• გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ახალი მსოფლიო წესრიგი ( ქართულად )
kabuto1
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 14:17 | შეტყობინება # 51
ავტორი kabuto1
28/03/2013, 14:17 | პოსტი # 51
--- ▼ ---
Quote (Faust)
მიკამათია შენთან რელიგიაზე და ვიცი.

გეშლება...
მე რელიგიაზე არ ვკამათობ
Quote (Faust)
და თემიდან არც გადამიხვევია, მაგ ვიდეოს აზრი რაციყო გითხარი და რატომაც თარგმნეს

კი ვიცი და არც არავინ გედავება ანუ ეგ შენი პოსტიდან გამომდინარეღა გავაგრძელე რაა
Quote (Faust)
ყველა ამერიკელი მასონია, და ჩვენი მტერია, არგვინდა ნატო და ევროპა - ესარის ამ ვიდეოს მთავარი არსი...

მასე არ ყოფილა ვიდეოში და მიტომ ასე ვთქვათ ცოტაა გააბუქე
 
Sasuke-Uchiha7
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 16:16 | შეტყობინება # 52
ავტორი Sasuke-Uchiha7
28/03/2013, 16:16 | პოსტი # 52
--- ▼ ---
Quote (kabuto1)
უამრავი ფაქტი არსებობს იმისა რომ მასონები ნამდვილად არსებობენ და მხოლოდ ეს ვიდეო არ არის ამი

მე ეს არ მითქვავს, როგორ უნდა დავამტკიცო მე რო არ არსებობენ როცა ხალხი თვითონ ამბობს რო მასონები არიან : D მე უბრალოდ ის ვთქვი რო არ მჯერა და ვერც დავიეჯრებ რო ისე არიან გავრცელებული როგორც ძაან ბევრი ამბობს , ვერ დავიჯერებ რო ყველაფერში მაგათი ხელი ურევია, თუნდაც მათი ნიშანი დოლარზე, 3 ექვსიანი უოლტ დისნეის ლოგოზე და ა.შ
მასონების არსებობაში წარმოუდგენელი არაფერი არაა, განსხვავებული იდეოლოგიის ხალხია.
 
kabuto1
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 17:50 | შეტყობინება # 53
ავტორი kabuto1
28/03/2013, 17:50 | პოსტი # 53
--- ▼ ---
Quote (Sasuke-Uchiha7)

მე ეს არ მითქვავს, როგორ უნდა დავამტკიცო მე რო არ არსებობენ როცა ხალხი თვითონ ამბობს რო მასონები არიან : D მე უბრალოდ ის ვთქვი რო არ მჯერა და ვერც დავიეჯრებ რო ისე არიან გავრცელებული როგორც ძაან ბევრი ამბობს , ვერ დავიჯერებ რო ყველაფერში მაგათი ხელი ურევია, თუნდაც მათი ნიშანი დოლარზე, 3 ექვსიანი უოლტ დისნეის ლოგოზე და ა.შ
მასონების არსებობაში წარმოუდგენელი არაფერი არაა, განსხვავებული იდეოლოგიის ხალხია.
დამიჯერე მაგათი ხელი ურევიათ. ადამიანებს რომლებსაც სურთ რომ მსოფლიო მართონ ლოგიკურია უამრავ სფეროში ჩაერევიან
 
shaliostro
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 19:32 | შეტყობინება # 54
ავტორი shaliostro
28/03/2013, 19:32 | პოსტი # 54
--- ▼ ---
ყველაზაე დიდი უბედურება არის რადკალიზმი და ფუნდამენტალიზმი,კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი სისხლი დაღვრილა ღმერთის სახელს ამოფარებული ნაძირლების ხელში ჯვაროსნული ომები ინკვიზიცაია კუდიანებზე ნადირობა.ამით რისი თქმა მინდა არარის ყელაფერი თეთრი და შავი ნუ ვიქნებთ რადიკალურები,ესეც პოლიტიკის ნაწილია ყელაფრის მასონებზე დაბრალება ხელმოცარული პოლიტოკოსების მიერ ყველგან მტირის ხატის ძებნა ამით ცდილობენ გაამართლონ თანიანთი უსუსურობა და უნიათობა. რუსულ არხებს ვინც უყურებს სულ იმის პროპაგანდა მიდის რომ რუსეთი არის მართმადიდებლობის შუქურა და მას ებრძვის მთელი მსოფლიო.
 
Лилит
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 20:55 | შეტყობინება # 55
ავტორი Лилит
28/03/2013, 20:55 | პოსტი # 55
--- ▼ ---
Quote (Satadarigo-Profili)
მანგაკა მანგის ხატვისას ავტომატურად ქრისტიანობის საწინააღმდეგოს ჯღაბნის თუ თავისდა უნებურად ხდება ის რომ რასაც თვითონ დაჯღაბნის ქრისტიანობასთან მოდის წინააღმდეგობაში > აქ სერიოზული და პრინციპული სხვაობაა არის თუ არა მანგაკას განზრახვა დაჯღაბნოს ქრისტიანობის საწინააღმდეგო ........ შენი ციტატა პირდაპირ ალოგიკად შეიძლება შეირაცხოს :3

ვერ მიგიხვდი რისი თქმა გსურს. ჩემი აზრი მგონია რომ სხვანაირად გაიგე
"სხვა არაფერია თუ არა" როდესაც დავწერე მგონი უკვე ვთქვი რომ შეიძლება რადიკალურად გამომივიდა.
ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არანაირი "შერაცხვები" არ ჭირდება

დამატებულია (28/03/2013, 19:55)
---------------------------------------------
Quote (Faust)
მოკლედ ასე ვიტყვი... ნებისმიერ რამეში დაინახავ საწინააღმდეგოს, სულ ბიბლიის კანონიკური ვერსია რომ დაიდო წინ და იმაზე დააფუძნო წიგნი ან თუნდაც მანგა, მაინც რაღაც დონეზე "წინააღმდეგობაში" მოვა, რადგან შენ რაღაცას შენებურად გაიგებ. მაგრამ მომკალი და ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში. მომკალი და მხოლოდ ბიბლიის წიგნის გვერდებში ვერ ვხედავ "ჭეშმარიტებას" გამოკეტილს, და ვერც ქრისტიანობის უხილავ საზღვრებში, უფრო ფართო ცნებად მიმაჩნია ჭეშმარიტება, და მგონია რომ ვისაც შეხება არც აქვს თუნდაც ამ წიგნთან, იქაც შეიძლება ბევრი ღირებულის დანახვა და იმის გააზრებაც კარგი იქნებოდა, რომ ვისაც ამ ყველაფერთან შეხება არაქვს ავტომატურად "ცუდზე, ბოროტსა და უარყოფითზე" არ მიგვეწერა.,

მაგრამ ჩემებული ცხოვრების მთავარი პრინციპის მიხედვით, ყველა თავისებურად ხედავს სამყაროს, ასე რომ ეს ჩემი აზრია მხოლოდ, ^ ^ წარმატებები შენეულ ხედვაში. ძალიან რელიგიურ კამათშიც ნუგადავალთ. რაც მთავარია, დავწერე და დამეთანხმე, რომ არცერთი მანგაკას განზრახვა არარის "ქრისტიანობის წინააღმდეგ პროპაგანდა" ჩადოს მანგაში ;დ

