Finished Anime
გამოსვლის წელი: 2012, 2013
ჟანრები: Comedy, Ecchi, School Life, Shounen,
აღწერა: რა შეიძლება უნდოდეს ცხოვრებისაგან 17 წლის იაპონელ მოსწავლეს? ისეი ჰიოდომ მშვენივრად იცის ამ კითხვაზე პასუხი, რადგან სწორედ ამიტომ ჩაეწერა ყოფილ გოგოების აცადემია კამაოში! ჰიოდო გულუბრყვილოდ ოცნებობდა, რომ შერეული სწავლების დაწყების შემდეგ, ბიჭების დეფიციტის გამო, იგი მეფედ იქცეოდა და სიცოცხლის გაზაფხულით დატკბებოდა, თუმცა სწავლების უკვე მეორე წელია, ხოლო გოგოები კი მცირეოდენ სიმპათიურ ბიჭებს დასდევენ, მთავარი გმირი და მისი მეგობრები კი ფრჩხილებს იკვნეტენ და გოგოების გასახდელის ჭუჭრუტანებს ეძებენ. აი ისეთებზე კი, როგორიცაა სკოლის დედოფალი რიას გრემორი, მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. საბოლოოდ ესეის მხურვალე ლოცვები შეიშმინეს ახალგაზრდობის ღმერთებმა. ღმერთებმა მისი გამოცდა მოისურვეს დამ ას მეგობარი გოგო მიუვლინეს, რომელმაც პირველივე პაემანზე... მუცელში ნახევარმეტრიანი რკინა გაუყარა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Fantasy, Mecha
აღწერა: კაცობრიობა უფრო და უფრო ღრმად მიიწევს კოსმოსის ჰორიზონტებში. რათქმა უნდა რაც უფრო ღრმად შედიან მით უფრო ძლიერი და აგრესიული მოწინააღმდეგეები ელოდებათ წინ. მთავარი მოქმედი პერსონაჟები არიან ხუთი ლუზერი კურსდამთავრებული მათ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს და გამოიძახებენ მხოლოდ მაშინ როცა უკვე აღარავინ აღარ დარჩათ ბაზაზე და მტერი კი უახლოვდება. ყველასგან გასაკვირად მათ შეძლეს მოახლოებული მტრის უკუგდება და მთავრობისაგან განწირული ხალხიც გადაარჩინეს. ამით მათ დაისაკუთრეს გალაქტიკურ მცველებში მათი ადგილი. მაგრამ წინ კიდევ ბევრი საშიში მოწინააღმდეგე ელოდებათ...
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, School Life, Shounen,
აღწერა: ჰაჩიკენ იუგომ ჩააბარა ოეზოს სასოფლო-სამეურნეო უფროს სკოლაში საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობის გამო ჩააბარა. აქ ჩაბარების ერთერთი მიზეზი სხვა მაღალკონკურენტული სკოლების თავიდან აცილებაც იყო, რომლებშიც მანამდე დადიოდა, თუმცა აქ, ცხოველებისა და დედაბუნების გარემოცვაში სულ სხვა სირთულეების წინაშე დადგა. ჩვეულებრივ ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდა ისეთი კლუბებისა და დავალებების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა მსგავსიც მანამდე არასდროს ენახა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy,
აღწერა: ერთ დღეს ჰარუმი კაზუჰიტო ძარცვის დროს მოკლეს. თუმცა იმის გამო რომ წიგნებით იყო გატაცებული, საშუალება მიეცა სასწაულებრივად გაცოცხლებულიყო - როგორც ტაქსა ძაღლი. როდესაც წიგნების კითხვის უნარის დაკარგვას მისტიროდა, მის წინაშე გამოჩნდა სადისტი ქალი ნაცუნო კირიჰიმე, რომელიც მაკრატელს ისევე ხმარობდა, როგორც სასიკვდილო იარაღს. მაგრამ მას არა მხოლოდ ესმის ძაღლად ქცეული კაზუჰიტოს ფიქრები, იგი ასევე არის მისი ფავორიტი ნოველების ავტორიც. რა დაემართება ამ ძაღლის ცხოვრებას? [Temo88]
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Fantasy, Shounen,
აღწერა: რიკუო ნურა არის სამი მეოთხედი ადამიანი და ერთი მეოთხედი იოკაი. იგი ცხოვრობს სულებით სავსე სახლში, რომელთა შორისაც არის პაპამისი - იოკაების ლიდერი. რიკუოს ბედად ერგო დაიკავოს პაპის ადგილი და გახდეს ლიდერი, თუმცა მის ადამიანურ ნაწილს ეს სულაც არ აინტერესებს. რიკუო მხოლოდ ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც სულ არ უნდა იოკაების ლიდერი გახდეს. [temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Fantasy, Mecha
აღწერა: ისტორია ვითარდება მომავალში სადაც კაცობრიობამ დაიპყრო კოსმოსის ჰორიზონტები და იქ მიდის უკვე გაცხარებული ბრძოლა ადამინათა და მონსტრების რასის ჰიდააზუს წინააღმდეგ. გაცხარებული ომისას ახალგაზრდა ლეიტენანტ რედს და მის ჰუმანოიდ საბრძოლო ჯავშანს კემბერს რაღაც ძალა გადატყორცნის სადღაც. როცა გონზე მოვა ის აღმოჩნდება წყლით დაფარულ პლანეტაზე სადაც ადამიანები ცხოვრობენ გემებზე და იმ გემს სადაც ის არის ქვია გარგანტია. რედი მიჩვეულია ომს და ახლა მოუწევს მშვიდობიანად ცხოვრების შეგუება, მაგრამ გარემოება არც თუ ისე მშვიდობიანია როგორც ერთი შეხედვით იქ მოხვედრილ ადამიანს ეგონება...
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრები: Action, Comedy, Ecchi, Fantasy, Magic, School Life, Shounen,
აღწერა: მას შემდეგ რაც მაგიის აკადემიაში გადავიდა, აკუტო საი აღმოაჩენს რომ იგი არა მხოლოდ მაგიური ძალებით დაჯილდოვებული სტუდენტია, არამედ მისი ბედისწერაა დემონთა მეფობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი მას სულაც არ ახარებს, გოგოებს ეს აგიჟებს! დაწყებული სექსუალური გოგოებით მის კლასში, დამთავრებული კანით შეპყრობილი ანდროიდით, რომელიც მის შესაცდენად არის დაპროგრამებული, აკუტოს უსიამოვნებები არ აკლია უცნაური გოგოების გამო. რამდენ ცდუნებას შეიძლება გაუძლოს დემონთა მეფემ? [Temo88]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Seinen,
აღწერა: სტაზი დემონთა სამყაროში ვამპირთა მეთაურია, თუმცა სულაც არ აინტერესებს ადამიანების სისხლი. ის უფრო მეტად დაინტერესებულია იაპონური კულტურით. როდესაც გაიგებს, რომ იაპონელი თინეიჯერი გოგონა იანაგი ფუიუმი შემთხვევით დემონთა ქალაქში აღმოჩნდება, სასწრაფოდ გაემართება შემთხვევის ადგილისაკენ. თუმცა, სანამ სტაზი მომხვდურს მიხედავს, ფუიუმის მონსტრი მოკლავს და მოხეტიალე სულად იქცევა. იმედგაცრუებული სტაზი მას შეფიცავს, რომ აუცილებლად იპოვის მისი გაცოცხლების საშუალებას. [temo88]
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრები: Drama, Fantasy,
აღწერა: Среди вечных битв и людского хаоса поднялась великая, хранимая богами империя Рёдза. Никто не может посягнуть на ее пределы, да и внутри страны власть уже немолодой императрицы крепка и незыблема. Правда, кроме помощи богов у могущества империи есть еще одна простая причина - только в Рёдза умеют использовать для битвы драконоподобных ящеров Тода, небольшой отряд которых может разогнать любую армию. Выращивать и тренировать 10-метровых зверей – сложное и ответственное ремесло, поэтому молодая мастерица Сойон, хоть и происходит из гонимого Племени Тумана, все же пользуется в деревне Аке определенным авторитетом. Аке – особая деревня, все жители которой, так или иначе, заняты работой с Тода, причем результаты курируются «с самого верха». Любая ошибка может дорого обойтись, поэтому Сойон и пыталась отговорить дочь, 8-летнюю Эрин, от выбора семейной профессии.
