Finished Anime
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Shounen,
აღწერა: მეათეკლასელი კაიტო დაიმონი ტიპიური ”მოხულიგნო” გენიაა, ცხოვრებაში კი აკადემიურ მოსწრებაზე მეტად ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა აინტერესებს. კაიტო საერთოდ არ ივლიდა სკოლაში, რომ არა ბავშვობის მეგობარი ნონოჰა იტო - სპორტული და ენერგიული გოგო, რომელმაც თავის თავზე აიღო უმაქნისი მეგობრის მოვლის სირთულე. თავად აკადემია ”ფესვი კვადრატიდან” უცნაურია - მასში თავმოყრილია თავსატეხების უამრავი მოყვარული, ხოლო სოძი ძიკუკავამ, სკოლის სტუდენტური საბჭოსა და თავსატეხების კლუბის თავმჯდომარემ, შეძლო თავად დაიმონის დაინტერესება. გამოიყენა რა მისი სისუსტე, ეშმაკმა სოძიმ იგი სასიკვდილო ლაბირინთში გაგზავნა, რომლის ნონოჰას დახმარებით გავლის შემდეგაც კაიტომ მიიღო ”ორფეის კონტრაქტი” - მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ფჰი ტვინად წოდებული ტვინის სრული შესაძლებლობები. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Action, Comedy, Drama,
აღწერა: 14 წლის მიხარუ როკუძიომ კარგად იცის, რომ ისეთი არაა, როგორც ყველა. ”წარმოქმნის” იდუმალი ძალა მცირე ასაკიდან გახდა მისი წყევლა. ბიჭმა მალე დაკარგა მშობლები და დაიწყო ხალხისაგან დაშორება, რადგან არ სურდა, რომ მის გამო ვინმე დატანჯულიყო. საქმე კი იმაშია, რომ მხოლოდ ”წარმოქმნის” ძალა იძლევა უფლებას გახდე ნაბარის - ნინძების საიდუმლო სამყაროს, მმართველობის კანდიდატი. [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Drama,
აღწერა: 16 წლის ნარუმი ფუძისიმა სკოლების ხშირი გამოცვლის გამო ჩუმ და არასოციალურ ადამიანად იქცა, რომელსაც ქუჩის აუზაურშიც კი რთულად შენიშნავთ. სწორედ საიმისო არის ყვავილების მოშენების კლუბი, რომელშიც იგი კლასელმა აიაკა სინოძაკიმ ჩაითრია. აიაკა წიგნის ჭიის ნაცვლად მხიარული და ენერგიული გოგო აღმოჩნდა. მოიპოვა რა ახალ ნაცნობზე ბატონობა, აიაკამ იგი მიიყვანა სარამენე “მინ”-ში, ადგილობრივი ახალგაზრდების თავშესაყრელ ადგილზე, სადაც მესამე სართულზე ცხოვრობს ალისა – შესახედაობით 12-13 წლის გოგო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ ტოვებს სათამაშო დათვებით სავსე და მონიტორებით გარშემორტყმულ საწოლს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენს წინაშეა ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიადი დეტექტივი! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy,
გახმოვანება: რუსული,
სერიების რაოდენობა: 13
აღწერა: 16 წლის იუკიტაკა ცუცუი მაღალი, დაკუნთული, თავის თავში დარწმუნებული სპორცმენია, რომელიც იაპონიის საუკეთესო სასკოლო გუნდში თამაშობს. ცხოვრების გამარტივებისა და კარიერის გაგრძელებისათვის, ახალგაზრდა ბეისბოლისტი, ყოველგვარი სინანულის გარეშე ტოვებს ტოკიოს და სასწავლებლად გადადის კისარაგის უფროს სკოლაში, რომელმაც იგი მიიწვია და რომელიც ცნობილია სპორტული ტრადიციებით. როდესა მივიდა დანიშნულების ადგილზე და მიიხედ-მოიხედა, აღმოაჩინა, რომ ბინა შესანიშნავი იყო, მეზობელი გოგონა - სიმპატიური. ახალგაზრდობა თავის პიკშია. მეტი რაღა ჭირდება ახალგაზრდა, ჯანმრთელ ბიჭს? საჭიროა უფრთილდეს ”ადამიანებს შავებში”, რადგან დედამიწა უკვე დიდი ხანია გაყოფილია ათეულობით უცხოპლანეტურ რასას შორის, რომლებიც აბორიგენებს მხოლოდ იმიტომ იტანენ, რომ ისინი წარმოადგენენ ძვირფასი ადგილობრივი ფაუნის ნაწილს! [temo88]
გამოსვლის წელი: 2005, 2007, 2011,
ჟანრები: Action, Comedy, Fantasy, Romance, School Life,
აღწერა: ”შენ უკვე აღარ არსებობ!” განუცხადა გაოგნებულ უფროსკლასელ იუძი საკაიუს წითელთვალება და ჭითელთმიანმა გოგომ - შანამ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ გადაარჩინა გიგანტური მონსტრისგან. დროის მცირე მონაკვეთში იუძისათვის მთელი ცხოვრება შეიცვალა: სკოლიდან სახლისაკენ მიმავალი აღმოჩნდა საშინელ ალტერნატიულ სამყაროში სხვა გამვლელებთან ერთად, რომლებიც მონსტრის სადილად იქცნენ. საშინელი აღსასრულისაგან იგი იხსნა არსაიდან გამოჩენილმა შანამ, რომელიც ვირტუოზულად ფლობდა გრძელ ხმალს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Romance,
აღწერა: 22 წლის იტონომია კო ტოდაის უნივერსიტეტის სტუდენტი და უზარმაზარი კონცერნის მემკვიდრეა. ყმაწვილი მიჰყვება ოჯახის დევიზს “არავისი არ გემართოსო” და ამიტომ არ სარგებლობს ოჯახური ქონებითა და ნაცნობობით, ამის ნაცვლად დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუშაობს და უკვე გახდა წარმატებული ფინანსისტი და ბიზნესმენი. პრობლემა იმაშია, რომ საქმეს ახალგაზრდა კო ინტერნეტში აკეთებს და დაშორებულია ხალხს, ამიტომ, როდესაც ხიდიდან მდინარე არაკავაში ვარდება და მას ახალგაზრდა უსახლკარო გოგო ნინო გადაარჩენს, დიდი ხნის განმავლობაში ვერ არკვევს როგორ გადაუხადოს მადლობა გადამრჩენს, რომელსაც არც ფული, არც სასახლეები და არც არაფერი მსგავსი არ სჭირდება! [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Action,
აღწერა: აღმოსავლეთ აზიაში მძვინვარებს სინდიკატი ”ხები”, მკვლელობები, ტერატები და კიდევ უფრო სერიოზული საქმეები. სპეცსამსახურებს გაუმართლათ და პაკისტანში დაიჭირეს სინდიკატის მეთაური - იდუმალებით მოცული ალფარდი, რომელიც გადაჰყავთ შანხაიში, სადაც კიდევ უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. სპეცსამსახურების გარდა, სინდიკატის ბუნაგში, ბანდიტთა მეთაურს ელოდება ქანაანი - მარტოხელა ”თავებზე მონადირე”, რომელიც სისხლიანი შურისძიებისთვის დაბრუნდა. თუმცა მონადირე საკუთარი ღირსების კოდექსით ხელმძღვანელობს და არ ესვრის მტერს, სანამ იგი უძლურია და გარშემორტყმულია აგენტებით. მას კარგად ესმის რომ საკუთარ მინდორზე ალფარდი დიდი ხნით არ დარჩება გისოსებს მიღმა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პატიოსან ბრძოლაში დაპირისპირება. [temo88]
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,
აღწერა: კიოკო მოგამის ბავშვობიდანვე უყვარდა ზღაპარი კონკიას შესახებ. სწორედ ამიტომ იცოდა, რომ თავიდან გმირმა უსაზღვროდ ბევრი უნდა იმუშავოს და მხოლოდ ამის შემდეგ ელოდება ზღაპრული ტანისამოსი, უამრავი ბალი და ქორწინება პრინცზე. პრინცი უკვე არსებობს კიოკოს ყოფილი კლასელი სიო ფუვა, რომელიც ტოკიოში გაემგზავრა, რათა პოპ-ვარსკვლავი გახდეს. კიოკოხ მასთან გაემგზავრა დედაქალაქში. სანამ სიო გზას იკვალავს შოუ-ბიზნესში, კიოკო საჭმელს ამზადებს, ალაგებს და ორ ადგილას მიშაობს, რათა ძვირფასი ბინის ქირა დაფაროს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2007 2011
ჟანრები: Adventure, Seinen,
აღწერა: კაიჯი უმუშევარი და უსაქმურია. ის მხოლოდ იაფასიან ალკოჰოლურ სასმელებს სვავს და აზარტულ თამაშებს თამაშობს, სადაც მაინცდამაინც არ უმართლებს. ერთხელ მასთან მიდის ადამიანი, რომელმაც განუცხადა რომ მისი ოთხი მილიონი იენი ემართა და ასეთი თანხის ანაზღაურებისათვის მინიმუმ 11 წელი უნდა ემუშავა. თუმცა კაიძის ალტერნატიული გზაც აქვს: მას შეუძლია გახდეს ხომალდ “იმედის” მგზავრი, სადაც მას ექნება შანსი მოიგოს საჭირო თანხა, თუმცა წაგებისათვის საზღაური ძალიან მაღალია. გამოსავალი მას პრაქტიკულად არ აქვს... [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Adventure,
აღწერა: პარალელურ სამყაროში, თბილ ზღვაში გაშლილია კუნძული რეგალო. რა თქმა უნდა, ეს ადგილი მრავალჯერ იქნა დაპყრობილი, გაძარცული და მიტოვებული, თუმცა ჩვენი დროის ანალოგიურ მეოცე საუკუნის მიწურულს პატარა, მაგრამ თავმოყვარე ქვეყანამ, როგორც იქნა მოიპოვა თავისუფლება. კუნძულს მართავს, კანონსა და წესრიგს იცავს არა მეფე ან თავადი, არამედ, რაღა თქმა უნდა, მაფიოზური ოჯახი! არკანას ოჯახი საერთო საქმის ტიპიური მაგალითია, ოჯახის თითოეულმა წევრმა მიიღო მისტიური ძალები ტაროს კოზირებთან გაერთიანებით. ოჯახის უფროსს და პრაქტიკულად კუნძულის მმართველს კი ყველა უბრალოდ ”მამას” ეძახის! [temo88]
გამოსვლის წელი: 2012,
ჟანრები: Action, Drama, Seinen,
აღწერა: 2500 წლის წინ, ძველი ჩინეთი მოცული იყო სისხლისმღვრელი ომებით, სამშობლოს დაცვისას ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ყველაფერი ეს ხდებოდა ბედნიერი მომავლისთვის, ბავშვებისთვის და სილამაზისთვის. მაგრამ ომი არ ცხრებოდა, რადგან შვიდივე პროვინცია თავის მართველობას ამყარებდა, ადამიანის სიხარბის გამო ქვეყანაში ქაოსი დამყარდა. ერთხელაც როცა ლი სინი და ხიონი ორი პროვინციის ბრძოლას შეესწრნენ, მათ გააცნობიერეს თავიანთი დანიშნულება, მათ გადაწყვიტეს, რომ დაიცავდნენ მოსახლეობას და წინ გაუძღვებოდნენ დიდ არმიას. რისი გავლა მოუწევთ ობოლ ბიჭებს ამისთვის? შეძლებენ კი ისინი გადაურჩნენ ქაოსს და გახდნენ დიდ გენერლები?
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,
აღწერა: აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ უკვალოდ არაფერი ქრება, თითოეულმა ქმედებამ და აზრმაც კი შეიძლება სამყაროს არსი შეცვალოს. რატომ მოხდა, რომ 17 წლის იუიჩი აიზავას, რომელიც ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქში საცხოვრებლად გადავიდა, არაფერი ახსოვს იმ დროზე, როდესაც ამ ქალაქს ხშირად სტუმრობდა? მეხსიერება თანდათან უბრუნდება, როდესაც თანდათან საცხოვრებლად ეწყობა დეიდა აკიკოსა და დეიდაშვილის ნაიუკის სახლში, ეჩვევა ნამდვილ ზამთარს, სწავლას იწყებს ახალ სკოლაში და იჩენს ახალ ნაცნობებს - ახალს კი? საიდან აქვს მუდმივი დéჯà ვუს გრძნობა, რომელიც აღწევს მთავარი გმირის თვითირონიის ჯავშანში? საიდან იცნობს ამ მხიარულ და სევდიან გოგოებს, რომლებიც ამ დათოვლილ ქალაქში ცხოვრობენ და ეშინიათ არა ქუჩაში, არამედ ადამიანების სულებში არსებული სიცივის? [temo88]
გამოსვლის წელი: 2008; 2010
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi,
აღწერა: მინატო საჰაში ძალიან განათლებული ახალგაზრდაა, თუმცა იმის გამო რომ არ შეუძლია დაძაბულობის გამკლავება, უკვე ორჯერ ჩააგდო კოლეჯში მისაღები გამოცდები. სწორედ ამის გამო ბევრმა იგი იდიოტად და უიღბლოდ მიიჩნია. ერთ დღეს, როდესაც იგი ტელეფონზე კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულ დედას ელაპარაკება, შეხვდება გოგოს, სახელად მუსაბი, რომელსაც თავს დაესხნენ. იგი მინატოსთან ერთად გაიქცევა და მალევე აღმოაჩენს, რომ მინატო, ისე რომ მან თავადაც არ იცის, აშიკაბია, ერთერთი ოსტატრი, რომელსაც აქვს გენეტიკური შესაძლებლობა, რომ გახდეს 108 ლამაზი სეკირეიდ წოდებული მებრძოლი გოგოდან ერთის, ან რამდენიმეს პარტნიორი. ეს პარტნიორობა კი სეკირეის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოიგოს ტურნირი, რომელსაც იდუმალებით მოცული კომპანია ”MBI” ატარებს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Seinen,
აღწერა: დიდი დეპრესიისა და მშრალი კანონის დროინდელი ამერიკა: ორგანიზებული დანაშაულის, იარაღებისა და ტომსონის ტყვიამფრქვევების, ფართო შარვლებისა და შავთეთრი კინოვარსკვლავების ეპოქა. მაფიოზური კლანების განდორისა და მარტილოს მიერ გაყოფილ ტერიტორიაზე ხდება თავდასხმები კაზინოებსა და ბარებზე; მკვლელები ნადირობენ ლიუკ განდორსა და ფირო პროჩენცოზე მარტილიოს ოჯახიდან. ტრანსკონტინენტალურ ექსპრესზე “ჩასაფრებული ვეფხვი” ხდება საშინელი მკვლელობა - მგზავრთა გვამებს პოულობენ მთელი ძიების პროცესის განმავლობაში. ამავე მატარებლით ნიუ იორკში მიემართებიან ექსცენტრიული ქურდები, აიზეკ დინი და მირია ხარვენტი. რა არის დამთხვევა და რა არის მოვლენათა ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი ამ არეულობაში?.. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Ecchi, Romance,
აღწერა: საუკუნეების განმავლობაში გრაფი დრაკულას მონათესავეები ფარულად მართავდნენ მსოფლიოს და საკუთარ არსებობას ფარავდნენ, ამ მიზნით კი ადამიანთა ინტერესი ფოლკლორსა და გამოგონებებზე გადაჰქონდათ. თუმცა სამუდამო არაფერია, ამიტომ გრაფის შთამომავალმა, პრინცესა მინა ცეპიშმა, ყველა ვამპირის მმართველმა, გადაწყვიტა მსოფლიოსათვის სიმართლე გამოემზეურებინა და ადამიანთა შორის დასახლებულიყო. ამისათვის კი საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი აზიური ქვეყნის სახელმწიფო ვალის გასტუმრება და შემკვეთის გახმაურების გარეშე ტოკიოს ყურეში უზარმაზარი ხელოვნური კუნძულის შექმნა, რომელიც მალე ყველასათვის ვამპირთა სანაპიროს სახელით გახდება ცნობილი. [temo88]
გამოსვლის წელი: 2006; 2007
ჟანრები: Drama,
აღწერა: როდესაც ახალგაზრდა კეიიჩი მშობლებთან ერთად ქალაქიდან პატარა სოფელ ხინიმიძავაში გადავიდა და ადგილობრივ სკოლაში მომხიბვლელ კლასელებთან დამეგობრდა, წარმოდგენაც კი არ ქონდა, თუ რამდენად მცდარი იყო მისი წარმოდგენა ამ წყნარ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე. თუმცა, როგორც მალევე აღმოაჩინა, ამ სოფლის ცხოვრების იდილიის ფასადს მიღმა იმალება საშინელი მკვლელობებისა და უკვალო გაუჩინარებების ისტორია, ხოლო ამ კეთილსასურველი მდუმარების საფარველქვეშ კი საშინელი ძალები იფარება. საშინელი საიდუმლო თანდათან იხსნება მისი გაოცებული თვალების წინაშე... [temo88]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Adventure, Fantasy, Shounen,
აღწერა: მოქმედება ხდება ქალაქში, სახელად კალმი, პირქუში ადგილი, სადაც არასდროს უბერავს ქარი. ზედი მიუდგომელი, ჭირვეული ბიჭია, უცნაური ჩვევებით. დედამისი მოთავსებულია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თავად მა სკი სკოლიდან გარიცხვა ემუქრება. იგი ვერ ხერხებს საკუთარ თავში გარკვევას და სურს გაიგოს თუ რატომ მოევლინა ქვეყანას. მისი ხასიათის ერთერთი უცნაურობაა, რომ ქალაქში ყველა კარს ამტვრევს და უჭირს პსუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ აკეთებს ამას. მას ჯერა, რომ არსებობს ადგილი, სადაც მისი ბედი სულ სხვაგვარად აეწყობა. ერთხელაც, კიდევ ერთი უსიამოვნო სიტუაციისას მის წინაშე გაჩნდება რაღაც არსება, აღებს კარს და ეძახის რათა გაყვეს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Comedy, Ecchi, Romance, School Life,
აღწერა: 16 წლის აკიხარუ ხინომ მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, ხოლო როდესაც ბიძის ოჯახი, რომელმაც იგი შეიფარა, ტვირთად დააწვა, იგი შევიდა ხაკურეი-რიოს აკადემიაში, უნიკალურ, ორ სექციად გაყოფილ ინტერნატში. პირველი სექცია ”ძიოკუ” - ჩვეულებრივი კერძო სკოლა მდიდარი გოგოებისთვის, ხოლო მეორე ”ძიკუ” - მოსამსახურეთა სკოლა, სადაც გოგოები სწავლობენ მოახლეობას, ხოლო მცირერიცხოვანი ბიჭები კი ეუფლებიან მსახურის პროფესიას. გარდა სწავლისა, მომავალი მოსამსახურეები ყოველდღიურად გადიან პროფესიულ პრაქტიკას ”პრინცესებთან”, ამასთანავე ადმინისტრაცია ხელს უწყობს ”ქალბატონებსა” და ”მოსამსახურეებს” შორის ადამიანური ურთიერთობების განვითარებას, რის გამოც ბევრი კურსდამთავრებული სწავლის დამთავრებისთანავე ერთმანეთს შორის აფორმებს სამუშაო ხელშეკრულებას. [temo88]
გამოსვლის წელი: 2004
ჟანრები: Comedy, Drama, Romance,
აღწერა: თავდაპირველად იყო სიმღერა - ასე მიაჩნია ბევრ ერს, და ტუილად არ ფიქრობენ ასე, რადგან მუსიკა ისევე გვაერთიანებს დაწერილი თუ დაუწერელი ისტორიის დაწყებიდან ათასობით წლის შემდეგაც. ბეკი არის ანიმე ახალგაზრდა ადამიანებზე, რომლებიც ეძებენ საკუთარი ცხოვრების გზას და უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანებზე, რომელთაც მუსიკა დაეხმარა და ახლაც ეხმარება ცხოვრების გზაზე. ბეკი არის ანიმე უნივერსალურ ენაზე, რომელზეც შეუძლია ილაპარაკოს სხვადასხვა თაობამ. ასევე ე სარის ანიმე თანამედროვე საზოგადოებაზე, სადაც ნიჭი ადრე თუ გვიან ხდება გართობის გლობალური ინდუსტიის ნაწილი. შესაძლოა ვიდავოთ იმაზე ცუდია ეს თუ კარგი, თუმცა ასეთია სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,
აღწერა: ჰიმენოკოჯი აკიტო და ჰიმენოკოჯი აკიკო და-ძმა არიან. 6 წელია ერთმანეთი არ უნახავთ... როგორც იქნა დრო მოვიდა - აკიკო საცხოვრებლად თავის ძმასთან გადადის და ერთ სკოლაშიც კი უნდა იარონ. დის სიხარულს საზღვარი არ აქვს, ამდენი წლის შემდეგ ნახავს თავის საყვარელ, ძვირფას, ყველაზე კარგ, ყველაზე ლამაზ, ყველაზე ყველაზე... საყვარელს! მართალია, აკიკოს ”ძმის კომპლექსი” აქვს, მასზე ყურებამდეა შეყვარებული და მასთან საცხოვრებლად მისი მოხიბვლის მიზნით გადადის... თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც აკიკო ფიქრობდა, რადგან წმინდა ლილიანის საერთო საცხოვრებელში იგი ერთადერთი გოგო არ არის. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს წმინდა ლილიანის აკადემიის სტუდენტური საბჭოს სრული შემადგენლობა, კერძოდ კი სამი ლამაზმანი, რომლებიც თავის მხრივ არ არიან გულგრილები აკიტოს მიმართ. [temo88]
გამოსვლის წელი: 2006
ჟანრები: Action, Seinen,
აღწერა: მსოფლიოში ვამპირები უფრო და უფრო თავაშვებულად იქცევიან, აღარ ცდილობენ დამალონ მათი არსებობა და დაკმაყოფილდნენ ჩრდილში ყოფნით. ისინი ვეღარ გრძნობენ დაკმაყოფილებას და ჟლიტავენ ყველას ვინც კი გზაზე გადაეღობება.
ვამპირებზე სანადიდოდ უკვე დიდი ხანია შეიქმნა ორგანიზაცია "ჰელლსინგი" ის არ არის საჯაროდ ცნობილი და კაცობრიობას ჩრდილიდან იცავს. ორგანიზაციას ყავს ერთი მთავარი იარაღი ვამპირი რომლის სახელია ალუკარდი, მან ჰელსინგების ოჯახს დიდი ხანია შეჰფიცა ერთგულება და ასრულებს ყველა იმ დავალებას რასაც ოჯახის უფროსი დაავალებს, ძირითადად კი ეს არის თავაშვებული ვამპირების დახოცვა.
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Adventure, Comedy, Fantasy,
აღწერა: არადის მატერიკს თავს კაძანის საშინელი წყევლა დაატყდა, რომელმაც გამოიწვია სხვადასხვა ურჩხულის წარმოშობა: ტროლების, გობლინების და სხვა არასასურველი მონსტრებისა. ახალგაზრდა ბარონმაც მიიღო თავისი წილი წყევლა – მისი მარცხენა ხელი შეპყრობილია დემონით, რის გამოც თანასოფლელებმა შიშით გამოაგდეს. უმიზნოდ ხეტიალისას ის წააწყდა მოჯადოვებულ ხმალს მის მცველ ჯუჯა სულ როქსისთან ერთად და მათი დახმარებით არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ დემონ-რაინდად, საკმაოდ საშიშ მებრძოლად ჩამოყალიბებაც შეძლო. აი ხელი, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში უღალატოს და დემონად აქციოს, მას არ ჭირდება. მისი ცხოვრების მთავარი მიზანია თავის წყევლაზე იმდენი შეიტყოს, რომ შეძლოს მისი მოცილება. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, Adventure,
აღწერა: ”ღმერთმა შექმნა ადამიანები, ხოლო კოლტმა ისინი თანასწორები გახადა” - ასეთი გამონათქვამით ხელმძღვანელობენ იარაღით მოვაჭრეები. ადამიანები ომობდნენ და იომებენ; მიმდინარეობს პროგრესი, ხოლო სასიკვდილო იარაღები უფრო და უფრო დიდი რაოდენობით არის საჭირო. მოთხოვნას აკმაყოფილებენ ტრანსნაციონალური ორგანიზაციები, რომლებიც მთელს პლანეტას ისე არიან შემოხვეულები, როგორც მსოფლიო გველი ლეგენდებიდან. კოკო ჰეკმატიერი - სატრანსპორტო მაგნატის შვილი, კომპანია HჩLI-ის მფარველობის ქვეშ მუშაობსევროპასა და აფრიკაში. მართალია კოკო ჯერ 25 წლისაც არ არის, უკვე სახელგანთქმულია, როგორც წარმატებული იარაღით მოვაჭრე, რომელსაც შეუძლია სიტყვის შესრულება და ადვილად უვლის გვერდს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კანონებს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,
აღწერა: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დედამიწას არაოფიციალური ვიზიტით ეწვია პრინცესა ლალა სატალინ დევილუკი. გალაქტიკათა იმპერატორის ქალიშვილმა დატოვა საკუთარი სახლი, რათა გაქცეოდა თავისმომაბეზრებელ მომვლელებს და, პირველივე დღეს ახალ პლანეტაზე, იპოვა ჭეშმარიტი სიყვარული რიტო იუკის, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი იაპონელი მოსწავლის სახით. მართალია ზოგი ყველაფერს გაუგებრობას მიაწერდა, მაგრამ ქალის ინტუიცია მსგავს საკითხებში ხომ არასდროს ცდება. ქონებრივი და კულტურული ბარიერები საშიში არ არის! რა მოხდა თუ რიტომ აღიარა, რომ მისი გული უკვე ეკუთვნის თანაკლასელსა და დიდი ხნის მეგობარ ჰარუნა საირენჯის. ყველაფრის მიუხედავად, ლალას აქვს გაცილებით უფრო ხარისხიანი და ფართო განათლება, რომლის ერთ ერთი პოსტულატიც გვაუწყებს, რომ პრინცესები ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ! [temo88]