• გვერდი 1 დან
  • 1
ქართულ – ეგვიპტირუ გენები. ახალი აღმოჩენა.
Bryant
თარიღი: პარასკევი, 09/09/2011, 01:38 | შეტყობინება # 1
ავტორი Bryant
09/09/2011, 01:38 | პოსტი # 1
--- ▼ ---

დღეს იაჰუ კანადა-ზე გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, რომელშიც შვეიცარიელმა მეცნიერებმა დიენეის გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს რომ, ევროპელთა ნახევარზე მეტს (70%-ინგლისელები, ესპანელები, 60%-ფრანგები, 50%-დანარჩენი დასავლეთ ევროპა) აქვს ეგვიპტელი ფარაონის ტუტენხამონის გენები.

პროფესორ რომან შოლცის მიხედვით, ტუტანხამონის გენეტიკური პროფილი განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ haplogroup R1b1a2 დიენეის ჯგუფს. იგივე ჯგუფის დიენეი კი აქვს ევროპელთა 50% -ზე მეტს, რაც იმას ნიშნავს რომ მათ (ტუტენხამონსა და ევროპელებს) საერთო წინაპრები ყავდათ. საინტერესოა ის ფაქტიც რომ, თანამედროვე ეგვიპტელების მხოლოდ 1% აქვს ამ ჯგუფის გენეტიკური კოდი.

პროფესორ შოლცის აზრით: (თარგმნილია სიტყვა-სიტყვით) “ჩვენ ვფიქრობთ რომ საერთო წინაპრები ცხოვრობდნენ 9,500 წლის წინ კავკასიაში” (იგულისხმება ევროპელებისა და ეგვიპტელების საერთო წინაპრები)

iGENEA -ს (კვლევითი ცენტრი) აზრით, აგროკულტურის განვითარებამ გამოიწვია haplogroup R1b1a2 ჯგუფის ხალხების მიგრაცია (კავკასიიდან) ევროპაში. თუმცა, ისინი ვერ ხსნიან თუ როგორ მოხვდნენ ტუტენხამონის წინაპრები თავიანთი საწყისი რეგიონიდან (ანუ კავკასიიდან) ეგვიპტეში.

ვისაც წაუკითხია ჰეროდოტე, ემახსოვრება რომ ისტორიის მამა ამტკიცებდა რომ ეგვიპტელები და კოლხები მონათესავე ხალხები იყვნენ, რომ: “მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის.” (ჰეროდოტე, პირველი ტომი, II – წიგნი, 105. გვერდი: 156 1975 თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი)

ჰეროდოტე წერს სხვა მსგავსებებზეც, (თმა, კანის ფერი, წინათაცვეთა…) და ამტკიცებს რომ ეგვიპტელები სკვითების დამარცხების შემდგომ უკან ბრუნდებოდნენ, როცა: ” მეფე სესოსტრისმა გამოყო თავისი ლაშქრის რაღაცა ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებლად” (მდინარე ფაზისთან)

აი, აქ კი განსხვავდება მეცნიერული საბუთი ისტორიულისგან თვით ყაუხჩიშვილის აზრით: “რაკიღა ეგვიპტე არის ჰეროდოტესათვის ძირითადი წყარო თითქმის ყველაფრისთვის, კოლხთა დავდაპირველ სამშობლოდაც მას ეგვიპტე მიაჩნია”

თუმცა, თუ უახლეს მეცნიერულ კვლევას დავეყრდნობით, პირიქით კი ყოფილა… ეგვიპტელთა წინაპრები წასულან საქართველოდან ეგვიპტეში.

უცნაურიდან დავაკოპირე. დამაინტერესა და მინდოდა თქვენც გენახათ ...
 
Airis
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 15:45 | შეტყობინება # 2
ავტორი Airis
11/09/2011, 15:45 | პოსტი # 2
--- ▼ ---
მეც არ გამიკვირდა რატო გამომდის ჰაბიბის ცეკვა ესე კარგად თქო? თურმე გენები :D
-------------------------------------------------------------------------------------------

ისე ნასწავლი მქონდა ეს ისტორიაში
ხოდა იმედია ბანს არ მტყიპავს კეთა n_cry
 
kenget
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 15:47 | შეტყობინება # 3
ავტორი kenget
11/09/2011, 15:47 | პოსტი # 3
--- ▼ ---
klanebio,
Quote (klanebio)
მეც არ გამიკვირდა რატო გამომდის ჰაბიბის ცეკვა ესე კარგად თქო? თურმე გენები

:D :D :D კაი იყოო
 
sasuke13
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 15:48 | შეტყობინება # 4
ავტორი sasuke13
11/09/2011, 15:48 | პოსტი # 4
--- ▼ ---
Quote (Bryant)
საინტერესოა ის ფაქტიც რომ, თანამედროვე ეგვიპტელების მხოლოდ 1% აქვს ამ ჯგუფის გენეტიკური კოდი.