Увы, судьба зеленоглазой Эрин, обладательницы невероятного таланта, была уже решена. Жизнь и борьба этой девочки среди войн и интриг, горечи предательства и обретения любви будет отражена в эпическом полотне по мотивам новой серии романов автора «Хранителя священного духа».
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Romance, School Life,
აღწერა: ჩვეულებრივი ბავშვური სისასტიკის გამო ტაჩიბანა მეიმ დაასკვნა, რომ მეგობრობა არ არსებობს და ნებისმიერ დაახლოვებას ადამიანებთან მხოლოდ ტკივილი და ღალატი მოაქვს. ასე ცხოვრობდა საკმაოდ ჭკვიანი და სიმპატიური გოგო 16 წლამდე, რითაც უფროს სკოლაში მარტოხელა და ჩუმი ადამიანის რეპუტაცია მოიპოვა. სწორედ ასეთმა განსხვავებულმა და მარტოსულმა აურამ მიიპყრო ”სკოლის პრინცის”, კუროსავა იამატოს ყურადღება. პატიოსანმა და გულითადმა კუროსავამ, რომელსაც მობეზრებული ქონდა ნაცნობი გოგოების მხრიდან დაჟინებული ყურადღება, თავად მოიწადინა მეისთან დაახლოება და მიაღწია კიდეც საწადელს. ურთიერთობის ასეთმა დასაწყისმა კი ორმხრივი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა!
თანდათან ახალგაზრდებმა დაიწყეს შეხვედრა, ლაპარაკი, ხოლო შემდგომ კი სხვადასხვა გარემოებებმა ისინი ერთმანეთისკენ მიიზიდა. მეი თანდათან შევიდა იამატოს გარემოცვაში და მალევე გაიგო, რომ მის გარშემო ვარსკვლავები და სუპერმენები არ იყვნენ, არამედ უბრალო სკოლის მოსწავლეები - თავიანთი ოცნებებით, პრობლემებით, კომპლექსებით, და თუ ვინმეს დაეხმარები, ისიც გამოგიწვდის დახმარების ხელს. ტაჩიბანას ეძლევა შანსი გაიგოს ის სიტყვები, რომლებმაც, მართალია ნელ-ნელა, თუმცა მაინც შეცვალეს მისი დამოკიდებულება საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. მართალია ადგილობრივმა ”ძუ ლომებმა” მაშინვე სწორად შეაფასეს სიტუაცია და შეეცადნენ მის თავიანთ სასარგებლოდ შეტრიალებას, მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი – მოსახდენი მაინც მოხდებაო! [temo88]
გამოსვლის წელი: 2011
ჟანრები: Action, Drama, Shounen,
აღწერა: 14 წლის ამანო იუკიტერუ მარტოსულად ცხოვრობდა, მას მშობლები დიდად ყურადღებასარ აქცევდნენ. იგი არავის არაფერს არ უშავებდა, უბრალოდ თავს გარემოს დამკვირვებელად თვლიდა. და აბა როგორ იქნები დამკვირვებელი თუ ჟურნალს ან უბრალოდ დღიურს არ აწარმოებ?... იუკიტერუ სწორედ დღიურს ავსებდა თავის მობილურში და ამით სკოლაში უწყინარი სულელის რეპუტაცია დაიმსახურა.მაგრამ გარშემო მყოფების აზრი მას დიდად არ ადარდებდა, მას მხოლოდ ერთი წარმოსახვითი მეგობარი ჰყავდა სახელად დეოსი, რომელიც პროფესიით იყო ჩვენი სამყაროს ღმერთი. ღმერთს უყვარდა უბრალო იაპონელი ბიჭი და მას ხშირად უზიარებდა თავის ბრძნულ აზრებს. და ერთხელსაც ამანოს წამოსცდა რომ მოწყენილია და... [Tab00]
გამოსვლის წელი: 2011; 2013
ჟანრები: Drama, School Life, Sports,
აღწერა: მიზუსავას უმაღლეს სკოლაში საინტერესო ახალი ამბებია - სკოლაში მთელ იაპონიაში ცნობილი მოდელის აიასეს და ჩაირიცხა. ყველა მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი რომ მოეძებნა ცნობილი მოდელის და, მაგრამ ის თავად მოიძებნა, ადგილობრივ განცხადებების დაფაზე იყო მისი განცხადება გამოკრული რომელშიც მაღალი და ლამაზი გოგონა ეპატიჟებოდა ყველას რომ მის მიერ შექმნილ "კარუტის" კლუბში გაწევრიანებულიყვნენ. მოსწავლეები ამან ძალიან განაცვიფრა, რადგან კარუტა პატარების თამაშია, რომლებიც გრამატიკას სწავლოვენ ამ თამაშით. ნუთუ სუპერმოდელის დას უფრო უკეთესი საქმე ვერ უპოვია? სამწუხაროდ არა, მისი ახლოს გაცნობის შემდეგ კლასელები მიხვდნენ, რომ ის მხოლოდ იმას აკეთებს რაც სურს, მხოლოდ იმაზე საუბრობს რაც მას აინერესებს და სულაც არ სურს რომ თავი "სამაგალითო ქალბატონად" მოიყვანოს. მისმა კლასელებმა კი აიასეს სასქციელიდან ის დასკვნა გამოიტანეს, რომ ტყუილად იკარგება ასეთი სილამაზე. [severus]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Action, School Life, Seinen,
აღწერა: 15 წლის, კოიჩი საკაკიბარას დედა, მშობიარობის შემდეგ, გარდაიცვალა. მამამისი, ექსპედიციების გამო ხშირად, სახლში არ იმყოფებოდა და ამ მიზეზით კოიჩი ფილტვების ანთებით დაავადდა. ტოკიოს დაბინძურებული ჰაერისაგან დასაშორებლად, ის გადაწყვეტს დედამისის მშობლიურ სოფელ იომიამაში, დეიდსა და ბებია-ბაბუასთან წავიდეს საცხოვრებლად. აქ, ის სწავლას იომიამას საშუალო სკოლის მეცხრე ვე კლასში გააგრძელებს. ავადმყოფობის გამო იომიამას ჰოსპიტალში მხვედრილი საკაკიბარა შეხვდება მეცხრე ვე კლასის მოსწავლეს, რომელიც მეი მისაკის სახელით გაეცნობა.
რამოდენიმე დღის შემდეგ, უცნაური მიზეზით, საკაკიბარას გარშემო, ხალხი დაღუპვას დაიწყებს. როგორც საკიკაბარა შემდგომში გაიგებს, ეს მიზეზი, ერთი შეხედვით, მისაკია...
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy,
აღწერა: ანიმეს მთავარი გმირია იოკოდერა იოტო, რომელიც ხშირად დაფრინავს მის გარყვნილ ფანტაზიებში მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს მას გარყვნილად არავინ არ აღიქვამს. უცებ იგებს, რომ არსებობს კატის ქანდაკება, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს და ისიც უმალვე მიაშურებს რათა უდნა რომ შეეძლოს მისი გარყვნილების საჯაროდ გამოტანა. იქ მას შეხვდება გოგონას ცუცუკაკუსი ცუკიკოს, რომელიც იტანჯება იმით რომ არ შეუძლია გამოხატოს მისი ნამდვილი გრძნობები საჯაროდ. კატა მათ შეუსრულებს სურვილებს და ახლა მათ უწევთ ახალი ამპლუის შეგუება. და შეეგუებიან...?!
გამოსვლის წელი: 2012, 2013
ჟანრები: Comedy, Fantasy, School Life,
აღწერა: გაიღვიძეს ერთხელაც დიადმა უძველესმა არსებებმა და აღმოაჩინეს რომ სამყარო უკვე სხვა ძალებს ეკუთვნის, ისინი კი უკვე დიდიხნის მივიწყებული არიან. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ღმერთები "კტულხუ" დაიშალნენ და სხვადასხვა გზას დაადგნენ - ზოგმა ხელოვნება აირჩია ზოგმა თამაშების ინდუსტრია, მაგრამ ყველაზე თაოსნებმა,ფხიანებმა გადაწყვიტეს გალაქტიკურ ინტერპოლში ემსახურათ. მათ მიიღეს დავალება დაეხმარონ ე.წ. ცისფერ პლანეტას, რომელსაც თავად ჯოჯოხეთის სატანა ემუქრებოდა! ბრძანების მიღებისთანავე მხოხავი ქაოსი ნიარლატოტეპი, ცეცხლოვანი კტუგხა და ხასტური გარდაისახებიან საყვარელ უფროსკლასელებად და იწყებენ ოპერაციის შესრულებას [severus]
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Comedy, Fantasy, Romance, Shounen,
აღწერა: ისტორაი იწყება ალტერნატიულ რეალობაში სადაც დემონთა მეფეს ანუ სატანას უნდა დაიპყროს კონტინენტი ენტე ისლა. ამ დროს გამოჩნდა გმირი ემილია, რომელიც მას შეაჩერებს და თითქოს მის განადგურებას ბევრი არ უკლია, მაგრამ სატანა მისი მსახურით გაიქცევა რაღაც პორტალით და აღმოჩნდება თანამედროვე იაპონიაში. მათ არ გააჩნიათ მაგიური ძალა და თავის გასატანად დემონთა მეფეს უწევს ბისტროში მუშაობა. ამ ყველა უბედურებას კი ის ახლავს თან, რომ იმ პორტალს გმირი ემილიაც გამოყვა და კვლავ ცდილობს, რომ დემონთა მეფე მოკლას, მაგრამ მასაც არა აქვს ძალა...
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Romance,
აღწერა: უფროსკლასელი კირი ჰაიმურას მანიაკალურად უყვარს თმის გაკრეჭვა. მაგრამ დროთა განმავლობაში თითქოს დაავიწყდა მისი მისწრაფება როცა გაიგებს, რომ გორაკზე ცხოვრობს ძალიან გრძელთმიანი გოგონა. ისიც არ დააყოვნებს და მიაშურებს იმ სახლისკენ. იქ დახვდება გოგონა სახელად ივაი რომელსაც აქვს დაწყევლილი თმები და არცერთი აქამდე ნანახი მაკრატელი ვერ ჭრის მას თმებს. მაგრამ კირის აქვს მისი მანიაკი წინაპრისაგან დატოვებული მაკრატელი, რომელსაც უწოდებენ დაწყევლილ მაკრატელს და მისი საშუალებით კირი ადვილად შეჭრის თმას, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არაა რაც უფრო მეტად იყენებ დაწყევლილ ნივთს მით უფრო იზრდება მანიაკალური მიდრეკილებაც...
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action,
აღწერა: კუძე ხიბიკი და მისი მეგობრები თავის ტელეფონზე საეჭვო აპლიკაციას იღებენ, მისი დახმარებით მოგდის ვიდეო როცა ვინმე შენი ნაცნობი დაიღუპება. მხიარული კომპანია მიხვდა რომ ეს აპლიკაცია უბრალო გასართობი არ არის, აღმოჩნდა რომ მისი საშუალებით მათ შეუძლიათ დემონების სხვა განზომილებიდან ხმობა ჩვენს სამყაროში. ასევე ირკვევა რომ დედამიწას საფრთხე ემუქრება და ეს აპლიკაციებიც სწორედ მის გადასარჩენადაა საჭირო, ხიბიკის და კოს მოუწევთ თავისი ტელეფონების დახმარებით მისი გადარჩენა. [severus]
P.S. "2" წერია იმიტომ, რომ ეს არის თამაშის მეორე ნაწილის ადაპტაცია
გამოსვლის წელი: 2013
ჟანრები: Action, Comedy, Romance,
აღწერა: იაპონიაში არის საშინელი მიწისძვრები რაც დამანგრეველი შედეგების მომტანია. მიზეზი ფართო მასებისათვის არაა ცნობილი. ისინი უბრალოდ გაფრთხილებულები არიან, რომ ასეთ ვითარებაში სამალავებში უნდა გაიხიზნონ. ერთ ასეთ დროს, ანიმეს მთავარი გმირი, შიდო იცუკა შემთხვევით გაიგებს, რომ ეს ყველაფერი არის სულების ბრალი. ისინი ჩვენს დროში გადმოდიან და აურზაურს აწყობენ. შემთხვევით შიდო მოახერხებს სულთან დაკავშირებას და პაემანზე დაითანხმებს, ამ დროს აკოცებს და სულს ძალა დაებლოკება. ამის გამო სპეციალური ორგანიზაცია მას სამუშაოდ აიყვანს. ახლა შიდოს უწევს სხვადასხვა საშიშ სულებთან პაემანზე სიარული რათა მათი ძალები დაბეჭდოს და აიცილოს ნგრევა და მსხვერპლი.
გამოსვლის წელი: 1986, 1989, 1996, 2009
ჟანრები: Action, Adventure, Comedy, Fantasy, Shounen,
აღწერა: ძალზედ პოზიტიური ანიმეა - მას შედევრიც კი შეიძლება ეწოდოს. მთავარი გმირია გულკეთილი მაგრამ ამასთანავე მოსულელო ბიჭი სახელად გოკუ. ძალიან კარგი ისტორიაა, რომელის ნახვაც ნებისმიერს შეუძლია. მთელი სიუჟეტი არის ბრძოლებზე, დაამარცხებ ერთ მოწინააღმდეგეზე და შემდეგ მალევე ახალი მოწინააღმდეგე ჩნდება რომლიც უნდა დაამარცხონ.
ძირითადი ისტორია არის გოკუს და მათი მეგობრების მოგზაურობა რომელიც დრაკონის მარგალიტებს ეძებს, ლეგენდის თანახმად თუ ყველა დრაკონის მარგალიტს შეაგროვებ გაჩნდება დრაკონი რომელიც 1 ნებისმიე სურვილს შეგისრულებს, სულ ასეთი დრაკონის მარგალიტები შვიდი ცალია. ძალზედ ჩამთრევი ანიმეა რამოდენიმე სერიას რომ ნახავ უკვე აღარ შეგიძლია გაჩერდე სანამ ბოლომდე არ უყურებ, არაფერზე გადაგაქვს ყურადღება შენ მოგზურობ ჩვენს გმირებთან გოკუსთან, კირილენთან, იამაჩასთან და მათ მეგობრებთან. დრაგონბოლი სიონინის მეფეა მან მთელი ეპოქა შექმნა, თავად ეს ჟანრი სიონინი დრაგონ ბოლის არსებობის გამო ჩამოყალიბდა.
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Romance, School Life,
აღწერა: იუტა ტოსაგი ჩვეულებრივი მაღალ კლასელია, მაგრამ მას აქვს შავ-ბნელი წარსული. დაწყებითებში ის იყო ჩაციკლული ანიმეებში და თავს ბნელეთის მბრძანებლად ასაღებდა, რათქმა უნდა არავის არ უნდა ასეთ დამთხვეულთან მეგობრობა. და ახლა როცა სახლიდან საკმაოდ მოშორებულ სასწავლებელში ჩააბარა იფიქრა, რომ ამოისუნთქა და წარსული ჩააბარა წარსულს, მაგრამ სახლიდან "მისი უდიდებულესობის" ნივთების გატანისას უკანასკნელას განასახიერა ბნელეთის მბრძანებელი და თითქოს ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა, მაგრამ იუტას არც აქ მოასვენა წარსულის აჩრდილმა მის კლასში აღმოჩნდა გოგონა, რომელიც ისეთივე "სენით" აღმოჩნდა დაავადებული როგორითაც იუტა იყო შეპყრობილი და თან ამ გოგომ გაიგონა წინა ღამით იუტას ბოდიალი და ახლა წყვდიადის მბრძანებლად მოიხსენიებს, იუტას მიზანია როგორმე გააჩეროს ეს გოგონა და თან ისე რომ კლასელებმა არ შეიტყოს მისი წარსულის შესახებ...
გამოსვლის წელი: 2008
ჟანრები: Adventure, Comedy, Drama, Romance,
აღწერა: ადამიანებს უყვართ დედაბუნებაზე გამარჯვება. მიკარგული სოფლის გლეხებმაც კი თანამედროვე ტექნოლოგიები არჩიეს მგელი-ქალღმერთი ხოროს მფარველობას, რომელიც მათ მოსავალს ათასი წლის განმავლობაში იცავდა. მთლად მოიწყინა ქალღმერთმა, თუმცა უძველესი შეთანხმების შეწყვეტა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ, რომელთაც მის შესახებ დიდი ხნის წინ დაივიწყეს. მოულოდნელად კი მას გაათავისუფლებს ვიღაც ლოურენსი – სიმპატიური, მოხერხებული და საკმაოდ გონიერი ბიჭი, ტიპიური მოხეტიალე ვაჭარი. ქალღმერთმა მიიღო ახალგაზრდა გოგოს სახე და ლოურენსს სთხოვა იგი ჩრდილოეთში, მშობლიურ მხარეში წაეყვანა, იმ პირობით, რომ ახალგაზრდა ვაჭარი ამით არაფერს იზარალებდა. [temo88]
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრები: Comedy, Drama, Seinen,
აღწერა: აკადემია სეიკოში წლიურ მოხსენებებში ბევრი სასწაული, შემაძრწუნებელი ლეგენდები და საშიში ისტორიები ხვდება, რომელთაგან უმრავლესობაში ფიგურირებს ადგილობრივი მოჩვენება იუკო. გასაკვირი არაა, რომ სკოლაში შექმნილია პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი კლუბი, სადაც მთავარ ძალას წარმოადგენს 13 წლის ბიჭი, ექსტრასენსი ტეიჭი ნიია, რომელიც თავისუფლად ამყარებს კონტაქტს მიღმა სამყაროსთან. აგრეთვე ამ კლუბშია ერთი წლით უფროსი, ერთ ერთი ძველი ოჯახის წარმომადგენელი, აგრეთვე სულიერი შესაძლებლობების მქონე გოგო კირიე კანოე, ხოლო ენთუზიაზმი კი არ აკლია მის თანატოლ და კლუბის მდივან მომოე ოკონოგის. პრობლემა ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი იუკო კანოე უცხოს არავის უნახავს! [temo88]
გამოსვლის წელი: 2007
ჟანრები: Action, Drama, Fantasy, Shounen,
აღწერა: იომი - ადამიანის მჭამელები, ბოროტი მონსტრები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ფორმის მიღება. ყველაზე ძლიერი და შეუკავებელი იომები ღიად ესხმიან თავს სოფლებს, ზოგი ადამიანთა საზოგადოებაში რომელიმე მოსახლის სახით ფარულად იპარება. კლეიმორი - ეს არის ნახევრად ადამიანი, ნახევრად იომი. მათ აქვთ ღია თმა და ვერცხლისფერი თვალები. კლეიმორებს შეუძლიათ იომის ამოცნობა და განადგურება. ყველა კლეიმორი მდედრობითი სქესისაა. ადამიანები უბრალოდ ადამიანები არიან. მათ ეშინიათ კლეიმორებისა და იომების. თუმცა პირველთა გარეშე მეორეებს ვერ გაუმკლავდებიან. ეს ისტორია იწყება კლეიმორ კლერისა და ადამიან ლაკის გაცნობით... [temo88]