• გვერდი 1 დან
  • 1
NiKolozoBas GilocavT yVelas!
BerO
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 17:10 | შეტყობინება # 1
ავტორი BerO
22/05/2011, 17:10 | პოსტი # 1
--- ▼ ---
ნიკოლოზობას გილოცავთ მთელი NX-ადმინისტრაციის სახელით მრავალს დაესწარით და მინდა რომ ცოტა მაინც იცოდეთ წმინდა ნიკოლოზის შესახებ ( თუ იცით იმას ვაცადოთ ვინც არ იცის) :)

წმიდა ნიკოლოზი – მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი

22 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ამ დღეს სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილები ქალაქ მირონიდან ბარში გადაასვენეს.

თეოფანესა და ნონას ხანგრძლივი, გულმხურვალე ლოცვით ღმერთმა ამ ღვთისმოშიშ ოჯახსა და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს წმიდა ნიკოლოზი მოუვლინა. წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა.

წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

325 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ნიკეის I საეკლესიო კრებაზე, სადაც მიიღეს სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი.

წმიდა ნიკოლოზი გაჭირვებულთა დამხმარეა. მას ტანჯულთა შემწეობა გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვიტავს. სასწაულთმოქმედმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება გაჭირვებულებს უბოძა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან იერუსალიმი მოილოცა, ქალაქ მირონში დაბრუნებული კი ეპისკოპოსად აირჩიეს.

ხელდასმის დღეს მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა:

“ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება”.

ღვთის სიყვარულისა და ხალხის დახმარებისთვის ის ქალაქ მირონში იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. ღვთის სიტყვას იქაც მოუკლებლად ქადაგება. იგი 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა იმპერატორად ქრისტიანთა მფარველი – კონსტანტინე დიდი დაჯდა.

მღვდელთმთავარი ნიკოლოზი 82 წლის გარდაიცვალა. მისი სხეული კეთილსურნელებასა და მირონს გამოსცემდა და მრავალ სასწაულს აღავლენდა. თავდაპირველად ის ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. 1087 წელს კი ეს სიწმინდე იტალიაში, ქალაქ ბარში გადაასვენეს.

წმიდა ნიკოლოზი გარდაცვალების შემდეგაც არის მკურნალი ადამიანების ფიზიკური და სულიერი ავადმყოფობისა. მას განსაკუთრებით მეზღვაურები ეთაყვანებიან.

წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ არის: ძველი სტილით – 9 მაისსა და 6 დეკემბერს, ხოლო ახალი სტილით –22 მაისსა და 19 დეკემბერს.

ანა შეშაბერიძე

წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაული
ყმაწვილის განკურნება

ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი იმდენად დასნეულდა, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები სულ დაკრუნჩხოდა და მხოლოდ ცოცვასღა თუ ახერხებდა. ასეთ დღეში იყო იგი 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი თავისი ქონება ამაში დაეხარჯა, შველას კი ვერავისგან იღებდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმიდა ნიკოლოზი და ჰკითხა:

- საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?

- ეკლესიისკენ. – მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავის მდგომარეობაზე.

- მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო. – უთხრა წმიდანმა. მერე
მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმიდანის ხატს, იცნო იგი და შესძახა:

- წმიდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. განა შენ არ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!

დიდხანს ლოცულობდა ასე თვალცრემლიანი და ბოლოს სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმიდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. მაშინ ყმაწვილმა შესძლო მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც იგი მანამდე ვარ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხები გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა.

წმიდა ნიკოლოზის ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ambioni.ge

 
ElaiVa
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 17:47 | შეტყობინება # 2
ავტორი ElaiVa
22/05/2011, 17:47 | პოსტი # 2
--- ▼ ---
BerO, gaixare namdvilad kargia ro gaakete yvelas gilocavt mravals daescarit cminda nikolozis mdali da dzala shegceodet tqvenb da qtven ojaxebs!!!! n_kiss
 
(((=ROCKLEE=)))
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 17:52 | შეტყობინება # 3
ავტორი (((=ROCKLEE=)))
22/05/2011, 17:52 | პოსტი # 3
--- ▼ ---
გილოცავთ ყველას,მრავალს დაესწარით :) !!
 
Senpai
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 18:09 | შეტყობინება # 4
ავტორი Senpai
22/05/2011, 18:09 | პოსტი # 4
--- ▼ ---
gilocavt yvelas !!!!!!!
 
SuLxaNa
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 19:09 | შეტყობინება # 5
ავტორი SuLxaNa
22/05/2011, 19:09 | პოსტი # 5
--- ▼ ---
გილოცავთ ყველას.. მრავალს დაესწარით.. წმინდა ნიკოლოზი გფარავდეთ ყველას n_smile
 
Loveless
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 19:11 | შეტყობინება # 6
ავტორი Loveless
22/05/2011, 19:11 | პოსტი # 6
--- ▼ ---
ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით გაიხარეთ :))
 
Idée-fixe
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 22:36 | შეტყობინება # 7
ავტორი Idée-fixe
22/05/2011, 22:36 | პოსტი # 7
--- ▼ ---
ასევე გილოცავთ,გფარავდეთ უფალი ყველას n_kiss n_kiss
 
Meowkitty
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 23:07 | შეტყობინება # 8
ავტორი Meowkitty
22/05/2011, 23:07 | პოსტი # 8
--- ▼ ---
გილოცავთ ყველას ნიკოლოზობას მისი მადლი არ მოგკლდებოდეთ** n_kiss
 
Lord
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 23:13 | შეტყობინება # 9
ავტორი Lord
22/05/2011, 23:13 | პოსტი # 9
--- ▼ ---
ამ ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ განურჩევლად იმისა ხართ თუ არა ნიკოლოზი ნიკოლოზი გაჭირვებულების დამხმარეა და მისი მადლი ნუ მოგკლებოდეთ
 
AlCoHoLiC
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 23:15 | შეტყობინება # 10
ავტორი AlCoHoLiC
22/05/2011, 23:15 | პოსტი # 10
--- ▼ ---
ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით წმინდა ნიკოლოზი გფარავდეთ ყველას n_kiss n_kiss n_kiss
 
lukaaa_lukaaa
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 23:20 | შეტყობინება # 11
ავტორი lukaaa_lukaaa
22/05/2011, 23:20 | პოსტი # 11
--- ▼ ---
გილოცავთ გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით NX-ს მომხმარებლებოოო :* sdm s q
 
naruhina5
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 23:22 | შეტყობინება # 12
ავტორი naruhina5
22/05/2011, 23:22 | პოსტი # 12
--- ▼ ---
ნიკოლოზობას გილოცავთ ყველას მისი მადლი ფარავდეს მთელ საქართველოს
 
Jiraya-Itachi
თარიღი: კვირა, 22/05/2011, 23:34 | შეტყობინება # 13
ავტორი Jiraya-Itachi
22/05/2011, 23:34 | პოსტი # 13
--- ▼ ---
გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახთან ერთად
 
sharinboy
თარიღი: ორშაბათი, 23/05/2011, 00:44 | შეტყობინება # 14
ავტორი sharinboy
23/05/2011, 00:44 | პოსტი # 14
--- ▼ ---
გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით :* n_kiss
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: