• გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
leo messi fan club
ReepsHatake
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 16:07 | შეტყობინება # 151
ავტორი ReepsHatake
16/07/2011, 16:07 | პოსტი # 151
--- ▼ ---
Quote (Levan)
ხავიესტას გარეშე არაფერია,

არაფერი არა , ნახევარი !
 
Naruto_Sasuke
თარიღი: შაბათი, 16/07/2011, 21:48 | შეტყობინება # 152
ავტორი Naruto_Sasuke
16/07/2011, 21:48 | პოსტი # 152
--- ▼ ---
Levan, :D
sharinboy, :D

დამატებულია (16/07/2011, 20:48)
---------------------------------------------

ლიონელ ანდრეს "ლეო" მესი (ესპ. Lionel Andres Messi) (დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, არგენტინა) – არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ბარსელონასა და არგენტინის ნაკრებში გარემარბად. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთისა და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციები 21 წლის ასაკში, რომელთაგანაც ორივე 22 წლის ასაკში მოიგო. მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელმაც მესიზე თქვა, ჩემი გამგრძელებელიაო.

მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. ბარსელონამ მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004-05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში ბარსელონამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-09-ების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009-10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონადლოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომლისგანაც 2 ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის ისტორიაში. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.

ადრეული ცხოვრება

მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოს სამხრეთში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (1958 წელს დაბადებული) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი - დამლაგებლად. მისი გვარი იტალიურ ქალაქ ანტონას წარმოშობისაა, სადაც მისი წინაპარი, ანხელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და - მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შეტავაზა - უმკურნალებდნენ დაავადებას მესის, ოღონდ თუ კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.

ბარსელონა

ესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა იგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელოლანსთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.

2005-06წ

2005 წლის 16 სექტემბერს ბარსელონამ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.

2005-06 წლების სეზონში მესიმ 6 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 თამაშში და 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში. 2006 წლის 7 მარტს, „ჩელსისთან“ მეორე მატჩსისას, მესის კუნთი გაუწყდა და ამით დამთავრა სეზონი. რაიკაარდის „ბარსელონამ“ იმ წელს ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2006–07

2006-07 წლების სეზონში მესი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და 26 თამაშში 14 გოლი გაიტანა. 12 ნოემბერს, „სარაგოსასთან“ მატჩში მესიმ ტერფი მოიტეხა, რომელმაც 3-თვიანი პაუზა გამოუწერა. მესიმ ტრავმა არგენტინაში იმკურნალა და 11 თებერვალს დაბრუნდა „რასინგთან“ მატჩში, რომელშიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. 11 მარტის „ელ კლასიკოს“ მესი საუკეთესო ფორმაში შეხვდა, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა. მესიმ სამივე გოლით გაათანაბრა ანგარიში, რომლისგანაც ბოლო დამატებით დროში გაიტანა. ჰეთთრიკით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა ელ კლასიკოში („რეალში“ ეს ივან ზამორანომ შეძლო 1995-95 წლების სეზონში). სეზონის დასასრულისკენ მესიმ გატანას უმატა - 14 გოლიდან 11 მესიმ ბოლო 13 შეხვედრაში გაიტანა.

<----მესი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 2007 წელს.

<--- მესი ხეტაფესთან გოლის გატანამდე მესიმ დაამტკიცა, რომ მისი მეტსახელი - „ახალი მარადონა“ - არ იყო გადამეტებული, გაიტანა რა მარადონას 2 ყველაზე ცნობილი გოლი ერთ სეზონში. 2007 წლის 18 აპრილს მესიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხეტაფეს“ 2 გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მარადონას მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში 1986 წელს, რომელიც საუკუნის საუკეთესო გოლად არის ცნობილი. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ - 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა - 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან, როგორც მარადონა 21 წლის წინ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაში მესის თანაგუნდელმა დეკუმ თქვა: „ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს“. „ესპანიოლთან“ მატჩში მესიმ მარადონას მსგავსი „ღვთის ხელის“ გოლი გაიტანა, როგორიც დიეგომ ინგლისს მეოთხედფინალებში გაუტანა. მესის ჩაუწოდეს, ამ დროს იგი საჯარიმოში იყო და რიკოშეტით მისულ ბურთს ხელი დაახვედრა და ისე შეაგდო კარლოს კამენის კარში. მოუხედავად „ესპანიოლის“ ფეხბურთელების პროტესტისა, გოლი ჩაითვალა.

