• გვერდი 1 დან
  • 1
ენტონი ბერჯესი ''მექანიკური ფორთოხალი''
Sanins
თარიღი: კვირა, 25/12/2011, 23:15 | შეტყობინება # 1
ავტორი Sanins
25/12/2011, 23:15 | პოსტი # 1
--- ▼ ---

მე მინდა ამ პოსტში მოგითხროთ ჩემი საყვარელი წიგნის ''მექანიკური ფორთოხლის'' შესახებ:

ქრისტეშობიდან 1962 წელს ინგლისის წიგნის ბაზარზე გამოჩნდა ჩვეულებრივი გაგებით,ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწერლის,ენტონი ბერჯესის მომცრო რომანი ''მექანიკური ფორთოხალი''-ერთი მელომანი სადისტის ამბავი,ძალადობის ინსტიქტის ჩასახშობად გამიზნული,არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვრეპლი რომ შეიქნა,მაგრამ შემდეგ,ხელისუფალთა კონიუნქტურული პოლიტიკის წყალობით,კვლავ მიეცა საშუალება,პირვანდელ მდგომარეობას დაჰბრუნებოდა... მისი ტექსტი-მოდერნისტული,უხვად გაჯერებული ინგლისურენოვანი მკითხველისთვის მეტად ეგზოტიკური დეტალებითა და რუსიციზმებით და კიდევ ლაიტმოტივი-მეტაფორა:ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია,როგორც რომანის მთავარი გმირს,უფრო სწორად კი ანტიგმირს,საქმეთა და საფიქრალთა თანმდევი ფონი.ერთი სიტყვით ეკლექტიკური,თუმცა შინაგანად დამუხტული მხატვრული ოპისი,თითქოსდა იმთავითვე განწირული ხმაურიანი წარმატებისთვის.მაგრამ ასე არ მოხდა:მკითხველ საზოგადოებაში რომანის პუბლიკაციას დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.თითო-ოროლა დადებით რეცემზოას თუ არ ჩავთვლით და მხოლოდ ათწლიანი დაგვიანებით,სტენლი კუბრიკისეული ეკრანიზაციის შემდეგ,როცა ალეკს-მაკდაუელს,თუ მაკდაუელ-ალეკსის სახე-ნიღაბმა მსოფლიო კინოთეატის აფიშები დაიპყრო,პილმის ლიტერეატურულმა პირველწყარომ საყოველთაო ყურადღება მიიქცია

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბლიუსის მაღაზიაში
თუ თქვენ უნიქარდით სარგებლობთ მაშინ უფრო კომფორტულ მეთოდს შემოგთავაზებთ:http://unicard.ge/index.php?m=4&cat_id=1309&pid=4328
თუ თქვენ სერვის ცენტრიდან გამოიტანთ პროდუქტს მაშინ 5 სამუშაო დღეში პროდუქტი ადგილზე იქნება თან ფასი საკმაოდ დაბალია 77 ქულა,ვისაც ბიბლიუსში სურს შეძენა მაშინ 6.99 ლარის გადახდა მოუწევს.წიგნი გამოცემულია ''პალიტრა L''-ის მიერ
ზომები:12X16.5 სმ.
ყდა:რბილი
თუ ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ შეგიძლიათ ფილმს უყუროთ,მაგრამ დამიჯერეთ,წიგნი სულ სხვაა
გაფრთხილება!:წიგნში შესულია ბევრი უცენზურო სცენა თუ მომენტი
 
ReepsHatake
თარიღი: კვირა, 25/12/2011, 23:35 | შეტყობინება # 2
ავტორი ReepsHatake
25/12/2011, 23:35 | პოსტი # 2
--- ▼ ---
არ მაქვს წაკიხული მაგრამ ჩემი დეივიდის საყვარელი წიგნი ცუდი როგორ იქნება :)
წავიკითხავ ოდესმე n_lol
 
