნებრივად შეეძლო. ნაგატო აქტიურად თანამშრომლობდა ტობისთან, თუმცა მისი იდეოლოგიის ბრმა მიმდევარი არასდროს ყოფილა, არამედ საკუთარი გეგმით მოქმედებდა.
ისტორია
ნაგატო წარმოშობით ამეგაკურედანაა. როდესაც იგი ბავშვი იყო, მადარა უჩიჰამ მას თავისი რინნეგანი გადაუნერგა.[1] მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ნაგატოს სახლში კონოჰას ორი შინობი საჭმლის საშოვნელად შეიჭრება. ოჯახი სახლიდან გაპარვას ვერ შეძლებს. შვილის გადარჩენის მიზნით, ნაგატოს მშობლები მტერს პირველები შეუტევენ. კონოჰელები სიბნელეში მათ მტრის შინობებად აღიქვამენ და ორივეს ნაგატოს თვალწინ დახოცავენ. მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერებენ ისინი შეცდომას და ნაგატოს მოუბოდიშებენ. ნარუტოსთან საუბარში ნაგატო განაცხადებს, რომ იმ წუთას განცდილი ტკივილი მასში ბრმა სიძულვილად გარდაიქმნა, რამაც გაუცნობიერებლად დაახოცვინა მკვლელები. თავისი დოძიუცუს გააქტიურებას ნაგატო სწორედ ამ ტკივილს უკავშირებდა, რასაც იგი თავისი ცხოვრების პირველ უდიდეს ტკივილს უწოდებდა. მშობლების დაკრძალვის შემდეგ, ნაგატო საჭმლის სათხოვნელად კარდაკარ იწყებს სიარულს, თუმცა უშედეგოდ. მისთვის საჭმელს არავინ გაიმეტებს. შიმშილისგან დაუძლურებული ბიჭი მიწაზე დაეცემა და გონებას დაკარგავს. სიკვდილს მას ძაღლი გადაარჩენს, რომელიც ნაგატოს ალოვაკს და მოასულიერებს. ეს ძაღლი მისი მუდმივი თანამგზავრი და მეგობარი გახდება. ნაგატო მას ჩიბის დაარქმევს. მისი თქმით, იგი ძილშივე დაიღუპებოდა, ჩიბი რომ არ გამოჩენილიყო.
მოგვიანებით, ღონემიხდილ ნაგატოს ფეხებში კვლავინდებურად გამოეცლება ძალა და მიწაზე დაეცემა. სასიკვდილოდ განწირულ ბიჭს მოულოდნელად თანატოლი გოგონა, კონანი წაადგება თავს, რომელიც მას ღიმილით პურს გაუწვდის. ნაგატო პურს შუაზე გატეხს და მის ერთ ნახევარს ასევე უკიდურესად დამშეულ ჩიბის აჭმევს. დანაყრების შემდეგ, ნაგატოსა და ჩიბის კონანი თავშესაფარში იაჰიკოსთან შესახვედრად წაიყვანს. ნაგატოს მსგავსად, კონანიცა და იაჰიკოც ომმა დააობლა. თავდაპირველად, იაჰიკოს არ გაუხარდება კიდევ ერთი "გამოსაკვები პირის" გამოჩენა. მიუხედავად ამისა, იგი ნაგატოსა და ჩიბის მიიღებს.
გადარჩენის მიზნით, სამეული საჭმლის ქურდობას დაიწყებს. ამასობაში, ისინი დამეგობრდებიან კიდეც. ნაგატოს განსაკუთრებით იაჰიკოს პიროვნება მოხიბლავს. მისი შეუპოვრობა მასზე დიდ გავლენას მოახდენს. იაჰიკოსა და კონანის ოცნება მსოფლიოს სიძულვილისა და ტკივილისგან გათავისუფლებაზე ნაგატოს ოცნებაც გახდება.
მოგვიანებით, სამეული ამეგაკურეს მმართველ ჰანზოსა და კონოჰას ლეგენდარულ ნინძათა ბრძოლის თვითმხილველი გახდება. მოულოდნელად, ბრძოლის ველიდან გადმოვარდნილი ფეთქებადი კუნაი მათ წინ აფეთქდება და ჩიბის სიცოცხლეს იმსხვერპლებს. მეგობრების ცრემლების შემხედვარე იაჰიკო გადაწყვეტს, რომ ომისთვის ბოლოს მოღების მიზნით იგი ღმერთად უნდა გადაიქცეს. მისი ეს სიტყვები ნაგატოსთვის შთამაგონებელი გახდება.
ნინძიუცუს შესწავლის მიზნით იაჰიკო, ნაგატო და კონანი ჰანზოსთან ბრძოლაში გადარჩენილი შინობების ძებნას წამოიწყებენ. მეტად სახიფათო და დამქანცველი მოგზაურობისას ისინი ორ ცეცხლს შუა მოექცევიან, თუმცა, ნაგატოს დამცავი ველის წყალობით, ისინი აფეთქებას გადაურჩებიან. მიუხედავად ამისა, მათ ფეხქვეშ მიწა გამოეცლებათ და მდინარეში ჩაცვივდებიან.
ხანგრძლივი ძიების შემდეგ სამეული სანნინებს მიაგნებს. თავდაპირველად, მათთან დასალაპარაკებლად იაჰიკო მივა, რომელიც მათ საჭმელს მოსთხოვს, შემდეგ კი იგი თავის მეგობრებს დაუძახებს. ისინი სანნინებს საჭმლის მთელ მარაგს შეუჭამენ, შემდეგ კი მათ აედევნებიან. თანაგუნდელებს ოროჩიმარუ ბავშვების დახოცვას თითქოს-და მათდამი სიბრალულის მოტივით შესთავაზებს. ჯირაია მას შეაჩერებს და დროებით სამეულთან დარჩენას გადაწყვეტს.
ერთად ცხოვრებას ისინი ხის პატარა სახლში დაიწყებენ. უზომოდ კეთილი და მზრუნველი ჯირაია მათი ოჯახის ნაწილი მალევე გახდება. კონოჰასადმი არსებული სიძულვილის გამო, ერთადერთი ნაგატო ვერ შეძლებს მის მიღებას. მოგვიანებით, იაჰიკოს თავს იუაგაკურეს შინობი დაესხმება. ნაგატო მას გაუაზრებლად მოკლავს, ბრძოლის ველზე დაგვიანებით მისული ჯირაია კი მის რინნეგანს შენიშნავს. ნაგატო მწარედ განიცდის თავის საქციელს, რადგან ადამიანის მოკვლა მას უდიდეს ბოროტებად მიაჩნდა. მძიმე წუთებში მას ჯირაია გაამხნევებს და ეტყვის, რომ ის, რაც მან ჩაიდინა, მეგობრის დასაცავად გააკეთა, რის გამოც მის გაკიცხვას ვერავინ შეძლებდა. იმ წუთიდან ნაგატო თავის სენსეის მთელი გულით მიიღებს, მის უმთავრეს მიზნად კი კონანსა და იაჰიკოზე ზრუნვა და მათი დაცვა იქცევა.
ნაგატოს რინნეგანის შემხედვარე ჯირაია ჩათლის, რომ სწორედ იგია „ბავშვი წინასწარმეტყველებიდან“, რომელმაც მსოფლიოში დიდი ცვლილებელი უნდა მოახდინოს. ჯირაია მას ექვსი გზის ბრძენის შესახებ უამბობს და განაცხადებს, რომ ნაგატო მას ბრძენის რეინკარნაციად მიაჩნია.
ერთხელ, შინ დაბრუნებული ნაგატო ჯირაიას ეტყვის, რომ იგი მზადაა ბოლომდე იბრძოლის მშვიდობისთვის, არასდროს დანებდეს და ბოლო მოუღოს სიძულვილის „წყევლას“. მისი სიტყვები ჯირაიას პირველი წიგნის დადააზრად იქცევა, ამიტომ მთავარ გმირად იგი ნაგატოს პიროვნებას შეარჩევს.
ობლებთან სამწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ჯირაია მათ ნინძას ხელობას შეასწავლის. სამალავში იგი ოთხ ცალ ხის პატარა ფირფიტას ჩამოკიდებს, რაც მათ მტრისგან თავდაცვას გაუადვილებთ, და საიდუმლო გასასვლელს გააკეთებს. ერთ დღეს თავშესაფარში დაბრუნებული იაჰიკო, ნაგატო და კონანი ბაყაყის ტანსაცმელში გამოწყობილ ჯირაიას იპოვიან. გაკვეთილის უკეთ ახსნის მიზნით იგი მოსწავლეებსაც თავის მსგავსად შემოსავს, რაც იაჰიკოს აღაშფოთებს.
სამი წლის შემდეგ ჯირაია ობლებს მიატოვებს და სანნინებს დაუბრუნდება. წასვლის წინ ნაგატო მას მადლობას გადაუხდის. თავშესაფარში დაბრუნებული ობლები სენსეისგან სამახსოვროდ დატოვებულ მის წიგნს აღმოაჩენენ.
გავა დრო და აკაცუკის შექმნის მიზნით იაჰიკო, ნაგატო და კონანი თავშესაფრის დატოვებას გადაწყვეტენ, წასვლის წინ კი პირობას დადებენ , რომ ერთ დღეს, მათ შორის არსებული მანძილის მიუხედავად, ისინი შინ დაბრუნდებიან და, ჯირაია სენსეისთან ერთად, საქმის წარმატებით შესრულებას იზეიმებენ. გამოსამშვიდობებელი სიტყვების შემდეგ მათ უეცრად თავს დაესხმებიან, თუმცა, ჯირაიას მიერ გაკეთებული საიდუმლო გასასვლელის მეშვეობით, მტერს ისინი ხელიდან დაუსხლტებიან. სავარაუდოდ, ამ პერიოდშივე შეხვდებიან ისინი ზეცუსა და ობიტო უჩიჰას, რომელიც თავს მადარა უჩიჰად გაასაღებს. იგი იდეალურ მსოფლიოზე წამოიწყებს ლაპარაკს, თუმცა იაჰიკო წამიერად გააცნობიერებს მის ზრახვებს და ობიტოს მათთგან მიახლოებასაც კი აუკრძალავს. მიუხედავად ამისა, ნაგატოს დაინტერესებას იგი მაინც შეძლებს და, იაჰიკოსა და კონანისგან მალულად, მას შემდეგი შეხვედრის დროსა და ადგილს დაუნიშნავს[2].
აკაცუკის ლიდერი იაჰიკო გახდება. ორგანიზაცია თანდთანობით სახელს გაითქვამს. ერთ დღეს დაჭრილ ნაგატოსა და თავის სხვა მეგობრებს იაჰიკო მისიის შესასრულებლად წასვლის უფლებას არ მისცემს და თავად, ასევე დაჭრილი, გაემართება ბრძოლის ველისაკენ. მის შეჩერებას კონანი შეეცდება, თუმცა იაჰიკო მას განუცხადებს, რომ აკაცუკის საგანძურს ნაგატო წარმოადგენს, რადგან იგი მშვიდობისკენ მიმავალი ხიდია, თავად კი ამ ხიდის ერთ-ერთი საყრდენი. ნაგატო კონანს ეტყვის, რომ მშვიდობის ხიდს იაჰიკოს ნებისყოფა წარმოადგენს და, ბრძანების მიუხედავად, აკაცუკის სხვა შინობებთან ერთად, იგი იაჰიკოს დასახმარებლად გაემართება.
აკაცუკის რეპუტაციის ზრდა ჰანზოს შეაშფოთებს და მათ განადგურებას გადაწყვეტს. იგი იაჰიკოს მეგობრობის ხელს გაუწვდის, მომდევნო დღეს კი კონანს გაიტაცებს. გარდა ამისა, ჰანზო კონოჰას ანბუს ლიდერ დანზოს სთხოვს დახმარებას. იგი ნაგატოს კუნაის გადაუგდებს და იაჰიკოს მოუკვას უბრძანებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მათ კონანის მოკლვით დაემუქრება. ნაგატო მეგობრების გაწირვას ვერ შეძლებს და, სავარაუდოდ, თავის მოკვლას გადაწყვეტს, რასაც მას იაჰიკო არ დააცდის, რადგან მის კუნაიზე იგი თავადვე წამოეგება. სიკვდილის წინ იგი ნაგატოს ეტყვის, რომ მან და კონანმა უნდა იცოცხლონ და რომ იგი მსოფლიოს გადარჩენას შეძლებს. გავა დრო და ნარუტოსთან საუბრისას იაჰიკოს სიკვდილს ნაგატო თავისი ცხოვრების მეორე უდიდეს ტკივილად მოიხსენიებს.
ჰანზოსა და დანზოს შინობები ნაგატოსკენ უამრავ კუნაის ისვრიან, თუმცა შინრა ტენსეის მეშვეობით იგი ყველა მათგანს მოიგერიებს. ამის შემდეგ ნაგატო მტრისგან კონანს გამოიხსნის, თუმცა ჰანზო მის ფეხებზე უამრავ ფეთქებად იარლიყს მიამაგრებს და ააფეთქებს. ნაგატო კონანს იაჰიკოს გვერდით მოათავსებს, თავად კი გარეთა გზის დემონურ ქანდაკებას გამოიძახებს. მისი მეშვეობით იგი ჰანზოს შინობებსა და დანზოს ანბუს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს, თავად ჰანზო კი ბრძოლის ველიდან ტელეპორტაციის ტექნიკის მეშვეობით გაიქცევა.
ჩაკრას გადამეტებით მოხმარება ნაგატოს დააუძლურებს, ფეხების დაზიანების გამო კი სიარულს იგი ვეღარასდროს შეძლებს. გარდა ამისა, მის ზურგში დემონური ქანდაკების ლითონის ღეროები სამუდამოდ ჩარჩება.
იაჰიკოს სიკვდილი ნაგატოს პიროვნებას სრულად შეცვლის. იგი ფეინის ექვს გზას შექმნის, თავს კი ღმერთს უწოდებს. დევას გზას იგი იაჰიკოს სხეულისგან შექმნის და მისი ხელებით შეუდგება მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებას. ნაგატო აკაცუკის ლიდერი გახდება და ორგანისაზიას ეს რანგის კრიმინალებით დააკომპლექტებს. გარდა ამისა, იგი ჰანზოს მოკლავს და მთელ მის მოდგმას ამოხოცავს. სიკვდილის წინ ფეინი ჰანზოს განუცხადებს, რომ იგი ნაგავია, რომელიც ვერაფერს ხვდება.
ნაგატო მეოთხე მსოფლიო ომის წამოწყებასა და, ამასთანავე, უძლიერესი "იარაღის" შექმნას გადაწყვეტს, რომლის მეშვეობითაც მთელი ქვეყნის წამიერად განადგურება იქნებოდა შესაძლებელი. ასეთი იარაღის შექმნის მიზნით, აკაცუკის მეშვეობით, იგი ჯინჩურიკების დაჭერასა და კუდიანი ურჩხულების გარეთა გზის დემონურ ქანდაკებაში ჩაბეჭდვას წამოიწყებს.
მოგვიანებით, აკაცუკის ლიდერზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ამეგაკურეში ჯირაია შეიპარება. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ფეინის ექვსი გზის მეშვეობით ნაგატო მას მოკლავს, მანამდე კი ჯირაია ექვსი გზის ტექნიკებისა და მათი მოქმედების მექანიზმის შესახებ დაშიფრულ ინფორმაციას კონოჰაში გადაგზავნის.
მოგვიანებით, კონანთან ერთად, ფეინი ცხრაკუდიანი ურჩხულის დასაჭერად გაემართება. იგი კონოჰას ბევრ შინობს, მათ შორის კაკაშისაც, მოკლავს. ნარუტოს ადგილმდებარეობის გაგების შემდეგ იგი, ფართომასშტაბიანი შინრა ტენსეის გამოყენებით, კონოჰას მიწის პირისგან აღგვის, რაც სოფლის ადგილას უზარმაზარ კრატერს დატოვებს, მანამდე კი ცუნადეს განუცხადებს, რომ დიდებული ქვეყნები, რომლებიც მშვიდობისთვის ომობდნენ, მშვიდობამ სულელებად აქცია და რომ ნამდვილი ტკივილის შეცნობის გარეშე მშვიდობის დაფასება შეუძლებელია.
კაცუის დახმარებით ცუნადე სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის გადარჩენას შეძლებს, რაც მის ჩაკრას ბოლომდე ამოწურავს. მიუხედავად ამისა, იგი ფეინს წინ გადაეღობება და მასთან საბრძოლველად გაემზადება. ამასობაში, ბრძოლის ველზე მიობოკუს მთიდან დაბრუნებული ნარუტო გამოჩნდება. ცუნადეს იგი დასვენებას ურჩევს, თავად კი ფეინის განადგურებას გადაწყვეტს.
გომბეშოების დახმარებით ნარუტო ფეინის ხუთ გზას გაანადგურებს. მიუხედავად ამისა, მას დევა დაამარცხებს და, ჩაკრას მომშლელი მახვილის მეშვეობით, ხელებით მიწაზე მილურსმავს. ნაგატო განაცხადებს, რომ მას მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის მოტანა სურს. იგი ნარუტოს ეტყვის, რომ კონოჰამ ისევე გაანადგურა თავისი ოჯახი, მეგობრები და სოფელი, როგორც თავად - კონოჰა და რომ საერთო მიზნის მისაღწევად ისინი განსხვავებული გზებით იბრძვიან, რადგან სამართლიანობა ყველას თავისებურად ესმის. მიუხედავად ამისა, ნაგატოს აზრით, მათ შორის დიდი განსხვავება არაა, რადგან ორივე მათგანი მშვიდობის ნიღაბს ამოფარებული შურისძიების მოტივით მოქმედებს. ნაგატო ნარუტოს თავის გეგმას გააცნობს და განაცხადებს, რომ ნამდვილი მშვიდობა არ არსებობს. მისი აზრით, ადამიანები სულელები არიან და რომ მხოლოდ ტკივილის შიში აიძულებთ მათ მშვიდობის დაფასებას, თუმცა, ასეთი მშვიდობა მხოლოდ დროებითი იქნება, რადგან თანდათანობით ადამიანები ტკივილს დაივიწყებენ და მსოფლიოში კვლავინდებურად ომიანობა და სიძულვილი დაისადგურებს, რაც, ნაგატოს აზრით, შინობთა მსოფლიოს მართავს. მისი თქმით, სწორედ ამ დროს გამოიყენებენ ადამიანები მის იარაღს, რაც მათ ტკივილს შეახსენებს და მსოფლიოს დროებით მშვიდობას მოუტანს.
ნაგატოს კითხვაზე, თუ როგორ აპირებს იგი სიძულვილისთვის ბოლოს მოღებას, ნარუტო პასუხს ვერ გასცემს, რის შემდეგაც ნაგატო მისგან ცხრაკუდიანის ჩაკრას ამოცლას შეეცდება, თუმცა მას ჰინატა შეაჩერებს. იგი ფეინს შეებრძოლება, თუმცა დამარცხდება. მეგობრის გადასარჩენად მებრძოლი ჰინატა ერთადერთი შინობი აღმოჩნდება, რომელსაც ფეინი არ მოკლავს, არამედ დაჭრის, რაც მას გონებას დააკარგვინებს.
ჰინატას ვითომდა სიკვდილის ხილვით განცდილი ტკივილი და სიძულვილი ნარუტოში ცხრაკუდიანს ჩაკრას გაააქტიურებს. შედეგად, ფეინის წინაშე დემონი მელიის ექვსკუდიანი ფორმა წარდგება. მის დამარცხებას ფეინი ჩიბაკუ ტენსეის მეშვეობით შეძლებს, თუმცა, მერვე კუდის გამობმის შემდეგ, ურჩხული ქვის სფეროდან თავის დაღწევას მოახერხებს. ამასობაში, მამის, მინატო ნამიკაზეს დამხარებით, ნარუტო სიძულვილს მოთოკავს. მას შემდეგ, რაც ურჩხული გაქრება, ნარუტო დევას დაამარცხებს და ნაგატოსთან დასალაპარაკებლად გაემართება.
პირის-პირ შეხვედრისას ნარუტო ბრძოლავე უარს იტყვის და ნაგატოს მისი ისტორიის მოყოლას მოსთხოვს. ნაგატოს ამბის მოსმენის შემდეგ იგი განაცხადებს, რომ, მის მსგავსად, თვითონაც დიდი ტკივილი აქვს განცდილი. მიუხედავად ამისა, მას ახსოვს თავისი სენსეის წიგნი, სადაც წერია, რომ "წყევლის" დასამსხვრევად შინობმა ყოველგვარ ტკივილს უნდა გაუძლოს. იგი ნაგატოს სიტყვებს გაიმეორებს და განაცხადებს, რომ თავად "ნარუტო", წიგნის მთავარი გმირის სახელი ჰქვია და რომ ყველანაირ ტკივილთან გამკლავებას შეძლებს, რადგან მან დაიჯერა ის, რისიც ნაგატოსა და ჯირაიას სჯეროდათ. ნაგატო გააცნობიერებს, რომ მან არა მხოლოდ თავის მასწავლებელს, არამედ საკუთარ თავსაც უღალატა. მიუხედავად ყველაფრისა, ნარუტოში იგი იმედს დაინახავს და მის სიტყვებს ირწმუნებს. უკანასკნელი ძალებით, ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით, იგი კონოჰას ყველა დაღუპულ მკვიდრს გააცოცხლებს, თავად კი, ჯირაიას მსგავსად, ღიმილით მოკვდება.
მეოთხე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით ნაგატოს კაბუტო იაკუში გააცოცხლებს და, იტაჩი უჩიჰასთან ერთად, მას ნარუტოსა და კილერ ბის დასაჭერად გაგზავნის. შეხვედრამდე ნაგატო ნარუტოს ჩაკრას ამოიცნობს და, მისივე თქმით, ნოსტალგიური გრძნობა დაეუფლება. ნარუტოს იგი ცხრაკუდიანის დამორჩილებასა და სიძულვილზე გამარჯვებას მიულოცავს, რის შემდეგაც, ედო ტენსეის ძალით, იგი ჯინჩურიკებს შეებრძოლება. ყოველი ტექნიკის შესრულების წინ ნაგატო და იტაჩი მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილებენ და მათი დაძლევის გზებსაც ასწავლიან. ამასობაში, შისუის გენძიუცუს წყალობით იტაჩი ედო ტენსეის თავს დააღწევს. იგი ნაგატოს ამატერასუს ცეცხლში გახვევს, რასაც ეს უკანასკნელი შინრა ტენსეის მეშვეობით გაანეიტრალებს. ამასობაში, კაბუტო ნაგატოს ცნობიერებას დაბლოკავს. იგი ფართომასშტაბიან შინრა ტენსეის გამოიყენებს, შემდეგ კი კილერ ბის ჩაკრას შთანთქავს და სხეულს გაიჯანსაღებს. ექვსი გზის ტექნიკების მეშვეობით ნაგატო ჯინჩურიკებს შეიპყრობს, თუმცა მათ იტაჩი დაიხსნის. ამის შემდეგ, ნაგატო ჩიბაკუ ტენსეის შესრულებას წამოიწყებს, მისი მოწინააღმდეგეები კი, გაერთიანებული ძალებით, გრავიტაციის სფეროს გაანადგურებენ, რის შემდეგაც იტაჩი მას ტოცუკას მახვილით განგმირავს.
შედეგად ნაგატოს ცნობიერება დაუბრუნდება. იგი იტაჩის მოუბოდიშებს, ნარუტოს კი ეტყვის, რომ იგი იქ ბრუნდება, სადაც მას მათი სენსეი უცდის. ჯირაიას იგი ტრილოგიის პირველ ნაწილად მოიხსენიებს, რომელიც, მისი აზრით, უნაკლო იყო. მისი თქმით, მეორე ნაწილმა, რასაც თავად წარმოადგენდა, არ გაამართლა, რის გამოც თავს იგი ნაგავს უწოდებს, ამიტომ ნაგატო მესამე ნაწილს, ნარუტოს სთხოვს, ისეთი კაშკაშა იყოს, რომ ყველას დაავიწყდეს მეორის მარცხი, რის შემდეგაც იტაჩი მას სუსანოში ჩაბეჭდავს[3].
პიროვნება
ბავშვობაში ნაგატო მეტად კეთილი, მგრძნობიარე და გულუბრყვილო იყო. თავის გადარჩენის მიზნით საჭმლის მოპარვას მას სიკვდილი ერჩია. მშობლების დაკარგვით განცდილი ტრავმის გამო ნაგატო იშვიათად იცინოდა. ცხოვრების უმთავრეს მიზანს მისთვის საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაცვა წარმოადგენდა. ადამიანის მოკვლა მას უპატიებელ დანაშაულად მიაჩნდა. გარდა ამისა, იგი მზად იყო მშვიდობისთვის თავდაუზოგავად ებრძოლა და, ყველანაირი ტკივილის მიუხედავად, სიძულვილისა და ომიანობის გაუთავებელი „წყევლისთვის“ მოეღო ბოლო. იაჰიკოს სიკვდილი შემდეგ ნაგატო ცივი და მარტოსული გახდება. იგი მიიჩნევს, რომ „ნამდვილი ტკივილის“ შეცნობის გარეშე მშვიდობის დაფასება შეუძლებელია. ბავშვობის „გულუბრყვილო“ ოცნებაზე ნაგატო უარს იტყვის და ახალ გეგმას შეიმუშავებს. იგი თავს „ღმერთს“ უწოდებს და განაცხადებს, რომ მისი მისია მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებაა. მიზნის მისაღწევად იგი ჯირაიასაც კი მოკლავს. ნაგატოს გულუბრყვილობასა და მის იდეოლოგიას ტობი სათავისოდ გამოიყენებს. ყველაფრის მიუხედავად, ნაგატო მეგობრობის ფასს არ დაივიწყებს. ნარუტოს დასაცავად მებრძოლი ჰინატა კონოჰას ერთადერთი შინობი აღმოჩნდება, რომელსაც იგი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებს. ნაგატო აკაცუკიშიც შეეცდება მეგობრული ატმოსფეროს შექმნას. დეიდარას დაღუპვის შემდეგ, აკაცუკის წევრებს იგი მის დატირებას ურჩევს[4], კისამეს კი ჰიდანისა და კაკუზუსთვის „ზომბი წყვილის“ დაძახების გამო უსაყვედურებს.
ქედმაღლური გამონათქვამების მიუხედავად ნაგატო ასეთი არასდროს ყოფილა. თავის შესაძლებლობებს იგი ზომაზე მეტად არ აფასებდა. გარდა ამისა, მას მოწინააღმდეგის დაფასება შეეძლო. ჯირაიას მოკვლის შემდეგ თავის მასწავლებელს იგი წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს, კაკაშისთან ბრძოლის წინ კი განაცხადებს, რომ მისთვის პატივია ცნობილ „კოპი ნინძასთან“ შეხვედრა[5].
კონანის, როგორც თავისი ოჯახის უკანასკნელი წევრის მიმართ ნაგატო განსაკუთრებით მოსიყვარულე და მზრუნველი იყო. აკაცუკიდან ერთადერთი კონანი მიმართავდა მას საკუთარი სახელით. ამეგაკურეში იგი მის „ანგელოზად“ იწოდებოდა.
ედო ტენსეით გაცოცხლებული ნაგატო ისეთივეა, როგორიც იაჰიკოს სიკვდილამდე იყო. იგი იხუმრებს კიდეც, რაც ნარუტოს ძლიერ გააკვირვებს[6] და აღნიშნავს, რომ მას არ აკვირვებს ნარუტოს ცხრაკუდიანზე გამარჯვების ფაქტი, რადგან ისიც ჯირაიას მიერაა აღზრდილი[7].
გარეგნობა
ნაგატოს უზუმაკის კლანისთვის დამახასიათებელი სწორი, წითელი თმა ჰქონდა, რაც მას ნიკაპამდე სწვდებოდა და ბავშვობაში თვალებს სრულად უფარავდა. ყმაწვილ და ზრდასრულ ნაგატოს თმა მხოლოდ მარჯვენა თვალზე ჰქონდა ჩამოფარებული. გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახების შედეგად ნაგატო უკიდურესად დაუძლურდება. იგი სხეულის კუნთოვან და ცხიმოვან მასას თითქმის სრულად დაკარგავს და ძლიერ გახდება. გარდა ამისა, ზურგში მას ლითონის უამრავი ღერო ჩარჩება. გადაადგილების მიზნით, ნაგატო ექვსფეხიან მექანიკურ მოწყობილობას იყენებდა, საიდანაც ჩაკრას მომშლელი მახვილის გატყორცნა შეეძლო. ორივე მხრის სახსარსა და წინამხრებში მას ჩაკრას მიმღებები ჰქონდა გაყრილი. მის შუბლსაკრავზე ამეგაკურეს სიმბოლო ჰანზოს რეჟიმის დამხობის ნიშნად იყო გადახაზული. ნაგატო აკაცუკის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ორგანიზაციის უნიფორმას არ ატარებდა. სიკვდილის წინ, ზეციური სიცოცოხლის სამსარას გამოყენების შედეგად, ჩაკრას გადაჭარბებულად მოხმარების გამო, ნაგატოს წითელი თმა გათეთრდება. რეინკარნაციის შემდეგ მას კვლავინდებურად შეზღუდული შესაძლებლობები და თეთრი თმა ექნება, თუმცა რვაკუდიანის ჩაკრას შთანთქმის გზით იგი სხეულს გაიჯანსაღებს და ჯანმრთელი ადამიანის იერს დაიბრუნებს. შესაძლებლობები ნაგატო ლეგენდარულ რინნეგანს ფლობდა, რაც მას ჩაკრას ბუნების ხუთივე გარდასახვის მართვის უნარსა და ყველანაირი ძიუცუს გამოყენების პოტენციალს ანიჭებდა. მისი წყალობით ნაგატო ექვსი გზის ექვს უნიკალურ ტექნიკას ფლობდა. ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის მეშვეობით ნაგატოს გარდაცვლილთა გაცოცხლება შეეძლო. კონანის განმარტებით, გარეთა გზას სიკვდილისა და სიცოცხლის მართვაზე მიუწვდება ხელი.
თავისი უძლიერესი ტექნიკების უმრავლესობას ნაგატო დევას გზის მეშვეობით იყენებდა. მის ერთ-ერთ ძირითად იარაღს შინრა ტენსეი წარმოადგენდა. ამ ტექნიკით ფეინს როგორც შეტევა, ისევე თავდაცვა შეეძლო, რასაც სხეულის ირგვლივ ჩაკრას დამცავი სფეროს წარმოქმნით აკეთებდა. დევა ბანშო ტენინსაც ფლობდა, რითიც, მაგნიტის მსგავსად, ობიექტების მიზიდვა შეეძლო. გარდა ამისა, ამავე ტექნიკით იგი ობიექტების "გონების ძალით" მართვას და, სავარაუდოდ, ფრენას ახერხებდა. ჩიბაკუ ტენსეი დევას უძლიერეს ტექნიკას წარმოადგენდა. მისი შესრულდება მას მხოლოდ ნაგატოს სიახლოვეს შეეძლო. ცხრაკუდიანთან ბრძოლისას დევა სწორედ ამ ტექნიკით შეაჩერებს ურჩხულს. იგი ქვის უზარმაზარ სფერულ ციხეს წარმოქმნის, რაშიც მას გამოამწყვდევს.
ნაგატოს ჩაკრას შეცნობა შეეძლო. ამეგაკურეში უცხოელის შემოპარვას იგი წვიმის წვეთებით აღიქვამდა. გარდა ამისა, მას წვიმის მართვა შეეძლო. რეინკარნაციის შემდეგ, ნარუტოსა და კილერ ბის დასაჭერად მივლენილი ნაგატო ნარუტოს ჩაკრას მასთან შეხვედრამდე შეიგრძნობს.
ნაგატოს დემონური ქანდაკების გამოძახება ბუნებრივად შეეძლო[1]. ჰანზოსთან ბრძოლისას მან ქანდაკების პირიდან გამომავალი ინდიგოსფერი დრაკონი გამოიყენა, რაც ერთი შეხებით კლავდა ადამიანებს. დემონური ქანდაკებიდან გამომავალი აჩრდილი დრაკონების მეშვეობით ნაგატოს ჯინჩურიკებიდან კუდიანი ურჩხულების ჩაკრას ამოცლას ახერხებდა. აკაცუკის დანარჩენ წევრებს იგი მხოლოდ ენერგიისა და დროის დაზოგვის მიზნით იყენებდა. ნარუტოს დამარცხების შემდეგ, დევა მისგან ურჩხულის ამოცლას დამოუკიდებლად გადაწყვეტს, რასაც მას ჰინატა არ დააცდის.
ნაგატოს გენძიუცუს გამოყენებაც შეეძლო. კაკაშისთან ბრძოლისას მან მოწინააღმდეგის დროებითი დაბრმავება შეძლო და მისი შეტევა აიცდინა[8]. გარდა ამისა, მას ადამიანის გონებაში ბარიერების შექმნა შეეძლო, რაც მისი გონების წაკითხვას თითქმის შეუძლებელს ხდიდა.
ნაგატო აკაცუკის წევრების მიერ ჩაკრას სახით გადმოგზავნილ ფიქრებს იჭერდა და ყველას ერთად სასურველ ადგილას გადასცემდა. ამ ტექნიკის წყალობით, ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებული აკაცუკის წარმომადგენლები ასტრალური სხეულებით ურთიერთობდნენ.
ფეინის ექვსივე გზას ხელებიდან შეუზღუდავი სიგრძისა და რაოდენობის ჩაკრას მომშლელი მახვილების წარმოქმნა შეეძლო, რაც, მოწინააღმდეგის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში, მის ჩაკრას მიმოქცევას აჩერებდა. მისი მეშვეობით ნაგატოს სხვის სხეულში თავისი ჩაკრას გადაცემა შეეძლო.
ფეინის ნამოქმედარია ხუთი ბეჭდის ბარიერი, რაც მან აკაცუკის გამოქვაბულის შესასვლელის ირგვლივ წარმოქმნა და სარკისებური უეცარი თავდამსხმელის ტექნიკა, რის გამოც გაისა და მის გუნდს საკუთარ ორეულებთან მოუხდათ ბრძოლა.
ნაგატოს უამრავი ცხოველის გამოძახება შეეძლო. ფეინის მსგავსად, ყველა მათგანს თვალებად რინნეგანი ჰქონდა. მათგან აღსანიშნავია ძაღლის მაგვარი არსება და გიგანტური ქამელეონი. პირველი მათგანი სასიკვდილოდ დაჭრის შემთხვევაში ორმაგდებოდა. გარდა ამისა, მას გაერთიანებაც შეეძლო, რაც შედეგად მრავალთავიან გიგანტურ ძაღლს ქმნიდა. ქანელეონის ხახაში დამალვის გზით კი ფეინი უჩინარი ხდებოდა.
სახელები:
ფეინი (ペイン, ფეინ) ღმერთი (神, კამი) ბავშვი წინასწარმეტყველებიდან (予言の子, იოგენ ნო კო) ამ მსოფლიოს მხსნელი (この世の救世主, კონო იო ნო კიუსეიშუ) მესამე ექვსი გზა (三人目の六道, სანნინმე ნო რიკუდო)
დებიუტი
მანგა 372-ე თავი ანიმე მეორე ნაწილი, 128-ე სერია ფილმი ნარუტო 6: გზა ნინძასკენ (ფეინი) ვიდეო თამაში Naruto Shippūden: Ultimate Ninja Heroes 3 (ფეინი) Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2 გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში და ფილმი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი სქესი მარსის სიმბოლო.svg მამრობითი ასაკი გარდაცვლილი წოდება ეს-რანგი აკაცუკის ლიდერი ამეგაკურეს მმართველი სენსორი გუნდი აკაცუკის სიმბოლო.svg აკაცუკი პარტნიორები კონანი კუთვნილება ამეგაკურეს სიმბოლო.svg ამეგაკურე კლანი უზუშიოგაკურეს სიმბოლო.svg უზუმაკი სენჯუს სიმბოლო.svg სენჯუ დოძიუცუ თარგი:რინნეგანი
ბუნების ტიპი
ცეცხლის გამოშვება წყლის გამოშვება მიწის გამოშვება ელვის გამოშვება ქარის გამოშვება ინის გამოშვება იანის გამოშვება ინ-იანის გამოშვება
ძიუცუ
დევას გზა ჩიბაკუ თენსეი შინრა თენსეი ბანშო თენინ ცხოველის გზა ასურას გზა ნარაკას გზა ადამიანის გზა სულის ამოცლა პრეტას გზა ბლოკირების ტექნიკის შთანთქმის ბეჭედი გარეთა გზა: ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა ჩაბეჭდვის ტექნიკა: აჩრდილი დრაკონების შთანთქმის ცხრა ბეჭედი გამოძახების ტექნიკა (გარეთა გზის დემონური ქანდაკება, კონანი, ფეინის ექვსი გზა) ასტრალური სხეულის ტექნიკა გონებრივი ბარიერები წვიმის ვეფხვი სურვილისამებრ ტექნიკა ვიძახებ: გარეთა გზის დემონურ ქანდაკებას გარდასახვის ტექნიკა ჩრდილის კლონის ტექნიკა გაბევრების გამოძახების ტექნიკა ჩაკრას შეგრძნობის ტექნიკა ხუთი ბეჭდის ბარიერი სარკისებური უეცარი თავდამსხმელის ტექნიკა წყლის გამოშვება: ფეთქებადი წყლის შეჯახების ტალღა (მხოლოდ ანიმეში) წყლის გამოშვება: ველური წყლის ტალღა ქარის გამოშვება: ქარის ტყვიები (მხოლოდ ანიმეში)
იტაჩი უჩიჰა (うちは イタチ, უჩიჰა იტაჩი) კონოჰაგაკურელი შინობი იყო, რომელმაც თავისი კლანი ამოხოცა და გაქცეული ნინძა გახდა. თავიდან იტაჩი სერიების ერთ-ერთ მთავარ ბოროტმოქმედს წარმოადგენდა, სიკვდილის შემდეგ კი იგი გმირად გარდაიქმნა. იტაჩი ანბუს კაპიტანი იყო, რომელსაც კონოჰაგაკურეს მმართველმა საბჭომ უჩიჰას კლანის ამოხოცვა იმ მიზეზით დაავალა, რომ მათი მხრიდან სოფლის წინააღმდეგ დიდი აჯანყება იყო მოსალოდნელი, რაც ომის საშიშროებას ქმნიდა. იტაჩის თქმით, იგი მუდამ კონოჰას დასაცავად მოქმედებდა, მაშინაც კი, როცა იგი აკაცუკის შიგნით იყო. მეოთხე მსოფლიო ომში სწორედ იტაჩი შეაჩერებს უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას, რითაც გაერთიანებულ ძალებს დიდ მსხვერპლს აარიდებს.
დებიუტი
მანგა 139-ე თავი ანიმე ნარუტო, მე-80 სერია ფილმი ნარუტო 6: გზა ნინძასკენ OVA კონოჰას დიდი სპორტული ფესტივალი! ვიდეო თამაში Naruto: Ultimate Ninja 2 გამოჩნდა ანიმე, მანგა, ვიდეოთამაში და ფილმი გახმოვანება ახმოვანებს ჰიდეო იშიკაუა
მონაცემები
დაბადების თარიღი 9 ივნისი სქესი მარსის სიმბოლო.svg მამრობითი ასაკი 1-ლი ნაწილი: 17-18 მე-2 ნაწილი : 21 (გარდაცვლილი) სიმაღლე 178 სმ. წონა 58 კგ. წოდება ეს-რანგი გაქცეული ნინძა გუნდი აკაცუკის სიმბოლო.svg აკაცუკი პარტნიორები კისამე ჰოშიგაკი კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო.svg კონოჰაგაკურე კლანი უჩიჰას სიმბოლო.svg უჩიჰა დოძიუცუ შარინგანი.svg შარინგანი იტაჩის მანგეკიო.svg მანგეკიო შარინგანი
ამატერასუ კლონის დიდებული აფეთქება ყვავის კლონის ტექნიკა დემონური ილუზია: სარკე ზეცისა და მიწის შეცვლა დემონური ილუზია: შემბოჭველი პალოების ტექნიკა ბინდის ყვავის გენძიუცუ უტაკატა ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა ცეცხლის გამოშვება: ფენიქსი ბრძენი ცეცხლის ტექნიკა კატონ: ჰოსენკა ცუმაბენი გენძიუცუ: შარინგანი იზანამი ჩრდილის კლონის ტექნიკა გამოძახების ტექნიკა (ყვავები) სუსანოო ტრანსკრიფციის ბეჭედი: ამატერასუ ცუკუიომი წყლის გამოშვება: წყლის დრაკონის ტყვიის ტექნიკა წყლის გამოშვება: წყლის ეშვის ტყვია იასაკა ნო მაგატამა
იარაღები
ხმალი სუსანოოს მახვილი ტოცუკას მახვილი იატა სარკე
ჯირაია
ჯირაია (自来也, ჯირაია) კონოჰაგაკურეს ერთ-ერთი ლეგენდარული სანნინი იყო. მთელი ცხოვრება იგი აღთქმულ მოსწავლეს დაეძებდა, რომელმაც, წინასწარმეტყველების თანახმად, მსოფლიო უნდა შეცვალოს. ცუნადესა და ოროჩიმარუსთან ერთად ჯირაია მესამე ჰოკაგეს მოსწავლე იყო. იგი ამეს ობლების, მეოთხე ჰოკაგესა და ნარუტო უზუმაკის ყოფილი სენსეია. გარდა ამისა, იგი ნარუტოს ნათლიაცაა. ჯირაიას მიერაა დაწერილი ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე და პოპულარული პორნოგრაფიული ნაწარმოები იჩა იჩა.
წარსული -ჰირუზენის გუნდი
ნინძების აკადემიის დამთავრების შემდეგ, ცუნადესა და ოროჩიმარუსთან ერთად, ჯირაია ჰირუზენ სარუტობის გუნდში გაანაწილეს. მისი დაუდევარი და გულუბრყვილო ხასიათის გამო ჯირაია თითქმის ყველა შეჯიბრებასა თუ ვარჯიშს მარცხით ასრულებდა ხოლმე. საქმის მიმართ მისი არასერიოზული დამოკიდებულება ხშირად აშფოთებდა კონოჰას მესამე ჰოკაგეს, ამიტომ ერთ დღეს ზარმაც მოწაფეს მან გამოძახების ტექნიკა უჩვენა. როგორც იგი ვარაუდობდა, ჯირაია გააოცა და აღაფრთოვანა მაიმუნი მეფე: ენმას გამოჩენამ. მან მიიჩნია, რომ ასეთი ორიგინალური ტექნიკით იგი ცუნადეს პატივისცემასა და სიყვარულს დაიმსახურებდა, ამიტომ უყოყმანოდ გაითვალისწინა სენსეის სიტყვები და ინტენსიური ვარჯიში დაიწყო, რათა უკეთ დაუფლებოდა ჩაბეჭდვის ტექნიკებსა და ჩაკრას კონტროლს. ჯირაიას ვარჯიში მალევე მობეზრდა და, ჰირუზენის წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოძახების ტექნიკა ალალ ბედზე გამოიყენა, შედეგად კი მიობოკუს მთაზე აღმოჩნდა, სადაც, როგორც ეს მოგვიანებით შეიტყო, მის გამოჩენას ელოდნენ. ფუკასაკუმ იგი დიად ბრძენ გომბეშოს წარუდგინა, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში ჯირაია აუცილებლად გაიჩენდა მოწაფეს, რომელიც რევოლუციურ ცვლილებებს მოუტანდა მსოფლიოს - გახდებოდა მისი განადგურების მიზეზი, ან პირიქით, იხსნიდა მას ომებისა და ქაოსისაგან. იმ დღიდან ჯირაია მიობოკუს მთის ხშირი სტუმარი გახდა. აქ მან ბევრი ახალი ტექნიკა შეისწავლა და დიდი გამოცდილება მიიღო. აქვე დაეუფლა ბრძენის რეჟიმს. პარალელურად ჯირაია კონოჰაგაკურეში, ჰირუზენის გუნდში ვარჯიშობდა, რამაც ერთიორად გაზარდა მისი მიღწევები. გავიდა დრო და ჯირაიამ ნაწინასწარმეტყველევი მოწაფის მოძებნა გადაწყვიტა. მან მშობლიური სოფელი დატოვა და უცხო მიწებზე სამოგზაუროდ გაემართა. ხუთ დიდებულ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. სამოქალაქო ომების გამო ქაოსი და აგრესია მწვავდებოდა, რასაც ხალხისთვის მხოლოდ ტკივილი და გაჭირვება მოჰქონდა. ჯირაიას არ ასვენებდა კითხვა, თუ როგორ შეიძლება ომიანობისთვის ბოლოს მოღება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. პასუხის ძიებაში იგი უამრავ ადამიანს შეხვდა, თუმცა მათგან მხოლოდ უიმედობასა და მომავლისადმი ურწმუნოებას იღებდა. მისდა საბედნიეროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ ბიჭს შეხვდა, რომლის სიტყვებმა მას მისი პირველი წიგნის სიუჟეტი შთააგონა. ამ წიგნის წაკითხვამ მინატო ნამიკაზე იმდენად აღაფრთოვანა, რომ მან თავის შვილს მთავარი გმირის სახელი - ნარუტო დაარქვა.
ქვეყნებს შორის მუდმივმა უთანხმოებამ შინობთა სამყარო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა. ჯირაია იძულებული გახდა მოგზაურობა შეეწყვიტა და კონოჰაში დაბრუნებულიყო. როცა ცუნადეს ძმა და სატრფო დაიღუპნენ, ჯირაიამ მტკიცედ გადაწყვიტა მსოფლიოს ტკივილისა და მწუხარებისგან ხსნა. მოგვიანებით, ომში ჰირუზენის გუნდიც ჩაება. ისინი ამეგაკურეს ლიდერ ჰანზოს დაუპირისპირდნენ. ბრძოლამ დიდხანს გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ მტრის უპირატესობა აშკარა იყო კონოჰელები დანებებას მაინც არ აირებდნენ. მათმა სიძლიერემ, შესაძლებლობებმა და ხასიათის სიმტკიცემ ჰანზო გააოცა. მისი თქმით, ომი მაინც კონოჰელების გამარჯვებით დასრულდებოდა, ამიტომ მათთან ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. მან ცუნადე, ოროჩიმარუ და ჯირაია კონოჰას ლეგენდარულ შინობებად აღიარა და მათ კონოჰას სანნინები უწოდა. მოგვიანებით ჰირუზენის ყოფილი მოწაფეები მსოფლიომაც ამ სახელით გაიცნო.
ჰანზოსთან ბრძოლის შემდეგ ახლა უკვე სანნინები კონოჰაგაკურესკენ გაემართნენ. გზად ისინი სამ ობოლ ბავშვს შეხვდნენ, რომლებიც წარმოშობით ამეგაკურედან იყვნენ. მათი მშობლები მტრის თავდასმის შედეგად დაიღუპნენ. ბავშვებისთვის ზედმეტი ტანჯვის თავიდან ასარიდებლად ოროჩიმარუმ თანაგუნდელებს მათ დახოცვა შესთავაზა. ჯირაიამ შეაჩერა მეგობარი და ობლების ბედით შეწუხებულმა მათთად დარჩენა და დახმარება გადაწყვიტა. ამ ობოლთაგან ორი - იაჰიკო და კონანი ჯირაიას მალევე მიეჩვვნენ, ნაგატოს კი მისი ნდობა გაუჭირდა, რადგან მისი მშობლები კონოჰას შინობებმა დახოცესს. ერთ დღეს სამეულს იუაგაკურეს შინობი დაესხა თავს. იაჰიკოს გადასარჩენად ნაგატომ თავისდაუნებურად რინნეგანი გამოიყენა, რაც მოწინააღმდეგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისული ჯირაია ნაგატოს განსაკუთრებულ თვალებს პირველად შენიშნავს, რაც მას აფიქრებინებს, რომ სწორედ ის არის ნაწინასწარმეტყველევი ბავშვი, რომელმაც მსოფლიოს რადიკალური ცვლილებები უნდა მოუტანოს. ნაგატო ბუნებით გულუბრყვილო და კეთილშობილი ბავშვი იყო, ამიტომ მან მომხდარი მეტად მტკივნეულად განიცადა. იგი თავს ვერ პატიობდა, რომ მისი ბრალით ადამიანი დაიღუპა. მძიმე წუთებში იგი ჯირაიამ გაამხნევა. მან ნაგატოს შეახსენა, რომ იგი მეგობარს იცავდა, ამიტომ მის განკითხვას ვერავინ შეძლებდა. ჯირაიამ მას უთხრა, რომ „როდესაც ადამიანები ტკივილს განიცდიან, ისინი სიძულვილს სწავლობენ. როდესაც ადამიანები სხვებს აყენებენ ტკივილს, ისინი მათ სიძულვილს იმსახურებენ და დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, მაგრამ ასევე იციან, რომ ეს ტკივილი ადამიანებს გაკეთილშობილებასა და გაზრდაში დაეხმარება.“ იმ წუთიდან ცხოვრების მთავარ მიზნად ნაგატომ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაცვა დაისახა, ჯირაია კი ოჯახის წევრად მიიღო. ობლებთან გატარებული სამი წლის შემდეგ ჯირაია მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. მალე შინობთა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და სანნინები კვლავ ომში ჩაებნენ. ჯირაიას არ შეუწყვეტია ყოფილ მოწაფეებზე ფიქრი. იგი იმედოვნებდა, რომ ისინი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებდნენ, როგორც ამას იაჰიკო გეგმავდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის დაღუპვით შეწუხებულმა ჯირაიამ ემოციები ვერ დამალა, თუმცა დიდი ტკივილისა და იმედგაცრუების მიუხედავად მან უკეთესი მომავლის რწმენა არ დაკარგა და ნაწინასწარმეტყველევი მოწაფის ძებნა განაგრძო. მეორე მსოფლიო ომისა და კონოჰაგაკურეში გატარებული რამდენიმე მშვიდობიანი წლის შემდეგ ჯირაიამ კიდევ ერთი განსაკუთრებული მოსწავლე შეიძინა. მინატო ნამიკაზე ყოველ მხრივ გამორჩეული ნინძა აღმოჩნდა, ამიტომაც ერთმანეთსაც ადვილად დაუახლოვდნენ.ჯირაიას პირველი ნოველის "ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე" პირველი შემფასებელიც მინატო გახდა. მისი თქმით, მთავარი გმირი ძალიან ჰგავდა წიგნის ავტორს და მეუღლის, კუშინა უზუმაკის თანხმობით მან შვილისთვის ნარუტოს დარქმევა გადაწყვიტა. ჯირაიამ სიცილით მოიგონა, რომ ამ პერსონაჟის სახელი მან რამენის ჭამის დროს მოიფიქრა და მომავალ მშობლებს კარგად დაფიქრება ურჩია, თუმცა მათი გადარწმუნება ვერ შეძლო. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში იგი მინატოს შვილის ნათლია გამოდიოდა, რაზეც ცოლ-ქმარი ხალისიანად დაეთანხმა.[4] მალე შინობთა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, რომელმაც დიდხანს გასტანა. კონოჰას გამარჯვება მინატო ნამიკაზემ მოუტანა, რის გამოც იგი გმირად შერაცხეს.
ომის დასრულების შემდეგ ოროჩიმარუ სოფლიდან წავიდა და ბოროტმოქმედთა გუნდ აკაცუკის შეუერთდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად ჯირაიამ მისი კონოჰაში დაბრუნება ვერ შეძლო. გავიდა ხანი და მშობლიური სოფელი ჯირაიამაც დატოვა. იგი სამოგზაუროდ გაემართა, უარი თქვა რა ჰირუზენის თხოვნაზე უმეთაუროდ დარჩენილი კონოჰაგაკურეს ჰოკაგე გამხდარიყო. ჯირაია და ნაგატო
ჯირაიას გუნდი
აკაცუკის ნადირობა
მას შემდეგ, რაც აკაცუკიმ კუდიან ურჩხულებზე ნადირობა დაიწყო, ჯირაიას ამ ორგანიზაციის ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაევალა. ამეგაკურეში შეპარვის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ აკაცუკის ლიდერი და ადგილობრივთა მიერ "ღმერთად" მიჩნეული ფეინი სინამდვილეში ნაგატო ყოფილა, მისი "ანგელოზი" და თანაგუნდელი კი - კონანი. ჯირაია ფეინს შეებრძოლება და მის სამ გზას გაანადგურებს კიდეც. გარდა ამისა, იგი კონოჰაგაკურეში ერთ-ერთი გზის ცხედარსა და ფეინის შესახებ დაშიფრულ ინფორმაციას გადაგზავნის, რაც, მოგვიანებით, ნარუტოს მის დამარცხებაში დაეხმარება. ფეინის ექვს გზასთან ბრძოლა ჯირაიას სიკვდილით მთავრდება. იგი მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ ნინძა ფასდება არა მარტო გამარჯვებისკენ მისი მისწრაფებითა და იდეებით, არამედ მისი მიღწევებითაც. იხსენებდა რა თავის წარსულს, ჯირაია ყოველთვის მარცხს ხედავდა - მან ვერ შეძლო საუკეთესო მეგობრის სოფელში დაბრუნება, ვერ მოიპოვა ცუნადეს სიყვარული, ვერ დაიცვა სიკვდილისაგან ვერც ჰირუზენი, ვერც საყვარელი მოწაფე - მინატო, დამარცხდა ფეინთანაც. რადგან მისი ცხოვრება სავსე იყო იმედგაცრუებებითა და წარუმატებლობებით, ჯირაიას სურდა, მისი სიკვდილი მაინც ყოფილიყო გმირული და სამაგალითო. სიცოცხლის ბოლო წუთებში იგი მიხვდება, რომ ის განსაკუთრებული მოსწავლე, რომელსაც მთელი ცხოვრება დაეძებდა, ნარუტო ყოფილა, ამიტომ თავისი ცხოვრების უმთავრეს მისიას იგი შესრულებულად ჩათვლის და სახიდან კმაყოფილების ღიმილი სიკვდილამდე არ მოშორდება.[5]
ხასიათი
ჰირუზენის გუნდში ყოფნისას პატარა ჯირაია მუდამ ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა გულუბრყვილო და დაუდევარი ბუნების გამო შეჯიბრებებში ყოველთვის მარცხდებოდა. მან მიზნად დაისახა თანაგუნდელი ცუნადეს გულის მოგება და ვარჯიშს სრული სერიოზულობით შეუდგა. მოგვიანებით მისი ამბიციების არეალი გაფართოვდა და მან ყველა ლამაზი გოგოს გულის დაპყრობა განიზრახა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მან ცუნადეს გული ვერ მოიგო. მეტიც, იგი გამუდმებით მისი განრისხების მიზეზი ხდებოდა. რამდენჯერმე შიშველი ცუნადეს დასანახავად ჩასაფრებული ჯირაია "დაკვირვების ობიექტმა" სიკვდილის პირასაც კი მიიყვანა, მაგრამ “სოფლის სიგიჟეს“ ვერანაირი საფრთხე ვერ აბრკოლებდა.იგი თავს სუპერ-გარყვნილს უწოდებდა. მალე გამოიგონა შეუმჩნევლად გაპარვის ტექნიკა, რისი წყალობითაც იგი აბანოებში გოგოებს უთვალთვალებდა, ამ პროცესს კი “კვლევის წარმოებას“ უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი „დონ ჟუანობით“ ამაყობდა კიდეც, ჯირაიას მაინც არ მოსწონდა მეტსახელი “გარყვნილი განდეგილი“, თუმცა ნარუტო მაინც ყოველთვის ასე მიმართავდა. ჯირაიას ხშირად ავიწყდებოდა ნარუტოს ვარჯიშებზე ზედამხედველობა, თუმცა სექსუალური ტექნიკის გამოყენებით ნარუტო ადვილად ახერხებდა ზარმაცი სენსეის დაყოლიებას. მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისკენ მიდრეკილების მიუხედავად ჯირაიას წრფელი გულით უყვარდა ცუნადე, რომლის გულის მოგება, როგორც ამას თავადაც აღნიშნავდა ვერაფრით შეძლო.
კონოჰას დატოვების მიუხედავად ჯირაიას თავის სოფელთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. მშობლიურ სოფელს იგი ჰირუზენის სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდა და უკვე მეორედ უარყო შეთავაზება გამხდარიყო ჰოკაგე. იგი ძალიან განიცდიდა მასწავლებლის დაღუპვის ფაქტს, განსაკუთრებით კი იმას, რომ მისი დახმარება ვერ შეძლო. მას მიაჩნდა, რომ ისეთი ზარმაცი და თავისუფლებას მიჩვეული კაცი, როგორიც თვითონ იყო, არ იმსახურებდა ამ ტიტულს, ამიტომ კონოჰას მრჩევლებს ჰოკაგედ მესამე სანნინის- ცუნადე კანდიდატურა შესთავაზა, რომელსაც თვითონვე იპოვიდა და სოფელში დააბრუნებდა.
ჯირაიას საუბრის მანერა მის იუმორის გრძნობაზე მიანიშნებს. იგი ხშირად იქცეოდა დაუდევრად, თუმცა როცა საქმე კონოჰას მომავალს ეხებოდა, იგი დიდ სიმკაცრესა და სერიოზულობას იჩენდა. ჯირაიას ადვილად შეეძლო თვალთმაქცობა. ამ უნარს იგი ყველაზე ხშირად მოუსვენარი ნარუტოსაგან თავის დასაღწევად იყენებდა.
ჯირაიას ცუნადეს პოვნა არ გასჭირვებია, რადგან იგი კარგად იცნობდა თანაგუნდელს. დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა ბევრი ისაუბრეს. დაკვირვებულ ჯირაიას არ გამორჩენია ცუნადეს შეშფოთება, რის დამალვასაც იგი ამაოდ ცდილობდა. ჯირაიამ იეჭვა, რომ იგი ოროჩიმარუს განკურნებას აპირებდა, რაც კონოჰას საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ მას მოკვლითაც კი დაემუქრა, თუკი მისი ნებისმიერი ქმედება სოფელს დააზარალებდა. საბედნიეროდ მისი ეჭვები არ გამართლდა. ცუნადე მეხუთე ჰოკაგე გახდა, ჯირაია კი მას აკაცუკისა და კონოჰას სხვა მტრებზე აწვდიდა ინფორმაციას.
ჯირაია ბევრს მოგზაურობდა. იგი წერდა ნოველებს, სადაც მისი სასიყვარულო თავგადასავლები იუმორით იყო აღწერილი. კრებული იჩა იჩა შინობთა სამყაროში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რაც კარგად ჩანს ერთ-ერთ სერიაში, სადაც ნარუტო ჯირაიას მაგივრად დაწერს მოთხრობას, რომელიც შემთხვევით დაიმიოს ხელში აღმოჩნდება, იგი კი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი იჩა იჩას წაკითხვის შემდეგ აღტაცებასა და სიხარულს ვერ მალავს. აქედან ორნაირი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი: ან ნარუტოს აქვს წიგნების წერის ნიჭი, ან ჯირაიას წერის მანერა ბავშვის ხელწერისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
საიდუმლო მისიების წარმოების გამო ნარუტოს გასაწვრთნელად ჯირაიას ცოტა დრო რჩებოდა, თავისუფალი დროის გატარება კი "კვლევა-ძიებაში" ერჩივნა, ამიტომ ხშირად ასულელებდა ნარუტოს და მის ფულს საკეს სმასა და დროსტარებაში ხარჯავდა. თავისდა სამწუხაროდ ნარუტო გვიან მიხვდა სენსეის ხრიკებს.
ჯირაიას მთელი არსებით სწამდა, რომ ადრე თუ გვიან შინობთა სამყაროში მშვიდობა დაისადგურებდა და სიძულვილსა და უნდობლობას ბოლო მოეღებოდა. მას მიაჩნდა, რომ თავისი ცხოვრებით მაგალითი უნდა მიეცა მომავალი თაობისთვის და ახალგაზრდებს სწორი გზის არჩევაში უნდა დახმარებოდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
გარეგნობა
ჯირაიას გრძელი, თეთრი თმა ჰქონდა, რაც მას წელამდე სწვდებოდა. შუბლზე მას რქებიანი შუბლსაკრავი ეკეთა, რაზეც, მიობოკუს მთის საპატივცემულოდ „ზეთის“ (油, აბურა) სიმბოლო იყო გამოსახული. მისი შავი თვალებიდან ლოყებზე თითო წითელი სიგრძივი ზოლი ეშვებოდა. ცხვირთან ახლოს, მარჯვენა მხარეს მას ადვილად შესამჩნევი მეჭეჭი ჰქონდა. ჯირაია მწვანე, მოკლე კიმონოსა და სწორ შარვალს ატარებდა. ტანსაცმლის შიგნით მას ბადე ეცვა, რაც მაჯებთან და შარვლის ბოლოებიდან მოუჩანდა. მას ხის სანდლები ეცვა, ხელზე კი შავი ფერის დამცავი ქამრები ეკეთა. კიმონოზე წითელი ჰაორი ჰქონდა მოსხმული, რაზეც ორივე მხარეს ორი ყვითელი წრე იყო გამოსახული. ზურგზე ჯირაიას დიდი ზომის გრაგნილი ეკეთა, მარცხენა ხელის გულზე კი მას ტატუ ჰქონდა.[3]
ბავშვობაში ჯირაია ღია ნაცრისფერ ტანსაცმელს ატარებდა, რომელიც ცეცლის ალებით იყო გაფორმებული, მისი კიმონოს ბოლოებს კი ოქროსფერი ორნამენტებით გაფორმებული მწვანე ზოლი დაჰყვებოდა და მოყვითალო ზონარით იკვრებოდა. თვალებიდან დაშვებული წითელი ხაზები შედარებით მოკლე იყო. მათი სიგრძე მისი ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა.
მოგზაურობისას ჯირაია სტანდარტულ ტანსაცმელს ატარებდა, რასაც კიდეებზე წითელი ზოლი დაჰყვებოდა. ჰანზოსთან ბრძოლაში მას ნაცრისფერი პერანგი, მეტალის ჯავშანი, სტანდარტული შარვალი და სანდლები ეცვა.
აღსანიშნავია, რომ ჯირაიამ ამეგაკურეს ობლებთან ცხოვრებისას გამოიგონა მწვანე ფერის სპეციალური ტანსაცმელი,რომელიც თავის მოწაფეებსაც ჩააცვა. მისი ვარაუდით, ტანსაცმელი მათ ფორმითა და მოყვანილობით გომბეშოს ამსგავსებდა, რაც დაეხმარებოდათ შესანიღბავად.
შესაძლებლობები
ჯირაია ერთ-ერთი სანნინი და, შესაბამისად, მეტად ძლიერი შინობი იყო, ამიტომ ჰირუზენის სიკვდილის შემდეგ ჰოკაგედ მისი დანიშნვა გადაწყვიტეს. ჯირაიას თქმით, თავის სიცოცხლეში იგი ორჯერ იყო სიკვდილის პირას: პირველად მაშინ, როცა „კვლევის წარმოებას“ ცუნადეზე შეუდგა, მეორედ 9-კუდა დემონი მელას ბეჭდის განზრახ დასუსტების გამო, როცა ნარუტომ 4-კუდას ფორმა მიიღო და თავისდაუნებურად ზიანი მიაყენა ჯირაიას, რომელიც ცდილობდა ბეჭდის მწყობრში მოყვანას[6] ჯირაიას ძლიერება კაგეს დონისა იყო. იტაჩი და კისამე აღნიშნავენ, რომ მის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების შემთხვევაშიც კი მოგების შანსი მცირე ექნებათ, მის დასუსტებას კი მხოლოდ სიცოცხლის ფასად თუ შეძლებენ. მინატო ნამიკაზე ჯირაიას შესაძლებლობებით, მისი საბრძოლო ტაქტიკითა და აზროვნებით აღფრთოვანებული იყო. ნაგატოს თქმით, მას ჯირაიას დამარცხება გაუჭირდებოდა, რომ არ სცოდნოდა მისი სისუსტეები.[7]
ტაიძიუცუ
მიუხედავად იმისა, რომ ჯირაია თითქმის არ იყენებდა ტაიძიუცუს, იგი მაინც კარგად ფლობდა ბრძოლის ამ ხელოვნებას, რაც ფეინთან ბრძოლისას არაერთხელ დადასტურდა: გიგანტური მრავალთავიანი ძაღლის მოგერიება მან მხოლოდ ფეხების გამოყენებით შეძლო. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მიობოკუს მთაზე ჯირაია გამაბუნტას და გიგანტური გველის დაპირისპირებას შეესწრო. იგი გველის კუდს სწვდა, იგი ჰაერში დაატრიალა და შორს გადაისროლა.
ბრძენის რეჟიმი კიდევ უფრო ზრდიდა ჯირაიას შესაძლებლობების არეალს, რაც კარგად ჩანს ადამიანის გზასთან ბრძოლაში, რომელიც ჯირაიამ მუშტის დარტყმით გამოიყვანა მწობრიდან და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო. ამ დროს ძლიერ იზრდებოდა მისი სისწრაფეც. მაგალითად, სიმაღლიდან ვარდნისას მან მიწას ბევრად უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე მისმა ხის სანდლებმა, რომლებიც ძირს მან გადახტომამდე ბევრად ადრე გადმოყარა.[8]
ნინძიუცუ
ყველაზე ხშირად ჯირაია ნინძიუცუს იყენებდა. მას თმის გაზრდა და მისი თავდაცვისა თუ შეტევის მიზნით გამოყენება შეეძლო. ჯირაიამ რასენგანი მინატოსგან ისწავლა. მან ეს ტექნიკა დახვეწა და ზომაში გაზარდა. ჯირაია მუდამ ცდილობდა ტექნიკების სრულყოფას. რამდენიმე ტექნიკა მან თავადვე გამოიგონა, მათ შორის შეუმჩნევლად გაპარვის ტექნიკა, რომელსაც ქალებზე თვალთვალისა და ჯაშუშობის მიზნით საკმაოდ ხშირად იყენებდა. ბარიერი: გუმბათის მეთოდის ფორმირება მას ფართო რადიუსში მოწინააღმდეგის კოორდინატების დადგენის საშუალებას აძლევდა, ბარიერი: გომბეშოს აყიროს ციხის გამოყენებით კი მას მტერის გომბეშოს მუცელში გამომწყვდევა შეეძლო, სადაც კუჭის მჟავისგან წარმოქმნილი ტბა მდებარეობდა. ჯირაია მიწის გამოშვების ტექნიკასაც იყენებდა. მიწის გამოშვება: ქვესკნელის ჭაობის მეშვეობით მას ღრმა ჭაობის გაჩენა შეეძლო. ცეცხლის გამოშვებას ჯირაია ცეცხლოვანი ბურთების წარმოსაქმნელად იყენებდა ხოლმე.
ჩაკრას ელემენტების შესახებ ჯირაია ღრმა თეორიულ ცოდნას ფლობდა, ამიტომ მან იაჰიკოსა და ნაგატოს ჩაკრას მართვა იოლად ასწავლა.
გენძიუცუს შესრულება ჯირაიას დამოუკიდებლად არ შეეძლო. ამას იგი შიმასა და ფუკასაკუს დახმარებით ახერხებდა.
გომბეშოს ტექნიკები
ჯირაია "გომბეშო ბრძენის" სახელითაცაა ცნობილი. მას გომბეშოების გამოძახება შეეძლო. დროთა განმავლობაში იგი იმდენად გაძლიერდა, რომ გამაბუნტას გამოძახებაც კი შეძლო. უზარმაზარი, ცეცხლმფრქვევი გომბეშოს ხახაში იგი მტერს ატყვევებდა ხოლმე. გარდა ამისა, იქაურობას იგი სურვილისამებრ მართავდა. ჯირაიას პირიდან წებოვანი ზეთის გატყორცნაც შეეძლო. ჯაშუშობისას ჯირაია გომბეშოს სიბრტყე- ჩრდილის მართვის ტექნიკას იყენებდა ხოლმე, რისი მეშვეობითაც მას სხვა შინობის ჩრდილად გარდაქმნა შეეძლო. იგი გომბეშოდ გარდასახვის ტექნიკასაც ფლობდა, რისი საშუალებითაც იგი პატარა ბაყაყში იმალებოდა, რაც მას ჩაკეტილ სივრცეებში შეპარვის შესაძლებლობას აძლევდა. კაკაშის თქმით, ჯირაია მტრის გაშიფვრაში, ჯაშუშობასა და მტერზე საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში შეუდარებელი იყო.
ფუინძიუცუ
ჯირაია კარგად ფლობდა ჩაბეჭდვის ტექნიკებს. მან უმალვე ამოიცნო ხუთი ელემენტის ბეჭედი, რაც ნარუტოს ოროჩიმარუმ დაასვა და რაც მისი ჩაკრას დინებას აფერხებდა. ხუთი ელემენტის ბეჭდის მოხსნის წყალობით ჯირაიამ ნარუტოს ადვილად მოაშორა იგი. მოგვიანებით, კურამას ჩაკრას დასათრგუნავად ჯირაიამ ჩაკრას დამთრგუნველი ბეჭედი გამოიგონა. იტაჩისთან შეხვედრის შემდეგ, ცეცხლის ჩაბეჭდვის მეთოდით მან ამატერასუს ალი გრაგნილში ჩაბეჭდა.
სენძიუცუ
ნარუტოს მსგავსად, ჯირაიაც ბუნებრივად ფლობდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობისა და სიძლიერის მქონე ჩაკრას, რას მას ბრძენის რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობას აძლევდა. ამ მიზნით იგი შიმასა და ფუკასაკუს იძახებდა, რომლებიც მის მხრებზე თავსდებოდნენ და მას თავიანთი ტექნიკებით ეხმარებოდნენ ხოლმე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია უკიდურესად ძლიერი ნინძიუცუ ბრძენის ხელოვნება: გოემონი. ბრძენის რეჟიმი ჯირაიას ძალას მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც მას თავისი ტექნიკების გაძლიერებული ვერსიების გამოყენების საშუალებას აძლევდა. ამის კარგი მაგალითია უზარმაზარი ბურთი რასენგანი. მიუხედავად ამისა, ჯირაიას ბრძენის რეჟიმის გამოყენება არ უყვარდა, რადგან თვლიდა, რომ იგი მას საშინელ შესახედაობას აძლევდა. სწორედ ამიტომ ჯირაია ამ ტექნიკას სრულყოფილად ვერ ფლობდა.
ეს არის ყველაზე მაგარი და დიდი ისტორია ვისი დავდო მითხარით და შევეცდები ვნახო და დავდო
sxva saxelebi:ანგელოზი (天使, ტენში) დებიუტი მანგა 363-ე თავი ანიმე მე-2 ნაწილი, 125-ე სერია ფილმი გზა ნინძასკენ: ნარუტო, ფილმი ვიდეო თამაში Naruto Shippūden: Ultimate Ninja Heroes 3 გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში gaxmovaneba axmovanebs:აცუკო ტანაკა კაორი მინე (ბავშვი) მონაცემები დაბადების თარიღი 20 თებერვალი სქესი ვენერას სიმბოლო.svg მდედრობითი ასაკი გარდაცვლილი სიმაღლე 169.4 სმ. წონა 45.3 კგ. წოდება ეს-რანგი ამეგაკურეს მმართველი გუნდი აკაცუკი პარტნიორები ნაგატო კუთვნილება ამეგაკურე ძიუცუ ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკა შიკიგამის ცეკვა ქაღალდის ჩაკრა ქაღალდის კლონი ქაღალდის შურიკენი იარაღები ქაღალდის ბომბი კონანი (小南) კუნოიჩი ამეგაკურედან. ორგანიზაცია აკაცუკის წევრი. იყო ნაგატოს პარტნიორი, ერთადერთი რომელიც მას საკუთარი სახელით მიმართავდა. ნაგატოს სიკვდილის შემდეგ დატოვა აკაცუკი და იყო ამეგაკურეს ლიდერი სიკვდილამდე.
ისტორია
კონანს მშობლები ადრეულ ასაკში, შინობთა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეღუპა. მარტოდ დარჩენილი , ასევე ობოლ იაჰიკოს დაუმეგობრდა და მას მერე ერთიანი ძალებით ცდილობდნენ გადარჩენას. მოგვიანებით კონანი ნაგატოსა და მის ძაღლს, ჩიბის შეხვდა, შიმშილისგან თითქმის სიკვდილის პირას მყოფი სამალავში მიიყვანა და მას მერე ეს სამი განუყრელი მეგობრები გახდნენ.ვინაიდან მშობლები არ ჰყავდათ და კეთილი ადამიანებიც ნაკლებად არსებობდენ ისინი თავს საკვების მოპარვით ირჩენდნენ, რის გამოც ხშირად უსიამოვნებაშიც კი ეხვეოდნენ. ასე ცხოვრობდნენ ერთ საბედისწერო შემთხვევით ამეგაკურეს ობლები ქალაქიდან სამალავში ბრუნდებოდნენ. საუბარში უნებლიედ ბრძოლის ველზე აღმოჩნდნენ და ერთ-ერთი მორიგი აფეთქებისას ჩიბი დაიღუპა.ერთგული მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკვილი საბოლოოდ მიახვედრებს იაჰიკოს, რომ შინობთა სამყაროს ბოროტებისა და სიძულვილისგან გასანთავისუფლებლად საჭიროა გახდეს ღმერთი, ანუ ის ძლევამოსილი შინობი, რომელიც გაუთავებელი და უაზრო ომების შემდეგ დაამყარებს მუდმივ მშვიდობას და შექმნის ახალ, ტკივილისგან თავისუფალ მსოფლიოს. ვინაიდან განუყრელ მეგობრებს ოცნებებიც კი საერთო ჰქონდათ, იაჰიკოს მიზანი კონანისა და ნაგატოს ცხოვრების აზრიც გახდა.ამ გადაწყვეტილებით დატოვეს თავშესაფარი და ჰანზოსთან ბრძოლის შემდეგ გადარჩენილი კონოჰას სანნინების კვალს დაადნენ. კვალი ბრძოლის ეპიცენტრზე გადიოდა, თუმცა სირთულეების მიუხედავად, მათ კონოჰელების პოვნის იმედი არასოდეს დაუკარგავთ. საბოლოოდ, სახიფათო და დამქანცველი ძიების შემდეგ ისინი ჯირაიას, ცუნადეს და ოროჩიმარუს შეხვდნენ. რადგან ობლებისთვის მართლაც არ იყო ადვილი ულმობელი ომის დროს თავის გადარჩენა,ოროჩიმარუმ დანარჩენ ორს შესთავაზა დაეხოცათ ისინი,ვითომ მათთვის ზედმეტი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად. ჯირაიამ,რა თქმა უნდა, უარყო მისი შეთავაზება და გადაწყვიტა ობლებთან დარჩენილიყო, ესწავლებინა მათთვის ბრძოლა და თავდაცვა, და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებოდა თანაგუნდელებს განშორებისას კონანმა უნიკალური ტექნიკის გამოყენებით შექმნა ქაღალდის ყვავილი და მადლიერების ნიშნად ცუნადეს უსახსოვრა, რითაც გააოცა კიდეც კონოჰას ლეგენდარული შინობი. ნაგატო, იაჰიკო, კონანი და ჯირაია ერთად იწყებენ ცხოვრებას და უზომოდ კეთილი, თბილი და მზრუნველი ჯირაია მალე მათი ოჯახის ნაწილი ხდება. ჯირაიამ მათ შეასწავლა ნინძიუცუ და ტაიძიუცუ, ყველაფერი რაც თავის დასაცავად იყო საჭირო. თანაცხოვრების სამი წლის შემდეგ, ჯირაიამ დატოვა ობლები და თავის გუნდს შეუერთდა. კონანმა, ნაგატომ და იაჰიკომაც დატოვეს სახლი და დაარსეს ორგანიზაცია აკაცუკი, რომელსაც სათავეში იაჰიკო ჩაუდგა. ორგანიზაცია დიდი სისწრაფით გაფართოვდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ჰანზოს მმართველობას. ამიტომ ამეგაკურეს მმართველმა საჭირო ზომებიც მიიღო. საიდუმლოდ შეეკრა კონოჰას დანზო შიმურას, იაჰიკოს კი ნდობის მოსაპოვებლად თანამშრომლობა შესთავაზა. დათქმულ შეხვედრაზე მისულები კი აღმოაჩენენ, რომ ჰანზომ კონანი გაიტაცა და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ნაგატოს უბრძანებს ორგანიზაციის ლიდერის მოკვლას. კონანი, რომელსაც უყვარდა იაჰიკო, უარს ამბობს საკუთარ სიცოცხლეზე და სთხოვს თავს უშველონ. რა თქმა უნდა, მისი თხოვნა უკუადგეს და იაჰიკო, რომელსაც ყოველთვის სწამდა, რომ რინნეგანის მფლობელი იყო ჯირაიას საბედისწერო მოსწავლე, რომელიც დაამყარებდა მშვიდობას შინობთა სამყაროში თვითონვე წამოეგება ნაგატოს კუნაის. ნაგატო საბოლოოდ კი მოახერხებს კონანის გამოხსნას, მაგრამ კიდევ ერთი საუკეთესო მეგობრის დაკარგვა უდიდეს ცვლილებას მოახდენს მის აზროვნებაზე.იგი, ისევე როგორც კონანი, საბოლოოდ იტყვის უარს იაჰიკოს ოცნებაზე. სიძულვილით დაბრმავებულები თვითონვე ივიწყებენ მშვიდობის ფასს და აკაცუკის გუნდს ეს-რანგის ბოროტმოქმედებით აკომპლექტებენ. მიზანი კი ერთია-ვინაიდან მხოლოდ ომის ტკივილი შეახსენებს ადამიანებს მშვიდობის ფასს, წამოიწყონ ახალი ომები,რომელთა შემდეგ დაისადგურებს ისევ დროებითი მშვიდობა, რომელიც გაგრძელდება მანამ სანამ ადამიანებს კვლავ ომის წყურვილი არ გაუჩნდებათ.
მოგვიანებით, ფეინის 6 გზის (ペイン六道, ფეინ რიკოდო) უძლიერესი ტექნიკის გამოყენებით თავისი ჩაკრა ნაგატომ 6 სხეულში გაანაწილა, მოკლა ამეგაკურეს მმართველი ჰანზო და მისი ადგილი დაიკავა. ამ დღიდან მან თავს "ღმერთი" უწოდა, კონანი კი "ანგელოზი" გახდა. ამეგაკურეში აკაცუკის ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შეპარულმა ჯირაიამ დაადგინა, რომ ფეინი ყველას უყვარს, ამავდროულად ეშინიათ კიდეც მისი, რადგან როგორც გაირკვა ფეინმა არა მარტო ჰანზო , არამდე მისი ოჯახი, ნათესავებიც, ყველა მასთან დაახლოებული პირი და მისი რეჟიმის მომხრე გამოასალმა სიცოცხლეს. რაც შეეხება კონანს, მისი ქაღალდის ტექნიკით შექმნილი ანგელოზებით მაღაზიებისა თუ სხვა დაწესებულებების შესასვლელებია დამშვენებული და მათ ერთგვარი თილისმის დანიშნულება აქვთ. ჯირაია გააოცა კიდეც არსებულმა მშვიდობამ, რადგან ჰანზოს დროს სოფელი ერთგვარ ქაოსსა და სამოქალაქო ომებში იყო ჩართული.
ნაგატომ წვიმის ტექნიკის გამოყენებით ჯირაიას ამეგაკურეში შესვლისთანავე იგრძნო მისი ჩაკრა. მაგრამ მისი მოძებნა კონანს, მის ერთადერთ და ერთგულ მეგობარს დაავალა. მან ტექნიკა შიკიგამის ცეკვის (შიკიგამი ნო მაი,式紙の舞) გამოყენებით საკუთარი სხეული გარდაქმნა ქაღალდის ფურცლებად, წარმოქმნა ქაღალდის პეპლები და მთელს ქალაქში განათავსა. აქედან გამომდინარე დროის მოკლე პერიოდში დაადგინა კონოჰას ლეგენდარული სანნინის კოორდინატები. ჯირაიამ დანახვისთანავე იცნო კონანი, რომელიც როგორც თვითონვე უწინასწარმეტყველა გამორჩეულად ლამაზ და ძლიერ კუნოიჩიდ ქცეულიყო.მასწავლებელს სურდა მეტი ესაუბრა საყვარელ მოსწავლესთან, გახუმრებაც კი სცადა მის ქაღალდის ფრთებზე მაგრამ კონანს, რომელიც საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დაებრმავებინა, მისი მოკვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ბრძოლის დროს, კონანის ქაღალდის ტექნიკის საწინააღმდეგოდ „გომბეშოს ზეთის ტყვიები’’(გამა იუდანი,蝦蟇油弾) გამოიყენა,მისი მოძრაობის დაბლოკვა კი დაგრძელებული თმის მეშვეობით მოახერხა. მან, რომელმაც ამეგაკურეს ობლებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ასწავლა მათ ყველაფერი, რაც თავდაცვისა და ომიანობის დროს თავის გადასარჩენად იყო აუცილებელი, გაკვირვება ვერ დამალა, რადგან ის, ვინც სამს შორის ყველაზე კეთილად მიაჩნდა, სრულიად შეცვლილიყო, უემოციო ადამიანად ქცეულიყო. დიდი ხნის განშორების შემდეგ კვლავ შეხვედრისას კონანის სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა, რაც ფრიად სამწუხაროდ მიიჩნია, თუმცა როგორც თვითონვე აღნიშნა, ერთი წამითაც არ უნანია მათთან გატარებული დრო და რომ ოროჩიმარუს არ დაანება მათი მოკვლა. მათ საუბარს მალე ფეინიც შეურთდა. ნაგატოსთან შეხვედრისას ჯირაია საბოლოოდ დარწმუნდა,რომ მათ ცხოვრების არასწორი გზა აირჩიეს. პეიმა,დარწმუნებული იყო რა,რომ მოწინააღმდეგეს მოკლავდა, გაუმხილა საიდუმლო, რომ აპირებდა ზეიარაღის შექმნას, რომლის მეშვეობითაც წამოიწყებდა ახალ მსოფლიო ომებს- ბრძოლის შემდეგ რჩება ტკივილი და ტანჯვა,რაც ეხმარება ადამიანებს პიროვნულად გაზრდასა და ურთიერთგაგებაში. სამწუხაროდ, ერთ დროს ყველაზე საყვარელ ადამიანთან შეხვედრაც არ აღმოჩნდა საკმარისი ფეინისა და კონანის გონზე მოსაყვანად. საბოოლოოდ „ტკივილით პიროვნულად გაზრდილებმა“ არ დაინდეს ჯირაია და შეუბრალებლად მოკლეს. ჯირაიასთან ბრძოლის შემდეგ, ნაგატო კონანთან ერთად კონოჰაში, კურამას შესაბყრობად მიემართება. კონანის როლი ამ შემთხვევაში ნარუტოს მოძებნაა. კონანს ბრძოლა მხოლოდ აბურამეს კლანთან მოუწია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა ფეინი ყველაზე ძლიერი ტექნიკის შინრა ტენსეის გამოყენებას დააპირებს, კონანი მის გადარწმუნებას შეეცდება. რადგან ამას ვერ ახერხებს, უარს ამბობს ბრძოლაში ჩართვაზე და ნაგატოსთან სამალავში ბრუნდება და სიუჟეტის დასრულებამდე მის გვერდით რჩება. ნარუტოს გამოჩენისას მზადაა ნაგატოს დასაცავად, მაგრამ ვინაიდან ფეინი მასთან საუბარს გადაწყვეტს, „ანგელოზი“ ემორჩილება მის სურვილს. მათი დიალოგიდან კონანიც აცნობიერებს, რომ სამივეს არა მარტო საერთო სენსეი, არამედ საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც აერთიანებთ. იგი ხვდება, რომ არასწორი გზით იცხოვრეს, ვერ გაამართლეს ჯირაიას იმედები, რომ გადაუხვიეს საკუთარ მიზნებს. ნაგატო უკანასკნელ ჩაკრას მისი მიზეზით დაღუპული კონოჰელების გაცოცხლებას მოახმარს. ამ ამბის შემდეგ, კონანმა ნაგატოს და იაჰიკოს სხეულები ორიგამის გამოყენებით ქაღალდის ფურცლებში გაახვია. დამშვიდობებისას მან ნარუტოს ქაღალდის ყვავილების თაიგული უსახსოვრა მადლიერების ნიშნად და იმედოვნებდა, რომ ნაგატოს იმედებს მართლა გაამართლებდა და იპოვიდა გამოსავალს მშვიდობის დასამყარებლად. ტობი რინნეგანის დასაბრუნებლად ამეგაკურეში მივიდა. მაგრამ კონანი არ აპირებდა საიდუმლო სამალავის ადგილმდებარეობის გამხელას. ბრძოლის დაწყებამდე კონანმა უთხრა ტობის, რომ ის იყო სიბნელე, სამყარო სინათლის გარეშე, სადაც ყვავილები მხოლოდ ჭკნებიან და კვდებიან. ნარუტო კი პირიქით, მას გადაეცა ნაგატოს და იაჰიკოს იმედები, მიზნები, მისწრაფებები და ის შეძლებს აასრულოს ის, რაც მათ ვერ შეძლეს. ნარუტო არის ხიდი მშვიდობისკენ, ხოლო კონანი გახდება ამ ხიდის საყრდენი.
მან ქაღალდის შურიკენებით შეუტია, მაგრამ მათ ტობის სხეულში გაიარეს. უშედეგო შეტევის შემდეგ, მან სწრაფად მოახერხა ტობის ქაღალდის ფეთქებადი ფურცლებით დაფარვა. ამ ნაბიჯით მან ტობის მარჯვენა ხელი დააკარგვინა და ნიღაბიც გაუტეხა. კონანმა ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკის (神の紙者の術, კამი ნო შიშა ნო ძიუცუ)გამოყენებით ტბა ორ ნაწილად გაყო და წარმოიქმნა ღრმა უფსკრული, რომლის კედლებიც 600 მილიარდი ქაღალდის ბომბებისგან შედგებოდა. რადგან უფსკრულში ჩავარდნილ ტობის კამუის გამოყენება ვერ მოესწრო ყველა ფეთქებადი ქაღალდი ერთდროულად ფეთქდებოდა ათი წუთის განმავლობაში. თუმცა ინაზაგის მეშვეობით, ტობიმ შეძლო გადარჩენა, მაგრამ მხოლოდ მარჯვენა თვალის დაკარგვის საფასურად. მან ზურგში გაუყარა რკინა კონანს, მაგრამ მან მაინც შეძლო განთავისუფლება. ამ დროს მათ გასაკვირად , ამეგაკურეში მუდმივმა წვიმამ გადაიღო და გაჩნდა ცისარტყელა. დასუსტებულმა კონანმა კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ შეუტია მტერს. მან ორი ქაღალდის ჩაკრა წარმოქმნა, შემდეგ ისევ ქაღალდის შურიკენებით შეუტია, მაგრამ უშედეგოდ. ტობი მას ყელში სწვდა და გენძიუცუს მოქმედების ქვეშ მოაქცია, რისი საშუალებითაც დაადგინა ნაგატოს განსასვენებლის ადგილმდებარეობა. მის სხეულს ტობი წყალში დატოვებს. კონანის ტანსაცმლიდან მისი სისხლით გაწითლებული ქაღალდის ნაჭერს ქარი აიტაცებს და ამგაკურეს ობლების ბავშვობისდროინდელ თავშესაფარში მის ფირფიტას ააფარებს, ნიშნად იმისა, რომ, დაპირებისამებრ, სამივე მათგანი შინ დაბრუნდა. იაჰიკო,კონანი, ნაგატო და ჩიბი
კონანის ქაღალდის ყვავილი
კონანის ქაღალდის ფრთები
ნარუტო, კონანი და ნაგატო ქაღალდისგან ფორმირებულ ხეში, რომელსაც სამალავად იყენებდნენ კონოჰაზე თავდასხმის დროს
დებიუტი მანგა 370-ე თავი ანიმე მე-2 ნაწილი, 130-ე სერია ვიდეო თამაში Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2 გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში მონაცემები დაბადების თარიღი 24 დეკემბერი სქესი მამრობითი ასაკი გარდაცვლილი წოდება გაქცეული ნინძა კლანი უჩიჰა დოძიუცუ შარინგანი მადარას მუდმივი მანგეკიო შარინგანი რინნეგანი ოჯახი იზუნა უჩიჰა (უმცროსი ძმა) ბუნების ტიპი ცეცხლის გამოშვება ხის გამოშვება მიწის გამოშვება წყლის გამოშვება ქარის გამოშვება ინის გამოშვება იანის გამოშვება ინ-იანის გამოშვება ძიუცუ ამატერასუ დაბლოკვის ტექნიკის შთანთქმის ბეჭედი ცეცხლის გამოშვება: დიდებული დრაკონის ცეცხლის ტექნიკა ცეცხლის გამოშვება: ცეცხლის დიდებული ამოწყვეტა ცეცხლის გამოშვება: ცეცხლის დიდებული განადგურება ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა გენძიუცუ: შარინგანი გუნბაის ბარიერის ტექნიკა იზანაგი მეტეორის ტექნიკა უამრავი ხის გამოშვების კლონის ტექნიკა პრეტას გზა ექვსი გზის ტექნიკა გამოძახების ტექნიკა (გარეთა გზის დემონური ქანდაკება, კურამა) სუსანო ცუკუიომი უჩიჰას დ აბრუნება ხის კლონის ტექნიკა ხის დრაკონი ხის გამოშვების საიდუმლო ტექნიკა: ხეების სამყაროს დაბადება ხის გამოშვება: აყვავებული ხეების სამყაროს გამოჩენა იასაკა ნო მაგატამა იარაღები გუნბაი კამა ჩაკრას მიმღები ფუმა შურიკენი მანრიკი-გუსარი სუსანოს მახვილი ხმალი მადარა უჩიჰა (うちはマダラ, უჩიჰა მადარა) უჩიჰას კლანის ლიდერი იყო, რომელმაც მოგვიანებით ჰაშირამა სენჯუსთან ერთად კონოჰა დააარსა. მას შემდეგ, რაც უჩიჰას მოწინააღმდგე კლანთან, სენჯუსთან თანამშრომლობით კონოჰაგაკურე შეიქმნა, იქ მათ დაპყრობილ კლანებს მოუყარეს თავი. მადარა ახალგაზრდობაში
უმცროს ძმასთან, იზუნასთან ერთად, მადარა თავისი კლანის ყველაზე ნიჭიერ წევრად იყო აღიარებული, თუმცა, იზუნას ჩაკრასთან შედარებით, მადარას ჩაკრა გაცილებით ძლიერი იყო.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მადარა და იზუნა ერთად ვარჯიშობდენ, სწავლობდნენ და ყოველდღე ერთმანეთს ეჯიბრებოდენ, რათა ერთიმეორეზე ძლიერები ყოფილიყვნენ. მათ ადრეულ ასაკშივე გაააქტიურეს შარინგანი, მოგვიანებით კი მანგეკიო შარინგანი. ამ უკანასკნელის წყალობით მათ უჩიჰას კლანის მართვა მოახერხეს, მადარა კი კლანის ლიდერად იქცა. მისი ხელმძღვანელობით უჩიჰას კლანმა უამრავი მოწინააღმდეგე კლანი დაიპყრო. მანგეკიოს ხშირი გამოყენების გამო მადარამ ახალგაზრდობაშივე სრულად დაკარგა მხედველობა. მხედველობის დაბრუნების მიზნით მან საკუთარი ძმის, იზუნას თვალები გადაინერგა. შედეგად მან მუდმივი მანგეკიო შარინგანი შეიძინა და მასთან ერთად ახალი ძალებიც. იტაჩის თქმით, მადარამ ეს თვალები იზუნას წაართვა, ტობის მტკიცებით კი მას თვალები იზუნამ საკუთარი სურვილით გადასცა. აქედან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით სიმართლე ცნობილი არაა. კონოჰაგაკურეს შექმნა
დიდი ხნის განმალობაში უჩიჰა არანაკლებ ძლიერ სენჯუს კლანს ებრძოდა, თავად მადარა კი მის ლიდერს, ჰაშირამა სენჯუს. ომისათვის ბოლოს მოღების მიზნით ჰაშირამამ მადარას ალიანსის შექმნა შესთავა. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის შექმნა მადარას არ სურდა, იგი იძულებული შეიქმნა ასე მოქცეულიყო, რადგან უჩიჰას წარმომადგენლები ჰაშირამას ინიციატივას მხარს უჭერდნენ. მათ დაპყორობილ კლანებს თავი მოუყარეს და კონოჰას შენება დაიწყეს. ალიანსმა დიდხანს ვერ გასტანა. თანამშრომლობაზე მადარამ უარი განაცხადა და იუაგაკურეს წარმომადგენლები, მუ და ონოკი იმედგაცრუებულები გაუშვა. მოგვიანებით, კონოჰაგაკურეს მაცხოვრებლებმა ჰაშირამა პირველ ჰოკაგედ აირჩიეს. შედეგად, მადარას შიში იმისა, რომ უჩიჰას კლანს სენჯუ დაჩრდილავდა კიდევ უფრო გამძაფრდა. ჰაშირამას თანამდებობიდან ჩამოგდების მიზნით მან აჯანყების მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა უჩიას კლანმა მას მხარი არ დაუჭირა. მათი აზრით, მადარას მხოლოდ ომის გაჩაღება სურდა. მადარა ჰაშირამა სენჯუს წინააღმდეგ
კლანისგან უარყოფილმა მადარამ ყველაფერი მიატოვა და ცხრაკუდიანი ურჩხულის ძებნა დაიწყო. მოგვიანებით, მან ჰაშირამა ბრძოლაში გამოიწვია. ერთმანეთს ისინი დასასრულის სავანესთან შეერკინნენ, სადაც მადარა დამარცხდა და კურამაზე კონტროლი დაკარგა. გამარჯვებულმა ჰაშირამამ კურამა მიტოში ჩაბეჭდა. ბრძოლის შემდეგ მადარა დაღუპულად გამოცხადდა, სინამდვილეში იგი გადარჩა და მეტიც, ბრძოლისას მან ჰაშირამას დეენემის მიპოვება შეძლო, რის გამოც მას ხის ტექნიკების გამოყენება შეუძლია. მადარას თქმით, მან სიკვდილის წინ გააქტიურა რინნეგანი. ასევე ცნობილია, რომ იგი ონოკის შეებრძოლა, რომელიც დაამარცხა კიდეც.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მოგვიანებით, მადარას სახელით მოქმედებას ნიღბიანი კაცი, ტობი იწყებს, რომელმაც მადარას ისტორია კარგად იცის. იგი მეოთხე მიზუკაგესა და სამკუდიანი ურჩხულის მართვას შეძლებს[საჭიროებს წყაროს მითითებას] და გარკვეულ, დღემდე უცნობ როლს შეასრულებს უჩიჰას კლანის ამოხოცვაში. გარდა ამისა, კურამას მეშვეობით იგი თავს კონოჰას დაესხმება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეოთხე მსოფლიო ომში მადარას რეინკარნაციის ტექნიკით გააცოცხლებენ, გაირკვევა რომ ტობი სინამდვილეში მადარა არ ყოფილა და რომ გაცოცხლებას მადარა ნაგატოს რინნეგანის მეშვეობით აპირებდა, რომელიც მას თავადვე მისცა. ხასიათი
მადარა თვითკმაყოფილი და ამაყი ადამიანი იყო, რაც ონოკის მოგონებებით დასტურდება. იგი მტრული, აგრესიული და ამბიციური ბუნების პატრონად მიიჩნევა. კაგეებთან ბრძოლის დროს მას მეი ტერუმისა და რაიკაგეს, ასევე ონოკისა და გაარას შეთანხმებული ბრძოლა გააკვირვებს. მას ასევე გააოცებს ონოკის მიერ მეტეორის ტექნიკის შეჩერების ფაქტი და კურამაზე ნარუტოს მიერ მოპოვებული კონტროლი, როცა ეს უკანასკნელი ცხრაკუდიანის დახმარებით მადარას მოკუტონს გაანეიტრალებს. განსაკუთრებით ცუდად იგი ცუნადეს, როგორც ჰაშირამა სენჯუს შთამომავლის, მიმართ განეწყობა. იგი განაცხადებს, რომ პირველს სწორედ ცუნადეს მოკლავს. გარდა ამისა, მას "სუსტ ქალს" უწოდებს და განუცხადებს, რომ ჰაშირამასთან შედარებით იგი არარაობაა, თუმცა მისი ძალის ხილვის შემდეგ აღიარებს, რომ ცუნადე სხვა კაგეებზე ნაკლები არაფრითაა. უფრო მეტიც, მადარას აზრით, თუმცა იგი სწრაფი არაა, ცუნადე რაიკაგეზე ძლიერია. მადარა კაგეებს განუცხადებს, რომ ისინი სულელურად მოიქცნენ, როდესაც ცუნადეს ბრძოლაში მონაწილეობის ნება დართეს, რადგან მისი სიკვდილის შემთხვევაში გამარჯვების შანსი შეუმცირდებათ. აღსანიშნავია, რომ ძიუცუს მადარა "ცეკვას" ეძახის. ბრძოლის დროს იგი შავ იუმორს იყენებს. კაგეების ალყაში მოქცევის შემდეგ მადარა მათ განუცხადებს: "აქამდე შეკითხვებს თქვენ სვამდით, ახლა კი ჩემი დროა. რომელი აჯობებს, ჩემი ჩვეულებრივი კლონები გამოვიყენო თუ სუსანოსი?". მადარას აზრით, მის ძალასთან შედარებით კაგეები არაფერს წარმოადგენენ. სენჯუს კლანის მიმართ იგი განსაკუთრებით დიდ სიძულვილს ფლობს და ფიქრობს, რომ სიძულვილი წყევლაა, რაც შინობს დაბადებიდანვე სდევს თან, რომ ამ წყევლამ ათქმევინა მას ალიანსზე უარი იმის შიშით, რომ სენჯუ უჩიჰას კლანს დაჩაგრავდა. პირველი ჰოკაგეს მიმართ სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება იმდენად ძლიერი იყო რომ მადარამ ონოკის ჰაშირამას სახელის ხსენებაც კი აუკრძალა. მიუხედავად ყველაფრისა, იგი აღიარებს ჰაშირამას საოცარ ძალას. როგორც ჩანს, მას მერე, რაც მადარამ იუაგაკურესთან ალიანსზე უარი განაცხადა, მან იზუნას თვალები გადაინერგა და ახალი ძალა მიიღო. მადარას ასევე უზომოდ უყვარს ბრძოლა.
მკერდთან არსებული ჰაშირამას სახის მტრისთვის ჩვენებით ჰაშირამამ კაგეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა, რაც შემდგომში თავადვე აღიარა. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ადამიანები დაუსრულებელ ცუკუიომში დაიძინებენ. ტობის თქმით, მადარას უყვარდა თავისი კლანი. რაც შეეხება კუდიან ურჩხულებს, მადარას აზრით, ისინი ძლევამოსილი თვალების მფლობელთა მონებს წარმოადგენენ. გარეგნობა
მადარას ღია ფერის კანი და შავი თმა აქვს, რასაც მოცისფრო ფერი დაჰკრავს. ახალგაზრდობაში მას მოკლე თმა ჰქონდა და უჩიჰას სტანდარტული სამოსი ეცვა - მაღალი ყელითა და წელზე შემოკრული ქამრით, რომელზეც ჩანთა იყო ჩამოკიდებული. მის შიგნით მადარა ნინძას იარაღებს ინახავდა. უკანასკნელ წლებში მადარამ თმა ზურგამდე მოიზარდა. შეიცვალა ასევე ქამრის დიზაინიც. გარდა ამისა, მან წითელი ჯავშანი ჩაიცვა, რისი გატეხვა უბრალო დარტყმით შეუძლებელი იყო, გუნაბაი და კამა კი მის განუყრელ იარაღებად იქცნენ. მკერდთან ახლოს მადარას ჰაშირამას ქსოვილი აქვს, რასაც ამ უკანასკნელის სახის ფორმა აქვს. შესაძლებლობები
თავის დროზე, მადარა ერთ-ერთ უძლიერეს შინობად იყო მიჩნეული. იგი უჩიჰას კლანის უძლიერესი წევრი იყო. მადარა განსაკუთრებით ძლიერი და ბოროტი ბუნების ჩაკრით დაიბადა, რაც თვით კურამასაც კი აშინებს. მადარა უმაღლესი რანგის ძიუცუებს ფლობს. შარინგანის მეშვეობით მან ცხრაკუდიანის დამორჩილება და მართვა მოახერხა. როდესაც კურამა მიტოში ჩაბეჭდეს, მადარამ ვეღარ შეძლო ცხრაკუდიანის გამოძახება. მან ვერც მეოთხე მსოფლიო ომში მოიხმო ცხრაკუდიანი, ვინაიდან იგი ნარუტოში იყო ჩაბეჭდილი. გარდა ამისა, იგი გადაურჩა ჰაშირამა სენჯუსთან ორთაბრძოლას. მადარას ძალა და ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ მისი სახელის ხსენებაც კი შიშს იწვევდა, რაც, ცუნადეს თქმით, ტობიმ კარგად გამოიყენა. კაბუტო მას აკაცუკის უძლიერეს იარაღად მიიჩნევდა.კ აბუტოს თქმით, ჰაშირამასა და მადარას ძალების შეერთების შემდეგ ეს უკანასკნელი უძლიერეს შინობად იქცა[საჭიროებს წყაროს მითითებას], ამიტომაც კაბუტომ იგი კოზირად შემოინახა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს მადარა ხუთივე კაგეს ერთდროულად შეებრძოლა და ყველა მათგანი დაამარცხა. რინნეგანის გამოყენების დროს მადარას სუსანოს გამოყენება შეუძლია. მეტეორის ტექნიკის წყალობით, მეოთხე მსოფლიო ომის დროს მან მეოთხე დივიზიის დიდი ნაწილი გაანადგურა. ტაიძიუცუ და კენძიუცუ რეფლექსების სისწრაფისა და ძალის დემონსტრირება მადარამ არაერთხელ მოახდინა. მან ერთი დარტყმით შეძლო რამდენიმე შინობის გათიშვა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მან ასევე აიცდინა გაარას სწრაფად მოძრავი ქვიშა და მეი ტერუმის ლავის კეკე გენკაი, ასევე თავი დაიცვა ეს ელვის ჯავშნისგან. ტაიძიუცუსა და კენძიუცუს ტექნიკებს მადარა შესანიშნავად ფლობს. მან ერთ-ერთი შინობი განაიარაღა, შემდეგ კი დივიზიის მნიშვნელოვანი ნაწილი ისე სწრაფად გაანადგურა, რომ ვერც ერთმა შინობმა ვერ მოასწრო რეაგირება. მისი კენძიუცუ ცეკვას წააგავს. ორი ხმლის უკუღმა ჭერისა და შარინგანის კომბინაციით მტრისთვის იგი თითქმის ხელშეუხებელი ხდება სტიქია
მეოთხე ომის დროს, მეოთხე დივიზიას მადარამ ცეცხლის დიდებული ამოწყვეტით შეუტია. მან რამდენიმე ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რითიც მან თავისი პროფესიონალიზმის დემონსტრირება სცადა. მისი ცეცხლის დიდებული განადგურების ტექნიკა წყლის რამდენიმე კედლით ძლივძლიობით შეაჩერეს. ამავე ტექნიკით მან გადაწვა შხამიანი ტყის დიდი ნაწილი, რომელიც მოკუტონის მეშვეობით თავადვე შექმნა. ხის ტექნიკების გარდა, ჰაშირამა სენჯუს დეენემის წყალობით მადარამ მიწის გამოშვების უნარიც შეძინა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. იამატოს ტექნიკებთან შედარებით, მადარას ხის გამოშვება გაცილებით ძლიერია. მისი მეშვეობით მან აყვავებული ტყე შექმნა, რომლითაც მოწინააღმდეგეები მოწამლა და თითქმის გაანადგურა კიდეც. მადარას შეუძლია შეერწყას ხეს და მასში დაიმალოს იმ დროს, როცა მისი ხის კლონი მოწინააღმდეგეს ებრძვის. მადარას ასევე სუსანოს რამდენიმე კლონის შექმნა შეუძლია. გარდა ამისა, როგორც რინნეგანის მფლობელი, იგი ჩაკრას ბუნების ყველა ტრანსფორმაციის გამოყენების პოტენციალს ფლობს. დოუძიუცუ
მადარამ ადრეულ ასაკშივე გააღვიძა შარინგანი და გენძიუცუს გამოყენება ისწავლა. ერთი შეხედვით მას ადამიანისა და ბიჯუს ერთდროულად მართვა შეეძლო[საჭიროებს წყაროს მითითებას]. იტაჩის მსგავსად, მადარასაც შეეძლო თავისი შარინგანი დიდი ხნით ჰქონოდა გააქტიურებული, ამასთან ერთად, მას ჩაკრაც ცოტა ეხარჯებოდა. მანგეკიო შარინგანი მადარამ და იზუნამ ერთად გააქტიურეს. მთელ კლანში მათ პირველებმა გააღვიძეს მანგეკიო შარინგანი. მას შემდეგ, რაც მადარამ დაბრმავება დაიწყო, მან იზუნას თვალები წაართვა და მუდმივი მანგეკიო შარინგანი შეიძინა, რომლის დახმარებით მან ცხრაკუდიანი ურჩხულის მართვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მადარას სუსანოს ორი სახე აქვს და იგი იასაკა ნო მაგატამას იყენებს. რინნეგანი
ჰაშირამასთან ბრძოლისას მადარამ მისი დეენემი ჩაიგდო ხელში. მადარას თქმით, რინნეგანი მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაააღვიძა. ბრძოლის დროს იგი რინნეგანისა და მანგეკიო შარინგანის სურვილისამებრ შენაცვლებას ახერხებს. რინნეგანის წყალობით, მადარა ექვსი გზის ტექნიკებს ფლობს. პრეტას გზის მეშვეობით მან ნარუტოს რასენშურიკენი და ონოკის კეკკეი ტოტა შთანთქა. მან ასევე ჩამოადგო ორი დიდი მეტეორი, რაც მხოლოდ ექვსი გზის ბრძენს შეეძლო[საჭიროებს წყაროს მითითებას], და მეოთხე დივიზიის დიდი ნაწილი გაანადგურა.
დამატებულია (18/08/2013, 13:17) --------------------------------------------- NooB, აზრს ვინმე გეკითხება ეგ ჩემი აზრია დაზედმეტი რეპლიკები არაა საჭირო