ეს გასაკვირი არცაა : )
ისე საინტერესოა,მაგრამ ისაა ცუდი იმ პლაგიარი საიტიდან რომ გადმოაკოპირე >_<
 
nobody
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 16:16 | შეტყობინება # 5
ავტორი nobody
11/09/2011, 16:16 | პოსტი # 5
--- ▼ ---
sasuke13, რატო ის საიტი მე მომწონს ფრიად :D
 
jiraiya-gallant
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 17:05 | შეტყობინება # 6
ავტორი jiraiya-gallant
11/09/2011, 17:05 | პოსტი # 6
--- ▼ ---
რა გიკვირთ? რო დავუკვირდეთ მთელი მსოფლიო ჩვენია ... მეგრელების კიდო ...
 
persivali
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 17:17 | შეტყობინება # 7
ავტორი persivali
11/09/2011, 17:17 | პოსტი # 7
--- ▼ ---
არა მარტო ჰეროდოტე არამედ ივანე ჯავახიშვილიც კი ამბობდა რომ ეგვიფტელებსა და ქართველებს შორის რაღაც კავშირი არისო
 
LORD_OROCHI
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 18:20 | შეტყობინება # 8
ავტორი LORD_OROCHI
11/09/2011, 18:20 | პოსტი # 8
--- ▼ ---
ვა ნახე დუტანჰამონა ქართველი იყო :D მოკლედ მსოფლიო ყოფილი ქართველებისგან შედგებაო რა :D

დამატებულია (11/09/2011, 17:20)
---------------------------------------------

Quote (jiraiya-gallant)
მეგრელების კიდო ...

მეგრელებისგან ჩინელები და იაპონელები მოდიან და კორეელები კიდე :D პროსტა თვალები გაუმწვრილდათ,არადა ენა სწრაფები არიან :D n_lol
 
Idée-fixe
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 21:49 | შეტყობინება # 9
ავტორი Idée-fixe
11/09/2011, 21:49 | პოსტი # 9
--- ▼ ---
Bryant, მადლობა ,გაიხარე არ ვიცოდი ნაღდად,საინტერესო იყო.ისე მაგრები ვართ!
 
SoulLess
თარიღი: კვირა, 11/09/2011, 21:53 | შეტყობინება # 10
ავტორი SoulLess
11/09/2011, 21:53 | პოსტი # 10
--- ▼ ---
ვაა ტუტანხამონაა ჩვენიააა??? :D :D :D ბოლომდე არ წამიკითხავს, თუმცა ჰეროდოტეს შეხედულებები ნასწავლი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და სკეპტიკურად ვუყურებდიი ხოლმეეე....
Quote (jiraiya-gallant)
მეგრელების კიდო ...

:D :D :D :D
 
2010
თარიღი: ორშაბათი, 12/09/2011, 18:27 | შეტყობინება # 11
ავტორი 2010
12/09/2011, 18:27 | პოსტი # 11
--- ▼ ---
ცოტა პატივი მეცით ტუტანჰამონის შთამომავალი ვარ.ჩემი დიდი პაპის პაპა იყო :D
 
Bryant
თარიღი: სამშაბათი, 13/09/2011, 00:27 | შეტყობინება # 12
ავტორი Bryant
13/09/2011, 00:27 | პოსტი # 12
--- ▼ ---
Quote (sasuke13)
ისაა ცუდი იმ პლაგიარი საიტიდან რომ გადმოაკოპირე

უკომენტაროდ ....
Quote (jiraiya-gallant)
რა გიკვირთ? რო დავუკვირდეთ მთელი მსოფლიო ჩვენია ... მეგრელების კიდო ...

საკაიფო პოსტი იყო :)
 
sylar
თარიღი: ხუთშაბათი, 15/09/2011, 22:36 | შეტყობინება # 13
ავტორი sylar
15/09/2011, 22:36 | პოსტი # 13
--- ▼ ---
რაც მაგრები ვართ,ქართველები ვართ hx
 
DeiDara-ArT
თარიღი: პარასკევი, 16/09/2011, 15:59 | შეტყობინება # 14
ავტორი DeiDara-ArT
16/09/2011, 15:59 | პოსტი # 14
--- ▼ ---
ეს ვიცოდი მაგრამ მაინც კაია ნია :: s
 
Madara_Uchiha
თარიღი: პარასკევი, 16/09/2011, 16:08 | შეტყობინება # 15
ავტორი Madara_Uchiha
16/09/2011, 16:08 | პოსტი # 15
--- ▼ ---
საერთოდაც ყველას ერთი წინაპარი ყავს ( ადამი და ევა ) n_lol n_lol

Quote (jiraiya-gallant)
მთელი მსოფლიო ჩვენია ... მეგრელების კიდო ...

Quote (LORD_OROCHI_999)
მეგრელებისგან ჩინელები და იაპონელები მოდიან და კორეელები კიდე


კაი იყო ეს პოსტები :D
:D
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: