2011
გამოსვლის წელი: 2008-12
ჟანრები: Drama, Fantasy, Seinen,
აღწერა: ტაკასი ნაცუმე მედიუმია. უფრო კონკრეტულად კი, მას შეუძლია იმისი დანახვა, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ: მოჩვენებები, ღმერთები და დემონები. ეს შესაძლებლობა ახალგაზრდას სიხარულს ნამდვილად არ ანიჭებს. ადრე ბავშვობიდან ნაცუმე ”ისეთი არ იყო როგორც ყველა”: ყვებოდა არარსებულს, ეშინოდა ცარიელი ადგილების... როდესაც გაიზარდა ისწავლა რომ არაფერი უნდა მოეყოლა და არ უნდა შეშინებოდა (ყოველ შემთხვევაში მანამ სხვები ხედავდნენ), თუმცა მაინც არ არის ისეთი, როგორც ყველა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Adventure, Comedy,
აღწერა: სერიალი მოგვითხორბს პანდა პოს თავგადასავლების გაგრძელებაზე, თუ როგორ ვარჯიშობს, თავს იცავს, იბრძვის, ასწავლის და სწავლობს, ლაპარაკობს ძალიან ბევრს და გამოდის ახალი შორეული სამყაროს გმირის როლში. ახლა, ერთად მცხოვრები შეუდარებელ ხუთეულთან ერთად, პოს მოუწევს ბევრი ახალი ვალდებულებების შესრულებას, ის ხომ დრაკონის მეომარია.
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama,
აღწერა: Потерявшуюся в лесу девочку спас таинственный незнакомец, утверждающий, что он - лесное чудовище, и что одно-единственное прикосновение человека убъет его. На следующий день девочка вернулась, чтобы отблагодарить его...
Дружба, медленное взросление, любовь без надежды когда-нибудь обрести счастье и, наконец, единственное прикосновение...
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Fantasy,
აღწერა: Лин Сяою, мастер китайских боевых искусств, получает задание от Анны Вильямс из корпорации G, находящейся под командованием Казуи Мисима. Задача Лин состоит в том, чтобы проникнуть в качестве шпиона в Киотскую международную школу и найти студента по имени Син Камия. Однако Син совершает самоубийство по неизвестной причине, и раcследование Сяою заходит в тупик. После этого Лин встречает таинственную девушку по имени Алиса, и они продолжают расследование вместе. Они узнают, что Син, вероятно, был кем-то похищен.
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Shounen,
გახმოვანება: რუსული
აღწერა: A Toriko movie, the action in it takes place before the beginning of the TV series. The story follows a kid, Peck, who lives in a village attacked by a Gerold. So, he seeks the help of Toriko.
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Drama,
აღწერა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოვილის სამთავროში სიჩუმე მეფობს. უბრალო ხალხი პურის საშოვნელად შრომობს, ელიტა გართობას ეძებს ცნობილ აკადეიმა სვ.მარგარიტაში კი ცნობილი ოჯახების შთამომავლები სწავლობენ. ზუსტად ამ სკოლაში მეომართა ოჯახის შთამომავალი კაძუია კუძიო იწყებს სწავლას. ერთხელაც ადგილობრივი მოსწავლეებისაგან გარიყული კაძუია აკადემიის ბიბლიოთეკაში ხვდება ოქროსთმიან გოგონას. რის შემდეგაც ისინი კრიმინალური შემთხვევების გამოძიებას იწყებენ.
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Shounen,
აღწერა: ათი წლის წინ იუმეძი ფუძივარამ მიიღო უნარი იგრძნოს ხალხის მიერ ნანახი სიზმრების აურა. ამასთანავე მან დაიწყო კოშმარების ნახვა, სადაც “სხვა სამყაროს” წარმომადგენლები იქ მისულის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და ემუქრებოდნენ. იუმეძიმ როგორღაც ისწავლა მათთან გამკლავება, თუმცა ჩვეულებრივ ძილი უკვე აღარ შეეძლო. მისი მშობლები წასულები არიან სამოგზაუროდ და ახალგაზრდა ცხოვრობს ბავშვობის მეგობრის, ისანა ტაჩიბანას სახლში, რომელმაც იცის მისი ნიჭი და ცდილობს მის შესწავლას. ამ ნიჭის შესახებ იციან სხვა ახლო მეგობრებმა და ლიტერატურული კლუბის წევრებმაც, სადაც უიმეძი დადის რათა დახვეწოს უნარი და დაწყოს მწერლის კარიერა. თუმცა, გმირი მალევე დარწმუნდება, რომ რეალობა გაცილებით უფრო საშიში და საინტერესოა, ვიდრე წარმოსახვა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Drama,
აღწერა: დროის გასვლისა და გარემოპირობების მიუხედავად, გრძელდება ომი, რომელიც თავის კვალს ტოვებს ისტორიაზე და გავლენას ახდენს თანამედროვე სამყაროზე. ამ ომში ჩართულია ორი მთავარი ჯგუფი. პირველ ჯგუფს წარმოადგენენ ურჩხულები, რომლებიც ცნობილები არიან “ხელფრთიანების” სახელით და შეუძლიათ მიიღონ ადამიანის სახე. ისინი არიან პრაქტიკულად უკვდავები და იკვებებიან ცოცხალი არსებების სისხლით. მეორე ჯგუფი კი არის ორგანიზაცია სახელად “წითელი ფარი”, რომელიც შექმნილია მონსტრების აღმოჩენისა და განადგურების მიზნით. ოტონაში საია უფროსკლასელი გოგოა, რომელიც მშვიდად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ახსოვს არაფერი უკანასკნელი ერთი წლის გარდა. თუმცა, მის ბედნიერ ცხოვრებას ერთი მოვლენა დაასრულებს, რომელიც მას მისი ბედისაკენ გაუძღვება. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Ecchi, School Life,
აღწერა: ტაკერუ ოიამამ საშუალო სკოლის სამი წელი გაატარა ბიჭების ინტერნატში და, რაღა თქმა უნდა, მოენატრა მშვენიერი სქესი. ამიტომ იგი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩაეწერა აკადემია ”მზიურში” – ასევე ინტერნატში, რომელიც ადრე მხოლოდ გოგოებისთვის იყო და მხოლოდ ახლახანს დართეს ბიჭებს აქ სწავლის უფლება. კიდევ ერთი პლიუსი იყო ის, რომ აქ სწავლობდა ერთი წლით უფროსი ჰარუკო ამაია, არა მხოლოდ ბავშვობის მეგობარი, არამედ თანაკლუბელიც კარატეში, რომლისგანაც ტაკერუ ელოდა რჩევასა და დახმარებას ახალ ამაღელვებელ სამყაროში, სადაც საკუთარი თავი უკვე ”პირველ ბიჭად” წარმოედგინა. საკმაოდ გარკვეული აზრებით შეპყრობილს ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან: ”მზიური” შექმნილი იყო, როგორც მაგიისა და საბრძოლო ხელოვნებების სკოლა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: საკამატის ოჯახში ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ ერთადერთი ვაჟი კინძირო დედასთან და დასთან ერთად 5 წლის ასაკიდანვე ვარჯიშობდა, თუმცა იგი ბოქსის ტომრის ან საბრძოლო მანეკენის როლს როლს ასრულებდა. ამის წყალობით ჩვიდმეტი წლისა გამძლე და ამტანი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტისას საწინააღმდეგო სქესთან, შოკური რეაქცია – ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა. უფროს სკოლაში არ ამართლებდნენ ჩვენი გმირის ქცევას, რომელიც გოგოებთანნებისმიერ კონტაქტს გაურბოდა - ზოგი მას უძლურად თვლიდა და მისი სახელისგან გამომდინარე წიწილა შეარქვეს, სხვებმა კი უარესზე ფიქრი დაიწყეს. თავად ძირომაც დაიწყო ნერვიულობა, როდესაც აღმოაჩინა, რომ აღფრთოვანებული იყო თანატოლი სუბარუ კონოეთი, რომელიც დირექტორის ქალიშვილის, კანადე სუძუცუკის მსახური იყო. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Drama, Fantasy,
აღწერა: შორეული პლანეტიდან მოქმედება ბრუნდება დედამიწაზე, რომელსაც მთვარეების რიცხვი გაეზარდა და შემოაკლდა ბუნებრივი რესურსები. უზარმაზარმა ხომალდებმა – ექსაილებმა, დააბრუნეს უკან კოლონისტების ნაწილი და ცხოვრება განახლდა. ცივილიზირებული ქვეყნების არსებობდა დამოკიდებულია უზარმაზარ ტბაზე, რომელიც წარმოადგენს მტკნარი წყლის მთავარ წყაროს და რომლის მფლობელობისთვისაც იბრძვიან ტურანის სახელმწიფო და ადესის ფედერაცია. თუმცა, გარდა ხმელეთის მოსახლეობისა, არსებობენ მხიარული ცის პირატები, რომელთა ბაზები საიმედოდ არის დაცული თოვლით დაფარულ მთებში, მათი მფრინავი ნავსადგომები მიუდგომელი ციხესიმაგრეებია, ხოლო მათი მოხერხებული ვანშიპები სხვა მფრინავ ხომალდებს შიშის ზარს სცემენ. ხალხის მოტაცება კი ხოცვა-ჟლეტისა და დაფაზე გატარების ნაცვლად გამოსასყიდით მთავრდება, სწორედ ასეთია თამაშის წესები. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Drama, Fantasy,
აღწერა: 2029 წლის ვირუს ”აპოკალიფსისის” ეპიდემიის შემდეგ ამომავალი მზის ქვეყანა გაკოტრდა და საგარეო მმართველობის მსხვერპლი გახდა. კერძო კომპანიამ ”GHQ”, რომელმაც მმართველობა გაურკვეველ ვითარებაში ჩაიგდო ხელში, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შეუბრალებლად ანადგურებდა ნებისმიერ ოპოზიციას. ამასთანავე, ათი წლის შემდეგაც კი, ტოკიოში რეგულარულად ხდება მცირე და მსხვილმასშტაბიანი ტერაქტები, ხოლო წინააღმდეგობის ძალების რიგები კი სულ უფრო ივსება. მოულოდნელად ამ სიტუაციაში აღმოჩნდება 17 წლის სიუ ომა, ვიდეომონტაჟის მოყვარული წყნარი ახალგაზრდა. როგორც ყოველთვის, დამნაშავე ქალია, ამ შემთხვევაში კი ინორი იუძურიხა, მომღერალი და ქსელური აიდოლი, რომელიც აგრეთვე არის წინააღმდეგობის ძალების მებრძოლი და მიწისქვეშა ორგანიზაცია ”მესაფლავეების” წევრი! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life,
აღწერა: ძმები ხოსინოები მიემართებიან პატარა ქალაქ იამაბიკოში, რათა უმცროსმა 13 წლის აიუმუმ შეძლოს გამოჯანმრთელება, ხოლო უფროსმა - 17 წლის კაძუმამ კი მიხედოს მას. ბიჭები აქ იმ მიზეზითაც გაგზავნეს, რომ მათი ფესვები აქედან იყო და მშობლებიც გეგმავდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში დაბრუნებას, თუმცა ეს დიდი ხნის ამბავია. მანამდე კი ძმები მოეწყვნენ ოჯახის მეგობრის, ქალბატონ იოროძუს, ტრადიციულ სასტუმროში. კაძუმას ძმა უყვარდა, თუმცა თავად წარმოდგენაც არ ქონდა, თუ რითი უნდა დაკავებულიყო მიყრუებულ ადგილას. აი ამაზე კი ტყუილად ფიქრობს, რადგან მისთვის ყველაფერი უკვე დიდი ხანია რაც გადაწყდა! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, School Life,
აღწერა: 16 წლის იო სატ ოვერ ტკბება ახალგაზრდობის გაზაფხულით უფულობის გამო - საერთო საცხოვრებელში მხოლოდ სადილია უფასო, ყველაფერ დანარჩენისათვის კი ათას იენს იხდის დღეში, არადა მანგაც ხომ საყიდი აქვს! აი გაემართა ახალგაზრდა ადგილობრივ უნივერმაღში, მოულოდნელად კი იღვიძებს, ისე რომ არაფერი ახსოვს. როცა მოვლენების ჯაჭვს გაყვა, სატო მიხვდა, რომ შემთხვევით წმინდა ადგილას მოხვდა, სადაც დახურვის წინ ყოველ საღამოს მზა ბენტოებზე განახევრებული ფასებია. ამის შემდეგ კი მიწიდან აღმოცენდებიან მებრძოლები და იწყება სამეფო ბრძოლა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ერთმანეთს გულიანად ცემენ, რათა დაიმსახურონ სასურველი ჯილდო. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Comedy, Drama,
აღწერა: მარტოხელა, მუშაობის მოყვარული, ოცდაათი წლის დაიკიჩი კავაჩი ცხოვრობდა უბრალო მშვიდი ცხოვრებით, როდესაც მოვიდა ამბავი, დედის მხრიდან, ბაბუის გარდაცვალების შესახებ. თუმცა, დაიკიჩი ბაბუამისს დიდი ხანი არ შეხვედრია, მაგრამ ოჯახურ უთიერთობას ანგარიში გაუწია და დაკრძალვის ცერემონიის ყველა ეტაპს ბოლომდე დაესწრო. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ბაბუამისმა, სიბერეში, ოჯახისთვის უცნობ ქალს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გააჩენინა ბავშვი სახელად რინი, რომელიც ახლა 6 წლისაა და დედამისის წასვლის და მამამისის გარდაცვალების გამო მარტო დარჩა. გოგონას უკანონო წარმომავლობის გამო და სხვა მიზეზებით, ოჯახის წევრები არ ჩქარობენ გოგონას აყვანას. სწორედ ამ დროს, როდესაც ყველამ ხელი აიღო გოგოზე, დაიკიჩიმ, რომელსაც ყველა ბაბუამისს ამსგავსებდა, ყველაფრის მიუხედავად გადაწყვიტა გოგოს აყვანა... [Devastation]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Magic, School Life,
აღწერა: უფროსკლასელი აიუმუ აიკავა ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იხრჩობა და სატვირთოებიც კი არ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. არა, აიუმუ სუპერმენი არ არის! იგი სერიული მკვლელის მსხვერპლია და იგი ნეკრომანტმა ეუკლივუდ ჰელსაიტმა გააცოცხლა, მინიატურულმა საყვარელმა გოგომ. ეუ საცხოვრებლად გადავიდა საკუთარი ქმნილების სახლში, რათა დააკვირდეს უჩვეულო ზომბის, რომელმაც ზებუნებრივი ძალები, ამტანობა და მაგიური შესაძლებლობებიც კი მიიღო. ახლა კი მთავარი გმირი ყოველ ღამით დადის მშობლიური ქალაქის ქუჩებში, რათა გაუსწორდეს მანიაკს - მისი ამჟამინდელი მდგომარეობის მიზეზს. მას არ ავიწყდება სკოლაში სიარული და ოჯახის საქმეების მიხედვაც, სტუმარი კი მას სულაც არ აწუხებს - ძირითადად აკეთებს ჩანაწერებს ბლოკნოტში, ჭამს და ძინავს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy,
აღწერა: ტექნოლოგიურად განვითარებულ ქალაქ შტერნბილდ-სიტიში სუპერგმირები “ნექსთის თაობა” და დამნაშავეები – მსახიობები ხალხის გასართობად, ამ ყველაფერს კი გამოცდილი რეჟისორები მართავენ. მართალია გმირების შესაძლებლობები, ისევე როგორც დამნაშავეები ნამდვილია, ისინი მხოლოდ პაიკებს წარმოადგენენ სპონსორებისა და შოუ-ბიზნესის მმართველთათვის. დაპირისპირებები გადაიცემა პირდაპირ ეთერში, მაყურებლები თავიანთ საყვარელ გმირებს აფასებენ ტექნიკისა და არტისტიზმისთვის, რაც განსაზღვრავს რეიტინგს, ხოლო ამაზე კი დამოკიდებულია პრესტიჟი და ანაზღაურება. გარეული ვეფხვი, იგივე კოტეცუ კაბურაგი – ძველი სკოლის წარმომადგენელია და ბიზნესში უკვე ათ წელზე მეტია ჩართული, თუმცა უკვე თავს კარგად ვეღარ ართმევს საკუთარ დავალებას. ამის გამო რეჟისორი მას ახალგაზრდა, დამწყები გმირის პარტნიორად დანიშნავს... [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy,
გახმოვანება: რუსული
აღწერა: ტაკაკურას ტყუპი ძმებისთვის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. ექიმის დიაგნოზის შემდეგ გაირკვა, რომ მათ და ჰიმარის რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩა. უფროსკლასელი ძმები კანბა და შომა ცდილობდნენ ყოველდღე ჰიმარის გვერდზე ყოფილიყვნენ და მისი ნებისმიერი სურვილიც შეესრულებინათ, მაგალითად : ოკეანარიუმში წასვლა. სწორედ აქ გარდაიცვალა ჰიმარი ტვინის სიმსივნით. და დარდით გაწამებულმა მოზარდებმა უცებ სასწაული დაინახეს : გოგონას თავზე აღმოჩნდა პინგვინის ფორმის ქუდი, რომელიც მათ სუვენირების მაღაზიაში იყიდეს და რომელმაც ... გააცოცხლა მათი და! ბავშვები გამოიქცნენ საავადმყოფოდან რომ აღენიშნათ მომხდარი. მაგრამ მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს... [Tab00]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Comedy, School Life, Shounen
აღწერა: მთავარმა გმირმა საშიშმა და ძლიერმა ჩხუბისთავმა ოგამ ერთხელ დაინახა კაცი რომელიც მდინარეში იხრჩობოდა, მცირეოდენი ფიქრის შემდეგ კი იგი გადაარჩინა. რაც ყველაზე გასაოცარია უცნობი ორად გაიყო და მის შიგნით აღმოჩნდა ჩვილი ბავშვი. ერთი შეხედვით სასტიკმა, მაგრამ კეთილმა ოგამ ბავშვი თავისთან წაიყვანა. ბიჭუნა კი ეშმაკის შვილი აღმოჩნდა და მისი მამობილი ოგა ვალდებულია დაიცვას და აღზარდოს ბავშვი.