2007-08

2007-08 წლების სეზონის განმავლობაში, მესიმ ერთ კვირაში 5 გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ლა ლიგის 4-ეულში მოაქცია. 19 სექტემბერს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონი“ დაამრაცხა 3-0 - აქედან 1 გოლი მესიმ გაიტანა. 22 სექტემბერს მესიმ დუბლი შეასრულა „სევილიასთან“ და 26 სექტემბერს მორიგი დუბლი შეასრულა „სარაგოსასთან“. 2007 წლის 27 თებერვალს „ვალენსიასთან“ მესიმ მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით. მესიმ ნომინაცია მიიღო FIFPro-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესპანურმა გამომცემლობა „მარკამ“ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მესიმ ხმების 77% მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. კატალონიურმა გაზეთებმა - „ელ მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტმა“ დაწერეს, რომ „ოქროს ბურთი“ მესის უნდა მიეღო, რომლებსაც ფრანც ბეკენბაუერიც დაეთანხმა. ფრანჩესკო ტოტიმაც განაცხადა, რომ მესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მესიმ 6 კვირა ვერ ითამაშა 4 მარტს გაწყვეტილი კუნთის გამო „სელტიკტან“ საჩემპიონთალიგო მატჩში. ბოლო 3 სეზონში მესიმ ამ ტიპის ტრავმა მე-4 ჯერ მიიღო.

<--- მესი აგებინებს (მოგებაა და არა წაგება) 2-0ს ბარსელონას ვალენსიასთან 2007 წლის 22 სექტემბერს

2008-09

რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0-1-იანი წაგება 2-1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6-1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდები გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2-0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით. 2009 წლის პირველი ჰეთთრიკი მესიმ ესპანეთის თასის მატჩის დროს შეეუსრულა „ატლეტიკოს“, რომელსაც „ბარსელონამ“ 3-1 მოუგო. მესიმ მორიგი მნიშვნელოვანი დუბლი 2009 წლის 1 თებერვალს შეასრულა, როცა „ბარსელონა“ 0-1-ს აგებდა რასინგის „სანტანდერთან“ და შეცვლაზე შემოსულმა მესიმ თამაში შემოაბრუნა. მე-2 გოლი მე-5000 აღმოჩნდა „ბარსელონას“ მიერ ლა ლიგაში გატანილ გოლებში. ლა ლიგის 28-ე ტურში მესიმ მიმდინარე სეზონში თავისი 30-ე გოლი „მალაგას“ გაუტანა და გუნდს დაეხმარა „მალაგას“ 6-0 განადგურებაში. 2009 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ 2-ჯერ შეუგდო „ბაიერნს“ და დაეხმარა გუნდს 4-0 გამარჯვებაში. მისმი მე-2 გოლი მე-8 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც მისთვის რეკორდი აღმოჩნდა. 18 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ მესიმ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა, გუნდმა 1-0 მოიგო და 6 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე მყოფ „რეალს“. სეზონის მიწურულს, მესიმ დუბლი შეასრულა სეზონის მე-2 „კლასიკოში“ (სეზონის 35-ე და 36-ე გოლები ყველა შეჯიბრებაში) და „ბარსელონამ“ „რეალი“ 6-2 დაამარცხა. ეს იყო „რეალის“ ყველა მწარე მარცხი 1930 წლიდან. თითოეული გოლის გატანის შემდეგ მესი ტელეკამერებთან მირბოდა და მაისურს იწევდა, რომლის ქვეშაც მეორე მაისური იყო წარწერით „Sindrome X Fragil“. ამით მესიმ დაავადებულ ბავშვებს გაუწია ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში მესიმ ბოლო წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომლის გოლის წყალობითაც „ბარსელონა“ ფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესახვედრად. მესიმ თავისი პირველი ესპანეთის თასი 13 მაისს მოიგო, რომლის ფინალშიც მესიმ 1 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკს“ 4-1 მოუგო და თასი აწია. მესი დიდა დაეხმარა „ბარსელონას“ ლა ლიგის მოგებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მან მე-2 გოლი გაიტანა 70-ე წუთზე (ჩავის პასით) და ასე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 9 გოლით. მესიმ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოებიც მიიღო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.


2009-10


2009 წლის უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მესი ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ნანახი აქვს. 19 სექტემბერს მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი მოაწერა, რომლის ვადაც 2016 წელს გადიოდა. კონტრაქტში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მესის მსურველ კლუბს 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის ხელფასიც გაეზარდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა 9.5 მილიონი ეცროთი წელიწადში. კონტრქტის მოწერიდან 4 დღეში მესიმ 2 გოლს 1 საგოლე პასი მიამატა რასინგის „სანტანდერთან“ მატჩში, რომელიც „ბარსელონამ“ 4-1 მოიგო. სეზონის პირველი ევროპული გოლი მან კიევის „დინამოსთან“ გაიტანა 29 სექტემბერს, რომელიც გუნდმა 2-0 მოიგო. 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „სარაგოსასთან“ 6-1 მოგებაში მესიმ ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც მესის გოლების სერია 6-მდე აიყვანა 7 მატჩში. 2009 წლის 1 დეკემბერს მესიმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მესიმ თქვა: „მას მე ოჯახს ვუძღვნი. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ რთულ პერიოდში და ზოგჯერ ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ ჩემ გასაჭირს“.

19 დეკემბერს, 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის „ესტუდიანტესს“ მკერდით გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდმა წლის მე-6 ტიტული მოიგო. 2 დღის შემდეგ მან ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო კრისტიანო რონალდოს, ჩავის, კაკასა და ანდრეს ინიესტას ძლევით. ეს ჯილდო მას იქამდე არ ჰქონდა მოგებული და პირველი არგენტინელი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2010 წლის 10 იანვარს მან ტენერიფეს ჰეთთრიკი შეუსრულა, რომელიც პირველი იყო სეზონში; 17 იანვარს კი მან „ბარსელონას“ მაისურით თავისი მე-100 გოლი გაუტანა „სევილიას“, რომელიც გუნდმა 4-0 მოიგო. ამის შემდეგ მესის გოლების შთამბეჭდავი დაიწყო, გაიტანა რა 11 გოლი 5 თამაშში. პირველი მან 84-ე წუთზე გაუტანა „მალაგას“ (გუნდმა 2-1 მოიგო); შემდეგ მან 2 გოლი გაუტანა „ალმერიას“ (2-2); „ვალენსიას“ მესიმ ჰეთთრიკი შეუსრულა (3-0); შემდეგი იყო 2
გოლი „შტუტგართან“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „ბარსელონამ“ 4-0 მოიგო და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა; დაბოლოს, მან მორიგი ჰეთთრიკი შეუსრულა „სარაგოსას“ (4-2 გასვლით შეხვედრაში). მან თავისი მე-200 მატჩი „ოსასუნასთან“ ითამაშა 2010 წლის 14 მარტს. 2010 წლის 6 აპრილს მან კარიერაში პირველი პოკერი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის შეხვედრაში შეასრულა, რომელიც „ბარსელონამ“ 4-1 მოიგო. ამ პოკერით მან რივალდოს გადაუსწრო და გახდა „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონტა ლიგაზე. 10 აპრილს მესიმ სეზონის მე-40 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“ სეზონის მე-2 „ელ კლასიკოზე“. 1 მაისს მესიმ სეზონის 50-ე მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა „ვილიარეალს“ 4-1 მოგებულ გასვლით შეხვედრაში. 3 დღეში მესიმ მორიგი გოლი გაიტანა „ტენერიფესთან“ 4-1 მოგებულ შეხვედრაში. 8 მაისს მესიმ სეზონში 32-ე გოლი გაუტანა „სევილიას“. მესიმ 33-ე და 34-ე გოლები „ვალიადოლიდს“ გაუტანა ლა ლიგის ბოლო მატჩში, რომლითაც რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996-97 წლებში დაამყარა კლუბის რეკორდი. მესის სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა ტელმო სარას რეკორდამდე, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლი გატანა შეძლო. 2010 წლის 3 ივნისს მესი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2010-11


2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1-3 ჰქონდა წაგებული.[1] მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5-1 მოიგო. 2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა.[2] მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია.[3] ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.

ინდივიდუალური ჯილდოები

Ballon d'Or: 2
2009, 2010
FIFA World Player of the Year: 2
2009, 2010
FIFA Team of the Year: 3
2008, 2009, 2010
U-21 European Footballer of the Year: 1
2007
Onze d'Or: 1
2009
La Liga Player of the Year: 1
2009
La Liga Forward of the Year: 1
2009
La Liga Foreign Player of the Year: 3
2007, 2009, 2010
La Liga Ibero-American Player of the Year: 3
2007, 2009, 2010
Marca La Liga Player of the Year: 2
2009, 2010
La Liga top goalscorer: 1
2010
FC Barcelona top goalscorer: 2
2009, 2010
European Golden Shoe: 1
2010
UEFA Champions League top goalscorer: 2
2009, 2010
UEFA Champions League Player of the Year: 1
2009
UEFA Champions League Forward of the Year: 1
2009
UEFA Champions League Final Fan's Man of the Match: 1
2009
UEFA Team of the Year: 3
2008, 2009, 2010
Footballer of the Year of Argentina: 5
2005, 2007, 2008, 2009, 2010
FIFPro World Player of the Year: 2
2009, 2010
FIFPro World XI: 4
2007, 2008, 2009, 2010
FIFPro World Young Player of the Year: 3
2006, 2007, 2008
FIFPro Special Young Player of the Year: 2
2007, 2008
FIFA U-20 World Cup Player of the Tournament: 1
2005
FIFA U-20 World Cup top goalscorer: 1
2005
Copa América Young Player of the Tournament: 1
2007
World Soccer Player of the Year: 1
2009
World Soccer Young Player of the Year: 3
2006, 2007, 2008
FIFA Club World Cup Golden Ball: 1
2009
ESM Team of the Year: 4
2005-06, 2007-08, 2008-09, 2009-10
 
Bryant
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 00:27 | შეტყობინება # 153
ავტორი Bryant
17/07/2011, 00:27 | პოსტი # 153
--- ▼ ---
ყოჩაღ ახალგაზრდავ , ყოჩაღ ! hx
 
Levan
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 03:39 | შეტყობინება # 154
ავტორი Levan
17/07/2011, 03:39 | პოსტი # 154
--- ▼ ---
Naruto_Sasuke, აი კაცი, სგ ძმა
 
Naruto_Sasuke
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 18:58 | შეტყობინება # 155
ავტორი Naruto_Sasuke
17/07/2011, 18:58 | პოსტი # 155
--- ▼ ---
Bryant, Levan, მადლობთ :)
 
sharinboy
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 20:19 | შეტყობინება # 156
ავტორი sharinboy
17/07/2011, 20:19 | პოსტი # 156
--- ▼ ---
Naruto_Sasuke, ძAაან მაგარიააა n_ok n_ok

დამატებულია (17/07/2011, 19:19)
---------------------------------------------
Naruto_Sasuke, უიშენ არ მიწერიხარ :(( დიდი ბოდიში :* ეხლავე ჩაგწერ

 
gege
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 20:24 | შეტყობინება # 157
ავტორი gege
17/07/2011, 20:24 | პოსტი # 157
--- ▼ ---
რა არის ეხა ეეს ?? შეიძლება ამფეერ ? ერთი დინამოს ფანკლუბი ვერა ვნახე და გადეჭიდილია აქოურობა მესი და ბარსა .. რა მაგწონთ მაგაში ?? წადით დინამოს და ქართველურ გუნდებ უგულშემატკივრეთ რა არის ეს არის თქვენი პატრიოტობაა ?? FUF !
 
sharinboy
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 20:26 | შეტყობინება # 158
ავტორი sharinboy
17/07/2011, 20:26 | პოსტი # 158
--- ▼ ---
gege, აი ფეხბურთს ვინც ტამაშობს იმათი "ფანი" მე და ჩემს გემოვნებას ნუ ეხები რაც მომწონს იმას ვაკეთებ ჯერ თამაში ისწავლონ და მერე ფანკლუბებზეც ვიზრუნებთ n_smile n_smile
 
gege
თარიღი: კვირა, 17/07/2011, 20:29 | შეტყობინება # 159
ავტორი gege
17/07/2011, 20:29 | პოსტი # 159
--- ▼ ---
sharinboy, შენა ბიჭო ერთი დაუფიქრდი რას ვამბოობ . გუნდსა , კარგი გუნდი რომ იყოს ხომა სჭირდება ფანებიი ? ხოდა არა ყავს და ვერც გახდებააა .. როცა ქართველი ხალხი დაიწყებს დინამოს და სხვა ქართველური გუნდების თამაშებზე სიარულს , მაშინღა გვეშველებაა .. ისე ამდენს აღარ დავწერ ახალი კლავიატურა მაქ არ ჩავტეხოო ...
 
sharinboy
თარიღი: ორშაბათი, 18/07/2011, 03:06 | შეტყობინება # 160
ავტორი sharinboy
18/07/2011, 03:06 | პოსტი # 160
--- ▼ ---
gege, ბიჭოთი მეორედ არ მომმართო :) n_smile n_smile
მომინდება წავალ მომინდება სულაც სხვას ვუგულშემატკივრებ ეგ ჩემი საქმეაა. n_smile
 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 18/07/2011, 11:33 | შეტყობინება # 161
ავტორი BainoM
18/07/2011, 11:33 | პოსტი # 161
--- ▼ ---
Quote (sharinboy)
ბიჭოთი მეორედ არ მომმართო :)

OK ბრატ ! ; ))
Quote (sharinboy)
მომინდება წავალ მომინდება სულაც სხვას ვუგულშემატკივრებ ეგ ჩემი საქმეაა.

ხოდა მერე პრეტენზიები არ გქონდეთ ფეხბურთელებთან ან მწვრთნელთან ! : ))
 
Naruto_Sasuke
თარიღი: ორშაბათი, 18/07/2011, 23:58 | შეტყობინება # 162
ავტორი Naruto_Sasuke
18/07/2011, 23:58 | პოსტი # 162
--- ▼ ---
sharinboy, სპ
 
sharinboy
თარიღი: სამშაბათი, 19/07/2011, 04:06 | შეტყობინება # 163
ავტორი sharinboy
19/07/2011, 04:06 | პოსტი # 163
--- ▼ ---
BainoM, ჯერ ხო უნდა მოიგონ ერთი ან ორი რო მოგინდეს წასვლა.
 
BainoM
თარიღი: სამშაბათი, 19/07/2011, 10:20 | შეტყობინება # 164
ავტორი BainoM
19/07/2011, 10:20 | პოსტი # 164
--- ▼ ---
Quote (sharinboy)
ჯერ ხო უნდა მოიგონ ერთი ან ორი რო მოგინდეს წასვლა.

ბრატ შენ რომ მართლა გინდოდეს გეცოდინებოდა რომ ზესტაფონმა ლიგის მეორე საკვალიფიკაციოზე 3:0 მოიგო ! და დინამომ უეფაზე 1 საკვალიფიკაციოში 2:0 , 2:1 მოიგო , და მეორეში 2:1 წააგო სტუმრად ! და მგონი არაა ცუდი შედეგი და იგებენ და შენ თუ მართლა გინდა წასვლა და გულშემატკივრობა აქამდე წახვიდოდი რა ! თან ზესტაფონიც და დინამოც მაგარი საკაიფოდ თამაშობენ , განსაკუთრებით ზესტაფონი მაგარ შემტევ ფეხბურთს თამაშობს ! hx
 
sharinboy
თარიღი: სამშაბათი, 19/07/2011, 15:15 | შეტყობინება # 165
ავტორი sharinboy
19/07/2011, 15:15 | პოსტი # 165
--- ▼ ---
BainoM, ვიცი რომ მოიგო ყოჩაღ და მიხარია :)
 
BainoM
თარიღი: სამშაბათი, 19/07/2011, 17:54 | შეტყობინება # 166
ავტორი BainoM
19/07/2011, 17:54 | პოსტი # 166
--- ▼ ---
sharinboy, ხოდა თუ იცი მაშინ არ უნდა ამბობდე 1-2 მოიგოს და წავალო : D
 
sharinboy
თარიღი: ოთხშაბათი, 20/07/2011, 17:49 | შეტყობინება # 167
ავტორი sharinboy
20/07/2011, 17:49 | პოსტი # 167
--- ▼ ---
"
არა კაცო კრისტიანოც უძლიერესია n_lol n_lol n_lol

დამატებულია (20/07/2011, 16:49)
---------------------------------------------
BainoM, შენ ყველა თამაშზე ხარ ხო ? n_question

 
BainoM
თარიღი: ოთხშაბათი, 20/07/2011, 18:32 | შეტყობინება # 168
ავტორი BainoM
20/07/2011, 18:32 | პოსტი # 168
--- ▼ ---
Quote (sharinboy)
შენ ყველა თამაშზე ხარ ხო ?

ყველაზე არა მარა როცა მცალია მივდივარ ხოლმე : )) მაგრამ 1 პრობლემაა იმიტომ რომ ძაან ცოტას უნდა ქართული გუნდების თამაშებზე ჩემს საძმაკაცოში და მარტო მეზარება ხოლმე : |
 
sharinboy
თარიღი: ოთხშაბათი, 20/07/2011, 21:13 | შეტყობინება # 169
ავტორი sharinboy
20/07/2011, 21:13 | პოსტი # 169
--- ▼ ---
BainoM, ვიდეოზე რას იტყვი n_lol n_lol
 
BainoM
თარიღი: ოთხშაბათი, 20/07/2011, 22:35 | შეტყობინება # 170
ავტორი BainoM
20/07/2011, 22:35 | პოსტი # 170
--- ▼ ---
Quote (sharinboy)
ვიდეოზე რას იტყვი

0:35 მაგარია :D :D
რა უნდა ვთქვა .. მაგაზე ლაპარაკი უბრალოდ დროის ხარჯვად მიმაჩნია : D ერთ რაღაცას ვურჩევ კაცურად ; ) ბალეტისთვის ჯერ კიდევ არაა გვიან : ))
 
JOKER
თარიღი: ოთხშაბათი, 20/07/2011, 23:35 | შეტყობინება # 171
ავტორი JOKER
20/07/2011, 23:35 | პოსტი # 171
--- ▼ ---
ჩამწერე
მესი 4 ევერ
 
sharinboy
თარიღი: შაბათი, 30/07/2011, 20:07 | შეტყობინება # 172
ავტორი sharinboy
30/07/2011, 20:07 | პოსტი # 172
--- ▼ ---
BuSuNsula, ჩაგწერე :D
 
rikodou
თარიღი: შაბათი, 30/07/2011, 20:22 | შეტყობინება # 173
ავტორი rikodou
30/07/2011, 20:22 | პოსტი # 173
--- ▼ ---
მესი არა ლევერკუზენის ბაიერნი :D :D
 
doomy
თარიღი: კვირა, 31/07/2011, 15:47 | შეტყობინება # 174
ავტორი doomy
31/07/2011, 15:47 | პოსტი # 174
--- ▼ ---
Quote (rikodou)
მესი არა ლევერკუზენის ბაიერნი

hx hx hx
 
_m1sh
თარიღი: სამშაბათი, 02/08/2011, 03:21 | შეტყობინება # 175
ავტორი _m1sh
02/08/2011, 03:21 | პოსტი # 175
--- ▼ ---
მანდ ვარ mess legenda

დამატებულია (02/08/2011, 02:21)
---------------------------------------------
ოოგონდ დზმურად მე 10 რა არ გამიტეხო ;)

 
sharinboy
თარიღი: ოთხშაბათი, 03/08/2011, 21:34 | შეტყობინება # 176
ავტორი sharinboy
03/08/2011, 21:34 | პოსტი # 176
--- ▼ ---
_m1sh, რა ?
 
Levan
თარიღი: შაბათი, 06/08/2011, 05:59 | შეტყობინება # 177
ავტორი Levan
06/08/2011, 05:59 | პოსტი # 177
--- ▼ ---
sharinboy, მოდი მე გადაგითარგმნი :D მოკლედ ხო არის ხალხი ჩაწერილი ხოდა მე-10 ჩამწერეო ... :D
 
sharinboy
თარიღი: პარასკევი, 12/08/2011, 16:47 | შეტყობინება # 178
ავტორი sharinboy
12/08/2011, 16:47 | პოსტი # 178
--- ▼ ---
Levan, ფაბრეგასი ვიყიდეთ : )
 
BainoM
თარიღი: პარასკევი, 12/08/2011, 19:01 | შეტყობინება # 179
ავტორი BainoM
12/08/2011, 19:01 | პოსტი # 179
--- ▼ ---
sharinboy, რად გინდოდათ რო ? :D
 
ReepsHatake
თარიღი: პარასკევი, 12/08/2011, 19:44 | შეტყობინება # 180
ავტორი ReepsHatake
12/08/2011, 19:44 | პოსტი # 180
--- ▼ ---
Quote (BainoM)
sharinboy, რად გინდოდათ რო ?

აი ნახავ მაგრა ათამაშდება : ) თუ არა და ჯანდაბამდე გზა ჰქონია :D
 
BainoM
თარიღი: პარასკევი, 12/08/2011, 22:29 | შეტყობინება # 181
ავტორი BainoM
12/08/2011, 22:29 | პოსტი # 181
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
აი ნახავ მაგრა ათამაშდება : ) თუ არა და ჯანდაბამდე გზა ჰქონია

ხოდა რა პოზიციაზე ათამაშდება ?? 4-4-2 ზე გადავა ?? თუ 3-4-3 ??
4-4-2 ზე ვილიას ან სანჩესს ზამენა მოუწევს და არც ერთი არ დაკმაყოფილდება ზამენაზე ჯდომით..
ხოლო 4-3-3 ზე დანი ალვეშს ფაქტიურად ეკარგება თავისი ფუნქცია : X

აუ მოკლედ , ჩემი აზრით არ უნდა ეყიდათ ! რეალის პონტში გამოუვიდათ რაა ! რასაც ვერ ვიტან ყველაზე მეტად ... ;x
 
sharinboy
თარიღი: შაბათი, 13/08/2011, 00:45 | შეტყობინება # 182
ავტორი sharinboy
13/08/2011, 00:45 | პოსტი # 182
--- ▼ ---
BainoM, ნწნწნწ :D გუარდიოლამ ამდენი იწვალა რო გადმოსულიყო ეგ და შენ გგონია გეგმა არ აქვს ? უბრალოდ შენ მაგას ვერ მივხდები რა ტაქტიკა აქვს და ვერავინ სანამ არ ნახავს თვითონ
 
BainoM
თარიღი: შაბათი, 13/08/2011, 02:31 | შეტყობინება # 183
ავტორი BainoM
13/08/2011, 02:31 | პოსტი # 183
--- ▼ ---
sharinboy, რაღაც არამგონია რომ ფაბრეგასი კარგად მოერგოს ბარსას : )) ჩემი აზრით ერთადერთი ფეხბურთელი რომლის ძირითადიდან ამოღებაც არის შესაძლებელი , არის აბიდალი ... და ვერანაირად ვერ ჩასვავს მაგ ადგილზე ფაბრეგასს ; X ერთადერთი შანსი არის 3-4-3 , რაც დანი ალვეშსაც დაუკარგავს ფუნქციას საერთოდ : X
 
ReepsHatake
თარიღი: შაბათი, 13/08/2011, 13:07 | შეტყობინება # 184
ავტორი ReepsHatake
13/08/2011, 13:07 | პოსტი # 184
--- ▼ ---
Quote (rikodou)
მესი არა ლევერკუზენის ბაიერნი

ჯერ ერთი ბაიერი და არა ბაიერნი !!
Quote (BainoM)
ხოლო 4-3-3 ზე დანი ალვეშს ფაქტიურად ეკარგება თავისი ფუნქცია : X

ალვეშს ფუნქცია არც აქ ბარსაში : | გვარდიოლას ადგილზე ცვეტში გავუშვებდი გუნდიდან , პადაჩა არ იცის , მაგაზე კასოი ფეხბურთელის მნახველი არა ვარ !
 
BainoM
თარიღი: შაბათი, 13/08/2011, 19:52 | შეტყობინება # 185
ავტორი BainoM
13/08/2011, 19:52 | პოსტი # 185
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
ალვეშს ფუნქცია არც აქ ბარსაში : | გვარდიოლას ადგილზე ცვეტში გავუშვებდი გუნდიდან , პადაჩა არ იცის , მაგაზე კასოი ფეხბურთელის მნახველი არა ვარ !

შენგან ამას ნამდვილად არ მოველოდიი : X დანი ალვეში მაგრა მევასება მაგარი სწრაფია , ბოლომდე იბრძვის , ტექნიკურია და ისეთი დარტყმაა აქ რომ შტანგას ღუნავს : X
 
ReepsHatake
თარიღი: კვირა, 14/08/2011, 01:24 | შეტყობინება # 186
ავტორი ReepsHatake
14/08/2011, 01:24 | პოსტი # 186
--- ▼ ---
Quote (BainoM)
დანი ალვეში მაგრა მევასება მაგარი სწრაფია , ბოლომდე იბრძვის , ტექნიკურია და ისეთი დარტყმაა აქ რომ შტანგას ღუნავს : X

თუ გაუშვა კარში , მართლა არ მევასება , პადაჩა არ იცის , სასტიკი ლუზერია , ნახევარ დაცვაში უფრო მაგარი იქნება , ბევრად თან !!
 
sharinboy
თარიღი: კვირა, 14/08/2011, 11:06 | შეტყობინება # 187
ავტორი sharinboy
14/08/2011, 11:06 | პოსტი # 187
--- ▼ ---
ReepsHatake, რატო ტო ჯარიმებს კარგად ურტყავს კაი მცველიცაა მარა ხშირად კარგავს ბურთს XD

დამატებულია (14/08/2011, 10:06)
---------------------------------------------
BainoM, 343 იქნება
დაცვაში : პიკე პუიოლი ალვეში
საყრდენი იქნება ბუსკეტსი
მერე გვერდებზე ფაბრეგასი ინიესტა
ცოტა წინ ჩავი
და თავდასხმაში ვილლა მესსი სანჩესი

 
BainoM
თარიღი: კვირა, 14/08/2011, 12:47 | შეტყობინება # 188
ავტორი BainoM
14/08/2011, 12:47 | პოსტი # 188
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
თუ გაუშვა კარში , მართლა არ მევასება , პადაჩა არ იცის , სასტიკი ლუზერია , ნახევარ დაცვაში უფრო მაგარი იქნება , ბევრად თან !!

ხომ მარა ვის ამოაგდებს ნახევარდაცვაში ???

Quote (sharinboy)
BainoM, 343 იქნება
დაცვაში : პიკე პუიოლი ალვეში
საყრდენი იქნება ბუსკეტსი
მერე გვერდებზე ფაბრეგასი ინიესტა
ცოტა წინ ჩავი
და თავდასხმაში ვილლა მესსი სანჩესი

მაგაზე მეც ვიფიქრე მაგრამ ვერ ხვდები რომ დანი ალვეშს ეკარგება თავისი ფუნქცია ??? : X აქამდე მთელი ფლანგი მაგის იყო და 3.4.3 ში 3 ვე მცველი არის ცენტრისკენ შეწეული და შეტევებში წასვლის შემთხვევაში დაცვა რჩება ძაან სუსტად : X
 
ReepsHatake
თარიღი: კვირა, 14/08/2011, 13:15 | შეტყობინება # 189
ავტორი ReepsHatake
14/08/2011, 13:15 | პოსტი # 189
--- ▼ ---
დღეს მესი შეასრულებს !
 
BainoM
თარიღი: კვირა, 14/08/2011, 22:33 | შეტყობინება # 190
ავტორი BainoM
14/08/2011, 22:33 | პოსტი # 190
--- ▼ ---
ReepsHatake, რაღაც არამგონია : D
 
ReepsHatake
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 01:57 | შეტყობინება # 191
ავტორი ReepsHatake
15/08/2011, 01:57 | პოსტი # 191
--- ▼ ---
პირველი ტაიმია და უკვე შეასრულა !
 
giorgi1
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 02:16 | შეტყობინება # 192
ავტორი giorgi1
15/08/2011, 02:16 | პოსტი # 192
--- ▼ ---
Quote (ReepsHatake)
პირველი ტაიმია და უკვე შეასრულა !

n_clapclap n_clapclap s s s
 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 02:49 | შეტყობინება # 193
ავტორი BainoM
15/08/2011, 02:49 | პოსტი # 193
--- ▼ ---
ReepsHatake, კმაყოფილი ხარ ბარსას თამაშის ხარისხიით ? : D
 
giorgi1
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 02:54 | შეტყობინება # 194
ავტორი giorgi1
15/08/2011, 02:54 | პოსტი # 194
--- ▼ ---
Quote (BainoM)
კმაყოფილი ხარ ბარსას თამაშის ხარისხიით ? : D

ეჰჰ 2:2 დამთAვრდა 11q 11q 11q 10q 10q 10q
მაგრამ რავი რეალმა მაგრა მოინდომა
უჰ წავედი დავძინე 1 1
 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 02:58 | შეტყობინება # 195
ავტორი BainoM
15/08/2011, 02:58 | პოსტი # 195
--- ▼ ---
giorgi1, მოინდომა კი არა ტანკი რომ კონსერვის ქილას გაჭყლიტავს ისე მიაჭყლიტა ბარსა
; D ცოტა გაზვიადებაა მარა მაინც ; )) ხოდა კიდე +რეალს ნაღდი პენალტი არ დაუდეს ; ))
 
ReepsHatake
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 03:44 | შეტყობინება # 196
ავტორი ReepsHatake
15/08/2011, 03:44 | პოსტი # 196
--- ▼ ---
Quote (giorgi1)
ReepsHatake, კმაყოფილი ხარ ბარსას თამაშის ხარისხიით ? : D

არა !
 
Levan
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 04:37 | შეტყობინება # 197
ავტორი Levan
15/08/2011, 04:37 | პოსტი # 197
--- ▼ ---
BainoM, შედეგი გვაწყობს. ჩამოვლენ კამპ ნოუზე და ნახავ ხარისხს ))
 
BainoM
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 11:35 | შეტყობინება # 198
ავტორი BainoM
15/08/2011, 11:35 | პოსტი # 198
--- ▼ ---
Levan, შედეგი კაია მარა აშკარად ჩანს , რომ ბარსა წელს ვეღარ იბარსებს ;X
 
sharinboy
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 14:42 | შეტყობინება # 199
ავტორი sharinboy
15/08/2011, 14:42 | პოსტი # 199
--- ▼ ---
2:2 ი სახლში კაია ძაან :D
სახლში არ დამარცხდება არაანაირად :)
BainoM, იბარსებს კი არა უფრო კარგიც იქნება

ისე სანჩესმა რა აყლაპა მარსელოს მტვერი XD
 
ReepsHatake
თარიღი: ორშაბათი, 15/08/2011, 15:14 | შეტყობინება # 200
ავტორი ReepsHatake
15/08/2011, 15:14 | პოსტი # 200
--- ▼ ---
Quote (BainoM)
Levan, შედეგი კაია მარა აშკარად ჩანს , რომ ბარსა წელს ვეღარ იბარსებს ;X

სეზონიც კი არ დაწყებულა და მაგას საიდან ასკვნი ერთი მითხარი

დამატებულია (15/08/2011, 14:14)
---------------------------------------------
სანჩესმა მარსელოს სახეზე ჩაატარა თავის პირველი თამაში ! ალკანტარამ კიდე სადაც ბურთი მიიღო იქ ახოხიალა 3 კაცი !
მესიმ თავისი ქნა ძმაო : )

 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა: