Sanins, არ მშურს მათი არაფრის, მეტი-მეტი განათლებულობის :დ იმიტომ არმიყვარს რომ ზედმეტად ცივები არიან, სხვის გრძნობებზე არფიქრობენ საერთოდ და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, უყვართ ხალხის დამცირება და გონიათ ყველაზე ჭკვიანები არიან...
იმიტომ არმიყვარს რომ ზედმეტად ცივები არიან, სხვის გრძნობებზე არფიქრობენ საერთოდ და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, უყვართ ხალხის დამცირება და გონიათ ყველაზე ჭკვიანები არიან...
აღარ გავაგრძელებ .. :დ
გააჩნია ტყუპს,რავი ცივი ტყუპი მე არ მინახავს არასდროს.. თავზე წარმოდგენის ქონა ასცედენტზეა უფრო დამოკიდებული და არა ზოგადად ზოდიაქოზე.. არა სხვათაშორის ხალხის დამცირება ეს მორიელების პრეროგატივაა,ტყუპების ზოდიაქოზე კიდე პლუტონი გავლენას არ ახდენს.ასევე გონიათ არა,ტყუპები ყველაზე ინტელექტუალური ნიშანია,იმის დამსახურებით რომ ჩვენს ზოდიაქოს მერკური ფარავს ^^
მერწყული ჰაერის მესამე ნიშანია, ტყუპები პირველი :) მერწყულს ურანი და სატურნი მართავს (არცერთი აგებს პასუხს ინტელექტუალობაზე) და ტყუპების მფარველი პლანეტა მერკურია :)
Sanins, მერწყულის ძირითადი აღწერა ინტელექტუარობაა :/ ტყუპებს კი უბრალოდ ძაან უნდათ იყვნენ :დ და ვაფშე ერთადერთი ნისანია რომელსაც ვერანაირად ვერვუგებ, უფროსწორედ ვერმიგებს :დდ
ინტელექტუალობა არა 'დამოძღვრა' და რეალურად ყველა ასტრობლოგს არ უნდა დაუჯერო, ღმერთო ჩემო :/ ნუ კარგი თევზები ხარ ისედაც დაგჩაგრა ბუნებამ დავაში აღარ შემოვალ
სწავლობ სადმე თუ შენით დაინტერესდი და ინტერნეტი და მისი ჯანი?:3
ჩემით დავინტერესდი წიგნები/ინტერნეტი
Moriarty, გველისმჭერი თანავარსკლავედია რომელიც გადაადგილდება :) ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს კი უცვლელი მდგომარეობა აქვს :)
Albafica, აჰა
პლანეტა მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებული ქალწულები, მოწესრიგებულობით, უზადო პასუხისმგებლობის გრძნობით და წვრილმანების მიმართ გასაოცარი ყურადღებიანობით გამოირჩევიან. ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს შორის, ქალწულის ცნობა მისი უნაკლო ჩაცმულობით, დავარცხნილ-გაწკრიალებული გარეგნობით და ზრდილობიანი მანერებით შეიძლება. ქალწულებს შორის როგორც წესი, ტანმორჩილი ხალხი სჭარბობს. მათ შორის გიგანტს ან შესამჩნევად დიდი გაბარიტების მქონე ხალხს იშვიათად შეხვდებით. გამომდინარე იქედან, რომ ქალწულის ზოდიაქო, კუჭნაწლავის და ზოგადად საჭმლის მომნელებელ სისტემაზეა პასუხისმგებელი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, საკვების და ზოგადად ჯანსაღი კვების სფერო განსაკუთრებულად აღელვებთ და აინტერესებთ. იშვიათი არ არის არც ის ფაქტი, რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის, ბევრი ექიმი- დიეტოლოგი და ფარმაცევტი გვხვდება. ქალწულებს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად, დროის უყაირათოდ ხარჯვა და ფეთხუმობა აღიზიანებთ, ამიტომ მათი ანტიპათიის გამოწვევა თუ არ გინდათ, არასოდეს მოაცდინოთ საქმეს და მათთან შეხვედრაზე, ყოველთვის მოწესრიგებული გამოცხადდით. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული მუტაბელური (ცვალებადი) ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, ამ ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ საკუთარი ჩვევებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი ცვლა. ამასთან ერთად, ორივე სქესის ქალწულებს, კარგი ფინანსური ალღო და მაღალი შრომისუნარიანობა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, იშვიათობას წარმოადგენს ქალწული, რომელიც ხანგრძლივად განიცდის მატერიალურ გაჭირვებას. კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ქალწულის წყობიდან გამოყვანა შეუძლია ეს ქოსია. მისთვის აუცილებელია, გარშემო ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი, აქედან გამომდინარე ქალწულებს არათუ პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ცხოვრებაც კი დაგეგმილ-გადანაწილებული აქვთ. მისთვის აუცილებელია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან თუნდაც ორი კვირის შემდეგ. ეს იმიტომ, რომ გაურკვევლობა ამ ადამიანს ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს და აიძულებს მას, ნერვოზული და მოწუწუნე გახდეს. მინდა ავღნიშნო, რომ ბუნებაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ უსაქმურ ქალწულს. ეს ადამიანები, ყოველთვის რაიმე საქმის კეთებით არიან დაკავებული და თუ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებენ, სახლში ფუსფუსით მაინც გამოუნახავენ თავს სამუშაოს. მათი მისწრაფება, ყველაფერი იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებულ ხარისხში აკეთონ, ჭეშმარიტად გასაოცარია. ისინი უმცირეს დეტალებსაც კი აკვირდებიან, როგორც საკუთარ ისე სხვის გარეგნობაში, ამიტომ მათ მახვილ თვალს არასოდეს არაფერი გამოეპარება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი დისციპლინირებულობით გამორჩევიან, თუმცა ჩვევას გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკონ, მათ მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს. ქალწულები იშვიათად იბადებიან, ბუნებით ლიდერებად. მათ უმრავლესობას, კულისებსმიღმა სამუშაო ურჩევნია პროჟექტორების შუქს და მქუხარე აპლოდისმენტებს. თუმცა რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოთ, დაკისრებულ მოვალეობას, ნებისმიერი ქალწული პირნათლად ართმევს თავს. გამძაფრებული წესრიგის სიყვარული, ამ ადამიანებს ხშირად პირად ცხოვრებაშიც უშლის ხელს. გამომდინარე იქედან რომ ისინი, პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნები და კრიტიკულები არიან, ამიტომ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ გვხვდება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის ყველაზე მეტი ბერბიჭა და შინაბერა.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათში თანდაყოლილ დიპლომატიის უანრს, ჰარმონიის და სილამაზის სიყვარულს განაპირობებს. სასწორების უმრავლესობა, როგორც გარეგნობით ისე ხასიათით, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ხალხია. ორივე სქესის სასწორებს, ძალიან უყვართ კამათი, შესაბამისად მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და პოლემიკებში მონაწილეობის მიღების სიყვარული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგრც წესი სასწორი არა საკუთარ, არამედ საზოგადოებაში გავრცელებულ ამა თუ იმ მოსაზრებას იცავს. ხოლო, საკუთარი აზრის ქონა, რომელიც მყარ არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული, როგორც წესი სასწორებს იშვიათად ახასიათებთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს მსგავსად, სასწორებს გამუდმებით ახასიათებთ მერყეობა და შეხედულებების ცვლა. როგორც წესი, ისინი მართალი ადამიანები არიან, თუმცა ბრძოლის უნარი, რომელიც ზოგჯერ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ხდება საჭირო, სასწორების უმრავლესობას არ გააჩნია. სასწორებს ბევრი ფიქრი უყვართ. თუ მათ, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების წინ, ფიქრისთვის ბევრი დრო აქვთ, გამორიცხული არ არის საბოლოოდ საერთოდაც გადაიფიქრონ ამ გადაწყვეტილების მიღება. ჰარმონიის თანდაყოლილი სიყვარულის გამო, სასწორების უმრავლესობა, თავს ძალიან უბედურად გრძნობს, თუკი რაიმე მიზეზით, ქაოსურ ან ნაკლებად კომფორტულ გარემოში უწევთ არსებობა. უფრო მეტიც, მათთვის ამგავრი სიტუაცია, იმდენად აუტანელი და დამთრგუნველია, რომ ხშირად მწვავე ნერვოზული მდგომარეობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. მერყეობა, რომელიცზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა მთავარი ურაყოფითი თვისებაა, ხშირად ხდება მათ ცხოვრებაში არაერთი, სახარბიელო შანსის ხელიდან გაშვების მიზეზი, თუმცა მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების მიღების დროს აჩქარებას, სასწორს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს. მოუხედავად ერთი შეხედვით რბილი ხასიათისა, პერიოდულად სასწორს გასაოცარი სიჯიუტის გამოჩენა შეუძლია. ამასთან ერთად, რაც უფრო მეტად დააძალებთ მას რამის გაკეთებას, მით უფრო დიდი შემმართებით შეეცდება იგი ამ მოვალეობას თავი ოსტატურად აარიდოს, თუმცა ამ დროს, შესაძლოა ძალიანაც ეხალისებოდეს თქვენ მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება. მიზეზი ამისა, მათთვის თანდაყლილი წინააღმდეგობრიობის ძალაა. რაც უფრო მეტად აძალებენ რამეს, მით უფრო მეტად იხრება სასწორის პინა საპირისპირო მიმართულებით. ორივე სქესის სასწორებს, როგორც წესი კარგი ვიზუალური მონაცემები გააჩნიათ. პლანეტა ვენერა, რომელიცზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, თავის შვილებს, ძალზ ეხშირად აჯილდოვებს მომხიბვლელი გარეგნობით და სასიამოვნო ხმის ტემბრით. შემთხვევითი როდია, რომ მსოფლიოში ცნობილი ლამაზმანების უმრავლესობა სწორედ სასწორის ნიშნითაა დაბადებული. ნებისემიერ შემთხვევაში, გარეგნული მონაცემებით რომც არ ბრწყინავდეს, ყველა სასწორს ახასიათებს სანდომიანობა, ჩაცმის დახვეწილი სტილი და საზოგადოებაში თავის დაჭერის თანდაყოლილი უნარი. რაც მათ პროფესიული კარიერის გაკეთებაში არც თუ იშვიათად უწევთ დიდ სამსახურს. სასწორები, როგორც წესი, მოწესრიგებული მუშაკები არიან. განსაკუთრებით კარგად ახერხებენ ისინი, გუნდში ან მეწყვილესთან ერთად მუშაობას, გამომდინარე იქედან , რომ სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ, პარტნიორულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, სასწორების უმრავლესობას გაცილებით უკეთ გამოსდის საქმიanoba