Sanins
თარიღი: კვირა, 25/12/2011, 23:36 | შეტყობინება # 3
ავტორი Sanins
25/12/2011, 23:36 | პოსტი # 3
--- ▼ ---
ReepsHatake, ჰააჰ გირჩევ მე პირადად 2 დღეში დავამთავრე
 
lasha96
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 00:13 | შეტყობინება # 4
ავტორი lasha96
26/12/2011, 00:13 | პოსტი # 4
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
წავიკითხავ ოდესმე

მეც ეგრე ფვიქრობ შეიძლება წავიკითხო არ ვიცი :)
 
jiraiya-gallant
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 04:13 | შეტყობინება # 5
ავტორი jiraiya-gallant
26/12/2011, 04:13 | პოსტი # 5
--- ▼ ---
ძალიან საინტერესოა : )
 
Sanins
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 11:03 | შეტყობინება # 6
ავტორი Sanins
26/12/2011, 11:03 | პოსტი # 6
--- ▼ ---
jiraiya-gallant, ამდენი წლის შემდეგ ისევ ნორმალური კომენტარი :D როგორც იქნა
 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 13:51 | შეტყობინება # 7
ავტორი BainoM
26/12/2011, 13:51 | პოსტი # 7
--- ▼ ---
Sanins, 2 დღეე ?? სკოლაში 1ველ გაკვეთილზე რომ დავიწყე 6ზე მოვრჩი xDD
უძლიერესი წიგნია !! შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნმა შემცვალა !! ყველას გირჩევთ წაიკითხოთ !
 
Sanins
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 13:52 | შეტყობინება # 8
ავტორი Sanins
26/12/2011, 13:52 | პოსტი # 8
--- ▼ ---
BainoM, მე თვალები მტკივა ბევრს როცა ვკითხულობ
 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 13:59 | შეტყობინება # 9
ავტორი BainoM
26/12/2011, 13:59 | პოსტი # 9
--- ▼ ---
Sanins, აა : )) მე ეს და კრაზანა წავიკითხე ძალიან მინიმალურ დროში : )) ისადა ფილმი ნანახი გაქვს მექანიკური ფორთოხლის ??
 
Sanins
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 14:01 | შეტყობინება # 10
ავტორი Sanins
26/12/2011, 14:01 | პოსტი # 10
--- ▼ ---
ისე ამ წიგნზე დადგმულია სპეკტაკლი ვისაც ნანახი გაქვთ გთხოვთ გვიამბეთ :))

დამატებულია (26/12/2011, 13:01)
---------------------------------------------
BainoM, კი ფილმი ნანახი მაქვს..ბევრი რამაა გამოტოვებული/შეცვლილი და მსახიობებით ცუდათაა შერჩეული ის ბიჭი სულაც არ გავს 15 წლის მოზარდს

 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 14:07 | შეტყობინება # 11
ავტორი BainoM
26/12/2011, 14:07 | პოსტი # 11
--- ▼ ---
Sanins, თავიდან მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა .. რომ ფილმი იყო ცუდად გაკეთებული .. მაგრამ რომ დავუფიქრდი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილმია ! ხო თითქოს ძალიან ძალიან განსხვავდება წიგნისგან ?? და ასეა ფილმში ეს ყველაფერი აღწერილია ნათელ ფერებში და ბევრად უფრო დამაფიქრებელია ვიდრე წიგნი : ))
 
Sanins
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 14:08 | შეტყობინება # 12
ავტორი Sanins
26/12/2011, 14:08 | პოსტი # 12
--- ▼ ---
BainoM, ჰოო მარა წიგნი სულ სხვაა..წიგნში მწერლის გრძნობებს გრძნობ,ფილმში რეჟისორის ნახლათარს
 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 14:13 | შეტყობინება # 13
ავტორი BainoM
26/12/2011, 14:13 | პოსტი # 13
--- ▼ ---
Sanins, არც ისეთი ნახლართალია ჩემთვის : ))
 
Sanins
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 14:27 | შეტყობინება # 14
ავტორი Sanins
26/12/2011, 14:27 | პოსტი # 14
--- ▼ ---
BainoM, რავი მე არ მომწონს...ბევრი რამეა უხეშად შეცვლილი თუნდაც იგივე ბარი რო მოვიყვანოთ მაგალითად...ციხეზე კიდე ძაან ცოტა რამეა ფილმში
 
Gerex
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 14:36 | შეტყობინება # 15
ავტორი Gerex
26/12/2011, 14:36 | პოსტი # 15
--- ▼ ---
შეიძლება წავიკითხო მომავალში
 
ReepsHatake
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 14:48 | შეტყობინება # 16
ავტორი ReepsHatake
26/12/2011, 14:48 | პოსტი # 16
--- ▼ ---
Quote (BainoM)
? სკოლაში 1ველ გაკვეთილზე რომ დავიწყე 6ზე მოვრჩი




შეტყობინება დაარედაქტირა: ReepsHatake - ორშაბათი, 26/12/2011, 14:49
 
B13
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 19:55 | შეტყობინება # 17
ავტორი B13
26/12/2011, 19:55 | პოსტი # 17
--- ▼ ---
''მექანიკური ფორთოხალი'' <- ეს სათაური რა შუაშია შინაარსთან მაინც ვერ მივხვდი :X წიგნი ადრე მქონდა წანაკითხი და ფილმს ეს თემა რო ვნახე ეხა ვუყურე და ფილმიც არაა ცუდი : ))0
 
Sanins
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 20:29 | შეტყობინება # 18
ავტორი Sanins
26/12/2011, 20:29 | პოსტი # 18
--- ▼ ---
B13,
1.მექანიკური ანუ მომართული-სავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მას ცუდის გაკეთება ხო არ შეეძლო
2.ფორთოხალი-ციხეში რო ამბობს თქვენი ფორთოხალი ხო არ ვარ რო მათმაშებთ თქვენს ჭკუაზეო
3.მწერალს რო შეუვარდა და მისი ცოლი გააუპატიურა,წიგნზე ნახა წარწერა მექანიკური ფორთოხალი


შეტყობინება დაარედაქტირა: Sanins - ორშაბათი, 26/12/2011, 20:29
 
B13
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 20:31 | შეტყობინება # 19
ავტორი B13
26/12/2011, 20:31 | პოსტი # 19
--- ▼ ---
Sanins, სპ არ დავკვირვებივარ მაგ დეტალებს sdm
 
Sanins
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 20:40 | შეტყობინება # 20
ავტორი Sanins
26/12/2011, 20:40 | პოსტი # 20
--- ▼ ---
B13, არაფრის ჩვენ ვიყოთ კარგად და ))
 
Idée-fixe
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 21:38 | შეტყობინება # 21
ავტორი Idée-fixe
26/12/2011, 21:38 | პოსტი # 21
--- ▼ ---
თუ მათხოვებთ წავიკითხავ :)
თუ რამე მარშუტკას გამოატანეთ და სადგურზე დავხვდები 14
 
jiraiya-gallant
თარიღი: ორშაბათი, 26/12/2011, 22:11 | შეტყობინება # 22
ავტორი jiraiya-gallant
26/12/2011, 22:11 | პოსტი # 22
--- ▼ ---
Quote (BainoM)
სკოლაში 1ველ გაკვეთილზე რომ დავიწყე 6ზე მოვრჩი xDD

რა კარგი სკოლაა, გაკვეთილებზე კლასგარეშე ლიტერატურას აკითხებენ ბავშვებს ...
წიგნი რო მქონდეს წავიკითხავდი , ისე ფილმი ნანახი მაქვს ...


შეტყობინება დაარედაქტირა: jiraiya-gallant - ორშაბათი, 26/12/2011, 22:11
 
BainoM
თარიღი: სამშაბათი, 27/12/2011, 16:10 | შეტყობინება # 23
ავტორი BainoM
27/12/2011, 16:10 | პოსტი # 23
--- ▼ ---
Quote (jiraiya-gallant)
რა კარგი სკოლაა, გაკვეთილებზე კლასგარეშე ლიტერატურას აკითხებენ ბავშვებს ...

კლასელმა მომიტანა და გადავედე 1ველ გვერდს დამაინტერესა და წავიკითხე ხD
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: