მოდი ამ თემაში ვისაუბროდ პოეზიის შესახებ.დაასახელეთ თქვენი საყვარელი პოეტები და ლექსები.თუ წერთ ლექსებს შეგიძლიათ თქვენი ლექსებიც დადოთ. ჩემი საყვარელი პოეტი გალაკტიონია და მისი ბევრი ლექსი მომწონს,თუმცა თოვლი განსაკუთრებით
ეს იყო მრავალზე მრავალის წლის წინეთ იმ ნაპირს ჰრეცხავდა ტალღები ზღვის, სცხოვრობდა ქალწული ხმელეთის კიდეზე, დავარქმევ სახელათ ანაბელ ლის; მე იმას ვეტრფოდი,ის კი მე მეტრფოდა- არ ვერიდებოდით შვერილებს კლდის
მე ვიყავ ურყვნელი და ისაც ურყვნელი, ნაპირს კი ჰრეცხავდა ტალღები ზღვის, ამ განცდათ საზღვარი ვერ ვნახე,ვერ ვნახე, ვინ დამაშორებდა ანაბელ ლის, ჩვენ ტრფობას უცქერდნენ შურით და ლოდინით, თვით სერაფიმები უძირო ცის
და,აი,მიტომაც,დიდზე დიდ ხნის წინეთ, სად ნაპირს ჰრეცხავდა ტალღები ზღვის, ღრუბლით მოვლენილმა ქარებმა განგმირა ცემი ერთადერთი ანაბელ ლი ერთად შეიყარნენ,სამარე გაუღეს, ასე დამაცილეს ჩემ სატრფოს ძლივს, აწ იქ განისვენებს,იქა სწევს უსულოთ, სად ნაპირს ალპობენ ტალღები ზღვის.
ცათა მეუფენიც გვიცქერდნენ შემცბარი. შურს ჩააყოლებდნენ ფიქრს, არავის ენახა ჩვენებრი მიჯნურნი, იქ,საცა ტალღები შხუოდა ზღვის. მიტომაც ღრუბელთა იძალეს ქარებმა, სული ამოართვეს ანაბელ ლის. განა მოგვერიენ?ამას ვერ იქმოდენ ურჩხულნი ქვესკნელის და ძალნი ცის, ვერცა უკვდავნი და ვერცა ბრძენთაბრძენნი ვერ დაამარცხებენ ერთობის ფიქრს, ჩვენი სულებია,აგერ რომ შეზრდილან:- ჩემი და ანაბელ ლის.
მთვარის სინათლეში ვხედავ და ვეტრფობი ოცნების ანაბელ ლის ვარსკვლავთა ციმციმში იმის ღიმილია, პირკეთილ ანაბელ ლის, იქა ვარ,იქ ვწევარ,მიჯნურთან ახლო ვარ, სამარე ვერ მიცვლის ნირს, იქ ჩემი სატრფოა,მზეს მორიდებული, ნაპირს კი ტალღები ასკდება ზღვის. <3
ახლა გალაკტიონი, როგორც პოეტი, ვაჟაზე ძლიერია, თუმცა ვაჟას, რა თქმა უნდა, უფრო დიადი ნაწარმოებები აქვს. ორივე დიდი გვყავს, რაც მთავარია.
Quotemishamaru ()
კარგია.ჩვენი ლიტერატურული საგანძურია
არამედ მსოფლიოს.
მე გალაკტიონს გამოვარჩევდი მელექსეებიდან, თუმცა შოთას მაინც ვერავის დავუყენებ გვერდით. საერთოდ პოეზიაში უფრო ძლიერები ვართ ქართველები ვიდრე პროზაში. შოთა უპირველეს ყოვლისა გალაკტიონი ნუ მეფედ წოდებული გურამიშვილიც აღსანიშნავია ბარათაშვილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ტიციან ტაბიძეც გენიალური პოეტია აკაკი წერეთელი არ უნდა გამოგვრჩეს ერთი სიტყვით ზემოთ აღნიშნული პოეტები ჩემი სიმდიდრეა. ვაჟასა და ილიაზე დიდი არავინ მეგულება
დიდად პოეზისს მოყვარული არ ვარ მაგრამ რამოდენიმეს გამოვარჩევდი:ვაჟა,ილია,ბარათაშვილი,გალაკტიონი,აკაკი,ნუ რუსთაველი რათქმაუნდა მაგრამ სკოლამ შეაძულა ახალგაზრდობას ვეფხისტყაოსანი,ჯონ მილტონი,ედგარ პო,კონსტანტინე ლორთქიფანიძის რამოდენიმე ლექსიც მომწონს
ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო მაცხონებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო უძლიერესი რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ლექსია<3
QuoteShookera ()
ბარათაშვილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს
მერანი
QuoteShookera ()
ტიციან ტაბიძეც გენიალური პოეტია
ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი პოეტი მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერს ჩემი სიცოცხლე ამ ლეექს თან ახლავს ლექს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს ამაზე მბურძგლავს ხომლე
QuoteShookera ()
აკაკი წერეთელი არ უნდა გამოგვრჩეს
ამ გენიალური ადამიანის გამოტოვება დანაშაული იქნება:D
QuoteShookera ()
ერთი სიტყვით ზემოთ აღნიშნული პოეტები ჩემი სიმდიდრეა.
ეგ უმაღლესი წრეა მაგრამ კიდევ უამრავი საოცარი პოეტი გვყავს
ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო მაცხონებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი,ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებაკრულსა,გკითხეს:"ვინ გცემა,თქვი ესო?!" დიდება მოთმინებასა შენსა,უფალო იესო!
ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება "პიქრნი მტკვრის პირას" მწვერვალია
Quotemishamaru ()
ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი პოეტი მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერს ჩემი სიცოცხლე ამ ლეექს თან ახლავს ლექს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს ამაზე მბურძგლავს ხომლე
გალაკტიონის შემდეგ შემიძლია უძლიერესად დავსახელო. მხოლოდ ლექსებით თუ შემოვსაზღვრავთ
"გაელავს, დაჰკრავს მეხი მეხს მწვერვალს, მთა ტიტველია, არ აქვს საფარი, თვითონ მეხია და თვითონ ელავს, როგორც შამილის თეთრი ფაფარი. "
Quotemishamaru ()
ეგ უმაღლესი წრეა მაგრამ კიდევ უამრავი საოცარი პოეტი გვყავს
კიდე ვინ, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, ანა კალანდაძე, ოო ბევრი კიდევ.. მეზარება გახსენება
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ღვთის საიდუმლო გაგტეხეს გულში ვერ დაგიტიესო ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს ისიც კი დანაბნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შეგიპყრეს თვისი დამხსნელი საბელი მოგახვიესო მაგრა შეგიკრეს ხელები უფალსა არა გთნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ავაზაკზედა გაგცვალეს ბარაბა მათ ირჩიესო ურიგო სიტყვა შეგკადრეს გალანძღეს გაგათრიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი,ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებაკრულსა,გკითხეს:"ვინ გცემა,თქვი ესო?!" დიდება მოთმინებასა შენსა,უფალო იესო!
ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ბრალი ვერ გპოვეს დაგსაჯეს პილატე მოგისიესო ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ხელდაბანილთა შოლტით გცეს მსხვერპლს სისხლი შეურიესო დაგადგეს ეკლის გვირგვინი გოლგოთას მიგიწვიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შესამოსელი გაგხადეს ქლამინდი მოგახვიესო ჯვარზედ გაგაკრეს ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! წყალი ითხოვე მოგართვეს ძმარში ნაღველი რიესო წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! მოგკლეს უბრალო ბრალითა ქვეყანა შეარყიესო მზე დააბნელეს მთვარეცა ვარსკვლავნი დააფრქვიესო თავს კრეტსაბმელი განაპეს ბოლომდე შუა ხიესო
ჯვარით გარდმოგხსნეს წაგგრაგნეს ტილოში წაგახვიესო დაგმარხეს მკვდარსაც არ გენდნენ გარს მცველნი მოგახვიესო ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! არ ვიცი რად ქნეს უგბილთა ავი რა შეგაჩნიესო მკვდარს აღუდგენდი კურნავდი კეთროანს წყალმანკიერსო ბრმას თვალთ უხელდი ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო
უტყვს ენას ძენდი ყრუს-სმენას,საპყართა-სლვას შვენიერსო პურს მცირეს-დიდად,წყალს ღვინოდ უქცევდი,-ჭამე სვი ესო ამის მეტს არას ეტყოდი "ესევდით ღმერთს ზეციერსო მშვიდად ცხოვრებდით,ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო
გაიკითხევდით გლახაკთა,ასმევ-აჭმევდით მშიერსო რასაც კეთილს იქთ ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო" ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი : ხორციელს და სულიერსო ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილი შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელობა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ჰქმენ სულგრძელობა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო
"ომი წავაგეთ? რაა მერე, ამითი მაინც არ დაკარგულა ყველაფერი, რადგან კვლავ შეგვრჩა უდრეკი ნება და წყურვილი შურისგებისა, დაუშრეტელი სიძულვილი და მამაცობა; არ ვართ ჩვეულნი დათმობასა და მორჩილებას!"
"ევას გულისთვის არ შეუშინდა არცა სიკვდილს,არც ზეცის რისხვას. ქმრის გასამჯელოდ(ამ სულელურ დამორჩილებას სწორედ ამგვარი გასამრჯელო შეეფერება)- ევამ იმავე ტოტებიდან ჩამოუკრიფა მაცთუნებელი,მშვენიერი ნაყოფი უხვად ადამიც სინდისუქენჯნელად ხილს დაეხარბა თუმცა იცოდა რომ აკრძალულ ნაყოფსა ჭამდა ის არ ყოფილა არავისგან მოტყუებული დაიმორჩილა დედაკაცმა ჯადოთი მხოლოდ."
"თვალთ ცრემლი მოსწყდათ,მაგრამ მყის მოიწმინდეს გადაშლილიყო მათ წინაშე მთელი ქვეყანა და თავშესაფარს,სადაც სურდათ,ამოირჩევდნენ თვითონ განგება მიუძღოდა იმათ მეგზურად ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთსა და ედემიდან ზლაზვით,ყიალით გზას გაუდგნენ უთვისტომონი." <3 დაკარგული სამოთხე
ეს ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე წავიკითხე.სხვა უნდა წამეკითხა ისე
მშვენიერი. ახლა გათიშული ვარ და აზრს ვერ ვატან, მერე თუ გამახსენდა გავიაზრებ :დ ეს ბოლოს რაც დავწერე, სიმბოლოებითაა გაჟღენთილი, დღევანდელ სურათს რომ გადავხედე.. :დ
მშობლიურ სანახებს ძალმორღვეული და კვლავ მთრთოლვარე განვიმსჭვალები შენი ხატებით, თეთრ ტანსაცმელში ვარ მგლოვიარე და სიკვდილს ვებრძვი ცხელი ზღაპრებით. სიგიჟის ალში იისფრად წვეთავს უდაბნოდ ზრდილი იასამანი, თითქოს თავზემოთ გადაუფარავთ მარტის თოვლივით შავი საბანი. მაღლით დაგვცქერის მრისხანედ ზეცა, ჩვენი ნათლიის მწუხარე გმანვა. გულზე კაქტუსი ისევ მომეცა და ჩემს გრძნობებში დაიწყო გვალვა. ბოროტს სურს, უნდა დასძლიოს კეთილს, ჭუჭყიან ლაფთა ირგვლივ მოსროლით, მაგრამ წმინდა სვეტს ვერ ნახავ დასვრილს, ციური მადლით აღჭურვილს ბროლით. ბობოქრობს გული, ღრიალებს გული, გარემოს ბრუნვას უკან ვერ დასდევს, წარსულ სიწმინდე, მებრძოლი სული კვლავაც ხორციელ ხმალით განგმირეს. ნელად მოღელავს და თან დუმს მტკვარი, სიცოცხლე მკრთალი მასში ნავარდობს, ძველებურ ზრუნვას მთაწმინდა, წყნარი, ხილული ფრესკით ძლივსღა განაგრძობს. შფოთავს და ქშენის ლურჯი ძარღვები, საღამოს ნისლში მიცურავს მტრედი, იმ ციურ ნიშნულს დაველოდები, რომ მის წინაშე მოვირთხა ქედი. ბოროტს სურს, უნდა დასძლიოს კეთილს, ჭუჭყიან ლაფთა ირგვლივ მოსროლით, მაგრამ წმინდა სვეტს ვერ ნახავ დასვრილს, ციური მადლით აღჭურვილს ბროლით.
ერთი პოემაც მაქვს დაწერილი.. ახლა მეორეს ვწერ, რომანსაც და მოთხრობასაც :დ
mishamaru, მოსაწონია :დ ჩვენ ვართ ეგ შენიღბულები, არა? :დ
აჰა შექსპირის მე-18 სონეტი ვთარგმნე მე. . .
Shall I compare thee to a summer's day? Thou art more lovely and more temperate. Rough winds do shake the darling buds of May, And summer' s lease hath all too short a date, Sometime too hot the eye of heaven shines, And often is his gold complexion dimmed; And every fair from fair sometime declines, By chance, or nature' s changing course, untrimmed: But thy eternal summer shall not fade, Nor lose possession of that fair thou ow' st, Nor shall death brag thou wand'rest in his shade, When in eternal lines to time thou grow' st.
So long as men can breathe or eyes can see, So long lives this, and this gives life to thee.
მე არ ვიკადრებ შეგადარო ზაფხულის ფერებს, შენი არსება უფრო ნაზი, ზომიერია, ქარი უხეშად აცახცახებს მაისის კვირტებს და მის ფარფატში მსწრაფლ ზაფხულიც დაკარგულია. ხანდახან ზეცა იყურება მცხუნვარე თვალით, ოქროს სახეზე მკრთალ ღრუბლებს კი ხშირად იფარებს, ზოგჯერ კი გვტყორცნის თავის სხივებს ლურჯისფერ ალით, ბუნება ესე ყველანაირ როლს შეიფერებს. თუმცა ზაფხული ქვეყნად სუფევს მარადიულად, შენი მშვენებით შემოცხილი ვერ გათავდება, ვერას დაგაკლებს შენ სიკვდილი შავ აჩრდილებად, შენი მშვენება ამ სტროფებში მუდამ დარჩება.
მუნ ადამის ძე ითარეშებს წუთისოფელში, ვერავინ წაშლის შენს ხატებას ამ მძლავრ ლექსებში.