მივაქციოთ ამას ყურადღება, შენებური, და არ არის იმის გარანტია რომ აუცილებლად ჭეშმარიტებას ღაღადებ. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ ჩემი , ყველა აზრს ვცემ მე პატივს და არ ვთვლი კორექტულად თქვენ ჩემს მოსაზრებას "ალოგიკური" უწოდოთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ შეიძლება თქვენც ცდებით, ინდუქციური მეთოდით რომ ვიმსჯელოდ სწორი არც ერთი არ გამოვალთ ბოლოში, ამიტომ ყველა თავის აზრზე დარჩეს


შეტყობინება დაარედაქტირა: Arwen - ხუთშაბათი, 28/03/2013, 20:56
 
shaliostro
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:02 | შეტყობინება # 56
ავტორი shaliostro
28/03/2013, 21:02 | პოსტი # 56
--- ▼ ---
Quote (Arwen)
მივაქციოთ ამას ყურადღება, შენებური, და არ არის იმის გარანტია რომ აუცილებლად ჭეშმარიტებას ღაღადებ. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ ჩემი , ყველა აზრს ვცემ მე პატივს და არ ვთვლი კორექტულად თქვენ ჩემს მოსაზრებას "ალოგიკური" უწოდოთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ შეიძლება თქვენც ცდებით, ინდუქციური მეთოდით რომ ვიმსჯელოდ სწორი არც ერთი არ გამოვალთ ბოლოში, ამიტომ ყველა თავის აზრზე დარჩეს

გეთანხმები იმის მტკიცება რომ ვინმეს აზრი ჭეშმარიტებაა ალოგიკურია და არასწორია.ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება ეთანხმები არ ეთანხმები ამას არააქვს მნიშვლელობა პატივი უნდა სცე სხვის აზრს.
 
Faust
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:12 | შეტყობინება # 57
ავტორი Faust
28/03/2013, 21:12 | პოსტი # 57
--- ▼ ---
Quote (Arwen)
მივაქციოთ ამას ყურადღება, შენებური, და არ არის იმის გარანტია რომ აუცილებლად ჭეშმარიტებას ღაღადებ.

მის არვენ, უნებლიედ ჩემი კამათის სტილზე რომ გადმოხვედით თუატყობთ ^ ^

"ჩემებულის" გამუქება რასაჭირო იყო ვერვხვდები, თუ იმის პერიფრაზს აკეთებ და ხაზს უსვამ რომ ჩემი მოსაზრებაც შეიძლება ცდებოდეს, რათქმაუნდა ასეა. უფრო მეტიც, მე თვითონ დავწერე ეგ "ჩემებული" რადგან ეს ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, სულ ამას "ვღაღადებ" რომ ჭეშმარიტება სუბიექტურად აღქმადი და ინდივიდუალურია.
Quote (Faust)
ასე რომ ეს ჩემი აზრია მხოლოდ,

რაც შენ დამიწერე იგივე მიწერია მეც, ანუ იგივე იქნება რომ ვთქვათ, ჩემს მოსაზრებას ეთანხმებით...

მაგრამ ეგ რაც დავწერე ბოლო აბზაცში მხოლოდ "რწმენის საკითხს" ეხებოდა და წინა პოსტებში ჩემი მსჯელობა კი არგუმენტირებულია და არასწორ მოსაზრებას, რომელიც არსებობდა არგუმენტირებულად შევეწინააღმდეგე. "ჭეშმარიტება" რომ არ ვიცი რაარის რაგასაკვირია, აქ შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლოგიკურ კამათშიც და არგუმენტირებულ მსჯელობაშიც ვცდები. მოვრჩეთ მგონი აქ ჯობს.

აჰა ილუმინატოფანებს, გაგისწორდებათ ეს ვიდეო xD


შეტყობინება დაარედაქტირა: Faust - ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:16
 
kabuto1
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:16 | შეტყობინება # 58
ავტორი kabuto1
28/03/2013, 21:16 | პოსტი # 58
--- ▼ ---
Quote (shaliostro)
რუსულ არხებს ვინც უყურებს სულ იმის პროპაგანდა მიდის რომ რუსეთი არის მართმადიდებლობის შუქურა და მას ებრძვის მთელი მსოფლიო.

ყველამ კარგად ვიცით რომ დღევანდელი რუსული სამღვდელოების უმეტესი ნაწილი არააა მასე.

დამატებულია (28/03/2013, 20:16)
---------------------------------------------
აი შიკამარუსი რაც მომწონდა ყოველთვის, იცის თუ აზრი არა აქ არ ჩხუბობს და დავიჯერო თქვენ ვერ ხვდებით რომ თქვენს დავას ეხლა აზრი არა აქვს ?

 
Лилит
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:17 | შეტყობინება # 59
ავტორი Лилит
28/03/2013, 21:17 | პოსტი # 59
--- ▼ ---
Quote (Faust)
მის არვენ, უნებლიედ ჩემი კამათის სტილზე რომ გადმოხვედით თუატყობთ ^ ^

o.O ამმ?? ჰაა?
ნუთუ ფაუსტმა იმოქმედა ეგრე? a

Quote (Faust)
აჰა ილუმინატოფანებს, გაგისწორდებათ ეს ვიდეო

მოკლედ, ილუმინატებში რომ პროფესიონალურად გაერკვე, მინიმუმ 3 რელიგიაში ბოლომდე უნდა იყო გათვიცნობიერებული, მაგიაში და სატანიზმშიც უნდა იყო გაგებული, პოლიტიკაში და ისტორიაში.
მე ეგრე ვერ ვერკვევი ამიტომ ვარიდებ აწი რაიმეს თქმას ^_^
 
shaliostro
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:21 | შეტყობინება # 60
ავტორი shaliostro
28/03/2013, 21:21 | პოსტი # 60
--- ▼ ---
Quote (kabuto1)
ყველამ კარგად ვიცით რომ დღევანდელი რუსული სამღვდელოების უმეტესი ნაწილი არააა მასე.

ამით იმის თქმა მიდა, რომ რუსული ელკესია საქათველოსგან განსხვავებით ყოველთვის იყო რუსული იმპერიის გაგრძელება.როდიმე მომხდარა რუსეთში რომ ეკლესიას რომელიმე მონარქი გაეკრიტიკებინოს,ან ემხილოს?
 
Scopedog
თარიღი: ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:37 | შეტყობინება # 61
ავტორი Scopedog
28/03/2013, 21:37 | პოსტი # 61
--- ▼ ---
Quote (Arwen)
ისეთ ადამიანს რა ვუთხარი რაიმე ანიმემ ან წაკითხულმა მანგამ რწემნა რომ შეურხია

რწმენის შერხევის მომნტები არაერთხელ მქონია,მაგრამ ანიმესა და მანგისგან?რავი აბა,ვერ ვიხსენებ.


შეტყობინება დაარედაქტირა: Scopedog - ხუთშაბათი, 28/03/2013, 21:38
 
kabuto1
თარიღი: პარასკევი, 29/03/2013, 20:17 | შეტყობინება # 62
ავტორი kabuto1
29/03/2013, 20:17 | პოსტი # 62
--- ▼ ---
Quote (shaliostro)

ამით იმის თქმა მიდა, რომ რუსული ელკესია საქათველოსგან განსხვავებით ყოველთვის იყო რუსული იმპერიის გაგრძელება.როდიმე მომხდარა რუსეთში რომ ეკლესიას რომელიმე მონარქი გაეკრიტიკებინოს,ან ემხილოს?

კი
 
jiraiya-gallant
თარიღი: პარასკევი, 29/03/2013, 21:36 | შეტყობინება # 63
ავტორი jiraiya-gallant
29/03/2013, 21:36 | პოსტი # 63
--- ▼ ---
დიახ, დღეს 21-ე საუკუნეში კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტია. მითუმეტეს ისეთ საკითხში, როგორც მასონური ორდენის ჩამოყალიბება და განვითარებაა.



აგერ უკვე 2 წელია რამოდენიმე ჩვენთაგანი ვიბრძვით ჭეშმარიტი სინათლისკენ. თავიდან ვითომ ამერიკის ერთ-ერთი ლოჟის ეგიდით, რაც შემდგომ სიცრუე აღმოჩნდა და თავი უმეტესობამ მოტყუებულად და შეურაცყოფილად ვიგრძენით, თურმე სად არის შენი ნიუ-იორკი და ვაშინგტონი, სად არის დაჩქარებული წესით ოსტატის ხარისხში აყვანა, სად არის ჭეშმარიტება, სად არის ღირსება და მასონური ძმობა, თავისუფლება და თანასწორობა, სად არის ჭეშმარიტი ქართული 3 ლოჯა, რომელიც დიად ქართულ ლოჟას დაარსებდა... ყველაფერი ბუტაფორია, ფაქტობრივა მლიქვნელობა და ვიწრო ბიზნეს, პირადი და "დიადი სახელწიფოებრივი" ინტერესები... 2010 წლის შემოდგომიდან ძმების ნაწილი ირჩევს სინათლეს, ტრადიციას, ღირსებას და ეზოთერულ ფილოსოფიას. მადლობა იმ იურისდქიციებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოვადგენდით ლოჟებს, მხოლოდ სამი ფილოსოფიური - მასონური კლუბია, რომელშიც თითოში 8-9 წევრია.ავსტრიის და შვეიცარიის ავტორიტეი, უკრაინის, ხორვატიის, ჩერნოგორიის, ბულგარეთის, მოლდოვას, მაკედონიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის და შოტლანდიის იურისდიქციებმა მიგვიღებს, როგორც ნამდვილი ძმები, როგორც ორდენის სრულუფლებიანი წევრები (ჩვენ 7 ძმა და 24-25 კანდიდატი)... ყველა იურისდიქციის დიადი ოსტატი შეგვხდა და მხარი დაგვიჭირა, თეორიულად, მორალურად, პრაქტიკულად, ა.შ. შემდგომ თვით რუსეთიც, თურქეთიც,გერმანია, ლუქსემბურგი და ინდივიდუალურად მრავალი ძმა მსოფლიოს გარშემოდა მხარს უჭერენ საქართველოს, ქართველ ძმებს, ქართულ საქმეს, ქართულ მასონურ ორდენს!

ერთ-ერთი დაკვირვებით, ვხედავთ, რომ მასონობა ყველასთივს აუცილებელი საერთო ნიშნების, ტრადიციებისა და რიტუალების მიუხედავად, წარმოადგენს დამყოლ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს თითოეული მისი წევრის და ნაწილის მისწრაფებები დააკმაყოილოს, შეავსოს და გაამდიდროს. მასონობა ვითარდება, მასში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი განსხავებული მამაკაცები, რომელსაც გააჩნიათ კეთილი ნება, ამ განსხვავებების მიუხედავათ იყვნენ ერთად. თითოეულ კანდიდატს ტაძრის კარიბჭესთან მოაქვს ის რაც აქვს, არც თანხა და არც მისი სტატუსი, არაფერი რაც დროებითია, არამედ საკუთარ მე-ს, იმის სურვილს თუ ვინ უნდა, რომ დადგეს. ზოგიერთისთვის ეს გამოხატულია ქველმოქმედებით, ნაწილისთვის სოციალურ ურთიერთობებში, მცირე ჯგუფისთვის კი ფილოსოფიაში, ეზოთერიკაში და ოკულტიზმში. მასონობის განხილვა მონოლითურად შეუძლებელია, ვინაიდან არსებობს სხვადასხვა სახეობა, წესი მასონობაში (რა თქმა უნდა ვსაუბრობ რეგულარულ მასონობაზე, ვინაიდან სხვა „მასონობა“ არც არის), არსებობს სხვადასხვა მასონი. მასონი ხომ ინდივიდია, არ არის სტანდარტული, განზოგადოებული სახე, თითოეული ჩვენთაგანი, მასონი, ვითარდება დამოუკიდებლად, მას ლოჟის მიღმა საკუთარი ინტერესები, ჰობი, სურვილები, პოლიტიკური შეხედულებანი თუ რელიგიური მრწამსი გააჩნია. რა თქმა უნდა მორალი, ეთიკა, ჯენტლიმენობა, ღირსება, თავისუფლების სიყვარული და თანასწორობა უცვლელი გამაერთიანებელი საძირკვლის ქვებია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ როგორც საძმო განსაზღვრავს, თლის, ფორმირებს თითოეულ წევრს, ასევე თვით ძმებიც, წევრებიც განსაზღვრავენ და აძლევენ ფორმას მასონურ საზოგადოებას.



ჩემს წიგნებში, ხანდახან შეგხვდებათ გარკვეული „კრიტიკა“ და ალბათ გიკვირთ, მაგრამ ეს არც კრიტიკაა და გასაკვირიც არაფერია, მე უბრალოდ ავღნიშნავ რიგ ასპექტებს გულისტკივილით და იმ იმედით, რომ ყველა ძმა შეც-ვლის იმ გარემოს რაც დღეს საძმოში ან საძმოს ირგვლივ არის შექმნილი. ბოლო 40 წელი ყველა სამოქალაქო, საზოგადოებრივი და ფრატერნული ორგანიზაცია განიცდის წევრების რაოდენობის შემცირებას, ზოგ ქვეყანაში კრიტი-კულადაც კი. ბევრი ახალგაზრდა (და არა მარტო ახალგა-ზრდა) კანდიდატი, რომელიც არასწორი ან გადამეტებუ-ლი შეფასებით მოდის თავიდანვე, აწყდება გულაცრუებას და ხვდება, რომ იგი ვერ შეძლებს სრულად მიიღოს ის თვითგანვითარება, ცოდნა და საიდუმლო, რომელსაც ის აქ ეძებდა (რა თქმა უნდა ახლა განზოგადოებულად ვსაუ-ბრობ, და ეს არ უნდა იქნას გაგებული, როგორც არსებული რეალობა, მაგრამ ამასთანავე გარკვეული პრობლემები სახეზეა). კანდიდატს ხვდება ძმები, რომლებიც ოცი, ოცდაათი და ორმოცდაათი წელიც კი საძმოში არიან, მათ-ვის საძმო უკვე სოციალური ურთიერთობების და საზოგადოებრივ-საქველმოქმედო საქმიანობის ასპარეზია.



ბევრმა რიტუალი ზეპირადაც იცის, მაგრამ მათი სიმბოლური არსი და მნიშვნელობა არ ესმის, ძმების დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის ეზოთერიკა, მოდუნებულია ლოჟის ფილოსოფია. ისევ ვიმეორებ, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ვსაუბრობ საერთო ტენდენციაზე.



ჩემთვის გულდასაწყდომია, ნამდვილად გაუგებარია და აღმაშფოთებელიც კი, როდესაც მხვდება რიგი იურის-დიქციის წარმომადგენელი და მითუმეტეს დიდი ლოჟის ოფიცერი ან თუნდაც ლურჯი ლოჟის ოფიცერი და ელემენტარულად არ იცის და არ ესმის ორდენის არსი, ქცევის კოდექსი, ორიენტირებულია ბიზნესს ურთიერთობებზე და უკვირს თუ რითი არის აღშფოთებული ის, ვინც უძვე-ლეს ტრადიციებს, სიმბოლიზმს, რიტუალებს, ეზოთერიკულ და მისტიურ ფილოსოფიას მისდევს. ანუ მოკლედ, რომ ვთქვა იდეალისტების და პრაგმატიკოსების ჭიდილია. დღეს მასონურ საძმოში არის რამოდენიმე იურისდიქცია, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას, რომ მისი ეზოთერული ფესვები, ფილოსოფია და დოქტრინა სრულად შეესამება ძველ, თავისუფალ და აღიარებულ ქვის-მთლელების ორდენის ტრადიციებს, უძველეს თეზისებსა და კულტურას. ასეთ იურისდიქციებს შორის ყოველთვის აღსანიშნავია ინგლისი, შოტლანდია, ავსტრია, შვეიცარია, გერმანია, შვედეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, თქვენ წარმოიდგინეთ და თურქეთი, რუმინეთი და შორეული ავსტრალიის რამოდენიმე იურისდიქცია. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ზემოთხსენებულ იურისდიქციებში არ არის პრობლემები და არც იმას, რომ სხვა იურისდიქციებში საგანგაშო სიტუაციაა. არა, აქ საუბარია მხოლოდ მასონური ტრადიციისა და ფილოსოფიის სრულ გაგებაზე.



მაგალითს მოიგყვებით 3 იურისდიქციის. როდესაც მე პირველად მოვხდი ავსტრიაში, ჩემი „მასონური სტატუსი“ იყო საკმაოდ დაბალი, ოსტატიც კი არ ვიყავი. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემთან მოვიდა სასტუმროში ავსტრიის დია-დი ოსტატიც და სხვა ოფიცრები, მათთან ერთად ქალაქში სეირონობისას თუ ლოჟაში მუშაობის დროს მე თავს ნამდვილად ვგრძნობდი თანასწორად, ადამიანებს ეტყობოდათ სისადავე, თავისუფლების და თანასწორობის სიყვარული გამჯდარი იყო და არა „ნასწავლი“, მათი თითოე-ული ჟესტი იყო რაფინირებული, ღირსეული, გარკვეულწილად „არისტოკრატიული“, აშკარად ეტყობოდათ, რომ მოცარტი იყო მათი საძმოს წევრი, ბეთჰოვენი და ჰაიდნი... უკრაინაში ყოფნის დროს, აწ გარდაცვლილ უკრაინის დიდ ოსტატს რომ შევხდი (2010-2012 წწ) პირველი რაც შევამჩნიე ეს იყო მისი მკაცრი დამოკიდებულება თითოეულ ნიუანსთან, რასაც ერქვა მასონური ორდენი, რიტუალის და წესების დაცვა, სიმბოლოების სწორად გამოყენება და ახალი კანდიდატების მიღების მკაცრი კონტროლი. 2012 წელს უკრაინის დიად ლოჟას 10 წელი შეუსრულდა, ამ იუბილეზე კიდევ ერთი ლოჟა გაიხსნა, რომლის ინსტა-ლაციას, პატივი მერგო და დავესწარი. წარმოიდგინეთ, რომ ამ 10 წლის განმავლობაში უკარაინაში, რომელსაც რამოდენიმე დიადი ლოჟის აქტიური მხარდაჭერა გააჩნდა (მაგ. საფრანგეთი, ინგლისი, ავსტრია და რუსეთი), მხოლოდ 7 ლოჟა (მეშვიდე ის იყო, მე რომ დავესწარი და-არსებას) იყო ინსტალირებული და 200-დე ძმაა. როდესაც იგივე დროს სხვა იურისდიქციაში (არ დავაკონკრეტებ შეგნებულად) ამავე პერიოდში 5000-დე ძმა მასონია მიღებული (ლოჟების რაოდენობაც შესაბამისად გაცილებით მეტია). ზოგი იტყვის, რომ ზედმეტი პედანტიზმი არ ვარგა, ზოგი კი იტყვის, რომ კარგია დიდი რაოდენობა, მგონია, ბალანსი უნდა იყოს დაცული. „თქვენობით“ მივმართე, ასაკით უროსი იყო უკრაინის დიადი ოსტატი ჩემ-ზე, ეგრევე მკაცრი შენიშვნა მივირე - „ჩვენთან ძმები თანასწორნი არიან, შენობით მიმართავენ ერთმანეთსო“... სტილი, ტრადიცია და სწორი „მენეჯმენტი“. როდესაც ვსაუბრობთ სხვა იურისდიქციებზე რეგიონში, იგივეს ვერ იტყვი, სამწუხაროდ, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ამ იურისდიქციების ფორმირებაში თვითონ ამ ქვეყნის შვილები მეორე ხარისხოვან როლს თამაშობდნენ ან შეიძლება გენში აქვთ ასე, მაგრამ ვერაფრით ვერ დააბრალებ რეგიონს, ეგრევე აზიურ-ევროპული თურქეთი გვიდგება მაგალითად, სადაც ქემალ ათა-თურქის შემდგომ მასონუ-რი ორდენი წარმოადგენს ღირსების, ლიბერალიზმის და განვითარების ციტადელს. რეგიონში (კავკასიაში) ფაქტია, რომ საქართველო იქნება ყველაზე პროგრესული მასონუ-რი იურისდიქცია, უნდა და მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ვინაიდან ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთედ, როდესაც ჩვენი ბედი დასავლეთს, ცივილიზაციას, კულტურას და ტრადიციებს ვანდეთ და არა პროტექციონიზმს, ამბიცი- ებს და გაუნათლებლობას.



ვწუხვარ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მასონობა არა მარტო შეძენილი ფილოსოფიაა, არამედ თანდაყოლილი, ლამის გენეტიკურ დონეზე, თუ ერი არ არის რაფინირებული, კულტურული და არის ბოღმა და შურიანი, მასონებიც, რომლებიც საკუთარი კულტურის შვილები არიან, იმავე თვისებებით არიან აღჭურვილი, გინდ ლოს-ანჯელესიდან იყვნენ და გინდა პარიზიდან, გენი-გენია.



ახალი ენერგია ჩვენს რეგიონში, მოდით პირდაპირ ვიტ-ყვი საქართველოში უფრო მეტწილად, არის ახალი თაობა, ახალგაზრდები, მათ ვინც დააღწია კლანური, ნეპოტის-ტური და კომუნალურ-კორუმპირებული მარწუხებიდან, ვინც ფიქრობს, აზროვნებს და სურს რომ შეცვალოს!



ისიც ფაქტია, რომ ასე თუ გაგრძე-ლდა მასონების დღევანდელი თა-ობა აღარ იარსებებს 10 წელიწადში, ბევრი წავა, ზოგი გადავა კვაზი მასონურ ორგანიზაციებში, ზოგიც კიდევ რა... საჭიროა იმ უდიდესი ადამიანური თუ მატერიალური რესურსის მობილიზება, რომელიც მასონურ ოდერნს გააჩნია. მილიარ-დობით დოლარი, რომელიც ორდენს გააჩნია სწორად არის მისამართი, მხარდასაჭერია ის ახალგაზრდები, პროგრესულად მოაზროვნე თაობა, რომელიც მასონურ ორდენში ეძებს განათლებას, სიმტკიცეს, ეზოთიერიკული ფი-ლოსოფიის საფუძვლებს, მეტ განითარებას და ძმურ, თა-ნასწორ და თავისუფალ ურთიერთობებს. ეს ყველაფერი ღმერთის სიყვარულით, ადამიანის სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით. მიხარია, რომ არის ის თაობა მასო-ნების, რომელიც ინახავს ღირებულ ტრადიციას და ცდი-ლობს აღზარდოს ღირსეული შთამომავლობა.



ნამდვილად საინტერესოა და ამაღელვებელი, როგორ ხვდებიან სხვადასხვა თაობის მასონები ერთმანეთს, თუნდაც პირველად, როგორი გულწრფელია მათი ურთიერთ სიყვარული და ჩახუტება. მამაკაცები ცვლიან მასონობას და მასონობა ცვლის მამაკაცებს. თავისუფალკალატოზთა სამყარო, მასონობა წარმოადგენს თვითგანვითარების, სა-კუთარი თავის გაუმჯობესების მიზანს, ანუ მასონობა თვითონ მიზანი და ამოცანაა.

ეს განმარტება ირონიას იწვევს რიგ სკეპტიკოსებში, მაინ-დამაინც უნდა დავწეროთ და განვაცხადოთ, რომ მხო-ლოდ ერთი მიზანი გვაქვს, ავაშენოთ მეფე სოლომონის ტაძარი და ბაბილონის გოდოლი ფიზიკურად, რეალურ დროსა და სივრცეში და ჩავუდგეთ სამსახურში შავ-ბნელ ძალების არმიის ავანგარდს! აი, „ბეჭდების ბრძანებელში“ რომ არის ტროლების, გობლინების და ორკების არმია, „ყოველის მხედველი თვალიც“ ხომ იჭყიტება აღმოსავლეთიდან... მეტი მიზნები რად გინდათ, ორდენი საუკუნე-ების განმავლობაში მხოლოდ ამისთვის არსებობს, რომ როგორმე ძმებმა სახე ვიცვალოთ, გადავიქცეთ მახინჯ არსებებად და ჭეშმარიტი მორწმუნენი წავწყმინდოთ... ალბათ უმრავლესობა ხვდებით აღნიშნული მოსაზრებების ცინიკური და უტოპიურობა... იმედი მაქვს, ჩემთან ერთად მოკვდება ეს იმედი, ვინაიდან მინდა მწამდეს სინათლის, განათლების, გონების და აზროვნების.







მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...

არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” ი.ჭ.





ჩვენ ვეძებთ განათლებულ, ღირსეულ, მტკიცე სულის, მორალურად და ეთიკურად ჩამოყალიბებულ, გარკვეული რესურსის მქონე მამაკაცებს, ვიცით,რომ რთული გზა გვაქვს არჩეული, ასეთი ცოტაა საქართველოში, ან სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს ვირტუალურ სამყაროს, მაგრამ ვირტუალური იქცევა რეალურად. ჩვენთან არავინ "ცნობილი" და "გამოჩენილი" არ არის, ჩვენთან არიან კაცები, ღისეული და თავმოყვარე, გაერთიანებული მასონური ფილოსოფიით, სიმბოლიზმით და საიდუმლოთი.

Ad Universi Terrarum Orbis Summi Architecti Gloriam!



მოკლედ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვიცით და ჩვენ სინათლეს ვეძებთ...
 
DonCorleone
თარიღი: პარასკევი, 29/03/2013, 21:36 | შეტყობინება # 64
ავტორი DonCorleone
29/03/2013, 21:36 | პოსტი # 64
--- ▼ ---
ვაა ვაა ეს რა თემა გაიხსნა...
მასონების არსებობაში იმედია ეჭვი არავის ეპარება... ისინი არ არიან ვითომდა სატანის მოციქულები რომლებმაც სული მიყიდეს ეშმაკს და ამგვარი უაზრობები... ისინი არიან განდიდების მანიით დასნეულებული ხალხი რომლების იდეოლოგიაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს იდეოლოგიას...
პირადად მე მჯერა რომ მასონები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მსოფლიოს სადავეები ვიდეოში ხსენებული და სხვა გზებით... მასონები არიან არამარტო პოლიტიკოსები და სხვადასხვა დაჯგუფებების წევრები... მსოფლიო შოუბიზნესის უდიდესი ნაწილი მასონია... არსებობს ბევრი ვიდეო რომელშიც ახსნილია თუნდაც რატომ არის მასონი რიანა, გაგა და სხვ.
რაც შეეხება მანგებზე და ანიმეებზე ჩამოგდებულ თემას, გეთანხმებით რომ ქრისტიანობას ბევრ რამეში ეწინააღმდეგება ანიმე/მანგა, მაგრამ ნაკლებად მჯერა იმის რომ რომელიმე მანგაკა მანგის წერის დრო ფიქრობს როგორ შეურყიოს რომელიმე ქრისტიან ანიმემოყვარულს რწმენა... ეს უბრალოდ ასე "გამოდის"... ნებით თუ უნებლიეთ, ბევრი რამ მოდის რელიგიასთან წინააღმდეგობაში, მაგრამ ამ ყველა "შიამოვნებაზე" უარის თქმა ძალიან რთულია...
რაც შეეხება სანსიქერის დადებულ ვიდეოს, ნამდვილად არ ვიცოდი თვითმფრინავების "კვამლი" თუ რაღაც სპეციალურად გამოშვებული იყო... და ამის ნაკლებადაც მჯერა...

 
Insane
თარიღი: პარასკევი, 29/03/2013, 21:49 | შეტყობინება # 65
ავტორი Insane
29/03/2013, 21:49 | პოსტი # 65
--- ▼ ---
ჩვებ არ გვაქვს უფლება ვინმე განვსაჯოთ და მათ დავაძალოთ რამე , მოვა დრო , როცა ყველა დადგება არჩევნის ქვეშ "პური ან შიმშილი"
პური - იქნება ხორციელი სიმდიდრე
შიმშილი- კი ღმერთთან მისასვლელი პირველი ეტაპის გამოცდა
როგორც ვიცით ბიბლიის თანახმად მალე მოვა ანტი ქრისტეს ხანა , როცა იქნება სწორედ ეს გამოცდა ვინც მას გაივლის ის ღმერთთან სამუსმო მშვიდობას მოიპოვებს ვინც არა იმის შემდეგ რაც დამთავრდება ანტიქრისტეს ხანა და მას "ჩაკეტავენ" კვლავ ის ადამიანებიც მასთან ერთად წავლენ...
მე საერთოდ ვფიქრობ , რომ ადამიანი არის ძალიან სუსტი არსება , მისი რწმენა ძალიან მარტივად ტყდება და ის მარტივად ღალატობს თავის პრინციპებს , მის რწმენას და ასევე მისთვის მნიშვნელოვან ხალხს...
ისეთი ადამიანების უმეტესობა ვინც არიან მასონები სატანისტები ათეისტები მათი უმეტესობა საქართველოში ვამბობ ფიქრობს , რომ ეს კაიბიჭობაა , რომ მოდაშია და ასწორებს... ისინი დაბრმავებულები არიან და იმედია თვალი მალე აეხილებათ n_victoire
 
Sanins
თარიღი: პარასკევი, 29/03/2013, 23:26 | შეტყობინება # 66
ავტორი Sanins
29/03/2013, 23:26 | პოსტი # 66
--- ▼ ---
დიდხნიანი მივიწყების შემდეგ ოპერა გავხსენი და თავისუფალ განყოფილებაში ამამაგდო.ეს თემა ვნახე და ჩემი ძველი თემები გამახსენდა მასონთა კულტურის შესახებ,ნუ რა ვთქვა ჩვენ ვიხილავდით ახლა კითხულობენ მასონი რა არის ? იჭმევა ? უი ახლა შევამჩნიე გენინი ვარ ...

ხო მართლა მასონებს რაც შეეხება მათი არსებობის ნამდვილად მწამს,ფაქტია საშინელ განსაცდელს მოუვლინებენ მსოფლიოს
 
Gulbana
თარიღი: შაბათი, 30/03/2013, 01:23 | შეტყობინება # 67
ავტორი Gulbana
30/03/2013, 01:23 | პოსტი # 67
--- ▼ ---
მე მჯერა მასონების და ილუმინატების. მოცარტი ბახი მასონები იყვნენ. ახლანდელ დროში კი დაჟე საქართველოშიც გაიხსნა ოფიციალური თბილისის ''წმინდა გიორგის'' ლოჟა თუ არ ვცდები და ქუთაისში და ბათუმში კიდევ უნდა გაიხსნას(მგონი) . ვისაც გჯერათ ილუმინატების და მასონების შეევეცადოთ ერთად დავდგეთ... მეორედ მოსვლა მართლაც რომ ახლოა ამ ანტი ქრისტეების ილუმინატების და მასონების სახით
და მგონი ერთ ერთი ქართველი გამოჩენილი პარიზის ლოჟის წევრია . შეგნებულად არ დავასახელებ სახელს ანუ ეს არის მხოლოდ ჩემგან მოპოვებული ინფორმაცია და არ ვიცი ზუსტია თუ არა ... მან ასევე შექმნა ქართული ლოჟა როგორც ვიცი (ნოთ შურე 002 ) მთავარია რაც შეიძლება ბევრა კაცმა გაიგოს ამის შესახებ რომ მართლა არსებობენ და ერთად დავდგეთ. შოუ ბიზნესი მათკენაა და მასონების წევრია რიჰანა და ა.შ
http://www.squidoo.com/how-to-kill-the-illuminati#
ეს არის საიტი სადაც წავაწყდი ინფორმაციას მათზე.... n_kiss

დამატებულია (30/03/2013, 00:23)
---------------------------------------------

 
Genius
თარიღი: შაბათი, 30/03/2013, 02:30 | შეტყობინება # 68
ავტორი Genius
30/03/2013, 02:30 | პოსტი # 68
--- ▼ ---
მაგრად მკიდია ამ გონებაჩლუნგის ვიდეო, ჰიტლერს გაუმარჯოს.
 
MoonDance
თარიღი: შაბათი, 30/03/2013, 02:45 | შეტყობინება # 69
ავტორი MoonDance
30/03/2013, 02:45 | პოსტი # 69
--- ▼ ---
Quote (Genius)
მაგრად მკიდია ამ გონებაჩლუნგის ვიდეო, ჰიტლერს გაუმარჯოს.

ორიგინალურობის მცდელობა failed

xD
 
Genius
თარიღი: შაბათი, 30/03/2013, 20:36 | შეტყობინება # 70
ავტორი Genius
30/03/2013, 20:36 | პოსტი # 70
--- ▼ ---
MoonDance,
:|

დამატებულია (30/03/2013, 19:36)
---------------------------------------------

SIEG HEIL !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 
jiraiya-gallant
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 01:04 | შეტყობინება # 71
ავტორი jiraiya-gallant
31/03/2013, 01:04 | პოსტი # 71
--- ▼ ---
Quote (Gulbana)
მე მჯერა მასონების

ისე ამბობ თითქოს არ არსებობენ, მაგრამ თავს ძალას ატან და იჯერებ... არა, ჩვეულებრივი ადამიანები არიან , როგორც მე და შენ . შენი თავის არსებობის როგორც გჯერა, ისეთივე ჭეშმარიტებით არსეობობენ მასონები. და დაჯერება/არ დაჯერებით ვერ გამორიცხავ მათ არსებობას, ეს ფაქტია. ერთ ქართველ მასონსაც ვიცნობ.
Genius, ჰიტლერი რა შუაშია ?
 
Reichenbach
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 01:06 | შეტყობინება # 72
ავტორი Reichenbach
31/03/2013, 01:06 | პოსტი # 72
--- ▼ ---
Quote (jiraiya-gallant)
ერთ ქართველ მასონსაც ვიცნობ.


გილოცავ : D
 
jiraiya-gallant
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 02:56 | შეტყობინება # 73
ავტორი jiraiya-gallant
31/03/2013, 02:56 | პოსტი # 73
--- ▼ ---
http://freemasonry-cg.com/we-are-....s-india
 
AMIKO1995
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 03:47 | შეტყობინება # 74
ავტორი AMIKO1995
31/03/2013, 03:47 | პოსტი # 74
--- ▼ ---
Quote (Insane)
უმეტესობა საქართველოში ვამბობ ფიქრობს , რომ ეს კაიბიჭობაა , რომ მოდაშია და ასწორებს... ისინი დაბრმავებულები არიან და იმედია თვალი მალე აეხილებათ

++გეთანხმები მაგრა აზროვნებ არა მარტო ამ თემაში საერთოდაც ვამბობ hx
 
Insane
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 03:55 | შეტყობინება # 75
ავტორი Insane
31/03/2013, 03:55 | პოსტი # 75
--- ▼ ---
Quote (AMIKO1995)
++გეთანხმები მაგრა აზროვნებ არა მარტო ამ თემაში საერთოდაც ვამბობ

n_lol რავი მადლობა sdm
 
Лилит
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 03:58 | შეტყობინება # 76
ავტორი Лилит
31/03/2013, 03:58 | პოსტი # 76
--- ▼ ---
Quote (AMIKO1995)
++გეთანხმები მაგრა აზროვნებ არა მარტო ამ თემაში საერთოდაც ვამბობ

რას შვება?
სქესს ვერ არ ჩევს და რაის მაგრად აზროვნებს :D b
 
Insane
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 04:23 | შეტყობინება # 77
ავტორი Insane
31/03/2013, 04:23 | პოსტი # 77
--- ▼ ---
Arwen, იუ ბრიქ მაი ჰართ g0 g9 j kx w3
 
Genius
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 12:22 | შეტყობინება # 78
ავტორი Genius
31/03/2013, 12:22 | პოსტი # 78
--- ▼ ---
Quote (jiraiya-gallant)
Genius, ჰიტლერი რა შუაშია ?

ვიდეოს ავტორი ეწინააღმდგება ჰიტლერს
 
AMIKO1995
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 17:30 | შეტყობინება # 79
ავტორი AMIKO1995
31/03/2013, 17:30 | პოსტი # 79
--- ▼ ---
Arwen შენ თავს თუ გულისხმობ მეც ბიჭი მეგონე 002

დამატებულია (31/03/2013, 16:30)
---------------------------------------------
მოკლედ ყველაფერს იეღოველებს(იეჰოვას მოწმეებს) ნუ შეტენით. მასონები არიან მე ვფიქრობ ძირითადად მთავრობების ხალხი ბოლოს ესე იქნება გამოაცხადებენ მშვიდობას მთელს დედამიწაზე და ხალხის გაერთიანებას იქიდან გამომდინარე რომ ბევრი რელიგია არსებობს და ხალხი ერთმანეთს ასეა თუ ისე ვერ ეწყობიან დაიწყებენ მთავრობები რელიგიების დევნას აკრძალვას და დაიწყება არეულობა მაშინ მოხდება მეორედ მოსვლა n_ok

 
Insane
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 21:26 | შეტყობინება # 80
ავტორი Insane
31/03/2013, 21:26 | პოსტი # 80
--- ▼ ---
Quote (AMIKO1995)
Arwen შენ თავს თუ გულისხმობ მეც ბიჭი მეგონე

n_lol მდედრი ეგ რას გვებლატავება არაა ? 006
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 21:29 | შეტყობინება # 81
ავტორი DonCorleone
31/03/2013, 21:29 | პოსტი # 81
--- ▼ ---
Quote (Insane)
მდედრი ეგ რას გვებლატავება არაა ?

აღარ "ვარგა" ეგ ხუმრობა... = ))
 
Лилит
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 21:43 | შეტყობინება # 82
ავტორი Лилит
31/03/2013, 21:43 | პოსტი # 82
--- ▼ ---
Quote (AMIKO1995)
Arwen შენ თავს თუ გულისხმობ მეც ბიჭი მეგონე

რა გიხარია მერე დაგოიმდი 002
Quote (DonCorleone)
აღარ "ვარგა" ეგ ხუმრობა... = ))

იუ არე რაით 004
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 21:48 | შეტყობინება # 83
ავტორი DonCorleone
31/03/2013, 21:48 | პოსტი # 83
--- ▼ ---
Quote (Arwen)
იუ არე რაით

მე ვარ მარჯვენა !
 
Insane
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 21:51 | შეტყობინება # 84
ავტორი Insane
31/03/2013, 21:51 | პოსტი # 84
--- ▼ ---
Quote (DonCorleone)
აღარ "ვარგა" ეგ ხუმრობა... = ))

რა ხუმრობა ? :?
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 21:52 | შეტყობინება # 85
ავტორი DonCorleone
31/03/2013, 21:52 | პოსტი # 85
--- ▼ ---
Quote (Insane)
რა ხუმრობა ?

მდედრი
 
Лилит
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 21:55 | შეტყობინება # 86
ავტორი Лилит
31/03/2013, 21:55 | პოსტი # 86
--- ▼ ---
Quote (DonCorleone)
მე ვარ მარჯვენა !

გუუგლ ტრანსლეიტი მაინც დაგეხმარა n_lol
 
DonCorleone
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 22:00 | შეტყობინება # 87
ავტორი DonCorleone
31/03/2013, 22:00 | პოსტი # 87
--- ▼ ---
Quote (Arwen)
გუუგლ ტრანსლეიტი მაინც დაგეხმარა

არამცდაარამც ! არ ვარ მე მარტალი.... დიდი-დიდი მარჯვენა ვიყო XD
 
Insane
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 22:49 | შეტყობინება # 88
ავტორი Insane
31/03/2013, 22:49 | პოსტი # 88
--- ▼ ---
Quote (DonCorleone)
მდედრი

ხუმრობა არაა უბრალოდ მასე ვეძახი "ნუ შეიძლება მასეც ჩათვალო" მარა მე უბრალოდ ვეძახი მივეჩვიე და იმიტომ n_victoire
 
Genius
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 22:51 | შეტყობინება # 89
ავტორი Genius
31/03/2013, 22:51 | პოსტი # 89
--- ▼ ---
Quote (Insane)
ხუმრობა არაა უბრალოდ მასე ვეძახი "ნუ შეიძლება მასეც ჩათვალო" მარა მე უბრალოდ ვეძახი მივეჩვიე და იმიტომ

ეგ არაფერი, მთავარია ჰიტლერის სახელი ჰყვაოდეს ...
 
Insane
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 22:56 | შეტყობინება # 90
ავტორი Insane
31/03/2013, 22:56 | პოსტი # 90
--- ▼ ---
Quote (Genius)
ეგ არაფერი, მთავარია ჰიტლერის სახელი ჰყვაოდეს ...

2dt
 
grinch
თარიღი: კვირა, 31/03/2013, 22:57 | შეტყობინება # 91
ავტორი grinch
31/03/2013, 22:57 | პოსტი # 91
--- ▼ ---
Quote (Genius)

ეგ არაფერი, მთავარია ჰიტლერის სახელი ჰყვაოდეს ...

 
jiraiya-gallant
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 11:18 | შეტყობინება # 92
ავტორი jiraiya-gallant
01/04/2013, 11:18 | პოსტი # 92
--- ▼ ---
მოცარტს უთქვამს "იფიქრე იმაზე თუ რას აძლევ შენ ლოჟას და არა იმაზე თუ რას გაძლევს შენ ლოჟა"... რაღაც ნაცნობია არა?!



შეიძლება თქვენ ბევრი (ან პირიქით ცოტა) გსმენიათ მასონების შესახებ, წაკითხული, მონაჭორი თუ ნაამბობი... ეხლა გთხოვთ დაივიწყოთ ეს ყველაფერი და მე მომისმინოთ...



თავისუფალი კალატოზობა ანუ მასონობა არ არის არც რელიგია, არც პარტია, არც სექტა და არც შეთქმულთა საიდუმლო ერთობა. მასონობა თავისუფალ მამაკაცთა ერთობაა, მათი ვისაც ღირსება და პატივი გააჩნია.



რა მიზანია აქვს მასონებს? გაგიკვირდებათ ჩემი პასუხი – მასონობა თავის მიზნად ისახავს ზრდასრულ მამაკაცთა აღზრდას, ჰუმანურობის, მოთმენის, ადამინის სიყვარულისა და მოწიწების პრინციპეპზე დამყარებული. ამასტანავე არ გაგვაჩნია რაიმე "ინსტრუქციები", დოგმები და პროგრამები ამასითვის.



რა მომცა ლოჟამ და ზოგადად მასონობამ?



მე ვისწავლე მოსმენა...



მე ვისწავლე მოსმენა იმ აზრებისა, რომელიც არ ემთხვევა ჩემს შეხედულებებს...



მე ვცდილობ გადავჭრა ყველა პრობლემა რომელიც ოჯახში ან სამსახურში წარმოიქმენაბა ჰუმანური, უკონფლიქტო მეთოდებით.



მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ



მე მყავს მეგობრები, ძმები, რომელთაგან მე ბევრს ვსწავლობ. ჩვენს წრეში არ დაობენ, არამედ არგუმენტირებულად ამტკიცებენ საკუთარ მოსაზრებას.



მაოსნობა ჩემთვის ეს არის თავისუფლების სივრცე, ადამიანური ურთიერთობები.



"მასონობა რომ არ არსებობდეს, ალბათ საჭირო იქნებოდა მისი მოგონება", ბრძანა ლესიგმა.

მასონები ყოველტვის ვცდილობთ დიქტატურის ზეგავლენას ავარიდოტ თავი, ეს პოლიტიკური, თუ თეოკრატიული ზეგავლენა იქნება.



ჩვენ ჩვენი ერის, ჩვენი სახლემწიფოს პატრიოტები ვართ პირველ რიგში, ამას ისტორიაც ადასტურებს! ჯუზეპე გარიბალდი, სიმონ ბოლივარი, უინსტონ ჩერიჩილი, ჯორჯ ვაშინგტონი, მიხეილ კუტუზოვი ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ძმური აქტივობითიაც და საკუთარი სამშობლოს

უაღრესი სიყვარულით და პატრიოტიზმით.



"რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა."
 
kabuto1
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 14:54 | შეტყობინება # 93
ავტორი kabuto1
01/04/2013, 14:54 | პოსტი # 93
--- ▼ ---
21 მარტიდან მიკრო ჩიპები ოფიციალურად დაიშვა ამერიკაში x16 x16
 
Лилит
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 15:02 | შეტყობინება # 94
ავტორი Лилит
01/04/2013, 15:02 | პოსტი # 94
--- ▼ ---
jiraiya-gallant,

ეს ვისი.......აზრებია?
 
Uchiha-clan
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 16:12 | შეტყობინება # 95
ავტორი Uchiha-clan
01/04/2013, 16:12 | პოსტი # 95
--- ▼ ---
http://geo.saitebi.ge/drama....bb.html

ილუმინატებზეა ეს ფილმი უყურეთ ვისაც გაინტერესებთ
 
jiraiya-gallant
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 18:24 | შეტყობინება # 96
ავტორი jiraiya-gallant
01/04/2013, 18:24 | პოსტი # 96
--- ▼ ---
Arwen, ერთ-ერთი ქართველი მასონის.
 
shaliostro
თარიღი: ორშაბათი, 01/04/2013, 18:50 | შეტყობინება # 97
ავტორი shaliostro
01/04/2013, 18:50 | პოსტი # 97
--- ▼ ---
Quote (Uchiha-clan)
ილუმინატებზეა ეს ფილმი უყურეთ ვისაც გაინტერესებთ

დიდი ნვერაფერი ფიმია მიუხედავათ იმისა რო კარგი მსახიობები თამაშობენ.
 
jiraiya-gallant
თარიღი: შაბათი, 06/04/2013, 15:09 | შეტყობინება # 98
ავტორი jiraiya-gallant
06/04/2013, 15:09 | პოსტი # 98
--- ▼ ---
ქართველი ძმები (მასონები) , რომლებზეც დღეს უჭველი დადასტურებული (დოკუმენტურად) მასალა გაგვაჩნია იყვნენ:
გიორგი იოანეს ძე ბაგრატიონი - „გაერთიანებული მეგობრები“ 3
მიხეილ ბარათაშვილი - „კეთილშობილების გასაღები“, სიბირსკი, 1818
დავით ვაჩნაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
გიორგი გვაზავა - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
შალვა ქარუმიძე - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
სპირიდონ კედია - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
ირაკლი ორბელიანი- „პრომეთე“ – 1927, პარიზი
იაკობ ხოჩალავა - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
დავით შირტლაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
კიტა აბაშიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
იასონ ბაქრაძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
ევგენი გეგეჭკორი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი (უმაღლესი საბჭოს წევრი, რუსეთი), პეტერბურგში „ჩრდილოეთის ნათების“ , შემდგომ კი გადარქმეული ლოჟა „გეგეჭკორი“-ს წევრი. „ვარდების ლოჟის“ წევრი
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
ალექსანდრე დიოსამიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
გიორგი ჟდანოვი (მაიაშვილი) - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
პეტრე ყიფიანი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
სერგო ურუსოვი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
ალექსანდრე სუმბათაშვილი (იუჟინი) – „აღორძინება“ -1908, მოსკოვი
გიორგი დიმიტრის -ძე სიდამონ-ერისტოვი (სიდამონიძე-ერისთავი)-1910 რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთის უმაღლესი საბჭოს წევრი; "ჩრდილოეთის ნათება" (პეტერბურგი) და "პოლარული ვარსკვლავის", ასევე ლოჟა „გალპერნა“-ს წევრი.
ვარლამ ლევანის ძე გელოვანი - "პოლარული ვარსკვლავი" -1907, პეტერბურგი
ალექსანდრე ხატისოვი - თბილისი; „თავისუფალი რუსეთი“, პარიზი
აკაკი ჩხენკელი - „ვარდების ლოჟა“ - ე.წ. მეოთხე მოწვევის რუსეთის სათათბიროს ლოჟა
ქრისტოფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი - თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
გიორგი მიხეილის ძე თუმანოვი (თუმანიშვილი)- თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
ნოე რამიშვილი
ალექსანდრე ამილახვარი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
არჩილ ანდრონიკაშვილი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
ირაკლი ვაჩნაძე - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
სოსო გობეჩია - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
კონსტანტინე ჯაყელი - „ლოტოსი“, პარიზი - 1932
ვლადიმერ დავითის ძე ნიჟარაძე
სერგო ფიცხელაური
ირაკლი წერეთელი
ნოე ჟორდანია
ალექსანდრე ასათიანი
შალვა ამირეჯიბი
 
Лилит
თარიღი: შაბათი, 06/04/2013, 15:37 | შეტყობინება # 99
ავტორი Лилит
06/04/2013, 15:37 | პოსტი # 99
--- ▼ ---
Quote (jiraiya-gallant)
ქართველი ძმები (მასონები) , რომლებზეც დღეს უჭველი დადასტურებული (დოკუმენტურად) მასალა გაგვაჩნია იყვნენ:
გიორგი იოანეს ძე ბაგრატიონი - „გაერთიანებული მეგობრები“ 3
მიხეილ ბარათაშვილი - „კეთილშობილების გასაღები“, სიბირსკი, 1818
დავით ვაჩნაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
გიორგი გვაზავა - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
შალვა ქარუმიძე - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
სპირიდონ კედია - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
ირაკლი ორბელიანი- „პრომეთე“ – 1927, პარიზი
იაკობ ხოჩალავა - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
დავით შირტლაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
კიტა აბაშიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
იასონ ბაქრაძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
ევგენი გეგეჭკორი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი (უმაღლესი საბჭოს წევრი, რუსეთი), პეტერბურგში „ჩრდილოეთის ნათების“ , შემდგომ კი გადარქმეული ლოჟა „გეგეჭკორი“-ს წევრი. „ვარდების ლოჟის“ წევრი
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
ალექსანდრე დიოსამიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
გიორგი ჟდანოვი (მაიაშვილი) - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
პეტრე ყიფიანი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
სერგო ურუსოვი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
ალექსანდრე სუმბათაშვილი (იუჟინი) – „აღორძინება“ -1908, მოსკოვი
გიორგი დიმიტრის -ძე სიდამონ-ერისტოვი (სიდამონიძე-ერისთავი)-1910 რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთის უმაღლესი საბჭოს წევრი; "ჩრდილოეთის ნათება" (პეტერბურგი) და "პოლარული ვარსკვლავის", ასევე ლოჟა „გალპერნა“-ს წევრი.
ვარლამ ლევანის ძე გელოვანი - "პოლარული ვარსკვლავი" -1907, პეტერბურგი
ალექსანდრე ხატისოვი - თბილისი; „თავისუფალი რუსეთი“, პარიზი
აკაკი ჩხენკელი - „ვარდების ლოჟა“ - ე.წ. მეოთხე მოწვევის რუსეთის სათათბიროს ლოჟა
ქრისტოფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი - თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
გიორგი მიხეილის ძე თუმანოვი (თუმანიშვილი)- თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
ნოე რამიშვილი
ალექსანდრე ამილახვარი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
არჩილ ანდრონიკაშვილი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
ირაკლი ვაჩნაძე - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
სოსო გობეჩია - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
კონსტანტინე ჯაყელი - „ლოტოსი“, პარიზი - 1932
ვლადიმერ დავითის ძე ნიჟარაძე
სერგო ფიცხელაური
ირაკლი წერეთელი
ნოე ჟორდანია
ალექსანდრე ასათიანი
შალვა ამირეჯიბი


 
jiraiya-gallant
თარიღი: კვირა, 07/04/2013, 00:53 | შეტყობინება # 100
ავტორი jiraiya-gallant
07/04/2013, 00:53 | პოსტი # 100
--- ▼ ---
Arwen, ლოლ, ეგ კი ხვრიტავდა მაგათ ... ალბათ.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: