ესეიგი ახლა დავფიქრდი და მივხვდი რო საიტზე ბევრი ადამიანი წერს.მერე კი მომივიდა აზრად გამეხსნა ასეთი კლუბი. აქ დადოთ თქვენი ნაწარმოებები(ლექსი,მოთხრობა,ჩანახატი და ა.შ.) განვიხილოთ ერთანეთის ნაშრომები.შევაფასოთ,ვურჩიოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს გაუმჯობესებაში.
დამატებულია (08/11/2013, 21:23) --------------------------------------------- მეც დავდებ ხვალისთვის ჩემს რაღაც-რუღაცეებს
კაი უცებ ერთი მოკლე ლექსი როცა მიწას უფრო ფრთხილად ვაბიჯებდით როცა უფრო მეტი გვქონდა ღმერთის რწმენა როცა არ გვღუპავდა ჩვენი ნაბიჯები როცა არ გვღუპავდა ბოღმა,შური,წყენა
როცა უფრო სუფთა იყო ყბელაფერი როცა ხალხის გული უფრო ცოცხლად ძგერდა გაფრენილო ჟამო როგორ მენატრები ნეტავ დაბრუნდები?ეჰ დაბრუნდე ნეტავ!
მე სერთოდ არ ვწერ დეპრესიულ ლექსებს :დ იმიტო რო არ ვარ დეპრესიული ^_^ მაგრამ ეს ლექსი რარაცეებმა განაპირობა რა :დ
ნუ დეპრესიული არც მე ვარ.პირიქით მხიარული ვარ საკმაოდ მარა ხანდახან ვსევდიანდები ხოლმე და მერე მოეთრევა ის მუზა და მაინცდამაინც მაშინ მაწერინებს ლექს:D თუმცა მხიარული ლექსებიც არის ჩემს არსენალში:)
დამატებულია (09/11/2013, 18:24) --------------------------------------------- ქუჩაში მოხუცი მიდიოდა. ნელა მაგრამ მისთვის ჩქარა.ალბათ სადღაც ეჩქარებოდა,მას ხომ უკვე აღარ ქონდა ნელა სიარულის დრო.ვინ იცის რამდენი საქმე რჩებოდა გაუკეთებელი.ფრო კი ძალიან ჩქარა გადიოდა. ხელჯოხს ეყრდნობოდა.იგი კარგი დამხმარე იყო სიბერესთან ბრძოლაში. მოხუცი კვლავ ქუჩაში მიდიოდა. მიდიოდა და თან საკუთარ საკუთარ ასაკზე ბრაზობდა.ახალგაზრდობა ენატრებოდა.დრო როდესაც არც ხელჯოხი ჭირდებოდა და არც არსად ეჩქარებოდა.უბრალოდ სიცოცხლიდ ტკბებოდა.შეეძლო გაეფლანგა დრო რომელიც არც ისე ბევრი ქონდა მაგრამ მაშინ ეგონა რომ საკმარისი იყო. იქნებ მაშინ ნაკლები დრო დაეხარჯა ახლა ხომ დასვენებას მაინც შეძლებდა. წვიმა დაიწყო.წვეთები მიწას ეცემოდნენ და მოხუცს ახსენდებოდა როგორ უყვარდა ადრე წვიმაში სირბილი. როგორ უყვარდა სხაპუნის მოსმენა.ახლა კი ციოდა.წვიმა თითოს უფრო სველი და ცივი გამხდარიყო. უცებ რაღაც უცნაური ხმა მოესმა.მერე კარგად დააკვირდა.რაღაც საშინელი ზუზუნი და რომელიღაც ძველი სიმღერა ერთმანეთში არეულიყო და თავს ტკენდა მოხუცს. მიმოიხედა.უნდოდა გაეგო საიდან მოდიოდა ეს საშინელი ხმა და მალე მიხვდა კიდეც.ის მხოლოდ მას ესმოდა.ის მისი გონებიდან მოდიოდა. უცებ იგრძნო რომ ძალიან დაღლილიყო.გზის გაგრძელებაც აღარ შეეძლო.იქვე პარკში შევიდა და ჩამოჯდა. ახლა უფრო მეტად იგრძნო დაღლილობა.მიხვდა რომ ადგომა აღარ უნდოდა.მართალია გზის ბოლოს თბილი სახლი იყო მაგრამ ახლა იქ იმ სიცივეში,სველს ერჩია ჯდომა.თამაც მისი სახლი ცარიელი იყო.იქ მას უკვე აღარავინ ელოდა. მოხუცს ისიც დაავიწყდა რაც გასაკეთებელი ქონდა.უცნაურია,ახლა როცა აღარ ფიქრობდა დროზე წვიმა უფრო თბილი გახდა. მოხუცმა ნაბიჯების ხმა გაიგონა.ფოთლებით მოფენილ ვიწრო ბილიკზე ვიღაც მოდიოდა.როცა ახლოს მოვიდა მოხუცმა დაინახა მისი გამხდარი სახე,კუპრივით შავი თმა,იდეალურად სუფთა ფეხსაცმელი და კოსტიუმი,რომელსაც ამ წვიმაში სისველის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა. უცნაური კაცი იყო. მოხუცს მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.მოხეცმა მას ლურჯ თვალებში ჩახედა თუ არა მაშინვე მიხვდა რომ ის ადამიანი არ იყო.ის სიკვდილი იყო. მოხუცი შიშმა შეიპყრო.გაქცევა უნდოდა მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა. სიკვდილს გაეღიმა მოხუცი გაბრაზდა.ფიქრობდა"ნუთუ არავინ ყოფილა ჩემს მეტი ვისაც სიკვდილის წინ შეეშინდაო"მაგრამ მერე მიხვდა.მიხვდა რომ უაზრო იყო მისი შიში.მიხვდა რომ უკვე მისი ჯერი დადგა და ამას მშვიდად უნდა შეხვედროდა. სიკვდილი ადგა.ადგა მოხუციც. ფეხები აღარ ტკიოდა.ხელებს დახედა და დაინახა ისევ ისე გამოიყურებოდნენ როგორც ახალგაზრდობაში.საკუთარ სახეს შეეხო და იგრძნო რომ ნაოჭები გამქრალიყო.ის ისევ ახალგაზრდა იყო. შეეძლო ისევ ისე ერბინა.ერბინა მაგრამ უკვე სხვაგან.
დამატებულია (09/11/2013, 19:20) --------------------------------------------- doqtor ესენი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის.მეორედ რო მომწერე ის მომეწონა.პიანისტი რო ჯდებოდა ინსტრუმენტთან ის.რარაცნაირად ღრმა იყო ჩემთვის. ბოლოს წინაც და ბოლოც კარგი იყო მარა ყველაზე მეტად მაინც მეორე მომეწონა მე.
doqtor ესენი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის.მეორედ რო მომწერე ის მომეწონა.პიანისტი რო ჯდებოდა ინსტრუმენტთან ის.რარაცნაირად ღრმა იყო ჩემთვის. ბოლოს წინაც და ბოლოც კარგი იყო მარა ყველაზე მეტად მაინც მეორე მომეწონა მე.
მწერლობაზე თავს ვერ დავდებ მარა მიყვარს ჩემთვის რაღაცების წერა^^ აი ერთ-ერთი ნახეთ:
ლურჯი მთვარისგან შობილ სპეტაკ ცრემლებს, შემოდგომის ყვითელ აკვანში რწევით, საუკუნოვანი, მიწასთან ღრმად შეფესვილი ჭადარი სათუთად ეალერსებოდა... ცივი, თუმცა სიყვარულის ჰანგებზე აჟღერებული ქარის იავნანა ჰარმონიულად სცრიდა ფოთლებიდან მთვარისეულ წვიმის წვეთებს და, ახალი სიცოცხლისთვის, ისევ მწვანე მინდორს უბრუნებდა... თითოეულ წვეთში, ან ცრემლში, გამოსჭვიოდა დიდი ტკივილი, იმედგაცრუება... რომელიც დასაბამი უნდა გამხდარიყო მწვანე მინდვრიდან ახალი, ჭადრისეული მცენარეების უბიწოდ ჩასახვისა. ოდესღაც მინდვრის საკუთრება და თითქოს მოსაშორებელი ჭირი ახლა სწორედ მის მხსნელად იყო მოვლენილი... უსმენდა რა ბუნების საიდუმლო ძახილს, მის გულში მაინც აუწერელი ტკივილი იგრძნობოდა: ქარი აკვნებიანად გლეჯდა წვეთებს, უმოწყალოდ ანარცხებდა მიწაზე და ყვითელი ხომალდებით მიაქანებდა თვალუწვდენელი სიშორისკენ... იჯდა ყვითელფოთლება ჭადართან, სილურჯისგან დაცლილ მთვარეს გასცქეროდა და ფიქრობდა, თუ როგორ შეცვლილა მისი მომწვანო-მოყვითალო ფერთა გამით მიღებული ლურჯი, როგორ დაცლილა, გათეთრებულა და აღელვებულა მუდამ მშვიდი ღამის რაინდი. როგორ უიმედოდ ებრძოდა ლურჯი თეთრს და მათი ერთმანეთში არევით როგორ შეცვლილა ცხოვრების თანამგზავრის ბუნება... აზვირთებული ზღვის სილურჯეს მიაგავდა ახლა იგი, ღამის თეთრ შუქთან მებრძოლს... მხოლოდ იგი ამჩნევდა მთვარის სახეცვლილებას?! იქნებ... ეჭვები არ ასვენებდა, სირიუსივით კაშკაშა გრძნობა ბოლოს კვდებაო ნათქვამია... - დგება კი ბოლო? - ეკითხებოდა საკუთარ თავს... - ან რა არის იგი? - სიკვდილი? - ... - არა! - არავინ იცის... - შეიძლება კი ამ უზარმაზარი ჭადრის ფესვებს დასაწყისი ან მის მადლიან ტოტებს დასასრული ჰქონდეთ?! ფიქრებში გართულს ცოტა ხნით გადაავიწყდა სიცივე, ახლა კაშკაშა სირიუსისკენ გაექცა თვალი და მის ფონზე მთვარეც ჩვეულად დიადი მოჩანდა... მთვარე, რომელიც ჩვენი ფიქრების მრავალგვერდიანი წიგნია. იგი საგულდაგულოდ ქარგავს ჩვენს ყოველდღიურ ნამოქმედარს გულწრფელობის ფურცლებზე... - და რა მოხდება, თუკი ამ წიგნის წაკითხვა ჩვენთვითონვე დაგვცემს თავზარს? - სწორედ ეს უნდა იყოს ბოლო... - დიახ! მისი ფიქრი გონებას გაექცა და ომახიანად გასცა პასუხი ქარს: - მე კი ჯერ ცოცხალი ვარ და იმისთვის ვატარებ საპატიო წოდებას, რათა ვიბრძოლო ! ... უეცრად, შორიახლოს, ცრემლით მოქარგულ მწვანე ბალახზე ჰაეროვანი კვალის სახება დაიხატა... არა ბალახზე, არამედ ცრემლებზე მოსიარულე, სიცივისგან გათოშილი (ეს კიდევ უფრო მეტ სისპეტაკეს სძენდა მას) შიშველი ფეხების კვალი. ცრემლით, უბიწოდ ჩასახული ლურჯთვალა იისგან შობილი ფერიის ყვითელმა ნათებამ იელვა ცაში... წმინდა ხატებით მიიწევდა ჭადრისკენ და რაც უფრო უახლოვდებოდა მის ფესვებს, მით უფრო ძლიერდებოდა ნაჩუქარი გულის სიახლოვით გამოწვეული წარსული სისხლის ჩქეფა. აკვნებივით დარწეული ყვითელი ფოთლების შრაშუნმა გამოაფხიზლა ბიჭი. ზღვისფერი თვალების შუქთან შეყრამ კი მთლიანად მოიცვა მისი სული.მის წინ ღამის ფერია იდგა... ოქროსფერი, გრძელი თმები ოდნავ უფარავდნენ უმანკო შუბლს, კულულებად ჰქონდა დაღვრილი პატარა მხრებზე. თვალებში ქალური კრთომა და დიდი სიყვარული იგრძნობოდა. უსიტყვოდ მეტყველებდნენ და სიცივისგან ოდნავ კრთოდნენ ბადაგივით ტკბილი ტუჩები... გრძელ, მინდორზე გაშლილ მწვანე კაბას ქარის გაბზარული დაირის ჰანგები ცელქი ბავშვებივით ეთამაშებოდნენ და მის წიაღში თავად ფერია მზეებრ ანათებდა, ფერთა გამით ნაცნობი ლურჯი იალქნები იხატებოდა, ისევე მინდობილი ოკეანის უკიდეგანო არსს, როგორც ერთდროს ბიჭის მკერდს მიენდობოდა ხოლმე თავად ფერია... იდგნენ ასე გაუნძრევლად, გეგონებოდათ სხეულები ვეღარ ერევიანო დამძიმებულ ჩრდილებს... ბოლოს ზღვისფერი თვალები შეირხა, რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა ენამ უმუხთლა, უსულოდ მოსწყდა სიცივისგან გათოშილი სხეული. როცა გამოფხიზლდა კაბაზე მოსასხამი შენიშნა. მხრებზე კი განიერი, ძლიერი მკლავები ისე ჰქონდა შემოვლებული, თითქოს "სხეულის წასვლამდე" არ გაჟღერებულ თხოვნას პასუხობდნენ. - აღარ გამიშვა! ახლა უკვე ხმამაღლა წარმოთქვა ფერიამ, მაღლა აიხედა, მზრუნველ თვალებში პასუხი ამოიკითხა და კიდევ უფრო მიეკრა ნანატრ მკერდს. ცხვირი კისერთან მიაბჯინა და ახლა სველი თმებისა და კანის სურნელთან ერთად სანუკვარი სუნთქვაც ეალერსებოდა ბიჭს. - როგორ მომაგენი? ესღა ჰკითხა. - მთვარემ მიამბო. ღიმილით მიუგო ფერიამ.
ღამე იწურებოდა.
მზე, ახალი დღის დასაბამისა, სადაცაა გამოჩნდებოდა... ცოტაც, და მამლის ყივილი გამოაფხიზლდება მთვლემარე ბიჭებს... ცოტაც, და თერგის ღრიალი დააფრთხობდა! სვავებს... ყვავებს... ჩრდილოეთის ქარებს... გუგუნებდნენ ჭადრის წიაღში გმირთა ძვლები. შეუპოვარი მთები მოუთმენლად ელოდნენ გათენებას, ძველი დიდების დაბრუნებას, საუკუნოვანი, მჩქეფარე სისხლის მამლისებრ ყივილს !
თავად გათენება კი თქვენთვის მომინდვია, მკითხველო...თუკი, ყველანი ჩვენს სარკმლებში შემოვუშვებთ მზის სხივს, ქვეყანაშიც გათენდება უთუოდ...
ეგ თუ დაგეზარათ აჰა ლექსიც))
მე მახსოვს ზღვა! ბობოქარი, ნაზი და წმინდა. მე მათრობს ხმა! სურვილის, ეშხის და მინდა ვიგრძნო ეგ შენი სურნელი კანის, თეთრი ღრუბლები, დაკარგვა თავის. თვალებში სევდა, ელვა მაგ ტანის, ცაში აენთოს რაინდი ღამის! ჩამკიდებ ხელს, მე დაგანახებ გზას! დაგიკრეფ იებს, მოგირთავ თმას! გაკოცებ შუბლზე, მე გაგანდობ ზღვას! ზღვას! რომელიც ჩასუნთქულ ჰაერს ჰგავს! არ ვგავარ სხვას! ვუმღერებ მას! არავინ სხვა! მხოლოდ მე! და ზღვა!
ესკიდე პირველი სიყვარული^^
ახლა, როცა ვერაგს ძინავს, ქარი ქრის და ფიქრებს ფანტავს, ჩემს მინდორში ასე ნანატრ, პირველტრფობის ვარდებს ვქარგავ. წვიმს, და ელვით არემარე ქალწულივით, ნაზად კრთება, წამით, სიო ვაზის წალკოტს აანთებს, და ისევ ქრება. მე ვით მთვარე ზამბახისფრად მიღიმის და ფიქრით მართობს, შენი სითბო და ალერსი თრიაქივით ისევ მათრობს. ვარსკვლავები ცაზე წყებით, მაგ შენს ღიმილს ედრებიან, ვარდი ჭკნება და ქარს მიაქვს, თვალები არ ბერდებიან! დრო გადის და შენზე ფიქრი, ვერ იშორებს ზღვისფერ თვალებს, კანის სურნელს, დაირის ხმას, და ოქროსფერ წვიმის ნამებს. ახლა, როცა ვერაგს ძინავს, ქარი ქრის და ფიქრებს ფანტავს, ჩემს მინდორში ასე ნანატრ, პირველტრფობის ვარდებს ვქარგავ...
n0thing პერველი(მოთხრობა)საინტერესოდ გქონდა დაწერილი.შესრულების ხარისხი მომეწონა.კარგი იყო შინაარსობლივადაც. პირველი ლექსიც კარგი იყო. მეორე ლექსი ძალიან მომეწონა.მართლაც შესანიშნავი იყო. საერთო ჯამში მშვენიერი ნამუშევრები იყო:)
შენ ალბათ ჩემი ცხოვრების იმ მუსიკას გავხარ რომელიც არასოდეს მინდა დამავიწყდეს და არც არასოდეს მენდომებოდა. არასოდეს მინდა გაჩერდეს და შეწყდეს ამ მელოდიიის "ცხოველქმედება". შენ ჩემი ცხოვრების ის მელოდია ხარ რომელიც მუდამ სიამოვნებას მანიჭებს და ცხოვრებით გაციებულს მათბობს...სულ ყურში ჩამესმი...მუდამ შენი რითმით დავდივარ ქუჩებში და მუდამ ვღიღინებ. არ მენდომებოდა როდისმე ამ მუსიკის არსებობა წყარო და მისამართი დამვიწყებოდა. ალბათ ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები იმის ვინც ეს მუსიკა შექმნა. ასეთ ლამაზ ნოტებში გაახვია და გაურია ერთად ამდენი სიყვარული სითბო სიხარული და ტკივილი...ბოლომდე მადლიერი ვიქნები იმის ვინც ასეთ მუსიკად შეგქმნა და ცხოვრების ბოლომდე ძალიან მენდომება შენი ნოტები მოვპარო და სამუდამოდ შეგიგულო ჩემში რომ ჩემი ხარ და არასოდეს მექნება იმის საშიშროება რომ როდისმე შეიძლება ეს მუსიკა დამავიწყდეს ან ვეღარ მივაგნო...მაგრამ განა შეიძლება შენი დავიწყებაა? ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სევდიანიც და ხალისიანი მუსიკაც ხარ, თუმცა ადამიანი რომ დაუკვირდეს ვერ იტყვის შენზე ეს მაჟორია თუ მინორი შენ ორივე ხარ. ერთიანად მთლიანად ხანდახან უსამართლოდ მაგრამ ხომ ხარ? და მე რომ ხარ ეგეც მახარებს. შეუძლებელია შენს ნოტებს უსმინოს ადამიანმა და ვერ წამროიდგინოს ცრემლიანი თვალები...შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ყველაზე ლამაზი მელოდია ხარ, ყველაზე თბილი და სიცოცხლითსავსე. შენ რომ შემთვევით ერთხელ არ მომესმინე ვინ იცის როგორ წავიდოდა ჩემი უბედური ცხოვრება. ბედის ირონიააა რომ ჩემი ულამაზესი მელოდია რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ვეძებდი სულ შემთხვევით მოვნახე და დავისაკუთრე.ცხოვრების ბოლომდე თუნდაც სიბერეში მე შენ ყოველთვის მემახსოვრები,ყოველთვის ვიღიღინებ შენს მელოდიას და ცხოვრების ბოლომდე შენ მოგისმენ და არასოდეს მოგშორდები,იმიტომ რომ ნამდვილი ნოტები შეიძლება ავტორის გადაუცემლადაც გულში იყოს ჩაწერილი...
dro droze chkara miqris dro agar maak me fiqrii fiqri rat unda drooს? dros roca unda tovs sikvaruli tu gaqreba mze itirebs da chakvreba shen ver gaigeb ra xdeba cherdeba dro..